დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: საიტის ბაზასთან დაკავშირებით
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
norica_dragon
როგორც იცით ინტერნეტ მაღაზიის საიტის ადმინისტრირება საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ჰოდა გავიგე ესეთი რაღაც - მაიკროსოფტ აკაუნტინგი იყენებს SQL ბაზას, მაქვს საიტის ძრავა იგივე ტიპის ბაზით, როგორ და რამდენად შესაძლებელია რომ მაიკროსოფტის საწყობი მიებას საიტის ბაზას??? რამდენად რთულია ეს საქმე??
ja_ja
norica_dragon
ვერ გავიგე რას ამბობ smile.gif

შენ მემგონი გულისხმობ იმსა რომ გაქვს რაღაც ლოკალური პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევს მართო შენი საკუთარი მაღაზია (გაქვს ექაუნთები და ყველას ტავთავისი ჭრილით უჩანს შესაბამისი პროდუქცია), ახლა გინდა რომ ონლაინ მაღაზია გახსნა და ამისათვის გინდა რომ შენი მაღაზიის ბაზა მიაბა საიტის ბაზას, და ზედმეტი ჩალიჩის გარეშე გამოჩნდეს საიტზე ის საქონელი რაც შენს ბაზაში იქნება.

მემგონი ეგ გინდა ხომ?

ნუ მაშინ შენ გინდა შემდეგი რამ:

1) ძრავი რომელიც კონკრეტულ ბაზაზე გადაილინგკება მაგალიტად ვიცი რომ Oracle-ს აქვს მაგის ფუნქციონალი, როგორ ეგ აღარ ვიცი. მაგალიტად ალტას ვიცი რომ ეგრე აქვს გაკეთებული WEB-ისთვსი ცალკე პროფილი აქვს გახსნილი და როგოც ერთერთი საწყობი ან რაღაც ეგრე აქვს ეგ WEB-ი, რასაც მიუთითებს რომ გამოჩნდეს ის ჩანს WEB-ზე დანარჩენი შეიძლება საწყობში იყოს და საიტზე არ ჩანდეს.

2) შესაძლებელია შენი ბაზიდან დააექსპორტო ინფორმაცია და დააიმპოსტო ხოლმე საიტზე, ნუ ცალკე სელექტი, გჭირდება რომ საიტისთვის საჭირო ინფო გამოდიოდეს, შეინახავ CSV ფორმატში და მერე დააიმპორტებ საიტის ბირთვში. პრაქტიკულა დყევლა ონლაინ მაღაზიის ბირთვს აქვს CSV-ს მხარდაჭერა. მაგრამ მაგ დროს ონლაინ ინფო არ მოდის, და სიტყვაზე დილით რომ დააიმპორტეს ონლაინში რაიმეს და დღის განმავლობაში უკვე გაგითავდა... მოკლედ საიტზე ჯერ კიდევ გამოჩნდება რომ არსებობს

3) კონკრეტულად მორგება - ამ შემთხვევაში იღებ შენს ბაზას, იღებ მოწონებულ ონლაინ მაღაზიას და მათ დასაკავშირებელ სკრიპტებს და პრატაკოლებს ქმნი, შედეგად ონლაინ მაღაზიის ბაზაში არ ინახება საქონლის ინფო, არამედ წამოვა შენი საკუთარი ბაზიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ვინმე ვინც ერკვევა ორივე ბაზის ენაში და მათ დასაკავშირებლად შესაბამის სკრიპტებს და პეკიჯებს დაწერს.


ნუ ეს ყველაფერი არის უხეში მიმოხილვა, მე პირადად მხოლოდ მეორე ვერსიას გამოვიყენებდი, რადგან ORACLE-ში დიდი სკპეცი არ ვარ და არც SQL-ის დიდი მცოდნე ვარ ჩემი ცოდნა მაქსიმუმ რაღაცის გადაკეთება ჩასწორებას ეხება და არა ახლის დაწერა დაკონექტებას.

მოკედლ მეორე ვერსია არის მინიმალური ფინანსური დანახარჯი, დანარჩენ შემთXვევაში ვინმე გჭირდება და ფული გექნება დასახარჯი.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.