tsumbusha
Sep 10 2010, 11:07 AM
ესეიგი რა ხდება, როგორც ხედავთ ისევ ვაპირებ ვიყიდო თოფი, ორი ვარიანტი მაქვს ბაზუკას მეგობარი რო ყიდის დისკოს ეგ ავიღო თუ ჰაცან 44 ის თოფი ხის კონდახიტ და პლიუს საილესერი ანუ ხმის მაყუჩიც მომდის, პლიუს ამას ათ ტყვიიანია, მოკლედ არ ვიცი რომელი მირჩევნია. თქვენ რას მირჩევთ ?
norica_dragon
Sep 10 2010, 11:13 AM
არავინ აქ ქზრზე არ არის ეგ ჰათსანი როგრ ისვრის მზიანში, რომ ვიცოდეთ რომ კარგი ჯგუფები გამოდის....
ერთადერთი ის ვიცი რომ სასწაული განსხვავება აქვს ტყვიის ტყვიის სიჩქარეებს შორის, მაგაში დისკო ჯაბნის ძაან
tsumbusha
Sep 10 2010, 11:17 AM
ვერ დაგეთანხმები იმიტომ როჰაცანი მქონდა და ვიცი რო დისკოს ტყვიის სიჩქარეზე ბევრად ძლიერი ჰაცანს ეს ბევრჯერაა არა ჩემს მიერ არამედ სხვა გამოცდილი ხალხის მიერ შემოწმებული. ჰაცანს ბევრად ძლიერი გასროლა აქვს ვიდრე დისკოს
Jah
Sep 10 2010, 11:21 AM
შენს ადგილას ცოტას დავამატებდი და მარადიორს ვიყიდდი.
იმიტომ რომ ადრე თუ გვიან მაინც მოგინდება გადასვლა მაგაზე

მერე ისევ ჩალიჩი გაყიდე შეაგროვე.
norica_dragon
Sep 10 2010, 11:22 AM
მთლად კარგად ვერ გავიგე რა დაწერე მარა, შე კაი ადამიანო, გქონდა ეგ იარაღი ერთი პატარა რევიუსავით გაგეკეთებინა...

ტყვიას კი ძალიან მაღალი სიღქარით ისვრის მარა, აი ამდენად ზუსდა ეგ გეცოდინება შენ

ეგაა მთავარი...
dawiti
Sep 10 2010, 11:32 AM
tsumbusha ჰაცანის პლიუსები და მინუსები შენ უკეთესად იცი გასვლა რომ იქნება წამოდი გასინჯე მარადაც და დისკოც და უკეთესად გადაწყვიტავ
tengo
Sep 10 2010, 11:38 AM
tsumbusha
შენი ბიუჯეტის გადასაწყვეტია,ამათ ორივეს მარადა ჯობია,მე გირჩევ.
tsumbusha
Sep 10 2010, 12:15 PM
ხო ჰაცანის უკმაყოფილო არ ვყოფილვარ და სანადიროდ შესანისნავი თოფია, აი დისკო არ მქონია და არც კი მჭერია,ტუმცა ყველა აქებს და მაგიტომ ვიკითხე რომელი ვიყიდო. მარადა კაია უბრალოდ ამჯერად მეტი არ მაქვს და ლოდინითაც ვერ ვითმენ მალე მინდა თოფი

მადლობა რჩევისთვის
norica_dragon
Sep 10 2010, 12:17 PM
საიტერესო ის არის რო, მე რო ლულას ველოდები ეხლა ეგ თუ წავა ჰათსანზე, თუ კი მაშინ შეიძლება მე ვიყიდო ჰაჩიკა, თუმცა სასხლეტი არ ვიცი როგორი აქვს...
კაროჩე ამ იარაღზე არაფერი არ ვიცით რა...
Jah
Sep 10 2010, 12:26 PM
ციტატა(Avto @ 10th September 2010 - 12:17 PM)

მე რო ლულას ველოდები ეხლა ეგ თუ წავა ჰათსანზე
სახარატო სამუშაოს გარეშე, ვერა.
ციტატა(Avto @ 10th September 2010 - 12:17 PM)

სასხლეტი არ ვიცი როგორი აქვს...
ისხლიტავს ხოშIანად, მაგას სხვა რა ევალება... უნდა აისხლიტოს აბა რა, მერე ნაპერწკალი და ე... დამბაჩა მზადაა
Pate
Sep 10 2010, 12:43 PM
თურქული იარაღი ყიდვას აზრი არა აქვს. იაფი კი ჯდება , მაგრამ უხარისხოა. ამაზე ლაპარაკიც არ ღირს, სად ეხლა ბენჟამინი და სად ჰაცანი...
bazuka
Sep 10 2010, 01:22 PM
tsumbusha
ჩემი აზრით, დისკოს მთავარი პლუსი არის ნაკლები ბუქნი ნასოსზე, ძალიან მსუბუქი და სათრევად მოხერხებული.
ja_ja
Sep 10 2010, 01:31 PM
tsumbusha ჯერესერთი ჰაჩიკა გქონდა და ღუ იგივეს აპირებ, მაშინ ისმის კითხვა რაღას გაყიდე??
მეორე ჰაჩიკა მძიმეა, მარადიორიც მძიმეა, თუ ალაგ ალაგ ბოდიალს და ნადირობას აპირებ, 10 და 40 ტყვიანი ბარაბანი ნაკლებად აქტუალურია, კი საჭიროა მაგრამ წონა უფრო აუცილებელი ფაქროტია, ეგ კი დისკოს აქვს დიდ პლიუსად. რაც შეეხება დიდ სიჩქარეს... იქეთ გისვავ კითხვას და რისთვის გინდა 320 მ/წ ??? რით არ გაკმაყოფილებს 260-270 მ/წ? 100 მეტრამდე გაძლებს დამიზნება სროლის შესაძლებლობას, და მაგის იქეთ იგივე ჩქარი ჰაჩიკაც ვერ მიატანს.
ისე აქამდე დაკარგვას ერთ გასვლაზე მაინც წამოსულიყავი და შეგეთამაშებინა ხელში დისკოც და მარადიორიც.
norica_dragon ციტატა(Avto @ 10th September 2010 - 01:17 PM)

საიტერესო ის არის რო, მე რო ლულას ველოდები ეხლა ეგ თუ წავა ჰათსანზე, თუ კი მაშინ შეიძლება მე ვიყიდო ჰაჩიკა, თუმცა სასხლეტი არ ვიცი როგორი აქვს...
არც იოცნებო, ჰაჩიკას ლულის გარე დიამეტრი არის 15 თუ 16 მილიმეტრი, ჩელენჯერის ლულა კი 11 მილიმეტრი... უკაცრავად და სკოჩი უნდა დაახვიო ლულას რომ ჩაატიო ჰაჩიკას კოლოფში???
nihontoman
Sep 10 2010, 01:32 PM
Pate
რა ვიცი რა ვიცი.... მე ატ-44-ის სასხლეტი ზალიან მომეწონა, მსუბუქი იყო, ორსაფეხურიანი და ძალიან კარგი Feedback ქონდა....
tsumbusha
Sep 10 2010, 01:51 PM
ja_ja ხო ვფიქრობ დისკო ვიყიდო 60 პროცენტი მაინც დისკოსკენ ვიხრები. თან ბაზუკას ვარიანტი კაია მთლიანი კომპლექტია. ხო მაგასი მართალი ხარ გასვლაზე რო წამოვსულიკავი ვნახავდი მეთვითონ როგორია, მარა არც ეხლაა გვიანი იქნებ საბათ ან კვირას გახვიდეთ მეც მოვალ და ვნახავ რა ჩემი თვალით როგორია დისკო
Allstar
Sep 10 2010, 02:24 PM
არა მე დისკოს სასხლეტი არ მომეწონა მარტო დანარჩენი მგონი კარგი ვეშია

ჰატსანი უფრო იაფი გირს და თან ბევრი რამე შეგიძლია უყიდო და პირდაპირ მიუმაგრო , როგორც ასეთი დამატებითი მჭიდი + მოდერატორი და რეზერვუარი დამატებითი (ჯაჯა არ დამიწყო ეხლა მოდერატორს დისკოსაც დაუმაგრებო და ჩემ სიმაღლე კი გამოდის ეგ დისკო

)
რავი მე 50 -50 -ზე ბაზუკას ვარიანტიც მომწონს და რავი რომლისკენაც მიგიწევს გული ის იყიდე.
norica_dragon
Sep 10 2010, 03:36 PM
დისკო რათქმა უნდა კარგია, ძალიან კარგი, ეხლა შევიარე მაგნუმში და ხის კონდახიანი 44 ძალიან მომეწონა, ისე ძალიან რო რავი მომინდა ძაან

ერთადერთი ის რომ ვიცოდე რო ნორმალურად ისვრის მიზანში დაუფიქრებლად გავყიდდი ჩემს დისკოს და ეგრევე ვიყიდდი

აი მიზნის პრობლემა რო ქონდეს გე ველაზე კოშმარული შედეგი იქნებოდა
tsumbusha
Sep 10 2010, 03:51 PM
მე რო მქონდა ჰაცანი არანაირი პრობლემა მიზანთან არ ქონია, პირიქით ძაან კარგად მიჰქონდა მიზანში 70 მეტრზეც კი, აგერ ვიდეოა პირამიდის და უყურე მიზანში ზუსტად ესე ისვროდა, არც მეტი არც ნაკლები მართლა კარგადმიაქვს მიზანში.
http://www.youtube.com/watch?v=PlWpFhy9Xfg...feature=related
ja_ja
Sep 10 2010, 05:36 PM
Allstar ციტატა(Allstar @ 10th September 2010 - 03:24 PM)

არა მე დისკოს სასხლეტი არ მომეწონა მარტო დანარჩენი მგონი კარგი ვეშია ჰატსანი უფრო იაფი გირს და თან ბევრი რამე შეგიძლია უყიდო და პირდაპირ მიუმაგრო , როგორც ასეთი დამატებითი მჭიდი + მოდერატორი და რეზერვუარი დამატებითი (ჯაჯა არ დამიწყო ეხლა მოდერატორს დისკოსაც დაუმაგრებო და ჩემ სიმაღლე კი გამოდის ეგ დისკო
არა არა ფერს არ ვამბობ, სასხლეტი მართლა მძიმე აქვს დისკოს. რა თქმა უნდა შეიძლება მოდერის დაყენება ორივეზე, მაგრამ მოდერი ორივეს ერთნაირად აგრძელებს

პროსტა ჰაჩიკა შეხვედრაზეა, წინა რამდენადაც ვიცი კაი ჰქონდა თუმბუშას, აი მეორე რამდენად შეხვდება იგივე ეგ უკვე 50/50-ზეა. დისკოს მძიმე სასხლეტი აქვს, მაგრამ აიღე და ისროლე პრონციპი აქვს.
norica_dragon
Sep 10 2010, 06:47 PM
კაროჩე ხის კონდახიან ჰაჩIკაში გავცვლი ჩემს დიკოს!!! ბიპოდსაც მოვაყოლებ
nihontoman
Sep 10 2010, 07:00 PM
norica_dragon კაი, ვის აქვს ახლა ამ ფორუმზე ხის კონდახიანი ატ-44? მგონი არავის. ეგ მარნუმში უთხარი გაგიცვლიტთქო, შეიძლება გაგიცვალონ კიდეც
davitius1
Sep 10 2010, 07:03 PM
ჰაცან 125 გააქვთ ვინმეს? თქვენი აზრი მაინტერესებს ამ თოფის შესახებ!
Jah
Sep 10 2010, 07:13 PM
davitius1
ცალკე თემა გახსენი და იქ დასვი კითხვა.
norica_dragon
Sep 10 2010, 07:15 PM
ციტატა(nihontoman @ 10th September 2010 - 07:00 PM)

კაი, ვის აქვს ახლა ამ ფორუმზე ხის კონდახიანი ატ-44? მგონი არავის. ეგ მარნუმში უთხარი გაგიცვლიტთქო, შეიძლება გაგიცვალონ კიდეც
მერე მიყიდონ და ამას მივცემ
gregory
Sep 10 2010, 09:41 PM
norica_dragon მაგიდ და სკამიც მოაყოლე ოღონდ
ja_ja
Sep 10 2010, 09:49 PM
nihontoman ციტატა(nihontoman @ 10th September 2010 - 08:00 PM)

კაი, ვის აქვს ახლა ამ ფორუმზე ხის კონდახიანი ატ-44? მგონი არავის.
ოხ მოკლედ ისევ ვითომ და ჭკვიანი აზრები, საქმეშI ჩახედული კაცი....
კაცოუ, Ochopintre-ს აქვს Hatsan AT44-10კაკრაზ ხის კონდახით. ოდნავ მაინც აყოლებ თვალყურს ფორუმს? ვის რა შეიარაღება აქვს ვინ რას ისვრის, ვინ რას აკეთებს????
სავსემ კოსმოსში ხარ!!!!
ვსიო ეს ბოლო გაფრთხილება იყო, ამის შემდეგ დაიწყება ინკვიზიცია

ტარკვიმადას პირადად ვიცნობ
Davitus
Sep 10 2010, 09:53 PM
ნორიკ, და ეგ ჰატსანი რა ღირს? უოპტიკოდ ცვლი?
Power_VANO
Sep 10 2010, 10:01 PM
ეეხ, სავსემ ვერ გავიგე თქვენი რა
ვერც თემის ავტორის, ვერც ავთოსი
norica_dragon
Sep 11 2010, 10:23 AM
ციტატა(Davitus @ 10th September 2010 - 10:53 PM)

ნორიკ, და ეგ ჰატსანი რა ღირს? უოპტიკოდ ცვლი?
ჩესნი გაცვლა იქნებოდა უოპტიკოდ არა??

ოპტიკით უკვე ტეხავს, ძაან წაგებაში გამოვდივარ, 960 ლარი უნდა ნასოსით ჰაჩიკას, მე ძაან მომეწონა, ისე ძაან რო რავი მინდა გაცვლა თუ მსრუველი იქნება
Allstar
Sep 11 2010, 10:41 AM
norica_dragon ის ახალია სამაგიეროდ ძმა
ochopintre
Sep 11 2010, 08:18 PM
ხვალ, ტირში გასვლის შემდეგ გავიგებთ რომელი ჯობია და ღირს თუ არა გაცვლა ჰატსანში.
2 თვეზე მეტია ვიყიდე მაგრამ სიმართლე რო ვთქვა წესივრად არც მისვრია მიზანში, მეც ძალიან მაინტერესებს რანაირ ჯგუფებს გააკეთებს. მხოლოდ ერთხელ ვისროლე ,დაჩაზე, ქაღალდზე დაახლოებით 50-60 მეტრზე და მაშინ უკმაყოფილო ნამდვილად არ ვიყავი , 3 დღის ნაყიდი მქონდა და შეჩვეული არ ვიყავი არც თოფს და არც სასხლეტს
tengo
Sep 11 2010, 08:25 PM
ციტატა(ochopintre @ Sep 11 2010, 09:18 PM)

ხვალ, ტირში გასვლის შემდეგ გავიგებთ რომელი ჯობია და ღირს თუ არა გაცვლა ჰატსანში.
2 თვეზე მეტია ვიყიდე მაგრამ სიმართლე რო ვთქვა წესივრად არც მისვრია მიზანში, მეც ძალიან მაინტერესებს რანაირ ჯგუფებს გააკეთებს. მხოლოდ ერთხელ ვისროლე ,დაჩაზე, ქაღალდზე დაახლოებით 50-60 მეტრზე და მაშინ უკმაყოფილო ნამდვილად არ ვიყავი , 3 დღის ნაყიდი მქონდა და შეჩვეული არ ვიყავი არც თოფს და არც სასხლეტს
ხასანი -44 გქონია ,საინტერესოა და ჩემსგარდა ბევრს აინტერესებს მისი შესაძლებლობები. ასე რომ ხვალ გავეცნობით.
ja_ja
Sep 11 2010, 08:35 PM
ახლა მაქვს სახლში
ochopintre-ეს ჰაჩიკა, ვატრიალებ ხელში და.....
მემგონი დისკოს უჯოკრავს, რა ტქმა უნდა ზომა ნაკლები არ აქვს, წონაც ვაი... სასხლეტი....ნუუუ, არ არის, დისკოსავით, მაგრამ მარადიორის ან სხვა სპორტული სასხლეტისკენ კიდევ ბევრი აქვს სასიარულო. იდეაში დისკოს რომ ის საზიზღარი ზამბარა შეუცვალო უკვე ჰაჩიკას ექვივალენტ სასხლეტს იღებ, პირველი საფეხური ჰაჩიკას კარგი აქვს, მაგრამ მეორე საფეხური საკმაო ძალს მოითხოვს (სუბიექტურად 1 კილომდე იქნება ალბათ), და მეორე საფეხურს გარკვეული სვლაც აქვს, ანუ კონკრეტულად გასროლის მომენტს ვერ ხვდები, მეორე საფეხურს მიადექი და კიდევ ამოძრავებ...
კაროჩე ხვალ ყველა ნახავთ ვინც ტირშI იქნებით, მეც მანამდე ჩავაკარტოშკებ ყველაფერს და რაც არ ღირსებია ამ ფორუმს ერთ მიმოხილვას ამ იარაღზე დავდებ (ინ მაი სტაილ

)
ochopintre
Sep 11 2010, 09:13 PM
ციტატა(ja_ja @ 11th September 2010 - 09:35 PM)

კაროჩე ხვალ ყველა ნახავთ ვინც ტირშI იქნებით, მეც მანამდე ჩავაკარტოშკებ ყველაფერს და რაც არ ღირსებია ამ ფორუმს ერთ მიმოხილვას ამ იარაღზე დავდებ (ინ მაი სტაილ )
ზუსტად მაგიტომ დაგიტოვე გუშინ თოფი, იმედი მქონდა შენ მაინც მოაბავდი თავს მაგ საქმეს
foxi
Sep 12 2010, 11:22 AM
მერე სად არის დაპირებული რეპორთები?! თუ ჰაჩიკამ ჩაისვარა?
cat
Sep 12 2010, 03:06 PM
ჰაჩიკამ ყველა გააკვირვა და სერიოზულად დააფიქრა... უფრო დაწვრილებით სხვები დაწერენ...
Jah
Sep 12 2010, 05:40 PM
ციტატა(cat @ 12th September 2010 - 04:06 PM)

ჰაჩიკამ ყველა გააკვირვა და სერიოზულად დააფიქრა... უფრო დაწვრილებით სხვები დაწერენ...
ციტატა(kakha @ 12th September 2010 - 12:22 PM)

მერე სად არის დაპირებული რეპორთები?! თუ ჰაჩიკამ ჩაისვარა?
ხოოო... აი აქ უკვე კითხვა უნდა შეიცვალოს...
ხატსანი თუ დისკო კი არა, არამედ ხატსანი თუ მარადიორი...
bazuka
Sep 12 2010, 05:45 PM
Jah ციტატა(Jah @ 12th September 2010 - 06:40 PM)

ხოოო... აი აქ უკვე კითხვა უნდა შეიცვალოს...
ხატსანი თუ დისკო კი არა, არამედ ხატსანი თუ მარადიორი...
თუმცა აქ ისმის კიდევ ერთი კითხვა, ყველა ჰაცანი ეგრე ისვრის???
ReMiNgToN
Sep 12 2010, 05:56 PM
კარგით რა ჰაცანი რით ჯობია დისკოს? :|:| დისქო აშკარად ჯობია , მარადიორზე ხო ლაპარაკი არაა
giga_st
Sep 12 2010, 06:01 PM
ReMiNgToN
რამე პრაქტიკული გამოცდილებით ამბობ მაგას თუ ისე სტანდარტული თუქრული ნაგავიას მოსაზრებით? დაიდება ალბათ რეპორტი და თავად ნახავ შედეგს. თუმცა საკითხავი მართლა ეგ არის ყველა ასეა? თუ ამ ერთის და ჯაჯას სინთეზმა მოგვცა ეგ შედეგი?
nihontoman
Sep 12 2010, 06:03 PM
ციტატა
თუმცა აქ ისმის კიდევ ერთი კითხვა, ყველა ჰაცანი ეგრე ისვრის???
კი, მაგრა,მ ყველა დისკოც არ ისვრის კარგად.... მგონი ქონდა ჩვენს ფორუმელს ცოტა ხნის წინ პრობლემა......
ReMiNgToN არ ვიცი, იმიტომ რომ ჰატსანის გარდა არც მარადიორი და არც დისკო არ მჭერია ხელში, თუმცა ჰატსანმა საკმაოდ კარგი შტაბეჭდილება მოახდინა (სასხლეტი, გარეგანი დამუსავება, კონდახიც კი მომეწონა პლასტიკის

), ნუ თუ ბალანსს არ ჩავთვლით....
შენ თვითონ სამივე გჭერია ხელში?
ReMiNgToN
Sep 12 2010, 06:06 PM
ნწუ

:D დისქო მარა, რავი ჰათსანი ცუდად ჩAისმის ყურში (თურქული როა მაინც...) თან ყველა დისქოს აქებს
bazuka
Sep 12 2010, 06:07 PM
nihontoman ციტატა(nihontoman @ 12th September 2010 - 07:03 PM)

შენ თვითონ სამივე გჭერია ხელში?
ხის კონდახიანი არა.
აი პლასტიკის კონდახიანზე დაახლოვებით ისეთივე აშუშენია მქონდა როგორც მარადაზე.
დისკოსთან შედარებით, უფრო დაკუნთული მოეჩვენა და უფრო მოუხერხებელი, თუმცა როცა ჰაცანი მოვსინჯე, გვერდზე დისკო არ მქონია, ანუ ზუსტ შედარება ადგილი არ ჰქონია.
ja_ja
Sep 12 2010, 07:30 PM
დღეს რეპორტის მომზადების ტრაკი მემგონი არ მექნება. როგორც იცით მე თუ ვწერ მთელს სრულ მიმოხილვას ვწერ სურათებით და დასაბუთებული ფაქტებით, ზედმეტი მიკერძოებით და უსაფუძვლო ლანძღვას არ ვიყენებ.
მოკლედ ჰაჩიკა გუშინ სახლში ვატრიალე, დღეს ტირშI ვნახეთ რაც შეუძლია, პლიუს ტირიდან მინდორ-ველებზე გავიარეთ და საველე ტესტირება მოვუწყვეთ, რეპორტისთვის სრული მასალა მაქვს, ასე რომ მოიცადეთ მაქსიმუმ 2 დღე, თუ ყველაფერი კარგათ იქნა მაIშნ ხვალვე დავდებ რეპორტს., მარა აზრებს დალაგება უნდა სურათებს მომზადება.
რადი პონტა დაბერტყება ვარგა არ ვარგა და ამოგლეძილი ინფოების დადება არ გამოვა.
ჩემს რეპორტში პარალელებს გავატარებ მარადიორთან, შესაბამისად გექნებათ შედარების შესაძლებლობა (ასევე ერთი ორ ადგილზე დისკოს ვახსენებ რომ სრული სურათი წარმოიქმნას)
Pate
Sep 12 2010, 08:49 PM
ციტატა
ჰაჩიკა
და ჰაჩიკა რომელი იარაღის მეტსახელია?
ja_ja
Sep 12 2010, 08:57 PM
Pate ციტატა(Pate @ 12th September 2010 - 09:49 PM)

და ჰაჩიკა რომელი იარაღის მეტსახელია?
და ასეთი ძნელია მიხვედრა თემის სათაურიდან გამომდინარე???
თუ ნამეტან სქელკედლიან ტანკში ზიხარ და კევლარის ჩაფხუტის მაგივრად ბრონირებული ჩუგუნის ჩაფხუტი გახურია

მაშინ გაგიმხელ... საუბარია Hatsan AT44-10-ზე.
nihontoman
Sep 12 2010, 10:23 PM
bazuka
მოუხერხებელზე რა მოგახსენო, მარა მე ნამდვილად ვიგრძენი, რომ თოფის ბალანსი ზალიან წინ იყო გადანაცვლებული, არადა, მისი სიგრძიდან გამომდინარე პირიქით მოველოდი. ჩემი ფანტომის სიმძიმის ცენტრი უფრო უკან იყო და ხელში უფრო დაბალანსებულია, ვიდრე პლასტმასის კონდახიანი ჰატსანი - ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შეგრძნება დამოტივა. თუ ხის კონდახი უფრო მძიმეა, სეიძლება ბალანსირება უკეთესიც იყოს, მარა ის არც მე მჭერია ხელში და ნაღდად არ ვიცი...
ასევე მომეჩვენა საკმაოდ მძიმეც (ალბათ, ისევ და ისევ ზომასთან შედარებით)
geojorjika
Sep 12 2010, 10:30 PM
მძიმეა ჰაჩიაკ საკმაოდ , თან ცუდი აბლანსი აქვს ეს უტეხავს ყველაზე მეტად, სიმძIმე ასატანი იარაღის კარგი ბალანსისას , იგივე HW 100 4 კილომდეა მაგრამ იმდენად იდეალური ბალანსი აქვს რომ ეს იმდენად არ იგრძნობა , აი ჰაჩიკა იმენაა ტყვიასავით არის.
foxi
Sep 13 2010, 12:04 AM
პლასტმასის კონდახის ფაქტურა საზიზღრობაა,ასევე არ ვარგა მისი წონის და ბალანსის შეფარდება. ლითონის დეტალები საკმაოდ
ფარჩაკულია.(განსაკუთრებით სასხლეტის ბუდის წვრილი ნაწილები.) სანადიროდ მოუხერხებელია მისი მასის 4!!!! კილო და საკმაოდ
უხეში კონდახის გამო. არა ააქვს ეგერდ წოდებული "პლატო"!!!! ყოველ შემთხვევაში სროლის დროს ძალიან გაუგებარია ჰაერის ხარჯვის
სტაბილურობა რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება სიზუსტეზე. ასევე საფიქრალია მისი ლულის დამუშავებაც. ძალიან მეეჭვება
ხელის შევლების გარეშე ხსენებული თოფი დანიშნულებისამებრ გამოიყენოთ.
geojorjika
Sep 13 2010, 12:09 AM
foxi
ეს ყველაფერი თვითონ ნახე თუ ისე ლაპარაკობ?
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.