დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ფორუმის წევრები
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფორუმის შესახებ...
ja_ja
ამ ბოლო დროს ვამჩნევ მანეტანი აგრესიულად ვიქცევი ძალიან ბევრ თემებს ვხურავ რამდენიმე კაცი შემომებლოკა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მაგარი სიტყვაა შემომებლოკა.

რაღაც მოსაფიქრებელია, ანუ რეგისტარციისას რომ წესებს პროსტა ყველა ბოლომდე ჩაალივტებს და ალამს სვავს ეგ გასაგებია, ამის გამოა ყველას როგორც რა უნდა ისე წერს ყველაფერს, შედეგად მაგრა ხლამდება ყველა თემა. პროსტა წესები არ წაუკითხია კაცს და დარქმუნებული ვარ არც არასდროს არავინ არსად არც კითხულობდა, არც კითხულობს და არცწაიკითხავს, მერე სწყინთ წესებზე რომ მიუთითებ.

მემგონი ჯობია ყველა ახალ დარეგისტრირებულ ერთი ნიუს წერილი მისდიოდეს, სადაც იქნება ნახსენები რომ კაია რომ ჩემივიდა , მაგრამ თუ არ დაიცავს წესებს და ზედმეტ სისულელებს გააკეთებს შესაბამისი ასევთქვათ საჯარიმო სანქციები იქნება გატარებული.

თორემ ერთის სიტყვით გამოხტომა სულ რამდენიმე წუთის წინ იყო. ჯანდაბას მე გაველანძღე, პატარა აღარ ვარ და ეგეთ სისულეებზე იმედია არასდროს ავყვები, მაგრამ ყველას მიმარტ გამოხტომა უკვე ნონსენსია. მემგონი სასიამოვნო არ არის, თავხედური პოსტები და წევრმა უნდა იცოდეს რომ მისი არასწორი საქციელის გამო მას შესაბამისი დაბლოკვა ან რაიმე სხვა ელოდება. თორემ მერე ისე იღებენ თითქოსდა ჩემი, ან სხვისი პოხონდრია გამოხტომაა წესების და გარკვეული ნორმატივების კენ რომ მოუწოდებ.

მოკლედ ეს თემა ალბათ უფრო JAH-ს ეხება.

nihontoman
კაი აზრია. უფრო სწორად გენიალური.


რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, ჩათვალეთ რომ გავეცანი და ვეთანხმები კრების დასკვნას....

Jah
ხო კარგი აზრია. როგორ გავაკეთოთ მითხარი და გავაკეთებ, ან თუ შეგიძლია გააკეთე შენ თუ არ დაგეზარება.
თუ არა და მიმითითე სად და როგორ და გავაკეთებ.
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 4th October 2010 - 10:32 PM) *
ხო კარგი აზრია. როგორ გავაკეთოთ მითხარი და გავაკეთებ, ან თუ შეგიძლია გააკეთე შენ თუ არ დაგეზარება.

აზრი რომ კარგია ქე ვიცი, მარა რაფრა კეთდება არ ვიცი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მინახია სხვა ფორუმებზე ეგეთი რაღაცეები, მგონი ეგენიც IPB-ს ბირთვზე იყო. მოკლედ დასაძებნია.
foxi
ja_ja

რაღაც ვერ მივაქციე ყურადღება,ვინ გამოხტა აგრესიით?! ეგ აზრი იმედია აზრად არ დარჩება და შესაბამისი უწყებები(მოდერატორები.) იზრუნებენ მაგის გარკვევას. მაგრამ ვინ გამოხტა?!
ja_ja
foxi
ციტატა(kakha @ 4th October 2010 - 10:40 PM) *
რაღაც ვერ მივაქციე ყურადღება,ვინ გამოხტა აგრესიით?!

არა კაცო სერიოზული არაფერი ერთმა უაზრო პოსტი დაწერა, მივწერე გაასწორე თორემ წავშლი მეთქი და სისულეები დაიწყო biggrin.gif ეგ არაფერი

თუ ძალიან გაინტერესებს აგერაა მაი პოსტი

მერე გაგრძელება აქ იყო, ნუ ეგ დიდი არაფერი, პროსტა იმდენად სტარნნი მოქცევა იყო რომ... დაჟე გაბრაზება ვერ მოვახერხე იმდენად უაზრო ღარაც იყო smile.gif იმდენად პატარა ბავშვურ პონტში იყო დაწერილი ყველაერი, რომ იქეთ ღიმილი მომაწვა, ვერანაირად სერიოზულად მისი საქციელი ვერ აღვიქვი. მაგრამ უსიამოვნოა რომ რაღაც დეტსკი სადის პონტია და უწმაწური სიტყვებით იქეთ აქეთ მიმართვაა...
foxi
ja_ja

სრულიად სამართლიანად გაგიპანღურებია. ბავშვი ჩანს, უზრდელი ბავშვი.იმედია უფრო მეტი სერიოზულობით მოეკიდები წმენდის
საკითხს. თორემ დაემგვანება სანაგვეს ეს ფორუმი.
bazuka
ისე არ შეიძლება, რომ რაღაც დონემდე მაგ. 100 პოსტი, ყოველი თემის გახსნის წინ ამოგისრიალდეს ფურცელი, "დაიცავი წესები, გააფორმე თემა?"-ს მსგავსი შეტყობინებით?
ja_ja
bazuka
ციტატა(bazuka @ 4th October 2010 - 11:45 PM) *
ისე არ შეიძლება, რომ რაღაც დონემდე მაგ. 100 პოსტი, ყოველი თემის გახსნის წინ ამოგისრიალდეს ფურცელი, "დაიცავი წესები, გააფორმე თემა?"-ს მსგავსი შეტყობინებით?

ნუ ეგ მომაბეზრებელიც არის და არსად ეგეთი პლაგინი არ მინახია, მაგრამ შეგვიძლია სხვა შეზღუდვა გავაძროთ გარკვეულ განყოფილებებში იყოს შეზღუდვა შესვლა სანამ რაღაც რაოდენობა პოსტებს არ ააგროვებ. სხვათაშორის ეგ აზრი Daviti-მ შემომთავაზა.. რგ მგოონი ფორიმის ძალებითაა გაკეთებადი თუ მისაღები იქნება.
bazuka
ja_ja
და თემის გახსნაზე რომ გავაკეთოთ შეზღუდვა??
პირველივე პოსტი ახალი ტემა რომ არისხოლმე.

დავითასიც კაი იდეაა. კაი კიარა მაგარი smile.gif
dawiti
აღარ იქნება მერე უაზრო პოსტები ყველა თემაში, გარკვეულ პოსტებს რომ მოაგროვებს შემდეგ ექნება სხვადასხვა თემებში შესვლის შესაძლებლობა.
ციტატა(bazuka @ 5th October 2010 - 01:02 AM) *
და თემის გახსნაზე რომ გავაკეთოთ შეზღუდვა??

თავიდან მხოლოდ ფლეიმში დაუტოვოთ თემის გახსნის შესაძლებლობა.
Der Rote Baron
ციტატა(daviti @ Oct 5 2010, 03:02 AM) *
თავიდან მხოლოდ ფლეიმში დაუტოვოთ თემის გახსნის შესაძლებლობა.

მერე გინდათ მე გამაგიჟოთ? biggrin.gif ისედაც ყველაფერს ფელიმში ხსნიან biggrin.gif

პ.ს გადავიკითხე ბიჭებო პოსტები და საერთოდ ცუდია ეგეთი რაღაცეები რომ ხდება ჩვენს ფორუმზე
თან ეს ამ ბოლო დროს თორე აქამდე არ მახსოვს მსგავსი შემთხვევა, მოკლეთ მივესალმები ყველანაირ სანქციას!
Power_VANO
Jah
ja_ja

ფორუმის მოდი, Auto Welcome Members აკეთებს მაგას ზუსტად, ანუ ახალდარეგისტრირებულ წევრს უგზავნის PM-ს.

ესეც მოდი: http://www.link.ge/file/337764/-M23--Auto-...v2-0-0.zip.html ინსტრუქციები მოყვება.

დაყენების შემდეგ PM-ის ტექსტი დგება ადმინკაში.
Jah
Power_VANO
ჯიგარი ხარ ვანიჯან, ახლავე დავაყენებ...

ja_ja
იქნებ ტექსტი მოიფიქრო... თი\ორე ჩემი ქართულით შორს ვერ წავალ biggrin.gif
Jah
ja_ja
მოკლედ სეთინგებში ჩაჯდა, სულ პირველია ეს აუტო ველქამი...
და დარჩა უბრალოდ ტექსტის შევსება.
nihontoman
ესეთი ტექსტი როგორია:

თუ ბევრს არ გაა**კებთ, პრობლემები არ შეგექმნებათ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ფორუმის წევრები პირადად იზრუნებენ იმაზე, რომ საერთოდ შეგაძულონ ინტერნეტ სივრცე.

მერე ორი კნოპკა "ვეთანხმები" ან "არ ვეთანხმები"

და თუ ეთანხმება რამე თბილი მისალმება.

ბოდიშით, თავი ვერ შევიკავე biggrin.gif
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 5th October 2010 - 01:26 PM) *
მოკლედ სეთინგებში ჩაჯდა, სულ პირველია ეს აუტო ველქამი...
და დარჩა უბრალოდ ტექსტის შევსება.


ოკ ტექსტს მოვიფიქრებ და აქ დავდებ, პორსტა ახლა გადარბენაზე ვარ და საღამოს შემოვალ და დავწერ ტექსტს.


Power_VANO
ციტატა(Power_VANO @ 5th October 2010 - 09:16 AM) *
ფორუმის მოდი, Auto Welcome Members აკეთებს მაგას ზუსტად, ანუ ახალდარეგისტრირებულ წევრს უგზავნის PM-ს.

მოზგი ხარ მოზგი smile.gif
ja_ja
მტააკ ესეიგი რაც ვნახე გვაქვს 3 ტარგეტი სადაც ხდება ამ პირველი ველცომ მესიჯის გაგზავნა.

1) Welcome PM
2) Welcome Email
3) Welcome Topic Forum


მაქვს კითხვა მესამე პუნქტთან ეგ როგორ გამოჩნდება? ვეჩნა თუ სანამ პირველ პოსტს დააგდებს?

ვაბშე Topic Settings სეტინგებში გავეჭედე....

ნუ ეს %board_name% და სხვა ცვლადები ნიხტ პრობლემ გასაგებია და გამოვიყენებ.

მოკლედ გამარკვიეთ ტოპიკში რას ვშვებით და დანარჩენი ნიხტ პრობლემო დავიწყე ტექსტზე ფიქრი და მომზადება.
ja_ja
მოკლედ აგერაა პირველი მონახაზი, აბა მითხარით კიდევ რა ჩავამატო, ან რა ამოვაკლო:


---------------------------------------------------------------------------------
გამარჯობა (ჩაიწერება მომხმარებლის სახელი),

დიდი მადლობა რომ შემიგვიერთდით Georgian Airgunners Portal-ზე. ახალი თემების და პოსტების დადებამდე, გთხოვთ კიდევ ერთხელ გაეცნოთ ჩვენი ფორუმის წესებს

ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:

თემის გახსნის წესი
1) თემის გახსნისას ამოარჩიეთ თქვენი თემის შესაბამისი განყოფილება;
2) თემის სათაური უნდა შეესაბამებოდეს იმ პოსტს რომელსაც თქვენ განათავსებთ;
3) ნუ გახსნით თემას რომლის ტექსტიც მხოლოდ სათაურში იქნება განთავსებული ხოლო თქვენს პოსტში იქნება მხოლოდ ერთი ბმული ან ერთი ორი სიტყვა;
4) თუ ხსნით პოსტს სადაც ფორუმელს სთხოვთ დახმარებას, ნუ დაიზარებთ და დეტალურად აღწერეთ რა დახმარება გჭირდებათ, გაითვალისწინეთ რომ სხვისგან გსურთ ამომწორავი პასუხი თქვენთვის საჭირო თემაზე, შესაბამისად პატივი ეცით ფორუმელებს და მაქსიმალრუად მიაწოდეთ საჭირო ინფორმაცია;
5) ნუ გახსნით თემებს სადაც იქნება მოწოდება ძალადობაზე, ცხოველების წვალება და ასე შედმეგ.

პოსტების დადების წესი
1) თქვენს მიერ დადებული პოსტი არ შეიძლება შეიცავდეს პიროვნების შეურაწმყოფელ ტექსტებს;
2) არ შეიძლება პოსტში ძალადობისა თუ სისხლისღვრისკენ მოწოდება, ასევე არ შეიძლება შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალის განთავსება;
3) ნუ გადაუხვევთ გახსნილი თემის ძირითადი მიმართულებიდან (Off Topick), ამის გამო შეიძება თქვენი პოსტი წაიშალოს.


ბოდიშს გიხდით რომ გახსენებთ წესებს და ძირითად პრინციპებს. ეს საჭიროა რომ შემდგომში გამორიცხული იყოს გაუგებრობა, გთხოვთ მისდიოთ აღნიშნულ წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში საიტის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს:

1) წაშალოს, ან ჩაასწოროს თქვენი პოსტები;
2) ჩაწაშლოს დახუროს ან გადაიტანოს თქვენი თემები;
3) მოგცეთ გაფრთხილება, შეგიზღუდოთ დაპოსტვის შესაძლებლობა გარკვეული დროით , ან გაგიუქმოთ ექაუნთი
Jah
ja_ja
ძალიან კარგია.

და ამ წერილში ხო არ ჩავსვათ ეს...?
თუ ეს დავამატოდ აქ და ამის ბმული ისედაც გაქვს უკვე ჩასმული...
რა ვიცი შენ რას ფიქრობ, მე შენი აზრი მაინტერესებს.
bazuka


Jah
პირველი ჯობია, უფრო ეფექტურია
Jah
ციტატა(bazuka @ 6th October 2010 - 11:50 PM) *
Jah
პირველი ჯობია, უფრო ეფექტურია

ანუ ჯაჯას დაწერილ წერილში ჩავსვათ კიდე ეს წესები?
bazuka
Jah


აი ბანი მაგრად თვალში გხვდება კაცს.
თუმცა ძაან გადატვირთვაც, უკუშედეგს მოგვცემს.

Quick
პატარა შესწორება
ციტატა
3) ნუ გადაუხვევთ გახსნილი თემის ძირითადი მიმართულებიდან (Off Topick), ამის გამო შეიძება თქვენი პოსტი წაიშალოს.

off topic
ციტატა
2) ჩაწაშლოს დახუროს ან გადაიტანოს თქვენი თემები;

o_O
ja_ja
Jah
ციტატა(Jah @ 6th October 2010 - 09:01 PM) *
და ამ წერილში ხო არ ჩავსვათ ეს...?

ეგ მიზის..

აი ის მეორე არ მქონდა ნანახი smile.gif

Quick
კორექტურა მერე იქნება, ეგ პრობლემაა არაა. მთავარია ძირითადი ტექსტი smile.gif
Quick
ja_ja
ოკ smile.gif ნუ ჩამითვლი პედანტობაში, მეც მომდის ხოლმე შეცდომები და სუპერგამართული ქართულით არ გამოვირჩევი. უბრალოდ ამ ტექსტის წაკითხვა ყველას მოუწევს და შეცდომა რო გაიპაროს არ იქნება ლამაზი, ადმინისტრაციაზე ეგრევე ცუდი შთაბეჭდილება შეექმნება მომხმარებელს smile.gif
ja_ja
Quick
ნუ ეგ იასნია, განსახილველად იმიტომ დევს, პროსტა ჯერ ტექსტი არის საბოლოო ჩამოსაყალიბებელი, მერე კორექტურა და.... smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.