მტააკ ახლახანს ჰავკის ბალისტიკური კალკულატორიდან ამოვყარე ინფო
მოკლედ მაქვს 4-16 ჯერადობის ოპტიკა,
რეალ მილ დოტი 10x-ზეა
კალიბრი 4.5 მმ
ტყვია cp 10.5
სიჩქარე მარადიორიდან 300 მ/წ
ოპტიკა განულებულია 61 მეტრზე
აბა ვნახოთ რას გვაძლევს ბალისტიკური კალკულატორი როდესაც ამ ინფორმაციას შევყრით:

ეს არის ტყვიის ბალისტიკური ტრაექტორია 75 მეტრზე, ამაზონბაში 61 მეტრზე უკაკუნებს ათიანში ტყვია.
როგორც ხედავთ ტყვიას პარაბოლას ტრაექტორია აქვს, ამის გამო მინიმუმ 2-ჯერ კვეთავს ჯვარს, ერთი არის სადღაც 10 მეტრზე, მეორე 61 მეტრზე.
61 მეტრამდე ტყვია ზემოთ მიდის, რადგან ლულა ასევთქვათ ზემოთაა აწეული რომ 61მეტრიან დისტანციაზე ტყვია ჯვარზე დასვას. ასევე ჩანს რომ 1 მილით ზემოთ ტყვია ასევე 2 დისტანციაზე დაჯდება ეს იქნება სადღაც 13 მეტრი და 47 მეტრი. 2 მილით ზემოთ პრაქტიკულად არ არის ტყვია, მაგრამ 25 მეტრიან დისტანციაზე თითქმის მანდ ადის.
დანარჩენი ხდება ქვედა მილებზე, და აქაც რამდენჯერმე იკვეთება თითო მილი:
1 მილით ქვევით იკვეთება 8 მეტრზე და 72 მეტრზე,
2 მილით ქვევით 6 მეტრზე და 82 მეტრზე
3 მილით ქვევით 5 მეტრზე და 92 მეტრზე
4 მილით ქვევით 4 მეტრზე და 108 მეტრზე,
ნუ დანარჩენში მილები აღარ მყოფნის რომ ასევტქვათ პაპრავკები შევიტანო, თუ უფრო დიდ დისტანციაზე მინდა სროლა, მაშინ ნოლში გასწორება უფრო შორ მანძილზე უნდა დავაყენო, მაგრამ ამ მომენტში ეს ჩემთვის არ არის აქტუალური
ესეც მთლიანი დისტანციის დიაგრამა

რა თქმა უნდა ასე დამახსოვრება საკმაოდ ძნელია, მაგრამ ჰავკის კალკულატორს აქვს აი ეს მშვენიერი შტუკა, ანუ აი ასეთ ნახაზს გვაძლევს, რომელიც შეიძლება მობეჭდო და გეცოდინება სად რა ხდება

ამ გრაფიკზე უკვე საკმაოდ კარგად ჩანს რომელ მეტრებზე ხდება შესაბამისი მილების გადაკვეთა და უკვე საკმაოდ მარტივია ოპერირება
შემდეგი სურათი არ ვიცი რაში ვარგა, მაგრამ 61 მეტრიან დისტანციაზე სად მოხვდება და როგორ გამოიყურება ციყვი

სად უნდა დაუმიზნო იგივე ციყვს ვთვქათ 40 მეტრზე? ამისთვის აი ამ სურათს ვუყურებთ

იგივე სურათი, ოღონდ ამჯერად დისტანცია 70 მეტრია

წესით ამით მორჩა შემეცნებითი ნაწილი, მაგრამ ვერ მოვითბინე და აგერ საშიშI ინფორმაციაც... სადამდე გაფრინდება ტყვია

ესეიგი თუ გვექნება ლულა 20 გრადუსით დახრილი ტყვია მთელ ბედნიერ 431 მეტრს გაიფრენს.... მდაააა საკმაოდ საშიში დისტანციაა, ენერგია მართალია ამ დისტანციაზე სულ რაღაც ნახევარი ჯოული იქნება, მაგრამ 200 მეტრზე გაცილებით მეტი ძალა ექნება და......