გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

> მრავალჯერაბი co2-ის ბალონები, დატენე ერთხელ, ორჯერ, 20-ჯერ და....
ja_ja
პოსტი Jun 4 2012, 09:34 PM
პოსტი #1


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



წინასწარ ვიცი რომ ჩვენთან ამ პროექტს ასე ვთქვათ კომერციული რენტაბელობა არ ექნება, ასევე წინასწარ ვიცი რომ დიდად თავს ხალხი ამ ბალონებზე არ მოიკლავს, მარა.... რა მიდის ჩვენგან განვიხილოთ ტექნოლოგია და.....

ასე იყო თუ ისე რამდენიმე კვირის წინ ჩვენმა ფორუმელმა Gregory-მ რამდენიმე Co2 თოფი დამაჭერინა ხელში... ნუ ასევე დიდად კი ვუარყოფდი და ფეხებს ვაბაკუნებდი არ მივიღებ მეთქი, მაგრამ ბოლოს ერთი co2 პისტოლეტი საჩუქრად დამიტოვა... ნუ მეც მეტი რა მინდოდა smile.gif 3 წელია სახლში მიყრია 2 შეკვრა BB-ები საერთო მოცულობით 3 ათასი ცალი... და დადგა მათი გამოყენების დრო... მაგრამ პირველი რასაც აწყდები ამ დროს კაცი ეს არის, ბალონები, რომლებიც რავიცი... რაფერ აღვწერო... მოკლედ კატასტროფული სიჩქარით იხარჯება და ძირითადი გასავლის წყარო ყველა Co2-ი პნევმატიკის მოყვარულისთვის სწორედ რომ ეს პუნქტი არის.

რუსები ადრე ჩალიჩობდნენ მრავალჯერად ბალონებზე, მაგრამ მართალი გითხრათ ტექნოლოგია დიდად არ მომწონს, იყენებდნენ მანქანის საბურაფების ნიპელებს, ცუდი ისაა რომ ეს ნიპელები პრაქტიკულად ერთჯერადია, დაიტენა ბალონი დაიხარჯა და გამოსაცვლელია, ვერ უძლებს საბურავის 2 ატმოსფეროსთვის გათვლილი ლაითი კონსტრუქცია 70 ატმოსფეროს, რომელსაც თხევად მდგომარეობაში მყოფი Co2 წარმოქმნის. პლიუს დიდი ხნით დატოვებისას გაპარებას იწყებს და 1 თვის მერე იმის მაგივრად დატენილი ბალონი გქონდეთ, ხელში დაცლილი ბალონი გიჭირავთ.

მოკლედ ისე მოვიფხანე თავი, თუ ასე გადავწყვიტე ცოტა სხვა გზით წავსულიყავი, თუმცა ჯერ ექსპერიმენტები არ ჩამიტარებია და არაა გამორიცხული რომ ჩემმა კონსტრუქციამაც მთლად არ გაამართლოს smile.gif, მაშ ასე დრეს წარმოგიდგენთ პროტოტიპს, რომელსაც ჯერ სამუშაო დეტალები აქვს, და ბევრი მათგანი ისე არ გამოიყურება როგორც საჭიროა, მაგრამ პირველადი ექსპერიმენტებისთვის მისაღებია.

დავიწყეთ....

თავიდან რამდენიმე დაცლილი ბალონი ავიღე და თავი მოვაჭერი






მთლიანი და მოჭრილ თავიანი ბალონები



მოკლედ მაგარი ტვინ საბურღია ამ ბალონებზე თავის მოჭრა... ცუდი ისაა რომ პრესის შემდეგ ცენტრი ყველას არეული აქვს და იმისათვის რომ ბალონს თავის კორექტულად მოაჭრა საჭიროა მისი ცენტრირება, რომელიც დაზგაში და ბაბთაში ინდიკატორით გასწორებას გულისხმობს და თითო ბალონზე 15-29 წუთი მიმდინარეობს.

თავიდან ერთ ბალონზე ვსინჯე ცენტრირების გარეშე თავის მოჭრა... საჭრელმა როგორც კი დაარტყა ბალონს, ეგრევე ამოაგდო ბაბთიდან (თავი ისე მოიღუნა რომ ეს ბალონი ნაგვის ურნაში წავიდა). მეორე ბალონი ბაბთაში ღრმად ჩავსვი და ნელ-ნელა მივეპარე საჭრელით... ნუ ამჯერად ვერ ამოხტა ბაბთიდან, მაგრამ იმის გამო რომ ბალონს კედლები თხელი აქვს, თავი კი სქელია, დანა მოჭრას ეჩალიჩება, თავი ეწინააღმდეგება, მთელი დატვითვა გადადის ბალონის წელზე, და იმ ადგილებზე სადაც ბაბთის კბილებს უჭირავს ბალონი... შედეგად, ერთი წამოკვრა და ბალონი ისე დაიჭეჭყა ბაბთის კბილებში რომ... მოკლედ რაცხა დაღეჭილ მასას დაემსგავსა smile.gif, ამიტომაც მომიწია თითო ბალონის ცენტრირება და ნელ-ნელა თავის მოჭრა. ზემოთ რომ 5 ბალონს ხედავთ მათ გამზადებაზე სადღაც 4 საათი წავიდა smile.gif

შემდეგი ოპერაცია, რეზბების მოჭრა და თავში ჩასახრახნი დეტალი, რომელიც ახალი თავის როლს შეასრულებს





ვსინჯე პაწაწკუნა რეზინით აბტურაცია, მაგრამ არ გაამართლა მაგ საქმემ... ბალონის თავაკში ადგილი აღარ არის, რომ რეზინისთვის ბუდე ამოიჭრას, ისე კი რეზინა გარეთ მოძვრება და აზრი არ აქვს, მის ჩაყოლებას...



ბალონების სხვადასხვა ეტაპები






მერე შიგნეულობის გამზადება, კლაპნის მოფიქრება და ყველაფერის მორგება, მოკლედ 3 დღიანი ჩალიჩის შემდეგ გამოვიდა რაღაც ამდაგვარი შიგნეულობა.... დიდად უხეშ ნამუშევარს ნუ ჩაეძიებით, ეს ჯერ ყველაფერი პროტოტიპია, თუ ამუშავდა ყველაფერი და გაამართლა, შემდეგ, ჩემი საყვარელი იდეალისტური ვარიანტი გამოვა, ყველაფრის წკრიალ ბზინვარებით smile.gif

ქვედა სურათზე ჩანს თუ აწყობილ მდგომარეობაში ბალონში რა დევს




ქვედა სურათზე კი დაშლილად ჩანს თუ რა რის მერეა განთავსებული



მომდევნო სურათებზე დეტალები ახლოდან








ნუ როგროც ვთქვი დაღეჭილ და დაღუნულ დეტალებს არ ვუყურებთ, საჭირო ზომების ძიებისას, ზოგი დეტალი ზედმეტად გაიბურღა, ზოგი დეტალი შეიცვალა, და საბოლოოდ ყველაზე მორგებული ეს ფორმები გამოვიდა, რომელიც ბოლოს დამუშავებული იქნება... ნუ რკინის ღერძი რომელიც ახლა ჩანს კადრში, როგორც მთავარი ღერძი, ... გასაგებია რომ შეიცვლება, თორემ ჯერ ისეა დაჟანგული და Co2-ში რომ იბანავებს რა დღეში იქნება ხომ გასაგები ხდება smile.gif, თუმცა შეიძლება არც არაფერი დაემართოს, დიდი ბალონები ხომ რკინისაა, თითქოს არ წყენს co2 რკინის ბალონებს, ასე რომ შეიძება რკინაც დავტოვო, არ ვიცი მოკლედ ამას ექსპერიმენტები გვიჩვენებს.

ესეც ბოლოს პატარა სახალისო ვიდეო




ასე ბატონო საქართველოშიც გვაქვს ასე თუ ისე გამზადებული მრავალჯერადი ბალონები smile.gif.

მომდევნო შაბათ კვირას დრო თუ მექნება უკვე მუშა ვერსიას გავაკეთებ და დასატენ სადგურზეც წავიმუშავებ, შემდეგ კი გავა ალბათ კიდევ ერთი კვირა და შეიძლება ტესტირების ჩატარებაც smile.gif რომლის დროსაც რა თქმა უნდა კიდევ პატარა ხარვეზები ამოხტება.

>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
 
ახალი თემის დაწყება
გამოხმაურებები
ja_ja
პოსტი Jun 6 2012, 08:41 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



დღეს ელ_ჯავა დელ გრინგო-ზე გავისეირნე და ერთ ადგილზე სადაც ხანძარ მაქრობლები იყიდება, ვიკითხე თუ ჰქონდათ პატარა Co2-ის ბალონი, აღმოჩნდა რომ ჰქონდათ 2 ლიტრიანი ბალონი, რომელიც 60 ლარად შემომთავაზეს და გაუკვირდათ რატომ იმავე წამს არ ვიყიდე biggrin.gif

ნუ თეორიულად მაგ 2 ლიტიანი ბალონდან უნდა გამოვიდეს, 150-160 დატენვა (ნუ ეს უხეში გადათვლით რომ 2 ლიტრში 2 კილოგრამი Co2-ია და თითო ბალონჩიკზე 12 გრამი co2 დაიხარჯება), ნუ ამ გადასახედიდან თითო ბალონჩიკის დატენვა 40 თეთრი გამოდის smile.gif ხოლო თუ გავითვალისწინებთ რომ შემდგომში ბალონის მფლობელს მხოლოდ Co2 ექნება ჩასატენი ამ 2 ლიტრიან ბალონში და თვითონ ბალონი თავისი ონკანიანად საყიდელი აღარ იქნება.... ნუ რავიცი თეორიულად პერსპექტივები მაგარი ჩანს smile.gif

მთავარია რეალში რა გამოვა smile.gif

P.S. მე კკიდევ ამასობაში 15 ლიტრიანი ბალონი მაქვს, გარაჯში ცო2-ით smile.gif, ნუ მართალია ალბათ ნახევარზე მეტი არაა შიგნით, მაგრამ ფაქტი რამდენად საინტერესო და დამაინტრიგებელია! biggrin.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

პოსტი ამ თემაში
- ja_ja   მრავალჯერაბი co2-ის ბალონები   Jun 4 2012, 09:34 PM
- - geojorjika   რა ნერვები გაქვს რ...   Jun 4 2012, 09:49 PM
- - gigi30   რუსებთან ასეთი არ ...   Jun 4 2012, 11:01 PM
- - norica_dragon   ჯაჯ ვერ გავიგე როგ...   Jun 5 2012, 09:25 AM
- - ja_ja   norica_dragon ციტატა(Avto @ 5th ...   Jun 5 2012, 09:31 AM
- - ilariona   ja_ja დურნაია გოლოვა ...   Jun 5 2012, 09:54 AM
- - ikaaa   ძალიან საინტერესო...   Jun 5 2012, 09:54 AM
- - koknar   ja_ja ჰაერით არ შეიძლ...   Jun 5 2012, 09:57 AM
- - gregory   მდაა.... ja_ja ძალიან ს...   Jun 5 2012, 10:06 AM
- - ja_ja   gregory ციტატა(gregory @ 5th Jun...   Jun 5 2012, 12:24 PM
- - gigi30   ჰაერით 2-3 გასროლაზე...   Jun 5 2012, 03:36 PM
- - monadire.   ნუ ჯაჯინსკი, ნე პერ...   Jun 5 2012, 07:06 PM
- - CHICO30   საღოლ ჯაჯა ბევრი გ...   Jun 5 2012, 08:42 PM
- - ja_ja   CHICO30 ციტატა(CHICO30 @ 5th Jun...   Jun 5 2012, 09:15 PM
- - CHICO30   ციტატა(ja_ja @ 5th June 2012 ...   Jun 5 2012, 09:30 PM
- - gigi30   რამდენის გაქაჩვას...   Jun 5 2012, 09:36 PM
- - CHICO30   gigi30 რავიცი რუსეთშ...   Jun 5 2012, 09:45 PM
- - ja_ja   დღეს ელ_ჯავა დელ გრ...   Jun 6 2012, 08:41 PM
- - ilariona   ja_ja ხომ მასროლინებ ...   Jun 6 2012, 08:59 PM
- - ja_ja   ilariona შენც იწამლები ...   Jun 6 2012, 11:08 PM
- - CHICO30   მე უკვე ვათვალიერე...   Jun 6 2012, 11:14 PM
- - ja_ja   ჰოო კაი აზრია, თუ რა...   Jun 6 2012, 11:15 PM
- - ikaaa   მართალი ხარ მაგარ...   Jun 7 2012, 09:39 AM
- - ochopintre   და სად ტენიან CO2?   Jun 7 2012, 11:46 PM
- - minchanin   გამარჯობათ. დიდი, 40 ...   Jun 8 2012, 09:55 PM
- - ja_ja   minchanin ციტატა(minchanin @ 8th...   Jun 9 2012, 07:33 AM
- - CHICO30   ეხლა ჩამოსასხმელი...   Jun 9 2012, 05:51 PM
- - ja_ja   CHICO30 ჰო ეგ წარმოიდგი...   Jun 9 2012, 09:12 PM
- - ja_ja   იუ დღეს გრიშამ მაგ...   Jun 9 2012, 09:52 PM
- - CHICO30   ხო ეგ თავისთავად შ...   Jun 9 2012, 10:37 PM
- - gigi30   88 გრამიანებზეც ხომ ...   Jun 10 2012, 01:56 PM
- - zviigo   დგეს დამესიზმრა რო...   Jun 10 2012, 04:42 PM
- - ja_ja   zviigo თემიდან ნუ გადა...   Jun 10 2012, 08:17 PM
- - gigi30   ჰო, ინტოქსიკაციას co...   Jun 10 2012, 09:15 PM
- - ja_ja   gigi30 მდაააა, სტრანნი...   Jun 10 2012, 10:01 PM
- - gigi30   დიახ, დაგეთანხმე, რ...   Jun 11 2012, 10:47 AM
- - ja_ja   gigi30 ციტატა(gigi30 @ 11th June...   Jun 11 2012, 12:37 PM
- - gigi30   მეზობელს "ეკოლი...   Jun 11 2012, 01:45 PM
- - ja_ja   gigi30 ციტატა(gigi30 @ 11th June...   Jun 11 2012, 03:22 PM
- - CHICO30   ხალხო ეხლა როგორც ...   Jun 11 2012, 05:45 PM
- - ja_ja   CHICO30 ციტატა(CHICO30 @ 11th Ju...   Jun 11 2012, 08:03 PM
- - ja_ja   მტააკ თემა რომ არ ჩ...   Jun 12 2012, 07:48 PM
- - gigi30   88გ ბალონისთვის, რახ...   Jun 13 2012, 01:51 PM
- - gregory   ja_ja მშვენიერია! მო...   Jun 13 2012, 01:58 PM
- - gigi30   მეგონა თქვენ გქონდ...   Jun 13 2012, 07:51 PM
- - ja_ja   gigi30 ციტატა(gigi30 @ 13th June...   Jun 13 2012, 09:49 PM
- - gigi30   ბალონების მდებარე...   Jun 13 2012, 10:05 PM
- - ja_ja   gigi30 არ ვიცი მაგას უკ...   Jun 13 2012, 10:26 PM
- - zviigo   მე სანთებელას ბალო...   Jun 13 2012, 11:34 PM
- - foxi   ხელის ტუმბო მირჩევ...   Jun 14 2012, 12:04 PM
- - gigi30   ახლა, ცოტა "შევაშ...   Jun 14 2012, 03:11 PM
- - ja_ja   foxi შენა რა დალიე? რა ...   Jun 14 2012, 03:18 PM
- - gigi30   foxi, მაშინ ეს დაგაინტ...   Jun 14 2012, 03:35 PM
- - foxi   ja_ja უი!, შემეშალა მ...   Jun 14 2012, 04:21 PM
- - ja_ja   მოკლედ ბალონები მო...   Jun 14 2012, 09:52 PM
- - ilariona   ja_ja შენა და მერე ერთ...   Jun 14 2012, 11:36 PM
|- - geojorjika   ციტატა(ilariona @ Jun 15 2012, 12...   Jun 15 2012, 12:38 AM
- - gregory   ja_ja ერთი რამე ვერ გა...   Jun 15 2012, 07:10 AM
- - ja_ja   ilariona ციტატა(ilariona @ 15th ...   Jun 15 2012, 07:51 AM
- - gregory   ციტატა(ja_ja @ 15th June 2012 ...   Jun 15 2012, 08:16 AM
- - ja_ja   ჰო კიდევ რა აღმოვა...   Jun 15 2012, 08:50 AM
- - gigi30   ეს კარგი ინფორმაცი...   Jun 15 2012, 09:40 AM
- - ja_ja   gigi30 ნუ მე კაიხანია მ...   Jun 15 2012, 11:07 AM
- - gigi30   არც იქნება მეტი, ბო...   Jun 15 2012, 02:57 PM
- - ja_ja   gigi30 ციტატა(gigi30 @ 15th June...   Jun 15 2012, 03:03 PM
- - ja_ja   მტააკ მოკლედ დღეს ...   Jun 16 2012, 09:38 AM
- - gregory   მარტო ჩემთან არ ჩა...   Jun 16 2012, 09:52 AM
- - ja_ja   gregory რავი ჩემთან ჩან...   Jun 16 2012, 10:11 AM
- - gregory   ციტატა(ja_ja @ 16th June 2012 ...   Jun 16 2012, 11:40 AM
- - ja_ja   მოკლედ გუშინ მთელი...   Jun 17 2012, 08:44 AM
- - zviigo   მე მაქვს ეგეთი ბალ...   Jun 17 2012, 03:20 PM
- - ja_ja   ბლინ, მესამე დღეა ა...   Jun 19 2012, 10:07 PM
- - ochopintre   ციტატაP.S. ხალხნო არ...   Jun 19 2012, 10:51 PM
- - ja_ja   ochopintre ერთიცალი კი არ...   Jun 19 2012, 11:18 PM
- - zviigo   არ გადააგდო მე მომ...   Jun 20 2012, 02:40 AM
- - ja_ja   zviigo ვის მიმართავ? რა...   Jun 20 2012, 09:38 AM
- - ochopintre   ციტატაochopintre ერთიცა...   Jun 20 2012, 04:15 PM
- - ja_ja   მოკლედ ამ პროექტზე...   Jun 27 2012, 10:00 PM
- - ja_ja   მოკლედ ხომ არ მოიწ...   Jul 8 2012, 10:49 PM
- - Davitus   ja_ja მალადეც შენ, კარ...   Jul 8 2012, 11:09 PM
- - ja_ja   Davitus ციტატა(Davitus @ 9th Jul...   Jul 8 2012, 11:20 PM
- - ilariona   ja_ja მალადეც აი დელა...   Jul 8 2012, 11:48 PM
- - gigi30   ისე, პატარა ბალონი...   Jul 9 2012, 04:52 AM
- - gregory   ნახშირბადის დიოქს...   Jul 9 2012, 09:35 AM
- - ja_ja   gregory ციტატა(gregory @ 9th Jul...   Jul 9 2012, 09:45 AM
- - koknar   ერთი რამე ვერ გავი...   Jul 9 2012, 09:48 AM
- - ja_ja   koknar ნუ ამისათვის ფი...   Jul 9 2012, 12:31 PM
- - koknar   ja_ja ანუ P წნევაზე A აი...   Jul 9 2012, 02:50 PM
- - ja_ja   koknar ორივეში ერთად ვ...   Jul 9 2012, 03:29 PM
- - koknar   მაშ შენ არ ამბოფ ბა...   Jul 9 2012, 06:12 PM
- - ja_ja   koknar ციტატა(koka @ 9th July 20...   Jul 9 2012, 08:08 PM
- - minchanin   საღამო მშვიდობისა ...   Jul 9 2012, 08:34 PM
- - ja_ja   minchanin წნევა კი ერთი ი...   Jul 9 2012, 09:36 PM
- - Davitus   ციტატააი მაგი უკვი...   Jul 10 2012, 05:55 AM
- - ja_ja   Davitus ციტატა(Davitus @ 10th Ju...   Jul 10 2012, 08:35 AM
- - minchanin   ja_ja ციტატაწნევა კი ...   Jul 10 2012, 12:30 PM
- - ja_ja   მოკლედ ნაწილობრივ ...   Jul 16 2012, 05:49 PM
- - gregory   მდაა... შენს \გარემ...   Jul 16 2012, 06:09 PM
- - minchanin   ჯა-ჯა ბატონო, ხომ ა...   Jul 16 2012, 09:39 PM
- - patosi   გამარჯობა!!! ყვ...   Jun 29 2014, 09:49 PM
2 გვერდი V   1 2 >


მიმდინარე თემაში პასუხის გაცემაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 04:37 AM
Hosted by Pro-Service