დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მე-3 იპბ-ზე გადასვლასთან დაკავშირებით
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფორუმის შესახებ...
Jah
ამ სფეროს გურუსთან მაქვს კითხვა.
ვანო, რას მეტყვი, არის უკვე ნორმალური?
Power_VANO
Jah
არა გია, ტყუილად უნდა იწვალო რა. ამ მე-3 ვერსიაში უფრო "ფინტიკრუშკებზეა" აქცენტი გადატანილი. 100-ჯერ მირჩევნია მე-2-ს სადა, ლამაზი და "წყნარი" დიზაინი და სტრუქტურა smile.gif

ის ჩაშენებული SEO-ც რეალურად ბევრს არაფერს აკეთებს, იმიტომ რომ გუგლის ბოტი მუდმივად ფორუმზე გდია, მაგას და IPB-ს ძმაკაცობა აქვთ biggrin.gif რასაც ვწერთ, მეორე დღეს უკვე ქეშირებული აქვს ხოლმე გუგლს.

+ მე-3 ვერსიისთვის დღესდღეობით გაქართულების მხრივ სერიოზული ასე ვთქვათ შემაფერხებელი ფაქტორებია:

1) ქართული კლავის სკრიპტი გაუმართავად მუშაობს რამდენიმე პოპულარულ ბროუზერში. რეალურად სრულყოფილად არცერთ ბროუზერში არ მუსაობს, ზოგან კოპირების პრობლემაა, ზოგან საერთოდ არ წერს ქართულად.
2) მასიურად გავრცელებული ქართული ენის პაკეტი, რომელიც ხარისხიანად იქნება ნათარგმნი, არ არსებობს. როკოს აქვს Teen.ge-სთვის ნათარგმნი, მაგრამ კარგა ხანია ეგ არაფერს აღარ ავრცელებს. მე კი ხელი არ მომიკიდია მე-3 ვერსიის თარგმნისთვის.
3) რთულია წვრილ-წვრილი დეტალების ბოლომდე სწორად რეალიზება (ნიკის ჩასმა, ციტატის მოდი).

და + ამჯერად ჯერ კიდევ მიდის მუშაობა მე-3 ვერსიაზე. დღესდღეობით ბოლო ვერსიაა 3.1.2. მალე კიდევ ახალი გამოვა.
Jah
გასაგებია, მადლობა.
ჯერ ვრჩებით ამაზე მოკლედ smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.