STIGციტატა(STIG @ 18th February 2010 - 07:44 PM)

დინამიური გვერდი რაღას ნიშნავს? ამან ხომ გამიჭირა საქმე
რა შუაშია ვერ გავიგე

, მარა ახსნა პრობლემა არაა, დინამიური გვერდი შეიძლება 2 ქვეტიპად დაყო, მაგრამ ჯერ უნდა გაიგო რა არის არადინამიური ანუ სტატუიკური გვერდი.
მაგალითად ახლა შენ რომ დაჯდე და HTML-ში რაიმე ვერბ გვერდი გააკეთო, ეს იქნება სტატიკური გვერდი, ანუ სანამ ხელახლა გვერდს არ ჩაარედაქტირებ და არ ატვირთავ მთლიანად საიტზე, მანამდე მისი განახლება არ ხდება, ასევე ასეთი გევრიდან შეუძლებელია რაიმე ინფოს შენახვა მონაცემტა ბაზაში.
დინამიური არის გვერდი რომელზეც რაღაც იცვლება იმის და მიხედვით თუ რას აკეთებს მომხმარებელი, მაგალითად რაღაცასთან ხელი მიიტანე იქ დამატებითი მენიუ ამოხტა, ამას უკვე დინამიური გვერდი ჰქვია. ასეთი დინამიური ელემენტები შეიძლება იგივე HTML-შიც ჩასვა, მაგრამ ეს ასევთქვათ ნახევარფაბრიკატული დინამიურობაა.
რეალურად დინამიური გვერდი არის ის ვებ გვერდი, რომელიც დაწერილია რაიმე პროგრამირების ენაზე, მაგალითად ეს ფორუმი არის დინამიური გვერდი, ისვლება მისი ფორმა და ინფორმაცია მომხმარებლების მიერ დატოვებული კომენტებისა და მოქმედებების მიხედვით, ინფო ინახება ბაზაში, რომელიც ჩასწორებაც შეუძლია მოდერატორებს და ადმინს კი შეუძლია ადმინ პანელიდან ესა თუ ის ახალი პირობა ჩართოს ან გამორთოს ისე რომ მთლიანი საიტის ატვირთვა და განნახლება საჭირო არაა.
ახლა რაც შეეხება ინტერნაციონალურ შეძენას. ეგ საიტი წერს რომ შეძენისას ბარათების გადამოწმება აუცილებელიაო, და ამიტომაც შეძენის თანავე თქვენგან საჭიროა დამადასტურებელი საბთიო, ზუსტად ვერ აგვიგე რა ტიპის საბუთის გადაგზავნას ითხოვენ, მაგრამ სავარაუდოდ საუბარია დასკანირებულ ამონაბეჭდზე, ან ავტორიზაციის ცენტრის მიერ კონტაქტზე გასვლა და გადახდის დადასტურების ფაქტის დამოწმება.
ცოტა არ იყოს გაუგებარია, როგროც წესი უფრო მარტივ რაღაცას ითხოვენ ხოლმე, პირველად საბანკო გადარიცხვას და მერე შეგიყვანენ დადებით კლიენტების სიაში და შემდგომში უპრობლემოდ ყიდულობ, ხოლმე, ამათ ცოტა რთულადა აქვთ საქმე.
ასევე გასარკვევია ესენი მგონი გულისხმობენ პირდაპირ დამკვეთის საცხოვებელ მისამართზე საქონლის გამოგზავნას, ეგ კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, შენ უფრო გჭირდება შენი ბარათით შეძენა და ქართულ გადამზიდავთან საქონლის გადაგზავნა. ეს შეიძლება არასწორედ გაიგონ და ჩაგითვალონ რომ შენ მოპარული ბარათით აპირებ საქონლის შეძენას და საკუთარ მისამართზე იმიტომ არ გინდა გააგზავნო საქონელი. მოკლედ მემგონი ძალინა, ზალიან ბევრ თავსატეხს ატყდები აფსოლუტურად გაუგებარი ოპტიკის გამო, მისი აშკარად უკეთესი ანალოგები ზედმეტი კითხვების გარეშე და თან უფასო გამოგზავნით ასევთქვათ ყრია ამაზონზე.
ნუ რავი შენი საქმისა შენ იცი. მე ვიცი რას ნიშნავს მაგისთანა საიტებთან უსასრულო მიმოწერა, რაღაცეების მტკიცება და ასე შემდეგ, მე პირადად არ გამოვიყენებდი მაგ საიტს. მაგრამ მე-მე ვარ.