დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საინტერესო რამ კანონში
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
parna
:blink: სანადირო პნევმატური იარაღიო :blink:

Jah
ხო აი ზუსტად ამ უაზრობებით სავსეა ეს კანონი smile.gif
სანადირო პნევმატური იარაღი არსებობს თურმე, მაგრამ ნადირობა პნევმატიკით აკრძალულია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
ჰოოოოოოოოო, მაგარია smile.gif
ან ვინ წერს, ან რას წერენ, ან რით წერენ ეს უბედურები biggrin.gif

არა CTRL+F-ი თუ იციან მაინცა. კანონს როსა წერენ დაძებნონ ხოლმე და გააკონტროლონ რაიმე ეგეთი ან საწინააღმდეგო უკვე უწერიათ თუ არა.

სუფთა კუკუები არიან რა.
bazuka
მემგონი მოგვიწევს ჩვენ დარეგისტრირება და შემდეგ საკანონმდებლო ცვლილების პაკეტით მისვლა პარლამენტთან
1-2 დეპუტატს კი ვიცნობ მაგრად, ნაცმოძიდან smile.gif
parna
ციტატა(bazuka @ Mar 9 2009, 09:11 AM) *
მემგონი მოგვიწევს ჩვენ დარეგისტრირება და შემდეგ საკანონმდებლო ცვლილების პაკეტით მისვლა პარლამენტთან
1-2 დეპუტატს კი ვიცნობ მაგრად, ნაცმოძიდან smile.gif



ძალიან კარგი ადვილდ შევძლებდით ნორმალური კანონის შექმნას პნევმატურზე smile.gif




აქ წერია სანადირო პნევმატური იარაღიო და ნადირობის იარღები რაა დაშვებული სადვნახო მაგსაიტზე? იქნებ შეიცვალა რამე :rolleyes:
geojorjika
ციტატა
ხო აი ზუსტად ამ უაზრობებით სავსეა ეს კანონი smile.gif
სანადირო პნევმატური იარაღი არსებობს თურმე, მაგრამ ნადირობა პნევმატიკით აკრძალულია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ისე აქ წერია რომ პნევმატიკური იარაღი არის განკუთვნილი ნადირობისთვისაც ანუ დაშვებულია ნადირობა და რომ ვინადირო ვერავინაც ვერ შეგვედავება ამაზე ისინი ერთ კანონს აგიFრიალებე ( კანონი ნადირობის შესახებ) ჩვენ მეორე კანონი ავაფაროთ ( კანონი იარაღის შესახებ smile.gif ) ასე რომ ვინადიროთ და ვისიამოვნოთ პნევმატიკით smile.gif
Jah
ციტატა(geojorjika @ 9th March 2009 - 10:01 AM) *
ასე რომ ვინადიროთ და ვისიამოვნოთ პნევმატიკით

ისე უნდა დავბეჭდოთ რამე კომპაქტური ვერსია ამ კანონის... ბლოკნოტივით რომ გედოს ჯიბეში smile.gif
geojorjika
ციტატა
ისე უნდა დავბეჭდოთ რამე კომპაქტური ვერსია ამ კანონის... ბლოკნოტივით რომ გედოს ჯიბეში smile.gif

+1 მე მომხრე ვარ smile.gif
parna
ციტატა(geojorjika @ Mar 9 2009, 11:05 AM) *
+1 მე მომხრე ვარ smile.gif


მეც მომხრევარ რომ ვინმემ გაგვაჩეროს ჩავაჭყიტებთ და ჯერ შენთვითონ გაარკვიე აგრძალული რაარის და რა დაშვებულითქოოო :lol:
geojorjika
ეხლა ამას შეხედეთ :

2. აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე.

და ასევე:


2. იარაღის, მათ შორის, გრძელლულიანი და მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის ნებართვას შენახვის უფლებით, ხოლო გაზის, სასპორტო და სანადირო იარაღისა (გარდა ცივი და ცივი სასროლი იარაღისა) და საბრძოლო მასალის შეძენის ნებართვას ტარების უფლებით ფიზიკურ პირებზე, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის "ა"-"ი" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა, გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. იარაღის შეძენა დასაშვებია ნებართვის გაცემიდან 3 თვის ვადაში.

სანადიროდ რომ წახვალ თურმე სანადირო დანა სახლში უნდა დატოვო იმიტომ რომ ტარება არ შეიძლება biggrin.gif

ზევით წერია რომ:

მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა

1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ - საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს: პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე მეტია;


შემდეგ ქვევით წერია:

ამ მუხლით გათვალისწინებულ შეძენის ნებართვას არ საჭიროებს პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე ნაკლებია, და აეროზოლური მოწყობილობა.


ესეიგი 4.5 მმ თუ არის არ საჭიროებს ნებართვას და მეტი თუ არის უნდა დაარეგისტრირო ამა დროს 4.5მმ-ზე მეტის შემოტანა აკრძალუალია biggrin.gif biggrin.gif გაგიჟდები რა ქვეყანაში ვცხოვრობთ რა biggrin.gif biggrin.gif
parna
:lol:
ja_ja
ციტატა(geojorjika @ 9th March 2009 - 02:56 PM) *
ესეიგი 4.5 მმ თუ არის არ საჭიროებს ნებართვას და მეტი თუ არის უნდა დაარეგისტრირო ამა დროს 4.5მმ-ზე მეტის შემოტანა აკრძალუალია გაგიჟდები რა ქვეყანაში ვცხოვრობთ რ


იმიტომ რომ გაგებაში არ არიან რას წერენ

მეთოდურად კი არ მიყვებიან რომ აბა ეს განვიხილოთ (ხაზს ვუსვავ განვიხილოთ და არა მივჯღაბნოთ უნდა იყოს მარა...), მერე ეს პუნქტი, მერე ეს და ასე შემდეგ, უბრალოდ სადაც რა გაახსენდებათ და მიდი აბა ესეც მიაწერა და ასე შემდეგ პონტებით არის ეგ კანონი დაწერილი.

იმიტომაცაა, იქ სანადირობაა, აქ ნებართვა არ გაიცემა, იქ კიდევ ნებართვა საჭირო არაა და მერე საქმე საქმეზე რომ მიდგება რომელ მუხლსაც და კანონსაც უნდა იმას მოგიტრიალებენ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.