Jah ნუ მიწყენ, მაგრამ არის რამდენიმე ფაქტორი:
1) ტყვია მსუბუქია, ძირითადად პლასტმასის, არის ზოგიერთი ალუმინის ტყვიები იგივე პირამიდზე მინახია, წესით წინა მეტია, მაგრამ .....
2) შარიკია, საიდანაც არ უნდა შემოუარო, გამოდის რომ ლულა იქნება გლუვი, გლუვი ლულა და მრგვალი ტყვია ნიშნავს ჰაერში ქაოტურ მოძრაობას და არანაირ სტაბილიზაციაზე საუბარი არაა.
3) ჰაერის წინაღობა დახურულ შენობაშიც კი ძლიერად შეცვლის ეგეთი ტყვიის ტრაექტორიას, თან არანაირ გამეორებადობაზე საუბარი არ იქნება.
თუ გავითვალისწინებთ რომ თავიდან softair-ი იაპონიაში პოლიციის სავარჯიშოდ იყო შემოღებული და პოლიციელები ყოველთვის მოკლე დისტანციებს თვლიანა სამუშაო დისტანციად, მივიღებთ რომ ტრენინგიც მაქსიმუმ 20-30 მეტრზეა და იცის არა სნაიპერული სიზუსტით, არამედ ადამიანის სილუეტში გარტყმაზეა.
ზემოთხსენებულიდან გამომდინარე ჭკუის სწავლებად ნუ ჩამითვლით, მაგრამ მეეჭვება მიზანში მიტანის. ეფექტურია გარეგნულად და მარკეტინგულად. თან ამერიკელების აირსოფრის შერკინება რაც მინახია იუტუბზე მანდ იმის საშუალება არ გექნება სადმე სადკაობა დაიწყო

, საკმაოდ დინამიურად იცვლება სიტუაცია და მგონი სტაიპერისთვის მაგ თამაშში ადგილი არ არის.
რათქმაუნდა ეს ყველაფერი ჩემი პირადი აზრია და არანაირ გამოცდილებას არ ეყრდნობა, მაგრამ რაღაც შინაგანად მეუბნება რომ 50 მეტრზე მიტანა კი ექნება, მაგრამ საუბარია ადამიანის სილუეტში სადმე მოხვედრაზე და არა იგივე A4-ში ერთი და იგივე გამეორებით მოხვედრაზე.
თუ ფორმისთვის გინდა, ან ბავშვს გინდა მისცე რათქმაუნდა საუბარი არაა, შეიძლება და მშვენიერი არჩევანია, მაგრამ სტრაიკბოლში მე პირადად მეეჭვება რომ შესაძლებელია მისი ეფექტური გამოყენება.