
ჩემმა მეუღლემ ჩუმად დადო ნაძვის ქვეშ საჩუქრები, და რომ შემოვედით სიხარული იყო აუღწერელი

ნუ თავისთავად ეგრევე დაიწყო არეულობა, ერთი თავის wall-e- თ დარბის, მეორე აბა დავტენოთ, ძაღლი შიშისგან დარბვის (ვერ იტანს ბაგაბუგს),
მოკლედ საგიჟეთია, იქ სალუტები გარეთ, მოკლედ მეც არეულმა, ავიღე და ვთხარე "რაზეტკაში" დათას ეირსოფტის აკუმულატორი... დაიტენოსო...
ეწერა პირველი დატენვა მინიმუმ 12 საათი უნდა იყოსო... ნუ ბავშმა დაიძინა ოცნებებით, ხვალ ვისვრიო...
დილას ავდექი პახმელიაზე ვარ საშინელზე, თავი მისკდება... დათა შემოდის - "მამა საერთოდ არ დატენილა..." მე - "როგორ კაცო"

ავდექი, შევხედე და დავჯექი

იმდენად გაუტყდა ბავშვს რომ მე გამოსავლის ძებნაში, ვეტაკე მაგის სათამაშოებს, რამე დამტენი ვიპოვო მეთქი... ვიპოვე... rc თვითმფრინავის დამტენი...
უყურებ აწერია 6 ვოლტი, და ეირსოფტის აკკუს 7.2, ნუ ვიფიქრე მეტი ხომ არ არის და 6-იც დატენის ცოტა მაინც თქო, ბავშმა ითამაშოს...
ჩავრთე ეგრევე გაცხელდა აკკუ, ნუ გამიხარდა იტენება თქო... 15 წუთში შემოდის დათა - "მამა ნათურა არ ანათებს და აკუმულატორიც ცივია"
მივედი, წავიკითხე... აკუმულატორი 270 ამპერზე ყოფილა, ეს თვითმფრინავის დამტენი 600 ამპერზე...
ახლა ვზივარ და თავს ვიფხან, რა ვაკეთო არ ვიცი... მგონი დამტენიც დავბრიდე და აკუმულატორიც.
ვინმემ რამე მირჩიეთ...