ნუ რადგან ეს ფორუმი ყველანაირ საკითხებს ეხება და ეს უკანასკნელი ოპტიკასთანაც ახლოს დგას, პაწას მეც ვიტყვი
norica_dragon ეხ ქნორიკ ქნორიკ, მოკლედ მეგონა პარტო მნევმატიკაში იყავი ეგეთი, შენ ეტყობა პაჟიზნენნა ეგეთი სულსწრაფი ტიპი ხარ

მოკლედ პაწა სტატიას მივცემ ახლა, რომ მიხვდე დაახლოებით რასთან გაქვს და გექნება საქმე
ჯერ გეტყვი რომ 6 წლის ბავშვისთვის ეგ არ ვარგა, დიდს მოუშლის ნერვებს, კოლიმაცია(დამიზნება) ექნება უსაშინლესი
ეგ კონკრეტული მოდელი არის ჩინური "ნაგავი" ფასს რომ შედევად მარტო მაგით მიხვდები, ახლა რაში გამოიხატება რომ ნაგავია, რეფლეკტორის მთელი მუღამი და ხარისხი არის სარკეები, რომლებიც მიღებული გამოსახულების არეკვლით განახებენ არსებულ სურათს, ეს სარკეეები უნდა იყოს წმინდა და კარგად გათვლილი პარაბოლა, რისი დამზადებაც იაფად ვერ ხერხდება, მაგ ნაგავში ალბათ დევს ბანალური სფერული სარკეები... ცნობისათვის ამ სარკეების მცირე დეფორმაციაც კი იწვევს გამოსახულების მიღებაში საკმაოდ დიდ დეფეკტებს
აგრეთვე საყურადღებოა რომ ეს სარკეეები უნდა იყოს სუპერხარისხიანი, რადგან მათი უმნიშვნელოდ "გაჭუჭყიანებაც" კი იწვევს გამოსახულების გაუარესებას, რეფლეკტორები ისედაც არ გამოირჩევიან წმინდა გამოსახულების ჩვენებით
ამ კონკრეტულ მოდელს არ ვიცი რამდენად ეცვლება დეტალები, მაგრამ მოშნად დატუნინგება მოგიწევს რომ რაღაცას დაამსგავსო
ხო კიდევ დამავიწყდა ის, რომ კონკრეტულად არ დაგისვია კითხვები უშუალოდ რისთვის გინდა რომ გამოიყენო, ანუ რას გინდა რომ დაააკვირდე
ძირითადად არსებობს ორი ტიპი ტელესკოპი რეფლეკტორული და რეფრაქტორული, მე ჩემი მცირე გამოცდილებით ვთვლი რომ დამწყებისთვის მაინც ყველაზე მარტივია რეფრაკტორული ტელესკოპი, პლიუსების და მინუსების დაწერა მეზარება, დაძებნე ნეტში და იპოვი უამრავს. ისე რეფლეკტორები, რაც შენ იყიდე გათვლილია უფრო შორი ობიეკტების დასათვალიერებლად, მაგალითად: შორეული გალაკტიკების, ვარსკვლავების, კოსმოსური ღრუბლების და ა.შ. რეფრაქტორები უფრო პლანეტებისთვის და დედამიწის შორეული ობიეკტებისთვის, ამიტომ ახლა წარმოიდგინე რა უმაღლესი დონის აწყობილი უნდა იყოს რეფლეკტორი რომ 122$ აინი ახერხებდეს ამ შორი იური სხეულების დანახვას, ნუ ერთადერთი რაც აქვს მაგ ტელესკოპს მნიშვნელოვანი და კარგი, ეს არის Mount: German Equatorial, წონასაც არაუშავს, უფრო მძომეც არ იქნებოდა ურიგო, ალუმინის ტრიპოდი აქვს მაინც და ძაან არასტაბილურია თუ სიმძიმე არ აწვება, მაგრამ 7 ნახევარი კილოც გამოდგება
მოკლედ ეს ყველაფერი ჩემი პირადი აზრია, იმედია გამოყენებას უპოვი და იმედებს გაამართლებს 100% (ეს ცოტა მეეჭვება) შეგიძლია შედეგები დაწერო