დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: გაიცანით 4-14x44FFP
Georgian Airgunners Portal > ოპტიკა > ოპტიკური სამიზნეები
Jah
გამარჯობათ პატივცემულო კოლეგებო! smile.gif
ყველაფერი რასაც მე ვიტყვი, არის რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტური აზრი.
ბოლო დროის განმავლობაში გავსინჯე, პნევმატიკისთვის, რამოდენიმე მარკის ოპტიკური სამიზნე, საშუალო საბიუჯეტო კატეგორიის:
BSA, Leapers, Tasco SS, Nikko stirling და Falcon Merlin. იყო სამიზნეები ცვალებადი გადიდებით, ფიქსირებული გადიდებით, პარალაქსის გასწორებით და უ მაგისოდ. მაგრამ ისენი არ მაყმაყოფილებდნენ, მთელი რიგი მიზეზების გამო: წონა, სურათის ბუნდოვნება, მზერის ველი და ა.შ. მინდოდა ერთ სამიზნეში მქონდეს საშუალება, ქაღალდის მიზნებზე სროლის და ასევე ბიო-მიზნებზე ნადირობის smile.gif ანუ გადიდების შეცვლით რომ ჩანდეს ნატყვიარევი ქაღალდზე 100 მეტრზე და ჩიტზე სროლა 15 მეტრიდან ისე რომ არ იწვალო მაგის ძებნით სამიზნეში, და რაც მთავარია რომ არ ვიწვალო Mil-ების გამოთვლით სხვადასხვა გადიდებაზე.
ასეთი სამიზნეები აქვს Schmidt&Bender-ს, NightForce-ს, Svarowsky-ს და Ceiss... მაგრამ მაგათ აქვთ, ჩემი აზრით, 2 ძირითადი ნაკლი smile.gif პარალაქსი სწორდება მინიმუმ 50მ-დან და ფასი.

დავიწყე თვალყურის დევნა, ფირმა Falcon Optical Systems-ზე. მოდელი Merlin 4-14x42 იყო ყველაზე საუკეთესო, ჩემი ამოცანისთვის. ხო და დეკემბერში ყურადღება მივაქსიე Menace 4-14x44FFP ანონსს http://www.falconoptics.com/menace4-14x44FFP.php 2008 წლის მოდელი. მთელი კაიფი იმაშია, რომ ამ სამიზნეს აქვს mil-dot-ი, რომელის "მარტალია" ყველა გადიდებაზე... ანუ FF - Front Focal - ბადე იმყოფება წინა ფოქალურ სიბრტყეში ( ცნობილი ანალოგებია ღირებულებით > $1000). რათქმა უნდა ძალიან მომინდა ეს სამიზნე...
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
დღეს შევედი ტირში. შაშხანა "EdGun" 5.5 სტანდარტი. მისროლას ვაკეთებდი 2 ტიპის ტყვიებით:
ჯერ "ბარაკუდა" სიჩქარე 275მ/წ არ მომეწონა, მერე გადავარეგულირე JSB-ზე, შიჩქარე დავაყენე 290მ/წ+-1მ/წ, 42 მეტრზე t=15C, ნესტიანობა 50%.ვისარგებლე ბალისტიკური კალკულატორით http://www.chairgun.com:
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
1. კალკულატორის მიხედვით მეორე 0=42მ, 59მ=1"mil"; 73მ=2"mil"; 85მ=3"mil"; 95მ=4"mil"; 105მ=5"mil".
2. მისროლა გავაკეთე x10 გადიდებით, 42 მეტრზე, მერე გადავდიოდი х6 х8 х12 х14... ნული იდგა მკვდარივით! ესეიგი, გადიდების შეცვლა არ მოქმედებს,
ჯვრის ცენტრირებაზე.
3. ჩემი ტირი 106მ სიგრძის, ამიტომ მაგიდით, დაზგით და სკამით smile.gif დავიწყე გადაადგილება, ბალისტიკური კალკულატორის დისტანციებზე, ანუ
59,73,85,95,105 მეტრზე. ვისროდი, მხოლოდ ჰორიზონტალური ხაზების მიხედვით - ჯგუფურობა არ მაინტერესებდა.
3.1 პირველი გასვლა ცავატარე შემდეგი პრინციპით: სამიზნის ჰორიზონტალური ხაზის, მიზნის ზედა კვეთის შეხამებით, შემდგომი ამ კვეთიდან და გარტყმის
წერტილამდე მანძილის გაზომვით. იტოგში - 59მ.=6.2სმ; 73მ=15.1სმ; 85მ=26.2სმ; 95მ=39.4სმ; 105მ=54სმ. დავადე ეს წერტილები ბალისტიკურ
კალკულატორზე და მივხვდი რომ ჩავატარე მისროლა 0-42მ.-ზე არასწორად smile.gif. 2 კლიკი ვერტიკალზე და ყველაფერი დადგა თავის ადგილას.
3.2 შემდეგ დავიწყე ტირში გადაადგილება და "mil-dot"-ის მიხედვით სროლა. ეს ყველაფერი ცავატარე x14-ზე. თავიდან გავიარე ძირიტად მანძილებზე
59-105მ. მერე დავიწყე სროლა თავისუფალ მანძილებზე. იქედან გამომდინარე, რომ დავიღალე, 3 საათის დაფიქრებული სროლისგან, დაიწყო აცილებები....
3.3 ცოტა დავისვენე და დავიწყე ისევ ტირში გადაადგილებები და თავისუფალ დისტანციებზე სროლა, "mil-dot"-ის მიხედვით.

სრული პასუქისმგებლობით ვაცხადებ, რომ ძირითადი ბიო-მიზანი - "ყვავი", ყველა მანძილებზე და გადიდებებზე, ტირში იქნება განადგურებული უმოკლეს ვადებში :)Menace 4-14x44FFP მეშვეობით.

სანამ მივდიოსი სახლამდე - 3 გასროლა სამი ტრუპი - 87, 60, 15მ.

დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავადდააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
guja
ბიჭებს გაუმარჯოს ეა მაინტერესებს ჩემი პნევმოსთვის რამე ოპტიკა მინდა ბანძი პროსტა ოპტიკა და რა ღირს დაახლოებით??
Jah
ციტატა(guja @ 6th March 2009 - 06:31 PM) *
ბანძი პროსტა ოპტიკა და რა ღირს დაახლოებით??

20-დან 40 ლარამდე, თუ კითხვა სწორად გავიგე.

და სამიზნე, რომელზეც ეს თემაა, ღირს 239.99 გირვანქა სტერლინგი.
guja
არა მე ზუსტად იმ 20-40 ლარიანზე ვიკითხე, და სად შეიძლება ყიდვა, ხომ ვერ მეტყვით.
geojorjika
Jah-დიდი მადლობა საინტერესო ინფოა smile.gif ესე გააგრძელე smile.gif
parna
ციტატა(geojorjika @ Mar 6 2009, 09:18 PM) *
Jah-დიდი მადლობა საინტერესო ინფოა smile.gif ესე გააგრძელე smile.gif


smile.gif +1
bazuka
Jah
ციტატა(Jah @ 4th March 2009 - 11:39 PM) *
3.1 პირველი გასვლა ცავატარე შემდეგი პრინციპით: სამიზნის ჰორიზონტალური ხაზის, მიზნის ზედა კვეთის შეხამებით, შემდგომი ამ კვეთიდან და გარტყმის
წერტილამდე მანძილის გაზომვით. იტოგში - 59მ.=6.2სმ; 73მ=15.1სმ; 85მ=26.2სმ; 95მ=39.4სმ; 105მ=54სმ. დავადე ეს წერტილები ბალისტიკურ
კალკულატორზე და მივხვდი რომ ჩავატარე მისროლა 0-42მ.-ზე არასწორად

ეს რას ნიშნავს??
Jah
ციტატა(bazuka @ 13th January 2010 - 12:54 PM) *
ეს რას ნიშნავს??

კაცმა მისროლა გააკეთა 42 მეტრზე.
მერე კი ისროდა ჯვარში სხვადასხვა მანძილზე და ზომავდა რამდენზე ქვევით ცადიოდა ს.ტ.პ. ამ დისტანციებზე...
მაგალითად 42 მ-ზე 0ში თუ ხვდებოდა, 105მ-ტრზე იგივე წერტილში დამიზნებისას ტყვია ხვდებოდა 54- სანტიმეტრით უფრო ქვემოდ, რაც ჩვეულებრივი ამბავია...
აი საიდან დაასკვნა მაგან მერე რომ არასწორად მიისროლა თურმე 42 მეტრზე, მეც ვერ მივხვდი biggrin.gif
foxi
ჯაჰ მეზობელს რასერჩი? :ph34r_1: თემის მიხედვით კი ამას ვიტყვი რომ ჯაჰ ერთ-ერთი გამორჩეული აირგანელია რომელსაც თეიძლება მოუსმინოს კაცმა.
foxi
100
Jah
ციტატა(kakha @ 13th January 2010 - 04:34 PM) *
ჯაჰ მეზობელს რასერჩი?

ეს ვერ გავიგე...

ციტატა(kakha @ 13th January 2010 - 04:34 PM) *
თემის მიხედვით კი ამას ვიტყვი რომ ჯაჰ ერთ-ერთი გამორჩეული აირგანელია რომელსაც თეიძლება მოუსმინოს კაცმა

ესეც საიდან დაასკვენი ვერ მივხვდი... რაც ინფოები დამიდია, ყველაფერი თარგმანია, სხვადასხვა ფორუმებიდან smile.gif
ასე რომ მე არც თუ ისე გამორჩეული აირგანერი ვარ wink.gif
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 13th January 2010 - 05:58 PM) *
ეს ვერ გავიგე...

ეგ როგორც მივხვდი foxi თვლიდა რომ შენ გაქვს ეგ ედგანი და ეგ FFP და ეგონა შენი ოპტიკის ხედები იყო დადებული biggrin.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.