თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ AirSoft _ ბანანა ჰაუსი და AIRSOFT-ის იარაღები

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 11 2009, 10:47 PM

ესეც ჩემი რეპორტი შეპირებულ მაღაზიაში გასეირნებიდან.

ქვესათაუროდან ალბათ ჩანს რომ საკმაოდ მომეწონა აგი მაღაზია smile.gif

პირველად ვნახე საქართველოში მაღაზია, რომელშიც რაღაც დონის არჩევანია იმ საგნებზე რაც გაინტერესებს და რაც მთავარია გულისხმიერი პიროვნება (არ ვიცი რა დავარქვა, ალბათ უფრო კონსულტანტი, მაგრამ საუბარში ემჩნეოდა თვითონაც არანაკლებად ანთებულია ამ სპორტის სახეობით)

მოკლედ ასე იყო თუ ისე, კაიხანია რაცხას აღება მინდა, მარა ნორმალური PCP აქ არ გაიჩითა, საზღვრებს გარეთ მე ვერ ამოვარჩიე, რაც ამოვარჩიე ძვირიანია, ამასობაში ამ ფორუმზე ხალხმა რამდენიმე თემა გახსნეს AIRSOFT-ზე. მართალია ეს საქმე ბავშურ საქმეთ მიმაჩნდა, მაგრამ იუტუბის ვიდეოების ნახვის მერე და იმის მერე რაც დღეს ვნახე ეს იარაღი საბავშვო ასაკიდან აშკარად გამოვიდა და ზრდასრულში გადავიდა smile.gif

ესეიგი მაღაზია არის საბურთალოზე, კოსტავას 76, ნუ ვინც ვერ მიხვდა ეს არის გეპეის მეექვსე კორპუსამდე არმისული, მოპირდაპირე მხარეს.

აგერ სურათიც


გადიდებისთვის დააჭირეთ სურათს


ძირითადად საბავშვო სათამაშოებია, მაგრამ არის AIRSOFT-ის განყოფილებაც. რამდენიმე ავტომატია, რამდენიმე პომპიანი ეგრეწოდებული დრაბავიკი, პისტალეტები და რათქმაუნდა პლასტმასის შარიკების ოხრად არჩევანი. მინდოდა ყველაფრის გადაღება, მაგრამ რომ ვიკითხე დიდად უფროსობა უფლებას არ გვაძლევსო, თან ისეთი კაი კონსულტაცია გამიწია იქ მყოფმა ბიჭმა რომ ვერანაირად ზედმეტად ვერ შევეხვერწებოდი, რაღაც დისტანცია გამიჩნდა, მაგრამ თვითონვე შემომთავაზა რამდენიმეს სურათის გადაღება. ძირითადად ამერიკულებს დავადე ხელი (მაპატიეთ კალაშნიკოვების მოყვარულებმა და ვერ ვიტან მაგ იარაღს smile.gif ), თუმცა შემდეგ მეორე მეგობრისგან გაირკვა რომ ეს დასაკეცი კალაშნიკოვი თურმე ერთერთი კაი ყოფილა მექანიზმისა და ძალის ვარიანტში. რავიცი, რავიცი...

მოკლედ არის ჩინური ფირმის იაღაღი, მაგრამ ჩინური და ეგეთი ხარისხიანი თან ლითონისგან გაკეთებული მე ჯერ არაფერი არ მინახია. არის პლასტმასის ვერსიების, რათქმაუნდა გაცილებით იაფი ღირს, მაგალითად პლასტმასის M4A1 ღირს 189 ლარი, დანარჩენები ასევთქვათ იგივე მოდიფიკაციები ლითონის ბაზაზე უკვე ლავირებს 240-ლარიდან 280 ლარამდე. მაგრამ ღირს და აი რატომ

სრული ლითონის კონსტრუქცია, მასას ხელში გრძნობ და ვერ იგებ რეალური იარაღი გიჭირავს თუ აირდსოფტი, მჭიდებიც ლითონისაა (ეტევა 400 ბურთულა), არის დასაკეცი სამიზნეებით (ღია სამიზნეები და არა ოპტიკა), სამიზნის გარეშე, მაყუჩის იმიტაციით, დასაკეცი კონდახით და ასე შედმეგ. მოკლედ ეგეთი რეალიზმამდე მიყვანილი არაფერი მინახია, საიტებზე რომ ვუყურებდი მაინც პლასტმასის სათამაშოები მეგონა, თან ყველას ცხვირზე წითელი რაღაც აქვს მიკრული, ესენი კი სოლიდური შავი თოფებია. მოკლედ ემოციები ძლივს შევიკავე და ლამის იქვე ვიყიდე ერთიცალი, მაგრამ ბოლოს მეთქი ცოტა წყნარ ჭკუაზე შევალთქვა და მერე ავირებთქო smile.gif


რაც შეეხება მოდელებს, თვითონ კონსულტანტი აღმოჩნდა მაგარი კაი კაცი, ახსნაც არ დაეზარა, ამა თუ იმ მოდელის პლიუს მინუზების ჩამოთვლა, რა რისთვისაა როდის გამოდგება და ასე შემდეგ (აშკარად თვითონაც "ყომარობს", საუბარში ემჩნეოდა მუღამშია). მოკლედ თბილისში ეს იყო მეორე მაღაზია სადაც მომსახურებას დიიდი, ვებერთელა პლიუსი დავუწერე (პირველი თავისუფლებაზე იყო პ და ნ-ს მაღაზია, იქ კონსულტანტი იყოოოო, ტელევიზორს ვყიდულობდი და ლამის ბოლო ტრანზისტორამდე ტიპმა ყველაფერი იცოდა, და არ ეზარებოდა ადამიანურად გიხსნიდა, არა ისე, ზოგიერთ მაღაზიებში რომ იციან, ეს მაგარი პლაზმური ტელევიზორია, ის კიდევ ნაკლებად მაგარიაო, ამასობაში ორივე ერთნაირი LCD ტელევოზორი დევს, იქეთ ჭკუას გასწავლიან რას ამბობ პლაზმააო smile.gif ). მოკლედ გადავუხვიე თემას.


მოდელის დასახელებები ზუსტად არ ამომიწერია (იმედია მაპატიებთ), მაგრამ აგერაა სურათები:


გადიდებისთვის დააჭირეთ სურათს

ყველაზე კაი მოდელიაო, ასე მითხრა, გრძელილი ლულა, დასაკეცი კონდახი, თან კონდახში ჯდება აკუმულატორები დაამით ბანალსირება ხდება იარაღის. თუმცა აქვს ერთი მინუსი, ქარხნულად არ მოყვება ღია სამიზნე, ასე რომ ოპტიკის გარეშე ძნელი იქნება მიზანში გარტყმა. თუარავცდები ფასი აქვს 249 ლარი


გადიდებისთვის დააჭირეთ სურათს

სტანდარტული კონდახის ვერსია, კაი იარაღია, ესეც რკინისაა, უბრალოდ კონდახი უკარგავს ტექნოლოგიურ შიკს smile.gif ფასი მგონი 250 ლარი


გადიდებისთვის დააჭირეთ სურათს

დასაკეცი კონდახით, რავიცი მე ყველაზე მეტად ეს მომეწონა, ფასი მგონი 269 ლარი თუ 279 ლარი არარ მახსოვს


გადიდებისთვის დააჭირეთ სურათს

იგივე თაროზე თავის ყუთზე

(სურათები განვაახლე, ანუ სრული ვარიანტები დავდე, მაგრამ მაინც დარჩა ხარვეზი, რომელიც გადაღების დროს გადამხდა smile.gif ჯერ ვერ გადავიღე, მერეადა ვერ მოვტვინე რომ ცოტა შორიდან გადამეღო და მთელი თაროები ამეღო ფოკუსში რომ სხვა საქონელიც გამოჩენილიყო)

აი ბურთულების ფასი მეძვირა 4000 ღირს 24,75 ლარი, იდეაში პირამიდზე და ამაზონზე უფრო იაფად იყიდი, მაგრამ ჩამოტანას რომ ვანგარიშობ ლამის იგივე ფასზე გადიხარ, ნუ მაქსიმუმ ყველაზე სარფიანი ვარიანტი პირამიდზე ვნახე 8000 ბურთულა, რომელიც ჩემი უხეში გაანგარიშებით ჩამოტანიანად 40 ლარი დაჯდება, თუ ჩავთვლით რომ აქ იგივეს 48-50 ლარად აიღებ რამდენად ღირს ჩალიჩი არ ვიცი.

ჰოო კიდევ აქვთ ფასდაკლების კუპონები და სისტემები, ანუ თუ ვინმე ყიდულობს 50 ლარზე მეტს იღებს 5%-იანი ფასდაკლების კუპონს, თუ შემდგომში 500 ლარს გადააჭარბებს შენი შენაძენი 10%-ზე ადის ფასდაკვება და ასე შემდეგ, ბოლოს მგონი 1500 ლარზე, თუ რაღაც ეგეთზე 25% მაქსიმუმი.

ფასდაკლების კუპონი შეიძლება შენ მოგცენ, მაგრამ შეგიძლია სხვაც ასარგებლო, შესაბამისად ვინც იყიდის იმას ფასდაკლება ექნება და ასე შემდეგ. მოკლედ მალადეც მაგრა აქვთ ყველაფერი მოფიქრებული. სასიხარულოა რომ ზოგიერთი ფირმა მაინც ჭკუით უდგება ამ საქმეს.

მოკელდ პირადად ჩემგან მაგარი პლიუსი ადევს მაღაზიასაც და ამ იარაღსაც, ამ დღეებში შეიძლება საყიდლადაც კი გავიდე smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 12 2009, 08:30 AM

ვაა საინტერესოა, დიდი მადლობა Ja-Ja საინტერესო განხილვისტვის, მანდვე მვუშაობ და შევივლი ერთი მანდ smile.gif

პოსტის ავტორი: Jah Mar 12 2009, 09:23 AM

ძალიან მაგარი რეპორტია!

ციტატა(ja_ja @ 11th March 2009 - 11:47 PM) *
პირველად ვნახე საქართველოში მაღაზია, რომელშიც რაღაც დონის არჩევანია იმ საგნებზე რაც გაინტერესებს და რაც მთავარია გულისხმოერი პიროვნება (არ ვიცი რა დავარქვა, ალბათ უფრო კონსულტანტი, მაგრამ საუბარში ემჩნეოდა თვითონაც არანაკლებად ანთებულია ამ სპორტის სახეობით)

+100
მეც მაგრად გამიკვირდა და მესიამოვნა.

ja_ja
შემთხვევით სნაიპერული შაშხანები ხომ არ იყო... თორე მე რომ ვიყავი არ იყო, და ხომ არ შემოუტანიათ...

პოსტის ავტორი: bazuka Mar 12 2009, 01:02 PM

ციტატა(Jah @ 12th March 2009 - 07:23 AM) *
ვაა საინტერესოა, დიდი მადლობა Ja-Ja საინტერესო განხილვისტვის


+1
ციტატა(geojorjika @ 12th March 2009 - 06:30 AM) *
მანდვე მვუშაობ და შევივლი ერთი მანდ


+1

პოსტის ავტორი: parna Mar 12 2009, 01:23 PM

ჯაჯა მადლობაა smile.gif ის დასაკეცი კალაშა რაღირდა? :unsure:

პოსტის ავტორი: MaRgE Mar 12 2009, 02:17 PM

300 ღირს
ეგრე ღირდა ადრე ყოველ შემთხვევაში smile.gif
4000 ცალი ტყვია ჩვენთან იგივე ფირმის 20 ლარადაც იშოვება

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 12 2009, 04:12 PM

MaRgE

ციტატა(MaRgE @ 12th March 2009 - 03:17 PM) *
4000 ცალი ტყვია ჩვენთან იგივე ფირმის 20 ლარადაც იშოვება

ჩვენთან ეგ სად? მე რაცხა ჭკუა გადამეკეტასავით და ამ იარაღებიდან ერთერთის აღებას ვაპირებ, პროსტა მერე ვისთან შევიკრა გუნდში არ ვიცი smile.gif

ასე რომ თუ იარაღი იქნება (და ეგ გადაწყვეტილია რომ იქნება) მაშინ რჩება კითხვა, სად ვიშოვო ბევრი ტყვიაწამალი იაფად smile.gif


parna
ციტატა(parna @ 12th March 2009 - 02:23 PM) *
ის დასაკეცი კალაშა რაღირდა?

არ მიკითხია, ცოტა არ იყოს გამექცა თვალები და ყურადღება და ბევრი დეტალი გამომრჩა.

Jah
ციტატა(Jah @ 12th March 2009 - 10:23 AM) *
შემთხვევით სნაიპერული შაშხანები ხომ არ იყო...

არა სნაიპერულისთვის თვალი არ მომიკრავს, ისე გულისთკივილით კი მითხრა ახლა დიდი არჩევანი აღარ დაგვრჩაო, ასე რომ სავარაუდოდ ცოტა დათბობისკენ ახალ პარტიას გაჩითავენ, სეზონი იწყება smile.gif

პოსტის ავტორი: parna Mar 12 2009, 04:49 PM

M16 A3 ან A2 არააქვთ არმევასება მოკლე ლულა smile.gif და მ4 :| aksu ვაფშემც არმევასება :lol: გრძელი AK47 არქონდათ? ან G3 smile.gif მოკლედ ვაგრძელებ გროვებას sad.gif არმინდა პლასმასისა იმიტომ რო სირბილიც საჭიროა მანდ და ფეხი რო დამიცდეს და ზედ დავეცე მეტი არც დაჭირდება პლასმასის იარაღს :unsure: ისე ეს გლუშიწელიანი M4 მაგრა დამევასა smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 12 2009, 09:00 PM

parna

ციტატა(parna @ 12th March 2009 - 05:49 PM) *
aksu ვაფშემც არმევასება გრძელი AK47 არქონდათ? ან G3

არა, კალაშადან მხოლოდ ეს დასაკეცი ვერსია იყო. იგივე პასუხი მაქვს G3-ზეც. ასე რომ ან უნდა დაელოდო, ან, ან, ან.... ან არ ვიცი smile.gif

ისე მაღაზია შორს არ არის, საკმაოდ ნორმალური ხალხია შიგნით ასე რომ შეგიძლია გაისეირნო. შაბათს ვმუშაობ თორემ მე პირადად შაბათს გავიდოდი და ტელესკოპურ M16-ის ვარიანტს ავიღებდი (ბოლო ორ სურათზე რომ არის იმაზე ვამბობბ, მართალია მოდიფიკაციაა მაგრამ ეგრეთწოდებულ ემ-შოს აბრევიატურაში გავა smile.gif )

პოსტის ავტორი: Jah Mar 12 2009, 09:45 PM

ja_ja
შემთხვევით ხომ არ გიკითხია, შეკვეტებზე თუ მუშაობენ...?

პოსტის ავტორი: Jah Mar 12 2009, 09:45 PM

ja_ja
შემთხვევით ხომ არ გიკითხია, შეკვეტებზე თუ მუშაობენ...?

პოსტის ავტორი: parna Mar 12 2009, 09:48 PM

ციტატა(ja_ja @ Mar 12 2009, 06:00 PM) *
parna

არა, კალაშადან მხოლოდ ეს დასაკეცი ვერსია იყო. იგივე პასუხი მაქვს G3-ზეც. ასე რომ ან უნდა დაელოდო, ან, ან, ან.... ან არ ვიცი smile.gif

ისე მაღაზია შორს არ არის, საკმაოდ ნორმალური ხალხია შიგნით ასე რომ შეგიძლია გაისეირნო. შაბათს ვმუშაობ თორემ მე პირადად შაბათს გავიდოდი და ტელესკოპურ M16-ის ვარიანტს ავიღებდი (ბოლო ორ სურათზე რომ არის იმაზე ვამბობბ, მართალია მოდიფიკაციაა მაგრამ ეგრეთწოდებულ ემ-შოს აბრევიატურაში გავა smile.gif )


თუგინდა ერთად გავიდეთ თუ არშეგაწუხებ smile.gif ზუსტად ეგეთით ვთამაშობდი ზუსტად ეგეთით თუარა აშკარად ეგეთი შაშხანა იყო ძაან საკაიფოდ ისროდა და აკუმლატორი საერთოდ არდამჯდარა 2 საათი ვთამაშობდი და ბოლომდე ისე ისროდა როგორც დასაწყისში smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 12 2009, 10:03 PM

Jah

ციტატა(Jah @ 12th March 2009 - 10:45 PM) *
შემთხვევით ხომ არ გიკითხია, შეკვეტებზე თუ მუშაობენ...?

არა არ მიკითხია, sad.gif

parna
ციტატა(parna @ 12th March 2009 - 10:48 PM) *
თუგინდა ერთად გავიდეთ თუ არშეგაწუხებ

შეწუხება რაშუაშია, მე სინანული გამოვთქვი შაბათს ვმუშაობ და ვერ გავალ მეთქი sad.gif შეიძლება შესვენებაზე კი მოესწროს, მარა სამსახურში მაგით ვერ მივალ დაცვა არ შემიშვებს smile.gif იტყვის გვაყაჩაღებო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ყველას

მოკლედ გავარკვიე რომელი ფირმის საქონელი აქვთ ამ მაღაზიაში, ფირმას ქვია Dboys, ზოგიერთ წყაროში D-Boys, ან DBoyi

მწარმოებლის საიტი ვერ ვნახე. მაქსიმალურად სავსე ასორტიმენტი ამ ფირმის http://www.crw-airsoft.com/dboys-34-c.asp, აქედანვე განსაზღვრავთ ფასებს და შემდეგ გაატარეთ პარალელები ჩვენებულ ფასებთან.

მართალია შეიძლება ძვირი მოგეჩვენოთ, მაგრამ დაამატეთ თქვენით ჩამოტანის ხარჯები და ამ შემთხვევაში მისაღები ხდება smile.gif

მე რაც მომეწონა ისიც გავარკვიე ყოფილა BI-3381M, თუმცა ჩემი მოწონებული ვის რაში აინტერესებს smile.gif მაგ საიტზე 103$ ღირს, ჩვენთან სადღაც 280 ლარი, ანუ სადღაც 165$ გამოდის რომ სადღაც რომ დავუკვეთო უნდა ვიანგარიშო ტრანსპორტირების ხარჯი 62$ ან ჩავეტევი მაგ ფასში ან არა, ასე რომ ჯობია აქვე აღება, თან ადგილზე ნახავს კაცი რა არის გერგება არ გერგება და ასე შემდეგ.

პოსტის ავტორი: dePadel Mar 13 2009, 12:00 AM

ჯერ ჯერობიტ ეხლა არაფერი არ ვარგა რომ იყიდოტ მარტის ბოლოს იქნებაsmile.gif და ცუდი ტყვიები აქვტ

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 13 2009, 12:10 AM

dePadel
ეგრე შეკაცო ტქვით ვინმემ რაც იცით, თორემ უკვე ლამის საყიდლად მივდიოდი.

და ისე ტყვიები რა პონტში არ ვარგა, რა განნსხვავებაა მაგათში, რამდენადაც ვნახე არის 0.12 გრამიანები და 0.20-იანები, დიდი განსხვავებაა მასაში მეთქი ვერ ვიტყვი, თან წესით აირსოფტის ენერგია 2-დან 5 ჯოულამდეა.

მოკლედ ცოდნას მოწყურებული ხალხი ვართ თუ რამე შეგიძლია აგვიხნა ყველანი მადლობლები ვიქნებით.


ციტატა(ja_ja @ 13th March 2009 - 01:10 AM) *
მარტის ბოლოს იქნება

იდეაში მარტის ბოლო შორს არაა მოიცდის კაცი 2 კვირას smile.gif., თან ხელფასიც იქნება მაგ დროისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: dePadel Mar 13 2009, 12:18 AM

ციტატა(Jah @ Mar 12 2009, 06:23 AM) *
ძალიან მაგარი რეპორტია!


+100
მეც მაგრად გამიკვირდა და მესიამოვნა.

ja_ja
შემთხვევით სნაიპერული შაშხანები ხომ არ იყო... თორე მე რომ ვიყავი არ იყო, და ხომ არ შემოუტანიათ...

ეხლა მარტის ბოლოს ჩამოვაო მარა რა ჩამოვა არ ვიციტ რატგან არ გვისმენენ საქონლის დაზაკაზებაში მოკლეტ ველიტ ალბატ AUG Jing Gung, ZASTAVA Jing Gung,M14 და რავი და დიიდი იმედია ნორმალურ ტყვიებს ჩამოიტანებენsmile.gif

ტაკს შემდეგ
ციტატა
M16 A3 ან A2 არააქვთ არმევასება მოკლე ლულა smile.gif და მ4 :| aksu ვაფშემც არმევასება laugh.gif გრძელი AK47 არქონდათ? ან G3 smile.gif მოკლედ ვაგრძელებ გროვებას sad.gif არმინდა პლასმასისა იმიტომ რო სირბილიც საჭიროა მანდ და ფეხი რო დამიცდეს და ზედ დავეცე მეტი არც დაჭირდება პლასმასის იარაღს unsure.gif ისე ეს გლუშიწელიანი M4 მაგრა დამევასა smile.gif


აპირებენ ჩამოთანას M16A3
ციტატა
მოკლედ გავარკვიე რომელი ფირმის საქონელი აქვთ ამ მაღაზიაში, ფირმას ქვია Dboys, ზოგიერთ წყაროში D-Boys, ან DBoyi

მწარმოებლის საიტი ვერ ვნახე. მაქსიმალურად სავსე ასორტიმენტი ამ ფირმის საქონელზე შეგიძლია ამ საიტზე, აქედანვე განსაზღვრავთ ფასებს და შემდეგ გაატარეთ პარალელები ჩვენებულ ფასებთან.

ნუ ეძებტ სერჩიტ არის საქმაოტ დიდი წლებიტ გამოცდილი მაღაზიები საიდანაც მტელი მსოფლიო უქვეტავს ეს არის www.wgcshop.com და ეს არის www.redwolfairsoft.com ორივე მაღაზიას აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება

პოსტის ავტორი: parna Mar 13 2009, 12:25 AM

იეს M16A3 იქნება მარა ფასიც ექნება :unsure:

პოსტის ავტორი: dePadel Mar 13 2009, 12:28 AM

ციტატა(Jah @ Mar 12 2009, 06:45 PM) *
ja_ja
შემთხვევით ხომ არ გიკითხია, შეკვეტებზე თუ მუშაობენ...?

შექვეტებზე არ მუშაობენ...

ტაქს დალშე...
KALASHA ს ფირმის ყიდვა არ გირს.. კი ვიდი აქვს და რამე.. არ ვარგა არ ვარგა რატომ? ადრე ჩვენ მაგას არ ვიტყობიტ იმიტომ რომ საქმაოტ დიდი არჩევანი არ ჰვკონდა და ეგ იარაგიც და სხვა მრავალი იქნებოდა საჩუკარი,როდესაც იარაგის ფასი რკინის ტუნდაც რკინის გირბოკსიტ იყო 400 დოლარი ჩამოტანიანატ ბატარეიკის გარეშეsmile.gif
არის კიდევ ბანანას მაღაზია მარჯანიშვილზე და დიგომში
რეალურატ იარაღის ჩამოტანა ჯდება 50 დოალრი +30 შეილება

პოსტის ავტორი: parna Mar 13 2009, 12:31 AM

100$ დ რამე კარგის იყდვა შეიძლებაა და ჩამოტანა?

თუ ჯობია მოვაგროვო და აქ დავითრიო რამე :mellow:

პოსტის ავტორი: dePadel Mar 13 2009, 01:23 AM

ციტატა(parna @ Mar 12 2009, 10:31 PM) *
100$ დ რამე კარგის იყდვა შეიძლებაა და ჩამოტანა?

თუ ჯობია მოვაგროვო და აქ დავითრიო რამე :mellow:

ჯობია აქ დაიტრიო smile.gif
ja_ja
ტყვიებია რ ვარგა იმიტომ რომ ცენტროვკა არ აქვტ და პირდაპირ არ მიფრინავს 10-20 მეტრის მერე ხზ სად მიდის ხან სად ხან სად იძლევა 5m/s სხვაობას არ არის სტაბილური წონაში ანუ. და წონაში სხვაობა ეტყობა აშკარატ. არც არის სტაბილური ზომაში შეიტელა წვრილ ლულაში გაიჭედოს რს შედეგან შეილება გახტეს
გადასაგდები PISTOL (დგუში) და კბილანებიც კი smile.gif ასე რომ ჩვენ სუმას ვისვრიტ იშვიატად როცა გაჯირვება და ისევ ჩვენ ფოსაში რაგაც საწყობში ხზ რა ხტებაbiggrin.gif ამანატი რომელიც მტელ მსოფლიოს მოივლის 5 დგეში აქ ჩერდება 1 კვირაbiggrin.gif :angry:
ანუ ჩვენ დზირიტადატ ვხმაროპთ 0.2 ანებ
ვისაც 130 მ/ს აქვს ხმარობს 0.25-0.28 იმდენატ არ ფანტავს და სწორეტ მიფრინავს
ვისაც 140-160მ/ს ხმარობს 0.3 ტყვიებს და რატქმა უნდა

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 13 2009, 10:10 AM

dePadel
ეგრე რა შეკაცო უკვე რაღაც ინფორმაცია არის. smile.gif აგაშენა ღმერთმა.

მაშინ მიჩნდება ასეთი კითხვა, აქ ყიდვა ღირს თუ დაკვეთა? რამდენადაც გავიგე თქვენც რაღაც, რაღაცეები ჩამოგაქვთ ხოლმე. იგივე ტყვიაბი მგონი თქვენთვის ჩამოგაქვთ ხოლმე. ეგებ თუ გამოცდილება გაქვთ მირჩიოთ საიდან რას უკვეთავთ ხოლმე, თუ არ გიცდიათ პრობლემა 50$ და გინდაც 100$ არ არის გავრისკავ და გავიგებთ ჩამოდის თუ არა.

პოსტის ავტორი: dePadel Mar 13 2009, 12:47 PM

ციტატა(ja_ja @ Mar 13 2009, 07:10 AM) *
dePadel
ეგრე რა შეკაცო უკვე რაღაც ინფორმაცია არის. smile.gif აგაშენა ღმერთმა.

მაშინ მიჩნდება ასეთი კითხვა, აქ ყიდვა ღირს თუ დაკვეთა? რამდენადაც გავიგე თქვენც რაღაც, რაღაცეები ჩამოგაქვთ ხოლმე. იგივე ტყვიაბი მგონი თქვენთვის ჩამოგაქვთ ხოლმე. ეგებ თუ გამოცდილება გაქვთ მირჩიოთ საიდან რას უკვეთავთ ხოლმე, თუ არ გიცდიათ პრობლემა 50$ და გინდაც 100$ არ არის გავრისკავ და გავიგებთ ჩამოდის თუ არა.

ჩამოგვაქვს როგორ არა მარა გააჩნია ტუ რაიმე ისეტი გინდა რაც აქ არ არის მაშინ ჩამოატანინე smile.gif მაღაზიები www.wgcshop.com www.redwolfairsoft.com
ჩამოთანა ჯდება 50-80 დოლარი AIRMAIL
EMS 120-180 dolaramde ჩვენ სულ აირმაილიტ ვუქვეტავტ ტუ რაიმე საჩკაროა მაშ EMS იტ smile.gif 2-3 კრიში ჩამოდის აირმაილი ტუ რამე დაგაინტერესა მკიტხე და დაგეხმარები გირჩევsmile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 13 2009, 03:27 PM

dePadel
ოკ დიდი მადლობა. დავირბენ მაგ საიტებზე ვნახარ რაიმეს თუ ავარჩევ. ფასებსაც ვნახავ და შეიძლება დაგეკიტხო რარაც რაღაცეებზე.

პოსტის ავტორი: MaRgE Mar 13 2009, 09:21 PM

მოკლედ ზუსტად არ ვიცი ვინ ყიდის 20 ლარად 4K ტყვიებს მარა მე მეზობელს უთხარი და იმან მომიტანა
ხოდა რავი გავარკვევ და დავწერ biggrin.gif

პოსტის ავტორი: dePadel Mar 14 2009, 07:41 AM

ციტატა(MaRgE @ Mar 13 2009, 07:21 PM) *
მოკლედ ზუსტად არ ვიცი ვინ ყიდის 20 ლარად 4K ტყვიებს მარა მე მეზობელს უთხარი და იმან მომიტანა
ხოდა რავი გავარკვევ და დავწერ biggrin.gif

ლილოში იყიდებოდა და აეხლა არ ვიცი

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 14 2009, 10:14 AM

ლილოში სათამაშოების და პლასტმასების განყოფილება გადაიბუგა smile.gif

მანდ ახლა დამდნარი პლასტმასის მასის საბადოს თუ გახსნი თორემ სხვა ვერაფერს ვიშოვით biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: mab Mar 24 2009, 02:23 PM

ჯერ სანამ იყიდი ერთი საკითხინ გაარკვიე. ეგ ავტომატურებია აკუმულატორზე თუ მექანიკურები, სათითაო გასროლებზე რომ გიწევს გადატენვა. მე როცა ვნახე, მარტო მექანიკა ქონდათ, როგორც მახსოვს. მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო. ისე მართლა რეალისტური თოფებია, მაგარი სათამაშოა B)
ტყვიებს რაც შეეხება, ტყვიები ბევრგან იყიდება და გაცილებით იაფათაც (1000 ცალიანი ქილები 2, 3, 4, 5 ლარი ღირს), ოღონდ თავს ვერ დავდებ, რომ იგივე ხარისხისაა (თუ აქვს ტყვიის ხარისხს მნიშვნელობა არც ეგ ვიცი).

პოსტის ავტორი: parna Mar 24 2009, 02:28 PM

ძალიან დიდი მნიშვნელობააქ ტყვიის ხარისხს smile.gif ავტომატურები აქვთ smile.gif

პოსტის ავტორი: dePadel Mar 24 2009, 05:21 PM

ციტატა(parna @ Mar 24 2009, 12:28 PM) *
ძალიან დიდი მნიშვნელობააქ ტყვიის ხარისხს smile.gif ავტომატურები აქვთ smile.gif

მართალი ხარ smile.gif თუ ცვლი ლულას სჯობს არ იხმარო CYMA ს შარიკები ნუ თამ თუ დააყენე 6.03 prometheus ი ან 6.02 deep fire ან ვაფშე PDI 6.01 მაშინ არამეთ ტყვიებს უნდა გაუფრთხილდე აბოიმესად.. მთვერი არის მთერი კი არაფერი არ მოხტება 1 თვის განმალობაში მარა 2რე და 3 მე თვეზე შეილება გაიჭედოს ტყვია და მერე იქნება ცუდი რამsad.gif იარაღს უნდა მოუარო და არა ისე აი ვიყიდე და ვსიო იმუშავებს და ასე სემდეგ.

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 24 2009, 05:25 PM

dePadel
დეპ კვირას შენ შეგხვდი ხომ თავისუფლებაზე smile.gif

მისმინე რა მაინტერესებს ამ თვის ბოლოს ვფიქრობ ბანანაში M4 ავიღო რაიმეს ხომ არ იტყოდი რამდენად სისულელეს ვაკეთებ ან პირიქით.

რომ დათბება აშკარად შეგაწუხებთ შეიძLება შემოგიერთდეთ თუ მომიშვებთ რათქმაუნდა, მანამდე ჩემთან მთაწმინდაზე ავირბენდი ცოტას წავივარჯიშებდი, გინდ სიარულ სირბილში, გინდ დამიზნებაში თორემ სავსემ სამსახურში ჩავლპი და ვეღარ დავრბივარ smile.gif

პოსტის ავტორი: dePadel Mar 24 2009, 05:43 PM

ციტატა(ja_ja @ Mar 24 2009, 02:25 PM) *
dePadel
დეპ კვირას შენ შეგხვდი ხომ თავისუფლებაზე smile.gif

მისმინე რა მაინტერესებს ამ თვის ბოლოს ვფიქრობ ბანანაში M4 ავიღო რაიმეს ხომ არ იტყოდი რამდენად სისულელეს ვაკეთებ ან პირიქით.

რომ დათბება აშკარად შეგაწუხებთ შეიძLება შემოგიერთდეთ თუ მომიშვებთ რათქმაუნდა, მანამდე ჩემთან მთაწმინდაზე ავირბენდი ცოტას წავივარჯიშებდი, გინდ სიარულ სირბილში, გინდ დამიზნებაში თორემ სავსემ სამსახურში ჩავლპი და ვეღარ დავრბივარ smile.gif

კი აგარჩევინებ და აგიხსნი რა როგორ არის და რომელი სჯობს და ასე შემდეგsmile.gif თვის ბოლოს ვარაუდებთ რომ ჩამოვა და რავიცი აბა რა გითხრაsmile.gif
პ.ს კი მე ვიყავიsmile.gif

პოსტის ავტორი: parna Mar 24 2009, 05:43 PM

ჯაჯა ხვალ დილით ვთრეულობ კარგ რამეს smile.gif

მარა როგორც გავიგე აქვს სტანდარტზე წვრილი ლულა იმიტომ რომ ავტომატ ვინტოვკაა 100მეტრწამი აქვს 0.2 გამიანებით თუ 0.02 გრამიანებით მოკლედ ყველა ნაგავის ჩატენვას დავიწყებ და გამიჭედავს :unsure: და გავაფრენ მერე

პოსტის ავტორი: dePadel Mar 24 2009, 05:50 PM

ციტატა(parna @ Mar 24 2009, 03:43 PM) *
ჯაჯა ხვალ დილით ვთრეულობ კარგ რამეს smile.gif

მარა როგორც გავიგე აქვს სტანდარტზე წვრილი ლულა იმიტომ რომ ავტომატ ვინტოვკაა 100მეტრწამი აქვს 0.2 გამიანებით თუ 0.02 გრამიანებით მოკლედ ყველა ნაგავის ჩატენვას დავიწყებ და გამიჭედავს :unsure: და გავაფრენ მერე

რას ტრეულობ? wink.gif მაიცა კაცო რამე სხვა არ იყიდო ანუ უვარგისი AEG ი

პოსტის ავტორი: parna Mar 24 2009, 06:17 PM

cyma სია სუ რკინაა და ABს ისის კონდახი აქვს მეტალლ გიარბოხსით
7 ვერსიის სისტემა აქვს ანუ რაჯანდაბა ქვია 7 ვერსია მექანიზმი რა

პოსტის ავტორი: dePadel Mar 24 2009, 06:18 PM

სურატი მაიტა მ14 თია?

პოსტის ავტორი: parna Mar 24 2009, 06:25 PM

ხო M14 Socam ერთადერთია თბილისში ნამდვილად გეცოდინება სულ 2 მ14 აქვთ ერთი გრძელი და ერთი მოკლე ხოდა მაგას ვთრეულობ :unsure:

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 24 2009, 07:34 PM

dePadel
ოკ დიდი მადლობა წინასწარ.


parna
სურათი თუ გაქვს დააგდე აბა.

პოსტის ავტორი: parna Mar 24 2009, 07:57 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ძალიან მომწონს ის რომ კონდახი აქვს და არა სახელური აკ სავით ანდა მ4 ივით

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 25 2009, 10:34 AM

parna
ჰოოო
ვიდზე კაი რაღაცაა, მარა ეს თითო-თითოს ისვრის?

პოსტის ავტორი: parna Mar 25 2009, 10:45 AM

ციტატა(ja_ja @ Mar 25 2009, 07:34 AM) *
parna
ჰოოო
ვიდზე კაი რაღაცაა, მარა ეს თითო-თითოს ისვრის?



ავტომატურადაც ისვრის :rolleyes: ვერვიყიდე ჯერ :unsure: რატომღაც არაირო ყურმილი დილით :unsure:

პოსტის ავტორი: bazuka Mar 28 2009, 03:09 PM

parna
რა ვერ იყიდე, ვერაფერიც ვერ გავიგე 25.gif

პოსტის ავტორი: parna Mar 28 2009, 03:19 PM

ციტატა(bazuka @ Mar 28 2009, 12:09 PM) *
parna
რა ვერ იყიდე, ვერაფერიც ვერ გავიგე 25.gif


დილით უნდა მეყიდა ხოდა ის ბიჭი პახმელიაზე იყო დილით :lol: ეხა სახლში მიდევს :P

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 20 2009, 02:06 PM

დღეს ვიყავი ბანანაში, ამუნიციის შევსება მჭირდებოდა. დაკვეთილი KSC-ები და G&G-ის ტყვიები იგვიანებენ და მომიწია ერთი პაკეტი CYMA-ს ყიდვა.

ჰოდა ვიცოდი, რომ ახალი პროდუქციაც ჰქონდათ მიღებული, გამოვკითხე აბა რა გაქვთ მეთქი.

აღმოჩნდა, რომ ჩამოუტანიათ მჭიდები (ბუნკერები მარტო, მეხანები დაუკვეთიათ და 3 ყუთი ბუნკერები ჩამოვიდა თურმე, 300 ცალამდე biggrin.gif ), ბატარეები. ბატარეები არის 8.4 ვოლტიანები.

რაც შეეხება იარაღებს, მეტალისები აქვთ დიბოისის HK416, M4A1, M4A1 RIS, AK 74-ები. კალაშნიკოვები არის მეტალის კორპუსით და პლასტმატის ცევიოთი. ხისები არაა.

პოსტის ავტორი: koning Jul 20 2009, 02:38 PM

ბანანას ფასდაკლების ბარათი ხო არ გაქვთ ვინმეს? ავტომატის ყიდვა მინდა და მინდა თანხა ფასდაკლება რო მივიღო საკაიფო, თან ბარათის მფლობელსაც წაადგება მის ექაუნთზე რო დიდი დახარჯული თანხა იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 20 2009, 02:41 PM

მე მაქვს 5 %-იანი ფასდაკლების ბარათი (თუ არ ვცდები და თუ პირველი ნებისმიერფასიანი საყიდლიდან იწყება ფასდაკლება, 5%-იანი უნდა მქონდეს).

პოსტის ავტორი: dePadel Jul 20 2009, 02:48 PM

Power_VANO
KSC არ ვიცი მარა G&G ეს თყვიები მე არ მომეწონაsad.gif 0.25 კარგები აქვთ...
koning
10 ატასის ვიყიდეთ სადღა ავიდეთ კიდევbiggrin.gif:D

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 20 2009, 02:50 PM

dePadel
G&G-სი 0.25-იანები წამოვიღე ზუსტად, 1 პაკეტი smile.gif გასასინჯად მაინტერესებდა smile.gif

პოსტის ავტორი: dePadel Jul 20 2009, 04:32 PM

Power_VANO
ყველაზე კარგი შარიკები აქთ იაპონელებს KSC და MADBULL

პოსტის ავტორი: Power_VANO Jul 20 2009, 04:48 PM

dePadel
ჰო, KSC-ებიც წამოვიღე, 3 პაკეტი. მოკლედ, მარაგი მაქვს თამაშებისთვის საკმაოდ biggrin.gif ის G&G ავიღე იმისთვის, რომ უფასო შიპინგი მქონოდა USA-ს ტერიტორიაზე, 8$ მაკლდა უფასო შიპინგამდე და.. smile.gif

პოსტის ავტორი: parna Jul 20 2009, 11:51 PM

biggrin.gif გაიტანა ამაზონ პირამიდ აირი

პოსტის ავტორი: ZERO Oct 6 2009, 08:37 PM

ამ ბოლო დროს ვინმე ხო არ იყავით ბანანაში? არის რამე სიახლეები?

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 6 2009, 09:50 PM

ZERO
კაიხანია მაგათთან არ ვყოფილვარ. მეეჭვება ამ ფორუმიდან ვინმე მანდ ყოფილიყო, ამ ბოლოდროს HARD პნევმატიკას გადავაკვდით ყველანი და მივივიწყეთ SOFT პნევმატიკა sad.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Oct 6 2009, 10:21 PM

ციტატა(ja_ja @ Oct 6 2009, 11:50 PM) *
ZERO
კაიხანია მაგათთან არ ვყოფილვარ. მეეჭვება ამ ფორუმიდან ვინმე მანდ ყოფილიყო, ამ ბოლოდროს HARD პნევმატიკას გადავაკვდით ყველანი და მივივიწყეთ SOFT პნევმატიკა sad.gif

+1

პოსტის ავტორი: ZERO Oct 6 2009, 10:56 PM

ციტატა(ja_ja @ Oct 6 2009, 09:50 PM) *
ZERO
HARD პნევმატიკა


ანუ? : ) სხვისთვის გასაგებ ენაზე რო ვთქვათ : )

აირსოფტის იარაღის დათრევა მინდა, FULL მეტალის შეღავათიან ფასში, ნახმარი მირჩევნია მარა ვერაფერი ვნახე რა : (

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 7 2009, 12:11 AM

ZERO
ბანანაში როგორც ვიცი პროდუქცია გაუთავდათ, კარგი იარაღები არ აქვთო.

დაუკავშირდი ამ ადამიანს: http://www.striker.ge/pages/Contact-US.html

ჩვენს ფორუმზეცაა დარეგისტრირებული, MaRgE ნიკით, მგონი აქვს 1-2 ავტომატი დარჩენილი wink.gif

პოსტის ავტორი: parna Oct 7 2009, 01:38 PM

ჩემ M14 ზე რასიტყვი? http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=206&st=0

კოლიმატორითაა კარგი ტყვიებით შორს ისვრის ძაან საკაიფოდ 108 მეტრწამი აქვს 0.2 გრამიან ტყვიებზე

მარა არვიცი ძაან მენანება გასაყიდად უკეთესს ვერაფერს ვიშოვი მერე :unsure:

პოსტის ავტორი: nihontoman Oct 7 2009, 01:40 PM

ციტატა
ანუ? : ) სხვისთვის გასაგებ ენაზე რო ვთქვათ : )

ანუ პნევმატიკა, რომელიც ისვრის ამეებს http://www.blueline-studios.com/kuengairguns.com/jpg/pelletSamplesHi.jpg და არა ამეებს
ანუ ასეთი იარაღი:


smile.gif

პოსტის ავტორი: ZERO Oct 7 2009, 02:41 PM

ციტატა(parna @ Oct 7 2009, 01:38 PM) *
ჩემ M14 ზე რასიტყვი? http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=206&st=0

კოლიმატორითაა კარგი ტყვიებით შორს ისვრის ძაან საკაიფოდ 108 მეტრწამი აქვს 0.2 გრამიან ტყვიებზე

მარა არვიცი ძაან მენანება გასაყიდად უკეთესს ვერაფერს ვიშოვი მერე :unsure:

მადლობა მარა ეგეთი იარაღით ვერ ვიკაიფებ რა : ( კლასიკური სტილი როა მაგპონტში, თან მინდა რო ზოგი შევაშინოჰოლმე, უფრო კალაშა ან M4 გაასწორებდა ავტომატებში.............. ანდაც რამე სნაიპერკა : )

nihontoman

დიდი მადლობა ახსნითვის : )

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 7 2009, 05:31 PM

ZERO
ჰოდა კალაშნიკოვები ნამდვილად აქვს MaRgE-ს, დაუკავშირდი wink.gif

პოსტის ავტორი: parna Oct 8 2009, 10:31 AM

მეკიდე ავტომატზე უფრო მაგრა თოფები მევასება კიდეკაი ეს დავითრიეე smile.gif

პოსტის ავტორი: ZERO Oct 11 2009, 10:58 AM

Classic Army M15A4 CQB

ამის დათრევას ვაპირებ ხალხო 200$ მიჯდება და ღიირს? როგორი ფასია? და კაიფს ვაპირებ ძირითადად ჩემთვის, ბრძოლები მაგრად მკიდია და ტყვიები რომლები დავითრიო? 0.12 თუ 0.2? მგონი მარტო ეს ვარიანტებია და რა სხვაობებია იქნებ ამიხსნად რეალურად ხმარებაში?

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 11 2009, 12:07 PM

კაიფს თუ აპირებ მაშინ შნე უნდა გადაწყვიტო რითი კაიფი უფრო გაგისწორდება? smile.gif 200$ მემგონი ძვირია smile.gif

ტყვიები კი 0.2 და უფრო ზევით 0.12 ნაგავია smile.gif

პოსტის ავტორი: ZERO Oct 11 2009, 01:03 PM

ისადა ეგ მოდელი მაგაზე იაფად გეგულება სადმე? : ) თუ გეგულება დამაკვალიანე პლზ : ) მე მაგაზე იაფად ვერ ვნახე ეგეთი.................

ტყვიები კარგები რომელია ეგეც მითხარი ბარემ..........

პოსტის ავტორი: ZERO Oct 11 2009, 01:03 PM

ისადა ეგ მოდელი მაგაზე იაფად გეგულება სადმე? : ) თუ გეგულება დამაკვალიანე პლზ : ) მე მაგაზე იაფად ვერ ვნახე ეგეთი.................

ტყვიები კარგები რომელია ეგეც მითხარი ბარემ..........

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 11 2009, 01:05 PM

ZERO
აქ მემგონი კარგი ტყვიები საერთოდ არ იყიდება და აიღე რაც შეიძლება მძIმეები smile.gif

რაც შეეხება Classic Army M15A4 CQB-ე ს საერთოდ არ მინახია თბილისში smile.gif რავიცი თU მოგწონს აიღე მაგრამ როგორრც წესი 150 $-ზე მეტი არ უნდა ღირდეს smile.gif

პოსტის ავტორი: ZERO Oct 11 2009, 01:24 PM

თბილისში არცერთს არ ვყიდულობ................ ორივეს ჩამოტანას ვაპირებ ამერიკიდან.............. smile.gif და მაგ ავტომატის ფასები რო ნახო მიხვდები რო მაგარი იაფია მგონი.................. რავი აბა : ( ვეღარ გადავწყვიტე.........

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 11 2009, 01:26 PM

ZERO
ჩემზე კარგად გცოდნია და იყიდე მაშIნ smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 12 2009, 01:27 AM

ZERO
კლასიკ არმისთვის კარგი ფასია 200$ smile.gif თუ მოგწონს, აიღე smile.gif

ტყვიები მაგისთვის დაგჭირდება 0.2 გრამიანები. უფრო მძიმეებს ეგ ფიშტო ვერ მოერევა სტოკ კონფიგით. 0.12 ძალიან მსუბუქია, ფურთხებას დაიწყებს იარაღი.

ხარისხს რაც შეეხება, ერთ-ერთი საუკეთესო ტყვიებია KSC Perfect.
ცოტა იაფად თუ გინდა თითქმის იგივე ხარისხი, მაშინ G&G-ს თეთრი ტყვიები, 5000-იანი პაკეტი smile.gif
გასართობად და შენი კაიფისთვის თუ გინდა, G&G-ს ტყვიები აიღო ჯობია, ცოტა $$$_ები დაგეზოგება.

პოსტის ავტორი: ZERO Oct 12 2009, 03:11 PM

გაიხარე ვანო............

http://www.hobbytron.com/ElectricClassicArmyM4CQBAEGRifleAirsoftGunJCCAM4CQB.html

აი ზუსტად ესეთი დავითრიე და რავიცი რავიცი აბა, მგონი კაი რაღაცა უნდა იყოს............... smile.gif პროსტა ეხლა რა მოიცდის 3 კვირა smile.gif

http://www.858airsoft.com/reviews/cam15a4cqb.html <<<< აი ესეც რევიევია, თავისი სურათებით.................. : )

კიდეკაი მითხარი თორე 0.12 გრამიანებს ვყიდულობდი biggrin.gif ეხლა 0.2ები ვიყიდე 5000იანი პაკეტით............ : )

ესეც სურათიიი, და რაც ყველაზე მაგრად მისწორდება ის არის რომ HOP-UP აქვს... : ))

http://img73.imageshack.us/i/cam15a4cqb00.jpg/

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 12 2009, 03:47 PM

ZERO
მოიცა ფასი??? ფასი რა დაჯდა?? 300 ლარზე ემტი პროსტა ტვინს წაიღებს განბაჟების ვარაინში.

თუ განბაჟების 300 ლარიანი ლიმიტი გაუქმდა სანამ მე აქ არ ვიყავი????

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 12 2009, 06:13 PM

ZERO
ჰოპ-აპი ყველაფერს აქვს, რაც ცოტა ნორმალური ფასი ღირს smile.gif

ისე, ისე დაწერე, მეგონა 200$ გიჯდებოდა აქ ჩამოტანიანად. შენ თუ შეუკვეთე ახლა, ე.ი. განბაჟება მოგიწევს sad.gif

პოსტის ავტორი: ZERO Oct 12 2009, 09:50 PM

ჰო რავი რავუყო აბა, განბაჟება მოუწევს მარა ეგეთი იარაღი 200$ზე ნაკლებად ვერსად ვნახე და რამე ბანძობა ნაღდად არ მინდა, აკაესუ მქონდა, არც ჰოპ აპი ქონდა და არც უდარი, იმენა იფურთხებოდა რასაც ქვია ნერვებს მიშლიდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Tsiko Oct 12 2009, 10:28 PM

ციტატა(ZERO @ Oct 12 2009, 10:50 PM) *
ჰო რავი რავუყო აბა, განბაჟება მოუწევს მარა ეგეთი იარაღი 200$ზე ნაკლებად ვერსად ვნახე და რამე ბანძობა ნაღდად არ მინდა, აკაესუ მქონდა, არც ჰოპ აპი ქონდა და არც უდარი, იმენა იფურთხებოდა რასაც ქვია ნერვებს მიშლიდა biggrin.gif

და რომელი აკსუ გქონდა? სად იყიდე?

პოსტის ავტორი: ZERO Oct 12 2009, 11:39 PM

არ მიყიდია, აიფოდში გავცვალე............................... : ) და რომელი იყო ზუსტად არ მახსოვს............

პოსტის ავტორი: Tsiko Oct 13 2009, 07:05 PM

ფარნა მ14 ყიდიიი?

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Oct 13 2009, 10:10 PM

ციტატა(Tsiko @ Oct 13 2009, 09:05 PM) *
ფარნა მ14 ყიდიიი?

მგონი ყიდის

პოსტის ავტორი: Tsiko Oct 14 2009, 11:30 AM

ციტატა(Der Rote Baron @ Oct 13 2009, 11:10 PM) *
მგონი ყიდის

და რამდენად?
მონაცემებს ვერ დაგვიწერს? :rolleyes:

პოსტის ავტორი: parna Nov 2 2009, 11:21 PM

ვერველევი :unsure: მონაცემები 108 მეტრწამი 0.2 გრამიანი ტყვიებით 700 750 რპმ ი

პოსტის ავტორი: Tsiko Nov 5 2009, 08:06 AM

ესეიგი არ ყიდიი?
თუ გაყიიდვას დააპირებ პმში მომწერე ფასი..

პოსტის ავტორი: stalkera Jan 10 2010, 02:20 PM

ა.ყაზბეგის ქუჩაზე გაიხსნა იმენნა airsoftis magazia შანხაის გვერდზე

პოსტის ავტორი: stalkera Jan 12 2010, 10:39 AM

ყაზბეგის 32# გახისნა აირ სოფტის მაგაზია იმენა მარტო ეგ იარაგები აქტ და გუშინ ვიყავი დაკეტილი იყო ვიგაც მუსჰაობდა და იმას ვკიტხე გადიან და მოვლენ მალეო და იცოდეტ მანდაა მაგაზია

პოსტის ავტორი: geojorjika Jan 12 2010, 10:57 AM

stalkera
ვიცით wink.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services