დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: 19.06.2010 გასვლა დელ ლისოს
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღის გამოყენება > ნადირობა პნევმატიკით
ja_ja
იყო და არა იყო რა კაი ნადორობაზე კარგი რა იქნებოდა.

ავტყდით რამდენიმე კაცი მარტის კატებივით და მოვინდომეთ შაბატს პნევმატიკით გართობა, დავგეგმეთ წინასწარ, დიდის ამბით გადავურეკ გადმოვურეკეთ ერთმანეთს და შაბათს რავარც იქნა დავადგით ტავი გასვლას.

გასვლა დავგეგმეთ 13:00-ისკენ, აი რატომ ასე გვიან ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც დრომ გვიჩვენა კარგი გადაწყვეტილება იყო smile.gif, მას ასე დავიჭირეთ კოკნარას ჟიგული, შემოვაჯექით და გავუდექით ლისისა ტბისა გზასა. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მივადექით ტბას "პლიაჟის მხრიდან". მაგრამ როდესაც ავტდიოდით კურიოზი მოხდა, გზად გავიარეთ რამდენიმე ზონა, 50 მეტრზე წვინდა, შემდგომ 50 მეტრზე არ წვიმდა, იმის შემდგომ 50 მეტრზე წინწკლავდა და შემდგომ 50 მეტრზე წყლის კედელი იყო ისე წვიმდა biggrin.gif



მოკლედ დღე ანომალიებით დაიწყო. შაყირ, შაყირით ავედით ტბასთან, იმ იმედათ რომ ზაფხულია და წვიმა მალე გადაიღებს. სხვათაშორის ტბასთან მისვლისას ისე რა წვიმდა, ასევთქვათ ლაითად წინკლავდა. იმდენად ლაითად რომ ნაპირზე ხალხი ყურსაც კი არ აბარტყუნებდა, სადღაც შორს რაღაც საქორწილო გადაღებებიც მიმდინარეობდა.





მაინც გადავწყვიტეთ რომ ანომალიური ზონები გავიარეთ და ბარემ მოგვეცადა, ეგებ და წვიმას საბოლოოდ გადაეღო. როგორც დრომ გვიჩვენა გადაწყვეტილება მართებული იყო smile.gif

დავდექით ნაპირთან და ვუყურებდით მოჭყუმპალავე ხალხს, მეთევზეებს და ტბაში მოცურავე რაღაც არსებებს, რომლებიც ჩაყვინთავდნენ, ამოყვინთავდნენ და რაღაც თეთრი გული უჩანდათ. გვეგონა დიდ თევზს იჭერდა ეს წყლის ფრინველი, გადავწყვიტე ციფრული ზუმით გადამეღო და მენახა რა ეჭირა ნისკარტში ან მოკვატო ელემენტს smile.gif





როგორც გაირკვა პირში არაფერი უჭირავთ, და თეთრი რაღაც რომ ჩანდა ეს მხოლოდ და მხოლოდ გული იყო. რადგანაც წვიმა იწევ წინწკლავდა, კოკნარა ლუდს მიირთმევდა მე და ჩზ კი კაი ნაპახმელიები ხალხივით მინერალურ ქართულ წყლებს, გადავწყვიტეთ ნადირობის თეორიები განგვეხილა, ანუ ვთვქათ და ნებადართულია ამ კვატებზე ნადირობა შეიძლება თუ არა მათი ამ დისტანციაზე მოხსნა, დავაძრეთ მანძილმზომი და მიახლოებით ნახეთ რომ სადღაც 80-დან 140 მეტრამდე დისტანციაზე დაცურავდნენ.

თეორიას პრაქტიკაში გადასვლას ხელს ის გარემოება უშლიდა რომ წყლიდან ვერ გამოვიტანდით ნადავლს, ზედმეტი მოწმეები იყვნენ ირგვლივ, "პლიაჟზე" თოიფს დაძრობა რაღაც არა ადეკვატურ რეაქციას გამოიწვევდა და ბოლოს.... ნადირობის სეზონი არაა, ასე რომ თეორიები ტეორიებად დარჩა, ამასობაში კი ისეთი წვიმა წამოვიდა რომ 5 მეტრში არაფერი არ ჩანდა...

ამ დროს ჩვენ უკვე ნმანქანაში ვიჯექით და ვკაიფობდით დასმევებულ მოცურავე ხალხზე, რომლებიც წყლიდან ამოდიოდნენ გასაშრობად, მაგრამ ირგვლივ ყველაფერი სველი იყო და ეგეთივე სველები გამორბოდნენ მანქანებისკენ.

სამაგიეროდ ჩზ-ს მოთხოვნა ახდა, ანუ თუ წვიმხარ მოწვიმე და გვაცადე კაიფიო, სურვილებს ასრულება სჩვევია, ამიტომაც წვიმამ თავის საქმეს ბოლომდე მიხედა. ვზივართ მანქანაში 10 წუთია და მოგვწყინდა წვიმის ყურება, ჩზ შემ,ოძვრა მობილიდან ფორუმზე და რას ხედავს, ორი ახალგაზრდა იწერება ვიღაცეები დღეს გაიწუწებიანო biggrin.gif

გინდოდათ ხომ რომ დავსველებულიყავით, ნურას უკაცრავად, მშრალად ვიჯექით მანქანაში და ვჭორაოდბით biggrin.gif

გავიდა დრო წვიმამ ცოოტათი გადაიღოსავით, მაგრამ ცოტახანში ისევ დაამატა. ეს დამატებულიც მორჩა და მზემ დაიწყო გამოჭყიტება. ის ის იყო ვაპირებდით მანქანიდან გადმობარგებას და ტბის ირგვლივ ფეხით გასვლას რომ ჩვენს ცნობილ ადგილებში მივსულიყავით, მაგრამ კოკნარამ უცებ გამოთქვა აზრი, იდეაში უკან მანქანით რომ გადავიდეთ ქეც ჩავალთ მანქანითო და რაღას ვწვალობთო?

ძალიანაც კაი, დავქოქეთ პიპია და წავედით ტბის უკანა მხარეს. მივედით გადმოვბარგდით და დავაპირეთ ჩასვლა.





ჩასვლისას მანქანა გემრიელად მოსრიალდა ჩამორეცხილ ლექზე. რის გამოც ამ იდეას დაწუნება ეწერა შუბლზე. მოკელდ მანქანა ძლივს სრიალ სრიალით გადავიყვანეთ ბალახზე, და კოკნარამ ძლივს უკან ამოიყვანა მანქანა, კიდევ კაი ეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა დაგვემართა, ამოვედით იმისათვის რომ მანქამნა დაგვეტოვებინა და ....

ჭექა ქუხილი და ისევ მანქანაში ვზივართ biggrin.gif





წამოიდა მარა რა წამოიდა... არც გზა ჩანდა არც მანქანები



სხვა რა გზა გვქონდა ველოდებოდით მგონი მეორეთ თუ მესამედ წვიმის გადაღებას. მარა ეს წვიმა ნამეტანი გაგვიგრზელდა biggrin.gif ტან ფანჯრებსაც ვერ ვარებდიტ biggrin.gif ჩემი მხრიდან წვიმა ასხავდა, კოკნარას მხრიდან კი გვერდზე გლიჯინ გლიჯინით ჩაქროლებადი მანქანები biggrin.gif



მოკელდ კიდევ ვიცადეთ რაღაც დრო და ბოლოს რავართ იქნა სადრაც 4 საათზე საბოლოოდ გადაღებული წვიმის ფონზე გავრისკეთ გადმოსვლა, თან დავგეგმეთ საღამომდე დარჩენა რადგან სარამოს და ნაწვიმარზე ნადავლმა იცის მოსვლა biggrin.gif მაგრამ ამ იდეას არ ეწერა ასრულება.



მოკელდ თავიდან დავგეგმეთ ბაყაყებზე წაპლინკავება, დავაწექით პირობითი აფხაზეთისა და ოსეთისკენ.



გზად მინდორში რაღაც მოზრდილი ჩიტები დავინახეთ, გავეკიდეთ მარა..., ამასობაში იმ ხეზე რომლის ქვეშაც ჩხ იმყოფებოდა შემოჯდა კაჭკაჭი, კოკნარამ დაინახა და მეუბნება ეეეგერ ზისო.

მართალია ფოთლები ნაწილობრივ ფარავდა სამიზნეს, მაგრამ... აგერაა ა ლამაზი.



სხვათაშორის ხიდან ჩამოსვლა არაფრის დიდებით არ უნდოდა biggrin.gif ეწავ და ბეჩავ ბრძოლასა, მაგრამ ბოლოს მაინც მიწაზე აღმოჩნდა. ჩზ-სტან ახლოს დაეცა, ეგეც 35 მეტრიანი კაჭკაჭუნა smile.gif

გავაგრძელეთ გზა ბაყაყლენდიისკენ, მე და კოკნარა შევუდექით ბაყაყებსა შინა, მარა ჩზ რისი ჩზ თუ ნორმალური ნადავლისკენ არ გაიწია. აღმოაჩინა ხეებზე ყვანშოები. ესროლა ერთს, ყვანშო გაფრინდა biggrin.gif

ესროლა მეორეს მეორე ყვანჩო გაფრინდა, ეს ფაქტი უყურადღებო არ დამრჩა და მაგრა მიკვირას რა ხდება??? მესამე გასროლა და მესამე ყვავი გაიქცა. არიქა რა ხდეა??? ამასობაში აფრენილი ყვანძოები წრეს არტყავენ ჩემს ტავზე გადაიფრინეს და მოპირდაპირე ხეზე შემოჯდნენ, რომელიც ჩემგან 60-65 მეტრზე იყო.

ვხედავ ტოტზე 2 ყვანშო ზის, ოღონდ ისე რომ ჩზ ვერ დაინახავს, ანუ ჩზ შემს მოპირდაპირე მხარესაა სადღაც 100-120 მეტრში და ყვანშოები ტოტის აქეთ ზიან. სხვა რა გზა მქონად 5 ყიარდიდან უცებ სადღაც 70 იარდზე გადავწიე პარალაქსი, დავიჭირე ყვანშო ჯვარში და...

არა რა ბედი არ მაქვს, ამასაც არ უნდოდა ჩამოსვლა biggrin.gif ისეიგი ყველა ტოტს, ყველა ფოთოლს ჩაებღაუჭა და ლამის 2 წუთის მერე ჩამოვიდა ხიდან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif





ესეც ვიდეო ფაქტი



მოკლედ ჩზ-ს 3 გამაზვა არ გავიმეორე biggrin.gif, და ჩზ-ს ვეკაიფები, 2-ით ნოლს გიგებ მეთქი, მარა სად ხარ თურმე, ჩზ-ს ჯოკრები აქვს შემონახული.

ესეც პანაშვიდზე მოსული ყვანძOების მოლოდინში



მოკელდ ყვანჩოები გაიმაზა, მაგრამ იმ დღეს ჩვენ ლისიდან ისე წამოვედით რომ სახლში მხოლოდ 11 საათზე შემოვედი და თან ნაჭამი, მაგრამ ეს უკვე მეორე ისტორიაა რომელსაც აქ ვერ გაგანდოთ ამიტომაც ცოოტახანში ლინკს დავდეფ სად შეგიძლიათ ეს საიდუმლო მასალა ნახოთ

P.S. ოღონდ გაითვალისწინეთ, ამ მასალას მხოლოდ რჩეულები ნახავენ sad.gif

nihontoman
ეს რა სასტიკი სცენა იყო ყვავის ბოლო წუთებისა....

საწყალი, კაი ჰიტლერის გერმანიის დროს არ მოქცეულან ებრაელებს ისე, როგორც ეხლა თქვენ მაგ ყვავს უქენით...... sad.gif
cz80
ციტატა(nihontoman @ 20th June 2010 - 10:19 PM) *
საწყალი, კაი ჰიტლერის გერმანიის დროს არ მოქცეულან ებრაელებს ისე, როგორც ეხლა თქვენ მაგ ყვავს უქენით

და, რა ვუქენით მაგისთანა რო? ყვანჩო აგონიაში იყო და ქე დავეხმარეთ ჯიგრულად biggrin.gif

ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 20th June 2010 - 11:19 PM) *
ეს რა სასტიკი სცენა იყო ყვავის ბოლო წუთებისა....
საწყალი, კაი ჰიტლერის გერმანიის დროს არ მოქცეულან ებრაელებს ისე, როგორც ეხლა თქვენ მაგ ყვავს უქენით......

რა იყო გული აგიჩუყდა თუ ხალაკოსტას გვაბრალებ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

კაი რა ქალის ცრემლები არ გვინდა.
mamuka2301
ციტატა(nihontoman @ Jun 20 2010, 11:19 PM) *
ეს რა სასტიკი სცენა იყო ყვავის ბოლო წუთებისა....

საწყალი, კაი ჰიტლერის გერმანიის დროს არ მოქცეულან ებრაელებს ისე, როგორც ეხლა თქვენ მაგ ყვავს უქენით...... sad.gif

საღოლ კარგი იყო wink.gif ახია მაგათზე
თან ერთი მათგანი მიშლის მაგრად ნერვებს, ყველა დილით სამსახურში როცა მივდივარ, ერთი ყვანჩო გულაობს სააკაძის მოედანზე გაზონზე ყარაულივით, თან ისე გამომწვევად დაგულაობს ოხერი aggressive.gif
geojorjika
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 20th June 2010 - 11:11 PM) *
მოკელდ ყვანჩოები გაიმაზა, მაგრამ იმ დღეს ჩვენ ლისიდან ისე წამოვედით რომ სახლში მხოლოდ 11 საათზე შემოვედი და თან ნაჭამი, მაგრამ ეს უკვე მეორე ისტორიაა რომელსაც აქ ვერ გაგანდოთ ამიტომაც ცოოტახანში ლინკს დავდეფ სად შეგიძლიათ ეს საიდუმლო მასალა ნახოთ


სადაა დაპირებული ლინკი? smile.gif
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 21st June 2010 - 12:37 AM) *
სადაა დაპირებული ლინკი?

აგერაა შეპირებული ლინკი, მაცდით ატვირთვას და დაწერას biggrin.gif

ვისაც უფლება დახურულ განყოფილებაში არ აქვს, დაუკავშირდით ადმინებს PM-ით.

P.S. ვინც არცერთ გასვლაზე არ ყოფილხართ და კაციშვილი არ გიცნობთ იმათ შანსი არა გაქვთ შესაბამის განყოფილებაში შესვლაზე, ტყუილა ადმინებს ნუ შეაწუხებთ.
Der Rote Baron
ციტატა(ja_ja @ Jun 21 2010, 02:03 AM) *
P.S. ვინც არცერთ გასვლაზე არ ყოფილხართ და კაციშვილი არ გიცნობთ იმათ შანსი არა გაქვთ შესაბამის განყოფილებაში შესვლაზე, ტყუილა ადმინებს ნუ შეაწუხებთ.

+1111111111111111
Jah
ციტატა(mamuka2301 @ 20th June 2010 - 10:34 PM) *
ყველა დილით სამსახურში როცა მივდივარ, ერთი ყვანჩო გულაობს სააკაძის მოედანზე გაზონზე ყარაულივით, თან ისე გამომწვევად დაგულაობს ოხერი

ეუფ... ამას როგორ ბედავს კაცო... დაგულაობს?
ნუ "იასნია" მაგრად აგეშლება კაცს ნერვები... bomb_phone.gif
mamuka2301
ციტატა(ja_ja @ Jun 21 2010, 01:03 AM) *
geojorjika

აგერაა შეპირებული ლინკი, მაცდით ატვირთვას და დაწერას biggrin.gif

ვისაც უფლება დახურულ განყოფილებაში არ აქვს, დაუკავშირდით ადმინებს PM-ით.

P.S. ვინც არცერთ გასვლაზე არ ყოფილხართ და კაციშვილი არ გიცნობთ იმათ შანსი არა გაქვთ შესაბამის განყოფილებაში შესვლაზე, ტყუილა ადმინებს ნუ შეაწუხებთ.

რაღაც არ მომეწონა ბოლო ფრაზა, შეიძლება თქვენ კარგად იცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ფორუმი იმისაა, რომ ყველასთVის ისაწვდომი იყოს სხდავასხვა ინფორმაცია, მაშინ სკაიპში გაუზიარეთ ერთმანეთს ად იმეოლზე გაუგზავნეთ, აქ რატომ წერთ??? თუ იმიტომ გინდათ ეს დახურული განყოფილება, რომ რაღაცა სტრანნი პოსტებინ და სისულელეები არ დაიწეროს, მაშინ გამოქვეყნების ფუნქცია შეზღუდეთ მარტო. ცოტა არ იყოს და საწყენია, შეგეძლო მაინც უფრო კორექტულად გეთქვა, შანსი არაა და ღირსები არ ხართო არაა კარგი ნათქვამი
foxi
i-m_so_happy.gif
ja_ja
foxi
შეცვალე ხომ სასწრაფოდ ტექსტი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

აიტ!!!

mamuka2301
ციტატა(mamuka2301 @ 21st June 2010 - 10:21 AM) *
რაღაც არ მომეწონა ბოლო ფრაზა, შეიძლება თქვენ კარგად იცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ფორუმი იმისაა, რომ ყველასთVის ისაწვდომი იყოს სხდავასხვა ინფორმაცია, მაშინ სკაიპში გაუზიარეთ ერთმანეთს ად იმეოლზე გაუგზავნეთ, აქ რატომ წერთ??? თუ იმიტომ გინდათ ეს დახურული განყოფილება, რომ რაღაცა სტრანნი პოსტებინ და სისულელეები არ დაიწეროს, მაშინ გამოქვეყნების ფუნქცია შეზღუდეთ მარტო. ცოტა არ იყოს და საწყენია, შეგეძლო მაინც უფრო კორექტულად გეთქვა, შანსი არაა და ღირსები არ ხართო არაა კარგი ნათქვამი

ჩემო მამუკ ყველა ფორუმზე არსებობს დახურული განყოფილება, მეც მინდა ყველგან შესვლა მაგრამ არაო, მაგალიტად მიუხედავად იმისა რომ ოჩოპინტრეს საიტზე ბევრს ვიცნობ, პნევმატიკაში მთლად უმეცარი არ ვარ და იქაური ფორუმელებიც ასე თუ ისე მიცნობენ (რამდენიმეს დავხმარებივარ რეალურ ცხოვრებაში და მათი დაზიანებული რაღაცეები გამიკეთებია და გამისწორებია), არავის დახურულ ზონაში შესასვლელი ინფო არ მოუწოდებია.

არაა ალბათ საჭირო, ან არ დამიმსახურებია ჯერ შესაბამისი ნდობა, ან ... მოკლედ არ ვიცი, არის ასე თუ ისე რაღაც რაღაცეები რაც ყველასთვის არ არსებობს, და არსებობს ვიწრო წრისთვის, ამიტომაც ან აქტიურობაა საჭირო, ან რაღაც საქმეში ჩართვა, მხოლოდ ფორუმზე დაპოსტრა გამოსავალი არაა.

შეიძლება საწყენად გეჩვენება მაგრამ ეს მწარე რეალობაა
Davitus
სულ არაა საწყენი, დახურული ყველგან არსებობს, ამ ფორუმზე, მხოლოდ ისაა საჭირო პირადად ვიცნობდეთ ადამიანს, ოჩოპინტრეზე მაგალითად კლუბის წევრი უნდა იყო, კლუბის წევრად გახდომას კი მთელი მოთხოვნების დაკმაყოფილება სჭირდება...

ფორუმის კანონი, კანონია ყველასთვის, გამონაკლისები არ არსებობს
bazuka
mamuka2301
რაღაც ვეცისავით ამ კაცს მარა biggrin.gif

მამუკა, როგორი რაღაცაა იცი დახურული, აი თბილისში რომაა მოდაში შინაურებში "შეჩემა" biggrin.gif , ეს დახურულიც ეგეთი პონტია rofl.gif



P.S. აპა რავარი პარალელი იყო ?? lol2.gif
koknar
მე ეგ პარალელი ესე გავიგე... ქუჩაში რო მიდიხარ და მანქანა გაგწუწავს... და მერე შენ რო ჩაუვლი ვეღაცას და კარგათ გაწუწავ გასწორებულში იქნები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
mamuka2301
არა არაფერი მწყინს, დახურული იყოს არაა პრობლემა, უბრალოდ ასეთი აფიშირება არ მომეწონა სხვადასხვა ეპითეტებით wink.gif
nihontoman
mamuka2301
დაიკიდე რა, არამგონია ჯაჯას ვინმეს წყენინება ნდომებოდა.

თუ გინდა დახურულში სიარული, ერთ გასვლაზე მაინც გადი, გაიცანი ხალხი და ეგაა რა...

მე მაგალითად დახურული მაინც და მაინც არ მაინტერესებს, რა უნდა იყოს იქ ისეთი? (ნეტავ scratch_one-s_head.gif )
koknar
ხო მართალია დახურულებში ალბათ სხვა დამსახურების ხალხია თორე ხო დაგვპატიჟებდნენ biggrin.gif, მთავარია კაი თვალით შემოგხედონ და მერე გზა ხსნილია. მე აგერ ალბათ მე 10 გასვლას ვითვლი მარა არამც და არამც. ისე არც მითქვია თორე ალბათ დახურული მეც გავხდებოდი. არაა საჭირო ყველა იქ იყოს ვინც არიან საკმარისია. მთავარია ინფორმაცია მიიღო და შენი გაუზიარო ხალხს თორე პრივილეგიები საინტერესო არაა არანაირათ.

ისე დახურული რო ხარ სხვანაირათ ჩანს ალბათ არა მთელი ფორუმი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
nihontoman
ციტატა(nihontoman @ 21st June 2010 - 08:40 PM) *
მე მაგალითად დახურული მაინც და მაინც არ მაინტერესებს, რა უნდა იყოს იქ ისეთი? (ნეტავ )

და ამიტომაა რომ გასვლებზე არ მოდიხარ ხოლმე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
bazuka
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 21st June 2010 - 10:13 PM) *
და ამიტომაა რომ გასვლებზე არ მოდიხარ ხოლმე

ცვეტში biggrin.gif
nihontoman
ja_ja
აბა... ეგრეა... biggrin.gif
koknar
ეგ დახურულში უნდა დაგეწერა, ხალხი რას იტყვის უთოფო კაცი VIP გასვლაზე წაიყვანეთ თანაც რუსული მანქანით იყო. სურათების დადებაც არ შეგცხვა. გამოგიშვებენ დახურულებიდან აი ნახე biggrin.gif
geojorjika
koknar
მერე როგორც მივეცი ეგ პაროლი ისევე შევცვლიტ და ეგ იქნება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
koknar
geojorjika
VIP ებში მგონი მარტო შენ და ჯაჯა ხართ და როგორ შეცვლი, ხმათა უმრავლესობა გინდა biggrin.gif
geojorjika
koknar
მე და ჯაჯას გარდა არის მანდ ხალხი კიდევ ძველები wink.gif
Der Rote Baron
ციტატა(geojorjika @ Jun 22 2010, 01:45 AM) *
koknar
მე და ჯაჯას გარდა არის მანდ ხალხი კიდევ ძველები wink.gif

thank_you2.gif biggrin.gif

* * *
კაით რა ალიაქოთი ატეხეთ ტო, სადღაც რომელიღაც თემაში მგონი ჯაჯამ განმარტა რა კრეტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს იუზერმა რო დახურულ წრეში შევიდეს biggrin.gif
ერთერთი მათგანი მასონობა biggrin.gif lol2.gif
ja_ja
აი რა დაემართა პირველ გვერდზე ჩამოგდებულ ყვანჩალას 2 კვირის თავზე.





სურათები ახლა აღმოვაჩინე და ვდებ biggrin.gif

საინტერესოა ახლა ძვლები არის დარჩენილი თუ ეგეც გაქრა biggrin.gif
Power_VANO
ლოლ, რა გაუსუფთავებიათ biggrin.gif ხორცის ნასახი რომ არ აქვს შერჩენილი biggrin.gif
cz80
ციტატა(ja_ja @ 29th July 2010 - 03:12 PM) *
აი რა დაემართა პირველ გვერდზე ჩამოგდებულ ყვანჩალას 2 კვირის თავზე.

რა დღეში ჩავარდნილა ეგ გაკულაკებული,გაციმბირებული და შემდგომ დახვრეტილი ყვანჩო biggrin.gif biggrin.gif

პ.ს. კაცურად,გასვლა არ მოგენატრათ სადმე?
უკვე მერამდენე კვირაა არსად არ გავსულვართ..ნუ თუ არ ჩავთვლით ტირს..სადაც მე ვერ ვიყავი biggrin.gif

gregory
ციტატა(cz80 @ 29th July 2010 - 05:45 PM) *
პ.ს. კაცურად,გასვლა არ მოგენატრათ სადმე?
უკვე მერამდენე კვირაა არსად არ გავსულვართ..ნუ თუ არ ჩავთვლით ტირს..სადაც მე ვერ ვიყავი

100%
ესეთი ინდეფერენტულობა არ გამიგია რა!
თუ გინდათ ფეხით ავიდეთ სადმე, ტუ მაინცდამაინც არ არის ბორბლებიანი ხალხი sad.gif
აი მაგალიტად მუხათგვერდის მთებზე. ამბობენ ბევრი კურდღელიაო smile.gif
Allstar
+1 ამ ყველაფერს smile.gif
მეც წამოვიდოდი სადმე ტყე ღრეში biggrin.gif
geojorjika
gregory
ციტატა(gregory @ 29th July 2010 - 06:22 PM) *
აი მაგალიტად მუხათგვერდის მთებზე. ამბობენ ბევრი კურდღელიაო

და ჯარიმაც ადვილად იწერებაო არა? smile.gif
gregory
ციტატა(giorgi @ 29th July 2010 - 11:00 PM) *
და ჯარიმაც ადვილად იწერებაო არა?

და ვინმემ მართლა არ მოკლას რა biggrin.gif
P.S. ისე ჩემ ტაქსასაც გამოვასეირნებდი, მაგრამ ვიცი "ბროლიას"( მე, ბებიკი, ილიკო და ილარიონი) ბედი ეწევა biggrin.gif
ja_ja
gregory
ციტატა(gregory @ 29th July 2010 - 11:13 PM) *
და ვინმემ მართლა არ მოკლას რა

თუ მოარტყი მოკვდება, საფანტი რომ ხვდება იმით კვდება, და ახლა თუ ტყვია დაახალე თავში მანდ გარანტირებულად ტრუპუს biggrin.gif

კაკრაზ გედებიც გაიჩითებიან და.... გამოვა კურდღელი 200 ლარი biggrin.gif
foxi
აქ ჩამოდით! არც გედების სიმღერა იქნება არც კურდღელის ნაკლებობაა. cz80 განსაკუთრებული მიწვევა. შენი ნასროლით ამაყობს
მთელი ქართული აირ გან სამყარო. ძალიან მაგარი ნასროლები იყო,უძლიერესი.ასეთ მანძილზე მონადირებული აირგანით იუტუ
ბზე კი არა მთელ ინტერნეტში არ მოიძებნა.
gregory
ციტატა(kakha @ 30th July 2010 - 03:54 AM) *
აქ ჩამოდით! არც გედების სიმღერა იქნება არც კურდღელის ნაკლებობაა. cz80 განსაკუთრებული მიწვევა. შენი ნასროლით ამაყობს
მთელი ქართული აირ გან სამყარო. ძალიან მაგარი ნასროლები იყო,უძლიერესი.ასეთ მანძილზე მონადირებული აირგანით იუტუ
ბზე კი არა მთელ ინტერნეტში არ მოიძებნა.

ეჰ ჩემო ძმაო! ვიცი რომ დაუღალავად გვეპატიჟები, მაგრამ სადაა ბორბლებიანი სასტავი? რატომ სდუმს?
Hellados
მე მანქანას სექტემბრის შუარიცხვებში ველოდები, აი მერე ვეცდები გასვლებზე ჩემი მანქანით ვიაროთ ხოლმე...
მარა ახლა მართლა ძალიან ვპასიურობთ, მესმის რომ ბევრი გასულია ქალაქგარეთ მარა ვინც აქ ვართ იმათმა რა ვქნათ, გამოვნახოთ დრო და სადმე თუნდაც ფეხით გავიდეთ. თან ახლოდანაც გავიცნობდით ერთმანეთს smile.gif)
დღეს ან ხვალ რომ წამოვწიოთ სიტუაცია არ იქნება ურიგო...
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.