თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი... _ ხელოსნები და სახელოსნოენი...

პოსტის ავტორი: Jah Mar 25 2009, 04:34 PM

ამ თემაშI დავდოთ ვინც რამე იცის, თბილისში არსებული ხელოსნების და სახელოსნოების შესახებ.
და მერე დავახარისხებ

პოსტის ავტორი: ninja Mar 25 2009, 05:17 PM

წერეთლის 141ა, რკინის საამქრო,

იკითხეთ საშკა ან საშა,,,, ყველაზე მაგარიაო ადგილზე ასე მითხრეს -_-
ერთ კვირაში გავიგებ რამდენად მაგარია :lol:

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Mar 25 2009, 11:15 PM

გერმანიის საელჩოსთან რო მაღაზიაა მგონი hunter ქვია მაგ მაღაზიაშია შიგნით ხელოსანი, რამდენად მაგარია და ა.შ არ ვიცი მარა რო არი ხელოსანი ეგ კი ვიცი

პოსტის ავტორი: hatsan May 6 2009, 04:05 PM

მოსკოვის პროსპექტი N 40 ანდრო ქვია კარგი ხელოსანი

პოსტის ავტორი: Gigabyte13 May 6 2009, 05:56 PM

სერგო, გერმანიის საელჩოსთან, რომ ზის - კარგი ხელოსანია ცეცხლსასროლებში.
პნევმატიკაც საკმაოდ დამუღამებული აქვს. კაცს უმაღლესი განათლება აქვს - საინჟინრო
და კალკულატორითაც იშვიათად სარგებლობს wink.gif ნუ ეს ჩემი აზრია, მაგ პიროვნებასთან
პრობლემა არასდროს მქონია!

პოსტის ავტორი: Gigabyte13 May 6 2009, 05:58 PM

კონდახების ხელოსანი - "წიპო", მგონი მალხაზი ჰქვია ნამდვილი სახელი.
ნინოშვილის ქუჩის ბოლოშია (კალიბრისკენ).

პოსტის ავტორი: lado Jun 14 2009, 12:16 PM

მაქვს ბაიკალის მაკაროვის ტიპის ცო2 პისტოლეტი და აბოიმა გამიფუჭდა , სადაც ცო2 იდება იქ ტავზე რეზინა ქონდა ხოდა ის რეზინა გახეულია და გაზი იპარება , შეგიძლიათ ნომრებიც დადოთ ამ პიროვნებების რო დავურეკო , ტყუილად რო არ გავბორიალდე . დავურელავ და დაველაპარაკები smile.gif

პოსტის ავტორი: lado Jun 16 2009, 11:26 AM

ნომრები არ შეგიძლიათ გამიგოთ? რო დავურეკო და ვკითხო შეძ;ებენ თუ არა გაკეთებას ტყუილა რო არ მივიდე

პოსტის ავტორი: parna Jun 16 2009, 03:36 PM

არვიცი ვინშეძლებს მაგას

პოსტის ავტორი: Gigabyte13 Jul 8 2009, 06:12 PM

დღეს ვიყავი ბარადას საამქროში, დიღმის ტრასაზე.
ვნახე ხარატი სახელად იურა და ტელეფონით 893 237922.
მივეცი ჩემი გატეხილი ადაპტერი 1/4 ხრახნით. პრობლემაა
19 ძაფიანი დახრახნვა... მაგრამ მე მგონი ალღოს ავუღებთ.
ხვალ იმედიამექნება ახალი დეტალი და ფასიც შესრულებულ სამუშაოში.
პც.
გიგა

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 8 2009, 07:23 PM

Gigabyte13
ეგ კაი, მეც ეგ ადგილი მირჩIეს როგორც ერთერთი ასუკეთესო თბილისშI, წვრილ დეტალებზე მUშაობენო, მაგრამ ზუსტად ადგილი არ ვიცოდი სადაა, მერე ხარისხ ფასთან ერთად დადე გუგლის რუკაზე ზუსტად სადაა.

პოსტის ავტორი: parna Jul 8 2009, 07:48 PM

ციტატა(Gigabyte13 @ Jul 8 2009, 04:12 PM) *
დღეს ვიყავი ბარადას საამქროში, დიღმის ტრასაზე.
ვნახე ხარატი სახელად იურა და ტელეფონით 893 237922.
მივეცი ჩემი გატეხილი ადაპტერი 1/4 ხრახნით. პრობლემაა
19 ძაფიანი დახრახნვა... მაგრამ მე მგონი ალღოს ავუღებთ.
ხვალ იმედიამექნება ახალი დეტალი და ფასიც შესრულებულ სამუშაოში.
პც.
გიგა


რაგახდა ეს ბარადა გამაგებინა ნეტა საქვეყნოდაა ცნობილი უკვე :blink: ჩემი პროფილაკტიკიდან ისეთი რაღაცეები მიაქვთ მანდ რო რავი რა ფორდის ქარხანაც რო ვერგააკეთებს ისეთი :lol:

პოსტის ავტორი: Gigabyte13 Jul 8 2009, 08:26 PM

აი ვდებ გუგლიმუგლის...
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 8 2009, 09:54 PM

მდაააა, ცოტა მიუდგომელი ადგილია ფეხით მოსიარულესთვის. თან ტრასიდან 500 მეტრშია მაგ ქარხნის შესასვლელი, ნუ სხვა რა გზაა, მივალ.

Gigabyte13
ერთი სათხოვარიც მექნება შენი დეტალის წამოსაღებად რომ მიხვალ, შეგიძლია ჰკითხო შაბათს იმუშავებს თუ არა ეგ სასტავი, მომდევნო შაბათს მეცლება და გავივლიდი.

პოსტის ავტორი: Gigabyte13 Jul 8 2009, 10:01 PM

მე აქ ნომერიც დავტოვე, შეგიძლია გადაურეკო.
მე შემომთავაზა ოფიციალური სალაროს ავლით
შემისრულოს ეს შეკვეთა. მე მგონი, რომ შაბათს
მუშაობენ.

პოსტის ავტორი: nihontoman Jul 9 2009, 02:04 PM

Gigabyte13
გემოვნებაზე არ დაობენო, მარა მაგ სასამართლოს დიზაინმა რა დაგიშავა? მე მომწონს.

პოსტის ავტორი: Gigabyte13 Jul 9 2009, 02:22 PM

მე არაფერი დამიშავა. მაგრამ ჩემი აზრი გამოვთქვი და
ცოტა ხელოვნებადმცოდნეობაც მესმის და არქიტექტურაც (ნასწავლი მაქვს და ნამოგზაურებიც ვარ).
არ მომწონს.

პოსტის ავტორი: rniko Jun 11 2010, 10:28 PM

რა მაინტერესებს მაქვს 4.5 მმ კისტის თოფი პრუჟინა გამიტყდა და რა მაინტერესებს აქვს კიდევ ერთი ნაწილი გაფუჭებული პრუჭინას რაც იჭერს მოგვიანებით სურათს დავდებ და რას მირჩევთ სად უფრო გამიკეთებენ ანუ ნაწილები ცალკე უნდა ვიყიდო და მივუტანო თუ იქვე ექნება ხელოსანს ?

პოსტის ავტორი: soxa Jun 12 2010, 01:38 AM

rniko
ჯერ გამარჯობა, მერე კეთილი იყოს შენი შემობრძანება ამ ფორუმზე და ბოლოს.... კისტია თუ ტირი?

პოსტის ავტორი: cz80 Jun 12 2010, 04:30 AM

ციტატა(lasha_74 @ 12th June 2010 - 02:38 AM) *
კისტია თუ ტირი?

rofl.gif rofl.gif rofl.gif rofl.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 12 2010, 08:39 AM

rniko

ციტატა(nikoruxadze @ 11th June 2010 - 11:28 PM) *
რა მაინტერესებს მაქვს 4.5 მმ კისტის თოფი

ჰოო მაგას ალბათ ვერავინ გააკეთებს. ეგეთი თოფი არ არსებობს biggrin.gif ან მოგიწევს დროის მანქანის გამოგონება და დროში გადაადგილება საბჭოთა კავშირის პერიოდში, იმათმა იცოდნენ სიტყვა "კისტი" და "ტირი". საბჭოთაბავშირის მერე ნორმალური ხალხი, პნევმატიკას ეძეხის ყველა ჰაერის მუხტით მსროლელ იარაღს, და რაც მთავარია, ყველა იარაღს აქვს თავისი კლასი და მოდელი.

მოდი სცადე თავიდან და ნორმალრად ჩამოყალიბებულად (თა თოფი გაქვს რა მოდელი სად დათრეული და მერე განისაზღვერბა სამუშაოები და ვისთან შეიძლება მიხვიდე, თუ საერთოდ შეგიძLია შენთვითონ გაასწორო ყველაფერი).

პოსტის ავტორი: rniko Jun 12 2010, 10:39 AM

biggrin.gif biggrin.gif კარგი ქარავანში ვიყიდე 200 ლარი მივეცი მემგონი თურქულია მოდელს მოგვიანებით დავწერ ეხა არ ვიცი ზუსტად ..

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 12 2010, 11:42 AM

rniko

ციტატა(nikoruxadze @ 12th June 2010 - 11:39 AM) *
კარგი ქარავანში ვიყიდე 200 ლარი მივეცი მემგონი თურქულია

თუ თურქულია, იქნება ან ჰაცანი, ან კრალი, ან ტორუნი.

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 12 2010, 11:51 AM

მე რატომღაც ტორუნი ან კრალი მგონია.....

შენ ალბათ მიმმართველზე იძახი, პლასტმასის რომაა ხომ? მაგას ან ახლიდან გამოჩარხვით თუ უშველი ან ახლის ყიდვით (მეორე ვარიანტი ჩვენთან მგონი შეუძლებელია)

პოსტის ავტორი: rniko Jun 13 2010, 12:43 PM

მეც ეს ვიფიქრე რო გამოვაჩარხვინო თან რკინის იქნება და უფრო გამძლე ... ცოტა მძლავრი პრუჟინა რო ჩავსვი ეგრევე გაიცვითა ის პლასმასი და ამიტომ გამოვაჩარხინებ რკინისას და ხომ არ იცით სადმე სად გამოვაჩარხვინო რკინის ცეხში ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: rniko Jun 16 2010, 07:02 PM

დავშალე თავიდან ავაწყე და ისვრის მმარა ის პლასმასი გაცვეთილია და აუცილებელია გამოცვლა?

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 16 2010, 09:01 PM

rniko
სასურველია, თორემ ეგრე რუსული ჟიგული რომ აიღო და ნახევარი დეტალები დააცალო მაინც ივლის biggrin.gif მარა რავარც ხვდები ნიტოდ ივლის.

პოსტის ავტორი: rniko Jun 17 2010, 11:06 AM

ხო და ერთი რამ მინდა გკითხო პლასმასის ნაწილი რკინით რო შეიცვლება რამე დეფექტი ექნება თოფს?

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 17 2010, 11:20 AM

rniko

ციტატა(nikoruxadze @ 17th June 2010 - 12:06 PM) *
ხო და ერთი რამ მინდა გკითხო პლასმასის ნაწილი რკინით რო შეიცვლება რამე დეფექტი ექნება თოფს?

დეფექტი არა, მაგრამ შეიLძება სროლის შედეგი შეიცვალოს. ანუ მე რამდენადაც მივხვდი შენ საუბრობ იმ დეტალზე რომელიც დგუშის შიგნითაა ჩასმული და ირგვლივ ზამბარა რომ აქვს შემოხვეული ხომ???

რამდენადაც ვიცი ეგ ზ.დ.პ-ში ასრულებს ორ-სამ ფუნქციას,
1- ზამბარის მიმმართველია
2) დგუშის მიმმართველია
3) ყველზე მთავარი დამამძიმებელია

მართალია ზ.დ.პ-ს სპეცი მე არ ვარ და ნაკლებად მესმის რა როგორ ზეგავლენას ახდებს, მაგრამ მაგ დეტალის პლასტმასის მაგივრად რკინაზე შეცვლისას მიიღებ ცოოტათი მეტ მასას, შედეგად ინერცია მეტია და სავარაუდოდ მეტ სიჩქარეს მისცემს ტყვიას გასროლისას, მაგრამ ასევე ნიუტონის კანონების მიხედვით უკუცემაც გაიზრდება!!!!

მოკელდ ჯობია კაპრონის ბოლვანიდან გამოაჩარხინო ისეთივე დეტალი როგორიც გაქვს, მასა იგივე იქნება და ყველაფერი იგივე დარჩება. ან ჩაატარე ექსპერიმენტები და მერე შენთვითონ გაგვიზიარებ გამოცდილებას.

პოსტის ავტორი: nihontoman Jun 17 2010, 11:34 AM

ja_ja
მგონი შენ სხვა რამეზე ლაპარაკობ. მე როგორც ვსვდები რნიკო ამბობს მიმმართველზე, რომელიც უკანა ნაწილში ზის და უმაძრაოდ არის თავისათვის.

rniko
გამოცვალე, ხახუნი ნაკლები ექნება რკინისას პლასტმასსტან შედარებით და ასევე უფრო გამძლე იქნება.

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 17 2010, 01:37 PM

nihontoman

ციტატა(nihontoman @ 17th June 2010 - 12:34 PM) *
მგონი შენ სხვა რამეზე ლაპარაკობ. მე როგორც ვსვდები რნიკო ამბობს მიმმართველზე, რომელიც უკანა ნაწილში ზის და უმაძრაოდ არის თავისათვის.

თუ უკანაა, მაშინ ნიხტ ბაზარენ, ლითონის ჯობია.

პოსტის ავტორი: rniko Jun 30 2010, 11:10 AM

რო მივიტანე ხელოსანთან მითხრა ვერ გამოვჩარხავო უნდა ჩამოასხმევინოო და რა ვქნა ?

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 30 2010, 11:54 AM

rniko
რა უნდა ჩამოასხაო??? რომელ კუკუსთან იყავი??

სურათი დააგდე აბა რა დეტალია, უფროსწორედ რა ფორმა აქვს ეგეთი რომ ჩამოსხმა უნდა... სავარაუდოდ ან უვიცთან იყავი, ან პროსტა ზარმაცი იყო და თავიდან მოგიცილა. რამდელადაც ვიცი უბრალო ღერძია, რაღ უნდა მაგას ჩამოსხმა???

პოსტის ავტორი: rniko Jul 1 2010, 06:41 PM

მოვაგვარე პრობლემა დროებითად გავშკურკე.. ხვალ მივდივარ iaragi.ge სთან უნდა ვიყიდო ზამბარა და რამეს ხო არ მირჩევთ სხვაგან ხო არ ჯობია?

პოსტის ავტორი: gregory Jul 1 2010, 07:54 PM

ციტატა(nikoruxadze @ 1st July 2010 - 07:41 PM) *
ხვალ მივდივარ iaragi.ge სთან უნდა ვიყიდო

ისე გრიგოლი მქვია smile.gif
მობილზე თუ მირეკავდი დღეს, გეთქვა რომ ფორუმელი ხარ smile.gif

პოსტის ავტორი: bazuka Jul 1 2010, 08:03 PM

gregory

ციტატა(gregory @ 1st July 2010 - 08:54 PM) *
ისე გრიგოლი მქვია

არა შენ
ციტატა(gregory @ 1st July 2010 - 08:54 PM) *
iaragi.ge სთან

ხარ rofl.gif

პოსტის ავტორი: Jah Jul 1 2010, 08:24 PM

ციტატა(ja_ja @ 30th June 2010 - 11:54 AM) *
რომელ კუკუსთან იყავი??

+100 biggrin.gif

პოსტის ავტორი: rniko Jul 9 2010, 12:43 PM

სად ვიშოვო ზამბარა ? iaragi.ge სთან ვიყავი და წვრილი იყო და სად არის ზამბარების არჩევანი კარგი ზამბარა მინდა რა

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 9 2010, 01:00 PM

rniko

ციტატა(nikoruxadze @ 9th July 2010 - 01:43 PM) *
iaragi.ge სთან ვიყავი

იქნებ გრიშასთან იყავი smile.gif


მერე გააჩნაი რა ფირმისაა... იდეაში თურქული ჰაცანების ზამბარების ასე თუ ისე არჩევანი არის "მაგნუმში". მგონი რუსული IJ-ის ზამბარაც აქვთ.

პოსტის ავტორი: rniko Jul 10 2010, 02:51 PM

იქნებ მისამართი მითხრა მაგნუმის

პოსტის ავტორი: geojorjika Jul 10 2010, 02:54 PM

rniko
გუდვილში და თამარმეფეზე smile.gif

პოსტის ავტორი: rniko Jul 10 2010, 11:15 PM

მადლობა

პოსტის ავტორი: sekurifa Mar 8 2011, 12:03 AM

ttp://pix.ge/][/url]
ამის გამოჩარხვა მინდა.მიმასწავლეთ ვინმემ ტოკარი და კიდევ მიახლოებით რა დაჯდება ხომარ იცით?რკინიდან მინდა ოღონდ დამზადება.

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 8 2011, 12:07 AM

sekurifa
და ეს რა არის? რარაც ზ.დ.პ.-ს დგუშს ვამსგავსებ..... თუ მეშლება?

პოსტის ავტორი: sekurifa Mar 8 2011, 12:31 AM

ციტატა(nihontoman @ Mar 8 2011, 12:07 AM) *
sekurifa
და ეს რა არის? რარაც ზ.დ.პ.-ს დგუშს ვამსგავსებ..... თუ მეშლება?

არა ეს ხმის მოდერატორია.ტანაც რკინის იმიტომ მინდა რომ ლულის დამამძიმებელის როლოც ექნება.

პოსტის ავტორი: nihontoman Mar 8 2011, 12:32 AM

sekurifa
ისა და, შეიგნეულობა რისგან უნდა გაუკეთო?

პოსტის ავტორი: sekurifa Mar 8 2011, 12:32 AM

ნახაზზე კამერები არარის.მაგათ მე ჩაუყენებ.

პოსტის ავტორი: sekurifa Mar 8 2011, 12:40 AM

ციტატა(nihontoman @ Mar 8 2011, 12:32 AM) *
sekurifa
ისა და, შეიგნეულობა რისგან უნდა გაუკეთო?

შიგნეულობა http://pix.ge/ აი ამეებითმინდა გავაკეთო.

თუარ გაამართლებს მაშინ პლასმასის კამერებს გაუკეთებ.

პოსტის ავტორი: nikola_migina Jul 11 2011, 09:56 PM

ჩემ ფიშტოს სასხლეტის პრობლმა აქვს. ცოდნეც გააკეთებს მარა მე რა ვიცი აბა. ვინმე ხელოსნის ნომერს ვერ მომცემთ??

პოსტის ავტორი: nikola_migina Jul 12 2011, 10:07 AM

ვერავინ ვერ დამეხმარება ?sad.gif

პოსტის ავტორი: tengo Jul 12 2011, 10:28 AM

ციტატა(sekurifa @ 8th March 2011 - 01:40 AM) *
თუარ გაამართლებს მაშინ პლასმასის კამერებს გაუკეთებ.

გაამართლებს, პლასმასზე უკეთესი იქნება.

პოსტის ავტორი: tengo Jul 12 2011, 10:29 AM

ციტატა(sekurifa @ 8th March 2011 - 01:40 AM) *
თუარ გაამართლებს მაშინ პლასმასის კამერებს გაუკეთებ.

გაამართლებს, პლასმასზე უკეთესი იქნება.

პოსტის ავტორი: sekurifa Jul 12 2011, 10:54 AM

ციტატა(tengo @ Jul 12 2011, 11:29 AM) *
გაამართლებს, პლასმასზე უკეთესი იქნება.

ეს ძველი პოსტია ცოტა მარტის.ეგ დიდი ხანია რაც გავაკეთე და ხოშიანად ასრულებს თავის საქმეს smile.gif

nikola_migina თოფი დაშლილი გაქვს?

პოსტის ავტორი: nikola_migina Jul 12 2011, 11:17 AM

sekurifa
http://pix.ge/ სასხლეტიც დავშალე და აღმოვაჩინე რომ მოტეხილი არქვს წითლად აღნიშნული ადგილი.

პოსტის ავტორი: tengo Jul 12 2011, 02:04 PM

თუ მაგის მეტი არაფერია დაზიანებული, თვითონაც შეგიძლია გააკეთო. რათქმაუნდა დრო დასჭირდება ,მაგრამ ნელ-ნელა შეძლებ.
ამოიღე ის ნაწილი სასხლეტის კოლოფიდან, დადევი ქაღალდზე,მიადევი მოტეხილი ნაწილი,მერე ზუსტად შემოხაზე კონტური და მაკრატელით ან დანით ამოჭერი. შეარჩიე ფოლადის ,შესაბამისი სისქის ნაჭერი და შემდეგ შაბლონის გამოყენებით შემოხაზე კონტურები მეტალზე. შემდეგ რკინის ხერხით და ქლიბებით დაიყვანე სასურველ ფორმამდე. ბოლოს ააწყვე და მორჩა.
გაზო-შემდუღებელთანაც სინჯე, მიუტანე და შეიძლება შედუღებაც მოხერხდეს, ან კემპით შეგიდუღონ თუ მასალა ექვემდებარება შედუღებას. ეს ვარიანტიც შეგიძლია სინჯო.

პოსტის ავტორი: sekurifa Jul 12 2011, 05:24 PM

ციტატა(nikola_migina @ Jul 12 2011, 12:17 PM) *
sekurifa
http://pix.ge/ სასხლეტიც დავშალე და აღმოვაჩინე რომ მოტეხილი არქვს წითლად აღნიშნული ადგილი.

ცალკე დადე ის ნაწილი მოტეხილ ნაწილთან ერატდ და ისე გადაუღე სურათი.

პოსტის ავტორი: jjjjkki Aug 26 2011, 06:05 PM

აქ ცამოწერილი ხელოსნებიდან რომელიმე ვერ ჩასვამს იჟ-61-ში გაზის ზამბარას? (არ მითხრათ მე ჩაგისვამო) ხელოსანი მინდა!

პოსტის ავტორი: gregory Aug 26 2011, 06:53 PM

ციტატა(jjjjkki @ 26th August 2011 - 07:05 PM) *
აქ ცამოწერილი ხელოსნებიდან რომელიმე ვერ ჩასვამს იჟ-61-ში გაზის ზამბარას? (არ მითხრათ მე ჩაგისვამო) ხელოსანი მინდა!

ვერცერთი biggrin.gif
ხელოსნებს საერთოდ არც კი გაუგიათ "გაზის ზამბარა" და აბა როგორ ფიქრობ ჩასვამენ? უფრო მეტი შანსია "ამორტიზატორშიკმა" ჩაგისვას...


პოსტის ავტორი: jjjjkki Aug 26 2011, 06:57 PM

gregory
იქით გაგეცითპასუხი ბატონო გრიგოლ

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 26 2011, 07:15 PM

jjjjkki

ციტატა(jjjjkki @ 26th August 2011 - 08:05 PM) *
(არ მითხრათ მე ჩაგისვამო) ხელოსანი მინდა!

სადმე გინახავს პნევმატიკის ხელოსანი საქართველოში? რომელმა ხელოსანმა იცი აქ ჩვენზე მეტი პნემატიკაში? არ უნდა მაგის ჩასმან ნუ გამაგიჟეთ რა გგონიათ ზამბარის ჩასმაზე ძნელია ჰაერის ზამბარის ჩასმა? ნახავ ვიგაცა სანტექნის , გეტყვის ხუთიანზე გავაკეთებო გამოგართმევს ერთ 20-30 ლარს და შეიძLება საერთოდ ვეგარც ააწყოს ეგ შენი თოფი. სახლში ან უბანშI ვინმე ხელმარჯვე თუ არის იმას გააკეთებინე , არაფერი მანდ რთული არ არის.

პოსტის ავტორი: jjjjkki Aug 26 2011, 07:20 PM

და სერგო? გერმანიის საელჩოსთან რომ ზის

პოსტის ავტორი: gregory Aug 26 2011, 07:25 PM

ციტატა(jjjjkki @ 26th August 2011 - 08:20 PM) *
და სერგო? გერმანიის საელჩოსთან რომ ზის

აბა კითხე და ნახავ wink.gif გააქვს მის ნომერი?

პოსტის ავტორი: jjjjkki Aug 26 2011, 07:27 PM

gregory
მივალ. მისი ნომერი არ მაქ. მაგრამ როგორ ვკითხრო რა ვუთხრა სხვანაირ პრუჯინას თუ ჩასვამ თოფშითქო?biggrin.gif

პოსტის ავტორი: gregory Aug 26 2011, 07:29 PM

ციტატა(jjjjkki @ 26th August 2011 - 08:27 PM) *
მივალ. მისი ნომერი არ მაქ. მაგრამ როგორ ვკითხრო რა ვუთხრა სხვანაირ პრუჯინას თუ ჩასვამ თოფშითქო?

და რომ მიხვალ ეტყვი: ეს ზამბარა სხვანაირით მინდა შევცვალო და ის როგორია აბა როგორ აგიხსნა თქო???? აბა რას აჩვენებ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
555488502

პოსტის ავტორი: jjjjkki Aug 26 2011, 07:31 PM

მოკლედ ამოვბეჭდავ ჩასმის წესებს რომელსაც minchanin მომცემს და მივცემ და ვეტყვი ესე გააკეთებთქო? თუ ვერ მიხვდა მანქანის ბაგაჟნიკის ამორტიზატორს შევახსენებ და სურათს ვაჩვენებ

პოსტის ავტორი: gregory Aug 26 2011, 07:39 PM

ციტატა(jjjjkki @ 26th August 2011 - 08:31 PM) *
თუ ვერ მიხვდა მანქანის ბაგაჟნიკის ამორტიზატორს

და ეგრევე დააწვება: აბა რა ძალა აქვსო... და ძვრას ვერ უზამს biggrin.gif


პოსტის ავტორი: jjjjkki Aug 26 2011, 07:45 PM

იმედია minchanin შემოვა და დაწერს რამეს...

პოსტის ავტორი: shaka----- Aug 27 2011, 10:54 PM

ესეგი მუშაობენ ხალხი რომლებიც იარაგზე აკეთებენ კამუფლირებას. თუ მოვახერხე სურათებსაც დავდებ biggrin.gif

სურათები როგორ დავდო?

სურათები როგორ დავდო?





ციტატა
აი ასე http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=996

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 27 2011, 11:01 PM

shaka-----
პირველი პოსტი და ეგრევე რეკლამის სუნი მცემს....

თემა კონტროლზეა უაზრო არაფერი დაპოსტოთ.

პოსტის ავტორი: gregory Aug 28 2011, 11:13 AM

shaka-----
ამას გულისხმობთ?
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=1575183


პოსტის ავტორი: shaka----- Aug 28 2011, 10:26 PM

gregory

არა ის სხვაა. ტუ ამიხსნის ვინმე სურატი როგორ დავდო განახებთ

პოსტის ავტორი: shaka----- Aug 28 2011, 10:41 PM

ja_ja

უაზრო რასქვია დმაო აქ თემა იკო თუ ვინმემ რამე იცით ხელოსნობიშ ამბავში დაწერეთო და მეც დავწერე რაც ვიცოდი რაშუაშია აქ უაზრო არაფერი დაწეროთ და ეგეთები. რახანდავწერე ესეგი აზრიანათ ჩავთვალე! და თუ რამე ეგეთის დაწერა აქარშეიძლება მაშინ ისაც ეწეროს ამ თემაში რისი დაწერა შეიძლება და რისი არა

პოსტის ავტორი: shaka----- Aug 28 2011, 10:51 PM

file://localhost/D:/shako/Копия%20DSC01105.jpg

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 28 2011, 11:13 PM

shaka-----
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=996

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 28 2011, 11:17 PM

shaka-----

ციტატა(shaka @ 28th August 2011 - 11:26 PM) *
ტუ ამიხსნის ვინმე სურატი როგორ დავდო განახებთ

გადაიკითხე http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=996, შენს ზედა პოსტს ვშლი რადგან ლოკალჰოსტზე ანუ შენს პირად კომპზე გაქვს ლინკი დადებული ეგრე კი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სურათი არ გამოჩნდება. სრული აღწერა დაგდებულ თემაშია მოყვანილი.

რაც შეეხება:
ციტატა(shaka @ 28th August 2011 - 11:41 PM) *
უაზრო რასქვია დმაო აქ თემა იკო თუ ვინმემ რამე იცით ხელოსნობიშ ამბავში დაწერეთო და მეც დავწერე რაც ვიცოდი რაშუაშია აქ უაზრო არაფერი დაწეროთ და ეგეთები. რახანდავწერე ესეგი აზრიანათ ჩავთვალე! და თუ რამე ეგეთის დაწერა აქარშეიძლება მაშინ ისაც ეწეროს ამ თემაში რისი დაწერა შეიძლება და რისი არა

პრავების კაჩავი არ გვინდა, საერთო წესია ყველანაირ და ყველა ფორუმზე, არ შეიძლება რეკლამის დადება, მე როგორც ამ ფორუმის ადმინისტრატორს გარდა საიტის არსებობა/მუშაობისა მევალება ყურადღება მივაქციო ეგეთ რაღაცეებს, რომ საიტი არ დაემსგავსოს Mymarket-ის ანალოგს.

ვხედავ ახალბედა ჩნდება, დებს პირველ პოსტს და ეგრევე სარეკლამო შინაარსის ტექსტია, არც სპეციფიკაცია, არ ნამუშევრის აღწერა... რა უნდა ვიფიქრო? მოკლედ ეგ ჩემი მოვალეობაა ყველა ასეთ შემთხვევაში ჯერ ეჭვის თვალით შევხედო ყველაფერს და თუ აღმოჩნდება რომ სანერვიულო არაფერია მერე გავჩერდე, თუ მიუღებელია შენთვის ეს ფორმა, გთხოვ გაითვალისწინო, ასევე რომ ჩემთვისაც მიუღებელია არასრული ტექსტის დადება

ციტატა(shaka @ 27th August 2011 - 11:54 PM) *
ესეგი მუშაობენ ხალხი რომლებიც იარაგზე აკეთებენ კამუფლირებას. თუ მოვახერხე სურათებსაც დავდებ

იგივეა რომ მე დავწერო სადმე:
ციტატა
ესეიგი არსებობენ ხალხი რომლებიც მთვარეზე დაფრნავენ, თუ მოვახერხებ მთვარის სურათებს დავდებ...


როგორ ფიქრობ მისაღები იქნება რომელიმე ფორუმზე ასეთი ჩემი განცხადება? შეხედე შენს მიერ დაწერის ცოტა გვერდიდან და სულ სხვა ტექსტს დაინახავ.

მოკლედ რომ არ გავაგრძელოდ უაზრო მიმოწერა - თუ დადებ ინფორმაციას დედე სრულად, შენს მიერ შემოთავაზებული ვარიანტი არ არის უბრალოდ ხელოსნის ტელეფონის ნომრის დადება, შენ უკვე სერვისს სთავაზობ ხალხს.

მაშინ უკვე დეტალური ინფორმაციაა საჭირო, ვინაა ეს ხალხი შენ ერევი ამ საქმეში, თუ უბრალოდ გინახია სადღაც გაკეთებული და არ იცი ვინ არიან, სად არიან რა ფასად და რა ვადებში აკეთებენ (ამ შემთხვავეში გამოდის რომ შენთვითონ გაინტერესებ და ეძებ მაგისთანა საქმის ხალხს), ან დებ სრულ ინფოს, რომ აკეთებ შენ და შენი მეგობრები, ჯდება ესა და ეს, ამდენი დრო მიაქვს, და ასე შედმეგ. ანუ არ უნდა გახდეს შემდეგ 20 პოსტიანი განხილვა, აბა ესეც დაწერე, აბა ესეც, თუ წერ ერთ პოსტში სრულად დაწერე ყველაფერი.

პოსტის ავტორი: dushura Sep 10 2011, 11:36 AM

გამარჯობათ. მაქვს hatsan რომელიც არის უკვე საკმაოდ მოძველებული დამიბერდა თვალსა და ხელს შუა biggrin.gif
რა ხდება ახლა, ლულის გადასახსნელში სადაც ტყვიის ჩასადებთან გარშემო ფასკის მაგვარი რაღაც ღარი ხო აქვს
სადაც ზის ჰაერის დამჭერი აი მაგ ადგილას ჰაერის გამოსასვლელ კედელსა და ტყვიის ჩასადებს შორის შატკა გაუჩნდა
ზაზორი აქვს.ძალიან პატარაზე მაგრამ რაშია საქმე იცით როცა ეგ ჰაერის დამჭერი პატარა რეზინი არ უკენია ანუ გაცვდა და შესაცვლელი მაქვს ლულა მაღლა იპრიხება რაც უფრო ცვდება მიტ ნელ ნელა ლულის წვერი მაღლა იწყებს აწევას
ამ შემთხვევაში ხო ოპტიკის დაყენება გამორიცხულია და თავისი სამიზნეთიც რთულდება დამიზნება როგორ შეიძლება ამის გამოსწორება sad.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 10 2011, 12:37 PM

dushura
მაგას ეძახიან ბუდის დაჭეჭყვას თუ რაღაც ეგეთს, ანუ ხშირი დაკეტვისას ჩამკეტი ბუდის ზედა ნაწილი იჭეჭყება. გამოსავალი ბევრნაირი შეიძLება მონახო:

1) დაადუღო ზედმეტი ლითონი და მერე გააპრიალო ზედაპირი ისე რომ ლულა სწორედ დგებოდეს - ცუდი ისაა რომ მურტალი სამუშაოა, სუფთა შედუღებაა საჭირო, ვიღაც კუკუ "სვარსჩიკი" არ გამოდგება, პლიუს მერე მაგის გასწორება გაწმენდაზე ჩალიჩი

2) ლულის ირგვლივ ზემოთ 2 ხვრელი გააკეთო მარჯვნივ - მარცხნივ და იმ ხვრელში ვინტები ჩახრახნო ისე რომ თავები ცოტათი ამოშვებული ჰქონდეს და შესაბამისად არ მისცეს ლულას აპრხვის საშუალება. - ცუდი ამ მეთოდში ისაა რომ ვინტებია საჭირო ნაწრთობი, ჩვენთან შეიძLება კი იშოვო "კალიონნი" ვინტებს ეძახიან, მარა ამართლა არის ნარწრთობი თუ პროსტა მოგყიდა ელიავას ვაჭარმა კაცმა არ იცის, ჩვეულებრივი რკინის ვინტები მალე დაიჟეჟება და იგივე საფიქრებელში ჩავარდები

3) ერთერთი მეთოდი ჩვენმა მინსკელმა ფორუმელმა http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1973&hl=- ცუდი ისაა რომ ვიზუალურად ცოტა მიუჩვეველია, თორემ, შედეგი კარგი იქნება

4) კლასიკური მეთოდი, ყიდულობ ახალ ლულას თავისი ბუდიანად, ამაგრებ თოფში და მორჩა პრობლემა ყველაფერი ორიგინალია და მუშაობს - ცუდი ისაა რომ ძვირი გამოდის და ჩვენთან ეგეთი რაღაცეები იშვიათად იყიდება

მოკელდ მეთოდები ბევრია, მთავარია რომელი მოგეწონება და რომელს გააკეთებ smile.gif

პოსტის ავტორი: dushura Sep 10 2011, 02:04 PM

დიდი მადლობა რჩევისთვის, ვეცდები რამენაირად გამოვასწორო გავითვალისწინო რჩევები. აი სიტყვაზე დავადურებინე მეტალი და ამოვავსე ცარიელი ადგილი მერე ის რეზინის ფასკა როგორ გავუკეთო თავისთავად ისიც ხო ამოივსება sad.gif არა და სიმძლავრეს და სიზუსტეს არ უჩივის ძველი მოდელია დაახლოვებით 14 წლის ნაყიდი მაინც მექნება უაზროთ ბევრი ტყვია აქვს გასროლილი დღეში ხან 500 ზე მეტიც გამისროლია ბავშვობაში. smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 10 2011, 02:54 PM

dushura

ციტატა(giorgi1985 @ 10th September 2011 - 03:04 PM) *
აი სიტყვაზე დავადურებინე მეტალი და ამოვავსე ცარიელი ადგილი მერე ის რეზინის ფასკა როგორ გავუკეთო თავისთავად ისიც ხო ამოივსება

და ვინ გითხრა რომ რეზინის ადგილიც უნდა ამოავსო? მის ირგვლივ ლითონის დადუღება რა გრეხია? smile.gif

შენ ძირითადად ზედა ნაწილი გაინტერესებს

პოსტის ავტორი: dushura Sep 10 2011, 08:45 PM

ამ ლითონის დადუღება გაზის ავტოგენი სვარკით არ გამოვა ალბათ იმიტომ რო მთელ ლულას ისე გააცხელებს რო გააფუჭებს.
ალბათ უფრო ელექტრო სვარკა ან კიდევ მანქანების დეტალებს რო ადუღებენ ხოლმე კემპის პონტში რაღაცა უნდა. თოფი რაიონში მაქვს დატოვილი ამ 2 დღეში ჩამოვიტან და შევუდგები მაგ საქმეზე მუშაობას.საფუძვლიანად უნდა შევარემონტო
ბებერი hatsani რო ჩამოვიტან სურათებს დავდებ განახებთ დეტალურად რა სჭირს და თან ეს მოდელი არამგონია ნანახი ჰქონდეს ვინმეს ძველი მოდელია ძალიან smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Sep 11 2011, 02:12 AM

ja_ja
მაიცა რა ლითოის დადუღება? მაგას ადგება და ახალი თოფი იყიდოს,....
საკმარისია ახალი რეზინი ჩაუდოს, რეზინის ძაბრი რომ გადაჭრა ფორმაზე და ჩადო ძველის ადგილას გადაიჭრება ჰერმეტულობის და ლულის აპრეხვის პრობლემა....

პოსტის ავტორი: dushura Sep 11 2011, 07:34 AM

ვცდი მეც ზევიდან მეტალის ფირფიტის დადუღებით, პატარა მეტალის ფირფიტას ავიღებ მივცემ საჭირო ფორმას და დავადუღებინებ. წესით უნდა ეშველოს თუ არა და რამეს მოვიფქრებ ლულის ყიდვაზე ლაპარაკი ზედმეტია არამგონია საქართველოში იყოს და ამაზე წავიდეს სხვა ლულა...

პოსტის ავტორი: sekurifa Sep 11 2011, 11:21 AM

ციტატა(dushura @ Sep 11 2011, 08:34 AM) *
ვცდი მეც ზევიდან მეტალის ფირფიტის დადუღებით, პატარა მეტალის ფირფიტას ავიღებ მივცემ საჭირო ფორმას და დავადუღებინებ. წესით უნდა ეშველოს თუ არა და რამეს მოვიფქრებ ლულის ყიდვაზე ლაპარაკი ზედმეტია არამგონია საქართველოში იყოს და ამაზე წავიდეს სხვა ლულა...

დადე ერთი სურათები,იქნებ მართლაც მარტო რეზინის გამოცვლამ უშველოს.თU რეზინის გამოცვლა არ შველის მაშინ მაგრად გიწვალია მაგ თოფი თუ გადატენისას ლულის აკვრით გაქვს დეფორმირებული რკინა.

პოსტის ავტორი: dushura Sep 11 2011, 11:37 AM

რაშია საქმე იცი ჰაერს არ აპარებს ქარხნულ რეზინასაც არ ვიყენებ წლებია არ გამომიყენებია ხელით ვაკეთებ ძირითადათ ტყავისგან ქამრის სქელი ტყავისგან ზეტში ვალბობ ვჭრი ზომაზე და ვსვავ მშვენივრად მუშაობს. ისე თოფი კი ნაწვალებია თავის თავად ძველია უკვე. მაგრამ მეხანიზმი მშვენიერ ფორმაში აქვს და სიმძლავრეც კარგი აქვს. დავაპირე ოპტიკის დაყენება მაგრამ აი ეგ პრობლემა შემექმნა ტყავის ან თუნდაც რეზინის ცვეთის შემტხვევაში ლულა იწყებს მაღლა აპრეხვას.
რაიმეს მოვიფიქრებ..ამ დღეებში დავდებ სურათებს smile.gif

პოსტის ავტორი: jjjjkki Sep 11 2011, 12:03 PM

ეს ხო არ არის?

პოსტის ავტორი: dushura Sep 11 2011, 03:26 PM

არა ეგ არ არის ძველი მოდელია smile.gif

პოსტის ავტორი: dushura Sep 19 2011, 08:56 PM

სალამით რაღაც ვიჩხლაფორთე და მე თვითონ გავაკეთე. ლულას ჩამკეტთან აქეთ იქიდან წვრილი სვერლოთი ნახვრეტები გავუკეთე და შურუფები ჩავუჭირე. ლულა აღარ იპრიხება მაღლა მაგრამ ეს შურუფები რამდენ ხანს გაუძლებს არ ვიცი სუსტი მგონია მუდმივად ვერ გაძლებს გამოცვლა დასჭირდება ხოლმე პერიოდულად ამ შურუფებს...

პოსტის ავტორი: sekurifa Sep 19 2011, 09:22 PM

ციტატა(dushura @ Sep 19 2011, 09:56 PM) *
სალამით რაღაც ვიჩხლაფორთე და მე თვითონ გავაკეთე. ლულას ჩამკეტთან აქეთ იქიდან წვრილი სვერლოთი ნახვრეტები გავუკეთე და შურუფები ჩავუჭირე. ლულა აღარ იპრიხება მაღლა მაგრამ ეს შურუფები რამდენ ხანს გაუძლებს არ ვიცი სუსტი მგონია მუდმივად ვერ გაძლებს გამოცვლა დასჭირდება ხოლმე პერიოდულად ამ შურუფებს...

გაგაწვალებს ძმა შენ გაგ თოფი.არ ღირს მაგდენი წვალება ჯობია გამოცვალო საერთოდ.ბოლტები უეჭველი დაჯდება და ისევ მოგიშლის ნერვებს.თურქული რკინა რომ შატკას აიკიდებს მორჩა იქ დამიჯერე.მაგას კარგი იჟი ჯობია ათასწილად.მაქ მარტო მაგის ბრალი არიქნება რიგელიც მოცვეთილი იქნება მგონი.

პოსტის ავტორი: dushura Sep 19 2011, 10:19 PM

ხო გამოცვლა კაი იქნებოდა მაგრამ ეხლა არ მაქვს მაგისი ფული ნამდვილათ. ალბათ გამოვცვლი რა ადრე თუ გვიან და ვეცდები თურქული ხლამი აღარ ვიყიდო smile.gif

პოსტის ავტორი: zuma Jul 13 2013, 01:11 PM

ც 11 ჩამომივიდა და გატეხილი აქვს აბოიმის დამჭერი გამომგდები,ვინმემ ხო არ იცის სად შეიძლება მისი გაკეთება

პოსტის ავტორი: ilariona Jul 13 2013, 05:09 PM

zuma
ოვერპოსტინგის გამო 10% ვორნი, ერთი და იგივე პოსტების გამეორება სხვადასხვა თემებში.


პოსტის ავტორი: geojorjika Jul 13 2013, 05:38 PM

zuma
იქნებ სურათი დადო კონკრეტულად რა არის გაფუჭებული

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 13 2013, 06:11 PM

zuma
სურათი დადე და ამ ფორუმზე 4 კაცი რაცხას ხლაფორთობს და შეიძლება ვინმემ გააკეთოს, თუ არა და მერე Gregory-ს უნდა დაუკავშირდე რომ სათადარიგო ნაწილი ჩამოგიტანოპს შემდეგ ჩამოტანაზე (მარა ალბათ ასე 1-2 თვეში ჩამოიტანს ახალ პარტიას)

პოსტის ავტორი: Ex3 Jul 13 2013, 06:12 PM

zuma

ციტატა
ც 11 ჩამომივიდა

რამე გადამზიდი კომპანიით ჩამოიტანე? თუ კი ამ თემაში :
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2192&pid=112028&st=280 , 1 - 2 სიტყვას თუ გვეტვყი როგორ აიღე , რამე პრობლემა ხომ არ შეგქმნია , რა პროცედურა გაიარე და ა.შ დიდად მადლებელი ვიქნებით , ყველას მაგის გაგება გვინდა

პოსტის ავტორი: CrosmanC31 Jul 22 2013, 09:46 AM

ჩემი ფიშტო იმაზე ნელა ისვრის ვიდრე მონაცემები აქვს და ვის ვანახო? აშკარად რარაცა ჭირს Crosman C31

პოსტის ავტორი: geojorjika Jul 22 2013, 10:09 AM

CrosmanC31
სიჩქარე რითი გაზომე?

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 22 2013, 11:06 AM

CrosmanC31

ციტატა(CrosmanC31 @ 22nd July 2013 - 10:46 AM) *
ჩემი ფიშტო იმაზე ნელა ისვრის ვიდრე მონაცემები აქვს

ცოტა დაგვაბნიე შენი კითხვით

- ანუ იგულისხმება ის რომ გასროლიდან გასროლამდე დიდიხანი გჭირდება (მეეჭვება ამას კითხულობდე)
- ტყვიის სიჩქარე იმაზე დაბალია რასაც მწარმოებელი აცხადებს. ამ შემთხვევაში კაი იქნებოდა ვიცოდეთ რას ამბობ მწარმოებელი რა სიჩქარე უნდა ჰქონდეს (ნუ საიტის მიხედვით VelocityUp to 495 fps ანუ 150.8 მეტრ წამამდეო და ეს არ ნიშნავს რომ იმენნა ამდენი უნდა ჰქონდეს, ეს არის მაქსიმუმი რაც შეიძლება მოგცეს მაგ პისტალეტმა, რეალში როგორც წესი ცოტა ნაკლებია ხოლმე), და ახლანდელი სიჩქარე შენ რითი შეამოწმე რომ ამბობ დაბალი აქვსო?

ანუ საქმე რაშია - სიჩქარის გაზომვა და განაჩენის გამოტანა პირადი შეგრძნებით არ ხდება, მაგას სჭირდება სპეციალური ტყვიის გასაზომი ხელსაქყო, სახელად ქრონოგრაფი (აგერ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=69, აგერ http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2218). პლიუს პისტალეტები ძირიტადად ისვრიან BB მოსპილენძებულ ბურთულებს, რომლის დანახვაც ხანდახან უჭირს ქრონოგრაფს...

მოკლედ გვინდა დახმარება მაგრამ ჯერ შენგან გვინდა ინფორმაცია:

- რამდენიხანია რაც შეიძინე
- რომელ ტყვიებს იყენებს მოსპილენძებულს, რკინის მონიკელებულს, თუ ლითონი ტყვია რომ არის, იმისგან გაკეთებულ ბურთულებს
- ზეტს თუ იყენებ ახალი ბალონის ჩადებისას
- რით გაზომე სიჩქარე თუ გაზომე, თუ არა და რის საფუძველზე აგქვს ეგ ეჭვი.

ხელოსანი ასე კონკრეტულად არ ვიცი, ბოლო ბოლო დახმარებით მეც დაგეხმარებოდი, მაგრამ ნუ რაცხა ამოსავალი წერტილი უნდა ვიცოდე.

პოსტის ავტორი: CrosmanC31 Jul 30 2013, 10:52 AM

geojorjika
პირველ რიგში ამ თემის განახლება გამოვიწერე და რატომღაც მეილზე არ მომსვლია თქვენი კომენტარები თორემ უფრო ადრე გაგცემდით პასუხს.

ახლა საქმეს რაც შეეხება. როგორ გავზომე სიჩქარე? არ გამიზომავს მაგრამ პირველად რომ ვისროლე ბევრდ სწრაფი იყო, ეს ყველაფერი შეგრძნებების დონეზე. ცარიელზე ჩახმახს რომ ჩამოუშვებდი უფრო მძლავრი ხმა ჰქონდა ახლა არა.
როცა ვისვრი ტყვიის ტრაექტორიას ვხედავ, არ არის სწორი და ვხედავ სად როგორ იფრნავს და როგორ ვარდება.

დანარჩენს Ja_ja ს კომენტარში დავწერ

ja_ja

ჯერ, პირდაპირ კითხვებზე პასუხს დავწერ და დანარჩენს მოვყვები

ციტატა(ja_ja @ 22nd July 2013 - 12:06 PM) *
- რამდენიხანია რაც შეიძინე

შევიძინე 2011 წელს და საბაჟოზე გაჩერებული იყო, დავიბრუნე ახლახანს, გახსნილი ან რამე არ ყოფილა.


ციტატა(ja_ja @ 22nd July 2013 - 12:06 PM) *
- რომელ ტყვიებს იყენებს მოსპილენძებულს, რკინის მონიკელებულს, თუ ლითონი ტყვია რომ არის, იმისგან გაკეთებულ ბურთულებს

მონიკელებულს. 120 ცალი 2 ლარი smile.gif
ციტატა(ja_ja @ 22nd July 2013 - 12:06 PM) *
- ზეტს თუ იყენებ ახალი ბალონის ჩადებისას

არ ვიყენებ და თუ საჭიროა მითხარით როგორ და გამოვიყენებ და რატომ სჭირდება ეგ ზეთი
ციტატა(ja_ja @ 22nd July 2013 - 12:06 PM) *
- რით გაზომე სიჩქარე თუ გაზომე, თუ არა და რის საფუძველზე აგქვს ეგ ეჭვი.

გავზომე თვალით და ჩემი შეგრძნებებით, ასევე ვანახე გრეგორის და იმანაც გაოცებით დამიდასტურა რომ ნელია, ზამბარა გამიჭიმა ცოტა და თითქოს უკეთ ისროდა.
ანუ პირველ სროლაზე კარგი იყო და მერე ნელნელა შენელდა. სულ ვისროლე 5 ბალონჩიკი

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 30 2013, 11:52 AM

CrosmanC31
ზეთი საჭიროა იმისათვის რომ დაზეთოს მექანიზმი, ლულა, შესაბამისი რეზინები რომელიც ბალონიდან ჰაერს არ გამოაპარებს პლიუს ბალონის გასახვრეტი ნემციც იზეთება მაგ დროს და გახვრეტისას უფრო იოლად ხვრიტავს ბალონს, პლიუს ხახუნი ნაკლებია და ნემსი ნაკლებად ზიანდება.

ნუ იმედია ზეთის გამოყენების შინაარსი გასაგებლარია, შეძენა შეგიძლია იგივე გრიშასთან, ან იგივე ინტერნეტით, ზეთს ჰქვია pellgun oil გამოიყურება ისე როგორც ქვედა სურათზეა



რაც შეეხება თვალით გაზომვას... ნუ მაგაზე აურაცხელ ბაასს აზრი არ აქვს, მგონი ისედაც ხვდები რომ თვალი არ არის ის საზომი ინსტრუმენტი რომელიც ამ შემთხვევაში გამოიყენება, საჭიროა სპეციალური ხელსაწყო სახელად ქრონოგრაფი, ან http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=69, ან აი http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2218...

დალშე პირველი გასროლა უფრო ჩქარი მოგეჩვენა და ცარიალზე გასროლილს უფრო მეტი ხმა აქვს, ეგ აფსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს, მაგის განმარტებას ფიზიკის კანონები მოგცემს:

1) - პირველი გასროლა უფრო ჩქარია იმიტომ რომ ბალონი ნორმალურ გარემოს ტემპერატურაზეა, ყოველი მომდევნო გასროლისას ბალონი უფრო და უფრო ცივდება აორთქლებული აირის გამო, co2-ს კი ცუდი ჩვევა აქვს, ტემპერატურის დაცემასთან ერთად უფრო და უფრო ნაკლებ აირს გამოყოფს თან უფრო დაბალი წნევისას შედეგად უფრო და უფრო სუსტი იქნება გასროლა.


2) - ცარიელზე გასროლა... ნუ მანდაც იგივე ფიზიკა მუშაობს, თუ ტყვიას არ აწვება აირი და არ ნელდება იმ გარემოებით რომ რაღაცას უნდა მიაწვეს, მაშინ აირი ლულიდან უფრო ჩქარა გამორბის, ვიდრე იმ შემთხვევაში როდესაც ტყვიას აწვება. ხმა კი არის, ჰაერის ტალღის გაფართოება, ანუ ჰაერის ტალღის სიჩქარე, შედეგად თუ ჩქარა მოძრაობს ჰაერი უფრო მაღალი ხმა ექნება, ხოლო თუ ნელა, მაშინ ნელი... კაროჩე აფსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს ცარიელზე ხმა აქვს, და ტყვიით კი ხმა ნაკლები აქვს. ეგ ეგრეც უნდა იყოს smile.gif


3) რაც შეეხება ზამბარა გაჭიმეთ და რამე... ნუ თუ გრიშამ თქვა ნელიაო, წესით ნუ სუფთა სუფიექტორი გამოცდილება მაგ კაცს უნდა ჰქოდნეს და არაა გამორიცხული რომ მართალი იყოს, მაგრამ ზამბარის გაჭიმვა არის, დროებითი მოვლენა, რადგანაც ზამბარა რამდენიმე დროის მერე დაუბრუნდება საწყისს მდგომარეობას და დიდი არაფერი ცვლიელბა არ მოხდება smile.gif ანუ რაღაც რაოდენობა გასროლებზე გექნება რაღაც ზრდა, მაგრამ ნელ-ნელა დაუბრუნდება საწყისს მდგომარეობას. აქაც ისევ ფიზიკა მოქმედებს, კერძოდ ლითონის სტრუქტურა. ზამბარას რაღაც ფორმა აქვს მიცემული და იმ მდგომარეობაშია ნაწრთობი, ამიტომაც ცდილობს ყოველთვის წინა მდგომარეობაში დაბრუნდეს, თუ ზედმეტად გაჭიმავ, მაშინ მესერული სტრუქტურა დაირღვევა და პირიქით ეფექტს მიიღებ, ანუ წინა მდგომარეობას უცებ დაუბრუნდება (იმიტომ რომ შესუსტებულია სტრუქტურა), პლიუს დიდხანს მანდ ვერ დარჩება და პირიქით უფრო და უფრო მოსუსტდება.


მოკლედ რომ ვთქვათ აზრი არ აქვს გაჭიმვებს ცარიელ გასროლებს, თვალით დაკვირვებას. ჯერ უნდა გაიქრონოს, მერე იქნება გარანტირებული დიაგნოზი სიჩქარესთან მიმართებაში. ანუ პირობითად ვთქვათ მოგცა 90 მეტრ წამი.

ახლა უნდა შეადარო საერთო საშუალო მაჩვენებელს ანუ რას იძლევა რეალურად ეგ ფიშტო გასროლისას (ქარხანა რას წერს მაგ შემთხვევაში საინტერესო აფსოლუტურად არაა, ქარხანა ყოველთვის მეტს წერს სარეკლამო პონტში). შედეგად ვთქვათ გამოცდილებით გაირკვევა რომ საშუალოდ ეგეთი პისტოლეტები ისვრიან 110-120 მეტრ წამით, ნუ ბაზარი არაა მაშინ მართლა ნელა ისვრის შენი ფიშტო და გასარკვევია რის გამო, იქ ზამბარა ახურებს, კლაპანი, ლულის დიამეტრი ტყვიის ფორმა/ წონა თუ რა....

ხოლო თუ სიტყვაზე გაირკვევა რომ საშუალო სტატისტიკით ეგ ფიშტო ისვრის 90-100 მეტრ წამით, მაშინ მანდ არაფერია შესაცვლელი, იმიტომ რომ 100%-იანი განმეორადობა მაგეთ ფიშტოებში არ არსებობს (ბოლო-ბოლო კაპიკები ღირს, რა... 2-3 ატასიანს შეიძლება არ ჰქონდეს, იდეალური განმეორადობა და 50$-ს რა უნდა მოსთხოვო?). ზოგს ექნება 90 ზოგს 100 ზოგს საშუალო, ნუ მაგ შემთხვევაში პროსტა არ გაგიმართლა და ისეთი შეგხვდა რაც არ გაწყობს... ნუ მაგ შემთხვევაში უკვე იწყება ტუნინგი, ანუ არსებული რაც გაქვს რაღაც რაღაცეების გაუმჯობესების ხარჯზე ცდილობ რაიმე უკეთეს შედეგს მიაღწიო, მაგრამ ეს ბოლო საფეხურია, შენ ჯერ რეალური სიჩქარე უნდა დაადგინო, მანამდე კი ნებისმიერი განცხადება არის, პანიკა, მიუხედავად იმისა რომ ბოლოს შეიძლება შენი შეგრძნება მართალი აღმოჩნდეს, მაგრამ სანამ ეგ შენი შეგრძნება რეალური ციფრებით არ დადგინდება, მანამდე ვერანაირად ვერ იტყვი რომ მართლა ასეა smile.gif

პოსტის ავტორი: CrosmanC31 Jul 30 2013, 12:15 PM

პირველ რიგში მადლობა ესოდენ უხვი კომენტარისთვის რითაც ამოირჩევით ამ ფორუმზე. ახლა რჩევა მიტხარით სად შევამოწმო ეს ყველაფერი და როგორ. მე არ მაქვს სიჩარის გასაზომი ხელსაწყო. ვფიქრობდი რომ გამოცდილი პნევმატიკის მცოდნე ადვილად მიხვდებოდა რაშია საქმე. ამიტომაც ვიფიქრე ვინმე პნევმატიკის ხელოსანთან მივიტან თქო. ან თვენ თუ შეგიძლიათ რაიმეთი დამეხმაროთ მადლიერი ვიქნები.

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 30 2013, 03:01 PM

მე ქრონი კი მაქვს მაგრამ ერთი დიდი მინუსი აქვს ჩემს ქრონს, ვერ ზომავს პრიალა ზედაპირის მქონე ტყვიებს, ანუ ვერცხლისფერს , საკმაოდ უჭირს, მაგრამ ხანდახან ახერზებს მოსპილენძებულის გაქრონვას. გამოწვეულია იმით რომ მე მაქვს ოპტიკურ მეთოდზე დამყარებული ქრონი, პრიალა ზედაპირიანი ტყვიის ჩრდილს თუ თვითონ ჩქარა მოძრავ სხეულს ფიზიკურად ფოტოელემენტი ვერ აფიქსირებს sad.gif

ნოუ მოკლედ ცდა შეიძლება მაგრამ რავცდა დიდი იმედები მე პირადად არ მაქვს, პლიუს ცუდი ისაა რომ მტელი კვირა დილის 9 საათიდან სამსახურში ვარ, საღამოს სახლში მოსვლისას კი არარაფრის არარც ხალისი და აღარც სურვილი არ მაქვს ხოლმე sad.gif

დალშე ნუ ასე თუ ისე ჩემთან თუ სხვასთან რამენაირად გაიქრონება, მერე უნდა შეიქმნას რეალური სურათი, კერძოდ კი სხვა (მსოფლიო მაშტაბით) მსროლელებთან რა ტყვიით საშუალოდ რა სიჩქარეს იძლევა. ძირითადად გაითვალისწინე ხალხი უმეტესწილად ისვრის მოსპილენძებული ტყვიებით 5.1 გრანიანით, აი მონიკელებულის წონა მართალი გითხრა არ ვიცი რამდენია, შედეგად თუ განსხვავებულის, სიჩქარეებიც განსხვავებული იქნება და სხვების მიერ მიღებულ პარამეტრებს ვერ შეადარებ. აზრი აქ ასეთია, დაიადე თუნდაც ცოტა რაოდენობა მოსპილენძებული სტანდარტული ტყვიებისა.

და ბოლოს დარცება საჭიროების შემთლევვაში მოდიფიკაციები. სამწუხაროდ მე ნამდვილად არ მქონია მაგ მოდელთან შეხება და არ ვიცი რისი გადაკეტება რას გამოიწვევს... ნუ მანდ ისევ და ისევ სხვისი გამოცდილების გამოყენება შეიძლება, მადლობა ღმერთს ინტერნეტი დიდია და მრავალენოვანი smile.gif

და ვაბშე უფრო მაგარი რჩევა მაქვს, დროა გადახვიდე http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1422, კონკრეტულად მაგ პისტალეტზეა საუბარი.

აქ კიდევ ნუღა გავაგრძელებთ თოფის ავკარგიანობაზე და მის გაუმჯობესებაზე საუბარს, ეს ხელოსნების თემაა, ანუ ვინმემ თუ იცის სად ვის რა მიუტანოს და არა ის თუ ვის რა თავგადასავალი გადახდა smile.gif

P.S მოცემული თემის მისამართზე გადასვლისას გაიგებ რომ პატრონს რეალურად აქვს გაქრონილი ეგ მოდელი ჩვენთან საქართველოში (სამწუხაროდ ეგ კაცი ამ ბოლო დროს ჩვენთან არარ ჩანს ხოლმე sad.gif საქმეებს გადაყვა). ანუ ხაზი მინდა გავუსვა ერთ გარემოებას, მწარმეობელი ამბობს რომ შენი რჩეული უნდა ისროდეს 480 FPS-ით, ანუ მეტრებში ეგაა 146 მეტრ წამი, რეალში კი იმედია შენთვითონაც დაინახავ რომ სიჩქარე თანმაშობს სადღაც 120 მეტრ წამთან. ანუ რეალობა და მწამროებლის სარეკლამო განცხადება როგროც წესი ერთმანეთისგან განსხვავდება ხოლმე.

პოსტის ავტორი: CrosmanC31 Jul 31 2013, 12:56 AM

მოკლედ, დღეს მოხდა ძალიან საინტერესო და ამავდროულად ჩემთვის სამწუხარო ფაქტი. ვიყიდე ახალი ბალონჩიკი და როგორც კი ჩავდე ეგრევე დაიცალა გაზისგან, ლულიდან გამოვიდა მთელი აირი. როგორც კი შევამჩნიე რომ უშვებდა, მოვუშვუ ა დროს სადაც გახვრეტილი იყო ბალონი იქედანაც გაუშვა რა თქმა უნდა, და ისევ რომ მოვუჭირე გაუშვა ლულიდან. ამას რაღა ეშველება ახლა? მემგონი მთელი პრობლემაც ამაში მდგომარეობ და ნელა რომ ისროდა ალბათ მაშინაც აპარებდა აირს. როგორ დავადგინო რ აქვს გაფუჭებული? ან ვის შეუძლია ამის დადგენა?

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 31 2013, 07:15 AM

CrosmanC31
კლაპანია მთლიანად გამოსაცვლელი.

კლაპანს ორი მხარე აქვს, ერთი საიდანაც ხვრიტავს ბალონს და შედის აირი, მეორე მხარე კი ლულის მხარესაა და გასროლისას იხსნება მიკროწამებით.

როგორც ჩანს სწორედ ის მხარე რომელიც ლულისკენაა მიშვერილი არ იკეტება და ბალონიდან შესული ჰაერი ეგრევე ლულაში გადადის.

გამომწვევი მიზეზი იქნება ან ის რომ ქარხნული წუნი უყო, ან სწორედ ის რომ ზეთს არ იყენებდი და დეტალები ხახუნის გამო ფიზიკურად ვერ მუშოაბს კარგად და ვერ იკეტება კლაპანი.


შეიძლება მთლიანად კლაპანი იყოს შესაცვლელი, შეიძლება ამოღება დაშკლა გაწმენდა დაზეთვის მერე მოვიდეს გონზე და ამუშავდეს. კლაპნებზე მიაკითხე გრისას თუ დარჩა რაიმე გეტყვის.

პოსტის ავტორი: CrosmanC31 Jul 31 2013, 03:38 PM

მე თვითონ შევეცდები გავწმინდო და ვცადო რა გამოვა, გრეგორიმ მიუღებელი თანხა მითხრა მაგ კლაპანზე და სულ არ ღირს ეგ პისტოლეტი მაგ კლაპანის ფასი biggrin.gif

პოსტის ავტორი: gregory Jul 31 2013, 05:08 PM

ციტატა(CrosmanC31 @ 31st July 2013 - 04:38 PM) *
გრეგორიმ მიუღებელი თანხა მითხრა მაგ კლაპანზე და სულ არ ღირს ეგ პისტოლეტი მაგ კლაპანის ფასი

არ გავაბრაზე ეს კაცი, თანაც დაბ. დღე ქონია დღეს smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 31 2013, 06:56 PM

CrosmanC31
ტექსტი ჩასწორებულია და არ დავინახო მეორეთ ასეთი რამ. ნახე PM-ი

სხვათაშორის აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდი შენს სახელს, შენი სახელი ეწინააღმდეგება ფორუმის წესების 3.3 პუნქტს. სასწრაფოდ შეცვალე ისეთზე რომელიც არ ეწინააღმდეგება ფორუმის წესებს თუ არა და წინააღმდეგ შემთვევაში მომიწევს შენს მიერ დარეგისტრირებული ფოსტის სახელზე შეცვა სანამ შენთვითონ რაიმე ისეთს არ ამოირჩევ რაც წესებს არ დაარღვევს.

P.S. არ არის ეს ახირება, დღეს ერთი მოდელი გაქვს ხვან მეორეს იყიდი და სახელი ერთი და იგივე რჩება, ამასობაში საძიებო სისტემა ურევს, ახალი მომხარებელი იბნევა და ჰგონია რომ შენ ისევ გაქვს ეგ იარაღი, ამასობაშI შეიძLება 5 წელი იყოს გასული... მოკელდ ტექნიკური თვალსაზრისით მიუღებელია, უკვე გვაქვს ძველი მომხმარებლების გამო იაღლიშები, მაგრამ მაშIნ წესები არ იყო მიღებული, ახლებს კი სამწუხაროდ ყველას დავსდევთ.


პოსტის ავტორი: satana Sep 23 2013, 05:46 PM

http://www.amazon.com/Simmons-TruPlex-Reticle-Riflescope-3-9x32mm/dp/B000KOSB34/ref=sr_sp-atf_title_1_1?ie=UTF8&qid=1379947569&sr=8-1&keywords=3-9x32+scope
ამ ოპტიკის ხელოსანი არავინ იცით, შიგნით რომ ჯვარი აქვს ტრიალობს და დაშლა მინდა.

პოსტის ავტორი: datosia Jan 14 2014, 10:16 AM

ქროსმან ვანთეიჯი მაქვს მინდა რემნის დაყენება, მაქვს რემენი თავისი სახრახნისებით, მაგრამ ამ თოფზე ლულაზე უნდა გაუკეთდეს სამაგრიო, ამ შემთხვევაში ლულა ხომ არ დაზიანდება? ან ვინ გამიკეთებს მისამართი, ან უმჯობესუია ტელეფონი ხომ არ გაქვთ?

პოსტის ავტორი: Multi-Tool Jan 14 2014, 01:24 PM

datosia
აბა გადატეხე ლულა და ქვემოთა მხრის სურათი გადაიღე გადატეხილ მდგომარეობაში,
ისე რომ, დავინახო ლულა ღარში სადამდე მიდის. ცალკე ანტაბკების(სამაგრების) სურათიც დადე.


პოსტის ავტორი: datosia Jan 15 2014, 09:37 AM

Multi-Tool

http://radikal.ru/fp/06a7da3dda244c15a90041e624e57dab
http://radikal.ru/fp/eb84f7e32e6648d5b6b701d71a3fbd6e
http://radikal.ru/fp/aea6adad15a448a08811f9ccd02e4f7b
http://radikal.ru/fp/0065d17d66c34c76839bc1de895412b4

გადაწეული არის ბოლომდე


პოსტის ავტორი: Multi-Tool Jan 15 2014, 10:44 AM

datosia
თუ ლულაზე გინდა მიამაგრო, მაშინ 1 ვარიანტში ლულაზე აკეთებ ხამუტს და
ზედ ამაგრებ ანტაბკას. 2 ვარიანტში იმავე ადგილას აპაიანიკებ(არჩილავ) და არა ასვარკავ ანტაბკას.
3 ვარიანტში აკეთ


პოსტის ავტორი: datosia Jan 15 2014, 11:04 AM

Multi-Tool

ვის მივუტანო რომ გამიკეთოს ეს ყველაფერი კარგად? ხელოსნის ნომერი ხომ არ იცით? უფასოდ კი არ მინდა ფულს გადავუხდი ))
დასვარკებას ალბათ ხამუტი ჯობია, მაგრამ ეს ლულას ხომ არ მოაყანყალებს?
გერმანიის საელჩოსთან ვიყავი და პნევმატურებს ხელს არ ვკიდებო ((

პოსტის ავტორი: Multi-Tool Jan 15 2014, 11:10 AM

datosia
თუ ლულაზე გინდა მიამაგრო, მაშინ 1 ვარიანტში ლულაზე აკეთებ ხამუტს და
ზედ ამაგრებ ანტაბკას. 2 ვარიანტში იმავე ადგილას აპაიანიკებ(არჩილავ) და არა ასვარკავ ანტაბკას.
3 ვარიანტში აკეთებ ისე, როგორც Crosman Benjamin TRAIL NP XL აქვს, რიჩაგსა დალულის შეერთებასთან.
http://radikal.ru/fp/57b27a89986e4c6b9d8fc874c7d91cf5
4 ვარიანტში კი ამაგრებ ცევიოზე, ოღონდ გვერდით ვინტზე. ამ შემთხვევაში გამოსაჩარხი გექნება ორი დეტალი.
ისეთივე დიამეტრის დარეზბის ნაბიჯის ვინტი, ოღონდ სხვა თავით. ამ ვინტს თავში უნდა ქონდეს შიდა რეზბა,
რომელშიც ჩაეხრახნება ბოლტი. ამ ბოტის ჩახრახვნის მერე ბოლტის თავზე ინიშნება ადგილი სადაც უნდა გაიბურღოს,(სკვაზნოიზე, როგორც შენ ანტაბკას აქვს.)
ანუ თოფის პერპენდიკულარულად. მერე გამოაბი რემენი და გეიხარე smile.gif მე ვერ გაგიკეთებ, ჩარხი არა მაქვს.
ჯა-ჯა ს შეეკითხე, ეგებ მოელაპარაკო.

პოსტის ავტორი: ja_ja Jan 15 2014, 09:37 PM

datosia
P.M.-შიც გიპასუხე შენს შეტყობინებაზე და აქც დავდებ ინფოს...

ეგეთ შემთხვევაშI ან უნდა ითრიო თვითონ ქამარი რომელიც ლულაზე მარყუჟით მაგრდებამაგალითად რაიმე აი ასეთი



ან უნდა ითრიო რაიმე ისეთი რაც ლულაზე მოეჭირება და მერე ქამრის დამაგრების საშუალებას მოგცემს, მაგალიტად აი ასეთი



დაძებნე სახელებით Sling barrel mount ან Sling mount

მიუხედავად იმისა რომ Multi-Tool თითქოს და იოლ გამოსავალს გთავაზობს და ჩემს დახმარებას გირჩევს, ნუ მინდა დიდი მადლობა გადავიხადო მაგრამ ასევე მინდა ვთქვა რომ ერთი გადასახედიდანაა იოლი მაგის გაკეთება, და სინამდვილეში ბოლეე მენეე ნორლაური ფორმა რომ მისცე მაგ დეტალს მინიმუმ 2-3 საათი უნდა ვიჩალიჩო და შეძილება თავიდან 1-2 ცალი გავაფუჭო, ჩემს შრომას რა თქმა უნდა ამ დროს არავინ დათვლის და 5-10 ლარად მაგის გამკეთებელი მე არ ვარ smile.gif

თუ გავითვალისწინებთ იმას რომ 9$ ან მაქსიმუმ 0$-ად უკვე გამზადებულ ქარხნულს დაიადებ, მგონი ჯობია, ქარხნული ნახო სადმე იაფად, თუ გამოუვალი შემთხვევა იქნება უბრალოდ ადექი 2 კუსოკი ალუმინი მიადე ერთმანეთს მიაბოლტე მერე კი შუაში ლულის დიამეტრზე 0.2 მილიმეტრით წვრილი ხვრელი გააკეთე შუაში. მოხსენი ვინტი, გაყოფილი ნაწილები შემოაცვი ლულას და მოუჭირე ვინტი, ლულას იმენნა მიესიკვდილება, მერე კი ჩამოკიდე ზედ რაც გინდა...

აი თუ ამ ყველაფრის მერე ან ვერ იშოვი მაგ ჩამოსაკიდებელს, ან შენით გაკეთებული არ მოგეწონება და მომწოფდები იმისთვის რომ მაგისთანა სამაგრში მეძვირე გადამყის ბარიგა Ja_Ja-ს ჯობია გადაუხადო 30-40$ და გაგიკეთოს, აი მერე პაჟალუსტა მომართე :0 მანამდე კი მეც რომ არ ვიწვალო და შენც რომ იაფად შოვნა/გაკეთების შანსი გქონდეს ჯობია ჯერ წინა მეთოდები მოსინჯო.

P.S. ვაბშეტა ყიდვის წინ გეკითხა მაინცა რისთვის ყიდულობდი და რას, გირჩევდა ხალხი ეგრევე გამოსნაირ ქამარს ან რაიმე სხვა ალტერნატივას. ახლა კი ვინტებში უკვე ფულია გადახდილი ქამარშიც და ლულაზე რაცხა ჯღანის წამოცმა მთლად კაი იდეა არაა, მესმის რომ უკან დასახევი გზა არაა მარა...



Multi-Tool

ციტატა(gabrichidzegocha @ 15th January 2014 - 12:10 PM) *
ამ შემთხვევაში გამოსაჩარხი გექნება ორი დეტალი. ისეთივე დიამეტრის დარეზბის ნაბიჯის ვინტი, ოღონდ სხვა თავით. ამ ვინტს თავში უნდა ქონდეს შიდა რეზბა, რომელშიც ჩაეხრახნება ბოლტი. ამ ბოტის ჩახრახვნის მერე ბოლტის თავზე ინიშნება ადგილი სადაც უნდა გაიბურღოს,(სკვაზნოიზე, როგორც შენ ანტაბკას აქვს.) ანუ თოფის პერპენდიკულარულად. მერე გამოაბი რემენი და გეიხარე მე ვერ გაგიკეთებ, ჩარხი არა მაქვს. ჯა-ჯა ს შეეკითხე, ეგებ მოელაპარაკო.

აეეე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მაგ მელკი დეტალისთვის რამდენი ოპერაციაა გასაკეთებელი...

თავიდან მეც ყველაფერი იოლი მეგონა რა უნდა სტანოკი და აიდა მეთქი და ნელ-ნელა მერე მოვწვი რომ კი სტანოკი კაია, ნუ მასალასაც იშოვი, მარა შენი ცხოვრების დრო იხარჯება რაცხა კინკლაობაში და არც შესაბამისად ფასდება და არც ჩალიჩად ღირს... ძალიან მინდა ყველას დავეხმარო და ხანდახან ისეთი რაცხაები მიკეთებია იმის ჭე (იასნია უფასოდ არა), მაგრამ ჩიტი ბრდღვნად უნდა ღირდეს მაინცა, რაცხა M5 ვინტის მოჭრა მიჭრა ფორმების მიცემაზე.... პლიუს ხშირად ეგ ვინტები მარცხენა რეზბითაა ხოლმე ... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ნეპერედავაიმი სექს smile.gif

პოსტის ავტორი: datosia Jan 16 2014, 10:05 AM

მეგობრებო გუშინ მეთვითონ გავაკეთე, სწრავად და მარტივად, უბრალო 2 ცალი პლასმასის ხამუტი ავიღე ერთი მჭიდროთ შემოვახვიე ლულას მეორე რვიანის მსგავსად გავუყარე, ისიც შევკარი და შემდეგ გავუკეთე ქამრის რკინა, გამოვიდა საკმაოდ მყარი, ნუ ეხლა ვიზუალურად ძალიან კარგად არ გამოიყურება, მაგრამ სანამ უკეთეს ვარიანტს არ მოვძებნი გამომადგება

http://radikal.ru/fp/bab1c60615024854849771305888b273

ცუდი სურათისათვის ბოდიშს ვიხდი )

P.S.
ja_ja
Multi-Tool

მადლობა თქვენ მხარდაჭერისათვის )

პოსტის ავტორი: ilo Jan 16 2014, 10:30 PM

არ სრიალებს ლულაზე ეგ ხამუთი?

პოსტის ავტორი: datosia Jan 16 2014, 11:39 PM

არ სრიალებს მაგრად გადავუჭირე, აი სპეციალურად ძალით თუ გაქაჩავ მაშინ კი, ტორემ ისე ჩვეულებრივ ხმარებაში არა

პოსტის ავტორი: TARASICHA Jan 17 2014, 01:26 AM

ლულას ხომ არ მოარყევს ეგრე გაკეთებული ქამარი? სიარულის დროს მაინც იქნება მოძრაობაში და მაგიტომ ვამბობ

პოსტის ავტორი: datosia Jan 17 2014, 04:39 PM

TARASICHA

არ ვიცი, მაგაზე მეც ვნერვიულობ, აქ პასუხი ჯერ ამაზე არავინ გამცა, თუ რამე შევატყვე მოვხსნი ეგრევე.

პოსტის ავტორი: iorama Jan 17 2014, 06:09 PM

მორყევით არ მოარყევს, მაგრამ გახეხვით კი უნდა გადახეხოს ლულა

პოსტის ავტორი: bachana16 Oct 2 2014, 08:55 PM

გამარჯობათ ,ხომ არ იცით სად შეიძლება ვიყიდო დგუშის მანჟეტი, თბილისში, ბენჯამინ ნპს ისთვის? რავი ან სხვისი თუ წავა.

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 2 2014, 09:34 PM

bachana16
თბილისში , მხოლოდ გრგიგოლთან

www.iaragi.ge ნახე და დაუკავშIრდი თუ აქვს

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 18 2015, 02:10 PM

ხალხნო და ჯამაათნო, რაღაც მაინტერესებს...

ვინმეს შეუძლია ასეთი რამ:
ლულის კოლოფიდან თუ ლულა ცოტა მაღლა მიდის და ბოლოში გაზომვის შედეგად გვიჩვენებს რომ 4 მილიმეტრით მაღლაა წასული ნორმასთან შედარებით, ასეთი მდგომარეობის გამოსწორება არის შესაძლებელი?

ანუ მაგალითად:
1) ავიღოთ ლულა
2) ჩავამაგროთ ტისკში
3) ზემოდან რაიმე ხერხით (გზით) დავაწვეთ რაიმე სახის სიმძიმე ლულას ფრთხილად და დიდი სიზუსტით (ზედმეტი რომ არ მოუვიდეს) იმ ადგილში, სადაც უკვე კოლოფიდან გამოსვლას იწყებს
4) დაიღუნოს ლულა იმ რაოდენობით, რომ ბოლოში გაზომვის შედეგად ზემოთ ხსენებული 4 მილიმეტრიანი ცდომილება აღარ მოგვცეს

ჰააამ? sad.gif

პოსტის ავტორი: ---@@SCORPIONS@@--- Feb 18 2015, 05:26 PM

ხ.მ.ე.ლ.ო ტისკი მგონი არაა გამოსავალი. უნდა მოიხსნას ლულა და ლულის კოლოფი გადაიბურღოს სწორად..სავარაუდოდ,კოლოფის ბუდეშია მაგ იარაღის პრობლემა.ტისკი კი დაღუნავს,მოგატყუებს,ვითომ გასწორდა smile.gif wink.gifანუ,პერეკოსადაა ლულის ბუდე გასვერლილი,გაჩარხული და ლულაც შესაბამისად არ ვერ იჯდება სწორად!

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 18 2015, 05:34 PM

ციტატა(---@@SCORPIONS@@--- @ Feb 18 2015, 06:26 PM) *
ხ.მ.ე.ლ.ო ტისკი მგონი არაა გამოსავალი. უნდა მოიხსნას ლულა და ლულის კოლოფი გადაიბურღოს სწორად..სავარაუდოდ,კოლოფის ბუდეშია მაგ იარაღის პრობლემა.ტისკი კი დაღუნავს,მოგატყუებს,ვითომ გასწორდა smile.gif ;)ანუ,პერეკოსადაა ლულის ბუდე გასვერლილი,გაჩარხული და ლულაც შესაბამისად არ ვერ იჯდება სწორად!

მერე კოლოფი რო გადაიბურღება ლულა შიგნით ითამაშებს და ისე ვეღარ დაფიქსირდება როგორც საჭიროა.
გაიღუნოს კაცო ლულა , უპატარავესად დაწირდება გაჭუნვა...
მოკლედ კონკრეტული პასუხი მაინტერესებს ამის გაკეთება ვინმეს თუ შეუძლია.
დიდი ტისკი და კაი ხელოსანი უნდა :/

პოსტის ავტორი: ---@@SCORPIONS@@--- Feb 18 2015, 05:40 PM

ხ.მ.ე.ლ.ო კონკრეტულად გპასუხობ მეც smile.gif უნდა გადაისვერლოს იმ სვერლოთი,რომლითაცაა გასვერლილი.უბრალოდ,რაც პერეკოსადაა გასვერლილი,იმას გაასწორებს ხელახალი გატარება. კარგი მოხელე და მიკრონებში მომუშავე კაცია საჭირო,თავისი უზუსტესი სტანოკით! ასეა ეს wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: giorgi555 Feb 18 2015, 10:36 PM

ციტატა(x.m.e.l.o @ 18th February 2015 - 03:10 PM) *
ლულის კოლოფიდან თუ ლულა ცოტა მაღლა მიდის და ბოლოში გაზომვის შედეგად გვიჩვენებს რომ 4 მილიმეტრით მაღლაა წასული ნორმასთან შედარებით, ასეთი მდგომარეობის გამოსწორება არის შესაძლებელი?


ხელოსანია საჭირო. ეგრე, ერთი ხელის დაკვრით არ გამოვა არაფერი.

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 18 2015, 10:49 PM

მოდი გამოვიცნობ, იარაღი ზდპ-ა და გადაზეხილ მდგომარეობაში სახლეტს გამოკარი ხელი და ლულა თავისით დაიკეტა smile.gif , მაგის წამალი არის ორი სახის პირველი ლულის გამოცვლა და მეორე საკმაოდ სახლაფორთო გასწორდება. ლულაა დაღუნილი და აი ასე სწორდება



ეს შტუკა კი არამგონია ვინმეს საქართველოში ქონდეს smile.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Feb 19 2015, 12:15 AM

ციტატა(giorgi @ 18th February 2015 - 11:49 PM) *
მოდი გამოვიცნობ, იარაღი ზდპ-ა და გადაზეხილ მდგომარეობაში სახლეტს გამოკარი ხელი და ლულა თავისით დაიკეტა

სავარაუდოდ მაგრე მოხდა smile.gif



ხ.მ.ე.ლ.ო
მაგის გასწორება არაა ძნელი. ცენტრებში ისმება ლულა და იზმერიტელნი გალოვკით
იძებნება კუზის უმაღლესი წერტილი. მერე ხსნი ლულას ცენტრებიდან და გიდრავლიკური
დომკრატის+ ორი უპორის მეშვრობით ასწორებ, მერე ისევ ცენტრებში ამოწმებ,
ისევ ასწორებ და ასე გამარჯვებამდე.
ასე რომ მაქ არაფერი რთული არაა.



პოსტის ავტორი: geojorjika Feb 19 2015, 12:28 AM

Multi-Tool
სახლის პირობებში ძნელია მაგის ჰაკეთება პრესი გინდა, პრიზმები, ინდიკატორი და ასე შემდეგ

პოსტის ავტორი: Multi-Tool Feb 19 2015, 12:51 AM

ციტატა(giorgi @ 19th February 2015 - 01:28 AM) *
Multi-Tool
სახლის პირობებში ძნელია მაგის ჰაკეთება პრესი გინდა, პრიზმები, ინდიკატორი და ასე შემდეგ

მე ის დავწერე რომ, დიდ სირთულეს არ წარმოადგენ მეთქი მაგ სპეც მოწყობილობის გარეშე.
ნორმალური ტოკარნი დაზგაც ეყოფა. მერე კი ჩვეულებრივი გიდრავლიკური ავტო დომკრატითაც შეიძლება გასწორება. რაცც შეეხება ინდიკზტორს, სადაც ტოკარნიკია, ინდიკატორიც იქ იქნება. მგონი თბილისში არ გაჭირდება ეგეთი ელემენტარული პირობი გამოძებნა.
ხმელო ცადე და ყველაფერი გამოგივა. yes3.gif

პოსტის ავტორი: ---@@SCORPIONS@@--- Feb 19 2015, 07:38 AM

ხ.მ.ე.ლ.ო ძმურად თქვიი რა რა სჭირს მაგ ლულას? ანუ,ცერად ზის კოლოფში,თუ კოლოფთანაა დეფორმირებული? თუ ცერად ზის კოლოფში,გამოსავალი მოგწერე,თუ ლულაა გაღუნული,სხვები გწერენ. სწორად რო დაგესვა შეკითხვა,აღარ ვიმკითხავებდით ამდენს smile.gif wink.gif wink.gif wink.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 21 2015, 01:41 PM

ციტატა(giorgi555 @ Feb 18 2015, 11:36 PM) *
ხელოსანია საჭირო. ეგრე, ერთი ხელის დაკვრით არ გამოვა არაფერი.

მაგას მიხვედრა უნდა? აბა რატო დავწერე აქ, შეუძლია ვინმეს თქო ამის გაკეთება ვისაც სახელოსნო აქვს... მე რომ შემეძლოს თავისთავად თვითონ გავაკეთებდი smile.gif

ციტატა(geojorjika @ Feb 18 2015, 11:49 PM) *
მოდი გამოვიცნობ, იარაღი ზდპ-ა და გადაზეხილ მდგომარეობაში სახლეტს გამოკარი ხელი და ლულა თავისით დაიკეტა smile.gif , მაგის წამალი არის ორი სახის პირველი ლულის გამოცვლა და მეორე საკმაოდ სახლაფორთო გასწორდება. ლულაა დაღუნილი და აი ასე სწორდება



ეს შტუკა კი არამგონია ვინმეს საქართველოში ქონდეს smile.gif

არა არა, ქარხნულად მასე იყო იმ თოფის ლულა smile.gif
ხო აი ეგეთი რაღაც მინდა რა, აქ მართლა არავის ექნება ეგ biggrin.gif
ისე რავი დიდი მყარი ტისკის და სიმძიმის დაწოლით არ გამოვა ეგ საქმე ვითომ? sad.gif

ციტატა(geojorjika @ Feb 19 2015, 01:28 AM) *
Multi-Tool
სახლის პირობებში ძნელია მაგის ჰაკეთება პრესი გინდა, პრიზმები, ინდიკატორი და ასე შემდეგ

კი ვიცი ვიცი და მაგიტომ ვკითხულობ აქ, იქნებ ვინმეს ჩვენს თანაფორუმელს შეეძლოს ამ პატარა პრობლემის გამოსწორება ვისაც სახელოსნო აქვს მოწყობილი smile.gif

ციტატა(Multi-Tool @ Feb 19 2015, 01:15 AM) *
სავარაუდოდ მაგრე მოხდა smile.gif



ხ.მ.ე.ლ.ო
მაგის გასწორება არაა ძნელი. ცენტრებში ისმება ლულა და იზმერიტელნი გალოვკით
იძებნება კუზის უმაღლესი წერტილი. მერე ხსნი ლულას ცენტრებიდან და გიდრავლიკური
დომკრატის+ ორი უპორის მეშვრობით ასწორებ, მერე ისევ ცენტრებში ამოწმებ,
ისევ ასწორებ და ასე გამარჯვებამდე.
ასე რომ მაქ არაფერი რთული არაა.

მოიცა მოიცა smile.gif ლულა გაღუნული არ არის, უბრალოდ სულ ოდნავ ცერად მიდის იქიდანვე, საიდანაც გამოდის. ანუ შეიძლება კოლოფია სულ ოდნავ ცერად გახვრეტილი და იმიტომ ზის მასე ლულა smile.gif ამიტომ, სხვა პრობლემას რომ არ შევეჩეხო, კლოლოფიდან ამოუღებლად მინდა გასწორდეს smile.gif

პოსტის ავტორი: ---@@SCORPIONS@@--- Feb 21 2015, 06:35 PM

ხ.მ.ე.ლ.ო აჰა ძმა,არც ეხლა დამიჯერებენ ჩვენი მეგობრები,რო მეც რაღაცა მესმის.? smile.gif wink.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Feb 21 2015, 09:40 PM

---@@SCORPIONS@@---
ბარემ ისიც უთხარი როგორ გამოიღოს ის ლულა ერთის ან მეორის დაუზიანებლად სხვა რომ არაფერი ვთქვათ.
ანეგდოტი გამახსენდა: კურდღლები გადაშენების პირას მივიდნენ, ისე გაუხურეს მელიებმა, ხოდა მივიდნენ ბრძენ ბუსთან, რა ვქნათო? იმანაც ასწავლა, გამოსავალი არის და ზღარბებად უნდა გადაიქცეთო.
გაუხარდათ კურდღლებს და წამოვიდნენ . თავიანთ უხუცესს რო უთხრეს ასე და ასეო დღეიდან ზღარბები უნდა გავხდეთო რომ მელამ ვერაფერი მოგვჭამოსო. კი მარა ის არ გითხრათ როგორ გადავიქცეთო? გაიქცნეჯ ბუსთან !ისევ და ეკითხებიან, ყველაფერი კარგი მაგრამ ზღარბებად როგორ გადავიქცეთო? აბა მე რა ვიციო, ჩემი საქმე სტრატეგიააო დანარჩენი კი თქვენი პრობლემააო.




პოსტის ავტორი: ---@@SCORPIONS@@--- Feb 21 2015, 09:49 PM

Multi-Tool არსებულ კითხვაზე გავეცი მე სწორი პასუხი,შესაბამისად,დიაგნოზი დავსვი სწორი. შედებით კი,არც შემიდია კოლოფში არაფერი და არც გამოღება ვიცი შესაბამისად. wink.gif ტაკ,ჩტო,ვინც შედო,იმანვე გამოიღოს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ანეგდოტში კი +10 smile.gif wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: svani1990 Feb 22 2015, 01:13 PM

მოგესალმებით ყველას, რა მაინტერესებს, თუ იცით ვინმე ვისაც შეუძლია მეტალის პატარა ნაწილების დამზადება, საუბარი მაქვს ასეთ პატარა დეტალზე

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 22 2015, 01:38 PM

ეს რა არის?

პოსტის ავტორი: svani1990 Feb 22 2015, 03:29 PM

geojorjika
ქართულად ზუსტად რა ქვია არ ვიცი, მგონი მჭიდის ღილაკი, magazine release არის ინგლისურად, ჩემი Beretta Px4-ისთვის მინდა.

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 22 2015, 06:02 PM

svani1990
ეგ უნდა ჩამოასხა მაგის გაჩარხვა არ გამოვა

პოსტის ავტორი: svani1990 Mar 1 2015, 05:33 PM

geojorjika
არ იცით არავინ ვინც შეძლებს დამზადებას?

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 1 2015, 06:20 PM

svani1990
მაგის დამზადებას არავინ არ მოკიდებს ხელს. ეს იმდენად პატარა დეტალია და იმდენად სტრანნი ფორმა რომ მაგის დამუშავებაზე ან ტიპს ტავისი მუღამი უნდა ჰქონდეს, ან იმდენს გეტყვის ფასად რომ ამოუტრიალებ მტელს საგვარეულოს smile.gif

არ არსებობს მაგის ცალობით გაკეთება, ჯობია ონლაინ მარაზიებში დაძებნო. ამ მწარმოებელს მისწერე რომ ეგ დეტალი გინდა, მე ხშირად გამიკეტებია ეგრე და 90% მწარმოებლის გეხმარება, ურიცხავ ფულს და გიგზავნის სასურველ დეტალს. გაცილებით იაფი გამოდის, ორიგინალია და ატრც ბევრი ლოდინი უნდა.

პოსტის ავტორი: koknar Mar 1 2015, 07:47 PM

თუ პლასტმასისაც წავა მაშინ 3დ პრინტერზე ერთი გადაწიტებაა მაგის დაპრინტვა

პოსტის ავტორი: Multi-Tool Mar 1 2015, 08:29 PM


ციტატა(koka @ 1st March 2015 - 08:47 PM) *
თუ პლასტმასისაც წავა მაშინ 3დ პრინტერზე ერთი გადაწიტებაა მაგის დაპრინტვა

მაგას 3d სკანერიც დაჭირდება, თუ ხელითაც შეიყვანს მაგის ნახაზს biggrin.gif
ისე მართლა გამოსავალია მაგრამ აქ აქვს ვნმეს მაგ პრინტერი?

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 1 2015, 08:30 PM

კი ერთი გადაჭიტება, ოღონდ მანამდე 1000 გადაწიტებაა მისი 3D პროგრამაში მოხაზვა ზომების აღება და მტელი მაზახიზმი smile.gif

პოსტის ავტორი: koknar Mar 1 2015, 10:33 PM

ზომები თუ იცი, აფერი არაა, სკეჩაპს მიაქ. ყველა პრინტერი (stl) ფაილებზეა 99%.

მე შემიძლია უფასოდ დავბეჭდო მარა . . . smile.gif sad.gif

პოსტის ავტორი: svani1990 Mar 3 2015, 11:45 AM

დიდი მადლობა 3D პრინტერი მეც ვიფიქრე მაგრამ ბოლოს ილიაუნიში ვნახე ერთი biggrin.gif სხვა არ ვიცი აქვს თუ არა ვინმეს. მოკლედ ამდენ წვალებას სხვა მოდიფიკაციას გავუკეთებ იარაღს, მაგრამ იმდენ პრობლემებს ქმნიან უკვე პნევმატურზე რომ სახლში იდოს ისევ ის ჯობს biggrin.gif

პოსტის ავტორი: butana Mar 15 2015, 11:01 PM

გამარჯობა, crosman pumpmaster 760-ში ლულაში გაიჭედა ტყვია ვის შეუძლა დახმარება, რომელ ხელოსანთან ჯობს მისვლა?

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 15 2015, 11:07 PM

butana
რას ქვია გაიჭედა , გასიროლეთ და აღარ გასიროლა თუ ზოგადად როგორც ხდება ხოლმე გასიროლე, არ გაისროლა, ეე რაპონტში ტო , მერე მეორე გაისროლე მაინც არ გავარდა, მერე მესამე, მერე მეათე, მერე მიხვდი რომ არ ისვრის და ეცადე გამოღებას , ჯერ ზევიდან ჩათხარე ლურსმნები , რომ არაფერი გამოვიდა მერე უკნიდან, მაგრამ აქაც ძნელია მისადგომად და მერე იკითხე რა ვქნაო biggrin.gif

თუ ყველაფერი გაცილებით კარგადაა და უბრალოდ ტყვია არ გაისროლა და ეგრევე იკითხე რა ვქნაო? smile.gif


პოსტის ავტორი: butana Mar 15 2015, 11:50 PM

ბავშვმა ერთხელ გადატენა და არ გაისროლა რა თქმა უნდა, მაგ მოდელს ხომ მინიმუმ სამჯერ უნდა გადატენვა. მერე მიაყოლა მეორე ტყვია და ისიც შიგ ჩარჩა.

პოსტის ავტორი: Multi-Tool Mar 16 2015, 12:34 AM

butana
დაუშომპოლე, წესით უნდა გააგდოს.
არა მგონია ორი ტყვიის გამოგდება პრობლემა იყოს.

პოსტის ავტორი: gigi30 Mar 16 2015, 12:38 AM

ველოსიპედის სპიცით გამომიგდია უკუსვლით ხოლმე, თან მაგას ხო გლუვი ლულა აქვს და არაფერი დაუზიანდება. თუ არ გამოდის, სპიცს ბუნიკის ფორმის წვერი გაუკეთე და ელექტრობურღით ეცადე გახვრეტა და შემდგომ გამოგდება. ბოლო ვარიანტია, მოხსნა ლულა და გახურებით გადმოღვარო ტყვია.

პოსტის ავტორი: gigi30 Mar 16 2015, 12:39 AM

ველოსიპედის სპიცით გამომიგდია უკუსვლით ხოლმე, თან მაგას ხო გლუვი ლულა აქვს და არაფერი დაუზიანდება. თუ არ გამოდის, სპიცს ბუნიკის ფორმის წვერი გაუკეთე და ელექტრობურღით ეცადე გახვრეტა და შემდგომ გამოგდება. ბოლო ვარიანტია, მოხსნა ლულა და გახურებით გადმოღვარო ტყვია.


პოსტის ავტორი: SCORPIONS Mar 16 2015, 08:03 AM

butana ლულა რომ არ დაიკაწროს,ანკესის ბოლო კალენა,წვერი გადაჭერი ზომაზე,ჩადე და 100-150 გრამიანი ჩაქუჩით დაუკაკუნე..გაცხელებას ლულის,არ გირჩევ! მაგი ტყვია,გაცხელებისას,შეიძლება ისე გაეგლისოს ლულის კედლებს,რომ ვეღარ მოაცილო ვერასოდეს!!! თუ ანკესის კალენას ვერ ნახავ,ზემოთ ხსენებულ სპიცს გაუკეთე გარედან იზოლირება,რომ ლულა არ დაგიკაწროს.გისურვებ წარმატებას smile.gif

პოსტის ავტორი: mister_io Mar 16 2015, 12:13 PM

butana
ლულა არ გააცხელო არავითარ შემთხვევაში, ისე ცადე გამოგდება როგორმე ბოლოსდაბოლოს ტყვიაა რბილი შენადნობია ფოლადთან შედარებით და შომპოლით გამოაგდებ ცოტა გაუჭირდეს შომპოლს გატარება შეიძლება მაგრამ დაუკაკუნე ნელნელა და გაიტანს

პოსტის ავტორი: butana Mar 16 2015, 10:40 PM

დიდი მადლობა მეგობრებო, თქვენი რჩევების დახმარებით გამოვაგდე ტყვიები სამი ყოფილა :-). ეხლა მეორე პრობლემამ წამოყო თავი, სამჯერ და ოთხჯერ გადატენვისას ვეღარ ისვრის, ათჯერ რომ გადავტენე გაისროლა. ჩემი აზრით ტყვიების გამოღებისას ლულაზე დარჩა ნარჩენები და მაგის ბრალია, რა შეიძლება რომ მოუხერხოო?

პოსტის ავტორი: SCORPIONS Mar 16 2015, 10:41 PM

butana გაწმინდე ლულა და ეგაა რა..თუ რათქმაუნდა მაგ მიზეზით ვერ ისვრის.

პოსტის ავტორი: ja_ja Mar 16 2015, 10:47 PM

butana
ვსმისლე იმას ამბოპბ რომ ლულაში დარჩა ნადები და ეგ იმდენად ძლიერ ხახუნს იწვევს რომ ტყვია არ იძვრის 3-4 დაკაჩავებისას? აბა ტყვიის გარეშე სინჯე გასროლა და ხმას დააკვირდი ისეთივე მკვაზე და მკვირცხლი ხმაა თუ რაცხა ჩაჩუტული ბუშტივით ხმა არის smile.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Mar 16 2015, 11:16 PM

ციტატა(butana @ 16th March 2015 - 11:40 PM) *
დიდი მადლობა მეგობრებო, თქვენი რჩევების დახმარებით გამოვაგდე ტყვიები სამი ყოფილა :-). ეხლა მეორე პრობლემამ წამოყო თავი, სამჯერ და ოთხჯერ გადატენვისას ვეღარ ისვრის, ათჯერ რომ გადავტენე გაისროლა. ჩემი აზრით ტყვიების გამოღებისას ლულაზე დარჩა ნარჩენები და მაგის ბრალია, რა შეიძლება რომ მოუხერხოო?

თუ დანამდვიებით იცი რომ მაგის მზეზია, მაშინ ლატუნის ჯაგრისი რომ ეხრახნება შომპოლზე, ის გიშველის.



პოსტის ავტორი: gigi30 Mar 17 2015, 09:51 AM

butana , თოფი გაწმინდე ჯაგრისით და შემდეგ ბურთულებით ისროლე, თუ კარგად ვარდება, ხოლო გაწმენდილ თოფზე ტყვიას ისევ გაუჭირდა გასვლა, ტყვია გამოცვალე: მაგათი დიამეტრი 4,5-4,53 მმ ფარგლებშია და შეიძლება სუსტი თოფი ვერ მოერია 4,53 მმ-იანს ძლიერი ხახუნის გამო. თუარა და, მანჟეტები და ჰერმეტიზება იქნება შესამოწმებელი და ალბათ სარემონტო.

პოსტის ავტორი: mister_io Mar 17 2015, 12:48 PM

ბურთულა ნარეზებს არ გააფუჭებს? როცა აკაჩავებ თოფს დასატუმბად უფროდაუფრო რთულდება თუ არა დაკაჩავება, ანუ პირველ დაკაჩავებასთან შედარებით მეორე და მესამე და ა.შ დაკაჩავება თუა უფრო რთული ანუ იმის თქმა მინდა რო ხოარ აპარებს სადმედან ჰაერს, სავარაუდოდ ტყვიის ნადები დარჩა ლულაში ძაან ბევრი, ტყვიის შეცვლას არანაირი აზრი არაქვს ჩემი აზრით, არუნდა დაჭირდეს მაგ იარაღს მასე ტყვიების შერჩევა მიზეზი სხვა რამე უნდა იყოს

პოსტის ავტორი: gigi30 Mar 17 2015, 01:02 PM

ეს მოდელი არაა ხრახნილლულიანი, გლუვლულიანია. გასაგებია, ჯაგრისით გამოწმინდე და მერე შეამოწმე.

პოსტის ავტორი: Sk-box Mar 8 2016, 09:09 PM

SSG mod. მაინერესებს რომელიმე ჩვენ ხელოსანს თუ გაუკეთებია და რამდენად ამართლებს.
აი სურათებიც
http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 8 2016, 10:04 PM

გაკეთებადია რაც არ უნდა იყოს, რამდენად მუშაობს უკვე სხვა საკითხია

პოსტის ავტორი: Sk-box Mar 8 2016, 10:22 PM

მუშაობით წესით უნდა იმუშაოს. "ჩაქუჩი' დაბრუნებისას აღარ დაეჯახება ზამბარას ,
შესაბამისად კლაპანს აღარ დაეჯახება განმეორებით და ჰაერი აღარ დაიხარჯება უაზროდ.
ტიპებმა ორჯერ გაზარდეს გასროლების რაოდენობა ... ცდად მაინც ღირს რაა..
დღეს მეც ვჩალიჩობდი და რაღაც ვერ გავთვალე, მემგონი ზამბარას უნდა დამოკლება. ვერ გავიმეტე biggrin.gif




პოსტის ავტორი: Lukiane123 Dec 26 2019, 10:24 AM

ხომ არ იცით მანქანის რესორს სად გამისწორებენ?გამოწრთობა უნდა თუ რაც უნდა დანის გაკეთება მინდა იქნებ დამაკვალიანოთ

პოსტის ავტორი: vexam Dec 26 2019, 01:46 PM

ციტატა(Lukiane123 @ Dec 26 2019, 11:24 AM) *
ხომ არ იცით მანქანის რესორს სად გამისწორებენ?გამოწრთობა უნდა თუ რაც უნდა დანის გაკეთება მინდა იქნებ დამაკვალიანოთ

გამარჯობა. დანის გაკეთება გინდა შენი ხელით, თუ რესორისგან გინდა რომ სამჭედლოში გაგიკეთონ შენი თარგით? ამ შეკითXვაზე პასუხს იმდენად აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც კვალიფიციურ სამჭედლოში ჭედვით და წრთობით არ დაჯდება იაფი.

პოსტის ავტორი: okela84 Dec 26 2019, 09:24 PM

რესორისგან საკმაოდ მძლავრი არბალეტი გამოდის

პოსტის ავტორი: Lukiane123 Dec 27 2019, 03:53 PM

დანას მე გავაკეთებ უბრალოდ უნდა გავაცხელო რომ გავასწორო და ამას სახლის პირობებში ვერ ვიზამ,

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services