დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: BSA 8-32x44 კიდევ ერთი ოპტიკა თბილისში
Georgian Airgunners Portal > ოპტიკა > ოპტიკა მფლობელის თვალით
ochopintre


როგორც იქნა 1 თვის ლოდინის შემდეგ ჩამოვიდა ჩემი ოპტიკა(BSA Deerhunter 8-32x44 AO side wheel focus rifle scope),შევუკვეთე ebay.com_ზე და რადგან მეთვითონ ვერ ვყიდულობდი მივმართე ბარამის ერთ-ერთი ფილიალიალს რომლებსაც ძირითადად მანქანები ჩამოყვათ მაგრამ არც ოპტიკის ჩამოტანაზე უთქვამთ უარი. მოკლედ თვითონ იყიდეს და თვითონვე ჩამოიტანეს.

ეხლა რაც შეეხება თავად ოპტკას

ოპტიკის ძირითადი პარამეტრები:
1) ჯერადობა - ცვალებადი 8x32
2) გამომავალი მილის ზომა - 44 მილიმეტრი
3) მთლიანი სიგრძე - 40 სანტიმეტრი
4) წონა - 600 გრამი
5) პარალაქსის გასწორება - 10 იარდიდან
6) 30 მილიმეტრიანი მილი
7) ბადე - Mil-dot ბადე განთავსებულია უკანა ფოკალში, მილდოტი მართალია 10 ჯერადობაზე(თავად გავზომე)
8) MOA- 1/4 კლიკი 100 იარდზე
9) ბარაბნები - ტაქტიკური ბარაბნები, საკმაოდ მკვეთრი (ისეთი სასიამოვნო ხმებს გამოსცემს ტრიალის დროს რომ უსაქმურობის დროს შეგიძლია დაჯდე და აწკაპუნო და დატკბე ამ ხმით biggrin.gif)
10) წყალგაუმტარი, ანტინისლიანი

მოყვა Weaver_ის რინგები(მემგონი საშუალო სიმაღლის) , ლინზების საწმენდი ნაჭერი და ინსტრუქცია 6 ენაზე
სულ დაჯდა 210 ლარი ადგილზე ყიდვა და 18 ლარი ჩმოტანა ,მოცულობითი წონა დიდი იყო , საკმაოდ დიდ ყუთში იდო

მოვიტანე თუ არა ვეცი და დავაყენე, საკმაოდ მოუხდა ჩემ ოლიმპიელს




ეხლა რაც შეეხება დადებით და უარყოფით მხარეებს

პლიუსები
1.იაფი ღირს (სულ დაჯდა 230 ლარი დღევანდელი კურსით გამოდის სადღაც 130 $)
2.დიდი ჯერადობა 8-32
3.საკმაოდ მსუბუქია (600 გრამი)
4.პარალაქსი სწორდება გვერდიდან ანუ თვითონ მილზეა დამაგრებული მარცხენა მხარეს(ძალიან მაგარი რამეა biggrin.gif)

მინუსწბი
1. 44 მილიმეტრიანი გამომავალი მილი
2. ჩინურია და მაქსიმალურ ჯერადობაზე ისეთი მკვეთი აღარ არის როგორც მაგალითად 20X
მე მეტი + ან - ვერ ვუპოვე ამ ჩინურ საოცრებას დანარჩენს პრქტიკა მაჩვენებს
cz80
ochopintre
მშვიდობაში კობა...
სულ ათიანებში wink.gif

მშვენიერი ნივთია მშვენიერ ფასად wink.gif

kaka8079
მშვიდობაში სულ ათიანებში გენაცვალე.
Allstar
მშვიდობაში მარა ჩემ ჩინურს ვერ აჯობებს 40x ზე ისე ეკარგება სიმკვეთრე რო გგონია ნისლი შემოგივიდაო ოპტიკაში biggrin.gif
ja_ja
ვაა გილოცავ გილოცავ!

ისე გვერდითა პარალაქსის ბარაბანი და 30-იანი მილი კაი რამეა, 32x-ზე რომ არ იძლევა სუფთა გამოსახულებას ნუ გაგიტყდება, უმეტესობა იაფიანი ოპტიკები ეგეთია, თან არც დაგჭირდება ხშირად ეგ 32x-ი, ჰა-ჰა ტირში, მაგ დროს კი ასე თუ ისე გაიჭირვებ თუ დიდი ჯერადობა დაგჭირდება.

მოკლედ გილოცავ შენაძენს.
geojorjika
გილოცავ კარგი შენაძენია
tengo
გილოცავ მართლა მშვენიერია. ყველაზე კაგარი ისაა რომ პარალაქსი გვერდიდან სწორდება.
nihontoman
გილოცავ, კაი ბიუჯეტნიკი ჩანს. თან თუ წკაპუნიც სასიამოვნო აქვს .... biggrin.gif
gregory
ochopintre
გილოცავ!
სულ კარგი რამეების დანახვაში wink.gif

ochopintre
ყველას დიდი მადლობა მილოცვისთვის
2 დღეა ქარი არ ჩადგა დიღომში რომ გავიდე სადმე და გავასწორო
ციტატა(ja_ja @ 6th November 2010 - 04:30 PM) *
32x-ზე რომ არ იძლევა სუფთა გამოსახულებას ნუ გაგიტყდება, უმეტესობა იაფიანი ოპტიკები ეგეთია, თან არც დაგჭირდება ხშირად ეგ 32x-ი, ჰა-ჰა ტირში, მაგ დროს კი ასე თუ ისე გაიჭირვებ თუ დიდი ჯერადობა დაგჭირდება.

არა ძალიან კი არ იბიდნება უბრალოდ შედარებით ცუდად ჩანს, თორემ მშვენივრად ვხედავ ყველაფერს 32x

აი გვედით რომ აქვს პარალაქსი ეგ მართლა მაგარი რაღაცაა, უცებ ასწორებ ფოკუსს
giga_st
კობა მშვიდობაში ძმაო სულ ათიანები მოგეხსნას! smile.gif ტირი დაგვიძველდა ტირი.
ochopintre
ციტატა(giga_st @ 6th November 2010 - 08:00 PM) *
კობა მშვიდობაში ძმაო სულ ათიანები მოგეხსნას! ტირი დაგვიძველდა ტირი.

მადლობ გიგა, აუ მართლა მაგრად მინდა ტირში წასვლა
ისე დროებით უსაქმური ვარ და შუა კვირაში ხო არ შევირბინოთ სკაში?
giga_st
შეიძლება ერთი საათი საათნახევარი მეც მოვახერხებ გამოძრომას, გახსენი თემა შენი გახსნილი თემები გასვლაზე წარმატებით მთავრდება smile.gif თან ეგ ოპტიკა მაინტერესებს ვნახო.
Power_VANO
მშვიდობაში და სულ ათიანებში! smile.gif
tengo
ochopintre
მეც შემოგიერთდებოდით , მაინტერესებს შენი ოპტიკა და თანაც ჩემი დისკოც "კლიპით და შრაუდერით" მაქვს გასატესტი.
Hellados
ochopintre
მშვიდობაში და 10-იანებში სროლაში
ბარემ ისიც დაწერე რომელი ფირმით ჩამოიტანე
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.