ციტატა(cat @ Apr 13 2011, 12:07 AM)

ისე სხვათა შორის ამ დღეებში ერთი მშვიდობის ჩიტი #$@$% სადღაც 60-70 მეტრა იქნებოდა... თვითონ გამიკვირდა რომ გამომივიდა...
იცი რა ჩემო კარგო? მინდა შეგახსენო, მიუხედავად იმისა, რომ გაქვს ისეთი იარაღი, რომელსაც გაფორმება არ სჭირდება, უხმაუროა და ტარება შეგიძლია, შენზეც ვრცელდება ნადირობის სეზონის კანონი. სხვა საქმეა ყვავები, მაგრამ მტრედმა რა დაგიშავა? ისინი ზუსტად ამ დროს მრავლდებიან (არა მხოლოდ მტრედები). არ შეიძლება მოკლა ყველაფერი, რასაც შენი იარაღი მოერევა.
როდესაც შენს თავს უწოდებ მონადირეს ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს მონადირის შინაგანი კოდექსი, რომელიც უნდა გაითავისო. წინააღმდეგ შემთვევაში მონადირე კი არა მკვლელი ხარ. ჩემმა 5 წლის ბიჭმაც კი იცის, რომ თოფის გამართვა და გატესტვა ხდება ფურცელზე და არა ცოცხალ ობიექტზე.
იმედია ამას საწყენად არ მიიღებ, რადგან ეს მხოლოდ შენ არ გეხება. წავაწყდი რამდენჯერმე ჩვენს ფორუმზე მსგავსი შინაარსის პოსტს და ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე დამეწერა რადგან ძალიან მაღიზიანებს მსგავსი რამ. რა გგონია მე არ მინდა ნადირობა? მაგრამ სეზონის ბოლოს დავზეთე ჩემი ცეცხლსასროლის არსენალი და ველოდები აგვისტოს ბოლოს.