Quick ციტატა(Quick @ 17th October 2010 - 02:30 AM)

მაპატიეთ ჩემი გაუნათლებლობა ამ საკითხში, მაგრამ... ბიგუდი რა არი და როგორ გამოიყურება?
ნუ იდეაში რომ არ იცი ეგ პრობლემა არაა, ბიგუდი არის ქალებისთვის, ანუ ადრე მოდაში იყო რომ ქალებს თმები ხვეული ჰქონოდათ, იყო ეგეთი პლასტმასის ან ალუმინის შტუკა რომელზეც სველ თმას ახვევდნენ და ელოდებიდნენ გაშრობას, შედეგად თმა დახვეულ ფორმას ინარჩუნებდა (ნუ ახლა დეტალურად არ განვიხილევ სითბურ და ქიმიურ ტექნოლოგიებს, მეთვითონაც არ ვიცი

არც სქესი მიწყობს ხელს და არც თმები თავზე

)
გამოიყურება აი ასე:

ესეც ბიგუდების მრავალფეროვნება

როგორც ხვდები იდეაში ეგ არის პლასტიკატის მილი რომელსაც ყველამხრიდან წვრილი ხვრელი აქვს. მაგალითად ვეიჰრაუხის და ჰაჩიკას მოდერში აი ასეთი შტუკები გამოიყენება:

ნუ რადგან კონკრეტულად შენი შრაუდერისთვის და მოდერისთვსი კონკრეტული სისქის ბიგუდების მოძიება მარტივი არაა, თენგომ მშვენიერი გამოსავალი შემოგთავაზა, ყიდულობ ელიავაზე წვრილ ნახვრეტებიან პლასტმასის ბადეს (კოღოების და ბუზების წინააღმდეგ რომაა), უბრალოდ ბალანსია დასაჭერი რომ ნამეტანი დიდი ხვრელები არ იყოს და შექმნილი ბიგუდი სუსტი არ გამოვიდეს და ძალიან წვრილი ბადეც რომ არ იყოს და ჰაერს გასვლაში ხელი შეუშალოს.
ყიდულობ პლასტიკატის ბადეს, ჭრი სასურველ ზომებზე, აძლევ მრგვალ ფორმას და ირგვლივ ახვევ ქეჩას, ნუ იდეაში სამზარეულოსთვის არსებული საწმენდი ქეჩები თხელია, მაგრამ 2 ფენა უკვე სასურველ შედეგს იძლევა.
თუ გაქვს კითხვა პირდაპირ ქეჩას რატომ არ ვიყენებთ და რაღათ გვინდა ბიგუდები.... მოკლედ კამერებს შორის უნდა იყოს ჰაერის ნაკადის გამტეხი, ქეჩა ვერ დაიჭერს ჰაერს, დაიკეცება და.... ამიტომაც ბიგუდებს აკეთებ რომ არმატურის როლი შეასრულოს და ჰაერს წინააღმდეგობა გაუწიოს, პლიუს ქეჩისთვის ფორმის შესანარჩუნებელი კარკასის როლი შეასრულოს.
მთავარი იდეა იმაშია რომ პლასტიკატის ჭიქები რომელიც მარადიორში დევს შედარებით უფრო გადასცემს ხმას გარემოს, ვიდრე ქეჩა, რომელიც ვიცით რომ ხმას გუდავს.
Allstar იმდენი ღირს რამდენსაც შენ ეჩალIჩები, იმდენად მარტივია რომ მაგის გაკეტებაზე არავინ არ იჩელიჩებს ცალკე, დადო თენგომ ინსტრუქცია გადაიკითხე პირველი გვერდის პოსტები და მორჩა საქმე. იმედია ბელარუჩკა არ ხარ, ქეჩის დაჭრა და პლასტმასის ბადის დახვევა შაგიძლია