გუშინ მომიწია ასვლა ფაზენდაზე და ხელს Condor-ი გავაყოლე, ახალი შეძენილი JSB King Heavy MK II , 33,95 გრ. ტყვიებზე გავანოლებ თქო ბარემ და თან ცოტას წავიპლინკავებ მეთქი. ეს MK II ჩვეულებრივი King Heavy-საგან იმით განსხვავდება, რომ უფრო ვიწრო კაბა აქვს და 6-7 მ/წმ-ით მეტი სიჩქარე მომცა. სიზუსტითაც უფრო მომეწონა.
ამ პირველ ვიდეოზე განოლების პროცესია ასე ვთქვათ

, ვიდეოს ხარისხზე აქაც და შემდეგ ვიდეოებზე ბოდიში. მიუხედავად იმისა, რომ HD-ში ვიღებდი, ვერა და ვერ დავამუღამე კამერის ისე დამონტაჟება, რომ ბადეც და სამიზნეც ფოკუსში იყოს. თუ ვინმემ იცით როგორ, მირჩიეთ. თან ციფრულ ზუმზე გადავიდა კამერა და ამანაც გაუფუჭა ხარისხი. მანძილი 50 მეტრი, ქარი საკმაოდ ძლიერი.
ეს მეორე და მესამე ვიდეო, ასე ვთქვათ სამიზნე ჩემი პოზიციიდან ( აქ უკვე პლინკისთვის ვემზადებოდი, მანძილი 100 მეტრი, ოპტიკის ზუმი 16X, სამიძზნეები: ცივი ყავის ქილები, ლუდი Corona-ს ცარიელი ბოთლები (აბა სავსეს ხომ არ ვესროდი

) და 12 კალიბრის ცარიელი გილზები. )
და ბოლოს თავად პლინკის ვიდეო. ამ ვიდეოს ბოლოს ვერ გავიგე, გილზა კი შეაქანა კარგად, მაგრამ არ წააქცია, მე ვფიქრობ ტყვიამ ძაან ახლოს გაუარა და მაგიტომ შექანდა, თორე ოდნავაც რომ შეხებოდა გააფრენდა რამდენიმე მეტრზე.
ეს თავიდან ორი ტყვია ქაღალდის სამიძნეს ვესროლე, რომ დამიზნების წერტილი გადამემოწმებინა ოპტიკის ბადეზე.