გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> SNIPER NT 3.5-10X40 AOGL, ჩემი ახალი ოპტიკა ჩემი თვალით
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი Apr 29 2018, 01:33 PM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



ხელოუუუუ მაი დიარსსსსსს....

დღეს ძალიან გახარებული ვარ, dance2.gif იქიდან გამომდინარე, რომ 3 ამანათი მქონდა შეკვეთილი და სამივე დღეს ჩამომივიდა. heart.gif ესენია: ოპტიკური სამიზნე, რომელიც უკვე სათაურშია ნახსენები; ოპტიკის მერცხლისკუდა და პაიანიკი მთელი თავისი აქსესუარებით, რომელთა ნახევარი არ ვიცი რაში გამოიყენება და ამას სხვა თემაში ავღწერ მოდერთან შეთანხმებით. biggrin.gif

მაშ ასე, ლეთს სტარტ... smile.gif

დიდი ხანია რაც ამ ბრენდის ოპტიკებს ვუტრიალებ გარშემო, კაცმა რომ თქვას სუფთა სისხლის ჩინურია, და რადგან ჩინურია ხომ იცით მაინც ყველა თავს იკავებს, ვაიდა არ გაამართლოს? მაგრამ მეორეს მხრივ რომ შევხედოთ, ფასი ისეთი აქვს, რომ გაგიკვირდება. მსგავსი ზუმის ლიპერსის ოპტიკა 45 $ ღირს. ეს კი ორმაგად ძვირია. აღნიშნული ოპტიკა ალიექსპრესზე შევიძინე და მისი ფასი 80-90 ($) დოლარამდე მერყეობს. ზოგადად ჩინელები მარტო თავის ქვეყნისთვის აწარმოებენ ხარისხიან პროდუქციას, მაგრამ გავიფიქრე როდესაც ამხელა თანხებს ეხება საქმე, არა მგონია რაიმე ისეთი ოპტიკა იყოს რომ არ გაამართლოს თქო. ამიტომ გავრისკე და ვიყიდე. ოპტიკა ჩამოსვლიანად დამიჯდა 220 ლარამდე. ჩამოვიტანე ჩემთვის ყველაზე კარგი გადამზიდი კომპანია inex-ის მეშვეობით. ამერიკაში მისვლის შემდეგ საქართველომდე ჩამოსვლას დასჭირდა 7 დღე (ერთი კვირა).

ოპტიკა გახსნისას შიგნიდან გამოიყურება ასე და კომპლექტში აქვს:

1) თვითონ ოპტიკა, თავისი რეზბიანი ხუფებით;
2) სანშაიდერი;
3) შესწიგრანკა;
4) ლინზების საწმენდი, რომელიც ძალიან მაგარი მატერიალისგანაა დამზადებული და იმენნო აპრიალებს საკაიფოდ;
5) 2 ცალი ნავტალინი, ჩინჩებმა რომ არ შეჭამონ, ან კიდევ ფაროსანამ; biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
6) იუზერ მენული ანუ წიგნაჩკა.



ოპტიკა ჯერადობის მიხედვით არის 3.5 - 10X40.

აქვს მილ დოტის ბადე, რომელიც ძალიან კარგი ფორმის არის ჩემი აზრით, ჩემს ფოტოზე კარგად ვერ დავაფიქსირე, რადგან ტელეფონმა არ შემიწყო ხელი, მაგრამ მეორე ფოტოზე ნათლად ჩანს როგორი მოყვანილობისაც არის; გამყიდველს რომ ვკითხე ბადესთან დაკავშირებით, მიპასუხა ეს Glass Etched ბადეაო, ანუ როგორც სწორედ მივხვდი თვითონ ლინზაზეა მიკრული და დაფიქსირებული. მე რამდენადაც ვიცი ასეთი ბადეები ოპტიკის ზუმის მიახლოებასთან ერთად უნდა იზრდებოდეს და დაშორებასთან ერთად მცირდებოდეს, მაგრამ ეს მუდმივად იგივე ზომაზე დგას და არ ვიცი რატომ, ვინმემ ხომ არ იცით ამის შესახებ რატომ არ მოდის და მიდის ახლოს და შორს ზუმის გადაადგილებასთან ერთად?



აქ უფრო ნათლად ჩანს ბადის აღნაგობა...



ორივე მხარეს პარალაქსი თვალის ფოკუსისათვის;





ბადის განათება სამ ფერად: მწვანე, წითელი, ლურჯი. (სამივე ნათებას აქვს განათების სიკაშკაშის 3 ეტაპიანი მარეგულირებელი)









როგორც ზემოთ ავღნიშნე, ასევე ჩამოვიტანე მერცხლისკუდა რინგები, აი ესენი...



ოპტიკა შევაყენე მერცხლისკუდაზე მხოლოდ და მხოლოდ საჩვენებლად და გამოიყურება ასე:



სანშაიდერით კი ასე:



ოპტიკის სიგრძე სანშაიდერის გარეშე არის 31.5 სმ. ხოლო სანშაიდერთან ერთად 37.7 სმ.



ოპტიკის დოლურები მუშაობს შემდეგნაირად: თუ გვინდა დავატრიალოთ მაგალითად ზემოთ-ქვემოთ მოქმედი დოლურა, ვკიდებთ ხელს და ავქაჩავთ მაღლა, ასე შევძლებთ მხოლოდ დატრიალებას, რადგან სადღაც 0.5 სანტიმეტრით ამოდის დოლურა მაღლა. როდესაც გავასწორებთ დავაწვებით ისევ დაბლა და დოლურა ჩაჯდება თავის ბუდეში, შედეგად აღარც დატრიალდება. მთავარია სროლის დროს არ იმოძრაოს დოლურებმა დაბლიდან მაღლა და პირიქით, ან მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით. იმედი მაქვს იარაღზე დაყენების შემდეგ არ იმოძრავებს, მითუმეტეს ზდპ-ზე და გაამართლებს ჩემს იმედებსა და მოლოდინს. ასევე ვიმედოვნებ წარმატებულად გაუძლებს ზდპ-ს უკუცემას და ლინზებს არაფერი მოუვათ.

ერთადერთი რამ, რაც არ მომეწონა, არის ის რომ ბადის ჰორიზონტალურად მოძრავი დოლურა გამოცდის მიზნით ბოლომდე რომ ამოვხრახნე და ბოლომდე მივიდა, წკაპ და წითელი განათება ჩაერთო ოპტიკას, მერე ერთი წკაპით საპირისპირო მიმართულებით რომ გადავატრიალე ისევ გაითიშა, არ ვიცი ეს რას ნიშნავს. სპეციალურადაა ასე გაკეთებული, რომ მიგვახვედროს ბადის გადაადგილების ლიმიტი თუ შემთხვევით ხდება ასე. ალბად უფრო შემთხვევით, იქიდან გამომდინარე, რომ ვერტიკალურად მოძრავი დოლურა ბოლო ეტაპამდე რომ მიდის არ ანთებს განათებას ჰორიზონტალურის მსგავსად. ნუ არ ვიცი search.gif

მხოლოდ ერთი რამ მაქვს ამ ოპტიკასთან დაკავშირებით დასაზუსტებელი, გამყიდველს ვკითხე მან კი მიპასუხა მწარმოებელს ვკითხე და პასუხს არ მცემენო. მაინტერესებდა ოპტიკაში თუ არის ჩატუმბული აზოტი, რომ სიცივიდან სითბოში და პირიქით შეტანა-გამოტანისას ლინზები არ დაიორთქლოს. ამასაც ალბად ადრე თუ გვიან დავაზუსტებ და გეტყვით.

დღეისათვის სულ ეს არის. ოპტიკა კი ვიყიდე, მაგრამ თოფი არ მაქვს ჯერ biggrin.gif ცოტა სასაცილოა, ვემზადები, მაგრამ არ ვიცი რისთვის biggrin.gif ისღა დამრჩენია შევიძინო თოფი და დავაყენო ეს ოპტიკა, რომ გამოვცადო მისი ავკარგიანობა.

ესეც თქვენ ინფო, წარმოდგენისათვის.

აბა წარმატებები... smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი Nov 29 2018, 03:01 PM
პოსტი #2


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



ციტატა
geojorjika
aleqsa
floyd
giga2010


მადლობთ smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ხ.მ.ე.ლ.ო   SNIPER NT 3.5-10X40 AOGL   Apr 29 2018, 01:33 PM
- - sekurifa   გილიცავ გიო! კომპ...   Apr 29 2018, 02:00 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   მადლობა აჰა, როგო...   Apr 29 2018, 02:19 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   ჰო მართლა, ერთადერ...   Apr 29 2018, 03:22 PM
- - sekurifa   ხ.მ.ე.ლ.ო დააყენე ოპ...   Apr 29 2018, 07:35 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   აპაპა, ჩემს ძალებს ...   Apr 29 2018, 08:53 PM
- - aleqsa   ხ.მ.ე.ლ.ო გილოცავ ხმ...   Apr 29 2018, 10:10 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   aleqsa გაიხარე კი კი, ...   Apr 29 2018, 10:16 PM
- - aleqsa   ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(x.m.e.l.o...   Apr 29 2018, 10:27 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(aleqsa @ Apr 29 2018, 11...   Apr 30 2018, 07:09 AM
- - chicho   მშვიდობაში , ძალია...   Apr 30 2018, 09:04 AM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(chicho @ Apr 30 2018, 10...   Apr 30 2018, 07:49 PM
- - geojorjika   ხ.მ.ე.ლ.ო ციტატა(x.m.e.l.o ...   Nov 28 2018, 06:18 PM
- - gela   მე გუშინ რაც ჩამომ...   Nov 28 2018, 07:19 PM
- - aleqsa   gela გული არ გაიტეხო ...   Nov 28 2018, 08:47 PM
- - NRG   gela რომელი ოპტიკა გა...   Nov 28 2018, 09:18 PM
- - gela   NRG ციტატა(nrg123 @ 28th Novembe...   Nov 28 2018, 09:32 PM
- - aleqsa   gela წუნიანია თუ კლი...   Nov 29 2018, 08:53 AM
- - gela   aleqsa მადლობა ალექს. ...   Nov 29 2018, 09:37 AM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   ბიწო ნუ მიოფებთ სნ...   Nov 29 2018, 09:37 AM
- - geojorjika   ხ.მ.ე.ლ.ო გილოცავ და...   Nov 29 2018, 10:12 AM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(geojorjika @ Nov 29 2018, ...   Nov 29 2018, 12:51 PM
- - aleqsa   ხ.მ.ე.ლ.ო ვუერტდები ...   Nov 29 2018, 12:56 PM
|- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატა(aleqsa @ Nov 29 2018, 01...   Nov 29 2018, 12:59 PM
- - floyd   გილოცავ გიო   Nov 29 2018, 01:02 PM
- - giga2010   ხ.მ.ე.ლ.ო მეც ვუერთდ...   Nov 29 2018, 01:03 PM
- - ხ.მ.ე.ლ.ო   ციტატაgeojorjika aleqsa floyd giga2...   Nov 29 2018, 03:01 PM


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 05:37 AM
Hosted by Pro-Service