დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 4,5 კალიბრის რამე ნორმალური
Georgian Airgunners Portal > ყიდვა-გაყიდვა > ვიყიდი
mab
რამე ნორმალური 4,5 კალიბრის (რუსული და ჩინური ნაგავის გარდა) არავის გაქვთ გასაყიდი ასე 150-200 ლარში?
შემომთავაზეთ PM-ში.
Jah
პირველ რიგში, მოგესალმებით.

ფასების ამ დიაპაზონში, ერთად ერთი სწორი გზა თქვენთვის - იარაღის მაღაზია "ქარავანი".
საკმაოდ დიდი არჩევანი აქვთ თურქული პნევმატიკის.
მაგრამ იქამდე გირცევთ, ცოტაოდენი დრო დახარჯოთ და გადახედოთ ფორუმზე ტემები...
მართალია ჯერ ბევრი ინფორმაცია არ არის, მაგრამ შესაძლოა ბევრი კითხვა მოგეხსნათ, ან საერთოდ გადაიფიქროთ ყიდვა.
გირჩევთ დაიწყოთ აქედან

პატივისცემით
Jah
mab
მადლობა რჩევისთვის. ეგ ქარავანი სადაა მაგასაც თუ დაწერ კარგი იქნება.
არჩევანს რაც შეეხება დაახლოებით ჰატსან 125-ს ვფიქრობ ან რამე მაგდაგვარს, თუ ვიპოვე კარგ ფასში. ანუ ზამბარა-დგუშიანი, როგორც ვხვდები. ბავშვობაში მქონდა იჟი და კარგად ვერთობოდი მახსოვს, ჰატსანი მე მგონი სიმძლავრით და მახასიათებლებით ცუდი არჩევანი არ უნდა იყოს.
Jah
ზუსტი მისამართი არ მახსოვს... მოკლედ ელიავას მხრიდან თუ წამოხვალ მუშტაიდის მხარეს, სადღაც არ მისული, მარცხენა მხარეს დაინახავ...
ბიჭებს კითხე, მე მგონი parna-მ იცის...
mab
მადლობა.
geojorjika
ქარავანი: ბათუმის ქუჩა N 29ა
parna
ციტატა(mab @ Feb 27 2009, 10:33 PM) *
მადლობა რჩევისთვის. ეგ ქარავანი სადაა მაგასაც თუ დაწერ კარგი იქნება.
არჩევანს რაც შეეხება დაახლოებით ჰატსან 125-ს ვფიქრობ ან რამე მაგდაგვარს, თუ ვიპოვე კარგ ფასში. ანუ ზამბარა-დგუშიანი, როგორც ვხვდები. ბავშვობაში მქონდა იჟი და კარგად ვერთობოდი მახსოვს, ჰატსანი მე მგონი სიმძლავრით და მახასიათებლებით ცუდი არჩევანი არ უნდა იყოს.



ჰასტან 125 ბოლოს რომ ვიყავი არქონდათ ქარავანში მაგრამ ვიცი სადაც იყიდება დინამო სტადიონის შემოგარენში
350 ლარი ღირს :mellow: მაგფასში იმედია ჰასტან მოდ 55 მაინც მოგივა ჰასტან 30 თუ რაღაცაა არიყიდო იჟზე მეტი არაფრით არაა
mab
დეიზი პაუერლაინ მოდ 1000 თუ ვარგა რამედ 179 ლარი ღირს
parna
ციტატა(mab @ Feb 28 2009, 03:18 PM) *
დეიზი პაუერლაინ მოდ 1000 თუ ვარგა რამედ 179 ლარი ღირს



ესეთი თუა ვარგა http://www.pyramydair.com/cgi-bin/zoomed_m...pl?model_id=464 მე ეს მაქ მარა 179 ლარი რანაირად ღირს მე 275 ლარი მივეცი :blink:
mab
მგონი ეგეთია, ოღონდ რომ დავაწერინე მოდელის ნომერი 1000X დამიწერა და მაგას 1000B აწერია, გამყიდველს ეეშალა თუ რაიმე არსებითი განსხვავებაა ნეტა?
ისე მგონი თურქული წარმოების იყო, წესით ჩინურს უნდა ჯობდეს.
ისე მაგათ ვინჩესტერ 1000X-ც ქონდათ, ოღონდ ეგ 295 ლარი ღირდა.
parna
ციტატა(mab @ Feb 28 2009, 04:01 PM) *
მგონი ეგეთია, ოღონდ რომ დავაწერინე მოდელის ნომერი 1000X დამიწერა და მაგას 1000B აწერია, გამყიდველს ეეშალა თუ რაიმე არსებითი განსხვავებაა ნეტა?
ისე მგონი თურქული წარმოების იყო, წესით ჩინურს უნდა ჯობდეს.



არსებითი განსხვავება არიქნება ალბათ smile.gif ჩემიც თურქულია მუშაობს ჯორივით ძალიან ბევრი ნასტრელი მაქ უკვეამ იარაღიდან 1000 1200 ტყვია სადღაც ან მეტიც კარგად დაათვალიერე როდესაც ყუთიდან ამოიღებთ კონდახზე ნაკაწრები არ ქონდეს თავიდან აქვს ძალიან დიდი დიზელი ზავაცკოი სმასკის გამო ვინმეს თუ გაიყოლებ კარგიიქნება ისეთი არშეგხვდეს რომლის ლულაც მარჯვნივ იყურება ცოტა ჩემი მარჯვნივ იყურება :unsure:

მთლიანობაში თავის ფასში ძალიან კარგი ვარიანტია smile.gif
mab
ვა შენ რა დაგიჯდა ისე თუ საიდუმლო არაა. ნორმალური ფასია Daisy-powerline Mod 1000-სთვის 179 ლარი? თუ ჯობია დავამატო და ჰატსან 1250 ვიყიდო?
parna
275 ლარი დამიჯდა smile.gif ნორმალური კიარა ძალიან კარგი ფასია smile.gif ნუ ჰასტან 125 ჯობია რათქმაუნდა მაგრამ 350 ლარი ღირს

არის კიდევ უფრო მაგარი იარაღებიც თბილისის მაღაზიებში ვალტერ ალტონ მაგგნუმები 1250 FPს ით ძალიან კარგებია ჩახმახი რბილად მუშაობს და ლულა სწორად დგას კარგი გაჩარხული ლულააქ ნაკაწრების გარეშე მარა 450 ლარიც ღირს :rolleyes:
mab
გაიხარე, კარგი ვარიანტი ყოფილა smile.gif
კარგია ბრაკს თუ არ შემომატყუებენ, "ქაავანში" ვნახე და ალბათ რაიმე გარანტიის მაგვარიც ექნებათ.
ისე ჰატსან 125 მაგასთან შედარებით ძალიან მძიმე და დიდია, სატარებლად მოუხერხებელი იქნება, სიმძლავრეში კი როგორც ცანს დიდი სხვაობა არ უნდა იყოს.
მადლობა რჩევისთვის. ალბათ ავიღებ.
parna
ციტატა(mab @ Feb 28 2009, 05:19 PM) *
გაიხარე, კარგი ვარიანტი ყოფილა smile.gif
კარგია ბრაკს თუ არ შემომატყუებენ, "ქაავანში" ვნახე და ალბათ რაიმე გარანტიის მაგვარიც ექნებათ.
ისე ჰატსან 125 მაგასთან შედარებით ძალიან მძიმე და დიდია, სატარებლად მოუხერხებელი იქნება, სიმძლავრეში კი როგორც ცანს დიდი სხვაობა არ უნდა იყოს.
მადლობა რჩევისთვის. ალბათ ავიღებ.


ნუ სხვადასხვხა კლასია ჰასტან 125 375 მ/წ მაგნუმ კლასია ძალითაც და ზომა წონითაც დეიზი ფოვერლინიეც მაგნუმია ცოოტა დვარნიაშკა ოღონდ არაფრით არვამცირებ smile.gif სერიოზული ძალააქ 23,2 ჯოული ტყვიის სიჩქარეც305 მ/წ
ochopintre
გააჩნია რისთვის აპირებ ყიდვას,გასართობად თუ ......., მე გირჩევ იყიდო ეგ Daisy-powerline იაფია და მშვენივრადაც გაერთობა კაცი, მაგრამ თუ არჩევანის გაკეთებას აპირებ ჰატსან 125_სა და ვალტერს შორის გირჩევ იყიდო ჰათსანაი რადგან მექანიზმი , დიზაინი და ტყვიის საწყისი სიჩქარე დაახლოებით ერთნაირი აქვთ ხოლო ფასში განსხვავება საკმაოდ დიდია
parna
ციტატა(ochopintre @ Feb 28 2009, 07:20 PM) *
გააჩნია რისთვის აპირებ ყიდვას,გასართობად თუ ......., მე გირჩევ იყიდო ეგ Daisy-powerline იაფია და მშვენივრადაც გაერთობა კაცი, მაგრამ თუ არჩევანის გაკეთებას აპირებ ჰატსან 125_სა და ვალტერს შორის გირჩევ იყიდო ჰათსანაი რადგან მექანიზმი , დიზაინი და ტყვიის საწყისი სიჩქარე დაახლოებით ერთნაირი აქვთ ხოლო ფასში განსხვავება საკმაოდ დიდია



მარჯვნიმ მზირალი ჩახრახნილი ლულაა 125 ებზე შენს ვალტერზე კი მთლიანი გაჩარხული ლულა და სასიამოვნო სასხლეტი smile.gif
ochopintre
ციტატა(parna @ 28th February 2009 - 08:24 PM) *
მარჯვნიმ მზირალი ჩახრახნილი ლულაა 125 ებზე შენს ვალტერზე კი მთლიანი გაჩარხული ლულა და სასიამოვნო სასხლეტი

სიმართლე გითხრა ჰატსან 125 live_ში ნანახი არ მაქვს მაგრამ რასაც სურათებიდან ვხედავ ერთნაირი უნდა იყოს მემგონი, შეიძლება ვცდები
mab
ლაივში ჰატსან 125 ნიჩაბს გავს, საკმაოდ მძიმეა და როგორც ამბობენ ატდაჩაც სერიოზული აქვს.
parna
თვალში გაირტყა მეც გავირტყი ერთხელ ოპტიკა ცხვირში დავდიოდი ცხვირგასიებული 2 დღე :lol: მაგნუმ კლასის პრუჟინა პორშნევოის აქვს რექოილი (ადდაჩა)
parna
ციტატა(parna @ Mar 1 2009, 08:08 AM) *
თვალში გაირტყა მეც გავირტყი ერთხელ ოპტიკა ცხვირში დავდიოდი ცხვირგასიებული 2 დღე :lol: მაგნუმ კლასის პრუჟინა პორშნევოის აქვს რექოილი (ადდაჩა)



ისე ჰასტან 125 არაა მახინჯი იარაღი შედარებით ახალი ვერსია
mab
დაიხურა თემა. ქარავანში ვიყიდე დეიზი პაუერლაინ 1000ს
Jah
ციტატა(mab @ 6th March 2009 - 02:23 PM) *
დაიხურა თემა. ქარავანში ვიყიდე დეიზი პაუერლაინ 1000ს

გილოცავ!!!
ზუსტ გასროლებს გისურვებ...
არ დაგავიწყდეს დეკონსერვირება ცაატარო სანამ ისვრი wink.gif
და ველოდებით რეპორტს smile.gif
geojorjika
ციტატა
დაიხურა თემა. ქარავანში ვიყიდე დეიზი პაუერლაინ 1000ს

გილოცავ მშვიდობაში, რევიუს ველოდებით smile.gif
mab
თუ დეკონსერვირებაში გაწმენდა იგულისხმება, სულ დავშალე, თავის სასხლეტის მექანიზმის ჩათვლით და შეძლებისდაგვარად გავწმინდე. ლულა არ გამიწმენდია მარტო, შომპოლი არა მქონდა.
parna
გილოცავ მაბ smile.gif კარგი და ვირივით გამძლე იარაღია
mab
მადლობა. აი დეტალურად დღევანდელი შთაბეჭდილებები ამ თოფზე:
http://www.airgun.ge/forums/index.php?show...&#entry1210
Jah
ციტატა(mab @ 6th March 2009 - 06:22 PM) *
დეკონსერვირებაში გაწმენდა იგულისხმება

ამაში იგულისხმება, კონსერვაციული ზეთისგან შაშხანის შიგნეულობის გაწმენდა.
განსაკუთრებით ეხება ცილინდრს, დგუშს, და მანჟეტს.
bazuka
mab
მომილოცავს, სულ 10-იანების მოხსნაში აბა smile.gif
mab
მადლობა ყველას მოლოცვებისთვის.
mab
ჰო, დამავიწყდა, დაიხურა ეს თემა. smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.