Jah ციტატა(Jah @ 27th February 2009 - 02:00 PM)

ხო გითხარი უვიცები ზიან თქო...
ბაიბურში არ არიან რა და როგორ... პირველად რომ დარეკე ალბათ უფროსი არ იყო ადგილზე ყველაფერს მაგას ეკითხებიან
სულ ერთხელ დავრეკე, და ვიღაც 25-30 წლის ბიჭმა მიპასუხა, რომ ვკითხე, არაო, მეთქი დარწმუნებული ხარ?? მოიცა აბა კანონში ჩავიხედავო, და ძახილი დაიწყო, სადაა ჩემი კანონი იარაღზეო (ნუ რადგან ამას კითხულობდა თან დააკონკრეტა იარაღზეო, შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ მარტო იარაღზე არ მუშაობდა, ანუ რაღაც საინფორმაციოს ვარიანტში იყო) იქიდან გოგოს პასუხი გავიგე, 5.5 არ შეიძლებაო და ამანაც გადმომიკოპირა პასუხი, მერე ვუთხარი იარაღის მაღაზაში მითხრეს არანაირი ნებართვა არ უნდაო და თავისუფალ გაყიდვაშიც ავთ მეთქი, იმან კი რაღაცა მიმიბლანდა, მარა არარ მახსოვს ცოტა აჭრილი ვიყავი. რაღაც ისტორია მომიყვა ჩამომტანზე რომელმაც საბაჟოზე ვერ გაატარა კანონის აკრძალვის გამოოო, და როგორც ცეცხლსასროლი ისე გაატარესო.
ხოოდაა გავვარდი ეგრევე ქავთარაძეზე (ეგრევე არა სადღაც 15 წუთში), მარა იქ ამ ტელეფონის ზარზე არაფერი მითქვამს. მეთქი იარაღის მაღაზიაში 5.5-იანის ყიდვას ვგეგმავ და ლიცენზია მინდამეთქი. კიბატონოო ფორმა 100, პირადობა, და ქვითრები ბანკიდანო. 8 სამუშაო დღეში ჩაგახუტებთო. მერე დავუმატე, ინტერნეტით რომ შევიძინო მაგისთვის რამე თუა საჭირომეთქი, და კი თუა საჭირო კიარა, აუცულებელიაო. ხოდა ეგრე დასრულდა დღევანდელი ჩემი ვოიაჟი საპატრულო პოლიციაში, ამ საქმეს ორშაბათსვე თუ არ მივხედე მერე ამათი გადამკიდე შეიძლება უარიც კი მითხრან
დაჩქარებულად აღება, 2 დღე +50 ლარი, მომენტალური +70 ლარი