tengo ციტატა(tengo @ 4th October 2010 - 10:22 AM)

ჯაჯა, ვნახე შენი ნახაზები და გაპრიალებული ლულა.ნამუშევარი მართლაც სუფთადა გაკეთებული, მაგრამ არის ეს საკმარისი იმისთვის,რომ იდეალურად იმუშაოს,მემგონი არა.
და რატომ? რატომ არ უნდა იყოს საკმარისი, დისკოს ეგეთი გაპრიალებული ლულა არც კი დასიზმრებია.
პროსტა შენ გინდა რომ არ იყოს საკმარისი?
ციტატა(tengo @ 4th October 2010 - 10:22 AM)

პირველ ნახაზზე სადაც წერია ,მეიდ ინ ტენგო ,სწორია და მე იმ ნაწილს არ შევხებივარ სადაც რეზინის რგოლი ჟდება,რადგანაც წინასწარ ვიცოდი თუ რა შედეგი მოყვებოდა ამას
მაიცა შენ რაზე საუბრობ? გადამშვებზე თუ ამბობ მანდ არც არაფერი მითქვია, ნახაზზეც ჩანს რომ არ არის კიბეები მაქამდე., მაგრამ შენ თუ გულისხმობ ლულაში რომ რეზინა ჩერდება იმას....
თენგო მგონი სხვადასხვა პლანეტაზე ვართ და სხვადასხვა რაღაცას ვსაუბრობთ. რას გულისხმობ ამ ლულაში რეზინის გაჩერებაზე? რაღაც ისეთს გულისხმობ, ან წარმოგიდგენია რაც არ არსებობს დისკოში.
აგერ ნახაზი თუ სად ჩერდება ლულაში რეზინა და როგორ კეტავს ჰაერს.

რომელ პუნქტს არ ეთანხმები?? რა აქვს ამ დისკოს ისეთი რაც არც ვიზუალურად ჩანს და არც მსოფლიოში სხვამ არავინ იცის? მწარმოებლის ჩათვლით.
ვერ ვხვდები რა პრობლემა გახდა ეს უბედურება, კონუსში ჩერდება რეზინა აბა სად? კონუსს სცდება და გადამშვებამდე ჩერდება? დარწმუნებული ხარ? არ არსებობს ეგეთი რამ, გაქვს ელექტრონული შტანგელი დაგაზომე რეზინის დიამეტრი, 4.5-ზე მეტია. ეგ რეზინა მანგ ადგილზე რომ შედი შემოდიოდეს, კაი 100-200 ჩაკეტვა გახსნაში რკინაზე ხახუნით დაიფლითებოდა ნაკუწებად (ჯანდავას 500-1000 ციკლი იყოს, ჩემს ძველ დისკოს უკვე 14-15 ათასზე აქვს გადაბიჯებული და ჯერ რეზინა არ შეუცვლია ახალ მფლობელს, შენ გჯერავს რომ ეგ რეზინა 15 000 ლულაში შეყოფა გამოყოფას გაუძლებს

). დააკვირდი დისკოს ლულას, სად აქვს გაპრიალებული ტყვიის მიმღები, სულ მიკრო ნაკაწრებია... ნუ არ ვიცი თუ ეგრე ხედავ რაც დავწერე ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
ციტატა(tengo @ 4th October 2010 - 10:22 AM)

მართალია ნამუშევარი იყო უხეში
ე ბიჯო ამაზეა აქ საუბარი სხვა არაფერზე. შენ მოაყოლე მერე ჩაკეტვა, რეზინა, მოფრცქვნა, ვერ ჩაკეტავ, გადამშვები, .... პროსტა ლულის მიმღები იყო უხეში, ნუ მიწყენ და საერთოდ მიუღებელი იყო, რადგან მაგ კიბეებზე სიარულისას ტყვიას თავის და კაბე ეკუჭება და დეფორმირდება, არაა გამორიცხული რომ ეკვნიტებოდა კიდევაც, რადგან ამ ლულას აშკარად მკვეთრად აქვს გამოყოფილი ხრახნები, გადამშვების მერე ტყვია ეგრევე ხრახნებზე ჯდება და ძალას უნდა ნაწილი რომ ტყვიის თავი ხრახნებზე დასვა. მაგ დროს რომ აწვები მაგ კიბეები წააცლის ტყვიას კაბას. რა თქმა უნდა ეს ვარაუდია, მაგრამ საკმაოდ რეალისტური.
ციტატა(tengo @ 4th October 2010 - 10:22 AM)

დარჩენილი იყო ბუგაროკის გასწორება და გაპრიალება ,რაც ჩემთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა,მითუმეტეს რომ მაგისთვის მქონდა სათანადო ხელსაწყოები.დაახლოებით იყო 40 წუთის საქმე.
თნგო თუ გქონდა ინსტრუმენტები, უნდა დაგემთავრებინა, ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ შაბათს, არ უნდა დაგეტოვებინა დაუმთავრებელი. მარტო დრელი და 2 სვერლო შეიძლება მეც მქონდეს სახლში, მაგრამ როდესაც დახმარებას გთხოვ და მეუბნები მოდიო, იმედი მაქვს რომ ბოლომდე გამოკეთებ საქმეს, რომც გავრბოდე არ უნდა გამომატანო.
აგერ CAT-ს გავუკეთე ახალი ჩახმახიც, ლულაც გავასწორე, მაგრამ რაღაც ხინჯივით ჩამრჩა გულში არ მომწონს ოდნავ ეს ჩახმახი, რადგანაც ლულაში ”პადგონკის” დროს, რეზინის ჩამსმელის ადგილი ცოტათი გავაფართოვე. აქაც დავწერე მეთქი კოტეჯან შემიძლია გაგატანო მუშაობს მეთქი, მაგრამ ერთი დღე თუ მაცდი მეთქი უკეთესია, დღეს დამირეკა იგივე უთხარი და კაცი ამბობ კი რაზეა ბაზარი 1 დღე არაფერს წყვიტავსო.
როგორ გგონია არ შემეძლო გამეტანებინა? რაც იყო იმასთან შედარებით 10 000 უჯეთეს დღეშია ეს თოფი, მაგრამ სადმე რაიმე ნიტოდ რომ არ ითქვას მირჩევნია დღეს საღამოს კიდევ ვიდგე სტანოკთან და ისე გავაკეთო როგორც მე მესიამოვნება, ვიდრე გავატანო კაცს და რაც იყო იამზე კაია და ახლა დანარჩენზე ნუ მედავებითქო.
რათ გვინდა ეს შემეძლო, მქონდა... საერთოდ არ შეიძლებოდა მანდ დრელით, სვერლოთი, ტისკებით და ხელით ჩასვლა. ვიცი შაბათს კამათისას მეუბნებოდი მოდი 500$-იანი ნიძლავი დავდოთ შემიძლია დრელით ცენტრი დავიჭიროო. მჯერავს თენგო, შეიძლება 100 მცდელობიდან 99 მართლა გააკეთო, ნუ არის ხალხი რომელით თვალის ზომით ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ეს კონკრეტული ლულა არის ის შობელძაღლი დარჩენილი 1%, პირველ გვერდზე არსებულ სურათებში დაფიქსირებული მაქვს ერთად ორივე მხარე და რა განსხვავებაა მარცხენა და მარჯვენა მხარეს. გწყინს და არ გინდა მიიღო, მაგრამ აცდენილია ცენტრი, და ეგ აცდენა მე ვეღარ გავასწორე, რადგან ნამეტანი ზედმეტი უნდა მოვაცილო ლულას ხორცის სახით.
ამით მე კი არ ვიწერ ქულებს არიქა სტანოკი მაქვს და მარტო მე მაქვს მაგის უფლება მეთქი, ნურას უკაცრავად. პირიქით არ მინდა სხვის ქონებას შევეხო, ნამეტანი დიდი პასუხისმგებლობაა. ის რასაც ნოლიდან ვაკეთებ ჩემით ეგ ჩემი საქმეა, არ გამოვა გადავაგდებ და მორჩა, სხვის ქონებას რომ ეხები თან ერთეულ ეგზემპლარად არსებულს....
შენ რომ შემომთავაზე შაბათს საერთო არღაცეების კეთება - უარი გითხარი, არ მინდა მეთქი, სწორედ მაგიტომ, მერე 2 კაცის მიმართ ხდები პასუხისმგებელი, შენს მიმართ და შენ ვისაც უკეთებ იმის მიმართ. არ მაქვს მე პირადად და ნუ მიწყენ, არც შენ, ის გამოცდილება რომ ეგრევე ვეცეთ ეგეთ საქმეებს. ორივე ამ საქმეში ღლაპი ვართ. კი ჩხირკედელაობა შეგიძლია, მეც რაღაცეებს ვცოდვილობ, მაგრამ ეს არ არის ჯერ ის გამოცდილება რომ ასეთ საქმეს შევეჭიდოთ რუსები რომ იტყვიან "ს ბუხტი - ბარახტი". უბრალოდ შეგეძლო შენს ნაცნობთან სტანოკზე გაგეკეთებინა ეგ საქმე. პროსტა ლულა, დრელი, ტისკები, ხელები და სვერლო... ნუ ერთნამეთის მტრები არიან, ჯანდაბას - ლულა, სვერლო და სტანოკი ყოფილიყო... ხელი და დრელი კოშმარია მაგ საქმეში.
კაი ახლა ისე გამომდის თითქოსდა ისეთ რამეს გიხსნიდე თითქოს და არ იცოდე, იცი, პროსტა არ გინდა აღიარება, ხვალ შეიძლება მეც ვეცე ჩემს ლულას, ან შენ ეცე შენს თოფს, მაგრამ ეგ შენია და ჩემია, შესაბამისად ლოკალური საქმეა ჩემ და შენი და არა სხვისი. ჩავატარეთ ექსპერიმენტი არ გამოვიდა, გადავაგდოთ მაგის დედაც... ჯანდაბას და ისეთი შტუკა მაინც იყოს რომელიც არის და ბაზარი არაა.... აიღებ ახალს მისცემ პატრონს ეტყვი ისე არ გამოდის როგორც საჭიროაო და იზვინითქო... მგონი ერთადერთია თბილისში ეს LW და ვიცით რომ ახალი მინიმუმ 3 თვე არ იქნება დაკვეთის შემთხვევაშიც კი.
ციტატა(tengo @ 4th October 2010 - 10:22 AM)

რაც შეეხება აერის ჩაბერვას ლულაში ,შენ ნასოსით ჩაუბერე და ნახავ უშვებს თუ არა ,შენსმიერ შექმნილი წნევა მაგის გასასინჯად არ არი საკმარისი.
რაც შეეხება აერის გადამშვებს მაგას პრობლემა არ ქონია და მაგის ხელის ხლებას არ გირჩევ, შეიძლება უბრალოდ არასწორად ზის.
დიდი მადლობა სავეტებისთვს, მაგრამ ეს არის უბრალო ჩემებური ტექსტი, შენ თუ გინდა ნასოსით ჩაატარე. რაც შეეხება გადამშვებს არავინ შეხების და არსაც დამიწერია უნდა გადავაკეთო მეთქი, რაც არის ეგ არის. პროსტა შენს მერე მფლობელს აშკარად ნესტიან ადგილზე აქვს დისკო დატოვებული და გარედანაც და შიგნიდანაც ჟანგი აქვს აკიდებული, დაჟე იმ პრიალა გადამშვების ირგვლის არის მოწითალო, მოყვითალო ნარჩენი, არა და ეგ პრიალა დეტალი უჟანგავი ფოლადი მეგონა, შეიძლება არის კიდევაც და ლულის ჟანგის კვალია დარჩენილი, ან რეზერვუარიდან გადმოსული კვალია.
მოკლედ ეგ გადამშვები საერთოდ დისკოს თავის ტკივილია, სანთებელას რეზინას ტყუილა არ ვიდებთ ხოლმე დისკოს გადამშვებს, სწორედ მაგიტომ რომ რაღაც დონეზე მაინც გააჩეროს ის მინი ჰაერის ნაკადი.
მე უბრალოდ გამოვთქვი მოსაზრება რომ კაი ქინებოდა მარადიორივით მაგ გადამშვებს ორივე მხარეს ჰქონდეს რეზინა მეთქი.
მოკლედ რა რაზე მალაპარაკებ იმაზე რაც ისედაც დავწერე, ნათლად ჩანს რომ უკუღმართლად არ მიწერია და ყტუილა მაცივდები??? რაში გჭირდება სხვა ტემაზე გადახტომა და სხვა კუთხით საკითხის ამოტრიალება?
ციტატა(tengo @ 4th October 2010 - 10:22 AM)

აერის გადამშვები ჩემს გიბრიდზე ,მე ტვითონ გვაკეთე, არავისთან არ მივსულვარ და იდეალურად მუშაობს. მაგის გამოცდილებაც მაქვს: თუ მაინცდა მაინც გადაქყვიტავ მარადას პრინციპით გადამშვების გაკეთებას, მაგისთვის ლულის ჭაჭრა არაა საჭირო .ყველაფერი მზადაა გარდა ერთისა , ხვრელის დიამეტრი იგივე დარჩება ,მხოლოდ გადამშვების დაჯდომის ადგილი იქნება გასადიდებელი ,დაახლოებით1-მმ-ის დიამეტრით.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის საჭირო, თუ რამე სხვა პრობლემამ არ გამოიჩინა თავი.
ავოიეეეეეეეეე... ნოუ კონეტ, არაფერ შუაშია ამ თემასთან, ხვალე დავწერ ახალი შნუროკები ვიყიდე ბოტასებისთვსი მეთქი და წავა მერე შნუროკების შეკვრა არ იციო... რა შუაშია ამ თემასთან?? ან შენს გიბრიდთან, რომელშიც მარადიორის ლულა ჩაარჭვე და ხელი არ გიხლია და დისკოს ლულისგან განსხვავებით მარადიორის ლულას გადამშვები თავიდან გათვლილია რეზინის დაგებაზე.
ახლა მეც უკუღმართად მოგიტრიალო ეს საკითხი და დავიწყო არ არსებულზე დაწერა:
- როგორ შენ გიბრიდში რეზინები გადამშვების მილს ზემოთ ქვემოთ არ დაუყოლე??? აუფ, არ იმუშავებს მაი..
და ასე შემდეგ... არა თენგო ეგ ჩემი საქმე და არ ვერევი. რისთვის ამახვილებ ამ გადამშვებზე ყურადღებას? დავწერე სადმე ხელი მოვკიდე და აღარ მუშაობს მეთქი? სად წაიკითხე? მომავალ LW-ს შეძენის მსურველებს გათვალისწინების ვარიანტში ვურჩიე ლულასთან ერთად მაგაზეც უნდა იფიქროთთქო.
ციტატა(tengo @ 4th October 2010 - 10:22 AM)

ბოლოს მინდა დავამატო თუ რატომ ვერ მივიყვანე საქმე ბოლომდე; აღნიშნული სამუშაოების ჩატარება ხდებოდა ტყეში და დარჩენილი სამუშAოსთვის სათანადო ხელსაწყო არ გვქონდა.
აუ კაი რა ეს პროსტა აღარ უნდა დაგეწერა. რას ქვია ტყეში, არ შეიძლებოდა ბოლო ბოლო გამორთმევა და სახლში გაკეთება? ხალხნო ლაგატკას აკეთებდით???
ციტატა(tengo @ 4th October 2010 - 10:22 AM)

რომ მცოდნოდა თავიდან ,რომ კოტეს ჯიპს 220 ვოლტი ქონდა მანქანაში ,დრემელსაც თან წავიღებდი ყოველი შემთხვევისთვის და არ იქნებოდა შემდეგი პრობლემები.
რას ამბობ თენგო რას??? მე აქამდე კიდევ მჯეროდა სახლში სტაციონარულად ტისკებში იყო მეთქი ლულა ჩაყოლებული და დრელით პროსტა ხელი აუცდათ მეთქი....
ციტატა(tengo @ 4th October 2010 - 10:22 AM)

როდესაც უკან ვბრუნდებოდით გასაგები იყო რა პრობლემის წინაშე ვიდექით და რა იყო გასაკეთებელი , და კოტეს შევეკითხე შეძლებდა თუ არა დარჩენილი სამუშაოს გაკეთებას, კოტემაც თქვა აწი მე შევძლებო ამის გაკეთებას ,მეც მომერიდა და ვერ უთხარი ,არა შენ ვერ შეძლებ და მე უნდა გავაკეთომეთქი
კაი თენგო რას ამბობ? რას ქვია მოგერიდა, გინდა არ გინდა შენი პასუხისმგებლობა არის უკვე მანდ, კოტე ამ შემთხვევაში კლიენტია და შეიძლება ვერ ხედავდეს მთელს პრობლემას, დაწერა ხომ ფორუმზე დამეხმარეთ ვინმემ თუ იცითო, შენ ხომ მიწერე - გამოდი მე მოგეხმარებიო, კაცი გამოტყდა მე ჩემი ძალებით ვერ ვაკეთებო ვინმემ მიშველეთო, არ შეიძლება მიტოვება ასეთ შემთხვევაში, ეგებ და კოტესაც გაუტყდა და მოეხათრა? საერთო ჯამში საქმე გაფუჭდა.
ციტატა(tengo @ 4th October 2010 - 10:22 AM)

როცა მანქანიდან ჩამოვედი,მაინც შევთავაზე,რომ თუ რამე პრობლემის წინაშე დადექი,ნუ მოგერიდება შემაწუხემეთქი. და ისიც დავამატე ბოლოს ,რომ არავითარ შეთხვევაში,ბუგაროკის დამუშავების დროს, შიგნით მეტი არ შეხვიდემეთქი.
ასეთ შემთხვევაში მემგონი ჯობდა ფორუმზე დაგედო ნახაზი, და ტექსტი მიგეწერა თუ რა შეეძლო გაეკეთებინა, შეგეთავაზებინა ასევე სვერლოების მიწოდებაც, საბოლოო ჯამში მაინც ეგ გამოგივიდათ უბრალოდ პირის პირ შეხვედრით. ტყეში, გზაზე, ხალხი ლულას ჩარხავთ... ნუ არ ვიცი რა კომენტარი უნდა დავწერო. სადმე ეგეთი რამე წაგიკითხიათ, ან ერთს ან მეორეს.... რომელიმე ფორუმზე აღწერილია ექსტრიმ პირობებში მაჩევი ლულის ფასკის გაკეთება დედა ბუნების წიაღში ლამის შიშველი ხელებით?
P.S. ესეიგი მოკლედ რაღაც დაწერე და იმდენი ქვეტექსტია ამ მოკლე პატარა 3 თუ 4 აბზაცში რომ ნებისმიერს თავზე თმა ყალყზე დაუდგება. იმაში დათანხმება რასაც ამდენი ხანი არ ეთანხმებოდი, სხვა თემაზე ყურადღების ტყუილა გადატანა, შოკის მომგვრელი აღსარება...
ნუ აღარ ვიცი რა ვთქვა, თენგო პირადად შენს მიმართ არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, მილიონჯერ მითქვია, ის რომ კარგ და გადასარევ რაღაცეებს ჩალიობ ყველამ ვიცით, არსებობს რამდენიმე არა ვირტუალური, არამედ რეალური ნივთი რომელიც ნოლიდან გაქვს შექმნელი და ამ ფორუმზე მოწონება აქვს, იგივე გიბრიდის, კოლოფი გავიხსენოთ, ხალხმა გააფრინა მაგის დანახვაზე და იქეთ გეხვერწებიან გამიკეთეო. პროსტა ერთი დაუდევრობა გააკეთე, ისის ობიექტური პირობების გამო მაგრამ სუფთა სუბიექტურად არ უნდა მიგეტოვებინა ეგ საქმე და ვსიო. რათ უნდა ამას ამდენი ჰაი-ჰუი.
შაბათს კი მისაყვედურე არ უნდა გაგეკეთებინა ეგრეო და შენ რომ რაიმე ცუდი გამოგივედეს რა გამოდის უნდა დავწეროთო, კი უნდა დაწეროთ და ეს თემა აშკარად უფრო აქტუალური ხდება იმის გამო რომ ყველამ უნდა აიკრას თვალებზე, ტყეში, და მდელოზე ქარხნის პირობებში გასაკეთებელი საქმე არ კეთდება. შეკაცო მშვილდ-ისარი მაინც გაგეკეთებინათ იმ ტყეში....
არ ვიცი არ ვიცი რა, მემგონი პოერმა დავწერე ამ პატარა პოსტის გამო