beso78 არავის ეზარება, უბრალოდ სწორს გეუბნება. ფორუმისათვისაა ეს კარგი...
რაც შეეხება თემას, შემიძლია გარწმუნო, რომ ეგ რუგერი, რომელიც კრასმან ფანტომის და მსგავსების ანალოგია, მოგცემს დაახლოებით 270-275მ/წ მსუბუქი ჯსბ-ით, სადღაც 230-240 კი მძიმე ჯსბ ან პრემიერით. ანუ 20-22 ჯოულის მქონე იარაღია. (რაც საკმარისზე მეტია მაგ კალიბრში...)
რაკი იგივე იარაგია რაც ფანტომი, ისიც შემიძლია გირჩიო, რომ იყიდო ფანტომი 300 რარაცა ლარად გრიგოლისგან, ან თუ კიდევ იაფად გინდა გამოხვიდე - გამოიწერო ამაზონიდან. სადრაც 250 ლარამდე ჯდება ამაზონიდან გამოწერიტ როგორც ვიცი....
ასევე, შეგიძლია გამოიწერო ამაზონიდან კროსმან ტიტანი, რომელიც 160 დოლარი ღირს და რომელიც ფანტომსაც ჯობია და რუგერსაც

კიდევ უკეთესი, შეგიძლია საერთოდ მაგ 450-ს დაამატო ცოტა და
giorgi05-ის რჩევა გაითვალისწინო. ვაირაუხი გერმანულია ბოლო-ბოლო, გაცილებით უკეთესი სასხლეტი აქვს ვიდრე იმ ორს, თუმცა სიმძლავრით ოდნავ ჩამოუვარდება - 16-17 ჯოულია, რაც საკმარისია ასევე მაგ კალიბრში.