თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ PCP - Pre Charged Pneumatics _ ფეთქებადი რეზერვუარები...

პოსტის ავტორი: Jah Oct 24 2009, 11:40 AM

არც კი ვიცი საიდან დავიწყო... გავიდა უკვე 12 საათი, და ემოციები აქამდე მახრჩობს...

...შევიძინე რეზერვუარი ჩემი HW100-სთვის. გადიდებული მოცულობით, განივი სატუმბი პორტით, მსუბუქი, ყველაფერი იდეალურად იყო... ვეკითხები გამყიდველს - რამდენზე არის შემოწმებული, მეუბნება - 300ატმოსფეროზე... დავუჯერე sad.gif რატომ???
როდესაც ვყიდულობდი ბალონს, მაგაზე იყო ამოტვიფრული 200-სამუშაო 300-შემოწმება, არ დაუჯერე, გავატანე შესამოწმებლად...
და აქ... ვიფიქრე ეს ადამიანი ამით პურს შოულობს, ხომ არ დაიწყებს ბომბების გაყიდვას...

ესეიგი უკვე 15 დღეა რაც ვხმარობ ამ რეზერვუარს. ვტუმბავდი ყოველთვის 170ატმ-ზე ან უფრო ცოტაც. იმიტომ რომ ბალონში სულ ცოტა და ცოტა წნევა მქონდა... გუშინ ვიტ\ყიდე სატუმბი მოწყობილობა, გადავწყვიტე მაგის შემოწმება, და დავტუმბე ბალონი 250 ატმ-ზე, ნუ როდესაც ის გაცივდა მანდ დარჩა 230 ატმ. ამოვიტანე ბალონი მანქანიდან სახლში. შევამოწმე ვანაში მოწყობილობა ჰერმეტულობაზე - ყველაფერი იდეალურად არის. და დავიწყე შაშხანის რეზერვუარის დატუმბვა... ვტუმბავდი ძალიან ნელა, 120-დან 200-მდე გავიდა სადრაც 1 წუთი. როგორც კი ისარი რეზერვუარზე მიუახლოვდა 200-სს, მე დავიწყე ბალონის გადაკეტვა... და აქ იყო ბუუუუმ...!!!!!!!!!!! ცოცხალი რომ დავრჩი - ფანტასტიკაა!!!!
იტოგში: კონდახი მკვდარია, ჭერში ხვრელია, ლუსტრა გატეხილია, ხელი წესიერად არ მიმუშავებს, როგორც ჩეანს შლანგით, დამალურჯა ორივე თვალი... მაგრამ ყველაზე საშინელებაა ის რომ 1 მეტრში ამ ყველაფრისგან იდგა ჩემი 4-ხი წლის შვილი!!! მაგას აქვს კვერცხის ხელა კოპი და ხმა დაუკარგია!!! ღმერთის წყალობით დილამდე ხმა თითქმის ბოლომდე დაუბრუნდა. ჩემი შინაგან მდგომარეობას ვერ აღვწერ: დილის 5 საათამდე ვერ დავიძინე... და როდესაც გავიღვიძე და მივხვდი რომ ბავშვს დაუბრუნდა სმენა - ვტიროდი...
ამ ყველაფრის მიზანია: გამოკვლევა თუ რატომ მოხდა ასე და ყველასთვის იყოს ცნობილი თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ.






პოსტის ავტორი: geojorjika Oct 24 2009, 12:39 PM

......... ძალიან საშიში ჰობი გვაქვს smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 24 2009, 05:31 PM

ამის დადება იმის პონტში დადეთ მე რომ ვატრაკებდი დიდ რეზერვუარზე დისკოსთვის biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ეს ნანახი მაქვს ორიგინალში, მაგრამ ეს არ ნინშავს იმას რომ ყველა უნდა შეეშვას ამ საქმეს. ჯერ მართალია შესაბამისი ინსტრუმენტები არ არსებობს, მაგრამ ოდესღაც აქ ხომ იქნება ყველა საჭირო ინსტრუმენტი, იგივე წნწვის გასაზომად. მერე რას იტყვით biggrin.gif

ისე რეზერვუარების კეთება სახიფათო საქმეა, მაგრამ ვიღაცამ ოდესღაც უნდა დაიწყოს, თორემ ყოველთვის ჰაერში იქნება ქართული PCP მშენებლობა.

კაი მოდი მინუსებს შევეშვათ და რეალურად გადავხედოთ სიტუაციას, რა არის შესამოწმებლად და წარმოებისთვის საჭირო:

1) ხარისხიანი მასალა (რომელიღაც უცნობი მარკის ფოლადი და ცნობილი დურალი D16T)
2) რეზერვუარის კედლები საკმარისი სისქის უნდა იყოს რომ ზეზბის მოჭრას და წნევისგან დეფორმირებას გაუძლოს
3) ხარისხიანი პრობკები, მთავარია მასალა და ნორმალური სიგრძის რეზბა და არა 3-4 შემოტრიალებაზე მოჭრილი გაუგებრობა
4) მაღალი წნევის მანომეტრი მინიმუმ 600 ატმოსფერო (მაქსიმუმი შემოწმება 400 ატმოსფეროზე, მაგრამ მანომეტრები მაქსიმუმ 3/4-ით უნდა დატვირთო რომ დიდხანს იმუშაოს სწორე მაჩვენებლებით)
5) მაღალი წნევის შესაქმნელი რაიმე მოწყობილობა ვთქვათ დომკრატი, საუბარია სითხის დაჭირხვნაზე და ყველაზე გავრცელებულია ამ საქმეში წყალი
6) ადგილი, ზედმეტი ხალხი მოცილებული უნდა იყოს და უსაფრთხოება უზრუნვრლყოფილი, პლიუს ადგილი იმისათვის რომ რეზერვუარები დაალაგო შემოწმების დროს თითო რეზერვუარზე ხომ არ დაკარგავ 2-3 დღეს თუ მართლა მაგდენიხანი ამოწმებენ
7) შემოწმების შემდეგ წნევის გამოსაშვები საშუალება.

სამწუხაროდ ჯერ ჩვენთან ყველა პუნქტის უზრუნველოფა შეუძლებელია, თუმცა რაღაცეების მომზადება ახლაც შეიძლება, მაგალითად რაიმე დომკრატის, ან რაღაც ეგეთის, მაღალი წნევის მანომეტრის, კაპილარის. ადგილის გამოყოფა სულ ბოლოს ღირს როდესაც ყველაფერი გაქვს და იცი რომ ამ საქმისთვის გინდა.

ყველაზე მტკივნეული არის მასალა, დაჟე ჩარხს რაღაც ეშველება, მაგრამ მასალას.....

პოსტის ავტორი: Jah Oct 24 2009, 06:37 PM

ციტატა(ja_ja @ 24th October 2009 - 05:31 PM) *
ამის დადება იმის პონტში დადეთ მე რომ ვატრაკებდი დიდ რეზერვუარზე დისკოსთვის

ეს ნანახი მაქვს ორიგინალში, მაგრამ ეს არ ნინშავს იმას რომ ყველა უნდა შეეშვას ამ საქმეს. ჯერ მართალია შესაბამისი ინსტრუმენტები არ არსებობს, მაგრამ ოდესღაც აქ ხომ იქნება ყველა საჭირო ინსტრუმენტი, იგივე წნწვის გასაზომად. მერე რას იტყვით

არა ja_ja მხოლოდ მაგიტომ არ დამიდია, შენ რომ შეგაშინო biggrin.gif
თუმცა რა თქმა უნდა შენმა თემამ, მიბიძგა იმისკენ, რომ ჩავთვალე - დროა უსაფრთხოების თემა იყოს ამ განყოფილებაში.
ნამდვილად არ მაქვს აზრად ვინმე შევაშინო ან დავაშინო. უბრალოდ მინდა, რომ ასეთ ძალას, რომელიც არის შეკუმშული აირი, მივებყროდ მაქსიმალურად, ყველანაირი უსაფრთხოების წესის დაცვით. და რეზერვუარების გაკეთებას მე თვითონაც ვგეგმავ smile.gif და უმარტივესი "ოპრესოვშიკის" დამზადების პროექტიც მაქვს.

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 24 2009, 06:44 PM

Jah

ციტატა(Jah @ 24th October 2009 - 07:37 PM) *
რეზერვუარების გაკეთებას მე თვითონაც ვგეგმავ და უმარტივესი "ოპრესოვშიკის" დამზადების პროექტიც მაქვს.

აი ეს ყველაზე საინტერესო და კარგი ინფორმაცია იყო.

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 24 2009, 08:28 PM

ja_ja
+1 საინტერესო ინფოა, ეეეეჰჰჰ იდეები მეც იმდენი მაქვს რომ sad.gif , ყველაფრის გაკეთება შეიძლება აქ , დაჟე ეგ დურალიც არ არის ისეთი რთული საშოვნელი , მთავარია ნორმალური ჩარხები , დრო და ცოდნა , მეტალზე მუშაობის ცოდნა ( როგორც გაჩარხვა ასევე დაფრეზვა) , ისე მქონდა რამდენი ნახაზი გაკეთებული მარტივი PCP-ი შაშხანის , რავიცი რავიცი იმდენი ჩანაფიქრები მაქვს, ერთი რომ შევხვდებით შეიძლება მაგაზე დალაპარაკება smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 24 2009, 08:35 PM

ჰო კიდევ ერთი რაღაც, ძალიან მაინტერესებდა დასავლური სტანდარტებით რა მარკა იქნებოდა Д16Т, კაიხანია ვეძებ და მგონი დღეს ვიპოვე, საუბარია მარკაზე 2024T3, იმედია ინფორმაციისთვის გამოდგება, ანუ შეიძლება აქ იყოს სადმე ასეთი რამ შეიძლება დასავლეთში უფრო ღირდეს გარკვევა და დაკვეთა.

კიდევ ერთი რამ, აბრევიატურა Д16Т-ის ნაწილობრივი დეშიფრირება მოვახდინე ჩემთვის, შეიძლება თქვენ იცით მარა მე გამიხარდა biggrin.gif

მოკლედ
დ - ნიშნავს დურალუმინს (რა ძნელი მისახვედრია არა biggrin.gif )
16 - ვერ გავიგე ბოლომდე რა არის
ტ - ნიშნავს თერმულად დამუშავებული და ნაწრთობი (დამუშავება მიდის 500 კრადუსზე ადუღებულ წყალში, ქიმიის კურსიდან ვიცი რომ 800-ზე წყალი იშლება და 500-ზე როგორ ადურებენ ისე რომ ბუშტულები არ დარბის სითხეში....), პლიუს ასო ტ ნიშნავს გარდა თერმული დამუშავებისა დაძველებას, არის ხელოვნურად დაძველებული და ბუნებრივად დაძველებული (არ ვიცი რას ნიშნავს), მოკლედ Д16Т არის დურალი თერმულად დამუშავებული ნაწრთობი და ბუნებრივად დაძველებული (3 დღე ცივდება ოთახის ტემპერატურაზე და ალბათ მაგიტომ ეძახიან ბუნებრივად დაძველებულს)

და ბოლოს არის Д16 ანუ თერმულად დამუშავებული და ნაწრთობი არაა, იოლად იღუნება და 3-ჯერ უფრო სუსტია ნაწრთობ დურალზეო.

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 24 2009, 08:40 PM

ja_ja
უი ეგ ვიცოდი რომ 2021T3 ერქვა მოიცა ეხლა საიტს ვნახავ პირდაპირ მზა ტრუბები იყიდებოდა მაგ დირალისგან გაკეთებული smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 24 2009, 09:05 PM

ჯერ აგერ ლინკს გადახედეთ

http://talks.guns.ru/forummessage/24/183106.html

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 24 2009, 09:07 PM

აი ვნახე http://www.aircraftspruce.com/catalog/mepages/alumtube_2024.php

აბა ვის უნდა რეზერვუარის მასალები? smile.gif


http://www.aircraftspruce.com/catalog/mepages/alumtube_2024.php

პოსტის ავტორი: Jah Oct 24 2009, 09:40 PM

მოდით იდეებზე გადავინაცვლოთ სხვა თემაში, და აქ მხოლოდ უსაფრთხოებაზე ვისაუბროთ wink.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Oct 24 2009, 09:51 PM

geojorjika
ეგ ტრუბები ვიცი, იმ თემაშI რომ ვწერდი ერთმა 4 მილიმეტრიანი ტრუბები გააკეთებინა დაკვეთით მეთქი მაგ ტრუბებზე ვამბობდი.

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 24 2009, 09:54 PM

ja_ja

ჰოო მერე რაო გავაკეთებთო? მიწერე რამე?

Jah

უი იზვინი smile.gif

პოსტის ავტორი: citadel Feb 27 2011, 09:39 PM

გაზიკის ბალონზე არავის შეუერთებია ნეტა? biggrin.gif ეგ ნაღდად არ გასკდება თან რამდენ გასროლას ეყოფა უffffffffffff

პოსტის ავტორი: geojorjika Feb 27 2011, 09:40 PM

citadel
რის ბალონზე?

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 27 2011, 09:53 PM

citadel
გაუმარჯოს.

ისე, ჯორჯიკას კითხვას მეც დაგისვამ - რის ბალონზე?

პოსტის ავტორი: Power_VANO Feb 27 2011, 10:52 PM

nihontoman
geojorjika
ნუ აოფებთ :P

პოსტის ავტორი: bazuka Feb 27 2011, 11:05 PM

ბუნებრივი ავტო-გაზისაოოოოო ვაააა

citadel
ჩვენ თეორიაში ყველაფერი ვცადეთ, აი პრაქტიკამდე მისვლა გვიჭირსხოლმე smile.gif http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1174

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services