დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ნასოსები და მათი ნაირსახეობა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
bazuka
მოკლედ ვინც pcp-სთან აპირებს დამეგობრებას, მისთვის თავად შაშხანაზე არანაკლებმნიშვნელოვანი იქნება, შაშხანის დატუმბვის წყარო.

მაშ ასე "ნასოსი".

რას წარმოადგენს, ექსპლუატაცია, შენახვა ...

ნასოსი საკმაოდ ძვირიანი მოწყობილობაა, ხუმრობა არაა 200+ ატმოსფერის დაჭირხვნა.
საი იქნება ნასოს თუ ექნება "რადიატორი" იმიტო რომ მუშაობის მომენტში ძაან ცხელდება, სასურველია თუ რამოდენიმე მისვლაზე დატუმბავთ, ეს გაუხანგრძლივებთ მას სიცოცხლისუნარიანობას.

დანარჩენს სხვები დაამატებენ smile.gif
ja_ja
ისე ნასოსი მაგარი კი არის, მობილური წყაროა, თეორიულად სადაც გინდა წაიღე და გამოიყენე, მაგრამ აგერ JAH-იც ამბობდა ხელები მეღლება და მერე გასროლა ჭირსო.

პრაქტიკაზე რეზერვუარები რომ იაფი ღირდეს, რამდენიმე უნდა გქონდეს, დატუმბავ და ნელნელა დატენი ხოლმე დაცლილებს, მანამდე კი გამოიყენებ ხოლმე დატენილებს, ჩემის აზრით ასეთ სქემაში ოპტიმალურია 3 რეზერვუარის არსებობა.

ნასოსებს დიდ კონკურენციას უწევს ბალონები. ერთისმხრივ კარგი რაღაცაა, რანდენიმე დატენვა მომენტალურად. მაგრამ მაგასაც მინუსები აქვს. პირველი რაც არ უნდა იძახო ბომბაა. რავარია 5-10 ლიტრიანი ბალონი 200-300 ატმოსფეროთი გეგდოს სახლში. ცოტა არასწორი მოქცევა, დავარდნა, მზეზე გაცხელება და....

თან რას არ უნდა იყოს ძვირია ბალონი. ხარისხიანი ფოლადის და კომპოზიტური მასალებით შემოხვეული 600$ უტყაპუნებს, პლიუს ტრანსპორტირება. ჩემის აზრით ჯობია ამ ფასად რამდენიმე რეზერვუარი იყიდო 3-4 (გააჩნია თოფის მოდელს), აიღო ნასოსი და დატენო ნელნელა რეზერვუარები. გასვლებზე და შეჯირებებზე წესით 2 ცალი უნდა გეყოს კაცს. მესამე სახლში გექნება, ან თუ ეგეც დატენილი გაქვს თან წაიღებ, სხვა თუ არაფერი 3 რეზერვუარის თრევა გაციკლებით, გაცილებით მარტივი, უსაფრთხო და მსუბუქია, ვიდრე ბალონის თრევა.

თან ნასოსსაც სულს არ ამოხდი ერთდროულად ყველა რეზერვუარი ყოველდღე არ დაგჭირდება, ამიტომაც გექნება დილა-საღამოს გიმნასტიკა დანასოსების სახით smile.gif და გექნება მარტივი გამოსავალი.

ისევ და ისევ მხოლოდ პირადი აზრით, ჯობია 200$ ნასოსი იყიდო და დარჩენილ 400$ დამატებითი 2 რეზერვუარი აიღო. შემდეგ კი აღწერილი მეთოდით იხელმძღვანელო.
bazuka
ja_ja
ჩემთვის პირადად უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, მართალია ჩემს PCP-ს მაქსიმალური სამუშაო წნევა 170 ატმოსფერო აქვს და შესაბამისადაც ჩემთვის 200 ატმოსფეროიანი ბალონი ნამეტანიცაა, მარა მაინც მირჩევნია 60-80- ბუქნი გავაკეთო, მერე 1 სიგარეტიც გავაბოლო და გავაგრძელო სიამოვნმება. თუმცა სერიოზულად ვფიქრობ 1 კაი ზდპ-ს შეძენასაც.
bazuka
ნასოსის გამოყენება და შენახვა

მოკლედ ნასოსზე ვაკეთებ 20-30 ბუქნს მერე ვასვენებ, ისევ ბუქნი ისევ პერეკური და ესე ბოლომდე

ეხლა კითხვა, დაზეთვა რამდენხანში ერთზელაა საჭირო და რა მექანიზმებზე, მოტოციკლის სინთეთიკური ზეთი თუ გამოდგება (ძაან ძვირიანი და ძაან ხარისხიანი ზეთები აქვთ მოტოებს და ძაან მაღალ ბრუნებზეა გათვლილი 13 000 ბრუნი წუთში და ზემოთ თითქმის 20 მდე.
Jah
ციტატა(bazuka @ 29th April 2009 - 02:08 PM) *
მოკლედ ნასოსზე ვაკეთებ 20-30 ბუქნს მერე ვასვენებ

ძალიან კარგსაც შვები... დიდხან გაგიძლებს ნასოსი. ზაფხულში კი საერთოდ 20-20-ს ვაკეთებ მე...

ციტატა(bazuka @ 29th April 2009 - 02:08 PM) *
ეხლა კითხვა, დაზეთვა რამდენხანში ერთზელაა საჭირო და რა მექანიზმებზე, მოტოციკლის სინთეთიკური ზეთი თუ გამოდგება (ძაან ძვირიანი და ძაან ხარისხიანი ზეთები აქვთ მოტოებს და ძაან მაღალ ბრუნებზეა გათვლილი 13 000 ბრუნი წუთში და ზემოთ თითქმის 20 მდე.

დაზეთვა ჩემს გეჰმან-ზე ეწერა ყოველი 100- დატუმბვის შემდეგ...
ოღონდ ყურადღება!!! არ დაზეთო არაფრით, სილიკონის ზეთის გარდა!!! დაბრიდავ ნასოსს.
თანაც არ არის რეკომენდირებული პულვერიზატორში რომ არის ის სილიკონი... მოკლედ მეც მაქვს საძებნი... შენ ჯერ არ გინდა ნაღდად.
გავივლი ელიავაზე, თუ რამე ვნახე გეტყვი.
parna
ციტატა(Jah @ Apr 29 2009, 01:49 PM) *
ძალიან კარგსაც შვები... დიდხან გაგიძლებს ნასოსი. ზაფხულში კი საერთოდ 20-20-ს ვაკეთებ მე...


დაზეთვა ჩემს გეჰმან-ზე ეწერა ყოველი 100- დატუმბვის შემდეგ...
ოღონდ ყურადღება!!! არ დაზეთო არაფრით, სილიკონის ზეთის გარდა!!! დაბრიდავ ნასოსს.
თანაც არ არის რეკომენდირებული პულვერიზატორში რომ არის ის სილიკონი... მოკლედ მეც მაქვს საძებნი... შენ ჯერ არ გინდა ნაღდად.
გავივლი ელიავაზე, თუ რამე ვნახე გეტყვი.


მაგაში იმხელა წნევაა რო სხვა რამით რომ დაზეთო ისეთი დიზელი მოხდება ფეხს წააგაწყვიტააა :wacko: ვს
beqa
"ნასოსი" არ მინდა ნასოსი smile.gif

კომპრესორი ჯობია.

ხომ არ გაქვთ რამე ინფორმაცია ან სქემა? AK-150_ზე (ტანკის კოპრესორია) რომელის მეშვეობით შეიძლება მივიღოთ 210 ატმ ( 3000 psi) ?
geojorjika
beqa
დარწმუნებული ხარ ორმ ტანკსი კომპრესორი მაგდენს ქაჩავს? smile.gif , 2000PSI ნამდვილად არ არის 210 ატმოსფერო არის სადღაც 136 ატმოსფერო smile.gif , და კომპრესორის ფასები 2000$ დან იწყება, ხაარ მაგდენის გადამხდელი? biggrin.gif
ja_ja
beqa
ნუ 10 პოსტს კი გადასცდი, მაგრამ კლასიკური პონტი გჭირს, ყოველი ახალ დამწყები ნახოხს ცხვირის აპრეხვით უყურებს და ეგრევე მარტივ გზას პოულობს კომპრესორის სახით.

ნუ პირველ რიგში თუ არ დაგეზარება აგერ იყიდება შესაბამისი კომპრესორი და დააკვირდი მის ფასს არ დაგავიწყდეს ეს ბრიტალული საიტის და ფუნტებზეა საუბარი, დოლარებში რომ გადაიყვანო 1.7-ჯერ მეტი გამოგივა!

ახლა რაც შეეხება მის გამოყენებას, კი კაია ეგ შტუკა, მარა რაფრა აპირებ მაგ შტუკის თან წაღებას მაგალითად ტყეში ან მინდორში? სახლში ერთი დატენვით გინდა მოიარო ყველაფერი? არ მითხრა ბალონს დავწენი და იმით ვივლიო, მაშინ ბალონის წონაც მიათვალე.

ასე რომ გინდა ისე ატრიალე, გინდა ასე, ნახოხი იყო, ნასოსი არის და ნასოსი იქნება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
nihontoman
რა კომპრესორი, რის კომპრესორი, მაგის ფასად ახუენი პნევმატიკას ვიყიდი თავისი ნასოსით, ბალონით და ვისიაქმოვნებ.


მაიტა ნასოსი!
bazuka
ნამდვილად, ტანკის კომპრესორი 200 ატმოსფერომდე ჭირხნის ჰაერს, ბევრი მარტივი ბუნებრივგაზგასამართ სადგურზე ეგენი უყენიათ და 190-200-ებით ტუმბავენ
beqa
მე კოპრესორის სქემა მაინტერესებს ან მისი კონსტრუქციული ნახაზი და არა მისი ყიდვა.

კომპრესორი მაქვს უკვე და ასაწყობად მინდა სქემა.

მაქვს 2 ლიტრიანი ბალონი იწონის 4 კილოს. თოფს დატენის 4-ჯერ ეს არის სადღაც 160 გასროლა. მემგონი ტყეში მეტი არ არის საჭირო?

რამდენს იწონის ნასოსი? და 3000psi რომ აიყვანო რამდენი ბუქნი ჭირდება?
geojorjika
beqa
ნასოსი სადღაც 1.5 კგ 2 კილომდე იქნება , გაააჩნია საიდან იწყებ დატენას და ბალონში რამდენი წნევაა დარჩენილი , მაგალითად დისკოვერის სულ ცარიელზე როცა პირველად დავტენე 120 ბუქნი დამჭირდა რომ 2000PSI-ზე ამეყბანა და 1000PSI-დან 2000PSI-ზე ასაყვანად სადღაც 40 ბუქნია საჭირო smile.gif . კომპრესორის სქემა რაღაც არსად არ შემხვედრია აი ამ ტიპმა ააწყო და კითხე აბა სქემა მომეცითქო smile.gif

http://topguns.ru/predst-novy-kompressor/

nihontoman
აი ეს ნახე და დაითვალე: smile.gif
beqa
ესე გამოიყურება კომპრესორი. AK-150 თავაკზე (ტანკის კომპრესორი).



სიგრძე 0.75 სმ, სიგანე 0.55სმ, სიმაღლე 0.52სმ








geojorjika
აუუუუუუუუუუუუუუ , მაგარია , smile.gif smile.gif შენადა თვითფრინავის აწყობა არ გიცდია ? :o
რადა როგორ მუშაობს? შაგიძLია აგვიხსნა? smile.gif
beqa
ციტატა
შენადა თვითფრინავის აწყობა არ გიცდია


smile.gif
beqa
ციტატა
რადა როგორ მუშაობს? შაგიძLია აგვიხსნა?


კომპრესორი მუშაობაში მოჰყავს 2.2 კილოვატიან მატორს 2000 ბრუნი წუთში. მანამდე ირთვება ზეთის ნასოსი რომელსაც აყავს ზეთის წნევა 2 ატმ.

შემდეგ ვრთავთ კოპრესორს. 15~20 წუთის მუშაობის შემდეგ საკმაოდ ხურდება. ამ დროში 2 ლიტრიან ბალონს 150 ატმ. ტენის.

რაღაც გაგრილების სისტემა არ მომწონს. არადა თავისია ყველაფერი( . გაგრილების მერე 15 წუთი უნდა 190 ატმ. რომ ავიდეს.

მეტი არ მიცდია.
Davitus
beqa
ეგ კომპრესორი, თუ საიდუმლო არა რამდენს იწონის smile.gif მაგის თრევა არ გინდა? ან 220 ვოლტი ყველგან ხომ არ ყრია? wink.gif ჩემთვის ბევრად მარტივია, ბალონი მანქანით მივიტანო მეხანძრეებთან და იქ დავატენინო, ვიდრე ასეთი კომპრესორი სახლში მედგას, და მაგით ვტენო, რავი... კაცია და გუნება smile.gif
geojorjika
Davitus
კაცოუ აკცს კომპრესორი აქვს და როცა უნდა და რამდენსაც უნდა იმდენ ბალონს დატენის მეხანძრეებთან რატომ უნდა იაროს , ფული რატომ უნდა იხადოს და ვიგაცას რატომ უნდა ეხვეცოს დამატენინეთ და ფულს მოგცემო? smile.gif
nihontoman
geojorjika
+1 კომპრესორი მქონდეს ეხლავე ვითრევდი მარადიორს, ნასოსისთვის აღარ მყოფნის და მეხანძრეებთან სირბილიც არ მინდა.
კომპრესორზე უკეთესი რა უნდა ჰქონდეს ეარგანერს?
ilariona
არ მინდა ახალი თემის გახსნა და აქვე დავწერ თუ შეიძლება smile.gif


როგორც იცით ვიყიდე ჰილის ნასოსი, ვინაიდან ფილტრიანი აღარ ჰქონდათ მაგნუმში, მომიწია უფილტროს ყიდვა და ახლა მინდა ფილტრი ვიყიდო ცალკე.

http://www.precisionairgunsandsupplies.com...tCode=Z2128-690 აი ეს გამომიგზავნა თემომ და მაინტერესებს ამაზე იაფად სადმე ხომ არ იცით ეს ფილტრები?

ან და აქვე რომ რომ გავაჩარხინო ეს მაიმუნობა რეზინკები მოვარგო და ეგაა არა? ჰაერის ამომშრობი კი მაქვს ოხრად smile.gif

ჯაჯა, შენ ხომ არ შეგიძლია შენი ჰაერის ფილტრის სურათები დაყარო? მაინტერესებს როგორ არის მიმაგრებული რომ ზუსტად გავაკეთებინო smile.gif რანცხა მენანება 70 დოლარი biggrin.gif
bazuka




geojorjika
bazuka
სკოლკო სტოიტ?
bazuka
რავი 800$-იო მარა ვერსად ვერ ვნახე და ......
masteroff
ხოო ეგ კაი კონსტრუქცია, ჰაერის გაგრილების სისტემო მომეწონა, 800$ ცოტა არაა + ტრანსპორტირება, რამდენ ბარზე ბერამსო რას იძახიან?
feroni
გამარჯობა
შესაბამისი თემა ვერ ვიპოვე და აქ დავპოსტავ თუ არ მიწყენთ!
ბენჯიკას ნასოსი მაქვს და დღეს დილით ძალიან გაუჭირდა დატენვა, ჰაერის აღება უჭირს და რაშია საქმე ხო ვერ მეტყვით? ან თემა მიმასწავლეთ ნასოსის დაშლა აწყობა რო იყოს ისეთი,რო გავწმინდო ეს ოხერი თორე დამტანჯა sad.gif
kaka8079
feroni
გადახედე ამ თემას ყველაფერი აღწერილია დეტალურად.
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=514
ja_ja
feroni
ციტატა(feroni @ 11th December 2011 - 12:04 PM) *
ბენჯიკას ნასოსი მაქვს და დღეს დილით ძალიან გაუჭირდა დატენვა

ამოწევისას უჭირს თუ ჩაბუქვნისას?
kaka8079
feroni
გადახედე ამ თემას ყველაფერი აღწერილია დეტალურად.
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=920
Crown

სალამი ხალხო, ამ კაცის beqa საკონტაქთო ინფორმაცია ხომ არ იცით PM ით რომ მომწეროთ, AK150 ზე მინდა ვკითხო რაღაცეები.
წინასწარ გმადლობთ
name
ჰატსანის ტუმბობმ ისევ გამიჩმახა სქმე, ამოტანა ისევ ჭირს ვერ გაუიგე რომელი რეზინა აჩმახებს, ამოტანაც დაჩატანაც ჭირს, ისე ჭედავს , ჯაჯა სხვაგზა არ მაქვს ფტოროპლასტზე მირჩევნია გადავიყვანო ისევ, დავშალე რამდენჯერ უკვე მარა ვერაფერს მივხდი მაინც
ja_ja
ნუ ნება შენია მოიტა და გადავიტანოთ, მაგრამ თუ პერიოდულად მიხედავ ხოლმე ჯობია რეზინაზე იყოს, ანუ უფრო პლოტნად ეხება კედლებს რეზინა და ნაკლები რაოდენობა ბუქნები უნდა
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.