თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ კანონი ჩვენი თვალით... _ 21+ წლის ასაკის პირებს ცივი იარაღის ტარება ეკრძალებათ

პოსტის ავტორი: bazuka May 8 2012, 04:08 AM

21 წლის ასაკს მიღწეულ პირებს ცივი იარაღის ტარება ეკრძალებათ
17:52 07-05-2012
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე  21 წლის ასაკს მიღწეულ პირებს ცივი იარაღის ტარება ეკრძალებათ.
შესაძლო ცვლილება ვიცე სპიკერ გიგი წერეთლის ინიციატივით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. კანონპროექტით დგინდება, რომ ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 21 წლის ასაკს მიღწეულ პირის მიერ ცივი იარაღის ტარება 300 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. ამავე პროექტის მიხედვით, ამ ქმედების განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარი იქნება.
კანონპროექტი პარლამენტში დღეს შევიდა




Pშ სათაური ცოტა დავამოკლე, არ დაეტია მთლიანი, და აზრი ისე არ გამოდის როგორც საჭიროა.

პოსტის ავტორი: geojorjika May 8 2012, 08:03 AM

ძალიანაც კარგი , ოღონდ იმედია ცივი იარაღის პარამეტრები განსაზღვრულია და ”კუსაჩკებზე” ჯარიმების წერას და კანონით მანიპულირებას არ დაიწყებენ

პოსტის ავტორი: CHICO30 May 8 2012, 09:02 AM

21 წელს ზემოთაც? კარგად ვერ გავიგე. რას ქვია 21 წელს მიღწეულს. 21 წლამდე აქამდეც აკრძალული იყო.

პოსტის ავტორი: xabaza May 8 2012, 09:16 AM

კი 21 წელს ზემოთაც.. საერთოდ იკრძალება ცივი იარაღის ტარება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში

პოსტის ავტორი: koknar May 8 2012, 09:59 AM

მა პიკნიკზე სამწვადე როგორ დავჭრა? ჯიბეზე დანა ხო გინდა ბლიატ

პოსტის ავტორი: ja_ja May 8 2012, 10:30 AM

koknar

ციტატა(koka @ 8th May 2012 - 10:59 AM) *
მა პიკნიკზე სამწვადე როგორ დავჭრა?

აი ასე:
ციტატა(koka @ 8th May 2012 - 10:59 AM) *
იკრძალება ცივი იარაღის ტარება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში

პიკნიკი და ტყე მანდ არ ითვლება. მიუხედავად იმისა რომ მონადირეების დიდი რაოდენობაც შეიძლება მოთარგმნო როგორც საზოგადოების თავშეყრის ადგილი... ნუ კაცს ხელში თოფი უჭირავს და რაის დანაზეა საუბარი smile.gif

bazuka
ისე მე ვემხრობი იმას რომ ქალაქში არ უნდა ატარო დანა, ნუ ტიპა ბებუთი და რამე, მაგრამ მინი ხელის დანა ქე უნდა იყოს შესაძლებელი, ნუ ტიპა ლამის კბილების საჩიჩქნი რომაა, ნუ იქ პატარა ვიქტორინოქსი და რამე მაგრამ სათაური მაბნევს?!

რას ქვია 21 წელს მიღწეულს ეკრძალება? მანამდე რა შემიძლია ტარება?

ორი კანონის დაწერას ცალ-ცალკე ... ერთში აკრძალვა 21 წლამდე, მეორეში აკრძალვა 21-იდანაც... ბარემ ერთი ჩამოაყალიბონ არ შეიძლება?

პოსტის ავტორი: foxi May 8 2012, 10:46 AM

სათაური გაუგებრად წერია და ეგ არის ყველაფერი. აქამდე კანონით 21 წლამდე იკრძალებოდა. ახლა, მნიშვნელობა აღარ ააქვს რამდენის წლის ხარ. ცივი იარაღის ტარება აიკრძალა საერთოდ!!!! საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: თეატრი,სტადიონი,კაფე,რესტორა

პოსტის ავტორი: nihontoman May 8 2012, 10:51 AM

ციტატა(geojorjika @ May 8 2012, 09:03 AM) *
ძალიანაც კარგი , ოღონდ იმედია ცივი იარაღის პარამეტრები განსაზღვრულია და ”კუსაჩკებზე” ჯარიმების წერას და კანონით მანიპულირებას არ დაიწყებენ


მართალია. განსაზღვრონ მაშინ რა არის ცივი იარაღი...


რაც შეეხება ჩემ მოსაზრებას ამ ინიციატივაზე - იმ მიზანს რაც ამ კანონს იდეაში აქვს, მაინც ვერ მიაღწევს. საქართველოში როგორც პნევმატური იარაღის, ასევე "ცივი იარაღის" კულტურა არ არსებობს. ძალიან ბევრი ისევ იმის მიხედვით ზომავს "გასროკავენ" თუ არა დანის ტარებაზე, თუ რამდენი თითის დადებაა დანის პირის სიგრძე. რა აკრძალვაზეა საქმე, მართლშეგნება ხალხში საერთოდ არაა. ჯერ მოხდეს მოსახლეობის განათლება საკითხზე და მერე შემოიღონ რეგულაციები... შეიძლება თქვათ, მერე რა, მთავარია არაფერი დაშავდესო, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ვისაც დანა არ მიაჩნია იარაღად, არამედ საჭირო ინსტრუმენტად ჯიბეზე, იმისათვის ხდება შეზღუდვის დაწესება, ხოლო ვისაც ცუდი მიზნებისათვის უნდა, ის ისევ ატარებს და ატრიალებს დანებს...

მე მაგალითად ძალიან არ მსიამოვნებს პირადად, იმიტომ რომ როგორც კანონმორჩილი მოქალაქე აქამდე დანა ერთხელ არ მიტარებია ქუჩაში, თუ არ ჩავთვლით აი http://www.kleine-jockers.de/pix/werkzeuge/victorinox/gross/victorinox_swiss_card.jpg ველოდებოდი რა 21 წლის ასაკის მიღწევას. ეხლა კი რავი, ისე დაწვრილმანდნენ, რომ მგონი მასეთსაც ვერ ვატარებ - ცივი იარაღის კატეგორიები ნორმალურად არავის აქვს განსაზღვრული და ყველაფერი შეიძლება მოექცეს მაგ კატეგორიაში...


ინიციატივის უკან ვხედავ ორ მიზეზს, ასე ვთქვათ ნამდვილ მოტივაციას: 1) ქულების დაწერა ზოგადად და განსაკუთრებით იმ მშიშარა ხალხის თვალში, ვისაც ყველაფრის დანახვაზე ჟიმ-ჟიმი ეწყება; 2) ბიუჯეტს უნდა შევსება და ეს კიდევ ერთი ინსტრუმენტია...

ბევრი თქვენგანი მიხვდა ალბათ რას ვფიქრობ ეხლა მე სინამდვილეში, უბრალოდ ფორუმის წესებს ვიცავ და არ ვწერ იმ "აზრებს". ამ თემის დანახვაზე თითქოს ამომცხეს, ისე არ მესიამოვნა... ყველაზე ცუდი ის არის, რომ ასეთი კანონების გადახედვა, რომელიც მიმართულია"საზოგადოებრივი უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად" იშვიათად გადაიხედება ხოლმე შემდგომში, რაც არ უნდა სისულელე იყოს თვითონ ეს კანონი. მაგალითისათვის მოვიყვანოთ ამერიკის ბევრი შტატის მაგალითი, სადაც მოქალაქეს აქვს უფლება ატაროს ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა http://www.youtube.com/watch?v=uhAG5_Vaavg (კნოპკიანი ანუ) აკრძალულია იმის გამო, რომ მას აქვს დიდი "დაშინების" ფაქტორი (intimidating factor), თითქოს ცეცხლსასროლი იარაღი 1000-ჯრ უფრო საშიში არ იყოს, ვიდრე წკაპუნა დანა...

ნუ იმედი მაქვს იმისი, რომ არ მიიღებენ, თუმცა დღეს-დღეისობით, პარლამენტის ეტაპი ქართული კანონშემოქმედების პროცესისათვის უკვე ფორმალურ ნაწილად იქცა, ასე რომ დიდი იმედი მაინც არ მაქვს... sad.gif


ის ვთქვი თუ როგორ უაზროდ არის გაწერილი კანონპროექტის ტექსტი? რას ნიშნავს 21 წელს ასაკს მიღწეული პირის მიერ? თუ ეს ეხმიანება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლს, სადაც საუბარია 21 წლამდე ასაკის პირთა მიერ ცივი იარაღის ტარების სანქციებზე, მაშინ გამოდის, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც პირს შეუძლია ამ ცივი იარაღის ტარება არის სადაც არაა საზოგადოების თავშეყრის ადგილი. ანუ დაუსახლებელი პუნქტები? დაუსახლებელი პუნქტების თავისებურება იმაში მდგომარეოპბს, რომ ისინი დაუსახლებელია. ტყეში მოსიარულე ხალხი ან მონადირეა, ან განდეგილი და ამ კატეგორიისთვის ცივი იარაღის ტარების აკრძალვა ისედაც წარმოუდგენელია, შესაბამისად გამოდის, რომ 21 წელს ასაკს მიღწეული პირების 99.9% ვერ ატარებს ჯიბის დანას. იმას არ ვამბობ რომ ყველამ უნდა ატაროს, მაგრამ აქ არავის გაუთვალისწინებია ჩემნაირი ხალხის ინტერესი...

ნუ ბლინ sad.gif

პოსტის ავტორი: bazuka May 8 2012, 12:11 PM

ja_ja
აი მაგალითად, ლისის ტბაზე, კუს ტბაზე და ა.ს. რომ გინახონ პიზდეც



და კანონის ენაზე (როგორც ვიცი) საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი არის ყველა ადგილი გარდა პრივატულისა.
მასობრივში გერევა ეტყობა ჯაჯ

პოსტის ავტორი: nihontoman May 8 2012, 02:24 PM

bazuka
არ ვიცი, დანამდვილებით არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მგონი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად არ ითვლება დაუსახლებელი პუნქტებიც. ასე რომ ტყეში მოჟნა smile.gif

პოსტის ავტორი: gregory May 8 2012, 03:19 PM

nihontoman
იურისტი შენა ხარ და სად უნდა იყოს( რომელ კანონში ან კოდექსში....) განმარტება, თუ რა არის "საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი"?

პოსტის ავტორი: ARASERIOZULI May 8 2012, 04:09 PM

კაცო ტყეში რო მიდიხარ მანამდე ხო ქალაქი უნდა გაიარო, რო გინახონ იმას აუხსნი რო ტყეში მიდიხარ და დაგიჯერებენ თუ როგორ არი საქმე? biggrin.gif
ისე ამაზეც გაფორმება შემოიღონ ბარემ რა.

პოსტის ავტორი: bazuka May 8 2012, 06:49 PM

nihontoman

ციტატა(nihontoman @ 8th May 2012 - 03:24 PM) *
არ ვიცი, დანამდვილებით არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მგონი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად არ ითვლება დაუსახლებელი პუნქტებიც. ასე რომ ტყეში მოჟნა

ნუ თქვენ თუ გადაადგილების პორტალს იყენებთ მაშინ ჰოოო smile.gif

ეხლა ჯუნგლში და კავკასიონზე, თუ მოგადგა პატრული და 300 ლარიანი დაგიწერა მაშინ ჰოო მაშინ ჰოო smile.gif

პოსტის ავტორი: Power_VANO May 8 2012, 08:17 PM

ციტატა(ARASERIOZULI @ 8th May 2012 - 05:09 PM) *
კაცო ტყეში რო მიდიხარ მანამდე ხო ქალაქი უნდა გაიარო, რო გინახონ იმას აუხსნი რო ტყეში მიდიხარ და დაგიჯერებენ თუ როგორ არი საქმე?
ისე ამაზეც გაფორმება შემოიღონ ბარემ რა.

ისე, მართალია ეს კაცი, ტყემდე ხომ უნდა მიიტანო ის დანა, ეს დასახლებული პუნქტები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები რომაა გზად? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 8 2012, 08:23 PM

ნუ პანიკიორობთ!

ციტატა(bazuka @ 8th May 2012 - 05:08 AM) *
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე 21 წლის ასაკს მიღწეულ პირებს ცივი იარაღის ტარება ეკრძალებათ


ტარებასა და გადაადგილებას შორის დიდი სხვაობაა!

ტარება არის როდესაც ჯიბეში გიდევს, სტეულზე სადმე გაქვს დამაგრებული... გადატანა როდესაც თავის ქარქაშშია და სადღაც რუგზაკში აგდია, ეგ კიდევ სადღაც მანქანის საბარგულში, პლიუს უბრალოდ რუგზაკში რომ გეგდოს... ნუ ასე თუ ისე კაცი პახოდისთვის მიდიხარ და რავიცი ახლა ვინმეზე თავდასხმას მგონი მაგ პირობებში არავინ აკეთებს ხოლმე smile.gif

აი სადმე ჯიბეში თუ გიდევს და ქალაქში ხარ გამოსული, მანდ გასაგებია რაცხა ან ტვინში ჩუნეს, ან რაღაც მზაკრული აზრები გაწუხებს, თორემ ავტობუსი იქნება, სასწავლებელი, ქუჩა, თუ სამსახური... რა ჭირად გინდა ასეთ შემხთვევაში ბებუთი?

პოსტის ავტორი: CHICO30 May 8 2012, 08:24 PM

ავტო ტრანსპორტიც, მარკეტიც, ბაზრობა სადაც ეგ დანები იყიდება და სახლამდე როგორ უნდა მიიტანო ეგ აგარ ვიცი უკვე, ინტერნეტ კაფე, მეტრო, სკვერი, მინი სტადიონი და სხვა - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად ითვლება და რა გამოვიდა?

ბებუთი არა პატარა ჯაყვაზეც გააჩმახებენ აი ნახე. განსაზღვრონ მაშინ ჯერ ცივ იარაღში რას გულისხმობენ.

პოსტის ავტორი: nihontoman May 8 2012, 08:56 PM

gregory
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები როგორც მახსოპვს არსად არაა განმარტებული და პრინციპში, საკანონმდებლო თვალსაზრისით არც იქნებოდა მართებული მისი კონკრეტული დეფინიციიას მოცემა, რადგან შესაძლოა იყოს სიტუაცია, როდესაც რეალურად ადგილი არის საზოგადოების ტავშეყრის ადგილი, თუმცა კანონმდებელს გამორჩა შესაძლო სპეციფიური ვითარების გაწერა, ან ვერ გაითვალისწინა იგი და შედეგად მივიღებთ სიტუაციას, როდესაც ნორმა გარკვეულ შემთხვევებში უსუსურია...

აქ ასე ვთქვათ ჩვენზეა მონდობილი განვმარტოთ თუ რას ნიშნავს "საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი" და ჩემი აზრი კი მოგახსენეთ უკვე smile.gif

ja_ja
+1

პოსტის ავტორი: dzvelo May 8 2012, 09:10 PM

არც ახლა ვატარებ დანას და არც 21 წელს რომ გადავცილდები მაშინ .......მაგამ როცა ბუნებაში გადიხარ საქეიფოდ ან თუნდაც სანადიროდ დანა აუცილებელი ინსტრუმენტია რომელიც მე პირადად სულ თან მაქვს... მაგრამ ამ ფორუმზე წავიკითხე მგონი რომ ჯიბეში ჩადებულ ,,ბაბოჩკა,, დანასა და ჩვეულებრივ რაიმე survival დანის გადატანა (მაგ:ჩანთაში გიდევს) არ უნდა იყოს მაგაზე ჯარიმა ჩმა..

პოსტის ავტორი: nihontoman May 8 2012, 09:44 PM

dzvelo
21 წლამდე ყველაფერზე ჯარიმაა, ეგ იცოდე...



პოსტის ავტორი: CHICO30 May 9 2012, 10:12 AM

ჩემი მამიდაშვილი იყო ნასამართლები ავარიის გამო და ქონდა პირობითი 5 წელი, რა იცოდა ეხლა თუ 28 წლის კაცსს პატარა დასაკეცი ჯაყვის ტარების უფლება არ ქონდაა? ხოდა დაიჭირეს წერეთლის ბაღში და უპოვეს ეს პატარა ჯაყვა რომელსაც მეორადების მაღაზიაში ვხმარობთ ხოლმე ფუთების გასახსნელად. ეგრევე 2 წელი კიდე დაუმატეს პირობითი და იასნა ჯარიმაც 2000 გადაახდევინეს.

რაც შეეხება გადატანას ეხლაც შეუძლია 19 წლის ბიჭს იყიდოს ბაზრობაზე სახლისთვის პურის დასაჭრელი დანა, ჩაიდოს ხელჩანთაში და წაიღოს სახლში ამისათვის არავინ არაფერს ეტყვის, მაგრამმ თუ ჯიბეში აღმოუჩნდაა ტეტუუუუ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilariona May 9 2012, 10:46 AM

ციტატა
არც ახლა ვატარებ დანას და არც 21 წელს რომ გადავცილდები მაშინ .......მაგამ როცა ბუნებაში გადიხარ საქეიფოდ ან თუნდაც სანადიროდ დანა აუცილებელი ინსტრუმენტია რომელიც მე პირადად სულ თან მაქვს.


+1000000000000000000000

სულ არ მჭირდება ქალაქში დანა და არც არასდროს არ მიტარებია! 2 მობილური, სათვალე, გასაღებები, სიგარეტი და სანთებელა, საათი და რავი რას არ ვათრევ მთელი დღე, ახლა კიდევ დანა ათრიე ბლად რა biggrin.gif biggrin.gif

აი ბუნებაში კი ყოველთვის მაქვს დანა, ოღონდ მანქანაში და იმასაც იშვიათად ვიყენებ, იმიტომ რომ ყოველთვის არი რომელიმე კეთილი ბიძია, რომელსაც ქამარზე აქვს ჩამოკიდებული კურდღლის კუდიანი დანა biggrin.gif biggrin.gif ხოდა რაღა ჩემი დანა გავაფუჭო? biggrin.gif


პოსტის ავტორი: koknar May 9 2012, 10:47 AM

ტარება ტარებაა, გინდა ჩანთაში გედოს და გინდა ჯიბეში, არსად არ წერია რო ჩანთით შეიძლება. ეგრე წერენ კანონებს რო ყველა დამნაშავე იყოს, მერე თვითონ გაარჩევენ ვინ მართალია და ვინ არა. თუ გახსოვთ კანონი მიიღეს ძაღლების გასეირნებაზე რო ყველა ძაღლი პირბადით უნდა იყოს ქუჩაში. მე ეგეთი ძაღლი არ მინახია ყველა ისე დადის, მარა არ აჯარიმებენ, როცა დაჭირდებათ დააჯარიმებენ smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman May 9 2012, 11:13 AM

ilariona
გადაიკითხე მერე თუ სურვილი გექნება: http://www.knife.com.ua/main/?page_id=944


koknar
მართალი ხარ. ჩანთით ტარება ტრანსპორტირებად არ ჩაითვლება, მაგასაც ტარებას დაარქმევენ...

პოსტის ავტორი: ilariona May 9 2012, 11:27 AM

nihontoman

კი გადავიკითხე, ადრეც ხომ დადე და მაშინ გადავიკითხე. მაგ ტიპს ევასება ყველგან დანის შეჩურთვა და მე რა ვუყო? არც კეფირს ვსვავ და კონვერტისთვის მაგიდაზე მაქვს ნაბორი რითაც შეიძლება კონვერტიც გახსნა და პრინტერშიც იჩხერკედელავო smile.gif

მე ვთვლი, რომ დანა საჭიროა და ყველას უნდა ჰქონდეს, მაგრამ ქუჩაში, რომ დადიან და პისტონჩიკიდან 80%-ს რომ დანა უჩანს ეგ არ მევასება!

აი თეატრში რაში უნდა დაგჭირდეს დანა? რესტორანში? კინოთეტრში?


პოსტის ავტორი: nihontoman May 9 2012, 11:42 AM

თეატრში და კინოთეატრებში შეიძლება არც არასოდეს დაგჭირდეს, მაგრამ რესტორანში დანა დაგჭირდება იმ საზიზღარი რკინის ნაჭრის შესაცვლელად, რასაც "სტეიკის დანას" ეძახიან...

დანა შეიძლება დაგჭირდეს, შეიძლება არ დაგჭირდეს, მარა როცა დაგჭირდება და თან არ გექნება, ისევ იმათ იმედზე უნდა იყო, ვისაც ექნება. ავიღოთ სიტუაცია, როდესაც ქუჩაში მოხდა ავარია მანქანა გადმოყირავებულია და შიგნით ხალხი ვერ გამოდის გაჭედილი ღვედების გამო. ამ დროს დანა თუ გაქვს ჯიბეში, ადგები, შუსტრად გადაჭრი ღვედს და გამოათრევ იმ საწყალს... არ გექნება და შეიძლება დიდხანს ოგიწიოს ჩალიჩი, ვერ გამოათრიო, ამასობაში ცეცხლი აეკიდოს მანქანას და ის საცოდავი ცოცხლად შეიწვას... სახანძროს და პოლიციის იმედად კაცი არასდროს არ უნდა იყოს ჩმა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilariona May 9 2012, 11:51 AM

nihontoman

აი ეს გრუზინული ხალხის შველის დროს იბრიდებიან ყველაზე მეტად biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

1) მაშველი არ ხარ და უფლება არა გაქვს მასეთ სიტუაციაში ჩაერთო.
2) როდესაც მანქანა ამოტრიალებულია, შეიძლება შიგნით მჯდომს ისეთი დაზიანება ჰქონდეს, რომ მისი განძრევაც კი არ შეიძლება და ეს უნდა დაადგინოს ექიმმა.
3) ცეცხლი თუ ეკიდება მანქანას რაის დანით მირბიხარ იმათ ამოსათრევად? აგნიტუშიწელით უნდა იარო და უნდა ჩააქრო, დანა ვერ უშველის.
4) აღარაა ის დრო, როდესაც სახანძრო და პოლიცია ერთ საათში მოდიოდა, ტელევიზორს არ უყურებ? შეიცვალა მთავრობა და ახლა 2 წუთში მოდიან.
5) დანა უნდა გქონდეს მეთქი არ დავწერე? უბრალოდ ყველგან არ უნდა დაათრევდე და ყოველთვის ჯიბეში არ უდნა გქონდეს.

პოსტის ავტორი: nihontoman May 9 2012, 11:59 AM

როცა სადმე მიდიხარ მობილური ხომ თან მიგაქვს, რა იცი ვინ დაგირეკოს ან ვისთან დაგჭირდეს დარეკვა... ჩემი აზრით დანაც მასეა - შეიძლება იმ დღეს საერთოდ არ დაგჭირდეს ჯიბიდან ამოღება, მაგარამ ჯიბეში უნდა გედოს ყოველი შემთხვევისათვის... იმას არ ვამბობ, რომ ყოველთვის და ყველა სიტუაციაში აუცილებლად თან უნდა გქონდეს, მაგრამ ჩემი აზრით ჯიბის დანის გამოყენების არეალი ნამდვილად არ შემოიფარგლება პიკნიკით და ნადირობით...


ხალხის შველას რაც შეეხება, მაშველი შეიძლება არ ვარ, მაგრამ ვალდებული ვარ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა მაქვს, რომ თუ ჩემს შესაძლებლობებშია, დავეხმარო გასაჭირში მყოფ პირს. სისხლის კოდექსში ამაზე მუხლიც არის, დაუხმარებლობა თუ რაღაც მასეთი ქვია.

პოსტის ავტორი: ilariona May 9 2012, 12:02 PM

nihontoman

ხოდა ატარე მერე, მოვა ვანო ბიძია და 300 ლარს გამოგართმევს, მერე კიდევ მოვა და 500 ლარს გამოგართმევს smile.gif


პოსტის ავტორი: baxuti May 9 2012, 12:03 PM

მაინც ვერ გავარკვიე სტანდარტული პატარა ვიქტორინოქსის ტარება შეიძლება თუ უნდა დავმალო და ისე ვიარო მაინცდამაინც, იმიტომ რომ ყოველ წუთას მჭირდება და მესამე ხელივით მაქვს ფაქტიურად

პოსტის ავტორი: gregory May 9 2012, 12:08 PM

საქართველოს კანონი იარაღის შესახებ
თავი V იარაღის ბრუნვა
მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა
2. აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე.

აი ესეა და აქამდე ეს 21 წლამდე იყო ახლა კი ნებისმიერ ასაკზე გავრცელდება !

პოსტის ავტორი: nihontoman May 9 2012, 12:29 PM

ilariona
სურვილი კი მაქვს, მაგრამ ასე თუ ისე კანონმორჩილი ვარ,. ამიტომ ვერ ვატარებ... sad.gif

baxuti
არ შეიძლება არაფრის ტარება, არანაირი მჭრელი, მჩხვლეტავი, დამაქუცმაცებელი და ა.შ. საგანი არ შეიძლება ჯიბეში გედოს, და ეს პატარა ვიქტორინოქსებსაც ეხება....

gregory
ეგ კანონი ვაბშე იმას ამბობს, რომ დანის შეძენისათვის ნებართვა უნდა აიღოო, რაც პრაქტიკაში არასდროს შემხვედრია. რომელს აგიღიათ ერთი ნებართვა დანის ყიდვისას მითხარით biggrin.gif იგივეა გადატანა-გადაზიდვაზეც და ტარებაზეც... მკჯვდარი ნორმაა... ჯ შემთხვევით არ დამიწერია ისე biggrin.gif

პოსტის ავტორი: gregory May 9 2012, 12:33 PM

ციტატა(nihontoman @ 9th May 2012 - 01:29 PM) *
მკჯვდარი ნორმაა

nihontoman
მკვდარია თუ არა კანონია! როცა უნდათ აამოქმედებენ...

პოსტის ავტორი: ja_ja May 9 2012, 12:35 PM

nihontoman

ციტატა(nihontoman @ 9th May 2012 - 12:59 PM) *
როცა სადმე მიდიხარ მობილური ხომ თან მიგაქვს, რა იცი ვინ დაგირეკოს ან ვისთან დაგჭირდეს დარეკვა... ჩემი აზრით დანაც მასეა

ახლა ნამეტანს რომ აჯაზებ თუ ხვდები smile.gif

ეგეთი ლოგიკით ჯიბეში უნდა გედოს პისტალეტი (რაიცი ვინ დაგესხმება უცებ თავს), უკეთესია ლაზერის ბლასტერი გქონდეს ჯიბეში (რაიცი შეიძლება უცებ უცხოპლანეტელების შემოსვა დაიწყოს), ასევე ქუჩაში გადიხარ და რაიცი რა ხდება მინიმუმ ჩაფხუტი უნდა გეხუროს თავზე, მაგრამ სერიოზულად თუ განვიხილავთ ჯობია რაიმე ენერგეტიკული ველისგან გაკეთებული სუპერ შილდი გქონდეს, რომ იგივე უცხოპლანეტელების შემოსევა რომ დაიწყოს, მათმა ბლასტერებმა შენი კოსტუმი რომ ვერ დააზიანონ...

აეეეეე, ხომ ხვდები რომ სუპერ პარანოიდალურ იდიოტიზმში გადავდივართ!

რაც არაა შენი საქმე რას ერევი იქანე? დილაობით რატომ არ ეხმარები ხოლმე მენაგვეებს? ხანდახან უჭირთ და სანაგვე ბუნკერის აწევისას, ძIრს ნაგავი ცვივა, ეცი და შეეშველე ახიკე ნაგავი... არ თქვა ახლა მაგი ჩემი საქმე არააო... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: cz80 May 9 2012, 12:46 PM

ნეტააი თქვენა..
მაინც ვატარებ.. ვოტ ტაკ biggrin.gif

ციტატა(ilariona @ 9th May 2012 - 11:46 AM) *
აი ბუნებაში კი ყოველთვის მაქვს დანა, ოღონდ მანქანაში და იმასაც იშვიათად ვიყენებ, იმიტომ რომ ყოველთვის არი რომელიმე კეთილი ბიძია, რომელსაც ქამარზე აქვს ჩამოკიდებული კურდღლის კუდიანი დანა ხოდა რაღა ჩემი დანა გავაფუჭო?

:P rofl.gif

პოსტის ავტორი: nihontoman May 9 2012, 12:55 PM

ja_ja
არ გეწყინოს მაგრამ ვერ გაიგებ სანამ შენ თვითონ არ დაიწყებ ტარებას ჯიბით რამე ნორმალური, მოსახერხებელი, მსუბუქი ჯიბის დანის. სანამ არ გაქვს ვერ ხვდები კაცი რაში შეიძლება დაგჭირდეს, მაგრამ რომ გექნება, მერე უკვე ძნელია მის გარეშე... საქმე ეხება ყოველდღიურ კომფორტს და ბევრჯერ დროის დაზოგვას, სულ ეგაა... და პისტალეტს რაც შეეხება, მაგ შემთხვევაშიც მგონია რომ ტარების უფლება უნდა ქონდეთ ჩვეულებრივ მოქალაქეებს ოღონდ ძალიან მკაცრი პროცედურების საფუძველზე. რატომ და როგორ ეგ სხვა საკითხია... და ეს პარანოია ნამდვილად არ არის.

რაც არაა ჩემი საქმე იმაში არ მიყვარს ჩარევა, მაგრამ ეგ უიმას არ ნიშნას, რომ საკუთარ საქმეებში ვერ გამოვიყენებ...


ეხლა ყველაზე მეტად მე შემტკივა გული ამ საკითხზე, ვისაც ინტერესი არ გაქვთ რაღა თქმა უნდა, არც გაინტერესებთ და პროსტო ღადაობთ biggrin.gif ეხლა რმ აკრძალონ პნევმატური იარაღის გამოყენება ხომ არ იქნებით კარგ ხასიათზე? დაახლოებით მასეა ამ შემთხვევაშიც...

პოსტის ავტორი: koknar May 9 2012, 12:58 PM

gregory
ესეიგი ნეტით გამოწერაც არ შეიძლება? ფოსტით რო ჩამოვიდეს? sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: gregory May 9 2012, 01:07 PM

koknar
რავი აბა. ეგ კანონი დიდიხანია ძალაშია, მაგრამ როგორც ნიხონტომ აღნიშნა "მკვდარია"...

პოსტის ავტორი: nihontoman May 9 2012, 01:07 PM

koknar
შეიძლება, ეგ კანონი აქამდედაც იყო, მაგრამ არავის არაფერზე პრობლემა არ შეუქმნია. უმაქნის კანონებს რა დალევს, მასე რომ ვუყუროთ ყველაფერს, ეს ქვეყანა არ აშენდება...

პოსტის ავტორი: ja_ja May 9 2012, 03:23 PM

nihontoman

ციტატა(nihontoman @ 9th May 2012 - 01:55 PM) *
სანამ შენ თვითონ არ დაიწყებ ტარებას ჯიბით რამე ნორმალური, მოსახერხებელი, მსუბუქი ჯიბის დანის. სანამ არ გაქვს ვერ ხვდები კაცი რაში შეიძლება დაგჭირდეს, მაგრამ რომ გექნება, მერე უკვე ძნელია მის გარეშე...

მქონდა ეგ პერიოდი, ბოლოც რომ დავღვინდი და მივხვდი ტყუილა დავათრევდი და არაფერშI მადგებოდა, ავდექი და სახლშI დავაგდე, მერე სახლში სადღაც დაიკარგაქ და სულ მკიდია...

აი ამიღწერე რაში შეიძლება დამჭირდეს კერძოდ მე?

- დილით ავდექი დავლიე ჩაი წავედი სამსახურში
- გზაში ავტობუდით, მარშუტკით ან მეტროთი დავდივარ
- მივედი სამსახურში მთელიდღე კომპს ვაწკაპუნებ
- შუადღეზე შესვენება მაქვს, გავედი ვიყიდე საჭმელი მოვიტანე, ოფისის მოწყობილ კაფეში შესაბამისი დანები არის, ან მე შენ გეტყვი და მამონტის უმ ბარკალს ვყიდულობ და დასაჭრელია რა smile.gif, მიდიხარ რაიმე მარკეტში ყიდულობ გამზადებულ საჭმელს, აცხელებ სამსახურში მიკროტალღოვანში და ჩანგალიც საკმარისია...
- სამსახურში ტავისი პერსონალია თუ ვინმეს რაიმე ხელოსნობა სჭირდება, მაქსიმუმ ქაღალდის თუ არის გასაჭრელი საკანცელარიო დანა არის ოფისში
- საღამოს მორჩა მუშაობა იგივე ტრანსპორტით მოვდივარ უკან
- სახლში დანები მაქვს, ჭამა სმა ვიჩინის დაჭრა მინდა ვჭრი....

ახლა ამიხსენი აი ასეთ გრაფიკში რა აუცილებლობაა დანის ტარების? გარდა იმ არარეალური შემთხვევებისა რაც შენ აღწერე, იქ ვიცხა ამოტრიალდა და მაშველად მივარდი ღვედის გადასაჭრელად...

ავტობუსში კონტროლიორები ავკუწო? მეტროს თანამშრომლები ავაწრიალო? სამსახურში უფროს დანა ვუტრიალო თუ.... აი სად? სად გამოვიყენო????

არა მაქვს საუბარი იმაზე რომ მივედი usa2Georgia-ში მომაქვს ამანათი და ისეა გადასკოჩილი რომ არიქა კბილებით ვეცი ლამის.... ან იქვე სთხოვე გაგიხსნიან, ან მოიცადე სანამ სახლში, ან ოფისში მიხვალ...

რავი ან ნამეტანი ჩამოვრჩI ცხოვრებას ან რეალობაში და ყოველდღიურობაში დანა საჭირო არაა და ერთერულ კრიტიკულ შემთხვევას რომ ელოდო... ნუ მაგ შემთხვევებისთვსი საღადაო პოსტი ზემოთ დავწერე smile.gif ბლასტერი, ძალოვანი ველის ფარი, კოსმოსური ხომალდი და Iron Man-ის კოსტუმი ვეჩნა თან უნდა დაგქონდეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: WARNer brother May 9 2012, 04:21 PM


ციტატა(ja_ja @ 9th May 2012 - 03:23 PM) *
რავი ან ნამეტანი ჩამოვრჩI ცხოვრებას

ეეჰ ჯაჯა ჩამორჩი ჩამორჩი, გრაფიკში ჩანს ფეხით არ დაიხარ. მე ჯიბეში ერთი-ორი ცარ ბომბა მაინც მიდევს (იქნება და რუსეთი დამესხა) და ხელში ტომაგავკი მიჭირავს იქნებ ანტონოვი ჩამოვარდეს და კარი ხო უნდა გავაღო

პოსტის ავტორი: baxuti May 9 2012, 04:52 PM

ja_ja შენ არ გჭირდება მაგრამ მე მჭირდება ზუსტად სამსახურში ყოველ წუთას ან მუყაოს ვჭრი ან წვროლ კაბელს ან ვინტის მოშვება მოჭერაში ვიყებებ მოკლედ რომ ვთქვა მანქანით ვმოძრაობ და დადგეს და იმარჩიელოს ვისაც უნდა მე "პისტონჩიკში" დანა მიდევს, მობილური თუ ვიღაცის დანით მოჭრილი თითი

პოსტის ავტორი: koknar May 9 2012, 05:07 PM

ja_ja
ეე დაიცა... მაგალიტად ამანათი ჩამოგივიდა და მანქანაშივე გინდა ნახო, მოგიწევს ან კბილებით გადაღრღნა ყუთი ან სხვას თხოვო აუ ძმურათ დანა ვინმეს ხომ არა გაქვთ...
ან კიდე პრინტრი აყიდინე ძმაკაცსს და გახსნა გინდა, ისევ აუ ძმაო სახში საკანცელარიო დანა ხო არა გაქ ან რამე პურის დანა გექნება მაიტა რააა....
და ატვიორკა თუ აქ დანას ვაფშე გულაოფ კომპს გახსნი ისე რო ერთხელაც არ იტყვი თუ ძმა ხარ მაიტა რაა...

ვიჩინის დაჭრა ხო ვაფშე მთელი კაიფია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 9 2012, 05:13 PM

nihontoman
baxuti
ორივე მწარედ ახურებთ smile.gif

ეს ქართული პონტია დანით ვინტის მოშვება და ყოვლის შემძლე ინსტრუმენტად ქცევა.

შესაბამისი ინსტრუმენტები უნდა შეიძინოთ, როგორც ყველა ცივილიზებულ სამყაროშია, მიუხედავად იმისა, რომ თვლით საკუთარ თავს ყოვლისშემძლედ და მხოლოდ ერთი ინსტრუმქნტით შეგიძლიათ მუშაობა.

მეორეცესერთი, კაბელის გაჭრას და რამეს, ასევე თავისი ინსტრუმქნტი სჭირდება, ბოლო ბოლო შეიძლება საკანცელარიო დანით მუშაობა და არა დათვის დასაგდები დანით კაბელის თლა.

ნამეტანი მოგდით ახლა... კომუნისტების დროსაც კი არ იყო მაგის საშუალება და უარესად იყო საქმე, ყველა დანას ნომერი უნდა ჰქონოდა და მონკავშირში უნდა ყოფილიყავი გაწევრიანებული რომ საერთოდ ეგეთი დანა გქონოდა, სახლშიც რომ ეპოვათ საციხო საქმე იყო, რაის ქუჩაში ტარება! ....

რომელი საუკუნეა? რომელი ედიკას, ან მხედრიონის დროა? ან მხედრიონის დრო რომ იყოს ამ ერთი კინკილა დანით კალაშას წინააღმდეგ რას აკეთებთ...

კაროჩე ეს არის უაზრო კამათი, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება შენ გჭირდება და ვერ წარმოგიდგენია მის გარეშე მუშაობა, თუ ქალაქში სიარული, სახელმწიფო ეგრე არ თვლის, შესაბამისად, ან დადე სახლში, ან ჯარიმები იხადე და სისულელეის გულისთვის კუტუზკაში ჩაჯექი.

თუ არ მოგწონთ ეს ყველაფერი დიდი მადლობა მოუხადეთ იმ უტვინო ლაწირაკებს და მათ მშობლებს, რომლებიც სკოლა იქნება, თუ ქუჩა ისეთ დანებს დაატარებენ ჯიბით რემბოს რომ არ უნახია...

არ დამიწყოთ ახლა - ახალგაზრდებს სწავლის პერიოდში დანა სჭირდებაო... იქ კაბელი აქვს გასაფრცქვენი, თუ მანქანის ღვედი გადასაჭრელი...

როგორმე სკოლა უნივერსიტეტში დანა არ მიტარებია და ცოცხალიც ვარ და არც საჭიროება დამინახავს. თუ ასე შეიცვალა სკოლა, მაშინ ეგეთ სკოლაში არ უნდა იაროთ სადაც ბეარ გრილსივით ყოველდღე „ვიჟივანიეს“ითამაშებთ.

მოკელდ მოგწონთ თუ არ მოგქწონთ ფაქტია ასე იქნება და მორჩა, არც მე არ მომწონს ის რომ ასევთქვათ ჩემი „კისტის“ თოფი ვიღაც ტუპოი უბლიუდოკის უმეცარი მოქმედების გამო აწი სანებართვოში უნდა მივაცუნცულო და 55 ლარი ვიხადო, მაგრამ ეგრეა და რამდენიც გინდა ვიწუწუნოთ.

არის რეალური ფაქტი, ცხოვრებაშ უმეტესობას არ სჭირდება ბებუთი ჯიბეშ, და არც დღევანდელი ცხოვრების რითმია თუ სტილი ამას არ მოითხოვს, მაგრამიმის გამო რომ ზოგიერთები დანით სხვას ისეთ უბერურებას სწევენ რომ წარმოდგენაც ძნელია, სახელმწიფო ვალდებულია აწონ დაწონოს ყველაფერი, ჩათვალოს რომ უმეტესობას ეს დანა ისედაც არ სჭრდება და არ დააქვს, აბა დარჩა „კუჩკა“ მოძველბიჭო და ქუჩის სასტავი რომელიც დანას ბოროტად იყენებს... რა ვქნათ, რა ვქნათ და თუ სხვებს არ სჭრდება და ესენი ბოროტად იყენებენ, მოდი და ავკრძალოთ, ვისაც ისედაც სრ სჭრდებოდა არ დაზარალდება, ერთეულს ვისაც სჭირდებოდა, რა ვქნათ და საერთო უსაფრთხოებისთვის დაზარალდება, დანარჩენი კი ვინც ბოროტად იყენებდა დეერხევა...

აი ეს აზრია აქ ჩადებული და აღარ გვინდა აქ ჭრელო პეპელა და ვაიმე ჩემი Ka Bar, Cold Steel, Opinell-ი თუ სხვა... არაფერშ არაა ეგეთი დანები საჭირო, არც ვიქტორინოქსი და გერბერი, ოფიცილაურად მაგათ აქვთ სახელი შვეიცარული არმიის დანა! არმიის!!! და არა ქუჩაში ტარების! მქონდა ვიქტორინოქსი და დანას ვიყენებდი კომპიუტერის კორპუსების დასაშლელად, ნორმლაურმა კაცმა რომელიც მაგ საქმით შოულობ პურს, ერთი ატვიორკა უნდა იყიდო და მორჩა საქმე...

პოსტის ავტორი: ja_ja May 9 2012, 05:19 PM

koknar

ციტატა(koka @ 9th May 2012 - 06:07 PM) *
ეე დაიცა... მაგალიტად ამანათი ჩამოგივიდა და მანქანაშივე გინდა ნახო

ამერიკაში ნიუ ჯერსიში, ტიპმა ოფიციალურად იყიდა პისტალეტი, ნებართვას 2 კვირა ელოდა, მივიდა მაღაზიაში და წამოიღო, სახლში შენახვის უფლებით.

გზაში ვერ მოითბინა გააჩერა მანქანა და გახსნა ჩახედა შიგნით რა იდო. უცებ შემთხვევით პატრულმა გაიჩითა დაინახა პისტალეტი, დაიჭირეს ტიპი და 15 წელი მიუსაჯეს! არ უშველა მტკიცებამ რომ სახლშ მიჰქონდა და ეგერ 50 მეტრში არსებული მაღაზიიდან გამოვიდა წეღან!

მეორეს იგივე ნიუ ჯერსიში უარესი დაემართა, co2 პოსტალეტი ედო მუხლებზე, გამოშტერებულმა პოლიციელმა რომელმაც შემთხვევით დაინახა ჩათვალა რომ თავდასხმისთვის იყო ტიპი მზად და პირველმა თვითონ გაუხსნა ცეცხლი... ტიპი გადარჩა, მაგრამ 200 000-იანი ჯარიმა აიკიდა ან 15 წლიანი ციხე...

ხალხნო არაა რა ეგრე საქმე... მესმის იქ ვატრაკებდეთ მულტითულ დანებზე, ნუ ტიპა პლასკაგუფცი, ატვიორკა, კონსერვის დანა, პროპოჟნიკი და ეგეთი შტუკებით რომაა ანცობილი.. მარა ხომ ვიცი ახლა გულში ყველას რა გიდევთ... ჩაიხედეთ რა საკუთარ სულში ალალაად და არ გვინდა რა ეს მიკიდ მოკიდული, ვითომ და ... ნუ იცით ახლა თქვენთვითონაც... smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman May 9 2012, 05:30 PM

ja_ja

ციტატა
ხალხნო არაა რა ეგრე საქმე... მესმის იქ ვატრაკებდეთ მულტითულ დანებზე, ნუ ტიპა პლასკაგუფცი, ატვიორკა, კონსერვის დანა, პროპოჟნიკი და ეგეთი შტუკებით რომაა ანცობილი.. მარა ხომ ვიცი ახლა გულში ყველას რა გიდევთ... ჩაიხედეთ რა საკუთარ სულში ალალაად და არ გვინდა რა ეს მიკიდ მოკიდული, ვითომ და ... ნუ იცით ახლა თქვენთვითონაც...


აი ამაში კი არ გეთანხმები. რომ ვამბობ საქართველოში დანის კულტურა არ არსებობს მეთქი, აი ამას ვგულისხმობდი... რას ქვია გულში რა მიდევს? აი ამის ტარებისას გულში რა შეიძლება მედოს ერთი ვაჟკაცურად მითხარი:




არც მასე მარტივად არაა საქმე. გაიგეთ რომ დანის ტარების მოტივაცია არაა მარიაჟი, დაშინება, თავდაცვა?თავდასხმა და ა.შ. დანა არის სამეურნეო დანიშნულების ინსტრუმენტი და მისი გამოყენების არეალი იზღუდება მხოლოდ ჩვენივე ფანტაზიით (და ასევე იმ ფაქტით რომ დანა გამოიყენება რაღაცეების საჭრელად და პერანგს მაგით ვერ გააუთოვებ)

პოსტის ავტორი: nihontoman May 9 2012, 05:37 PM

ეს გამომრჩა წეღან:



biggrin.gif

პოსტის ავტორი: WARNer brother May 9 2012, 06:52 PM

ja_ja
მე რას ვახურებ ჯაჯა?
ცხოვრებაში არ მიტარებია დანა ქუჩაში, ეხლა ექსკურსიაზე და ა.შ რო მივდივარ და ჩანთაში აგდია იმას არ ვგულისხმობ.

პოსტის ავტორი: ja_ja May 9 2012, 06:57 PM

WARNer brother
იზვინი აი ის ზემოთ რომაა ის უნდა ჩამეწერა smile.gif, ჩავასწორებ ახლავა smile.gif

პოსტის ავტორი: WARNer brother May 9 2012, 07:04 PM

ja_ja
არაუშავს, მაშინ ეს პოსტი მიაშალე და ჩემს ზედა პოსტში "მე რას ვახურებ ჯაჯა?" წაშალე

პოსტის ავტორი: ja_ja May 9 2012, 07:11 PM

nihontoman
მოკლედ შენ რეალობას არ ეგუები, ნუ ტიპა ყველა ახალგაზრდას სისხლი უდუღს და ერთი მიმართულება აქვთ რამენაირად შეეწინააღმდეგოს ჩამოყალიბებულ აზრებს...


ნუ კომპიუტერებშI ეს ნათლად ჩანს ხოლმე, მე ინტელს არ ვიყიდი მაგათი დედაც, გარბიან თავიანთი დამოუკედებელი აზრის დასამტკიცებლად და AMD-ს პროცებს ყიდულობენ აფანატებენ და მერე ღვინდებიან, ბოლოს ისევ INTEL-ის მანქანაზე მუშაობენ იქნება რენდერი აუდიო ვიდეო თუ საოფისე სისულელე

არის მეორე კატასტროფული მიდგომაც, ნუ ტიპა მე Internet Explorer-ს ვერ ვიტან Crome ჯობია, შედეგად თითქოს და IE-ს რამე დააკლდება რა მაგით, გარბიან ქრომზე კუკუობაზე და ნახევარი სკრიპტები არ მუშოაბს, იმ ბროუზერებში და საიტები დაღუნულად იხსნება...

ნუ იგივე შემდეგი პონტი, Microsoft-ის დედაც მირჩევნია Linux-ის ზახოდები, იბუინებენ იბუინებენ ბოლოს ყველა მაინც Windows-ზე ზის smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

როგრორი ნაცნობია იცი ეს ყველაფერი ჩემთვის smile.gif, ლიჟბი რაღაცას არ დაეთანხმო გაახურო... მხოლოდ შენი გადასახედიდან შეხედო...

არც შენგან მიკვირს ეს და არც სხვისგან იმი მერე რაც მთავრობისგან იგივე დავინახე - ირმის ნახტომი, ლინუქსი ქართულ სკოლებში, გაქართულება, მთარგმნელების ბანაკი... და ბოლოს ყველა სკოლა მაინც Windows-ზე ზის smile.gif თავიდანვე შესთავაზა MS-მა მოდი თითო კომპში 3-დან 5$ გადამიზადეო და მორჩ ამაგით საქმეო, არა! როგორ გადავიხდით საზიზღარ კაპიტალისტს! ჩვენ უფრო მაგრები ვართ აიდაააა!!! ძIრს ის ძირს ეს!!! და ბოლოს მაინც ჩამოღუნეს ტავები smile.gif, ყველა ასეთ სულიერ ბუინობას აქვს თავისი დრო, მაგრამ მალე კვდება, მოვა დრო გეყოლება შვილი და სულ სხვა თვალით შეხედავ იმას რომ მთლად ნორმალური არაა ჯიბით დანის ტარება...

უკაცრავად და მოდი ამ შესავლის მერე დაგისვავ კითხვას, ის შენი სპაიდერკო რისთვის გინდა ჯიბეში? რეალური დანიშნულება მითხარი თუ შეიძLება და არა ჰიპოტეტიკური რაღაც შეიძლება მოხდეს და დამჭირდეს... არც ის მაინტერესებს რომ ყუთები გაქვს სამსახურში დასახსნელი, მაშინ სანმსახურში უნდა გქონდეს და არა ჯიბეში

ის კლიპი საერთოდ ვერ გავიგე რა იყო, თეთრკანიანი გამოხტომა ზანგურ გორილას ზახოდებზე smile.gif ის დანა ეს დანა... მერე.... ნუ იგივე სისულეე ჰიპოტეტიკური იდიოტიზმებია მაგ კლიპში, გასაღები მანქანაში დაგრჩა და რა დანა გიშველის? რით? იმით რომ მანქანას გააფუჭებ? აქაა უკვე იმის შესაძლებლობა რომ პატრული გამოიძახო და ისინი გაგიხსნიან მანქანას, იქ რამდენიხანია ეგ არის აღარ ვლაპარაკობ არაფერს...

შეეშვით ამ რაცხას ხავსის ჩაბღაუჭებას... სისულელეა... უბრალოდ გამჯდარია ქვეცნობიერად, დანის ტან ჰონა მაგარია, მაგარი შესახედავია, რაღაც სტანდარტული ჩმორიკების ფონზე მაგრა ვჩანვარ, მე უფრო მაგარი ვარ, ვერავინ ვერაფერს მეტყვია ამ ჩმორიკებისგან იმიტომ რომ იციან რამე რომ მოხდეს, მერე... და ასე შემდეგ... არ აღიარებ და ეგრეა ყველაფერი. ვერანაირად ვერ მომიყვან რეალურ მიზეზს, რისთვსი შეიძლება დაგჭირდეს კაცს დღეს სპაიდერკო, კა-ბარი უ სხვა გინდა დიდი გინდა პატარა დანა. ქუჩაში არ გჭირდება! არანაირად!

დაჟე დისტრიბუტორი თუ ხარ და ადგილზე საქონელი მიგაქვს მაგ დროსაც არ გჭირდება, შენი საქმეა საქონელი მიტანო და დატოვო ადგილზე, გახსნა უკვე იმათი საქმეა და არა შენი.

პოსტის ავტორი: nihontoman May 9 2012, 08:03 PM

ja_ja

ეგ ვიდეო ღადაობის პონტში დავდე ხუთი დანის ტარება ერთად მეც არ მესმის. ზოგისათვის კი ნორმაა, მარა რავი...


კარგი თუ გაინტერესებს, მე 20 წლის სტუდენტს, რომელსაც არც ყუთები აქვს სახსნელი, არც წერილები მოსდის კონვერტით და არც მანქანა ყავს და შესაბამისად შემთხვევით ჩაკეტილ კარებსაც ვერ გააღებს დანით (თუმცა მე მაგას არ ვიზამდი), რისთვის შეიძლება დასჭირდეს დანა ჯიბეში, გაგცემ პასუხს.

ძირითადად არც არაფერში. რაკი 21 წლის ჯერ არ ვარ, არც მიტარებია არანაირი დანა ჯიბით, თუ არ ჩავთვლით ყველაზე პატარა ვიქტორინოქსს ან http://www.youtube.com/watch?v=YnikuJ3Uz0s, რომელთა ყველა ფუნქციას ძალიან კარგად ვიყენებ ყოველდღიურად - მაკრატელი და ქლიბი ფრჩხილების დასაჭრელად (ადვილად მემტვრევა ფრჩხილები და ვერ ვიტან როცა ტანსაცმელს ან სხვა ქსოვილს ედება); კბილის საჩიჩქნს პირდაპირი დანიშნულებით, მას შემდეგ რაც შესვენებაზე რამეს მივირთმევ და არ მინდა უნივერსიტეტში ლობიოს კანით გამოჭედილი კბილებით ვიარო biggrin.gif; კალამი, როცა ჩვეულებრივ კალამს ვკარგავ ან მრჩება, პინცეტი როცა რამე მერჭობა ხელში ან თმას ვიპუტავ rofl.gif და ა.შ. დანის პირს ძირითადად ვხმარობ მაშIნ როცა ვარ გარეთ და მჭირდება უცებ რამე შეფუთვის გახსნა, ან როდესაც აღმოვაჩენ რომ წიგნის ფურცელი ერთმანეთზეა მიკრობილი (ერთი-ორჯერ მომხდარა), როცა უსა2გეორგიადან გამოვდივარ და ამანათის ნახვა მინდა (ხო ვიცი, ეგ უკვე ახსენე, მაგრამ მე ყოველთვის მასე ვარ biggrin.gif), როცა ფანქარს წერისას წვერი წატყდება და გასათლელია (კი ფანქარიც ისეთივე საჭიროა, როგორც კალამი) როგორც წესი დანა გაცილებით იშვიათად მჭირდება ხოლმე, ვიდრე სხვა დანარჩენი ინსტრუმენტები, მაგრამ ხანდახან მაინც საჭიროა და როცა ასეთი მომენტი დგება, ძალიან მიხარია ხოლმე რომ მომზადებული ვარ smile.gif

პლიუს ამას, ცოტა ხნის წინ, ჩემს მეგობარს ვაჩუქე სპაიდერკოს https://www.google.ge/search?hl=ka&rlz=1C1CHMO_enGE471GE471&q=spyderco+bug+set&oq=spyderco+bug+set&aq=f&aqi=&aql=&gs_l=serp.3...3864.4319.0.4629.0.0.0.0.0.0.0.0..0.0...0.0.1xFd9EMMuyA. არც ერთ მათგანს არ გააჩნია ჩამკეტი მოწყობილობა და პირები ისეთი პატარა ზომისაა, რომ მათი გამოყენება "ცუდი" მიზნებით ან მათი ჯიბეში ტარებით "დაცულობის" შეგრძნების გაჩენა წარმოუგენლად მიმაჩნია... თუმცა მას შემდეგ რაც ვაჩუქე, ჩემი კურსელი სულ თან ატარებს ერთ-ერთს და მიზზი ის აღმოჩნდა, რომ ზალიან ბევრ რამეში იყენებს. მაგალითისათვის ავიღოთ სიტუაცია, რომელსაც მე პირადად შევესწარი, როდესაც "საველე" პირობებში მანქანაში ჩავამონტაჟეთ ლეპტოპი თავისი კვების წყაროთი - უპს-ით და იქ დაგვჭირდა აკუმლატორიდან უპს-ზე შნურების დაერთება, რისთვისაც საჭირო იყო რამდენიმე უკვე ნაყიდი შნურის გადაჭრა, უპს-ის პლასტმასის კორპუსში პატარა ჭრილის გაკეთება დამატებითი შნურების გასაყვანად, საიზოლაციო თერმომილების სიგრძეზე დაჭრა, რამდენიმე ziptie-ს გადაჭრა და კიდევ რამდენიმე წვრილი ოპერაცია, რომელიც ყველა ამ პატარა დანით შევასრულეთ სწრაფად და ხარისხიანად...

თუ გაინტერესებს რაში შეიძლება გამოვიყენოთ დიდი ზომის დანა, მაშინ გეტყვი, რომ დიდი ზომის ჯიბის დანის გამოყენება კიდევ უფრო ბევრ რამეშიდაც შეიძლება, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დიდი ზომის პირიან დანას შეუძლია გააკეთოს ის საქმეები რასაც პატარა დანა გააკეთებს და პლიუს ამას ის საქმეებიც, რომლებსაც პატარა დანა ვერ გააკეთებს biggrin.gif ქალაქში არ ვატარებ ხოლმე, თუმცა თუ სოფელში ჩავდივარ ჩამაქვს და სამწვადე ჯოხების გათლიდან დაწყებული, ხორცის და სხვა პროდუქტების დაჭრით დამთავრებული ყველაფერში ვხმარობ. ქალაქში სხვა სიტუაციაა და რაკი პირადად არ მქონია დიდი დანის ტარების შემთხვევა ასეთ სიტუაციაში, ვერ გეტყვი დანამდვილებით ვერაფერს, თუმცა იყო შემთხვევა როდესაც მინატრია რომ ჯიბეში მდებოდა, კერძოდ კი ჩემი ერთ-ერთი იშვიათი ვიზიტისას იპოდრომზე, გადავაწყდი საკმაოდ არამეგობრულად განწყობილი ძაღლების ჯგუფს და დაახლოებით 100 მეტრი მანძილის გავლა მომიწია ზადნით, სანამ ყეფა და ღრენა არ მოსწყინდათ და თავი არ დამანებეს. რომელიმე მათგანს რომ გამოეწია საკბენად, მოგერიების შანსები ძალიან ცოტა მექნებოდა - დიდი ძაღლები იყვნენ და ცუდად დამთავრდებოდა ჩემთვის ეგ ყველაფერი... მაგ შემთხვევაში ჩემი სპაიდერკო მილიტარი რომ მქონოდა თან, მეცოდინებოდა, რომ უკიდურეს შემთხვევაში მთლად დაუცველი არ ვიქნებოდი...

შენ ეს შეიძლება გატრაკებად მიიჩნიო, მაგრამ ჩემთვის იმ დროს სხვანაირად იდგა საქმე...

პროსტო გასატრაკებლად არ ვიძახი ამას. არც ისეთი ჯიუტი ვარ, რომ როდესაც ვხედავ ჩემი მოსაზრების საპირისპირო არგუმენტს, მაინც ჩემსაზე დავდგე, მაგრამ ამ შემთხვევაში შენ არ გესმის ჩემი მიზეზი იმაზე თუ რატომ არ მომწონს ეს კანონპროექტი. სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაინც გგონია, რომ ჩემთვის დანის ტარება არის პრიორიტეტი, რომ მას განვიხილავ როგორც რაღაც "მაწიბალ" აქსესუარს, რომლის ტარებითაც თავი მაგარი როჟა მგონია და ა.შ. ბევრის შემთხვევაში მართლა ასეა და მაგათი დედაც ვატირე - მაგნაირების გამოა ეხლა ეს კანონპროექტი შეტანილი. ჩემს შემთხვევაში, მე როგორც მაღალი ხარისხიანი ინსტრუმენტების დიდ მოყვარულს, მიზიდავს მათი ფუინქციონალური დიზაინი, დამუშავების მაღალი დონე, ესთეტიკა და ა.შ. და როგორც ხედავ მარტო მე არ ვარ ასე - სანადირო, საველე, "საბრძოლო" და სხვა დანიშნულების დანებთან ერთად ყველაზე მეტად პოპულარული არის ჯიბის დანები ყოველდღიური ტარებისათვის, რომელიც არის ფუნბქციონალური ინსტრუმენტი და ასევე დახვეწილი აქსესუარი (ხშირ შემთხვევებში). თუ მათ დანიშნულება არ აქვთ, მაშინ რატომ იწარმოება ისინი ამდენი რაოდენობით? რატომ ყიდულობს ხალხი მაჯის საათს, როდესაც თითქმის ყველგან და ყვეკლაფერზე არის საათი (მობილური მაგალიტად)?

რა გამოდის? გამოდის რომ ხანდახან საჭიროა დანა ჯიბეში გედოს სხვადასხვა მიზეზებისდა გამო. ნუ ჩემს შემთხვევაში მაინც ასე, სხვებზე არ ვიცი...smile.gif

ყველაფრის და მიუხედავად, რომ მიიღონ ეს კანონი და აღმოჩნდეს, რომ ცივი იარაღით ჩადენილმა დანაშაულებების შემთხვევებმა იკლო რაოდენობაში, ხმას არ ამოვიღებ, მზად ვარ შევეგუო სიტუაციას და თუ ერთი ადამიანით ნაკლები გარდაიცვლება დანით მიყენებული ჭრილობებისაგან, მზად ვარ ვთქვა რომ კანონპროექტი კარგი იდეა იყო. ბოლოს და ბოლოს, სხვისი სიცოცხლე გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ჯიბით დანის ტარების უფლება... თუმცა ერთი საინტერესო დეტალი გასათვალისწინებელია - ბოროტმოქმედები იმით გამოირჩევიან კანონმორჩილი ხალხისაგან, რომ ისინი კანონის მოთხოვნებს არ ემორჩილებიან, შესაბამისად არაა გამორიცხული რომ დანით ხალხის დაჭრის სტატისტიკურმა რაოდენობამ არ იკლოს. ან თუნდაც დანის გამოყენების მაგივრად გადავიდნენ სხვა - კანონით ჯიბით სატარებლად დაშვებულ საგნებზე, როგორიცაა სახრახნისი, ან სადგისი, ან ლურსმანი.

ისე თემას რომ გადავუხვიოთ - ინტერნეტ ექსპლორერი მართლა უვარგისია ჩემი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ნელია და ძალიან დატვირთული. თუ არ გჯერა, შეგიძლია აი http://auc.carauction.ge/aj შეხვიდე ქრომით და ინტერნეტ ექსპლორერით და ცადო ვთქვათ ყველა მაზდის ძიება. შედეგები ამოვარდება ჰორიზონტალური ხაზების სახით, რომლებიც "ჩაკეცილია" და მათ გასახსნელად საჭიროა მარცხენა მხარეს არსებული + ნიშნებზე მაუსის გადატარება. ქვემოდან ზემოთ სწრაფად აატარე მაუსი ჯერ ექსპლორერში, მერე ქრომში და ნახე განსხვავება biggrin.gif

პოსტის ავტორი: cz80 May 9 2012, 08:44 PM

ციტატა(nihontoman @ 9th May 2012 - 09:03 PM) *
ბოროტმოქმედები იმით გამოირჩევიან კანონმორჩილი ხალხისაგან, რომ ისინი კანონის მოთხოვნებს არ ემორჩილებიან, შესაბამისად არაა გამორიცხული რომ დანით ხალხის დაჭრის სტატისტიკურმა რაოდენობამ არ იკლოს. ან თუნდაც დანის გამოყენების მაგივრად გადავიდნენ სხვა - კანონით ჯიბით სატარებლად დაშვებულ საგნებზე, როგორიცაა სახრახნისი, ან სადგისი, ან ლურსმანი.

+100000000000

ისე ერთი აზრი უნდა შევთავაზო ამ ჭკუისკოლოფებს,
იქნებ მამაკაცის სასქესო ორგანოს ტარებაც შეზღუდონ რაიმენაირად, ზატო გაცილებით იკლებს გაუპატიურებების რიცხვი biggrin.gif biggrin.gif

ვაი ამათ პატრონს..კი არადა ვაი ჩვენ პატრონს sad.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 9 2012, 08:54 PM

nihontoman

ციტატა(nihontoman @ 9th May 2012 - 09:03 PM) *
ძალიან კარგად ვიყენებ ყოველდღიურად - მაკრატელი და ქლიბი ფრჩხილების დასაჭრელად

ჰოო, ეგ ჰოო, ნუ მაგის გარეშე დღეს კაცი რაფერ იქნები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(nihontoman @ 9th May 2012 - 09:03 PM) *
კბილის საჩიჩქნს პირდაპირი დანიშნულებით, მას შემდეგ რაც შესვენებაზე რამეს მივირთმევ და არ მინდა უნივერსიტეტში ლობიოს კანით გამოჭედილი კბილებით ვიარო

კაცოუ სად ჭამ ხოლმე ლობიოს ისე რომ კბილის საჩიჩქნი ჯოხები არსადაა ხოლმე smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(nihontoman @ 9th May 2012 - 09:03 PM) *
თუ გაინტერესებს რაში შეიძლება გამოვიყენოთ დიდი ზომის დანა, მაშინ გეტყვი, რომ დიდი ზომის ჯიბის დანის გამოყენება კიდევ უფრო ბევრ რამეშიდაც შეიძლება, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დიდი ზომის პირიან დანას შეუძლია გააკეთოს ის საქმეები რასაც პატარა დანა გააკეთებს და პლიუს ამას ის საქმეებიც, რომლებსაც პატარა დანა ვერ გააკეთებს

ეს ხომ სუფთა კომკავშირის ტავჯდომარის სიტყვებია, ყველაფერი თქვი და სინამდვილეში არაფერი biggrin.gif რა არის ეს biggrin.gif


ციტატა(nihontoman @ 9th May 2012 - 09:03 PM) *
ა თუ სოფელში ჩავდივარ ჩამაქვს და სამწვადე ჯოხების გათლიდან დაწყებული, ხორცის და სხვა პროდუქტების დაჭრით დამთავრებული ყველაფერში ვხმარობ

ახლა სოფელში და ტყეში სამწვადე ჯოხების გათლაზე არც არის მგონი კანონპროექტი smile.gif

კაროჩე ნიხო შენთვითონ ხვდები რომ ატრაკუნებ, კი არ ატრაკებ, არამედ ატრაკუნებ smile.gif, ახლა ის პაწუა დანები რაც დააგდე მაგაზე არც არის საუბარი, ყოველ შემთXვევაში ჩემი მხრიდან, არ ვიცი კანონი მაგასაც ითვალისწინებ თუ არა, ნუ იდეაში ბავშვისთვსი მინც მიუღებლად მიამჩნია, მაგრამ ეს უკვე ჩემი სუბიექტური აზრია და აქ ვუშვებ ვარიანტს, რომ შეიძლება ვიღაცამ არასწორად ჩათვალოს და ასე შემეგ, უმცა არ მესმის რატომ...

ეგრე თუ დააკვირდი მე მულტითულზე ვთქვი მაგაზერ არ ვლაპარაკობ მეთქი, მაგრამ მაინც ამ დიდ დანებზე მიდის ტირილი smile.gif რაის სამწვადე ჯოხები ქალაქში კაცოუ! smile.gif

P.S. ბროუზერებზე მე ჩუმად ვარ, აქ მაგ საკითხის განხილვა ნი-ნი...



პოსტის ავტორი: koknar May 9 2012, 09:00 PM


პოსტის ავტორი: cz80 May 9 2012, 09:14 PM

koknar
biggrin.gif rofl.gif

პოსტის ავტორი: ikaaa May 9 2012, 09:18 PM

არ შეიძლება უბრალოდ განისაზღვროს დანის პარამეტრები? როგორ შეიზლება ვიქტორინოქსის 3სმ-იანი დანაც, დანა იყოს და ჩვეულებრივი ზომის დანა.
აქ ზოგი წერს მე დანა საერთოდ არ მჭირდებაო, ზოგიც მე ისეთ საქმეზე ვარ, დანა ყოველწუთას მჭირდებაო. ეს იგივეა რაც , რომ გავყოთ საზოგადოება ორ ნაწილად მწეველებად და არამწეველებად, ვინც ეწევა, ყოველთვის ექნება ჯიბეში სიგარეტი და სანთებელა, იმიტომ , რომ ჭირდება. ასევეა დანაც და ხომ არ შეიძლება ყველა ერთ ქვაბში მოვხარშოთ?
ამიტომაა საჭირო პარამეტრები, დაადგინონ გარკვეული სიგრძე, ის რომ დანა არ უნდა იყოს კნოპკიანი და სხვა. აბა ეხლა რა გამოდის? მე დანა არასდროს მიტარებია, მარა მაქ გსაღებზე ვიქტორინოქსის 3სმ-იანი დანა, რომელსაც იმ დანის გარდა კიდევ ბევრი რამე აქვს და ბევრ რამეში ვიყენებ , მასეთი დანები ვის არ დააქვს გასაღებზე , ის თქვით biggrin.gif ეხლა არამგონია მაგის გულისთვის ვინმე დააჯარიმონ, თუ ყურადღება არ მიიქცია, მაგალითად გაეხვია კაცი რაღაც შარში, თავისი ეყოფა, გაჩხრიკეს, უპოვეს ეს შენი ფრჩხილების საჩიჩქნი დანა, აჰააა შენ დანასაც ატარებ? მორჩა, დანის პარამეტრები განსაზღვრული არაა, მაგათთვის ეგეც დანაა.

პოსტის ავტორი: nihontoman May 9 2012, 09:31 PM

ja_ja
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო ხომ გაგიგია ? biggrin.gif ხოდა მეც ეგრე გამომივიდა.

ძალიან კარგად მესმის შენ რასაც ამბობ: შენი გადმოსახედიდან არაა საჭირო ჯიბის დანის ტარება ქუჩაში, რადგან შენ არ დაგჭირვებია არასოდეს. მე შევეცადა მომეყვანა ჩემი არგუმენტები, მაგრამ შენ ისევ ყველაზე სუსტებს მიადექი მათ შორის - ჩემი ბრა;ლია აქამდე კანონს რომ ვემორჩილებოდი და დიდი დანა არ მიტარებია რომ აგმეგო რაში გამომადგებოდა კონკრეტულად მე... biggrin.gif

ბავშვისათვის თუ მიუღებლად მიგაჩნია, მეც მიუღებლად მიმაჩნია ქუჩაში არასრულწლოვნისათვის დანის ტარების უფლების მიცემა, მაგრამ 40 წლის კაცსაც რომ უკრძალავ ქუჩაში ჯიბის დანის ტარებას, ეგ სხვა რამეა. ბავშვებისათვის (და ცოტა დიდებისათვისაც, ვნც 18-20 წლისაა) ისედაც აკრძალულია ჯიბის დანის ტარება და საკმაოდ დიდი ჯარიმებით ისჯება...

თუ მაინც არ დაგაკმაყოფილა ჩემმა პასუხმა, შენ თვითონ მოძებნე ინტერნეტში, დარწმუნებული ვარ ბევრი საინტერესო რამე იქნება. smile.gif

და ზოგადად ჩემი ხედვა ასეთია - კანონშემოქმედება არის ურთულესი სამუშაო. დადებითი და უარყოფითი მხარეები უნდა იქნეს გამოკვლეული საგულდაგულოდ და მხოლოდ შემდეგ იქნეს შემუშავებული პროექტი და დამტკიცდეს იგი. მითუმეტეს როდესაც რაღაცა იკრძალება, ყოველთვის მოიძებნება ადამიანთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელთაც ეს აკრძალვა ეხება და გასათვალისწინებელია მათი ინტერესებიც. ძალიან მარტივია რარაცის აკრძალვა და იმის იმედის ქონა, რომ ეს აკრძალვები იმუშავებს და სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს, მაგრამ ძალიან რთულია სწორი რეგულაციების დაწესება აკრძალვების რაც შეიძლება მინიმალური დოზით. ჩვენს შემთხვევაში გვაქ თითქმის აბსოლუტური აკრძალვა, რადგან ქალაქში ფაქტიურად ჯიბეში დანა ვერავის ვერ ექნება, ხოლო ტყეში და მიკარგულ ადგილებში არც ისე მუშაობს კანონი და არც ასე...

და საერთოდ - როდესაც 18 წლის ახალგაზრდა მიგყავს ჯარში, სახელმწიფომ იმდენი ნდობა და დაფასება უნდა გამოიჩინო მის მიმართ, რომ ყველა წვრილმანი არ აუკრძალო.



koknar


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif აი ეგეთი სიტუაციაა დახლოებით...

პოსტის ავტორი: ja_ja May 9 2012, 10:58 PM

აუ მე უკვე მკიდია ეს საკითხი smile.gif

ვიცი რომ აიკრძალება და ახლა აქ თუ გინდა შევაკლათ თავი ერთმანეთს არაფერი შეიცვლება smile.gif

ვსიო მე ნიხტ ინტერესტნო ამ თემაIშ, რას ჩემი აზრი იყო გამოვთქვი დალშე უაზრო კამათი გამომივა smile.gif

პოსტის ავტორი: CHICO30 May 10 2012, 09:49 AM

30 წელი მივლია, მითევზავია და მინადირია დანის ტარების გარეშე და შემდეგშიც როგორმე მოვახერხებ.

ვეთანხმები ჯაჯას რაც არ უნდა ფეხისტყაოსნის ხელა პოსტები ვწეროთ არაფერი შეიცვლება უბრალოდ დაველოდოთ კანონს როგორ დახვეწავენ.

პოსტის ავტორი: smekosmeko May 11 2012, 10:08 AM

უმარტივესი საკიოთხია და იჭრება რთულად. ესე არც დასრულდება კამათი სანამ იარსებებთ smile.gif რატო აიკრძალა დანა? და არა მობილური? ბევრი დავა უნდა ამას? დამოკიდებულია ადამიანზე.. მე ვატარებ დანას სიტყვაზე და ვარ ესე მშვიდად სულ არანაერი ბრობლემები. აგერ გვერდით ვიღაც ატარებს და დანს და კაცი მოკლა. რამოხდა? რატო მოკლა ვირაც? ნერვები აგეთხრება და მობილურს მაქს კედელზე მიაფშვნი და დანას? ცივი აზროვნებით დანას ვინმეს დაარტყამ? და ცხელი გონებით? ანუ როცა ეგეთი სახის პრობლემა შეგეჩეხება ცხელი გონება ჯიბეში ხელს ჩაიყოფს და დანას მოიძიებს (არ დაგეკითხება მიცემ თუ არა უფლებას)... აბა იმიტო არ იგრძალება რომ სამსახურებში რაღაც კარდონები არ ჭრათო. იასნა უნდა იყოს აკრძალული ტარება! კარდონების საჭრელად არსებობს სპეციალური საშუალებები. დანა უნდა იყოს ტყე-ღრეში (პიკლინიკი, ნადირობა, თევზაობა) ან სახლში. ესე უფრო ნაკლები შანსია რომ ვინმე დაჭრან ან მოკლან. ვსიო. მაგრამ კონტროლი? ეხლა გააჩერე ქუჩაში ახალგაზრდა ბიჭები 70%-ს დანა ექნება. აგერ ჩემი 15 წლის ძმა მოდის ქუჩაში, ვიღაც მთვრალი ნაბიჭვარი აჩერებს, უაზრო კითხვებს უსმევს, მერე კი იღებს დანას და 12-ჯერ უყრის ფილტვებში... თქვენ კი ამბობთ რომ მერე რა, არუნდა იყოს აკრძალულიო? შენ თუ გაქვს საკუთარი თავის იმედი ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა ესე უსაფრთხოდ ატარებს დანას. ჩემი აზრი ეგეთია.

პოსტის ავტორი: foxi May 11 2012, 01:38 PM

არანაირი იარაღის ტარების მომხრე არ ვარ!!!! ვინც დანას ატარებს ან მშიშარაა ან თითონაც არ იცის რაში ჭირდება ქალაქში დანა.
ტყავის ქურთუკებს რომ ხდიდნენ მაგ დროს 2 კაცი ისე ვცემეთ მე და ჩემმა ძმაკაცმა, ეხლაც ქაშას ჭამენ ის ნაძირლები. ჩემი ძმაკაცი კი ისეთ ნაჭრილობევს ატარებს მაგას არაცდროს დაავიწყება დანიანი ხალხი.

სხვა საკითხია ტყეებში, ტბებზე თუ ასეთ ბუნების პიკნიკ სიყვარულობაში აიკრძალება ცივი იარაღის ტარება.მაშინ მოგვიწევს გაპროტესტება.

პოსტის ავტორი: koknar May 11 2012, 01:56 PM

foxi
მა ქამარ-ხანჯალი რო გვეკეთა ოდითგანვე? სულ პიკნიკებზე დავდიოდით biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: nihontoman May 11 2012, 02:50 PM

koknar
+1 biggrin.gif

რავიცი რავიცი... აკრძალონ და ვნახოთ როგორ შეიცვლება სიტუაცია. ოღონდ მაგ აკღძალვას მაშინ შესაბამისი რეალიზება უნდა, ანუ პოლიციამ უნდა დაიწყოს ჩხრეკა... ესე ადვილად ხალხის ჩხრეკა იქნება დანა გქონდესო არ შეიძლება... მივლენ მერე იმ გადაწყვეტილებამდე, რომ რაკი დანის ტარების გაკონტროლება ცოტა ძნელია, აკრძალავენ საერთოდ ჯიბის დანების ქონას. მერე იარეთ პიკნიკებზე გალესილი კოვზებით... smile.gif ნუ ეს ისე, ვატრაკებ ჩემთვის biggrin.gif

პოსტის ავტორი: bazuka May 11 2012, 02:52 PM

სამსახურში სიარულის დროს რათქმაუნდა დანა არ მჭირდება არაფერში, არც ოპერასა თუ თეატრში სიარულის დროს
თქვენ წარმოიდგინეთ არც რესტორანში, მარა სოფლეში როცა ვარ დანა სულ თან დამაქვს, და ყველაზე მაგარი ისაა, კაი მე ჯანდაბას
და ჩემი თუში მეზობელი ბიძები, ლაჩრები ყოფილან პაგალოვნად ყველა, სოფლის ქუჩა ითვლებათუარა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად?
ან ცენტრზე, კალოზე, წისქვილზე და ეგეთებზე აღარ მაქვს საუბარი. ხოდა დაერიეთ და დასტყანით ეს ლაჩარი მამაჩვენის სოფლელი თაობა.

რას აღარ წაიკითხავ, სასაცილოც აღარააა

პოსტის ავტორი: foxi May 11 2012, 10:44 PM

bazuka

კაი მთქმელს კაი გამგონი უნდა მეტი არაფერი.

პოსტის ავტორი: ja_ja May 12 2012, 06:04 AM

bazuka
ბაზუკ მოდი დავაკვირდეთ ვინ გაატრაკებს ეგრე სოფელი იქნება თუ ტყე დანის ტარებაზე... ნუ თავს ვერ დავდებ არა მეთქი, ამიტომაც ვამბობ მოდი დავაკვირდეთ მეთქი, მაინც სხვა არაფერი დაგვრჩენია smile.gif

პოსტის ავტორი: bazuka May 12 2012, 10:16 PM

ja_ja
ვერ დაგეთანხმები გიო, ეს დედანაქაჩი კანონი ისეთი არუნდაიყოს, რომ მე კანონდამრღვევი გამოვდივარ
და ვიღაცის კეთილ ნებაზე არ ვარ დამოკიდებული. დაკვირვება არდაკვირვებას აზრი არ აქვს

პოსტის ავტორი: gregory Jun 7 2012, 06:00 PM

ხო აი კიდო ერთი აფსურდი:
საქართველოს კანონი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 8 მაისი.
№6162-Iს


სტანდარტი არაა და რითაც გინდა იმით იარე და არა მარტო 21-ის ზევით?! აბა როგორ გიმტკიცებენ რომ დანა, რომელსაც ატარებ ”ცივი იარაღია”? მოკლედ არაფერი დალაგდება კიდევ კაიხანი ჩმა

პოსტის ავტორი: ilariona Jun 7 2012, 07:54 PM

gregory

აცალე ცოტა ხანიც და მოიყვანენ ამ თემას ჭკუაზე.

მთავარია პარლამენტმა მიიღო ეს კანონი და ახლა შსს დაამუშავებს უკვე და მალე გამოსცემენ.

მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ მალე დარეგულირდება.

პოსტის ავტორი: alexius85 Jun 10 2012, 07:08 PM

უსა2ჯორჯია რომ უარს მეუბნებოდა დანის ჩამოტანაზე წინასწარ იცოდნენ ალბათ რომ ამ კანონს მიიღებდნენ)

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 10 2012, 07:56 PM

alexius85
და როდის გითხრეს უარი? ან რატომ გითხრეს? ტარება აკრძალეს, ქონა ხომ არა???

პოსტის ავტორი: CHICO30 Jun 11 2012, 10:57 AM

რა უფლება აქვთ უარი გითხრან? რასაც საბაჟო გამოატარებს ყველაფერი უნდა ჩამოიტანონ. ვინ ეკითხებათ მაგათ შემოტანის რეგულირებას.

პოსტის ავტორი: ilariona Jun 11 2012, 11:16 AM

გთხოვთ აქ ნუ განიხილვათ უსა2გეორგიას.


განიხილეთ თემატურად ყველაფერი, მაგრამ მაგათ რა შემოაქვთ და რა არა ამ თემაში არა განსახილველი.



პოსტის ავტორი: google995 May 8 2014, 01:58 PM

ციტატა(ja_ja @ May 12 2012, 07:04 AM) *
bazuka
ბაზუკ მოდი დავაკვირდეთ ვინ გაატრაკებს ეგრე სოფელი იქნება თუ ტყე დანის ტარებაზე... ნუ თავს ვერ დავდებ არა მეთქი, ამიტომაც ვამბობ მოდი დავაკვირდეთ მეთქი, მაინც სხვა არაფერი დაგვრჩენია smile.gif



პირველ რიგში მოგესალმებით უპატრონო ქვეყნის შვილებს pleasantry.gif

ჰოდა დაკვირვებაზე თუა საქმე დამაკვირდით ბატონო... სხვა ფორუმის ლინკს დავაგდებ თუ არ მიწყენთ ძალიან. google.ge ვარ მე და აქ ვერ გადმოვიტან იმ ნაწვალებ პოსტებს.
ვისაც სურვილი აქვს გადახედოს http://forum.ge/?showtopic=34588399&st=270&#entry40859029

პატივისცემით, უკვე ემიგრაციაზე მეოცნებე კაცი...

პოსტის ავტორი: google995 Sep 25 2014, 11:34 AM

ციტატა(gregory @ Jun 7 2012, 07:00 PM) *
ხო აი კიდო ერთი აფსურდი:
საქართველოს კანონი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ცივ ან ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება იარაღი, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ შესაბამისი სახის იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 8 მაისი.
№6162-Iს


სტანდარტი არაა და რითაც გინდა იმით იარე და არა მარტო 21-ის ზევით?! აბა როგორ გიმტკიცებენ რომ დანა, რომელსაც ატარებ ”ცივი იარაღია”? მოკლედ არაფერი დალაგდება კიდევ კაიხანი ჩმა



ესეც სტანდარტი რის მიხედვითაც შეუძლიათ დაგვაჯარიმონ
(ანუ დაწყებული საპარსი ბრიტვიდან - ჩაქუჩი და ლომი რო გეჭიროს "პ..დეცია")...







თუ ვინმე დაჩაგრულად არ გრძნობს თავს, მაშინ დაასაბუთეთ...

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services