დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ელექტრონული დამრტყმელი PCP-სთვის
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
Jah
ამ თემაში განვიხილოთ ელექტრონული დამრტყმელის იდეა ზოგადად, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
თვით კონსტრუქცია დარეალიზების საშუალება.
მე პირადად ვაპირებ ახალ აპარატზე, რომელიც ჯერ მხოლოდ პროექტშია ასეთი დამრტყმელის დაყენებას.
ამიტომ ელექტრონშიკები თუ გვყავს კარგი იქნება რომ ამ თემაში შემოიხედონ...

რა არის ელექტრონული დამრტყმელი:
ეს თავისთავად - სოლენოიდია, რომლის "სერდეჩნიკი" ანუ "ღუზა" თამაშობს დამრტყმელის როლს.
ასევე აქ არიოს საჭირო ელექტრონიკა... ანუ პირველ რიგში სქემა დიდმოცულობიანი კონდენსატორით, რომელიც საშუალებასდ მოგვცემს მივანიჭოთ სოლენოიდის სერდეჩნიკს დიდი იმპულსი, და ასევე მიკროკონტროლლერი, რომლის საშუალებით შევძლებთ ზოგადად ენერგიის რეგულირებას (იმპულსის ხარჯზე), და ასევე,
რაც ყველაზე "გემრიელია" "პრიამოტოკის" შემთხვევაში კონტროლლერში შეგვიძლია გავწეროთ იმპულსის ცვალებადობის გრაფიკი, და შედეგად (თეორიულად) მივიღებთ თითქმის რედუქტორს.
ამ ტიპის დამრტყმელი სისტემები, რეალიზებულია როგორც ქარხნულ შაშხანებში (daystate) ასევე ბევრ თვითნაკეთ აპარატზე.
შედეგად ვიღებთ - ბევრად კომფორტულ გასროლას, სიჩუმეს, სიჩქარის სწაფ რეგულირებას, ნაკლებ ვიბრაციას გასროლისას, ბულპაპის შემთხვევაში არანაირი დამშვები კაუჭის გადასატანად "ტიაგები და ტროსები" (უბრალოდ მიკრიკს გადაადგილებ კონდახზე)

თემა, შინაარსობრივად აივსება თანდათან (სურათები, სქემები და ა.შ.)
ოფებს უმოწყალოდ წავშლი, არავის არ გეწყინოთ.
norica_dragon
დაახლოებით იგივე შეინაარსის თემა მე რო გავხსენი დამცინეს sad.gif

ოღონდ იქ ელექტორნული დამრტყმელის გარდა სასხლეტიც ელექტორნული იყო....
Jah
ციტატა(Avto @ 23rd December 2010 - 12:27 PM) *
ოღონდ იქ ელექტორნული დამრტყმელის გარდა სასხლეტიც ელექტორნული იყო....

ჩემს ვარიანტში, დამშვები საერთოდ არ არის... კნოპკას აჭერ, და დამრტყმელი ურტყავს კლაპანს... და "სასხლეტზეა" საუბარი?
ანუ თუ დამრტყმელია ელექტრონული, "სასხლეტი" რა შუაშია საერთოდ... ის თვითონ არის დამრტყმელიც და დამშვებიც.

ელექტრონული დამშვებიც შესაძლებელია, მაგრამ მაშინ დამრყმელი უნდა იყოს კლასიკური მექანიკური.
ან ან, თორე ალოგიკურია wink.gif
nihontoman
Jah
მგონი შენ თქვი ხომ ნორიკას იმ თემაში, რომ ელექტრონული დამრტყმელი დენის წყაროებთან (მაგალითად მაღალი ძაბვის ხაზებთან) ურევდაო? ალბათ მაგისაგან სპეციალური დაცვა დასჭირდება.


ისე ზოგადად მომწონს იდეა. გაცილებით დახვეწილი და მოქნილი სისტემა იქნება, ვიდრე კლასიკური მექანიკური....
norica_dragon
ციტატა(Jah @ 23rd December 2010 - 01:06 PM) *
ჩემს ვარიანტში, დამშვები საერთოდ არ არის... კნოპკას აჭერ, და დამრტყმელი ურტყავს კლაპანს... და "სასხლეტზეა" საუბარი?
ანუ თუ დამრტყმელია ელექტრონული, "სასხლეტი" რა შუაშია საერთოდ... ის თვითონ არის დამრტყმელიც და დამშვებიც.

ელექტრონული დამშვებიც შესაძლებელია, მაგრამ მაშინ დამრყმელი უნდა იყოს კლასიკური მექანიკური.
ან ან, თორე ალოგიკურია


ჯაჰ სასხლეტში ღილაკი ვიგულისხმე smile.gif
tengo
Jah
საინტერესოა.
დამრტყმელის და დამშვების ფუნქცია გასაგებია, მაგრამ მაინტერესებს მიწოდება როგორ არის რეალიზებული. მიწოდებასაც ხომ არ უზრუნველყოფს?
norica_dragon
ციტატა(tengo @ 23rd December 2010 - 08:39 PM) *
Jah
საინტერესოა.
დამრტყმელის და დამშვების ფუნქცია გასაგებია, მაგრამ მაინტერესებს მიწოდება როგორ არის რეალიზებული. მიწოდებასაც ხომ არ უზრუნველყოფს?


იდეაში თუ ელექტრო მექანიზმი იქნება ყველაფერი უნდა უსრუნვლეყოს...
tengo
ციტატა(norica_dragon @ Dec 23 2010, 08:01 PM) *
იდეაში თუ ელექტრო მექანიზმი იქნება ყველაფერი უნდა უსრუნვლეყოს...

რავიცი ,ამ შემთხვევაში მიწოდებაზე არ იყო საუბარი და შეიძლება მიწოდებას არ ეხებოდეს.
მაგრამ წარმოიდგინე ჩახმახი დამრტყმელი ზამბარის გარეშე რა კომფორტული იქნება.
Jah
ამ სისტემაში, იგულისხმება კვება ჩვეულებრივი ბატარეიკებიდან, თავისთავად დენის გამაძლიერებელი სქემა იქნება კონდენსატორი და ა.შ.
მაგრამ ამ ენერგიის მთელი მოცულობა უნდა დაეხარჯოს კლაპნის გახსნას...
ისეთი სოლენოიდი რომ ჩავდგათ რომ ჩახმახსაც წევდეს უკან და ტქვია მიაწოდოს, ჯერ ერთი ბევრად უფრო დიდი გაბარიტის უნდა იყოს, მეორე ის რომ კვება უნდა მაგას სერიოზული.
ნუ რავიცი შეიძლება დაფიქრება... მეორე სოლენოიდი, ან შაგავოი ძრავა... როგორც სიდირომებში (ოღონდ უფრო სწრაფი) მიწოდებაზე
tengo
ციტატა(Jah @ 23rd December 2010 - 09:31 PM) *
ნუ რავიცი შეიძლება დაფიქრება... მეორე სოლენოიდი, ან შაგავოი ძრავა... როგორც სიდირომებში (ოღონდ უფრო სწრაფი) მიწოდებაზე

მე ვფიქრობ რომ მიწოდებას, საბრძოლო კლაპანის გახსნაზე დახარჯული ენერგიის მესამედიც არ დასჭირდება. რადგანაც მიმწოდებლის გამოწევას თითქმის არ ექნება წინააღმდეგობა ხოლო უკან დაბრუნებას ძალიან რბილი ზამბარა მოახერხებს.
Quick
ციტატა(tengo @ Dec 23 2010, 11:54 PM) *
მე ვფიქრობ რომ მიწოდებას, საბრძოლო კლაპანის გახსნაზე დახარჯული ენერგიის მესამედიც არ დასჭირდება. რადგანაც მიმწოდებლის გამოწევას თითქმის არ ექნება წინააღმდეგობა ხოლო უკან დაბრუნებას ძალიან რბილი ზამბარა მოახერხებს.

მე მგონი ძალიან რბილი ზამბარა ვერ მოახერხებს. მაგალითად მარადიორზე ტყვია ლულაში მყოფ რეზინის რგოლს რო გაცდეს საკმაო ძალას მოითხოვს. ნუ მე მგონია რომ ზუსტად ეს უწევს წინააღმდეგობას ჩახმახის წინ მოძრაობის ბოლო ეტაპზე.
tengo
ციტატა(Quick @ Dec 23 2010, 11:07 PM) *
მე მგონი ძალიან რბილი ზამბარა ვერ მოახერხებს. მაგალითად მარადიორზე ტყვია ლულაში მყოფ რეზინის რგოლს რო გაცდეს საკმაო ძალას მოითხოვს. ნუ მე მგონია რომ ზუსტად ეს უწევს წინააღმდეგობას ჩახმახის წინ მოძრაობის ბოლო ეტაპზე.

ესეთი წინააღმდეგობა ერთადერთ ტყვიას აქვს CP-ებს, ნუ შეიძლება კიდევ სხვაც იყოს მაგრამ მე ეს გავითვალისწინე.
შეიძლება ასეთი შედარება გავაკეთოთ: როდესაც ჩვევლებრივი დამრტყმელის ზამბარა ისეთი ძლიერი წინააღმდეგობის მქონე საბრძოლო კლაპანს ხსნის ,
მასზე გაცილებით რბილ ზამბარას არ გაუჭირდება თავისი წონის ენერციით , ნებისმიერი ტყვიის მიწოდება ,მათ შორის CP-ისაც. (ნუ ეს ყველაფერი ჩემი ვარაუდია პირადი პრაქტიკიდან და შედარებიდან გამომდინარე)
თუ გაგისინჯია რამხელა ძალაა საჭირო რომ გახსნა (ჩაწიო) ,დატენილ მდგომარეობაში საბრძოლო კლაპანი? გასინჯე და მერე თვითონ გააკეთებ დასკვნას.
Jah
ეს არის ჩემი ასე ვთქვათ draft ვერსია
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
კატუშკა - 3-ზე არის დახვეული სპილენძის მავთული (ინდუქცია).
კატუშკის გულში არის ლატუნის ვტულკა რომელზეც სრიალებს ფოლადის გული "ღუზა" - 5.
სოლენოიდის პრინციპი იმაშია, რომ როდესაც დენი ხვდება კატუშკაში, სოლენოიდის გული იწევს სოლენოიდის შუისკენ.
ხო და მივაწოდებთ დენს კატუშკაზე, და ღუზა - 5 გამოექანება კლაპნის შტოკ - 1-სკენ.
აი შტოკიდან ღუზამდე მანძილი არის ყველაზე გემრიელი მომენტი... სოლენოიდის შემთხვევაშI, იმპულსის სწორი რეგულ;ირებისას, "დამრტყმელი"-ს სვლა შეიძლება იყოს 3-4 მმ. wink.gif რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გასროლის დროს, შედეგად როგორც ნაკლები ვიბრირება ასევე - მოკლდება გასროლის დრო -მოკლდება პარაზიტული ფაქტორების ზემოქედება თვით გასროლაზე.
უცნაურია, მაგრამ სწორი სოლენოიდი, სწორი იმპულსით, ღუზას წონით 8-9 გრამი!!!, და სვლით 3-4მმ!!! სავსებით საკმარისია.
არსებული მოდელები ცოტა მოგვიანებით smile.gif
მადლობა
Ja_Ja-ს შაშხანის ნახაზისთვის.
tengo
Jah
როგორც ჩანს ძნელი არაა ამის გაკეთება, თანაც იმისთვის ვისაც ესმის .
ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს და გისურვებ წარმატებებს.
soxa
მაგეთი სოლენოიდის მოწოდება მე შემიძლია 12 ვოლტიანის, დიამეტრი 40 მმ იქნება თუ რაიმეში გამოგადგებათ
ja_ja
ისე მინდა ერთი რამ შემოგთავაზოთ biggrin.gif

სოლენოიდი -> ელექტრო მაგნიტური კოჭი

მგონი უფრო სწორად და ტექნოლოგიურად აღწერს აზრს...

soxa
ციტატა(lasha_74 @ 25th December 2010 - 10:58 AM) *
მაგეთი სოლენოიდის მოწოდება მე შემიძლია 12 ვოლტიანის, დიამეტრი 40 მმ იქნება თუ რაიმეში გამოგადგებათ

მართალია ჩემი საქმე არაა, მაგრამ რადი პონტა კოჭი მემგონი არ გამოდგება, ეგრე ელიავაზეც ყრია უბრალო ზარები შემოსასვლელში რომ აყენებენ, პრინციპი ზუსტად იგივეა, მარა ძალა.... აი ძალა რას ანვითარებს, კარების ზარები მიუხედავად 220 ვოლტისა საკმაოდ სლაბებია, ხელი რომ შეუშვირო კი გატკენსავით, მაგრამ აშკარად ის ძალა არა აქვს რომ კლაპანი გახსნას.

რავი ჩემი აზრია, თუმცა შეიძლება ვცდებოდე.

Jah
ციტატა(tengo @ 25th December 2010 - 09:30 AM) *
როგორც ჩანს ძნელი არაა ამის გაკეთება, თანაც იმისთვის ვისაც ესმის .
ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს და გისურვებ წარმატებებს.

თვითონ სოლენოიდი არ არის რთული გასაკეთებელი, მანდ მხოლოდ ზუსტი ზომები, მავთულის სწორი კვეთი და ხვეულების რაოდენობა არის დასათვლელი, ნუ ამისთვის პროგრამები არსებობს ეს პრობლემა არ არის. ყველაზე დიდი პრობლემაა ეს დენის გამაძლიერებელი, რომელიც 4.5 ვოლტიდან მინიმუმ 60 უნდა გარდაქმნას, შეავსოს კონდენსატორი, და მერე მთელი სქემა სწორი იმპულსის მისაწოდებლად... ნუ ამისთვის მყავს მცოდნე, თუმცა ფორუმზე ვინმე თუ გამოჩნდება ვინც პაიალნიკთან მეგობრობს, საინტერესო იქნება.

ციტატა(ja_ja @ 25th December 2010 - 11:11 AM) *
ისე მინდა ერთი რამ შემოგთავაზოთ

სოლენოიდი -> ელექტრო მაგნიტური კოჭი, მაშინ შევამოკლოთ და - სოლენოიდს დავარქვათ აწი - ე.მ.კ. და სისტემას (ელექტრო მაგნიტური დამრტყმელი) ე.მ.დ.

მგონი უფრო სწორად და ტექნოლოგიურად აღწერს აზრს...

ოკ იყოს კოჭი smile.gif

ციტატა(lasha_74 @ 25th December 2010 - 09:58 AM) *
მაგეთი სოლენოიდის მოწოდება მე შემიძლია 12 ვოლტიანის, დიამეტრი 40 მმ იქნება თუ რაიმეში გამოგადგებათ

დიდი მადლობა, სიამოვნებით ავიღებდი ექსპერიმენტებისთვის.
norica_dragon
მემგონი დასაწყისისთვის ჯობია აქვს დაიდოს მანუალი ან მუშაობის პრინციპი, როგორ კეთდება ეგ შტუკა... რამდენი ვოლტი უნდა და ასე შემდეგ...

მერე უკვე ვიფიქრებ ჩემს ჰაჩიკაში როგორ ჩავამონტაჟო biggrin.gif

იდეაში თუ დამრტყმელი ელექტრონული მექნება, მერე უკვე სამაზარიადკაზეც ადვილად გადავაკეთებ.. smile.gif
norica_dragon




Dimensions : 1.00 Dia. × 2.04 L "
Duty Cycle : Intermittent
Primary Type : Tubular
Resistance, Coil : 36.1 Ω
Type : Pull
Voltage Rating, Input : 24 VDC
Voltage, Rating : 24 VDC

ამას ვინმე გაშიფრავს? ანუ 36.1 Ω - ეს რა ნიშნავს? რა ენერგია აქ? რამდენი ამპერი უნდა?
giorgi-RW1k77X2
ციტატა(Avto @ 25th December 2010 - 07:32 PM) *
36.1 Ω - ეს რა ნიშნავს?


ეგ ნიშნავს, რომ მაგაში მოთავსებული კოჭას წინაღობა არის 36.1 ომი.
მუშაობს 24 ვოლტზე.
ენერგია კი არსად წერია. ისე კი შეიძლება გამოთვლა მაგრამ.... აღარ მახსოვს მაგდენი Physics smile.gif

ნუ, რამოდენიმე პარამეტრის ცოდნა კიდევ იქნება საჭირო მაგისათვის, მაგალითად სვლა რამდენი აქვს, შიდა შეხების ზედაპირის ფართობი და ა.შ.
norica_dragon
ციტატა(gioxashuri @ 25th December 2010 - 07:38 PM) *
ეგ ნიშნავს, რომ მაგაში მოთავსებული კოჭას წინაღობა არის 36.1 ომი.
მუშაობს 24 ვოლტზე.
ენერგია კი არსად წერია. ისე კი შეიძლება გამოთვლა მაგრამ.... აღარ მახსოვს მაგდენი Physics

ნუ, რამოდენიმე პარამეტრის ცოდნა კიდევ იქნება საჭირო მაგისათვის, მაგალითად სვლა რამდენი აქვს, შიდა შეხების ზედაპირის ფართობი და ა.შ.


ჰოდა ეგ როგორ გამოვთვალოთ?? smile.gif
soxa
ja_ja
აი გავალ ორშაბათს სამსახურში და ვნახავ, არ უნდა იყოს სუსტი, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ შემოწმებული და ნანახი ჯობიაJah დავითრევ და გამოგირბენ. თუ გამოდგა კიდევ დავითრევ
norica_dragon
http://www.aliexpress.com/product-fm/29176...holesalers.html

Type Number:AO2051L
External dimension[(20mm) X (50.5mm) X (55.5mm)]
Voltage:6V-152V
Stroke(mm):0-12mm

force(g):300-1400g

Duty cycle:100% 50% 25% 10%
working mode:pull

solenoid is a non-standard industry,if you can not find what you need in the products catalog,please contact us as soon as possible.
geojorjika
norica_dragon
ეგ რა ჩემი შამბალ-ყმბარაა?
bazuka
geojorjika
ნორიკა თავის სტიქიაშია rofl.gif
norica_dragon
ამ თემას არ შეესაბამება?? biggrin.gif
soxa
ფასი ნახეთ?
ja_ja
soxa
კი.და რა არის მანდ გასაკვირი?
Jah
ციტატა(lasha_74 @ 2nd March 2011 - 06:26 PM) *
ფასი ნახეთ?

მანდ მინიმალური ორდერია
50 ცალი ეწერა და ფასიც 50 ცალის იყო...
ცალობით ასეთი სოლებოიდები 15 დან 30$ მდე ღირს...
მაგრამ არცერთი არ იძლევა სასურველ იმპულსს. ასე რომ ამ ჩვენს შემთხვევაში ერთი გზა მხოლოდ თვითნაკეთი კატუშკაა.
norica_dragon
ჯაჰ, თვითნაკეთის რამე სქემა, ინსტრუქცია გეგულება? აზრზე არ ვარ, მართლა დაინტერესებული ვარ ეგეთი რაღაცით, მარა რით დავიწყო არ ვიცი biggrin.gif
beqa
რაღაც ფოტოები მოვნახე იქნებ გამოგადგეთ











ესეც სქემები



Время выстрела определяется кондесатором 1 мкф и резистором
(можно поставить переменный или подстроечный) в затворе полевого транзистора ( по схеме 3-5 кОм ).
beqa
რუსების მიერ გაკეთებული ელექტრო PCP.



ესეც თემა http://talks.guns.ru/forummessage/30/788122-21.html


საინტერესო საიტია http://www.coilgun.info/mark2/inductorsim.htm სოლენოიდის გამოსათვლელად


ja_ja
beqa
ციტატა(beqa @ 13th October 2011 - 04:27 PM) *
რუსების მიერ გაკეთებული ელექტრო PCP.

სტანდარტული რუსებისვე ნაცნობი ნაჯახის მეთოდით smile.gif

კაცოი ეს რამოდენა ოყნა პლატაა თუ რაცხა იაშიკი? ამოდენა ოყნა რომელ კონდახში გინდა ჩამალო?
tengo
ოხ რა კომფორტული გადამტენი და მიმწოდებელი ექნება.
giorgi-RW1k77X2
ციტატა(beqa @ 22nd April 2011 - 02:26 PM) *
ესეც სქემები

Reduced: 96% of original size [ 1000 x 445 ] - Click to view full image


საკმაოდ მარტივი სქემაა. ასანთის კოლოფის ნახევარზე (პირობითად biggrin.gif ) უნდა დაეტიოს biggrin.gif
შეგვიძლია ელექტრომაგნიტების მონაცემების გარკვევა?
საინტერესოა. თუ არის საშუალება, რომ მაგ მიკროკონტროლერის პროგრამა მოვიძიოთ, მაშინ მაგისი აწყობა საინტერესო და სახალისოც იქნება.
მამენტ, კი ვიცი აქ კაცი, რომელმაც იცის მიკროკონტროლერების პროგრამის დაწერა, მაგრამ არ ის ვიცი ზუსტად რა უნდა შეასრულოს (ზუსტი მონაცემები ციფრებით) და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ ფულს მოითხოვს sad.gif .
beqa
giorgi-RW1k77X2

კი პატარა სქემაა მაგრამ რუსებმა როდორ გაადიდეს, იმხელა ჩემოდანი მიაბეს თოფს smile.gif
giorgi-RW1k77X2
ციტატა(beqa @ 13th October 2011 - 10:55 PM) *
კი პატარა სქემაა მაგრამ რუსებმა როდორ გაადიდეს, იმხელა ჩემოდანი მიაბეს თოფს


ეხერხებათ ხომ იცი smile.gif . დაპატარავებას ნუ მოთხოვ თორემ.... biggrin.gif biggrin.gif

ისე შეიძლება კვების წყარო აქვთ მანდ მოთავსებული... რამე პაჯეროსი ან უკეთეს შემთხვევაში მოტოციკლის აკუმულატორი უდევთ smile.gif biggrin.gif lol2.gif
beqa
იდეაში უნდოდა ესეთი



მართლაც არაუშავს


მაგრამ მიიღო ესეთი, რა უდევს ამდენი მაინც ვერ მივხვდი



ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.