Jah ციტატა(Jah @ 24th September 2010 - 05:23 PM)

თუ სხვა რამე წყალქვეშა ქვებია მანდ?
ა ხრენ ივო ზნაიტ

ციტატა(Jah @ 24th September 2010 - 05:23 PM)

თუ დამიბლოკეს აკაუნტი რა პრობლემაა ახალს გავხსნი?
ეგ ყველაზე პატარა პრობლემაა, მთავარია თანხა არ დაიკარგოს.
ციტატა(Jah @ 24th September 2010 - 05:23 PM)

გიო რომ ვცადო ჩემი კარტით გადახდა, და თუ არ გამოვიდა, მაშIნ გამოვიტან ფულს და ხვალ მოგაწვდი რომ შენს ბარათზე შევიტანოთ, და ეგაა...?
ნიხტ პრობლემო.
მაშინ წავიდა
ნაბიჯი მეხუთეახლა ზემოთ მარჯვენა კუთხეში არსებულ კალათის ღილაკს დააჭირე ხელი, ანუ რომ აწერია Cart, გადახვალ შენს კალათაში სადაც ჩამოთვლილი იქნება შენს მიერ ამორჩეული საქონელი.
დავუკვეთოთ ჯერ ტელეფონი, შესაბამისად სხვა ნივტები ჯერ არ გვჭIრდება, დომფხალი რომ არ მოხდეს, დააკვირდი მარცხენა მხარეს ყველა ნივთს აქვს 2 ღილაკი:
1) Save for Later
2) Delete
ნუ წაშლა არ გვინდა, მაგრამ მოგვიანებით შეძენისთვის გადადება კაი აზრია, ამიტოამცა ჩამოუარე დანარჩენ სამ ნივთს და სათითაოდ დააჭირე Save for Later, განახლდება გვერდი დააჭირე მეორეს გასწვრიდვ და ბოლოს მესამეს აგსწვრივ.
ძირს შეიქმნება ახალი ქვეგანყოფილება Saved Items--To Buy Later, სადაც ჩაიყდება შენი გადადებული ნივთები. ტელეფონის დაკვეთის მერე დააჭირე Move to cart და დაბრუნდებიან ისევ შესაძენად კალათაში. მაგრამ ჯერ მოდი ტელეფონის შეძენაზე ვიჩალიჩოთ.
მოკლედ კალათა მზადაა დატოვებული გავქვს მხოლდო ტელეფონი და გადავდივართ შემდეგ ნაბიჯზე.
ნაბიჯი მეექვსეახლა რომელიმე გადამზიდავის საიტზე გადაცუნცულდი shopzila.ge, ან usa2georgia.com გაიარე მაგათთან რეგისტარცია და შედი შენს ექაუნთშI შედეგად გაგეჩითება შენი ოთახის უნიკალური ნომერი რომელიც დაგვჭირდება შემდეგ საფეხურებზე. შეგიძლია ამოაკოპირო ან ცალკე ფანჯარაში გქონდეს გახსნილი და გადმოაკოპირებ ინფოს
ნაბიჯი მეშვიდემარჯვენა მხარეს არის ყვითელი ღილაკი რომელსაც აწერია Proceed to checkout დააჭირე მაგას. ამით დაიწყება დაკვეთის რამდენიმე საფეხურიანი საქმე.
100%-ით დარწმუნებული ვარ მოგთხოვს აპროლის შეყვანას, ანუ გადაამოწმებს მართლა შენ ხარ თუ სხვა დაჯდა იმავე კომთან და უბრალოდ დამახსოვრებული სესიის ხარჯზე აპირებ მუშაობას.
შეიყვანე პაროლი და დააჭiრე ღილაკა Enter.
ნაბიჯი მერვეაქ უკვე ვიწყებთ ინფორმაციის შეყვანას, ვის უგზავნი და რა მისამართზე.
Full Name: - სახელი გვარი
Address Line1: - საცხოვრებელი მისამართი
Address Line2: - წესით იმისთვისაა თუ პირველ ხაზში ვერ ჩაეტია, ჩვენი გადამზიდავები როგორც წესი შენი ოთახის ნომერს მიგათითებინებებნ ამ ხაზში (ანუ გადამზიდავს ინსტრუქციაშI უწერია Address Line 2-ში ჩაწერეთ Suite xxx, ან Box xxx.
City: - ქალაქი. აიღე გადამზიდავის საიტიდან
State/Province/Region: - შტატი, მაგალიტად IL, ან NY ნუ მოკლედ რაც იქნება
ZIP: - ზიპ კოდი, ისევ გადამზიდავის საიტიდან აიღე
Country: - ნუ აქ ისედაც იქნება შტატები მითიტებული
Phone Number: - ტელ ნომერი ისევ გადამზიდავიდან აიღე
ამ ველების მერე გვაქვს გადამრთველი მენიუ
Is this address also your billing address (the address that appears on your credit card or bank statement)?
მოკლედ არის შიპინგ მისამართი, ანუ სად გინდა მივიდეს ნივთი, და არის ბილინგ მისამართი, ანუ სად ხარ ჩაწერილი, ნუ ეს ბილინგი ასევე ასოცირდება ბარათი სადაა გაწერილი. საქ ბანკის ბარათების გამოყენებისას მე ვტოვებ ამორჩეულს პუნქტს Yes, ანუ ეს არის ჩემი საცხოვრებელი და გასაგზავნი მისამართიც, მაგრამ TBC-ს შემთხვევაში შეიძლება რაღაც ნიტო ბარათის გამო მიდის დამატებითი გადამოწმება და ამიტომაც მემგონი სასურველი ბილინგ მისამართი ცალკე აქაური მიუთითო.
ამიტომაც მოდი ამოვირჩიოთ No (If not, we'll ask you for it in a moment.) და დააჭირე ყვითელ ღილაკს Continue.