დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ოპტიკის ჩამოტანა ისევ შესაძლებელია?
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
Der Rote Baron
მახსოვს ადრე იყო საუბარი რომ ესე ადრე როგორც ჩამოქონდა მაგალითად ჯაჯას ოპტიკებს ვეღარ ჩამოვიტანთო
და ეხლა რა ხდება მაგ მხრივ?? ვფიქრობ ჩემი ოპტიკა ხომ არ გავყიდო მეთქი და მერე მაინტერესებს რამე რო იყოს
ჩამოვიტან?? პ.ს მიპასუხეთ და მერე წავშლი თემას
geojorjika
მგონი კი შოპზილას ჩამოაქვს თუ არ ვცდები smile.gif
Power_VANO
კი, შოპზილას ჩამოაქვს.
ja_ja
Der Rote Baron
ციტატა(George @ 28th September 2010 - 09:14 PM) *
მახსოვს ადრე იყო საუბარი რომ ესე ადრე როგორც ჩამოქონდა მაგალითად ჯაჯას ოპტიკებს ვეღარ ჩამოვიტანთო
და ეხლა რა ხდება მაგ მხრივ?? ვფიქრობ ჩემი ოპტიკა ხომ არ გავყიდო მეთქი და მერე მაინტერესებს რამე რო იყოს
ჩამოვიტან?? პ.ს მიპასუხეთ და მერე წავშლი თემას

ბიძია ბარონ გაიღვიძეთ????

რამდენმა კაცმა ჩამოიტანა იმის მერე ოპტიკა?? მე შენ გეკითხები - რატომ მოწყდი კოლექტივს?
kaka8079
მე პირადად ჩამომიტანაshopzilla-მ უპრობლემოდ 2 კვირაში.

Jah
მე არ ვიცი შოპზილა რა ხერხით უვლის გვერდს ჩვენს უაზრო რეალობას...
ალბათ ის ფაქტი რომ განბაჟებამდე არ მიდის საქმე უწყობს ხელს.
აბა ნორმალური ოპტიკა ჩამოიტანონ...

მაგალითად მე ახლო თუ არც თუ ისე ახლო მომავალშI ვაპირებ ერთ პატარა პრიცელჩიკის ჩამოტანას სადღაც 850-900$ ფარგლებში...
და უეჭველი განბაჯებამდე მივა საქმე, მაშინ შოპზილა მომცემს რამე გარანტიას?
geojorjika
ციტატა
მაშინ შოპზილა მომცემს რამე გარანტიას?

მაინც რა გარანტიას ითხოვ?
nihontoman
geojorjika

ალბათ იმისას რომ უაზროდ არ დააკავებენ და არ ეტყვიან ეს სენ ტერაქტის მოსაწყობად გინდა ბარეტზე დააყენოო....
Der Rote Baron
ციტატა(ja_ja @ Sep 28 2010, 10:52 PM) *
რამდენმა კაცმა ჩამოიტანა იმის მერე ოპტიკა?? მე შენ გეკითხები - რატომ მოწყდი კოლექტივს?

მომიტევეთ, მთლად მოწყვეტილი არ ვარ მაგრამ უკვე რაღაც რაღაც დეტალები მეპარება biggrin.gif
ავყვები ისევ ფორუსი გულსი ცემას smile.gif

პ.ს აქვე ერთი კითხვა ფასი რინგებიანად რამდენი დავადო რამე რო იყოს?? ისეთი ნორმალური ფასი მითხარით აბა
geojorjika
Der Rote Baron
ციტატა
პ.ს აქვე ერთი კითხვა ფასი რინგებიანად რამდენი დავადო რამე რო იყოს?? ისეთი ნორმალური ფასი მითხარით აბა

მაიმარკეტზე 150 ლარი

აქ 100 ლარი
Jah
ციტატა(giorgi @ 28th September 2010 - 09:20 PM) *
მაინც რა გარანტიას ითხოვ?

ნუ რავიცი, სხვა სატრანსპორტოები უარს ამბობენ ჩამოტანაზე, ესენი დიდგულზე არიან, ჩამოგვაქვსო.
ხო და საბაჟოზეც იქნებ მაგათ მიერ ჩამოტანილ ოპტიკას სხვანაირად ანბაჟებენ მე რავიცი biggrin.gif
ჩემი ნიკკო ჩამოვიდა ჩვეულებრივი ფოსტით, და ექსპერტი გამოუძახებიათ სამინისტროდან რომ დადგენილიყო სპორტულია თუ არა.
ეს რომ არ დადასტურებულიყო (მაინც როგორ დაადგინა არ ვიცი biggrin.gif ალბათ ინტერნეტში მოძებნა) ჩამომართმევდნენ ჩემს ნიკოს და ეგაა...
Power_VANO
Jah
საბაჟოზე ცოტა მაღალფასიან ოპტიკაზე რომ პანიკა აიწევა, ეგ ხომ იასნია smile.gif

თუ რამე სერიოზულის დაკვეთას აპირებ, წინასწარვე ესე 80% არის ალბათ შანსი, რომ ნიკოს სიტუაცია გამეორდეს smile.gif თUმცა, ძირითადში, ეგ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მებაჟესთან მოხვდება. თუ ასე თუ ისე, ესმის ეგეთი საკითხები, გადაამოწმებს უცბად, ნახავს რომ სპორტული ოპტიკაა, გამოუშვებს უპრობლემოდ. თუ აზრზე ვერ მოდის მებაჟე, გამოსავალი ექსპერტიზა აქვს smile.gif

+ შოპზილასაც დაელაპარაკე მაინც. ოპტიკა იმათ ტვირთთან ერთად ჩამოვა და რა თქმა უნდა, ეგ უფრო სტატუსს უწევს შენს ნივთს. შენს გარდა იმ ნივთის უკან ტრანსპორტიორი კომპანიაც დგას smile.gif
Der Rote Baron
ციტატა(geojorjika @ Sep 28 2010, 11:54 PM) *
Der Rote Baron

მაიმარკეტზე 150 ლარი

აქ 100 ლარი

მეც ეგრე ვფიქრობდი, მარა 100 ლარი ცოტაა, ჩამოტანა მაგაზე მეტი დაჯდა რინგებიანად biggrin.gif
Power_VANO
ციტატა(Der Rote Baron @ Sep 29 2010, 01:34 AM) *
მეც ეგრე ვფიქრობდი, მარა 100 ლარი ცოტაა, ჩამოტანა მაგაზე მეტი დაჯდა რინგებიანად biggrin.gif

დაადე შენ კაცო ფასი, მერე შეგევაჭრებიან და 100 ლარად წაიღებენ biggrin.gif girl_devil.gif biggrin.gif
Der Rote Baron
ციტატა(Power_VANO @ Sep 29 2010, 02:48 AM) *
დაადე შენ კაცო ფასი, მერე შეგევაჭრებიან და 100 ლარად წაიღებენ biggrin.gif girl_devil.gif biggrin.gif

არა ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, მაგრად მისწორებს ეს ოპტიკა სანადირო თვალსაზრისით
თუ რამეა მერე ცალკე გავხსნი თემას მარა ჯერ რისთვისაც მინდა ფული მგონი მოიცდის რა
Jah
ციტატა(Power_VANO @ 29th September 2010 - 01:26 AM) *
ნახავს რომ სპორტული ოპტიკაა, გამოუშვებს უპრობლემოდ. თუ აზრზე ვერ მოდის მებაჟე, გამოსავალი ექსპერტიზა აქვს

ხო და მაგაშია საქმე რომ ამჯერად ეს არ იქნება სპორტული ოპტიკა...
norica_dragon
ციტატა(Jah @ 28th September 2010 - 09:19 PM) *
მაგალითად მე ახლო თუ არც თუ ისე ახლო მომავალშI ვაპირებ ერთ პატარა პრიცელჩიკის ჩამოტანას სადღაც 850-900$ ფარგლებში...
და უეჭველი განბაჯებამდე მივა საქმე, მაშინ შოპზილა მომცემს რამე გარანტიას?

არის გზა XXXXXXXXX ეგეთ ოპტიკაზე wink.gif

ნორიკ, ეგეთ რამეებს ღიად ნუ დავწერთ რა
cz80
ციტატა(Avto @ 29th September 2010 - 09:39 AM) *
არის გზა XXXXXXXXXXXX ეგეთ ოპტიკაზე

ისა და..ეგეთი რაღაცეები პმ_ში ჯობია ვწეროთ wink.gif
Jah
ციტატა(Avto @ 29th September 2010 - 09:39 AM) *
არის გზა XXXXXXXXXXXXXXXXXX ეგეთ ოპტიკაზე

იქნებ მომწერო პმ-ში თუ რა გზაა...
bazuka
ხალხნო, ცოტა თავი შევიკავოთხოლმე რა, თორე ყველა გზა რომში წავა thank_you2.gif
Der Rote Baron
ციტატა(bazuka @ Sep 29 2010, 10:24 PM) *
ხალხნო, ცოტა თავი შევიკავოთხოლმე რა, თორე ყველა გზა რომში წავა thank_you2.gif

აი რა სიღრმე დევს ამ წინადადებაში ხომ იცით? biggrin.gif biggrin.gif
norica_dragon
ციტატა
ნორიკ, ეგეთ რამეებს ღიად ნუ დავწერთ რა

ok ok, smile.gif
giorgi-RW1k77X2
ხალხო, ამოვქექე ეს ძველი თემა...
თქვენი აზრი მაინტერესებს:

ამაზონზე რა ოპტიკებიც არის, 150 დოლარამდე ფასში, ალბათ ყველა ჩინურია...
ხო და რა მინდოდა მეთქვა, ამ ჩვენს გადამზიდავებს რომ გართულება აქვთ ჩამოტანაზე, არა მგონია რომ DHL, UPS, EMS -მა გააპრობლემოს.
საიტი რომ არის, aliexpress.com, მანდ არის უამრავი ოპტიკა, უფასო შიპინგითაც და თანაც საქართველომდე!
აი მაგალითად აქ

(ნუ, ჯერ მანდედან არ მიცდია არაფრის ყიდვა, დასატესტია)
ძირითადად უფასო შიფინგი აქვს EMS-ს...

აბა რას იტყვით, რა აზრის ხართ?
tengo
ციტატა(giorgi-RW1k77X2 @ Jan 15 2011, 07:02 PM) *
ხალხო, ამოვქექე ეს ძველი თემა...
თქვენი აზრი მაინტერესებს:

ამაზონზე რა ოპტიკებიც არის, 150 დოლარამდე ფასში, ალბათ ყველა ჩინურია...
ხო და რა მინდოდა მეთქვა, ამ ჩვენს გადამზიდავებს რომ გართულება აქვთ ჩამოტანაზე, არა მგონია რომ DHL, UPS, EMS -მა გააპრობლემოს.
საიტი რომ არის, aliexpress.com, მანდ არის უამრავი ოპტიკა, უფასო შიპინგითაც და თანაც საქართველომდე!
აი მაგალითად აქ

(ნუ, ჯერ მანდედან არ მიცდია არაფრის ყიდვა, დასატესტია)
ძირითადად უფასო შიფინგი აქვს EMS-ს...

აბა რას იტყვით, რა აზრის ხართ?

ამაზონთან შედარებით ფასებიც ნაკლებია. კაი საიტი გაგიჩითია, საინტერესოა ჩამოტანის ამბავი როგორაა.
ხომ არ აპირებ გამოწერას?
giorgi-RW1k77X2
ციტატა(tengo @ 15th January 2011 - 08:35 PM) *
ხომ არ აპირებ გამოწერას?

ახალი ოპტიკა ჯერ არ მჭირდება, სხვა საინტერესო რამე თუ ვნახე, ალბათ ვცდი გამოწერას.
ამ საიტზე რაც განსაკუთრებულად მომეწონა, არის ის, რომ შიფინგი არის საქართველომდე დაბევრ შემთხვევაში უფასო !!!! მაგარია smile.gif

ციტატა(giorgi-RW1k77X2 @ Jan 15 2011, 07:55 PM) *
ახალი ოპტიკა ჯერ არ მჭირდება, სხვა საინტერესო რამე თუ ვნახე, ალბათ ვცდი გამოწერას.
ამ საიტზე რაც განსაკუთრებულად მომეწონა, არის ის, რომ შიფინგი არის საქართველომდე დაბევრ შემთხვევაში უფასო !!!! მაგარია smile.gif

გამოდის რომ თვითონ ისინი აგზავნიან საქართველოში?
თუ რამეს გამოიწერ შედეგები აუცილებლად გვაცნობე, თუ რა და როგორ.
giorgi-RW1k77X2
ისინი აგზავნიან..

ციტატა(tengo @ 15th January 2011 - 10:59 PM) *
თუ რამეს გამოიწერ შედეგები აუცილებლად გვაცნობე, თუ რა და როგორ.

რა თქმა უნდა.
bazuka
http://www.aliexpress.com/product-fm/33751...holesalers.html

რაკაი რამეა, ვიყიდიდი სიამოვნებით
Davitus
giorgi-RW1k77X2

არასანდო საიტია ეგ, არ გირჩევ მანდ რამის ყიდვას
giorgi-RW1k77X2
Davitus

ვახ, ცუდია... რატომ არ არის სანდო???
Davitus
giorgi-RW1k77X2

ძალიან ბევრი უჩივის, ბევრი გადააგდეს, ნებისმიერი იაღლიშის შემტხვევაში ფულს არ აბრუნებენ და ა.შ. დაგუგლეთ და ნახავთ, ნებისმიერ ეგეთ საიტზე სანამ შეკვეთას გააკეთებთ კარგად გადაამოწმეთ ხოლმე
giorgi-RW1k77X2
მდააა... გასათვალისწინებელიაააა

Davitus
რჩევა-გაფრთხილებისათვის დიდი მადლობა smile.gif
giga_st
ვახ გიას ველოდები თუ არადა უნდა შემოვიტანო რამე ცეცხლისთვის.
ShalvaQ
მოგესალმებით ყველას, ვინმეს შეგიძლიათ დამეხმაროთ ოპტიკის ჩამოტანაში?
VTEC
ციტატა(Davitus @ 15th January 2011 - 11:19 PM) *
არასანდო საიტია ეგ, არ გირჩევ მანდ რამის ყიდვას

იაფი და მრავალფეროვანი aliexpress.com

პოპულარული Alibaba.com -ის ბრენდი, საცალო ვაჭრობისთვის.

შემდეგი ონლაინ მაღაზია, რომელსაც გაგაცნობთ, არის http://www.aliexpress.com
ეს მაღაზია ნამდვილად ვერ დაიკვეხნის ორიგინალი ბრენდების სიმრავლით, თუმცა ფასებიც შესაბამისია და არაორიგინალ პროდუქტში არც ისე ძვირს ითხოვენ. საიტი მოხმარების მხრივ ძალიან ადვილია იმიტომ, რომ მაქსიმალურად გაადვილებულია ძებნის ფუნქცია. მაგალითად, თუ თქვენ ეძებთ მობილურ ტელეფონს, შეგიძლიათ მიუთითოთ ყველანაირი ტექნიკური შესაძლებლობის პარამეტრი და ისიც კი, რა ფასების ფარგლებში გაინტერესებთ.
აქ წარმოდგენილი პროდუქტების ჩამონათვალი:

* მობილური ტელეფონები

მობილური ტელეფონები შეგიძლიათ აარჩიოთ ფერის, ფუნქციების, სიმძლავრის, ორიგინალობის მიხედვით. რომელი ტელეფონიც ნამდვილად ბრენდს ეკუთვნის, აუცილებლად აწერია- original. აქ მრავლად არის ორ სიმ ბარათიანი, wi-fi, ტელევიზიიანი მობილურები. შიდა კატეგორიებში სხვადასხვა წვრილმანი აქსესუარებია- მოდელების მიხედვით ტელეფონების დამტენები მაგალითად. ერთ-ერთი ყველაზე იაფი კი მაინც მობილურების სხვადასხვანაირი ფერის და დიზაინის ხუფებია.

* კომპიუტერები

კომპიუტერების სექცია საკმაოდ დიდია- ლეპტოპები, დესკტოპები, პერსონალური კომპიუტერები. აღსანიშნავია, რომ ლეპტოპისთვის ცალკეული ნაწილების შეძენაცაა შესაძლებელი, მაგალითად ელემენტის, ქულერის და სხვა მსგავსი აქსესუარების.
ფლეშ დრაივერების, კლავიატურების, მაუსების და სხვა წვრილმანი დეტალების მრავალფეროვანი არჩევანია.

* ელექტრო პროდუქტი

ელექტრო პროდუქტის განყოფილებაში ყურსასმენები, ფოტო და ვიდეო კამერები, მპ4 პლეიერებისა და მეხსიერების ჩიპების შეძენა შეგიძლიათ. ფასები საკმაოდ მისაღებია, პროდუქტი - საინტერესო.

* ტანსაცმელი და აქსესუარები

ტანსაცმელების კატეგორიაში ამჟამად აქცენტი მაინც ზამთრის ტანსაცმელზე აქვთ. არის ფეხსაცმლის განყოფილებაც, სადაც თანამედროვე დიზაინის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ფეხსაცმელებია. ფასები დაახლოებით 15-20 დოლარიდან იწყება და ბრენდისა და ხარისხის შესაბამისად იზრდება. ბავშვის ფეხსაცმლის ყიდვა 2-5$-დანაც კი არის შესაძლებელი.

* ავტომანქანის ნაწილები

ავტომანქანის სხვადასხვა ზომის, ფორმისა და დანიშნულების ხელსაწყოებს ნახავთ. GPS, მანქანის ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, სხვადასხვა მოვლის საშუალებები - სარეცხი ხელსაწყოები თუ ნაფხაჭნების მოსაშორებელი კალმები. აქ ცალკე არის მოტოციკლების განყოფილება, სადაც სათამაშოდან დაწყებული ნამდვილით დამთავრებული, ყველანაირი მოტოციკლია (2000$-დან). არის სპეციალური აქსესუარები და ტანსაცმელიც კი.

* ჩანთები

ჩანთების განყოფილებაში დიზაინების, დანიშნულების დიდი არჩევანია. აქ არის როგორც სპორტული, ისე კლასიკური ჩანთები ქალისთვის, მამაკაცისთვის. არის განსაკუთრებული სექციაც, სადაც კოსმეტიკის, შოპინგების და სხვა მსგავსი დანიშნულებისთვის გამოსაყენებელი ჩანთებია. ლეპტოპების და საქმიანი შეხვედრებისთვის განკუთვნილი კატეგორიაც, რა თქმა უნდა, აქვთ.

გარდა ამისა ამ საიტზე იპოვით სახლისთვის და ეზოსთვის განკუთვნილი ნივთებს, სპორტისთვის და გართობისთვის საჭირო საშუალებებს, საბავშვო სათამაშოებს და ა.შ
სამკაულის კატეგორიაში ძვირფასი მეტალის გარდა, ბევრნაირი ჩვეულებრივი მასალისგან დამზადებული ნივთებიც არის- საყურეები, ბეჭდები, სამაჯურები და ა.შ. საათების არჩევანიც დიდია.

ყველაზე განსაკუთრებული ამ ონლაინ მაღაზიაში მაინც საქორწინო და პრომო პროდუქტის დასამზადებელი არხებია.

საქორწინო განყოფილებაში ქორწილისთვის საჭირო ყველა საჭირო აქსესუარს ნახავთ- ხელსახოცების დასაბმელიდან დაწყებული, შარვალ-კოსტუმით დამთავრებული.

პრომო მიზნისთვის დამზადებული აქსესუარების განყოფილება ემსახურება ნებისმიერს, ვისაც პრომო ან თუნდაც კომერციული მიზნისთვის უნდა საკუთარი ლოგოს (ან სახელის, ან ნებისმიერი რამის) განთავსება რაიმე საგანზე. აქსესუარების არჩევანი მართლაც დიდია-
ქოლგა, კეპი, მაისური, ჭიქა, კალამი, ბრელოკი, სამაჯური, ტანსაცმელი და ა.შ.

ესეც ლინქი
http://shop.usa2georgia.com/2010/12/aliexpresscom.html
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.