დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: DIANA RWS Model 52 Side Cocking Magnum
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
bazuka
დიდიხანია მინდა ამ თოფის მცირე მიმოხილვა დამედო, მარა ვერადა ვერ ვახერხებდი. როგორც იქნა გამოვნახე ამის დრო


Diana RWS 52

ყველას მოგეხსენებათ შაშხანა არის ბერკეტ-დამტენიანი (ანუ ლულის გადატეხვით არ დება მისი დატენვა)
ქარხნული მონაცემები
სიგრძე 1100მმ
წონა 4კგ
კალიბრი 4.5მმ
სიმძლავრე 26ჯოული
ტყვიის სიჩქარე 350მ/მ (აი ამ სიჩქარეს რა ტყვიებით იღებენ თავად არ იციან)
სასხლეტი 2 საფეხურიანი (პლასმასი)





თავად შაშხანა გაკეთებული არის უმაღლესი ხარისხის ნედლეულით
გამოყენებულია
კონდახი კაკლის ხე
მუშა მასალები- რკინა
სასხლეტი და დამცველი პლასმასისაა, ასევე ლულაზე არსებული თავიც
გადატენვის დროს აქვს დამცველი, რათა გადატენვის დროს არ მოხდეს გადამტენი ბერკეტის საწყის პოზიციაში დაბრუნება

ასევე ეს დამცველი გაკეთებულია იმისათვის, რომ ტყვიის დატენვის დროს არ მოხდეს უბედური შემთხვევა და თითები არ ჩაატონს პატრონს

ბერკეტის უკან დაბრუნების დროს კი, უნდა დააწვეთ სახელურს, რათა დამცველმა დაიწიოს ქვემოთ (სურათზე ეს სახელური წითელი ისრით არის აღნიშნული)


ახლა მოვხსნათ კონდახი
ამისათვის მხოლოდ 3 ჭანჭიკია მოსახსნელი


კონდახი არის ძალიან ლამაზი და ამავდროულად მსუბუქი





ლულის წინა ნაწილში მოთავსებული სამიზნე მთლიანად არის პლასმასის, და ის 2 ცალი ექვსკუთხა ჭანჭიკითაა დამაგრებული ლულაზე




ლულა მოთავსებულია პლასმასის მილში, რათა უფრო მასიური შესახედაობა ჰქონდეს და თანაც მსუბუქი იყოს



ლულის სისქე არის 15მმ





აი კიდევ შიშველი შაშხანის რამოდენიმე სურათი








ეს კიდე ჩემსმიერ ქრონში ნასროლი 10 ტყვია
nihontoman
კარგია, მადლობა.

სასხლეტი როგორი აქვს სხვა თოფებთან შედარებით? ყველაზე ახლოს რასთან დგას?

მართლა, ჯგუფები გააკეთე ქარალდზე ?


OFF:

უი, რა გამახსენდა ეხლა ხანს biggrin.gif ვიღაცა ამბობდა, ზ.დ.პ.-სკენ აღარ გავიხედებიო, ამაში ჩემმა გამომ დამარწმუნაო და რაღაც ასეთები biggrin.gif
geojorjika
დიდი მადლობა ,საინტერესოა,მეც ვისროლე ეგ შაშხანა და ცოტა მძიმეა და ძედმეტად ძრიერი მომეჩვენა ჩემთვის, ან უბრალოდ იმიტომ რომ ზდპ-ს გადავეჩვიე , ისე ჯგუფურობაზეც რომ დადე ცოტა ინფო კარგი იქნება . მოკლედ კიდევ ერთხელ მადლობა და კიდევ ერთხელ გილოცავ შენაძენს smile.gif
bazuka
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 12th September 2010 - 01:19 AM) *
უი, რა გამახსენდა ეხლა ხანს ვიღაცა ამბობდა, ზ.დ.პ.-სკენ აღარ გავიხედებიო, ამაში ჩემმა გამომ დამარწმუნაო და რაღაც ასეთები

კოლექციისთვის ერთი ზდპ აუცილებელია, ვნახოთ როგორ წავა საქმე და შესაძლოა ერთ HW ზდპ-ც მივამატო კოლექციას. მოკლედ ვნახოთ
სასხლეტს რაც შეეხება ძალიან გემრიელი სასხლეტია, რბილი და ინფორმირებული, დისკოსთან სედარება უხერხულია.

geojorjika
ციტატა(giorgi @ 12th September 2010 - 01:20 AM) *
ისე ჯგუფურობაზეც რომ დადე ცოტა ინფო კარგი იქნება


ადრე დავდე აქ სადღაც, მარა მოკლე მანძილში იყო ნასროლი და თან რბილ ბუმბულის ბალიშზე მედო თოფი და კარგად ვისროდი, აი ხელიდან კი ვერ დავუმუღამე
PCP-ს შემდეგ ძნელი სასროლია,
bazuka
ციტატა
ამერიკული 1250 CP




ბიმენ კოდიაკ მაჩი






და ჯეგენდარული ჯიესბი JSB


ამ ბოლო სურათზე ერთ ერთი ჩემი ბრალია, ბუმბულიან ბალიშზე მედო თოფი და რაღაც უცნაურად წაიბორძიკა.

ყველა ტყვია არის 10+ გრაინიანი


სროლის მანძილი გადავზომე და 12 მეტრია. მე პირადად თვალებს არ დავუჯერე


ეს იყო პირველი სროლები, ანუ ახალი ზამბარა/ახალი მანჟეტი.
როგორც წერენ, 500 გასროლის შემდეგ ხდება ეს შაშხანა ძალიან სტაბილური
რავიაბა
cz80
მშვენიერია wink.gif

გილოცავ კიდევ ერთხელ wink.gif
foxi
ეგ თოფი საუკეთესოთა შორის ერთ-ერთია. გილოცავ. მშვენიერი მინი რეპორტია.
ReMiNgToN
ბაზუკა
რა დაჯდა ეს სიამოვნება? კარგი თოფია.გილოცავ
soxa
ერთი კითხვა მაქ დიანაზე, f რომ აწერია რას ნიშნავს, შეზღუდული ენერგიის მაჩვენებელია? მგონი გაქრონვაც მომიწევს
bazuka
soxa
ციტატა(lasha_74 @ 3rd December 2010 - 12:49 AM) *
f რომ აწერია რას ნიშნავს

ნაღდათ არ მახსოვს

ციტატა(lasha_74 @ 3rd December 2010 - 12:49 AM) *
მგონი გაქრონვაც მომიწევს

რამეს გვიმალავ ??? sad.gif
soxa
დავითრიე, ცოტა ხელი აქვს შესავლები, დავშალე, გავწმინდე, დავზეთე და თითქოს ცოტა ჭკუაზე მოვიყვანე, თავისივე 4-32-ზე ოპტიკა მოყვა. დგუში და ზამბარა მინდოდა მეყიდა, მაგრამ ამ ეტაპზე ნამეტანი მეძვირა. მაგარი ნახმარია, თან ბავშვების, მაგრამ გერმანული ხარისხი მაინც სხვა არის
giga_st
ვაა გილოცავ ლაშა smile.gif !!
soxa
giga_st
გაიხარე, მადლობა
bazuka
soxa
მომილოცავს !

მანჟეტი, ზამბარა, ლულა როგორ მდგომარეობაშია??
cz80
soxa
გილოცავ ლაშა,შენ აღარ ხუმრობ აი wink.gif
soxa
მანჟეტს არა უშავს, ზამბარა 1 წელი დატენილ მდგომარეობაში იყო დატოვებული, მაგრამ ახალიც ქონდათ და შევუცვალე და ლულა კარგი აქვს, კარგი თოფია, ოპტიკის კრონშტეინის დასამაგრებელი ვინტები იყო ჩაწყვეტილი და ღია სამიზნე აქვს დაკარგული

cz80
გაიხარე ბესარიონ, რაძა დროს ხუმრობაა ამ სიბერეში biggrin.gif
iorama
სეხნი,როდემდე უნდა გაგრძელდეს შენი სურპრიზები? wink.gif

გილოცავ გილოცავ
giorgi-RW1k77X2
გილოცავ!

მშვიდობაში !

მალე მოგეყვანოს ჭკუაზე
soxa
iorama
გაიხარე სეხნი, დიდი ხანი ვეჩალიჩე
iorama
ციტატა(soxa @ Dec 3 2010, 01:18 AM) *
, დიდი ხანი ვეჩალიჩე



არ თქვა ეხლა ქუთაისში რო ქონდათ ისააო
cz80
ციტატა(lasha_74 @ 3rd December 2010 - 01:12 AM) *
რაძა დროს ხუმრობაა ამ სიბერეში

ხოდა თუ ეგრეა , "იმ" ადგილას 70 ფრთა იხვი უნახიათ დღეს..
გელოდებიან biggrin.gif


ეს კი აშკარა ოფი ვხიე..იზვინიაიუს blush.gif
bazuka
iorama
იმის პატრონს მე ველაპარაკე ადრე ტელეფონით და 1000 ლარს ფეხი არ მოუცვალა.
geojorjika
ვაახ, გილოცავ , 52-ია? სურათები ვ სტუძიუ biggrin.gif
nihontoman
გილოცავ, გილოცავ....

iorama
აუ ისე ერთი წელი ზამბარა გადატენილ მდგომაერობაში იგებს? და პახოდუ მაგრად იჩალიჩე რო გაეყიდატ არა? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(bazuka @ Dec 3 2010, 01:22 AM) *
iorama
იმის პატრონს მე ველაპარაკე ადრე ტელეფონით და 1000 ლარს ფეხი არ მოუცვალა.



ნეტა ის ფეხი მანახა როგორ აქვს? biggrin.gif ან თვითონ იყო გაგებაში დიანა რო ქონდა?
bazuka
iorama
ციტატა(iorama @ 3rd December 2010 - 01:35 AM) *
ან თვითონ იყო გაგებაში დიანა რო ქონდა?

კი იყო
მოსკოვში ვიყიდე სუსტი ვერსია იყო თავიდანო და შემდეგ გავაძკიერეო თუ რაღაც, არც მახსოვს ზუსტად რეები მელაპარაკა, მარა რა ჰქონდა ნაღდათ აზრზე იყო.
soxa
არ მიყიდია, განუსაზღვრელი ვადით მათხოვეს, რაჭაში ქონდათ და არ ან ვერ ხმარობდნენ, ისეთ დღეში იყო რომ გერმანელებს რომ ენახათ მესამე მსოფლიო არ აგვცდებოდა, ეგრე იჟ-38-საც კი არ ეპყრობიან biggrin.gif

სურათებსაც დავდებ ხვალ თუ ადრე მივედი სახლში
ja_ja
soxa
ციტატა(lasha_74 @ 3rd December 2010 - 12:49 AM) *
ერთი კითხვა მაქ დიანაზე, f რომ აწერია რას ნიშნავს

ნუ გილოცავ და ინფოსთვის F თუ ადევს ეგ ნიშნავს რომ 7 ჯოულიანი ვერსიაა, რომელიც ევროპულ ქვეყნებში და რუსეთში ლიცენზირებას არ საჭიროებს
soxa
ja_ja
მეც ეგრე ვიფიქრე და ხომ არ იცით რა ვუშველო რომ ჩვენთვის სასურველი სიმძლავრე მივიღო?
nihontoman
soxa


არ ვიცი მარა სამი ვარიანტია მად:

დაბალი სიმძლავრის (მოკლე სვლით) დგუში უყენია - რომლის გამოცვლაც მოგიწევს.
შესაძლოა პრუჟინაა სუსტი - მაგისი გამოცვლა მოგიწევს
დაშესაძლოა გადამშვებში რამე შაიბა ედოს - შაიბის ამოღება მოგიწევს


კიდევ ცილინდრს ხვრიტავენ ხოლმე, მარა როგორც ვიცი დიანა მაგეთ სირობას არ აკეთებს....


ja_ja
soxa
ციტატა(lasha_74 @ 3rd December 2010 - 02:55 PM) *
და ხომ არ იცით რა ვუშველო რომ ჩვენთვის სასურველი სიმძლავრე მივიღო?

აი ეგ არ ვიცი.... ჩვენთან ეგ გამოცდილება არავის აქვს, აი ნიხო რეებსაც წერს ეგენია სანახავი, პლიუს ინტერშია დასაძებნი ვინმეს რაიმე თუ აქვს გარჩეული.
soxa
პირველ რიგში უნდა გამაქრონინოთ, რაღაც მძლავრად მეჩვენება 7 ჯოულზე მეტი უნდა იყოს მგონი
ja_ja
ისე აგერ ვნახე ამაზონზე მაგის ზამბარა. დესკრიპშენში უწერია საინტერესო რამ:

Pro-Guide Spring Retainer Fits RWS Diana 34, 36, 38, 48, 52 & 54 models with T01 or T05 trigger Dampens spring vibration & twang Less vibration = greater accuracy! Significantly improves the rifle's shooting characteristics! May increase velocity! Superior to heavy lubes & custom tunes Includes a mainspring with retainers for both ends of the spring You will need a mainspring compressor to remove your gun's mainspring & to install the Pro-Guide Spring Retainer!

მემგონი ზამბარით იქნება შემცირებული ძალა, ნუ ამ ნაჩქარებ ეტაპზე ჯერ მაგას ვფიქრობ, თუმცა ინფოა ჯერ დასაძებნი და....

nihontoman
ja_ja
დიანებს სამნაირი ზამბარა აქვს:

სუსტი, სტანდარტი და მაგნუმი. მაგნუმი უნდა იყიდო, სწორედ ეგ პრუჟინა იძლევა იმ 25 თU 26 ჯოულს...

მარა სრულიად შესაძლებელია მოკლესვლიანი დგუში იდგას შიგნით.... რა ს გაიგებ...

ჯერ უნდა გაქრონო მოკლედ და მერე დაშალო....
bazuka
ja_ja
მე არ მგონია, გერმანელები კანონის დაცვას ძალიან მკაცრად უდგებიან. უბრალოდ ზამბარა შეცვალო და ჰაიდააა ეგრე არ მგონია.
nihontoman
bazuka
ხო მარა სისულელეებსაც არ აკეთებენ გერმანელები (ნუ იმას ვგულისხმობ, ცილინდრის გახვრეტა ან რამე....)
foxi
soxa

იესთი ოხერა ხარ მაგ თოფს დაიტოვებ. ისე გავიგე HW-100-ი იყიდაო, რომელი მოგილოცო ბოლო ბოლო?
მაღარიჩი მაინც არ აგცდება. პატარძალი რა შუაშია. 11.gif friends.gif
soxa
foxi
ნეტა HW-100 მეყიდა და როგორ დავმალავდი, მაგრამ ვუმიზნებ, დიანა კი დატოვებულია, პატარძალი კი ან ზემოთ და ან ქვემოთ biggrin.gif
bazuka
მოკლედ ეხლა გავაკეთე 3 გასროლა და სამივეზე 259 აჩვენა სიჩქარე, 10.2 გრაინიანი ჯსბ-თი
ამ თოფს ვიბრაცია არ ქონდეს და განახებდით მე თქვენ ჯგუფებს 50 მეტრზე biggrin.gif
norica_dragon
ციტატა(bazuka @ 18th December 2010 - 11:27 AM) *
მოკლედ ეხლა გავაკეთე 3 გასროლა და სამივეზე 259 აჩვენა სიჩქარე, 10.2 გრაინიანი ჯსბ-თი
ამ თოფს ვიბრაცია არ ქონდეს და განახებდით მე თქვენ ჯგუფებს 50 მეტრზე

ეგ არის 245-250 CP თი smile.gif
nihontoman
bazuka

აუფ, მომინდომა აქ ახლა ზ.დ.პ. ვიბრაციის გარეშე. biggrin.gif

მარა რავი, სიმძლავრე ცოტაა მგონი. ძლიერი ზამბარა ჩაუდგი biggrin.gif
bazuka
nihontoman
არაფერი ცოტაც არაა, უმაგრესზე უმაგრესია, ვიბრაცია/სიჩქარე ეს საუკეთესო შეფარდებაა.
nihontoman
bazuka


ვიცი კაცო, ვკაიფობ biggrin.gif

ისე, განმეორებადობა როგორი აქვს ამ ჯსბ-თი? ცოტა მეტი რო გაისროლო, ასე 20 ცალი biggrin.gif
bazuka
მოკლედ სახში მოვიძიე მსუბუქი cp-ები, და ვისროლე დიანათი, 295-ით ისროლა
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.