Twister ციტატა(Twister @ 14th October 2010 - 10:48 AM)

ნუ რავი ტესტები იყო დადებული win7 da mak -ის შედარება და მეც რომ ვნახე ეგ მაკ მაგრა არ მომეწონა
ნუ არ ვიცი სად იყო ეგ შედეგი, სუფთა ცივი გონებით რომ გადავხედოთ სიტუაციას.
ერთი და იგივე ჰარდზე მაკის ოპერაციული ოდნავ ჩქარი უნდა იყოს, ან მინიმუმ WIN-ის ნაირი სიჩქარე უნდა ჰოქნდეს თუ ჩახლამებული და მომსპარი არ არის სისტემა. UNIX-ის ბირთვი საკმაოდ ჩქარია, პროსტა MAC-ის გრაფიკული გარსი ტვირთავს ჰარდს, რომელიც არამგონია WIN-ის გრაფიკულ გარსზე მეტ რესურსს მოითხოვდეს.
ისე ეგეთი ტესტირებები, პირადად მაქვს ადრე ჩატარებული, შედეგები წყეულ Forum.ge-ზე დავდე და MAC-ის ფანებმა იმენნა გადამიარეს, არ დამაკლეს არანაირი შეურაწყოფა, ფიზიკურად მონიტორში ვერ გამოძვრნენ თორემ მათი ხატის შებღალვისთვის ალბათ ჩამქოლავდნენ.
არა და შევადარე MAC-ის მაშინდელი ყველაზე ძლიერი კომპი 2 პროცესორიანი (რომელზეც ლეგენდები დადიოდა), ჩვეულებრივ P4-ს 3 გიგაჰერციანს, ნაწილ ამოცანებში ერთნაირი შედეგი ჰქონდათ 1-2 წამში იგებდა P4 ზოგიერთში კი P4-მა ნუ მართლა ჩახადა mac-ი
დავდე ეს ინფო ობიექტურად ყველანაირი ზედმეტი გაფორმების გარეშე და....

არადა MAC-ის წორკსტეიშენი 2 პროცესორიანი იყო MAC-ის საიტის მიხედვით 4-ჯერ ხდიდა P4-ს გრაფიკაშI, არქივირებაში რენდერში, არ ეკიდებოდა სისტემა... ჯინაზე ჩემს ხელში ყველაფერი საწინააღმდეგო მოხდა

პროსტა მე ისეთი ვესი არ მქონდა როგორც MAC-ს და ამიტომაც გამწიხლეს...
შუა კამათში ვიყავით მაგ ტესტების დროს (ლამის 6 თვე ხელჩართული ომი მიდიოდა) და უცებ სტივ ჯობსი გამოდის და აღიარებს, - ისაო.. რა ქვია, ჰო მოკლედ ჩვენი აპარატურა ბანძიაო და ამიტომაც იგივე P4-ზე და ვაბშემც INTEL-ის პლატფორმაზე გადავდივართო

ეგ იყო ნუ რავიცი, ეგრე მე არ მიხარხარია

, იმ პერიოდში APPLE-ს საიტზე კურიოზები იყო, ძველი წარამდობის ბანერები სადაც P4 გაწიხლული ყავდა MAC-ს და ახალი სადაც ძველი პროცი გაწიხლული ყავდა P4-ს

სასტავი სიცილით კვდებოდა მსოფლიო მაშტაბთ.
ერთადერეთი ჩვენი Forum.ge-ს სასტავი იღბალს არ იტეხავდა და წერდნენ აბა ჩვენ როდის ვთქვით რომ P4 და ვაბშე Intel-ის პროცები ცუდიაო? ჩვენ ვიძახდით PC და AMD არის ცუდიო

არა და მანამდე იმენნა ინტელი ბანძიაო და ბოლო ბოლო AMD-ს მაინც შადარეთ MAC-ი კიდევ აღაც შედეგს მიირებთო

დავუდე მაგათ საკუთარი პოსტები და.... ტეტუუუუუ
ისე მაგ ბატალიების და შერცხვენის გამო სადრაც 3-4 თვე ცოტა წყნარად იყვნენ MAC-ის რელიგიური ფანები, მერე ეტყობა ჩათვალეს გადაიარა კრიზისმაო და ხელახლა პაპსაობა დაიწყეს.
P.S. პროსტა საწინააღმდეგო არცერთ ოპერაციულთან არ მაქვს, ჩემს ცხოვრებაში ბევრ ოპერაციულთან მიმუშავია და ერთს ერთი პლიუსი აქვს,მეორეს მეორე... უნივერსალური არ არსებობს, უახლოვდება WIn-ი, მაგრამ მაგასაც ქე ვიცით რომ თავისი ბზიკები სჭირს

უბრალოდ ვერ ვიტან ფანატიზმს, გინდა MAC-ი იყოს, ვგინდა AMD გინდა INTEL-ი, მიუხედავად იმისა რომ მტელი ცხოვრება ძირითადი საქმე INtel-ის პროდუქციაზე და PC პლატფორმაზე ვმუშაობ, სხვა მწარმეობლებსაც აქვთ თავიანთი პლიუსები, არ შეიძლება ბრმად რაღაც აპარატურის ლამის სარწმუნოების რანგში აყვანა და მერე მისი დამფუძნებლის სახელით ომების წარმოება მთელს სამყაროსთან... კაცობრიობამ გაიარა მემგონი ღმერთის სახელით ჩატარებული ჯვაროსნული ომების პერიოდი, თუ თვალს არ გავახელთ იგივე შუა საუკუნეებში დავბრუნდებით.
MAC-ი PC ზოგიერთვის რელიგია გახდა, მაგრამ თუ რელიგიაზე ვსაუბრობთ ნუ დაგვავიწყდებიან ქრისტიანები, მუსულმანები, ბუდისტები და კაცმა არ იცის კიდევ რა... ყველას თავისი პლიუს მინუსი აქვს, მაგრამ ნებისმიერი რელიგია რომ აიღო და მისი ბრმა ფანატები, მიხვდები რომ უჭკუო და უსულო ბრბოსთან გაქვს საქმე.
რელიგია კაია ზომიერად და გაანალიზებულად.
nihontoman ციტატა(nihontoman @ 14th October 2010 - 12:31 AM)

ცოტა დაწყნარდი თორე გადაგრევენ ესენი...
ვაბშეტა არ ვღელავ, ეს პროსტინები დაწერილია ღიმილით

გინდ დაიჯერე გინდ არა.