ზ.დ.პ.-დან კარგად სროლისათვის საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა. უნდა აითვისო გამშვებთან მოპყრობის წესები და პლიუს ამას თოფის სწორად დაჭერა უნდა ისწავლო. აუცილებელია, რომ თოფი გასროლიდან გასროლამდე ერთგვაროვნად გეჭიროს - ამ უკანასკნელის გაკეთება ყველაზე ძნელია.
მე ჩემს ნაცად ტექნიკას გეტყვი. აქეთ-იქით და ზემოთ-ქვემოთ ვიბრაცია შესამჩნევად იკლებს, თითქმის სრულიად ნეიტრალდება და რჩება მხოლოდ წინ და უკან უკუცემა. ამას იმიტომ ვამბობ ასე დარწმუნებული, რომ ოპტიკაში ყველანაირი ყანყალის გარეშე ჩანს ტყვიის ტრაექტორია. ტრაექტორიის დანახვა კი სწორედ ვერტიკალური და ჰორიზონტალური ვიბრაციების შემცირების შედეგია. შედეგად სროლა გამომდის ზუსტი და გაზომილ 50 მეტრზე ვარტყავ თხელ გამხმარ ნაძვის ტოტს - იქნება ალბათ 2-3 სმ სისქის. ცნობისათვის, ვარტყავ ვერტიკალურად აღმართულ და ჰორიზონტალურად "გაწოლილ" ტოტებსაც, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ტექნიკის ეფექტურობაზე. ეს ყველაფერი ხელიდან, ყოველგვარი საყრდენის გარეშე... სამწუხაროდ ქაღალდზე სროლის საშუალება არ მაქვს, ამიტომ ჯგუფებს ვერ ვაკეთებ

რაც თვითონ ტექნიკას შეეხება - თოფი მიჭირავს შემდეგნაირად:
მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებელ თითებს შორის არსებულ ადგილს ვიყენებ ორკაპასავით, რაზედაც ვაყრდნობ იმ ადგილს, სადაც თოფის სიმძიმის ცენტრია - ანუ მარჯვენა ხელი რომ არ შევაშველო, თოფმა ბალანსირება უნდა დაიწყოს (ნუ, ეგრევე არ უნდა ჩამოვარდეს

). ეს "ორკაპა" უნდა იყოს გაშილი, თუმცა არ უნდა დაჭიმო.
ისევე როგორც მარცხენა ხელის ხმარებისას, მარჯვენა ხელის მხოლოდ ორ თითს - ცერას და საჩვენებელს ვიყენებ. ეს საჩვენებელი აწვება გამშვები მექანიზმის ენას და ცერა მხოლოდ და მხოლოდ იმდენ ძალას ატანს საწინააღმდეგო მიმართულებით, რომ საჩვენებელი თითის მიერ წარმოქმნილი ზეწოლა გაანეიტრალოს ( ცერა ამას აკეთებს "ჩერეზ" pistol grip-დან). სხვა თითები უბრალოდ გაშლილია და არ ეხება კონდახს. აქაც, აუცილებელია თითები გაშლილი, მაგრამ მოდუნებული იყოს. დაძაბულობა არ ვარგა არანაირად.
სწორად ამ ასპექტში ახურებს ფანტომის გამშვები მექანიზმი - საკმაოდ დიდი ძალა სჭირდება გამოსაკრავად, ამიტომ ცერა თითსაც დიდი ძალდატანება უწევს, რათა ეს ძალა "გაანეიტრალოს" ამ შემთხვევაში (ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაშიც

) მსუბუქი და ადვილად პროგნოზირებადი გამშვები მექანიზმი გაცილებით აადვილებს საქმეს...
მხარზე კონდახს თითქმის არ ვიბჯენ, საკმარისია ოდნავ შეხება. ამ ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია, რათა თოფს შეეძლოს გასროლისას წინ და უკან თავისუფლად მოძრაობა.
ლოყა სალოყეზე ოდნავ მიდებული გქონდეს, მეტი კონტაქტი არაა საჭირო.
- ესაა ჩემი კონკრეტული მეთოდი. იგივეა რაც არტილერიული ტექნიკა, რომელიც ტომ გეილორდმა გამოიგონა, უბრალოდ ეს მე ჩემს თავზე და ჩემს თოფზე მოვარგე (თუნდაც მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითის ხმარება საყრდენად). ფანტომზე მუშაობს გადასარევად. ბეღურებს და სხვა წვრილფეხობას შანსი საგრძნობლად კლებულობს შედარებით შორ დისტანციებზე (ასე 40-50 მეტრამდე...), ხოლო დიდი ფრინველების შემთხვევაში, დისტანცია იზრდება (ჩემი მაქსიმუმი 70 მეტრია, თუმცა შეიზლება კიდევ 10 მეტრის მიმატება, უბრალოდ არ, მქონია საშუალება მაგ დისტანციაზე სროლისა..)
აი ეს ვიდეო არის ტომ გეილორდის, სადაც ყველაფერს მშვენივრად ხსნის:
კიდევ ერთი ვიდეო:
და კიდევ ერთი:
სამივე ვიდეო საინტერესო და კარგი საყურებელია. უყურე არ ინანებ

კიდევ ერთი რამეა გასათვალისწინებელი - უნდა ისროლო ბევრი. ამ ზაფხულის რამდენიმე დღე ისე გავატარე, რომ საათობით ვისროდი და "ტექნიკას" ვხვეწავდი, ვცდილობდი გამშვები მექანიზმის კაპრიზები რამენაირად გამეგო და ა.შ. მოკლედ შრომა უნდა თუ გინდა შედეგს მიაღწიო