თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ რჩევები, კითხვა-პასუხი... _ პსპ სისტემის იარაღი

პოსტის ავტორი: gegela Apr 12 2019, 08:17 PM

რომელ პსპ იარაღს მირჩევთ ცოტა ძლიერი რომ იყოს ჩინურის გარდა

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 12 2019, 08:24 PM

ციტატა(gegela777 @ 12th April 2019 - 09:17 PM) *
რომელ პსპ იარაღს მირჩევთ ცოტა ძლიერი რომ იყოს ჩინურის გარდა

გაუმარჯოს. კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა ფორუმზე. ჩინურმა რა დაგიშავათ? კარგი იქნება თუ მიუთითებდი ბიუჯეტს. ასევე რისთვის გინდათ, სანადიროდ, ქაღალდზე სასროლად. კლასიკური კონდახით თუ ბულპაპი? რედუქტორიანი თუ რედუქტორის გარეშე

პოსტის ავტორი: MonSoon Apr 12 2019, 08:29 PM

gegela

ციტატა(gegela777 @ 12th April 2019 - 09:17 PM) *
რომელ პსპ იარაღს მირჩევთ ცოტა ძლიერი რომ იყოს ჩინურის გარდა

ცოტა ძლიერი როგორი, საორიენტაციოდ რო ვიცოდეთ ? ძლიერი პირობითი განმარტებაა.

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 12 2019, 09:04 PM

აი ძალიან ძლიერია

https://www.pyramydair.com/s/m/AirForce_Texan_Big_Bore_Air_Rifle/3575

პოსტის ავტორი: pilotina Apr 12 2019, 09:21 PM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 12th April 2019 - 10:04 PM) *
აი ძალიან ძლიერია


lol2.gif

პოსტის ავტორი: aleqsa Apr 12 2019, 09:51 PM



ბიჭებოოოოო!!! სულ არ დაუკარგოთ ამ კაცს ხალისი რამე თოფის ყიდვისა smile.gif

gegela

კეთილი იყოს შენი ფეხი ფორუმზე, თუ დაგვიკონკრეტებ რა და რა მიზნებისთვის გჭირდება თოფი მეგობარო და უფრო ვრცლად ჩამოგვიყალიბებ როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი თოფის მახასიათებლები, და კიდევ თუ მიუთითებ რა ფას-კატეგორისას გულისხმობ, იმედია უფრო ზუსტად შევძლებთ შენს დახმარებას და ნორმალური თოფის შერჩევაშიც დაგეხმარებით...

თორე ზემოთ მართლაც ძალიან ზოგადი და ბუნდოვანი დახასიათება გიდევს!!!

პოსტის ავტორი: gegela Apr 14 2019, 07:51 PM

ნუ რამე კარგი იარაღი მინდა სამოყვარულო თუნდაც ოღონდ მთლიან კომპლეტში რედუქტორით კარგი ოპტიკით რას მირჩევთ ბიუჯეტი არ არის პრობლემა

პოსტის ავტორი: MonSoon Apr 14 2019, 08:31 PM

gegela
კიდევ ბუნდოვანია შენი პოსტი. რაიმე კარგი როგორ ?? ან რა თანხას გადაიხდი ის დაწერე.

აქ ძირითადად თურქულ ჩინური თოფებია.
უკეთესი თუ გინდა 800 დოლარიდან ზევით ადგილზე უნდა გადაიხადო, ნორმალური ოპტიკაც 100-150 დოლარიდან ადგილზე. პლიუს ნასოსი გინდა 350 ლარი ან ბალონი 700 ლარი.

გამოვიდა მხოლოდ თოფი და ოპტიკა 1000 დოლარი ადგილზე და პლიუს 350 ან 700 ლარი სატენი საშუალება.

ეხლა შენ ის დაწერე ბევრია თუ ცოტა.

სჯობს არ გვამკითხავო იმაში თუ რა გსურთ. სჯობს რომ კრიტერიუმები დაწეროთ და იმის მიხედვით გირჩევთ.

ან ყველაზე კარგი, უკეთესად ჩამოყალიბდით, იმიტო რო მგონია არ იცით ზუსტად რა გინდათ. თუ რაიმე კითხვა გაქვთ ამ ჩამოყალიბების მხრივ სჯობს გვკითხოთ, არ "ტეხავს", პნევმატიკის ნამდვილი მოყვარული და მცოდნე ცოტაა ამ ქვეყანაში, ყოველ მეორეს ვერ კითხავ აზრს, ამიტომაც სჯობს რომ კარგათ ჩამოყალიბდეთ.

ბოდიში გკითხავ მაინც, რა ასაკის ხართ ? არაფერი პირადული, ცუდად არ გამიგოთ, რო ვიცოდეთ,

პოსტის ავტორი: gegela Apr 14 2019, 08:36 PM

ეს ფასები ნორმალურია მარა ადგილზე გადახდა ვერ გავიგე

ასაკით პატარა არ ვარ მარა მევასება იარაღები კარგები რა თქმა უნდა

პოსტის ავტორი: MonSoon Apr 14 2019, 08:42 PM

gegela
ადგილზე ვგულისხმობ, იქ საიტზე, უცხოეთში. მაგ ფასებს დაამატე განბაჟება. მაგას კიდევ დაამატე ის რო მე მინიმალური ფასები დავწერე, რეალურად კარგები უფრო ძვირია.

მოკლედ მე მოვრჩი, მკითხაობა მეზარება, არჩევანი კი თქვენზეა, 1000 ევროზე მეტი სრულ კომპლექსში გადაიხადო კაცმა და არ იცოდე რას და რატო ყიდულობ ჩემთვის მიუღებელია, ამიტომაც წარმატებას გისურვებთ.

პოსტის ავტორი: gegela Apr 14 2019, 08:48 PM

ამ ფასებში საქართველოში ყიდვა შეიძლებაა მონსონ თქვენ რაც ჩამოაყალიბეთ ნასოსის გარდა ყველაერს შევიძენდი კრიტერიუმებს რაც შეეხება მაგდენი რო ვიცოდე აღარ ვიკითხავდი

გაიხარე ბრატ რჩევისთვის მარა ქაღალდზე სასროლად არ მინდა არც ბოთლების სამტვრევადკალიბრი კიდევ ჩვენთან შეზღუდულია ამიტომ ვკითხულობ საიტიდანაც არ მიყიდია არასდროს

პოსტის ავტორი: giga2010 Apr 14 2019, 08:54 PM

gegela
მოგესალმები მეგობარო. როგორც ჩანს თქვენ გორიდან ხართ. ფორუმელი გვყვავს, ძალიან გამოცდილი და უამრავი ხარისხიანი პცპ-ეა მის ხელში გავლილი. კარგი იქნება თუ უშუალოდ დაუკავშირდებით და კარგადაც გაგარკვევთ.
თავად ეს ჰობი არ არის იაფფასიანი, თითქოს შორიდან ჩანს რომ იყიდით თოფს, ნასოს და ამით დამთავრდება ყველაფერი.
მოდით ზოგად ფასებს ჩამოვწერ.
1: თავად ხარისხიანი კარგი თოფი 1200- 2000 დოლარი დაგიჟდებათ, პლიუს განბაჟება და ჩამოტანა.
2: ბალონი და დამტენი საშუალება, ალბათ 800-850 ლარი. ადგილზეა და ბატონ გრეგორს აქვს
3: ოპტიკა, აქაც შეიძლება ოპტიკის შერჩევა, მაგალითად მაღაზია ქარავანი, 800ლარიდან 1500ლარი. საშუალო კლასის ოპტიკაა, რომელიც გამოგადგებათ პცპ-ზე

დანარჩენში შეგვიძლია უკვე კონკრეტულად დაგეხმაროთ














პოსტის ავტორი: gegela Apr 14 2019, 08:57 PM

საიტი მომწერე რომელ საიტზე შეიზლება ამ სათამაშოების ყიდვა ბრატ და ჩვენთან თუ ბაჯდება გამოწერილი იარაღი ან კანონში კალიბრის ზომა ხომ არ მოუმატეს 4.5ია როგორც ვიცი

გიგა გაუმარჯოს გორელი ვინ არის კოორდინატები ხომ არ გაქვს

პოსტის ავტორი: MonSoon Apr 14 2019, 09:04 PM

gegela

ციტატა(gegela777 @ 14th April 2019 - 09:57 PM) *
ამ ფასებში საქართველოში ყიდვა შეიძლებაა მონსონ თქვენ რაც ჩამოაყალიბეთ ნასოსის გარდა ყველაერს შევიძენდი კრიტერიუმებს რაც შეეხება მაგდენი რო ვიცოდე აღარ ვიკითხავდი

ვერ გაიგეთ თქვენ. თავიდან ბოლომდე მაგას გეკითხებით რას მოელით თოფისგანო და გაიძახით კარგი მინდაო. იმას კი არ გეკითხებით რო დეტალები გვითხარი თოფისო. კარგი მანქანა, კარგი თოფი, შეფარდებითია. 10 ათასი ვარიანტია. კარგი ადამიანიც შეფარდებითია. რაშია კარგი ? ისაც კი არ გიკითხავთ რა და როგორი პნევმატიკა არსებობს საერთოდო თU ვერ ერკვევით. ამაშიც სიამოვნებიტ დაგეხმარებოდით.

ხვდებით რას ვამბობ. არ ცოდნა არ ტეხავს. პირიქით დასაფასებელია ვინც ცოდნას ეძებს.

პოსტის ავტორი: nihontoman Apr 14 2019, 09:13 PM

gegela
მგონი ჯობია გადახედო არჩევანს ჩვენთან რა არის, თუ რამე მოგეწონება იკითხო მის შესახებ და იქიდან დაიწყო smile.gif


პოსტის ავტორი: giga2010 Apr 14 2019, 09:16 PM


ციტატა(gegela777 @ 14th April 2019 - 09:57 PM) *
გიგა გაუმარჯოს გორელი ვინ არის კოორდინატები ხომ არ გაქვს

შემოვა ალბათ თავად, ჩემგან ცოტა უხერხულია, დაუკითხავად მოგცეთ კორდინატები.
კიდევ ერთი მთავარი რამ. არ აჩქარდეთ არჩევანში. როგორც თევნი საუბრიდან გაირკვევა თქვენ სანადიროდ გინდათ. ამიტომ ბევრად მოსახერხებელია ბულპაპის ტიპის პცპ.
მაგრამ შესაძლოა თქვენ საერთოდ არ მოგწონდეთ, ამიტომ ჩაგიყრით ლინკებს, მერე იუთუბზე უმარავი რევიუა და მას გადახედეთ. საერთო ჟამში თავად თქვენ ჩამოყალიბდებით და უფრო ადვილად გადაწყვიტავთ. კანონმდებლობის შესაბამისად მხოლოდ 4,5 ანუ 177 კალიბრია დაშვებული. სხვა კალიბრი აკრძალულია და ექვემდებარება კონფისკაციას და ჯარიმასაც.
აგერ არის ერთ-ერთი ინტერნეტ მაღაზია
1: https://www.krale.shop/en/sport-shooting/guns/air-rifles.html?powersource=3374
2: https://utahairguns.com/airguns/
3:https://www.airgunsofarizona.com/precharged-pcp/
4: https://www.pyramydair.com/a/Air_guns/Air_rifles/Precharged_pneumatic_PCP/155
ეს ის ძირითადი მაღაზიებია

პოსტის ავტორი: gegela Apr 14 2019, 09:21 PM

ნიტრო პნევმატიკა მაქვს ზამბარიანიც მაქვს ცეცხსასროლიც მაქვს პსპ ს ყიდვა მინდა მონსონ ნორმალურის რედუქტორით ოპტიკით და ბალონით ბრატ

ბულპაპის ტიპის მოკლე

პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 15 2019, 06:19 PM

gegela
პმ მოგწერე.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services