თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები _ ორი მწარმოებელი, ხუთი სხვადასხვა ტყვია - წონის ტესტი

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 10 2010, 12:40 PM

გამოვაცოცხლოთ ფორუმი smile.gif

მოკლედ, ბევრი საუბრით თავი რომ არ შეგაწყინოთ, ეს თემა გაგრძელებაა ჩემი ხუთი სხვადასხვა ტყვიის ტესტისა, რომლის ხილვა ამ ლინკზე შეგიძლიათ: http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1115

ამ ეტაპზე ესაა წონის ტესტი, ანუ რომელი ტყვია რამდენ გრანს იწონის რეალურად.

შეგახსენებთ, რომ:

ტესტირებაში მონაწილეობდნენ:

http://www.pyramydair.com/s/p/Crosman_Premier_Heavy_177_Cal_10_5_Grains_Domed_1250ct/154




http://www.pyramydair.com/s/p/Benjamin_Discovery_177_Cal_10_5_Grains_Hollowpoint_500ct/587




http://www.pyramydair.com/s/p/H_N_Baracuda_Match_177_Cal_10_65_Grains_Round_Nose_500ct/20




http://www.pyramydair.com/s/p/H_N_Baracuda_Hunter_177_Cal_10_34_Grains_Hollowpoint_200ct/746




http://www.pyramydair.com/s/p/H_N_Field_Target_Trophy_177_Cal_8_64_Grains_Domed_500ct/33




ტესტირების მეთოდი

ტესტირებისას შემთხვევითი შერჩევის წესით შერჩეულ იქნა 10-10 ტყვია და სათითაოდ აიწონა სასწორზე. შემდეგ მოხდა ამ 10-ვე ტყვიის ერთად აწონვა და საშუალო წონის გამოყვანა.

ტესტირებისას გამოყენებული იყო American Weigh AMW-100 სასწორი, რომლის მიმოხილვაც ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ: http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1216




ტესტი


1) Crosman Premier, Domed. მუყაოს კოლოფიდან. რეკლამირებული წონა: 10.5 გრანი





პრეტენზია არ გვაქვს, ტყვიის წონა 10.4-სა და 10.6 გრანს შორის დარბის, საშუალო წონა კი 10.52 გრანია ათი ცალი ტყვიისთვის. მწარმოებელი ტყვიის წონას ზუსტად აღნიშნავს.

ასევე, ნუ დაგვავიწყდება, რომ თავისი ცდომილება სასწორსაც აქვს, რაც 0.01 გრამია. გრანებში ეს მაჩვენებელი არის 0.154 გრანი.


2) Benjamin Discovery Hollowpoint, რეკლამირებული წონა: 10.5 გრანი





ზუსტად იგივე შედეგია BHP-ს შემთხვევაშიც. ერთეული ტყვიის წონა 10.4-დან 10.6 გრანამდეა, თუმცა საშუალო წონა აქაც ახლოსაა იდეალურთან - 10.48 გრანი.
მოკლედ, კროსმანი ძია ტყვიის წონებს ზუსტად აწერს კოლოფზე - საშუალო წონა რეკლამირებულის ტოლია.

ახლა გადავიდეთ მეორე მწარმოებლის - H&N-ის ტყვიებზე.


3) H&N Baracuda Hunter, რეკლამირებული წონა: 10.34 გრანი





ტყვიის რეკლამირებული წონა 10.34 გრანია. ასეთი სიზუსტე კი ჩემი ბიუჯეტური სასწორისთვის მიუღწეველია.
აწონვისას ტყვიების წონა 10.3-დან 10.5 გრანამდე მერყეობდა, რეალურად კი, 10 ტყვიის აწონვის შემდეგ საშუალო წონა გამოვიდა 10.38 გრანი, ესეც საკმაოდ ახლოსაა რეკლამირებულთან.


4) H&N Baracuda Match, რეკლამირებული წონა: 10.65 გრანი





მოოოკლედ, ამ ტყვიამ რომ არ გაგვაოცოს, ხომ არ შეიძლება...
პირველ ტესტირებაში იდეალური ზომების განმეორებითობის მიუხედავად, დისკოს ლულას ვერ შეეწყო და მთლად კარგი შედეგები ვერ აჩვენა სიზუსტის მხრივ, ახლა კი...

მიუხედავად იმისა, რომ მეგონა ჩემს არსენალში ყველაზე მძიმე ტყვია Baracuda Match-ი იყო, რეალურად ასე არ აღმოჩნდა. ტყვია, რომელსაც მწარმოებელი რეკლამირებას უწევს, როგორც 10.65 გრანი წონისას, რეალობაში არის 10.2 გრანი!

თუმცა, ისევ და ისევ, აღსანიშნავია ხარისხის კონტროლის უმაღლესი დონე ამ ტყვიებთან მიმართებაში, 10-ვე ტყვიას იდეალური განმეორებითობა ჰქონდა, 10.2 გრანი, საშუალო წონა კი 10.22 გრანი გამოვიდა.

მოკლედ, ისეთი ტყვიებია, გადარჩევა რომ არ სჭირდება, წონითაც და ზომებითაც იდეალურად ჰგვანან ყველანი ერთმანეთს, უბრალოდ რეკლამირებული და რეალური წონა ერთმანეთს არ ემთხვევა.
ჰო, + დისკოს არ ევასება biggrin.gif


5) H&N Field Target Trophy, რეკლამირებული წონა: 8.64 გრანი





ჰოო, FTT-ს როგორც ჩანს ცოტა სიმსუქნისკენ აქვს მიდრეკილება, რაღაც ბევრი ქონები აქვს აკიდებული smile.gif

აწონვისას ტყვიების წონა მერყეობდა 8.6-დან 8.8 გრანამდე, 10 წყვიის აწონვის შემდეგ კი საშუალო წონა 8.74 გრანი გამოვიდა, რაც რეკლამირებულზე 0.10 გრანით მეტია. როგორჩ ჩანს, ნამდვილად ცოტა ზედმეტ საკვებს იღებენ ეს ტყვიები.

+ ტყვიები ბიუჯეტური კლასისაა და ხარისხის კონტროლზეც ცოტა დაზოგილია თანხები smile.gif



ესეც ასე, მორჩა ტესტი. იმედია საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეთ და შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანეთ.

პოსტის ავტორი: nihontoman Aug 10 2010, 01:44 PM

ამ ბოლო ტყვიებს რომ ვისვრი, ჰატსანის 5 ლარიანი ტყვიებისაგან განსხვავებით ქვემოთ მიაქვს ფანტომს. ეს იმისი ბრალია, რომ ფილდ ტარგეტებით სროლისას ფანტომს შედარებით უფრო დინჯი და ძლიერი დარტყმა აქვს (და ხმა უფრო სასიამოვნოა), ხოლო ჰატსანის სროლისას დარტყმა უფრო სწრაფია, თუმცა თოფი თითქოს უფრო კაპრიზულად ხტუნაობს.

ფილდ ტარგეტებით ასე 20 მეტრაში (ზუსტად არ ვიცი, მარა წესით 20 მეტრა იქნება) ხელიდან აივნიდან bughole-ებს ვაკეთებ ერთ საცოდავ ხეზე. ეგრეთწოდებული ატრივები არ მქონია (ოპტიკაში არ ჩანს ყოველშემთხვევასი, სამაგიეროდ, ერთი დიდი ღრმა ხვრელია biggrin.gif)
ბიუჯეტური ეძახე, და ჩემს ფანტომს მძიმე პრემიერებზე უფრო მეტად მოსწონს (არ ვიცი რატომ, მარა რატომღაც მგონია, რომ პრემიერებზე უფრო ზუსტებია...)
შეიძლება იმისი ბრალია, რომ 10.5 გრანი ცოტა არ იყოს და ზედმეტია ფანტომისათვის.....

მოკლედ კარგი ტყვიებია ძაან.


ჰანტერებიც მაქვს, მარა ისინი ჯერ არ გამიტესტია ჯგუფურობაზე..... თუმცა ფილდ ტარგეტებზე უფრო ხარისხიანი სესრულებული ნაღდად არის.....

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 10 2010, 02:01 PM

nihontoman
ჰო, რას გაიგებ, ზოგ თოფს მოსწონს რაღაც, ზოგს არა. დისკოს არ მოსწონს მაგალითად FTT და მოკალი თუ გინდა. დაჟე Baracuda Match-იც არ მოსწონს, ბრწყინვალე შესრულების ტყვიაა არადა, გინდა წონით, გინდა ზომებით...

პოსტის ავტორი: nihontoman Aug 10 2010, 02:09 PM

Power_VANO
მიმართლებს მოკლედ. ჩემს ფანტომს ყველაფერი მოსწონს, ძაან ბანძი ტყვიების გარდა biggrin.gif

რაც ტესტირებას შეეხება, არ გინდა ერთი ას-ასი ტყვია აწონო ერთად და ცალ-ცალკე ? biggrin.gif ხო იცი, რაც უფრო ფართოა ექსპერიმენტი, შედეგიც უფრო სანდოა.....

პოსტის ავტორი: Power_VANO Aug 10 2010, 02:18 PM

nihontoman
ცალ-ცალკე არა და ერთად შეიძლება biggrin.gif


პოსტის ავტორი: SVD Nov 21 2015, 05:08 PM

სულ მაინტერესებდა თურქული ტყვიები რა წონის არის აი 2 3 ლარი რომ ღირს ეგენი?

პოსტის ავტორი: ნიკა Nov 21 2015, 05:19 PM

SVD ალბათ 0.3-0.4 გრამი ან ცოტა მეტი

პოსტის ავტორი: SVD Nov 21 2015, 05:24 PM

ციტატა(ნიკა @ Nov 21 2015, 06:19 PM) *
SVD ალბათ 0.3-0.4 გრამი ან ცოტა მეტი

ზუსტად მაინტერესებს იქნებ ქონდეს ვინმეს აწონილი,არა ეგეთი მსუბუქი არმგონია

პოსტის ავტორი: ნიკა Nov 21 2015, 05:28 PM

ზუსტად არ ვიცი მაგრამ 0.5-ზე მეტი ნამდვილად არ იქნება

პოსტის ავტორი: userman Nov 21 2015, 06:25 PM

SVD

ციტატა(SVD @ 21st November 2015 - 06:08 PM) *
სულ მაინტერესებდა თურქული ტყვიები რა წონის არის აი 2 3 ლარი რომ ღირს ეგენი?



ციტატა(SVD @ 21st November 2015 - 06:24 PM) *
ზუსტად მაინტერესებს იქნებ ქონდეს ვინმეს აწონილი,არა ეგეთი მსუბუქი არმგონია


ზუსტად გეტყვი 0,45- 0,46 გრამია . ეხლა სურათის დადება არ მომთხოვო smile.gif

პოსტის ავტორი: SVD Nov 21 2015, 07:40 PM

ციტატა(userman @ Nov 21 2015, 07:25 PM) *
SVD






ზუსტად გეტყვი 0,45- 0,46 გრამია . ეხლა სურათის დადება არ მომთხოვო smile.gif

წონის გამო არვარგა თუ ხარისხის გამო ერთი მეორეს რომ არ გვანან ?

პოსტის ავტორი: ნიკა Nov 21 2015, 09:02 PM

ნეტა მარტო წონის გამო არ ვარგოდეს biggrin.gif
1. თითქმის ყველა სხვადასხვანაირია, ზოგი დაკაწრულივითაა
2. კოლოფში რამდენიმე ცალი დაზიანებულია ხოლმე, ზოგი ისეთია რომ ლულაშიც არ ჩადის
3. თან რაღაც უსვია და თითები სულ მელაქება (ალბათ ლულაც)
4. ძალიან რბილებია
5. მახინჯ ყუთში ყრია

ალბათ კიდე აქვს რამე მინუსი biggrin.gif ისე რამდენიმენაირია ეგ თურქული 2-3 ლარიანები. თითქმის უმეტესობა როგორც დავწერე ისეთებია. სხვათაშორის ბოლოს რაც მქონდა ის შედარებით პატარა კოლოფი იყო, 200 ტყვია იყო მგონი და ძალიან მომეწონა, წონით მსუბუქები იყვნენ მაგრამ გარეგნულად ლამაზები იყვნენ და ერთმანეთს გავდნენ biggrin.gif სიზუსტეც ნორმალური ქონდათ. ჩემი აზრით პლინკისთვის მშვენიერი ვარიანტია ეს ტყვიები

პოსტის ავტორი: SCORPIONS Nov 22 2015, 03:46 PM

ნიკა

ციტატა(ნიკა @ 21st November 2015 - 10:02 PM) *
ძალიან რბილებია
მაგი პლუსია და არა მინუსი,მაგრამ არა მგონია მაგენი J.S.B იზე რბილები იყვნენ..ანუ რბილი შენადნობით დამზადებულები.


ციტატა(ნიკა @ 21st November 2015 - 10:02 PM) *
მახინჯ ყუთში ყრია
ყუთი რაღა შუაშია?

P.S. ქროსმან პრემიერები ვაფშე კარტონის ყუთში ყრია,მაგრამ ნახავ დღეს ვიდეოს,მრ-512 ით რა ჯგუფი მივცხე 20 მეტრზე.ვოტ

პოსტის ავტორი: ნიკა Nov 22 2015, 04:40 PM

SCORPIONS დაზიანების მხრივ კარგია მაგრამ ლულაში ჩადებისასაც დამიჭ*ლეტია ბევრჯერ. ყუთზე ვიხუმრე biggrin.gif

იქ ყ-ს მაგივრად ფიფქრი რატო დაწერა? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Nov 22 2015, 05:32 PM

ნიკა

ციტატა(ნიკა @ 22nd November 2015 - 05:40 PM) *
იქ ყ-ს მაგივრად ფიფქრი რატო დაწერა?
ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რატოც biggrin.gif რო დაგეწერა დამიჭყლიტაო,არ დაგფიფქავდა. შენ კი wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნიკა Nov 22 2015, 05:35 PM

არ ვიცოდი მაგ სიტყვის თქმაც ცენზურის დარღვევა თუ იყო biggrin.gif სწორი რომელია? ი თუ ე?

პოსტის ავტორი: ნიკა Nov 22 2015, 05:58 PM

ციტატა(SCORPIONS @ Nov 22 2015, 04:46 PM) *
ნიკა
P.S. ქროსმან პრემიერები ვაფშე კარტონის ყუთში ყრია,მაგრამ ნახავ დღეს ვიდეოს,მრ-512 ით რა ჯგუფი მივცხე 20 მეტრზე.ვოტ


ეგ რა ღირს? და რამდენი ტყვიაა ყუთში?

პოსტის ავტორი: SCORPIONS Nov 22 2015, 06:03 PM

ნიკა IARAGI .GE
GREGORI-ს კითხე მანდ.
მგონი 1250 ცალია შეკვრაში.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services