browning 9mm მდაა მაგარ შარში ხარ

იდეაშI სანამ იყიდიდი მაგ თოფს აქ რომ შემოგეჭყიტა და გეკითხა კაი იქნებოდა.
ახლა რაც შეეხება მაგ თოფს და სამიზნე მოწყობილობებს. მოკლედ ზამბარ დგუშაინ მაგნუმ კლასის პნევმატიკაზე... ნუ ოპტიკური სამიზნე მოდი დავივიწყოთ, პრაქტიკულად არ არსებობს ოპტიკური სამიზნე რომელიც მაგის უკუცემას გაუძლებს. ერთი უკვე დაგიბრედია და ნებისმიერ სხვასაც ეგრე გადაამუშავებს

, .50 კალიბრიანი ბარეტი რომ გქონდეს, იმაზე გაუძლებს ოპტიკა, მაგრამ მაგნუმ კლაზიზ ზ.დ.პ-ზე ვერცერთი ვერ გაუძლებს.
რაც შეეხება ღია სამიზნეებს, ჯობია ახალზე არც კი იგფიქრო, აზრი არ აქვს. მაგალითად მაგნუმში იყიდება მაგნიტებზე დასამაგრებელი ღია სამიზნეები, მაგრამ ეგ თოფი ნებისმიერ მაგნიტს ჩამოყრის. რაიმე სხვა რომ იყიდო ნებისმიერ ვინტს მოუშვებს, ამჯერად რაც გაქვს, ეგეც იმიტომ ურევს რომ გასროლისას ისეთი ზანზარი და ვავა სჭირს მაგ თოფს რომ.... მოკელდ ვერცერთი ვინტი მაგას ვერ გაუძლებს

ერთი რამ შეგვიძლია ყველას ვთქვათ ვწუხვართ რომ მაგ ბეტონის კედლების სანგრე ატბოინიკზე გააჩერე შენი თვალი.
საშველი ღია სამიზნისთვის მხოლოდ ერთი მიმაჩნია, იყიდო წითელი ძლიერი ვინტების ჩამკეტი ლაქი, ანუ თუ გინახია ზოგჯერ ვინტები სხავდასხვა მოწყობილობებში მოჭერილი რომ არის და უსვია ხოლმე ლურჯი ან წითელი რაღაც ლაქი, ეგ არის რეზბი გამჭედი. აი ეგეთი უნდა იყიდო, ამოირჩიო ერთი მანძილი რომელზეც გინდა მიზნის გასწორება, მერე ღია სამიზნის მოძრავ რეზბიან დეტალებზე წაუსვა ეგ ლაქი, სასწრაფოდ ერთი ორი გასწორა გააკეთო და დააფიქსირო სამიზნის მდგომარეობა. აცადე 15-20 წუთი და გამაგრდება ეგ ჩამკეტი ლაქი, მაგის მერე ისროლე და სამიზნე აღარ აირევა.