დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ბენჯამინის ახალი თოფი
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6
bazuka
აუ მაგრად მომეწონა, ლამაზია, უფო ძლიერია, და 10 ტყვიიანი ბარაბანიც აქვს

ფასი კი უკვე დისკოზე 2X ძვირია. რას ფიქრობთ ???
parna
ლამაზია wub.gif
Jah
ციტატა(bazuka @ 13th March 2009 - 01:43 AM) *
რას ფიქრობთ ???

სულ ახალი გამოსულია smile.gif და არცერთ ფორუმზე ჯერ არ არის ნორმალური რეპორტი...
ჩემისაზრით ეს არის იგივე დისკოვერყ, ოღონდ უფრო ხარისხიანი კონდახით, რაღაც ინტეგრირებული მოდერატორით, და 10-იანი ბარაბანით.
ანუ იგივე შაშხანა აქსესუარებით smile.gif მაგრამ შეიძლება ვცდებოდე და დისკო-ზე უკეთესი რამეა...
geojorjika
bazuka
ადრე დავწერე ამაზე , კარგია, ხარისხი დისკავერიზე უარესი არ იქნება უკეთესი ტუ არა, კონდახი მომწონს მაგრად,ლამაზად ნაკეთებია, ასევე ძალიან ჩუმია ინტეგრირებული საუნდმოდერატორი აქვს, მაგრამ ფასი......... 500$ Benjamin-ისთვის ძვირია, მაგას ჯობია 100$ დაამატო და
Evanix Hunting Master AR6 / AR4 ან რაიმე უკეთესი იყიდო, რავიცი რავიცი smile.gif აი ეს მომწონს ძალიან Air Arms S400 Sidelever მაგრამ ფასი 820$ sad.gif

bazuka
Jah
ციტატა(Jah @ 12th March 2009 - 10:50 PM) *
ანუ იგივე შაშხანა აქსესუარებით

უფრო სწრაფია. და ლულაც აშკარად სხვაა

geojorjika
ეჰჰჰ 100 100 და sad.gif, ეგრე 500-მდე ასვლაც ჭირს smile.gif

parna
ციტატა(parna @ 12th March 2009 - 10:45 PM) *
ლამაზია

ხო ლამაზია
Jah
ციტატა(bazuka @ 13th March 2009 - 03:14 AM) *
ლულაც აშკარად სხვაა

არამგონია smile.gif ეს ინტეგრირებული "მოდერია", ისეც საეჭვო ხარისხის smile.gif
ochopintre
რო ვთქვა მაგის სილამაზიდან გამომდინარე აღფრთოვანებას ვერ ვმალავ მეთქი მოვიტყუები wink.gif
ja_ja
მოკლედ ამ თემას აქ რატომღაც ყურადღება არ მივაქციე, გუშინ პირამიდზე ვეგდე ისევ და..... შევამჩნიე smile.gif

დავძებნე ინფო და საკმაოდ კაი გამოძახილებია. მართალია ჯერ ნორმალურად ხელში არავის სჭირია, იმიტომ რომ გაყიდვა დაიწყება აპრილიდანო, თან აპრილში მხოლოდ 100 ცალის გამოშვება იგეგმება და რეალური გაყიდვები იწყება მაისიდან.

ფასი მართლაც 2-ჯერ ძვირი აქვს, მაგრამ პოზიცირებს როგორც AA 410S-ის შემცვლელი, ასე რომ ფასისა და შესაძლებლობის მიხედვით, თან ორმაგი დანიშნულებით (ჰაერი და ცო2)......

ჯერ რაც გავარკვიე

უშვებს კროსმანი (სახელი ბენჯამინია რატომღაც თავის სახელთან ასოცირება არ უნდა კროსმანს და ამერიკელები რატომღაც კარგ საქმეთ თვლიან ასეთ მიდგომას)

კალიბრები 0.177 (4.5-ი 1100 fps) და 0.22 (5.5-ი 1000fps)

ბარაბანი 10-იანი - რაღაც მიმოხილვებია რომ შეიძლება სხვა სტანდარტის ბარაბნებიც წავიდეს, მაგალითად e-type-სი

ლულა - ჩიკი და ხმის ჩამხშობი (მოდერატორი)

რეზერვუარი - 2000 და 3000psi-ზე, ამასობაშI წერენ რომ 2000-პსი-ზე (136 ატმოსფერო) იქნება 35 - 45 გასროლა, ხოლო 3000psi (204 ატმოსფერო) იქნება დამატებით კიდევ 15-20 გასროლა, ანუ სადღაც 55-60 გასროლა ჯამში

ტყვიის ენერგია - 38-40 ჯოული 22-იანისთვის და 30-32 4.5-იანისთვის, ტყვიით JSB Diabolo Exact Heavy

დამზადება შესრულება ხარისხი - კროსმანის წარმოადგენლები ირწმუნებიან რომ ჩინეთის ნასახი არ არის ამ იარაღში, ყველაფერი ამერიკაშია გაკეთებული, გარდა რამდენიმე კოსმეტიკური დეტალისა (არ აზუსტებენ კონკრეტულად რა კოსმეტიკაზეა საუბარი)

ასევე დამატებით გთავაზობთ საიტს, სადაც გარკვეული შეცდომებია, კონვერტაციის მხრივ, მაგალითად 7 ფუტიანი წონა გადაყვანილია როგორც 5.27 კილოგრამი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, სინამდვილეში სადღაც 3.25 კილოგრამია რეალური წონა

ასევე გაიჩითა ორი ფორუმი რომელზეც კროსმანის წარმომადგენლებმა დაიწყეს ნაწილ კითხვებზე პასუხის გაცემა

Yellow Forum...

Green Forum...

ნორმალური სრული რევიუ ჯერჯერობით ერთადერთია და geojorjika -მ დადო მაგის ლინკი

საერო შეფასებით მაგრა მომეწონა ეს იარაღი, რაც განსაკუთრებით მომწონს ეს არის 10-იანი მჭიდი, ზემოთხსენებულ სტატიაში მოყვანილი ტესტირება 6 სახის ტყვიით და საკმაოდ კარგი სიზუსტე და სიჩქარეებია ნაჩვენები. კლასიკური ბოლტ ექშენი რაც მშვენიერია და ამასობაში AA-მ მიქარა ჩემის აზრით Sidelever -ი მუღამს უკარგავს სანადირო იარაღს, ეს სპორტულზეა გამართლებული.

მოკლედ ჩემის აზრით მშვენიერი ფიშტოა, ეგაა რომ გაყიდვაში საკმაოდ გვიან გამოვა ანუ იწყება გაყიდვა პირამიდზე Estimated in stock date 05-28-2009 ცალკე იქნება საყიდელი ნასოსი და სამიზნე. რაც დამატებით ხარჯებს ნიშნავს. დანარჩენში კი AA 410S-ს მგონი რეალური კონკურენტი გაუჩნდა ნახევარფასში. შეიძლება მაისში ეს იაღაღი დავუკვეთო თუ მანამდე ვერაფერს ვერ დავითრევ smile.gif
geojorjika
ja_ja

ციტატა
AA 410S-ს მგონი რეალური კონკურენტი გაუჩნდა ნახევარფასში.

ეგ იარაღი მეც მომწონს მაგრამ AA 410S-სტან შედარება მემგონი "ტეხავს" სხვა თუ არაფერი ეს თუ ღირს 500$ მე მირჩევნია კიდევ 300$ დავამატო და AA-ი ვიყიდო ვიდრე ეს კროსმანი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს იარაღი მართლა მომწონს, რეალურად რა იქნება ვნახოთ, ამას იმიტომ ვამბობ რომ პირამიდზე და www.americanairgunhunter.com-ზე ჰატსანის (იგივე Hummerli) PCP-საც ასევე პოზიტიური განხილვა აქვს და გვაჯერებენ რომ ძალიან მაგარია smile.gif ( თუმცა შეიძლება ესეც იყის რადგან ამერიკისთვის ჰატსანებს Umarex-ი ამზადებს smile.gif )
bazuka
geojorjika
ციტატა(geojorjika @ 24th March 2009 - 04:27 PM) *
სხვა თუ არაფერი ეს თუ ღირს 500$ მე მირჩევნია კიდევ 300$ დავამატო და AA-ი ვიყიდო ვიდრე ეს კროსმანი

ჭამა ქონებაზე კიდიაო თუ როგორააა, 300$-ად კიდე ერთ სრულფასოვან ზდპ გამოს იყიდი კაცი
parna
ციტატა(bazuka @ Mar 24 2009, 04:03 PM) *
geojorjika

ჭამა ქონებაზე კიდიაო თუ როგორააა, 300$-ად კიდე ერთ სრულფასოვან ზდპ გამოს იყიდი კაცი


+1
geojorjika
bazuka
parna
კი მართალია ეგრეა , მაგრამ +300$-თ გექნება ერთი სრულყოფილი შაშხანა, ზედმეტი ჩალიჩის გარეშე გამოიყენებ სანადიროდაც და მიზანში სასროლადაც, რასაც კროსმანზე ვერ ვიტყვით smile.gif თუმცა ამ ამის საოკნპენსაციოდ დაგემატება ერთი ნორმალური ზ,დ,პ, smile.gif , რავიცი ეს ინდივიდუალურია ვისაც როგორ მოსწონს ისე უნდა გააკეთოს, რაც მე ვნახე PCP-ი რომ დავიჭირე ხელშI ეხლა ესე მგონია ზ.დ.პ.-ს ვეღარ ვისვრი smile.gif

რა ამის პასუხია და ეს საიტი ნახეთ აბა მემგონი ფასებს არაუშავს მაგრამ ჩამოტანა როგორ იქნება არ ვიცი sad.gif
ja_ja
300$-ად დამატებით ერთტყვიან ბენჯამინ დისკოვერის დავითრევ და იქნება მთელი კომპლექტი smile.gif

AA კაკრაზ გვერდითა დამტენის გამო მაგრა არ მომწონდა, ბოლტ ექშენიანი კი ამ ბოლოდროს აღარ იშოვება

კიდევ ერთხელ ვამბობ JAH-ისავით სპორტული რომ მქონდეს რათქმაუნდა ხმას არ მამოვირებ მაგრამ ნადირობა გართობისთვის სრული სიმულაცია გჭირდება smile.gif, ნუ ია ტაკ დუმაიუ
geojorjika
გეთანხმებით ყველა მაგრამ მე სხვა რამეს ვამბნობ ხალხნო, მე არ ვამბობ რომ ბენჯამინი ცუდია, არა ეგრე არ არის, უბრალოდ მე ძალიან მომწონს AA-ი და მაგიტომ შეიძლება სუბიექტურიც ვარ smile.gif , მაგრამ თუ მიზანში სროლა და ნადირობა ერთან მინდა მე მაგალითაც AA-ს ავიღებდი , თუ იმდენი მაქვს რომ სანადიროდ და მიზანშI სასროლად სხვა და სხვა იაღაღი მექნებოდა მაშინ სანადიროდ დისკავერის ავიღებდი ან BSA Air rifle Scorpion CARBINE 310 ფუნტი სტერლინგი

nihontoman
მგონი ისევ დისკო იყიდოს კაცმა ჯობია უფრო იაფია და დიდი განსხვავება არ იქნება- ორივეს ერთგან აკეთებენ ერთი და იგივე მასალებით და ტექნოლოგიით. ხარისხით დისკოზე მეტი არა მგონია იყოს, ფასი გლუშიწელის, აბოიმის და უფრო ლამაზი კონდახის გამოა აწეული. "გული" ორივეს ერთი აქვთ, ალბათ :unsure:
ja_ja
წეღან რაღაცეებს ვარკვევდი და

აბა დააჭირეთ :-)


2 კვირაში თუ ეს გაიჩითა......... უუუუუუუუუუუუუუ biggrin.gif
bazuka
ja_ja
ვერ დავუმუღამე რაარი ეს ??
ფართო გაყიდვაში გამოდის თუ .. ??
parna
:| 15 დღე
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 6th April 2009 - 11:14 PM) *
ვერ დავუმუღამე რაარი ეს ??


რავი აბა ამ საიტს შეხედე და შენ რა აზრები გაგიჩნდება?
მე ჩავთვალე რომ 2 კვირაში გაყიდვებს იწყებენ, ნუ ზასტავკა ისეთია რომ....

მოკლედ თუ გაიჩითა გაყიდვაში, ჩნდება მხოლოდ ერთი კითხვა, ჩამოტანა - როგორ უნდა მოხერხდეს.
ამ კვირაში ვალების ნაწილს მიბრუნებენ და 2 კვირაში მთლიანად მიფარავენ, ჰოდაააააააა smile.gif მეფხანება რა ხელები smile.gif
parna
ციტატა(ja_ja @ Apr 6 2009, 08:59 PM) *
bazuka


რავი აბა ამ საიტს შეხედე და შენ რა აზრები გაგიჩნდება?
მე ჩავთვალე რომ 2 კვირაში გაყიდვებს იწყებენ, ნუ ზასტავკა ისეთია რომ....

მოკლედ თუ გაიჩითა გაყიდვაში, ჩნდება მხოლოდ ერთი კითხვა, ჩამოტანა - როგორ უნდა მოხერხდეს.
ამ კვირაში ვალების ნაწილს მიბრუნებენ და 2 კვირაში მთლიანად მიფარავენ, ჰოდაააააააა smile.gif მეფხანება რა ხელები smile.gif



:lol: :rolleyes: მეც მომწონს ეს თოფი
geojorjika
ja_ja
რაღაც არ მიმდის მაგ ფიშტოზე გული, იგივე ბენჯამინია ახალ "ტყავში" , ფასიიი, ძვირია sad.gif
ja_ja
geojorjika
რავი მე მომწონს, ნუ რა პონტია იცი, მე დისკოს კონდახი არ მომწონს, ანუ ნებისმიერ ვარიანტში რომ ვიყიდო გადაკეთებაზე უნდა ვიჩალიჩო ეს ფულია

პლიუს ინტეგრირებული მოდერი - ნუ კაცმა არ იცის რა არის და რა იქნება, მაგრამ ბოლო ბოლო გადაკეთება ყველაფრის შეიძლება, ნულიდან დაწყებას მგონი ჯობია

10 ტყვიანი მჭიდი, ნუ მე როგორც იცით ვფიქრობ შტეერზე როგორც სერიოზულზე, მაგრამ დიდი ფულიც ღირს და ჯაჰ-ის იარაღი რომ გავსინჯე მძიმეა, ჯერ ხელი უნდა მივაჩვიო, შესაბამისად გასართობ ფიშტოში 10-იანი მჭიდი საკმაოდ კარგ პლიუსად მიმაჩნია

ეს ყველაფერი რომ ჩავთვალო დარწმუნებული ვარ 250$-ს გადავაჭარბებ, ასე რომ ვფიქრობ, ბარემ ვიყიდო ჯობია და გადავიხადო. ნუ 500$-ის გამქაჩავი ამ ეტაპზეც უპრობლემოდ ვარ, ნუ პლიუს ნასოსი და ოპტიკა, ასე რომ სადღაც 850-1000$-ს მაინც მივუკაკუნებ ამ თანხაში კი 250-ის ეკონომია ქაჯობად ჩანს მითუმეტეს თუ მაინც ეს 250-ი გადაკეთებაში უნდა მივახარჯო

ამ ვარიანტში მირჩევნია ეს მარადიორი და არა დისკო, თორემ დისკოს აქამდე მინიმუმ 2-3-ჯერ ვიყიდიდი, ბოლო-ბოლო საერთაშორისო გზავნილით გამოვუშვებდი smile.gif
geojorjika
ja_ja
წარმატებები, მაგას კი არ ვამბობ ცუდიათქო smile.gif მშვენიერი სანადირო და გასართობი ფუშტო იქნება, უბრალოდ 500 პატა მეძვირება მაგისთვის smile.gif , მე ვაგროვებ AA-ს ფულს ჯერ მაგრამ ჩამოიტანენ თუ არა ეგ არ ვიცი sad.gif , და გამოგზავნას როგორ აპირებ? ხომ არ იცი Jah-ის დისკო რას შვება?
ja_ja
geojorjika
ციტატა(geojorjika @ 7th April 2009 - 12:34 AM) *
და გამოგზავნას როგორ აპირებ?

ოიჰ, ეგ მაგარი თავსამტვრევია smile.gif რაცხაებს ახლაც ვეძებ. სხვადასხვა საკურიერო სამსახურებთან მაქვს მიმოწერა თუ რომელიმე გაამართლებს დავწერ. თუ არა და მომიწევს პირამიდის საერთაშორისო გზავნილით გამოშვება
geojorjika
ja_ja
პასუხს ველოდებით smile.gif
ochopintre
ციტატა(ja_ja @ 7th April 2009 - 07:29 AM) *
ოიჰ, ეგ მაგარი თავსამტვრევია რაცხაებს ახლაც ვეძებ. სხვადასხვა საკურიერო სამსახურებთან მაქვს მიმოწერა თუ რომელიმე გაამართლებს დავწერ. თუ არა და მომიწევს პირამიდის საერთაშორისო გზავნილით გამოშვება

ja_ja ამ საიტის მეპატრონეს ადრე ველაპარაკე და crosman_ის ყველანაირ იარაღს უპრებლემო ჩამოვიტანო (crosman_ის ოფიციალური დილერი ვარ საქართველოშიოო ) და რავიცი შეეხმიანე მაინც რა იცი რა ხდება www.iaragi.ge
ja_ja
მივწერე უკვე მაგასაც

რაღაც პრობლემააო ამერიკიდან გამოგზავნაზეო და მალე გამოსწორდებაო
აღარ დამიზუსტებია რა, მაგრამ ვხვდები რომ საუბარი ლიცენზიებზე იქნება
Jah
ციტატა(ochopintre @ 7th April 2009 - 11:12 PM) *
crosman_ის ოფიციალური დილერი ვარ საქართველოშიოო

19.gif
ეს არის სრული ტყუილი
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 8th April 2009 - 10:29 AM) *
ეს არის სრული ტყუილი

იდეაში მართალი ხარ, დილერობას ეგრე ნალევო-ნაპრავო არ იძლევიან, რაღაც რაოდენობას უნდა ყიდიდე, ან გარკვეული თანხის საქონელს რომ დილორება მოგანიჭონ smile.gif

მაგრამ პირადად ჩემთვის სულერთია, ოღონდ ჩამოიტანოს ვინმემ და მისი კროსნამთან ურთეირთობის სტატუსი მე ნაკლებად მაღელვებს smile.gif
ja_ja
ბლინ გავაფრენ

ერთ კვირაში ეს ფიშტო უკვე უნდა გამოჩნდეს. ა-ბატონო დოკუმენტი :-)

მე კიდევ ჩამოტანის პირობები ვერავისთან გავარკვიე. ახლა პირდაპირ კროსმანს მივწერ, საინტერესოა ეგ თუ აგზავნის და რა პირობებით.
nihontoman
წარმატებებს გისურვებ თუ აპირებ ჩამოტანას. ისე მაგას ნასოსი მოყვება თუ უნდა დაამატო?
parna
ციტატა(ja_ja @ Apr 14 2009, 02:50 PM) *
ბლინ გავაფრენ

ერთ კვირაში ეს ფიშტო უკვე უნდა გამოჩნდეს. ა-ბატონო დოკუმენტი :-)

მე კიდევ ჩამოტანის პირობები ვერავისთან გავარკვიე. ახლა პირდაპირ კროსმანს მივწერ, საინტერესოა ეგ თუ აგზავნის და რა პირობებით.



smile.gif
ja_ja
აუ ეს კროსმანი დამცინის გეფიცებით smile.gif

22 აპრილს გამოვა შეზღუდული ვარიანტი 100 ცალი ეგზემპლარიო და თუ ყიდვა გინდა საიტზე წინასწარი დაკვეთა გააფორმეო. მე კიდევ უკვე ოცნებებში ვიყავი და ლამის ხელში მეჭირა ეგ თოფი ისეთი ელეთ-მელეთი მჭირდა.

ახლა მივწერე წინასწარ დაკვეთას საქართველოდან თუ მიიღებთ მეთქი, ვნახოთ რას მოიწერებიან.

თუ უარი მტკიცეს აღარ ვიცი რა ვქნა, კიდევ ერთი თვე ლოდინი სანამ ჩვეულებრივ გაყიდვაში გამოვა..... მანამდე დისკო ხომ არ ვითრიო ჰაააააააა. მარა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ლლოიდისაა და შესუსტებული ვერსიაა.

რა არის ეს რა წყევლააა.
Jah
ციტატა(ja_ja @ 16th April 2009 - 12:09 PM) *
ლლოიდისაა და შესუსტებული ვერსიაა.

ახლა დამაფიქრა ამ მომენტმა...
ბენჯიკები გამოდის 2 კალიბრში 4.5 და 5.5... ეს ვიცი... მაგრამ რომ სიმძლავრით იყოს განსხვავებული არ გამიგია...
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 16th April 2009 - 01:41 PM) *
მაგრამ რომ სიმძლავრით იყოს განსხვავებული არ გამიგია...


უპს....

ანუ შენ გინდა თქვა რომ ხელი არ ექნება ნახლები? შენს პირს შაქარი.
მაგრამ თუ შესძლებ დაზუსტებას დიდად მადლობელი ვიქნები. იმიტომ რომ შეიძლება ენერგიით არ არის შეზღუდული, მაგრამ სარეკლამოდ დისკოს უწერია 1100FPS-ი, რეალურად JSB-ზე ვნახე რომ ისვრის სადღაც 850 FPS-ით, შედეგად 7.5 ჯოულზე მეტი აშკარად არის.
ჰმმმმ... მაგრამ შეიძLება მართალი ხარ, ეგ ხომ co2-ზეც არის და შესაბამისად იმ ქვეყნებშI სადაც შეზღუდვაა ენერგეტიკაზე შეიძლება co2-ზე იყოს აქცენტი გადატანილი.

ჰოოოო... საკმაოდ დამაფიქრებელი ინფორმაციაა, მაგაზე არც კი მიფიქრია. მგონი მაგიტომაა რომ ლლოიდის საიტზე ეგ თოფი ნასოსის გარეშე იყიდება. ჰმმმმმმმმმ. მდაა თავია მოსაფხანი და ლლოიდს უნდა მივწერო აშკარად.

თუ ეგრეა და კროსმანმა უარი მითხრა მარადიორის გამოგზავნაზე, მაშინ ალბათ ჯერ დისკოს დავითრევ და მერე ავიღებდი მარადიორს. შედეგად 2 ფიშტო იქნებოდა.
parna
მარადიორს დაელოდო ჯობია :|
ja_ja
parna
ციტატა(parna @ 16th April 2009 - 04:12 PM) *
მარადიორს დაელოდო ჯობია :|

კი ჯობია მარა აღარ შემიძლია. რასაც მივახტი ყველაზე ან გამოგზავნის პრობლემაა, ან ჯერ არ გამოვიდა, ამ ძვირია, ან ბანძი ხარისხისაა, კაროჩე რა, აღარ მორჩა რა smile.gif ამასობაში იაღაღი მინდააააააააააა


ყველას
ესეიგი ახლა რა გაირკვა ამ მომენტისთვის კროსმანის ძველ PCP-ს (Benjamin Discovery) და ახალ დაგაგმილ PCP ფიშტოს (Benjamin Murauder).

კროსმანისგან ჯერ პასუხს ველოდები, ამასზე მოგვიანებით დავწერ რასაც მოიწერებიან

მანამდე კი პასუხი მივიღე iaragi.ge-სგან. მეთქი თუ შეგიძლიათ დისკოს ან მარადიორის ჩამოტანა მეთქი, რა ვადებში და რა ფასებშითქვა.

ნუ მარადიორზე უარი მითხრეს, ეს პირველი პარტია ამერიკელებისთვისაა და ჩვენ ვერ ჩამოვიტანთო. ასე რომ სანამ გაყიდვაში არ გაიჩითება ანუ მაისის ბოლომდე დათრევა პონტია.

აი რაც შეეხება დისკოს, მე ვთხოვვე დაეანგარიშებინათ დისკოს და ნასოსის ფასი , კროსმანის საიტზე ეგ ღირს 399$. ჩამოტანა შეიძლებაო ოღონდ გამოვა 530$-იო. ნუ იდეაშI 131$ გამოდის ტრანსპორტირება. ვერ ვიტყვი რომ გახარებული ვარ, მაგრამ მისაღები ფასია ამ მომენტში.

სამწუხაროდ აქაც გარკვეული პირობის გარეშე არ გამოვიდა საქმე. 1 თვის განმავლობაში ექსპორტირება ამერიკიდან გაჩერებულიაო, ანუ დისკო შეიძლება, მაგრამ ისევ და ისევ 1 თვის შემდეგ. ამის გამო კონკრეტული ჩამოტანის ვადები ვერ მითხრეს.

მოკელდ რა, რა წყალში გადავვარდე რა ვქნა არარ ვიცი smile.gif. ახლა მეზარება და ხვალ ლლოიდს მივწერ ერთი გამოგზავნა რა დაჯდება დისკოსი, მერე მივათვლი ნასოსიანად რა გამოვა ბარამს რომ ჩამოვატანინო და თუ იგივე ფასებში ჩავეტიე შეიძლება ქეც დავუკვეთო.

რაცხა რომ არ ვისროლო აღარ შეიძლება, მარტის ბოლოსთვსი მინდოდა რაიმე გასართობი პნევმო, ვერადა ვერ დავითრიე. მოვიდა აპრილის ბოლო და მგონი მაისამდე არაფერი არ იჭყანება
nihontoman
ციტატა
მარადიორს დაელოდო ჯობია :|


ორივე დაიკიდე, დისკოც და მარადიორიც და air arms s200 ითრიე, ხარისხიც უკეთესია და მარადიორის ფასი ღირს. პირადად მე მასე ვიზავდი...
parna
ჯაჯა

დათარსული ხარ? :unsure:
Power_VANO
ja_j, ბარამი, ონექსი, ლოჯიქსი... ეგენი ვერ ჩამოგიტანენ? თუ პრევმატიკის ტრანსპორტირებაზე უარს ამბობენ?
bazuka
Power_VANO
ვაა ჯაჯა რომ ვნახე თავისდროზე კი გამიხარდა და თანაც მეცნო და შენც თუ გიხილავდი აქ ...... :lol: კომპინფო ხო ?? 11.gif
ja_ja
Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 18th April 2009 - 03:30 PM) *
ja_j, ბარამი, ონექსი, ლოჯიქსი... ეგენი ვერ ჩამოგიტანენ?

ვაა ჯერ აქ ვინ დავინახე smile.gif
შენც ხომ არ შეგიპყრო პნევმატიკამ???

რაც შეეხება ჩამოტანას. ონექსმა ხელები გაასავსავა, არაო, ბარამმა ჩამოვიტანთო, მაგრამ არავისნ ნიუ ჯერსიში კანონის გამო პნევმატიკა არ ჩააქვს რომ ბარამამდე მივიდეს, ლოჯიქსი დაიჯღანა და ასე შემდეგ, მოკლედ ჯერ გამოსავალი ფაფუ smile.gif
Power_VANO
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 18th April 2009 - 05:31 PM) *
ვაა ჯერ აქ ვინ დავინახე
შენც ხომ არ შეგიპყრო პნევმატიკამ???


ოოო, კი biggrin.gif მაგრამ უფრო აირსოფტის მხრივ smile.gif ჰარდ პნევმატიკაც მიმზიდველია, რა თქმა უნდა, მაგრამ მაგის ფინანსებს ვერ ვქაჩავ smile.gif

ციტატა(ja_ja @ 18th April 2009 - 05:31 PM) *
რაც შეეხება ჩამოტანას. ონექსმა ხელები გაასავსავა, არაო, ბარამმა ჩამოვიტანთო, მაგრამ არავისნ ნიუ ჯერსიში კანონის გამო პნევმატიკა არ ჩააქვს რომ ბარამამდე მივიდეს, ლოჯიქსი დაიჯღანა და ასე შემდეგ, მოკლედ ჯერ გამოსავალი ფაფუ

მომენტ, ლოჯიქსი ბრუკლინშია და მგონი მანდაც აკრძალულია ეგეთი რამეების მიტანა.


bazuka
ციტატა(bazuka @ 18th April 2009 - 03:57 PM) *
ვაა ჯაჯა რომ ვნახე თავისდროზე კი გამიხარდა და თანაც მეცნო და შენც თუ გიხილავდი აქ ...... კომპინფო ხო ??

გახლავართ, ბატონო
ja_ja
გამოვიდა ეს შობელძაღლი, გამოვიდაააააააა smile.gif

თან მიხარია, მარა რა მიხარია ჩემამდე მაინც არცერთი ამ 100 ცალიდან არ მოდის sad.gif



ფასი გაუძვირებიათ 31$-ით (თავიდან 499$-ზე იყო საუბარი), მაგრამ ეგ არაფერია, ახლა მთავარი კითხვაა როდის გამოვა თავისუფალ გაყიდვაში (იგეგმება 28.05.2009-დან, იმედია არ შეცვლიან).

P.S. სამაგიეროდ ამ ერთ თვეში ეს 100 ბედნიერი კაცი იმედია არ დაიზარებენ და სრულ მიმოხილვებს დაწერენ.
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 23rd April 2009 - 09:47 AM) *
ეს 100 ბედნიერი კაცი

ვინ 100 ??? 11.gif
geojorjika
ja_ja
მაგის ფასი დაეცემა მაქსიმუმ 3 თვეში აგერ ნახავთ თუ არა smile.gif , არ აღმოჩნდება ეგ ის რაც ყველას გონია რატომღაც ეგეთი წინათგრძობა მაქვს და რა ვქნა smile.gif
parna
ციტატა(geojorjika @ Apr 23 2009, 10:07 AM) *
ja_ja
მაგის ფასი დაეცემა მაქსიმუმ 3 თვეში აგერ ნახავთ თუ არა smile.gif , არ აღმოჩნდება ეგ ის რაც ყველას გონია რატომღაც ეგეთი წინათგრძობა მაქვს და რა ვქნა smile.gif


შენ ეირ არმს რო დაუწყებს ბლატაობას მერე ნახეე :P
parna
ეე გაიყიდა 100 ვე უკვე sad.gif
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 23rd April 2009 - 02:04 PM) *
ვინ 100 ???

22 აპრილისთვის მხოლოდ 100 თოფია მზად და მხოლოდ ამერიკელებისთვის, საერთაშორისო გზავნილები არ არის.

geojorjika
ციტატა(giorgi @ 23rd April 2009 - 02:07 PM) *
მაგის ფასი დაეცემა მაქსიმუმ 3 თვეში აგერ ნახავთ თუ არა

რაცხა მეეჭვება, თუ ყველაფერი ის აქვს რაც წერია, ანუ რეგულირებადი სასხლეტი, მოდერი, თავისუფლად გამოკიდებული ლულა, 10 ტყვიანი ჩამტენი, ბოლტ აქშენი, ამერიკული აწყობა, ამერიკული დეტალები, ცროსმანის საკუთარი ლულა და არა walther LW, პრაქტიკულად 3 მაგი დატენვა (ანუ co2, 2000psi და 3000 psi), რეგულირებაზი ძალა, რომლითაც შეგიძლია დაარეგულირო რა წნევით მიეწოდოს ჰაერი. რეგულირებადი სიჩქარე (რედუქტორის გარეშე, უბრალოდ ზამბარის მოჭიმვა გაშვებით). მოკელდ ეს ყველაფერი 500$-ად და კიდევ იმედი გქონდეს რომ დაიკლებს.... მემგონი არარეალურია biggrin.gif

ციტატა(giorgi @ 23rd April 2009 - 02:07 PM) *
არ აღმოჩნდება ეგ ის რაც ყველას გონია რატომღაც ეგეთი წინათგრძობა მაქვს

ნუ ვნახოთ, ვნახოთ, ამ ერთ თვეში გამოჩნდება რევიუები და ბოლოს მეც რომ დავიადებ ჩემს ტავზე გამოვცდი შევცდი თუ არა smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.