bazuka
May 4 2010, 06:24 PM
ძალიან ბევრი პნევმატიური იარაღის მწარმოებელი უთითებს კონკრეტული იარაღის სიჩქარეს
და არ არის დაზუსტებული რა წონის ტყვიაა, რა ენერგეტიკაა .
თუმცა ინგლისში და გერმანიაში გაყიდული შაშხანებს აქვთ შეზღუდვა რადგან ადგილობრივი
კანონი კრძალავს სრული ენერგეტიკის მქონე შაშხანების გაყიდვას.
ანუ ეს რას ნიშნავს, იარაღვს აქვს განსაზღვრული ძალა, რა ტყვიაც გინდა ის ჩადე, ტყვიის ენერგიის მერჯეობა იქნება
1-2 ჯოული.
ისე ძალიან ცუდია კროსმანი რეკლამის ასეთ ხერხს რომ მიმართავს, მხოლოდ სიჩქარე (ნუთუ ამ ფირმის პროდუქცია ზემოთხსენებულ ქვეყნებში არ იყიდება?)
კორეულმა ევანექსმაც კი დაიწყო სიჩქარის და ენერგიის აღნიშვნა შაშხანის მახასიათებლებში.
iorama
May 4 2010, 07:34 PM
ციტატა(bazuka @ May 4 2010, 07:24 PM)

ისე ძალიან ცუდია კროსმანი რეკლამის ასეთ ხერხს რომ მიმართავს, მხოლოდ სიჩქარე
კორეულმა ევანექსმაც კი დაიწყო სიჩქარის და ენერგიის აღნიშვნა შაშხანის მახასიათებლებში.
პრინციპში სწორიც არის ჩემი აზრით.ხომ უნდა იცოდე რა ძალის თოფს ყიდულობ.ნუ პნევმატურს ნაღდად სჭირდება ეგ მაჩვენებელი.
უბრალოდ არარეალურ და რეკლამნი ტრიუკებით მაჩვენებელი ტეხავს.
ბაზუკა ძმაო ასეთი გამოთქმაა რუსული-იაბლაკო ოტ იაბლონი ნე დალეკო პადაეტ
და რატომ უნდა გაგიკვირდეს რო კროსმანმაც ეს ხარხი გამოიყენოს. ყველა კანტორა მაქსიმალურად ფირობს გასაღებას საქონლის.
აი წესიერი და სერიოზული ფირმა როა შენი ვარიას ქარხანა,კიდევაც უწერია მძიმე ტყვიების ტესტი რეალური
foxi
May 4 2010, 09:39 PM
ციტატა(iorama @ 4th May 2010 - 08:34 PM)

პრინციპში სწორიც არის ჩემი აზრით.ხომ უნდა იცოდე რა ძალის თოფს ყიდულობ.
არც მასეა საქმე! აბა მითხარი რა პრინციპით უნდა დაწერონ მახასიათებლენბი,როცა არცებობს ტყვიების ბევრი ვარიანტები როგორც
წონით ისე ფორმით,ზომით,ფაქტურით. ყველა ტყვია ხომ განსხვავებულია და ასათვლელ წერტილს სწორედაც რომ ყველაზე მსუბუქს
ირჩევენ.ამიტომაა ასეთი დიდი სიჩქარე ჩაწერილი.
ja_ja
May 4 2010, 09:50 PM
foxi ციტატა(kakha @ 4th May 2010 - 10:39 PM)

რც მასეა საქმე! აბა მითხარი რა პრინციპით უნდა დაწერონ მახასიათებლენბი,როცა არცებობს ტყვიების ბევრი ვარიანტები როგორც
წონით ისე ფორმით,ზომით,ფაქტურით.
კაიხანია ეგ ეტაპი ნორმალურმა ფირმებმა გაიარეს, აწერ თოფს ვტქვათ 24 ჯოულს და იძლევა ყველა ტყვიით 23-დან 25 ჯოულამდე, თუ ტყვია მსუბუქია ჩქარა ისვრის და იგივე ჯოლებს იღებს, თუ მძIლმეა ნელა და მაინც ის ჯოულები გამოდის, დაჟე პირამიდ აირზე ჰქონდა ტომ გეილორდს ეგ ტესტი გაკეთებული და მინიმალური ცნომილება მიიღო რომელიღაცა 12 ფუტიანი PCP ჰქოპნდა ინგლისური ვარიანტით დაყენებული. მოკლედ 11.5-დან 12-მდე ტრიალებდა სხვადასხვა ტყვიები, ერთმა რომელიღაცა ტყვიამ მისცა 12.2 ფუტი და კაიფისთვის ეწერა - უპს ახლახანს დავარღვიეთ ბრიტანული კანონებიო

კაროჩე საშუალოდ საკმარისია თოფს დააწერო ენერგია და ყველა სხვადასხვა ტყვიის და მიუხედავად მიუხედავად ფორმა წონისა მაინც თითქმის ერთნაირ ენერგიას მოგვცემს.
ადრე მაგაზე ვწერდი და ვიღაც არ მეთანხმებოდა, მერე მგონი 7.9-იანით და 10.5-იანით გსინჯე ჯოულების გამოთვლა და მაინც იგივე მივიღე.
soxa
May 4 2010, 09:54 PM
ენერგია ხომ თითქმის იგივეა რა წონის ტყვიაც არუნდა იყოს, სიჩქარეს რომ გაიგებენ და ფიქრობენ ყველა სიმძიმის ტყვიას ერთიდაიგივე სიჩქარით გაისვრის, მერე იღებენ ყველაზე მძიმე ტყვიას და იმაზე ანგარიშობენ. დაწერონ გარკვეულ წონაზე რა სიჩქარე აქვს. 2-3 საკმარისი იქნება
bazuka
May 4 2010, 09:59 PM
foxi ციტატა(kakha @ 4th May 2010 - 10:39 PM)

არც მასეა საქმე! აბა მითხარი რა პრინციპით უნდა დაწერონ მახასიათებლენბი,როცა არცებობს ტყვიების ბევრი ვარიანტები როგორც
წონით ისე ფორმით,ზომით,ფაქტურით. ყველა ტყვია ხომ განსხვავებულია და ასათვლელ წერტილს სწორედაც რომ ყველაზე მსუბუქს
ირჩევენ.ამიტომაა ასეთი დიდი სიჩქარე ჩაწერილი.
ენერგია არის ენერგია, და ტყვიის წონიდან გაომდინარე მერყეობს ძალიან მცირედით. მძიმე ტყვიას ცოტათი მეტი ენერგია გამოაქვს ლულიდან.
აი ჩემს თოფს აქვს 30 ჯოული, და ტყვიის წონიდან გამომდინარე მიახლოვებით შეგიძლია გამოთვალო თუ რა სიჩქარე ექნება სტანდარტული
ფორმის ტყვიას.
აი მაგალითად jsb 10.2-იანი სულ ცოტათი უფრი ჩქარია ვიდრე cp 10.5 იანი, თუმცა ერთი სიჩქარე რომც ქონოდა მაინც დასაშვებ ცდომილებას მიიღებდი
10.6 ბიმენ კოდიაკმაც იგივე სიჩქარე მაჩ ვენა რაც ზემოთნახსენებმა ორმა ტყვიამ.
soxa ციტატა(lasha_74 @ 4th May 2010 - 10:54 PM)

დაწერონ გარკვეულ წონაზე რა სიჩქარე აქვს. 2-3 საკმარისი იქნება
არარი საჭირო, ენერგია სრულიად საკმარისია.
foxi
May 4 2010, 10:06 PM
ციტატა(bazuka @ 4th May 2010 - 10:59 PM)

აი მაგალითად jsb 10.2-იანი სულ ცოტათი უფრი ჩქარია ვიდრე cp 10.5 იანი, თუმცა ერთი სიჩქარე რომც ქონოდა მაინც დასაშვებ ცდომილებას მიიღებდი
გასაგებია მაგრამმ ამოსავალი წერტილი რომ ყველა ფირმას ყველაზე მსუბუქი ტყვიააქვს ეგ არამგონია სარეკლამო ტრიუკი იყოს.
თანაც შენ თითქმის ერთნაირ წონიანზე ამბობ ხომ? აბა მაშინ ასე შევხედოთ: 10.5 თუ 30 ჯოულს იძლევა 7.9 რამდენად მეტი
იქნება? მარტო ცხრილით რომ ითვლებოდეს მაშინ ქრონი არგაეყიდებოდათ ასე არარის?
ja_ja
May 4 2010, 10:20 PM
foxi ციტატა(kakha @ 4th May 2010 - 11:06 PM)

თანაც შენ თითქმის ერთნაირ წონიანზე ამბობ ხომ? აბა მაშინ ასე შევხედოთ: 10.5 თუ 30 ჯოულს იძლევა 7.9 რამდენად მეტი იქნება?
დარწმუნებული ვარ თუ 10.5-იანი სიტყვაზე იძლება 290 მეტრ წამს, 7.9-იანი მისცემს 310-320 მეტრ წამს და მაინც იგივე ძალას მიირებ, მარადიორზე ეგრეა, დისკოზეც ეგრე იყო არამგონია რომ HW100-ზე სხვანაირად იყოს. თუმცა აგერ დაწეროს ბაზუკამ ორივე ტყვიის სიჩქარე და....
bazuka
May 4 2010, 10:21 PM
foxi ციტატა(kakha @ 4th May 2010 - 11:06 PM)

აბა მაშინ ასე შევხედოთ: 10.5 თუ 30 ჯოულს იძლევა 7.9 რამდენად მეტი
იქნება?
გამოვთვალე და 340 მ/წმ მიდამოებში, თუ რამე არ შემეშალა გამოთვლებში რათქმაუნდა
ჯაჯ მესროლე შენი კალკულატორის ლინკი მეტრულ სისტემაში რაა, თორე ამ გადადი გადმოდით ფპს>მს>ფპს ....
foxi ციტატა(kakha @ 4th May 2010 - 11:06 PM)

მარტო ცხრილით რომ ითვლებოდეს მაშინ ქრონი არგაეყიდებოდათ ასე არარის?
არა ფოქს, სცდები, ქრონოგრაფი გჭირდება იმისათვის, რომ არეგულირო, დამრტყმელი რომ მიიღო სასურველი ენერგია, ან სიჩქარე.
ასევე იმის დასადგენად თუ რამდენად შეესაბამება სენი შაშხანა ქარხნულ პარამეტრებს.
უბრალო მომხმარებელს ქრონი ნაკლებად სჭირდება.
ja_ja
May 4 2010, 10:30 PM
bazuka ციტატა(bazuka @ 4th May 2010 - 11:21 PM)

ჯაჯ მესროლე შენი კალკულატორის ლინკი მეტრულ სისტემაში რაა, თორე ამ გადადი გადმოდით ფპს>მს>ფპს ....
აგერაა, მარჯვენა კლიკი და მიეცი Save Target as და შეინახე შენტან ლოკალუად კომპზე
bazuka
May 4 2010, 10:42 PM
ja_ja
გაიხარე, მაგარი რამე გაქვს, ყველაფერია რაც გჭირდება აირგანერს.
ესეიგი 7.9 არ გამიზომია იმიტო რომ არ მაქვს, მარა გამიზომავს 16.1 გრაინიანი ეუნჯინი და ზუსტად აღარ მახსოვს მარა მივიღე სადღაც 240-250 მ/წმ სიჩქარე.
მაშ ასე ჩემს თოფს 10.5 გრაინზე აქვს 290 მ/წმ სიჩქარე პლიუსმინუს 1-2 მეტრწამი ტყვიის მწარმოებლიდან გამომდინარე
ეს არის სადღაც 29 ჯოული, რადგანაც ცნობილია, რომ მძიმე ტყვიას, f.a.c. ფერსიის შაშხანებში გამოაქვს მაქსიმუმ 2-3 ჯოულით მეტი ენერგია ლულიდან, ესეიგი ათვლის წერტილად ავიღოთ 31 ჯოული, და შევიყვანოთ ჯაჯასმიერ მოწოდებულ ბოლო ფორმულაშო
გრაინი 16.1
.................=31ჯოული
(გამოსათვლელი)მ/წმ
დავაწვეთ = და მივიღებთ პასუხს 243 მ/წმ (ხოდა აი ზუსტად მაგ მიდამოებში იყო.
bazuka
May 4 2010, 10:53 PM
111111
foxi
May 5 2010, 12:08 AM
საინტერესოა 30 ჯოულის მქონე თოფით ნადირობა. დისკოზე რომ ეგ ძალა მივიღო რომელ ტყვიებს მირჩევთ?
cz80
May 5 2010, 12:14 AM
ციტატა(kakha @ 5th May 2010 - 12:08 AM)

დისკოზე რომ ეგ ძალა მივიღო რომელ ტყვიებს მირჩევთ?
დისკოზე მაგხელა სიჩქარეს როგორ მიიღებ?
კაკ მინიმუმ 10,5 გრანიანი ტყვიები უნდა გაუშვა 300მ/წმ-ით
არა მგონია დისკოსგან ეს გამოწურო..
ჩმა

შეიძლება ვცდები
ja_ja
May 5 2010, 08:02 AM
foxi ციტატა(kakha @ 5th May 2010 - 01:08 AM)

საინტერესოა 30 ჯოულის მქონე თოფით ნადირობა. დისკოზე რომ ეგ ძალა მივიღო რომელ ტყვიებს მირჩევთ?
დისკოთი მაგ ენერგიას ვერ მიირებ, თუ მიიღებ გექნება 10-15 გასროლა 40-ის მაგივრად. რაც შეეხება 30 ჯოულის საჭიროებას, სრული სისულელეა, სტანდარტულ 22-23 ჯოულზე დისკოდან გაშვებულ ტყვიას იმხელა ენერგი ააქვს რომ 50 მეტრზე არსებას გამჭულ ჭროლობას უჩალიჩებს, რაც ნადირობის მხრივ არაფეფექტურია, 30 ჯოული უფრო მეტ სიჩქარეს და უფრო ნაკლები ენერგიის დატოვებას ნიშNავს სამიზნეში. ანუ გინდა რომ მხოლოდ ჭრილობის ხარჯზე მოკლა არსება, ეგ კი ძნელია, ყველა გაგექცევა და ვერ გაიგებ მოხვდა თუ არა.
tengo
May 5 2010, 01:22 PM
ja_ja
რავიცი, რუსები კი უბრახუნებენ დისკოთი 10.5-იანი ტყვიებით 290-300-ის ფარგლებში.
ja_ja
May 5 2010, 03:06 PM
tengo და გასროლების რაოდენობები????
ეგრე სხვას თუ აყევი არ მორჩება გონკაობა, ეგრე ევანიქსის რამდენიმე მოდელი 90 ჯოულს იძლება, მაგრამ 1 ლიტრიანი რეზერვუარით (სინამდვილეში 900 კუბიკით) სულ რაღაც 10-20 გასროლას აკეთებს და ფაფუ. უხეშად გასროლაზე 50 კუბიკიდან 100 კუბიკამდე ჰაერის მოტყორცნა... მემგონი სუპერ პუპერ ზედმეტია.
თან კაი ჯანდაბას მივიღეთ ეგ 90 ჯოული, ამასობაში ეგრეთწოდებული "გეკო" იძლევა 120 ჯოულს, თითქმის დავეწიეთ, მარა რა უნდა გააკეთოს მაგ ენერგიით 4.5-იანმა ტყვიამ???
მსუბუქი ჰაერში ატრიალდება, სხვათაშორის 10.5-იანის მსუბუქია მაგისთვის, ხალხი კორეულ ტყვიებს იყენებს 1.5-2 გრამიანს, რაც გრანევში 22-35 გრანია, გაგყიდის მაგათი შეძენა, ან რას ესვრი 4.5-იანს

ტახს იმედია არ გაეკიდები..
მოკლედ რავიცი კაცია და გუნება

თუ სურვილი გაქვს პრობლემა არაა, უბარლოდ, ნასოსით მუსკულებს დაიყენებ.....
bazuka
May 5 2010, 03:10 PM
ციტატა(ja_ja @ 5th May 2010 - 04:06 PM)

მაგრამ 1 ლიტრიანი რეზერვუარით (სინამდვილეში 900 კუბიკით) სულ რაღაც 10-20 გასროლას აკეთებს და ფაფუ
ეგ შაშხანა კიარა, ბოდიბილდერების ტრენაჟორია
foxi
May 5 2010, 03:22 PM
ციტატა(ja_ja @ 5th May 2010 - 09:02 AM)

ჭრილობის ხარჯზე მოკლა არსება, ეგ კი ძნელია, ყველა გაგექცევა და ვერ გაიგებ მოხვდა თუ არა.
გააჩნია როგორ და სად მოარტყავ.
ja_ja
May 5 2010, 04:36 PM
foxi ციტატა(kakha @ 5th May 2010 - 04:22 PM)

გააჩნია როგორ და სად მოარტყავ
ნუუ ახლა ისეთი რაღაც დაწერე რომ მაგარი საკამათოა, ეგრე თავში 3-4 ჯოულის რომ ლეწო საკმარისია, რაის 30 და 90 ჯოული
soxa
May 5 2010, 06:05 PM
foxi
ჯერ ჩამოვიდეს და ენერგიის მომატებაზე კი არა გაწმენდის მეტზე არაფერზე იფიქრებ. არაა ეგ ის იარაღი რომ გადაკეთებაზე იფიქრო, ყველაფერი ზომიერი და საკმარისი აქვს, თუ ლადო ასათიანის ლექსს არ მივყვებით და მაშინ აღარაფერი დაგვაკმაყოფილებს
foxi
May 5 2010, 07:35 PM
ციტატა(lasha_74 @ 5th May 2010 - 07:05 PM)

foxi
ჯერ ჩამოვიდეს და ენერგიის მომატებაზე კი არა გაწმენდის მეტზე არაფერზე იფიქრებ. არაა ეგ ის იარაღი რომ გადაკეთებაზე იფიქრო, ყველაფერი ზომიერი და საკმარისი აქვს, თუ ლადო ასათიანის ლექსს არ მივყვებით და მაშინ აღარაფერი დაგვაკმაყოფილებს
გაწმენდა კი მიყვარს თოფებს ვაპრიალებ ხოლმე.
soxa
May 5 2010, 08:59 PM
ციტატა(kakha @ 5th May 2010 - 08:35 PM)

გაწმენდა კი მიყვარს თოფებს ვაპრიალებ სისინი გასDით ხოლმე.
ხოდა ჩემო ძმაო მაგ თოფს მეტი არაფერი უნდა
foxi
May 5 2010, 11:40 PM
ციტატა(lasha_74 @ 5th May 2010 - 09:59 PM)

ხოდა ჩემო ძმაო მაგ თოფს მეტი არაფერი უნდა
უნდა სოხა ჯან კარგი ოპტიკაც უნდა. ეხლა ვარჩევ კაკრაზ.
soxa
May 5 2010, 11:49 PM
ციტატა(kakha @ 6th May 2010 - 12:40 AM)

უნდა სოხა ჯან კარგი ოპტიკაც უნდა. ეხლა ვარჩევ კაკრაზ.
კაცოუ, სად ოპტიკა და სად ენერგიის და სიჩქარეების გაზრდა. მაგას კარგი მოდერია თუ შრაუდერი(გადამრევს ეს ორ-ორი სახელი ჩემო სოსო) ეგეც უნდა, შენს ფიშტოს ველოდები და ერთად გავაკეთებინოთ
cz80
May 6 2010, 12:07 AM
ციტატა(lasha_74 @ 5th May 2010 - 11:49 PM)

მაგას კარგი მოდერია თუ შრაუდერი(გადამრევს ეს ორ-ორი სახელი
მოდერი ლაშაჯან,მოდერი


შრაუდერს ვერ წამოაცმევ დისკოს, დაბალი ლულის კოლოფი აქვს
foxi
May 6 2010, 12:19 AM
ციტატა(lasha_74 @ 6th May 2010 - 12:49 AM)

კაცოუ, სად ოპტიკა და სად ენერგიის და სიჩქარეების გაზრდა. მაგას კარგი მოდერია თუ შრაუდერი(გადამრევს ეს ორ-ორი სახელი ჩემო სოსო) ეგეც უნდა, შენს ფიშტოს ველოდები და ერთად გავაკეთებინოთ
ვა ეგ რა მაგარი რამე მოიფიქრე სჰენ გაიხარე აი. მაგაზე მეც ვფიქრობ მაგრამ მასტერ-ბლასტერი არვიცი სად ვნახო.
tengo
May 6 2010, 09:49 AM
ja_ja
წყალში მყოფ გარეულ იხვებზეა კარგი,ზღვის სანაპიროდან მინიმუმ 100 მეტრის მანძილზე ჯდებიან. ამ შემთხვევაში საკმარისია 10 გასროლაც.
გეკოთი სანადიროდ რომ დავდიოდი, დღის განმავლობაში 10-ზე მეტს ვერც ვისროდი ალბათ.არაა იმდენი ფრინველი და ცხოველი წამდა-ყწუმ ისროლო და რომც იყოს 10-დან 5-იც რომ მოკლა ისიც საკმარისია.
bazuka
May 16 2010, 04:39 PM
ესეიგი დღეს ვისროლე ქრონში 3 ტყვია
H&N ჰანთერი ზუსტად 300 მ/წმ
ეუნჯინ 16გრაინიანი 246 მ/წმ
და ქროსმან 7.9 გრაინიანი 329 მ/წმ
soxa
May 16 2010, 05:17 PM
bazuka
და ეგ რაღა გამოვიდა, რომ ყველაზე დიდი ენერგია ეუჯინს ქონდა? და რაც ნაკლებია ტყვიის წონა მით ნაკლებია ენერგია? დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია
Power_VANO
May 16 2010, 05:28 PM
რატომ კაცო...
მაგ სიჩქარეების მიხედვით გამოდის რომ:
ჰანტერს ჰქონდა 30.15 ჯოული ენერგია
ეუნჯინს - 31.37 ჯოული
7.9-იან კროსმანს - 27.70 ჯოული
soxa
May 16 2010, 05:37 PM
Power_VANO
ვანიჩკა მაგი ვთქვი მეც. ეუჯინი ყველაზე მძიმეა, მერე მოდის ჰანტერი და ყველაზე მჩატეა კროსმანი. და აქედან გამომდინარე ყველაზე მძიმე ტყვიას ყველაზე მეტი ენერგია აქვსთქო, და აკლდება წონა და შესაბამისად იკლებს ენერგიათქო. არ მეგონა ამხელა განსხვავება თუ იქნებოდა. 2.5 ჯოული პატარა საქმეს არ გააკეთებს. დაახლოებით 8%
bazuka
May 16 2010, 05:40 PM
soxa
პრინციპში ეგრეა, რაც მძიმეა ტყვია მით მეტი ენერგია გამოაქვს ლულიდან
აი 7.9-იანს ყფრო მეტი სიჩქარე კი უნდა ჰქონოდა ალბად 335 მაინც, თუმცა მაგაზეც მაქს ახსნა
ქროსმანს კაბაში ფართო და ღრმა ხვრელი აქვს, რის გამოც მიმწოდებელი ბოლომდე ვერ სვავს ნარეზზე
სა აის გამო გარკვეული ენერგია მანფ იხარჯება (ჩმა)
Power_VANO
May 16 2010, 05:47 PM
soxa სორი, სორი, მე პირიქით გავიგე
bazuka
May 16 2010, 06:26 PM
soxa
May 16 2010, 11:08 PM
ვიცი? არ ვიცი, რა ვიცი?!.....
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.