falcon
Jan 27 2011, 10:21 AM
გამარჯობათ
მინდა შევიძინო პნევმატური შაშხანა, გთხოვთ დამეხმაროთ არჩევანის გაკეთებაში, კითხვა მეტისმეტად ზოგადი და ბანალური რომ არ გამომივიდეს დავკონკრეტდები:
1) მინდა ვიყიდო ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკური თიფი (არავითარი: ბალონები, ნასოსები და ნიტრო)
2) როგორც ყველა ქართველს მეც იარაღის სიმძლავრე მაინტერესებს
3) პრაქტიკულობა ____ეს ყველაზე მთავარია! ანუ ხარისხის-სიმძლავრის და გამძლეობის სინთეზი მინდა!!! პრაქტიკამ მიჩვენა რომ მძლავრი იარაღი ყოველთვის სასურველ შედეგს არ იზლევა ან მიზანში ვერ მოარტყავ ან სწორედ სიმძლავრის გამო რომელიმე დეტალი უზიანდება და მოვლა რთულდება და ა.შ.
P.S. ნუ თუ HFT კლასის იქნება მით უკეთესი
falcon
Jan 27 2011, 10:26 AM
ველი თქვენს რჩევას, ხო მართლა თანხა მაქვს სადღაც 500 ლარამდე, კარგ იარაღში ფული არ მენანება ანუ იარაღს კაცი ყოველ დღე არ ყიდულობს აქედან გამომდინარე მიმიჩნია რომ თუ ყიდულობ კარგი უნდა იყიდო! თუ რომელიმე კონკრეტული მოდელი იცით რომელიც ძვირია მაგრამ კარგია მითხარით გავიჭირვებ და დავამატებ (ოღონდა ამიხსენით რითი ჯობია ის კონკრეტული მოდელი დანარჩენებს)
foxi
Jan 27 2011, 10:28 AM
თუ ფინანსურად პრობლემა არ გაქვს და ნორმალურ თოფს ეძებ ერთ მნიშვნელოვნად ეწვიე მაღაზია მაგნუმს. სადაც იყიდება ისეთი
მშვენიერი მარკის თოფები როგორებიცაა: WEIHRAUCH HW 97K , AIR ARMS TX200, TX200 HC.177 FAC RH W.
ამ ფირმების ზამბარა დგუშიანი თოფების ფართო სპექტრია წარმოდგენილი მაგ მაღაზიაში. ყველა ერთმანეთზე უკეთესი.
ასევე შედარებით დაბალ ბიუჯეტური თოფის ყიდვა კი ბატონ გრიგოლისთან.
VTEC
Jan 27 2011, 10:30 AM
1 პუნქტის ჩამოყალიბება გამოგრჩა
რა ბიუჯეტში უნდა ჩაეტიო?
--------------
დაგიწერია უკვე

ციტატა(bususia @ 27th January 2011 - 11:21 AM)

1) მინდა ვიყიდო ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკური თიფი (არავითარი: ბალონები, ნასოსები და ნიტრო)
და ეს ვერ გავიგე
ნიტროს რას ერჩი? ანუ რატომ არ გინდა?
giorgi-RW1k77X2
Jan 27 2011, 10:31 AM
falcon WELCOME
ჯერ მოგესალმები!
ნიტროს რას ერჩი და რატომ არ გინდა?
ეს ხომ იგივე ზამბარ-დგუშიანია, უბრალოდ ზამბარის ნაცვლად უდგას სხვა რამე. ჩვენს თანაფორუმელებს აქვთ და ვისაც კი ქონია, ყველა ძალიან კმაყოფილია.
რაც შეეხება იმას, რომ მაინც და მაინც ზამბარიანი გინდა, პირადი გამოცდილებით გირჩევდი Remington Vantage-ს. მე მაქვს და ძალიან კმაყოფილიც ვარ. მსუბუქია, ზუსტად ისვრის და ლამაზიცაა ყველა სიკეთესთან ერთად. და რაც მთავარია არც თუ ისე ძვირი ღირს. შენს ბიუჯეტში თავისუფლად ჩაეტევი და რამოდენიმე კოლოფი ტყვიაც მოგივა
VTEC
Jan 27 2011, 10:32 AM
giorgi-RW1k77X2 ციტატა(VTEC @ 27th January 2011 - 11:30 AM)

ნიტროს რას ერჩი? ანუ რატომ არ გინდა?
ციტატა(gioxashuri @ 27th January 2011 - 11:31 AM)

ნიტროს რას ერჩი და რატომ არ გინდა?
ჩემი პოსტიდან დააკოპირე?
giorgi-RW1k77X2
Jan 27 2011, 10:37 AM
ციტატა(VTEC @ 27th January 2011 - 11:32 AM)

ჩემი პოსტიდან დააკოპირე?
დ ა მ ა ს წ ა რ ი !!!!
falcon თუ კიდევ ცოტა იაფიანი გინდა, იგივეა ქვესტი და ფანტომი, აიღე პლასტიკის კონდახიანი და დარჩენილ თანხაში უფრო მეტი ტყვიები მოგივა.
როგორც ამბობენ პლასტიკის კონდახით უფრო ადვილი მოსავლელია ტყე-ღრეში სიარულისას, არც მძიმეა და არც ნაკაწრების შეგეშინდებაო
nihontoman
Jan 27 2011, 11:42 AM
ციტატა
P.S. ნუ თუ HFT კლასის იქნება მით უკეთესი
თუ ეგრეა, მაშინ მაგას ერთი 400 ლარიც დაამატე და გუდვილში მიდი ვაირაუხი აიღე 97-ე მოდელი. ეარარმსიც კარგია, მარა ის უფრო ძვირი ღირს (არადა ერთი და იგივეა IMHO, ნუ ეარარმსი შეიძლება ცოტა უფრო ლამაზია...)
თუ მაგდენს ვერ ქაჩავ აიღე ვაირაუხის 80-ე მოდელი. მძლავრიც არის, გაცილებით ზუსტიც იქნება ვიდრე ნებისმიერი კროსმანის და მსგავსი ზ.დ.პ.-ები (გრიგოლ არ გეწყინოს, მე მიყვარს ფანტომი

)რაც მთავარია შედარებით ნაკლები ღირს ვიდრე 97-ე მოდელი, მგონი 850 ლარი. ნუ მე შენს ადგილზე მაინც 97-ეს ავიღებდი.
http://www.weihrauch-sport.de/englisch/e_p...luftgewehre.htm
ilariona
Jan 27 2011, 12:22 PM
ციტატა(nihontoman @ Jan 27 2011, 12:42 PM)

თუ ეგრეა, მაშინ მაგას ერთი 400 ლარიც დაამატე და გუდვილში მიდი ვაირაუხი აიღე 97-ე მოდელი. ეარარმსიც კარგია, მარა ის უფრო ძვირი ღირს (არადა ერთი და იგივეა IMHO, ნუ ეარარმსი შეიძლება ცოტა უფრო ლამაზია...)
თუ მაგდენს ვერ ქაჩავ აიღე ვაირაუხის 80-ე მოდელი. მძლავრიც არის, გაცილებით ზუსტიც იქნება ვიდრე ნებისმიერი კროსმანის და მსგავსი ზ.დ.პ.-ები (გრიგოლ არ გეწყინოს, მე მიყვარს ფანტომი

)რაც მთავარია შედარებით ნაკლები ღირს ვიდრე 97-ე მოდელი, მგონი 850 ლარი. ნუ მე შენს ადგილზე მაინც 97-ეს ავიღებდი.
http://www.weihrauch-sport.de/englisch/e_p...luftgewehre.htmმართლაც, რომ კარგი მოდელია 97-ე. მომწონს
avto866
Jan 27 2011, 01:30 PM
ციტატა(VTEC @ 27th January 2011 - 11:30 AM)

და ეს ვერ გავიგე
ნიტროს რას ერჩი? ანუ რატომ არ გინდა?
ციტატა(gioxashuri @ 27th January 2011 - 11:31 AM)

ნიტროს რას ერჩი და რატომ არ გინდა?
ეს ხომ იგივე ზამბარ-დგუშიანია, უბრალოდ ზამბარის ნაცვლად უდგას სხვა რამე. ჩვენს თანაფორუმელებს აქვთ და ვისაც კი ქონია, ყველა ძალიან კმაყოფილია.
მეც ეგ კითხვა გამიჩნდა თავიდანვე რო გადავიკითხე

არა მართლა მაინტერესებს რატო არგინდა ნიტრო?
gregory
Jan 27 2011, 01:51 PM
ციტატა(nihontoman @ 27th January 2011 - 12:42 PM)

(გრიგოლ არ გეწყინოს, მე მიყვარს ფანტომი )
nihontoman არ მწყინს
Hellados
Jan 27 2011, 03:22 PM
falcon
Jan 27 2011, 03:27 PM
თქვენი შენიშვნა მიღებულია, აი რას ვერჩი ნიტროს:
როგორც მე მითხრეს ნიტროს სისტემას თავის რესურსი აქვს, რესურსი რო გაუვა მორჩა(მე კიდე ხელში რო ავიგებ სადგაც 200-300 ტყვიას მინიმუმვხარჯავ), ანუ მაგის გაკეთება არ ხდება. ნიტროს "ზამბარი"-ს გამოცვა საქართველოში თითქმის შეუძლებელია ანუ როგორც მიტხრეს შეიძლება გადაიხადო გაგიკეტონ მაგრამ კარგი მაინც არ იყოსო
თუ ასეა მითხარით რომელი გერმანული პნევმატიკაა აღწურვილი ნიტრო სისტემით? და დამიხასიათეთ ხსენებული მოდელი
gregory
Jan 27 2011, 04:15 PM
ციტატა(Hellados @ 27th January 2011 - 04:22 PM)

Hellados კიდევ შენს ხელშია ეგ აგრეგატი? არადა მართლაც კარგი რამეა
ციტატა(bususia @ 27th January 2011 - 04:27 PM)

თუ ასეა მითხარით რომელი გერმანული პნევმატიკაა აღწურვილი ნიტრო სისტემით? და დამიხასიათეთ ხსენებული მოდელი
falcon აცალე და გამოუშვებენ! უბრალოდ ცროსმანი, როგორც ყოველთვის პირველი ნერგავს სიახლეებს
VTEC
Jan 27 2011, 04:33 PM
falcon აქ ქონდათ ხალხს ნიტრო და საკმაოდ ბევრს ისვრიან ესენიც, არ გამიგონია ვიმეს გაფუჭებოდეს, თან მაგის ნიტრო კაფსულაც იყიდება (ოღონდ ფასი არ მკითხო

)
მეც ნიტრო მაქვს მაგრამ ჯერ ერთი თვეა და გამძლეობის მხრივ ვერაფერს ვიტყვი
falcon
Jan 28 2011, 09:35 AM
ინფორმაციის შეგროვებისა და ფორუმიდან გამომდინარე არჩევანის გაკეთება სამ თოფს შორის მომიწევს:
1) WEIHRAUCH HW 97KT
2) Remington NITRO ELS177DC
3) Remington Summit
განსაკუთრებით მაინტერესებს პირველი ორი მოდელის დახასიათება: სასურველია ქარხნული მონაცემების გარდა პრაქტიკაში მიღებული გამოცდილება აღწეროთ
პირველი მიზიდავს მწარმოებელი ქვეყნით. გერმანული იარაღი ყოველთვის გამოირჩევა ხარისხით და გამძლეობით (სხვას ამ მოდელზე ვერაფერს ვიტყვი

)
მეორეს ქარხნულ მონაცემებს თუ ვენდობით მაშინ
ზომა-წონის სიმძლავრისა და ფასის იდეალურ სინთეზს ვღებულობთ (პირადი აზრია, იმედია განმიმარტავთ ობიექტურია თუ არა)
რაც შეეხება უკანასკნელს ეს არჩევანში ბოლო უკიდურესი ვარიანტია (უკიდურეს შემთხვევაში ანუ წარღვნა და მეორედ მოსვლა თუ არ მოხდა ამ უკანასკნელს ყველა ვარიანტში ვიყიდი. დამავალებთ თუ არჩევანს შემიფასებთ)
nihontoman
Jan 28 2011, 10:04 AM
falcon 1) WEIHRAUCH HW 97KT საკულტო მოდელია, რომელიც თავისი სიზუსტით გამოირჩევა და გასაოცარ შეხდეგებს იძლევა ზ.დ.პ.-სათვის. საკმაო სიმძლავრეც აქვს იმისათვის, რომ დიდ მანძილზე ყვავებზე და მსგავსებზე ინადირო. IMHO ამ სამიდან საუკეთესოა.
2) Remington NITRO ELS177DC ამერიკაში იწარმოება როგორც ვიცი. ფორუმელებს ქონდათ და ძალიან მოსწონდათ ყველას. ამ კონკრეტულს შედარებით უკეთესი სასხლეტი აქვს ვიდრე კროსმანის სხვა ზ.დ.პ.-ებს.
3) Remington Summit უაზრო ფულის ყრაა. იგივე კროსმან ფანტომია უკეთესი კონდახით, ნადულნიკით და განსხვავებული წარწერით. ნაღდად არ ღირს მაგაში ფულის მიცემა. ნამდვილად.
რაც შეეხება ამ კითხვას:
ციტატა
თუ ასეა მითხარით რომელი გერმანული პნევმატიკაა აღწურვილი ნიტრო სისტემით? და დამიხასიათეთ ხსენებული მოდელი
პასუხი ისევ და ისევ ვაირაუხია. 90-ე მოდელი. იარაღი ფენომენალურ შედეგს იძლევა 4.5 კჯალიბრში სიმძლავრის მხრივ, კერძოდ 35-36 ჯოულს. ამავდროულად, 30 ჯოულამდე ენერგიაზე დაყენებისას საკმაოდ ზუსტია. მისი ენერგიის რეგულირების საშუალებას იძლევა ჩვეულებრივი ჰაერით გავსებული პნევმატური პრუჟინა, რომელსაც აქვს სპეციალური პორტი სადაც შეიძლება ჰაერის დამატება და გამოშვება. შესაძლებელია ამ ზამბარის დაშლა და რეზინების ცვლაც - შესაბამისად მუდმივია!!! ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ეს ზამბარა არის დაბალ წნევაზე, ანუ 30 ატმოსფერომდე, შესაბამისად მისი დატენვა ხდება ველოსიპედის ამორტიზატორების სატენი ტუმბოდან.
ვაირაუხზე შემდეგი ინფოსატვის ნახე ეს თემა:
http://talks.guns.ru/forummessage/3/235818.html
falcon
Jan 28 2011, 01:06 PM
WEIHRAUCH HW 97KT როგორ იტენება?
WEIHRAUCH HW 97KT როგორ იტენება? როგორც ერთი შეხვედი ჩანს ლულა მყარია და არ "ტყდება"...???
nihontoman
Jan 28 2011, 01:34 PM
falcon
რიცაგი აქვს ლულის ქვემოთ. აი ნახე მოკლედ:
giorgi-RW1k77X2
Jan 28 2011, 01:54 PM
მაგარი რამეა რა! თან თითქმის მარადას ფასი ღირს.
ლამისაა მეც ვიყიდო, ზ.დ.პ.-ს მუღამში უფრო ვარ, ეს PCP ან არ არის საჩემო, ან ჯერ ვერ დავუმუღამე. მაგისმა ბუქნაობამ დამღალა რა...
falcon
PCP-სთან მიმართებაში ნაღდად მესმის შენი.
რჩევით კი მეც ამ HW გირჩევ
nihontoman
Jan 28 2011, 02:10 PM
ისე ერთი რამ გამომრჩა როგორც ჩანს, კერძოდ კი ეს:
ციტატა
2) როგორც ყველა ქართველს მეც იარაღის სიმძლავრე მაინტერესებს
თუ ასე, მაშინ ყველა მოყვანილ ვარიანტს 80-ე მოდელი სჯობს. ზამბარის გამოცვლით ცოტა უფრო ძლიერზე (კერძოდ გამო ჰანტერ ექსტრემის ზამბარაზე) სიმძლავრე ადის 25-26 ჯოულზე. ეს მეტია ვიდრე ნიტროს, სამიტის და 97-ეს 18-20 ჯოული.
falcon
Jan 28 2011, 03:28 PM
nihontomanეგ "გამო ჰანტერ ექსტრემის ზამბარა" HW97-ზე არ მიდის?
ისე მარტო სიმზლავრე რა ბედენაა მთავარია: სიმძლავრით ნასროლი ტყვია მიზანს აღწევდეს
nihontoman
Jan 28 2011, 04:11 PM
falcon ეუფ, რა კარგი გეზი გაქ აღებული !!!
Hჭ 97-ზე ეგ არ მიდის. მაგაზე მიდის დიანას სტანდარტული და არა მაგნუმ პრუჟინა, და მასე იძლევა სადღაც 20-21 ჯოულს. მაგ თოფის მუშა მოცულობა მეტის საშუალებას არ იძლევა. აი 80-ე მოდელთან კი სულ სხვაგვარად არის საქმე.
თუმცა, მე შენს ადგილას მაინც 97-ს ავიღებდი. ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი სერიული წარმოების ზ.დ.პ. პნევმატიკაა მთელს მსოფლიოში და ის 18 ჯოულიც საკმარისზე მეტია საკმაოდ შორ მანძილებზე სანადიროდ.
პ.ს. თუ ძალიან მძლავრი და ძალიან ზუსტი გინდა, მაშინ დიანა 54-ე მოდელია შენთვის მშვენიერი. მარა ეგ აქ მაღაზიაში არ აქვთ და ჩამოტანაც არ დაგიჯდება იაფი - 500 ევრო ღირს გერმანიაშივე....
http://www.versandhaus-schneider.de/produc...oducts_id/10333
ilariona
Jan 28 2011, 04:35 PM
500 ევროს დაამატე 100 ტრანსპორტირება მერე უკვე 18% განბაჟება და გამოდის ჯამში სადღაც თავისი შიპინგებით 750 ევრო(1850ლარი) დაამატე მაგას ოპტიკა და კი ავიდა 2100 ლარზე.
ადამიანმა დაწერა 500 ლარიო და აქ უკვე 2000-იან ზღვარს ავცდით
falcon
Jan 28 2011, 05:11 PM
ციტატა
500 ევროს დაამატე 100 ტრანსპორტირება მერე უკვე 18% განბაჟება და გამოდის ჯამში სადღაც თავისი შიპინგებით 750 ევრო(1850ლარი) დაამატე მაგას ოპტიკა და კი ავიდა 2100 ლარზე.
ადამიანმა დაწერა 500 ლარიო და აქ უკვე 2000-იან ზღვარს ავცდით
როგორ ფილმ მიმინოშია: ხაროშაია ვსიო დოროგა
ilariona
Jan 28 2011, 05:19 PM
ციტატა(falcon @ Jan 28 2011, 06:11 PM)

როგორ ფილმ მიმინოშია: ხაროშაია ვსიო დოროგა
თითქმის მასეა

ისე ჩვენში დარჩეს და PCP-ის რაღას ერჩი?
bazuka
Jan 28 2011, 05:20 PM
falcon diana 52-ში რამდენს გადაიხდი, ჩემსმიერაა შეძენილი მაღაზიაში და გასროლილი აქვს არვიცი 100-200 ტყვია, მემგონი მაგდენიც არ აქვს გასროლილი.
http://www.versandhaus-schneider.de/produc...oducts_id/10382
falcon
Feb 2 2011, 05:09 PM
ციტატა
ციტატა(falcon @ Jan 28 2011, 06:11 PM)
როგორ ფილმ მიმინოშია: ხაროშაია ვსიო დოროგა
თითქმის მასეა ისე ჩვენში დარჩეს და PCP-ის რაღას ერჩი?
ნასოსი არ მომდის თვალში
gela
Apr 3 2011, 07:28 PM
ერთი ეს ამიხსენით რა ცხოველია? ღირს ამის ყიდვა? მანამდე ქვესტი მქონდა და ვფიქრობდი უკეთესი ვიყიდო თქო და უარესს ხომ არ ვიყიდი : ))
თურმე Retay Gun Troy რქმევია და...
http://mymarket.ge/product_info.php?type_i...duct_id=1254670 არა და თითქოს რაღაც ინწერესნა კოდახავაეტსიაა ჰააა?
cz80
Apr 3 2011, 07:42 PM
gela
ვა ეგ რა ჯიშია ვაბშე ტო??
WARNer brother
Apr 3 2011, 07:42 PM
ჰატსან 125-ის და 150-ის რეინკარნაციაა თურქეთშია აწყობილი Retay Gun Co. Ltd -ის ქარხანაში
gela
Apr 3 2011, 07:45 PM
ციტატა(jjjjkki @ Apr 3 2011, 07:42 PM)

ჰატსან 125-ის და 150-ის რეინკარნაციაა თურქეთშია აწყობილი Retay Gun Co. Ltd -ის ქარხანაში
ესე იგი დიდი ვერაფერი ბედენა ყოფილა : )
nihontoman
Apr 3 2011, 07:50 PM
ეგ რარაც გემანულ საიტზე ვნახე სულ პირწელად SWS TROY ქვია იქ... რა არის ნაღდად არ ვიცი, მარა დიდი არაფერი იქნება.....
jjjjkki
არა რა ჰაცანი, აშკარად ეტყობა ვაირაუხს რომ ბაძავენ, 97-ეს....
WARNer brother
Apr 3 2011, 07:55 PM
დასერჩე და ნახავ ეგ მე ადრე ვნახე ვიდზე მაგრა მომეწონა მაგრამ ესე რო იყოს ყველაფერი
ეს nihontoman შენ კი არ გითხარი გელას
nihontoman
Apr 3 2011, 07:58 PM
jjjjkki ლინკი შეგიძლია მსტყორცნო თუ გაქვს შენახული....
ეხლა ვიყავი მაგათ საიტზე და რავი, ჰატსანს ნაკლებად გაქვს....
ციტატა
Hello Guys,
I wanna to give some information about the RETAY airguns. It's a new airgun brand and Made in TURKEY.
Troy 100X fixed barrel rifle is a new design tumbhole stock, special rubber coated stock, HW97K mechanism, Gamo CFX trigger system in 1250 fps power.
They have been producing under many brand besides Troy 100X, Poland, Ukraine, Germany,UK, New Zealand, Netherlands,Spaın and many other countries.
They dont have any dealer in usa yet.
In next days they'll be on the market with a high power break barrel model
ხო ვთქვი 97-ეს გავს მეთქი
http://www.gatewaytoairguns.org/GTA/index.php?topic=6024.0
WARNer brother
Apr 3 2011, 08:17 PM
არა გავს მაგრამ უკრაინულ ფორუმზე წავიკითხე ეხლავე
აი
http://airgun.org.ua/forum/viewtopic.php?f=14&t=17075ხარისხი არ ვიცი ორიგინალი ალბათ 100 ჯერ ჯობია
geojorjika
Apr 3 2011, 09:33 PM
gela ნაგავია არ იყიდო
nihontoman
Apr 3 2011, 09:44 PM
geojorjika
რათა?
geojorjika
Apr 3 2011, 09:46 PM
nihontoman იმათა რომ თურქული კრალის ნაწარმია , და ეხლა არ დამიწყო საიდან იციო, ვიცი და მორჩა
nihontoman
Apr 3 2011, 10:08 PM
geojorjika იცი იცი, მარა ჩვენც გაგვაგებინე კაცო
gela
Apr 3 2011, 10:17 PM
ციტატა(geojorjika @ Apr 3 2011, 09:33 PM)

gela ნაგავია არ იყიდო

მადლობა ოქროს კაცოო რჩევისათვის, იცოცხლე და იდღეგრძელე
giorgi05
Apr 3 2011, 10:50 PM
დინამოსთან კუთხის მაღაზიაში ვნახე 2 თვის წინ ჩამოვაღებინე ხელში შევათვალიერე არ მომეწონა იყო ძალიან ჭრელი და არაპროპორციული ფორმის ,უხარისხო პლასტმასით ნუ სიმძიმეზე არაფერს ვიძახი ყველა თურქი მძიმე წონაა მე არ გირჩევდი
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.