ესეიგი ამ თემას ვკითხულობ მეორე დღეა და ვერ გამიგია რათ უნდა ამდენი მარჩიელობა.
აშკარად არაჰუმანურია და გრინპისს რომ ვკითხოთ ყველა ღხთაევრივი არსება (ნაგვის ვირთხის ჩათვლით და ბუზისა თუ კოღოთი დამთავრებული), ყველა ღმერთის ქმნილებაა და მხოლოდ საკვების კულისთვის შეიძლება მოპოვება, დანარჩენ შემთხვევაში კოღოსაც კი ხელი არ უნდა დავაკაროთ.
მესმის ეს უტოპიური მიდგომები, მაგრამ კომუნიზმიც იგივე უტოპია იყო და როგორც დამთავრდა ყველამ ვიცით.
შეუძლებელია მოეფერო ყვავს კაჭკაჭს და ვირთხას (აგერ კახეთი საცერივით დაღრღნეს თაგვებმა), რა თქმა უნდა გენოფონდი უნდა დატოვო და ჩინელებივით არ უნდა მოიქცე ბეღურების მთელი პოპულაცია რომ ამოხოცეს იმის ბრალდებით რომ ბეღურები ჭამენ ბრინჯის მოსავალს და ხალხი შიმშოლობსო (მერე 20 წელი სოფლის მეორნეობას დედა ჰქონდა აფეთქებული იმიტომ რომ ბრინჯს კი არა მწერებს უფრო მეტს ჭამდნენ ეგ ბეღურები და არ არსებობისას კი....).
მაგრამ ყველაფერ ამის მიუხედავად გვაქვს ნათელი მაგალითი ერთადერთი ყველაზე დიდი ქვეყნისა, კერძოდ რუსეთი და მოსკოვისა, სადაც ეფერეს, ეფერეს მაგ ყვავებს და დღეს ის სიტუაცია აქვთ რომ ქალაქის ზღვარში ყვავის გარდა ჩიტი არაა და არც ახარებენ სხვა ჩიტებს. ლუჟკოვის დროს მახსოვს რამდენიმე პარკი გახსნეს (მგონი მიშას ეჯიბრებოდნენ და უფრო მაშტაბური პარკები იყო), მაგრამ ხეებზე საახალწლო საჩუქრებივით მხოლოდ ყვავები იჯდნენ, ბავშბევს კორტნიდნენ და ყველაფერზე ასკინტლავდნენ.
დღეს რუსეთი ისეთ შავს დღეშია რომ ცალკე მტაცებელი ფრინველების შეყვანა გაწვრთნაზე ფიქრობენ რომ რაღაცნაირად ყვავ-ყორნების პოპულაცია შეამცირონ ქალაქში, თან ეს იმ ფონზე რომ რუსეთში აირგანელებს უმოწყალო ომი აქვთ გამოცხადებული ყვავებზე, მაინც იმდენი არიან რომ ვაი დედა.
მოკელდ არ მინდა რაღაც მოწოდებასავით ჟღერდეს, მაგრამ ვირთხა იყო და ევროპის ნახევარი პოპულაცია გაანადგურა შავი ჭირის მეშვეობით, ყვავი და არაერთი ქვეყნის შიმშილის მიზეზი გამხდარა. ამოხოცვა არ შეიძლება არავიღატ შემთხვევაში პოპულაცია უნდა არსებობდეს, მაგრამ რეგულირება აუცილებელია სანამ ჯერ კიდევ არის შესაძლებელი. მე პირადად უბნიდან 1.5 წელია ყვავები გაყრილი მყავს და სხვა თუ არაფერი დილით ჭიკჭიკის ხმის ქვეშ ვიღვიძებ და არა ჩხავილის ხმებით. მე პირადად ყვავს ვხედავ და ეგრევე სამიზნედ აღვიქვავ, ახლა დიღომში ვარ და იმდენი არიან... პროსტა აქ თოფის მოტანა არ შემიძლია

ჩამთვალეთ სისხლისმსმელად და სისხლისმღვრელ დიქტატორად ცხოველად, მაგრამ თაგვი ვირთხა ყვავი... ნაინ ვერ შევიწყალებ. აი თუ მივლენ ისეთ პოპულაციამდე რომ კოდალებივით წითელ წიგნში იქნებიან შესაყვანი მერე ხელს არ დავაკარებ (თან შესაყვანები რომც იყვნენ დარწმუნებული ვარ იმავე კოდალაზე ჩქარა აღიდგენენ პოპულაციას და ისევ მისახედები იქნებნიან).
P.S. რა მოსატანია და ასევთქვათ მავნებელი თავიდანაა მისახედი და არა იმის მერე რაც უკვე გააფუჭებს საქმეს. მაგალიტად ჩვენთან გარეულ ღორზე სანადიროდ რღისით მზისით სანთლით დადიან და ხშირად ვერ პოულობენ, ევროპაში კერძიდ გერმანიაში და ამერიკის რამდენიმე შტატში მგონი იმდენი არის რომ მავნებელ ცხოველის სიაშია. აგერ დისკავერიზე აჩვენებდნენ სასტავს (ამერიკაში ღორებზე ნადირობა) სასტავი ისეთ დღეშჳ იყო რომ ვავა, იმდენი არიანო რომ თოფით ნადირობა უკვე შეუძლებელიაო

სასტავი მანქანებით და ჭაობის კატერებით დასდევდა ჯოგებს იმისათვის რომ დაეღალათ სირბილით და მერე პროსტა ხელით იჭერდნენ ათეულობით.
გასაგებია რომ ჩვენ შევნატრით მაგისთანა სიტუაციას იმიტომ რომ ჩვენთან პირიქით ლამის სულ ამოხოცეს, ეგეთ სიტუაციამდე არ უნდა მივიდეთ ისევ, მაგრამ არც ისე უნდა იყოს საქმე რომგორც ავსტრალიაშია კურდღლებზეა, მთავრობა რომ ფულს იხდის არიქა და მოგვაცილეთო