როგორც ამბობენ, ზეთს ჯობია ტაოტი.
ელიავაზე თუ მაგ ტაოტის და ზეთის ძებნას დაიწყებ, დამიჯერე საღამოს ნოვო-პასიტის ან რაიმე დამამშვიდებლის ძებნაში დაკარგავ.
გაგიჟდები, ნერვები მოგეშლება და ყველანაირი დეკონსერვაციის სურვილს დაკარგავ!
რამდენ გამყიდველსაც შეეკითხები ასეთი და ასეთი ტაოტი ან ზეთი მინდაო, იმდენ გაკვირვებულ ან ზედმეტად თვითდაჯერებულ სახეს დაინახავ -არა, ეგეტი არ არსებობსო, ან უკეთეს შემთხვევაში მე არ გამიგიაო, ან რა მნიშვნელობა აქვს კაცო, აი ესეც წავა, ხადავშიკები და მატორისტები სულ ამას ხმარობენო... რომ ეტყვი რომ მე ვნახავ თუ შეიძლება, წავიკითხავ რომელიმეს იქნებ ეწეროს ის, რაც მე მაინტერესებსო, 100-დან 95 სიფატს დაბრიცავს და გეტყვის: შენ მოგცლია, სასეირნოდ ხარ გამოსულიო!!!!
მოკლედ, მე ასე გადამხდა და არა მგონია ეხლა შეცვლილიყო რამე.
მაგას ჯობია ისევ ვიურტში გახვიდე, რაღაც CU800 აქვთო, შიძლება ეგ გამოდგეს, არ ვიცი უნდა წაიკითხო ზედ
ან ლიქვი მოლში ნახე...
მთავარია ნავთობპროდუქტი არ იყოს, უნდა იყოს არააალებადი და მაღალი ტემპერატურისადმი მდგრადი.
ან მე დამელოდე, მაგრამ ვიცი როგორია ლოდინი, მე ვეღარ ვითმენდი როდის ჩამოვიდოდა ჩემი ამანათი და ისიც საბაჟომ გამიჩერა !!! პარკერის ტაოტებიც ჩამომართვეს და ამ სილიკონზეც ერთი კვირით მეტის დაცდა დამჭირდა.
---------------------
უი, რამდენი მიწერია