ჩადების მერე მაქსიმალურად მალე უნდა შეეცადო ამოღებას. აქ არ იგულისხმება რამდენიმე წამი და წუთი..
ანუ ჩადე ბალონი დაიწყე სროლა, ნუ რავი იქ 40-50 თუ ჯანდაბას მთელი 100-120 გასროლა გაკეთდა ვსიო ამოიღე, ნუ ახლა რამდენი დრო დასჭირდება მაგ რაოდენობის გასროლების გაკეთებას, ზუსტად ვერავინ გეტყვის, მაგრამ 2-3 დღე და მითუმეტეს კვირა და თვე ნამდვილად არ უნდა გქონდეს ჩადებული.
მე ეგრე ჩავატარე ექსპერიმენტი და ყოველი გასროლის დამთავრების შემდეგ ბალონს ვიღებდი ერთერთი თოფიდან, თუ ბალონში აირი კიდევ იყო და სროლა აღარ მინდოდა, ან ვინმეს ვთხოვდი თუ გართობა უნდოდა დაეცალა ბოლომდე, ან თუ ასეთი არავინ იყო, მაშინ ვეჩვეოდი იმ აზრს რომ ბალონი ამოსაღებია და გამოუყენებელი co2 უაზროდ იხარჯება.
ერთხელაც სროლის შემდეგ ჩავდე ახალი ბალონი, გავაკეთე 4-5 გასროლა და დამენანა პრაქტიკუალდ ახალი ბალონის ამოღება, დავტოვე ეგრე, 1 კვირის მერე მშვენივრად ისროდა და კიდევ 10-15 გასროლა გავაკეთე, მეორე კვირის ბოლოს რავარც იქნა დავცალე ბალონი და დავაპირე ახლის ჩადება, ვსიო მანდ ეტირა ყოფა თოფს

რანაირადაც არ ჩავდე ბალონი მაინც გასდიოდა თოფს. ნუ მე მეხერხება შეკეთება, ასე რომ სახლში დაბრუნებისთანავე შევაკეთე, მაგრამ იმ დღეს მეგობრებთან შემარცხვინა თოფმა.
ამიტომაც ჩავატარე ექსპერიმენტი. ჩავდე ბალონი და დავტოვე 1 დღით... ნუ მამენტ მეორე დღეს ახალი ბალონი ჩავდე და ყველაფერი წესრიგში იყო, დავტოვე ბალონი 2 დღით, მესამე დღეს ახალი ბალონი და მაინც მუშაობდა მაგრამ ბოლოს დავტოვე 1 კვირით და ფაფუ დედა ეტირა ისევ

მოკლედ დასკვნა აქ ასეთია, co2 არის საკმაოდ აგრესიული აირი, რაც არ უნდა სპეციალურად დამზადებული რეზინა იყოს, მაინც ჭამს, მითუმეტეს როდესაც მუდმივად და ხანგრძვილი ზემოქმედება აქვს, გარდა მაგისა ბალონი სადაც იდება იმ კლაპანშიც არის მყარი რეზინა და ისიც განიცდის უბრალო მექანიკურ დეფორმაციას, შედეგად ან სკდება გვერდიდან, ან ისრისება, ან მიჭერილი ბალონის ადგილზე ჩნდება ბალონის თავის ფორმის ჩანაჭდევები, შედეგად მოსხნის მერე ეს ჩანაჭდევები მეორე ბალონს კი არა, იგივე ბალონი რომ ჩასვა იმას ვერ მოარტყავ იგივე ადგილზე, ... მოკლედ, ან ჩაზნექილი ადგილიდან იწყებს აირი გამოსვლას, ან ამოზნექილი ადგილი არ ჩადის ბოლომდე....
მორალი ასეთია, თუ ერთობი შეეგუე იმ აზრს რომ გამოუყენებეილი ბალონი ჯობია ამოიღო, ან თუ ბოლო 2-3 გასროლა გინდა გააკეთო და არ გინდა ტყუილა ბალონი დაცალო, შეელიე იმ 2-3 გასროლას და ნუ ჩადებ ახალ ბალონს რომ მერე მისი დაცლა დაგენანოს.
შეგიძლია დაიკიდო ეს თემები, მაგრამ მაშინ მიეჩვიე იმ აზრს რომ იარაღი მუდმივად შესაკეთებლად გექნება სატარებელი.