EnDeL2 მოკლედ მივიღე შენი PM-ი იმასთან დაკავშირებით რომ შენს მიერ გაწერილ ფოსტაზე პაროლი არ მოგივიდა. პასუხს PM-შიც მოგწერ, მაგრამ აქ იყოს ფაქტი დაფიქსირებული თუ როგორ უნდა მოხდეს ხოლმე ამ შემთხვევაში ოპერირება.
1) რომ გიცნობდე პირადად ვიცოდე ვინ ხარ და მქონდეს შენი საკონტაქტო ინფო, მაშინ ბოლო ბოლო ტელეფონით მოვაგვარებდით ამ გაუგებრობას
2) იმის გამო რომ არ ვიცნობთ ერთმანეთს და ამასობაში მე ვალდებული ვარ დავიცვა ყველა მომხმარებლის კონციდენციალურობა, ამიტომაც პაროლის აღდგენისას პაროლს ვუგზავნი მომხმარებელს მხოლოდ იმ ფოსტაზე რომლითაც მომხამრებელი დარეგისტრირებულია, ანუ იგულისხმება, რომ დაავიწყდა მომხმარებელს პაროლი ვერ მიაგნო აღდგენი ფუნქციას, მაშინ მე ვაკეთებ ხელით მაგ შესაძLებლობას, მაგრამ ისევ დაისევ ვუგზავნი მხოლოდ იმ მეილზე ინფოს რომლითაც დარეგისტრირებული მომხმარებელი, ანუ თავს ვიზღვევ რომ სხვა არ არის, და თუ პაროლი ფორუმზე დაკარგა, მაშინ იმედია ფოსტა მაინც ახსოვს.
3) დიდი თხოვნა მაქვს ეს მესამე პუნქტი უნდობლობად და შეურაწყოფად ნუ იქნება მიღებული. მე ვალდებული ვარ ყველას მიმართ ასე მოვიქცე (ადმინისტრატორობა და მოდერობა მხოლოდ ყველაფრის უფლების მიღებას და გაჯაზებას არ ნიშნავს, გარკვეულ ვალდებულებებსაც იბარებ მომხმარებლების მიმართ და გარკვეულ წილად არბიტრის როლიც უნდა შეასრულო, კანონი კი როგორც ვიცით ბრმა არის). შენ მწერ რომ გაქვს 2 მეილი და არცერთზე არ მიგიღია ჩემი წერილი, მე არანაირი უფლება არ მაქვს გაგახსენო კონკერტულად რომელი ფოსტით ხარ დარეგისტრირებული, რა ვიცი რომ ვიღაცის ექაუნთის გატეხვას არ ცდილობ და მე ბრმად მიყენებ მაგ საქმეში?
4) თუ ვერ გაიხსენებ ფოსტას, მაშინ იზვინი, მაგრამ რავარც შენ დაწერე, მოგიწევს დროებით
EnDeL2-ის ნიკით არსებობა, დრო გავა, შევხვდებით დავრწმუნდებით და.....

P.S. ისე ჯანდაბას გარკვეულ წიკად წესებს დავარღვევ, მაგრამ ფარულად, და ძალიან, ძალიან შორი მინიშნებით გეტყვი ერთ რამეს, რომელიც წესით რეალურ მფლობელს უნდა დაეხმაროს საქმეში, მაშ ასე კითხვა და მიმახვედრებელი სიგნალი:
- კავკასიის უნივერსიტეტის საიტი, უფრო მართებულად რომ ვთქვათ დომენის სახელი როგრო იწერება?