თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი... _ ხელნაკეთი PCP-ს სრული ნახაზები

პოსტის ავტორი: Jah Mar 13 2009, 01:57 PM

ის რაც ბევრს სურდა... smile.gif

РСР პისტოლეტის ნახაზები. სრულად.

ეგრევე ვიტყვი. კონსტრუქციის ნაწილი აღებულია სხვისი ნამუშევრებიდან, ნაწილი გამომუშავებულია ჩემს მიერ.

პისტოლეტი საკმაოდ რთულია ასაწყობად, მაგრამ ვინც დაიწყებს, ცაუღრმავდება და გაიგებსsmile.gif. ამ პროექტში არის შეცდომები და ზოგი არასწორი სვლა.... მაგრამ ყველაფერ ამასთან, ის იდეალურად არეგულირებს ყვავების რაოდენობას smile.gif ტან საკმაოდ ზუსტად...

ამ ნახაზების აქ გამოქვეყნებისას, მე მესმის რომ ვიღაცამ შეიძლება არ მიყვეს ზუსტად მასალებს და ზომებს, რომლებიც ნაჩვენებია ნახაზებში. თან მაღალი წნევის რეზერვუარის გადაპრესვის გარეშე, დაიწყოს პისტოლეტის ხმარება და მიიღოს წინა საცობით თავში...

ამ შემთხვევებზე და ფაქტებზე მე არავითარ პასუხს არ ვაგებ, და პრეტენზიებს არ ვითვალისწინებ!!!

ამ ნახაზების მიხედვით შესაძლებელია საკმაოდ საბიუჯეტო, საწყისი დონის, PCP პისტოლეტის აწყობა

დავიწყოთ!

რიგრიგობით ვამაგრებ აქ სურათებს. ყველა ნახაზს აქვს თავისი ნომერი და ყველაფერი რაც საჭიროა. სურათები არ არის შეკუმშული, ასე რომ საკმაოდ კარგი ხარისხის ამობეჭდვაც შეიძლება.

ამ იარაღის დონორი - იჟ 53

ნახაზების შემდეგ, დავწერ მითითებებს და განმარტებებს, თუ რა უნდა შეიცვალოს, ამა თუ იმ ნახაზში...








პოსტის ავტორი: Jah Mar 13 2009, 01:58 PM








პოსტის ავტორი: Jah Mar 13 2009, 01:58 PM



დამამკვრივებელი რეზინკების ზომები, და მაგათთვის "კანავკები"


აიწყობა აი ასეთი აპარატი:


აქედან შესაძლებელია გადმვქაჩოთ პისტოლეტის სბორკა....
ნახაზი არის AUTO CAD 2009-ის ფორმატში (.dwg)
დაარქივებულია "7z"-თი

http://slil.ru/26500333
----------------------------------------------------

სბორკაზე არ არის ზოგი ერთი წვრილმანი, მაგრამ მაგის მიხედვით გახდება ნათელი სად და როგორ უნდა იდგეს ესა თუ ის ნაწილი...

ცოტა ვიდეო, იმაზე თუ როგორ მუშაობს პიშტო... smile.gif




-----------------------------------------------------

ნახაზების კორექტივები

1-ოკ
2-კვეთი А-А: 3х ნახვრეტის Ф10х7 მაგივრად გააკეთეთ ხრახნიანი ნახვრეტები М6, შესაბამისი სიღრმის. კლაპნის შტოკის ღერძისებური ნახვრეტი, გავაკეთოთ 3.5მმ, 3.6მმ-ს მაგივრად.
3-ოკ
4-ნახვრეტი Ф14: გავაკეთოთ შემავალი ფასკები რეზინის რგოლისთვის. ორივე მხრიდან.
5-ოკ
6-მასალა: ფოლადი 45-ის მაგივრად ვიხმაროთ D16Т
7-ოკ
8-М12х1 ხრახნის მაგივრად გავაკეთოთ М14х1
9-ოკ
10-ოკ
11-ოკ
12-Ф3-ს მაგივრად გავაკეთოთ ხრახნი М3.
13-ოკ
14-ლულა. М10х1 ხრახნის მხრიდან, L-20-2 პირი მოვქლიბოთ 3 გრადუსით გვერდზე.
15-М12х1 მაგივრად М14х1
16-მასალა: АД31Т მაგივრად, ფოლადი 10,20
17-ოკ
18-ოკ
19-ოკ
20-დამრტყმელი ზედაპირი დავამუშაოდ თერმულად - 40-45 HRC-მდე
21-ოკ
22-ოკ
23-ოკ
24-ოკ
25-ოკ

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 15 2009, 07:12 PM

დიიიიდი მადლობა Jah, მოიცა მეც მაქვ რაღაცეები და დავყრი , ეს არის იჟ-60-ის PCP-თ გადასაკეტებელი ნახაზები , ნახაზები არის AUTO CAD 2009-ის ფორმატში (.dwg) არქივში მოყვება ამ ფორმატის წამკითხველი (უფასო, AUTO CAD-ის დაინტალირება რომ არ დაგჭირდეთ ამ ფაილების სანახავად smile.gif )

http://www.link.ge/file/225750/IZ-60.rar.html

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 12 2012, 08:04 PM

ნახე ეს წვრილთვალება სასტავი რეებს ჩალიჩობს უბრალოს სტანოკებით smile.gif

http://hobbiesforum.proboards.com/index.cgi?board=pcptechtopics&action=print&thread=267

პოსტის ავტორი: koknar Dec 12 2012, 08:15 PM

ოეე... CO2-თი რას ურახუნებს 19 გრენიან პელეტებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 12 2012, 09:15 PM

მდაააააა... ნუ ახლა დავწერდი რაცხას მარააა smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: tengo Dec 13 2012, 12:49 AM

სტანოკი კი არის უბრალო,მაგრამ ნახე რა გრძელ მასალებს ამუშავებს.
ეს ლულაც ლატუნისგან ხომ არარის, პირველად ვხედა თუ ასეა.

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 13 2012, 08:18 AM

tengo
კი ლატუნია

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 13 2012, 08:30 AM

tengo

ციტატა(tengo @ 13th December 2012 - 01:49 AM) *
პირველად ვხედა თუ ასეა.

რატომ პირველად? აგერ LW-ც უშვებს და CZ-ც ლატუნის ლულებს, აღარფერს ვამბობ იჟ-ების პირველ ცნობილ მოდელებზე რომელსაც ლულაში ლატუნის ვსტავკა ჰქონდა ანუ გახვრეტილი რკინა იყო, ვთქვათ 8-9 მილიმეტრიანი და შიგნით იყო ჩაპრესილი ხრახნებიანი ლატუნის მილი...

საერთოდ ლატუნის ლულა პნევმატიკისთვის ითვლება საუკეთესოდ, რადგანაც ტყბვია შიგნით უფრო ნაკლებ წინააღმდეგობას და ხახუნს აწყდება...

პროსტა კონკრეტულად მაგ ტიპებზე ვიტყოდი რომ აი ძალიან ძალიან ნამეტნავად ნაჯახით ნაკეთები რაცხაა რა... რა მნიშვნელობა აქვს სტანოკი გექნება თუ მარტო დრელი და საკერავი მანქანა?

ნუ ჩემთვის კატასტროფილად მიუღებელია დამუშავების ასეთი დონე.. ნუ ვერანაირ კომენტარს ვერ უძლებს (ჩემი გადასახედიდან რა თქმა უნდა).

პოსტის ავტორი: geojorjika Dec 13 2012, 08:46 AM

ja_ja
ზარზა , რაც გთხოვე ის გააკეთე?

პოსტის ავტორი: ja_ja Dec 13 2012, 10:29 AM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 13th December 2012 - 09:46 AM) *
ზარზა , რაც გთხოვე ის გააკეთე?

არა smile.gif ისევ დამავიწყდა smile.gif მე თუ საღამოს არ დამირეკე როცა სახლში ვარ მანამდე არ გამახსენდება smile.gif

პოსტის ავტორი: tengo Dec 13 2012, 11:32 AM

ციტატა(giorgi @ 13th December 2012 - 08:18 AM) *
კი ლატუნია

ციტატა(ja_ja @ 13th December 2012 - 08:30 AM) *
რატომ პირველად? აგერ LW-ც უშვებს და CZ-ც ლატუნის ლულებს, აღარფერს ვამბობ იჟ-ების პირველ ცნობილ მოდელებზე რომელსაც ლულაში ლატუნის ვსტავკა ჰქონდა

ვსტავკა კი ( მეც მქონდა იჯის ის მოდელი, თუ გახსოვს გიყვებოდი თუ როგორ ამოვიღე დრელით ის სტავკა ბავშობაში), მაგრამ მთლიანად ლატუნისგან, არ ვიცოდი, წონაც ექნება საკაიფოდ. smile.gif

პოსტის ავტორი: CHICO30 Dec 15 2012, 01:42 PM

ja_ja

+10000
ლატუნის საუკეთესო ლულები აქვს რუსულ псрм -ს. და ეგ ფიშტო მაიმარკეტზე იყიდება 100 ლარად ეხლა.

პოსტის ავტორი: o.cho Mar 10 2014, 10:34 PM

რეზერვუასთვის ტიტანი არ წავა? თუ მაინდამაინც ალუმინი უნდა იყოს დ16ტ? რეზერვუარს კი გავჩარხავდი სამსახურში მარა აი იმ კლაპნებს რა ვუყო არ ვიცი რაა თორე რეზერვუარი და ბუდე არაფერია biggrin.gif არ იყიდება ნეტა სადმე გამზადებული კლაპნები და დამრტყმელი?

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 10 2014, 10:58 PM

o.cho
არადა პრობლემა პირიქითაა, კლაპნები საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია და რეზიკი კი რთული

o.cho

ციტატა(o.cho @ 10th March 2014 - 11:34 PM) *
რეზერვუასთვის ტიტანი არ წავა?


და გააქვს?

პოსტის ავტორი: o.cho Mar 10 2014, 11:01 PM

geojorjika
ბალვანკა მაქვს გაჭირვებაში გაიჩარხება smile.gif 2ომმ იანია დიამეტრში

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 10 2014, 11:06 PM

o.cho
20 მმ დიამეტრი ნამეტანი პატარაა , თან როგორ უნდა გაჩარხო 50-70 სმ სიგრძის დეტალი? smile.gif როგორ წარმოგიდგენია მაგის ვთქვათ 14 მმ ხვერლოთი გახვრეტა მთელს სირგძეზე? smile.gif

ისე არ გააფუჭო ეგ ბალვანკა გამოდგება კეთილ საქმეში wink.gif

პოსტის ავტორი: o.cho Mar 10 2014, 11:11 PM

geojorjika
smile.gif ხოო შეიძლება გადავუცვალო უფრო სქელშიც მარა მამენტ შეიძლება იმის გახვრეტაც ცოტა რთულია მარა კი შეიძლება smile.gif არა ჯერ არც ვიჩალიჩებ მსალად დავიტოვებ ამის გაფუჭება ტყუილად და გაუმიზნავად მართლა არ მინდა wink.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 10 2014, 11:18 PM

o.cho
რეზიკისთვის იყენებენს სქელკედლია, შოვის გარეშე ტრუბას, რომლის ზუსტი მარკაც იცი wink.gif

პოსტის ავტორი: o.cho Mar 11 2014, 07:39 AM

კიი მაა ეგ მასალა აქ ვერ ვიშოვნე და სადაც ვნახე უცხოურ საიტებზე ყველგან ოპტომ იყიდება ტონობით biggrin.gif

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 4 2014, 08:21 PM

მოკლედ ჯაჯა შენ რო არ გამეცანი ალბათ საქმა კარგად ვერ მექნებოდა რა : )რამდენჯერ გადამარჩინე უკვე..



ესეც ჩემი ნამუშევარი : )

პოსტის ავტორი: maqsimusa Apr 4 2014, 09:06 PM

gocha311
ჩემთან არ ჩანს ვიდეო წაშლილია ალბათ, იქნებ ჩაასწოროთ. smile.gif

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 4 2014, 09:53 PM

რავიიცი თითქოს ყველაფერი კარგად არის,,, ეს მეხანიზმია ზუსტად.


პოსტის ავტორი: ja_ja Apr 4 2014, 10:49 PM

gocha311
ვიდეოსთვის იუტუბზე მითითებული გაქვს პრივატი (Private), ანუ პირადი მოხმარების სხვამ რომ ვერ ნახოს, უნდა ჩაურთო პრივატის მაგივრად Public და მერე გამოჩნდება ვიდეო ყველასათვის.

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 8 2014, 07:29 PM




ჯაჯა ერთი თხოვნა მაქ ,გადავწყვიტე რო ერთხელ კიდე შევებრძოლო ამ ოხერ რედუკტორს და თუ იცი თბილისში თუ არის ეგეთი მაღაზია სადაც ამ დეტალისთვის სალნიკებს მოვარგებDი,,იტოგში პატარა ზომის სალნიკები რო იყიდებოდეს რა??

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 8 2014, 08:12 PM

- გადიხარ ელიავაზე
- მიდიხარ მნქანების რიგში
-ნახულო ტიპებს რომლებიც ყიდია რეზინების კომპლექტებს
- არჩევ სასურველს და მოდიხარ ბედნიერეი

პროსტა არჩევანი დიდი არაა ასე რომ რეზინებს შენ უნდა მოერგო sad.gif ნუ კიდევ ელიავაზე არის ერთი ბუდკა მანქანის დაშლილი ნაწიების რიგებში ზემოდან მეორე რიგში, შუაში, მანდ ტიპს აქვს რეზინების ბუდკა და ნუ შედარებით ბევრი რეზინა აქვს ზომებში, მანდაც შეიძლება ამორჩევა, პროსტა მაგარი მეძვირეა smile.gif

P.S. ისე ჩემი გადასახედიდან რკინისგან მაგ კოჭის გამზადება პრაქტიკული არაა, აქვს რამდენიმე უარყოფითი მომენტი:
1) ძნელია სუფთა ზედაპირის მიღება
2) აქვს მიდრეკილება დაჟანგვისკენ
3) მყარი მასალაა და სიტყვაზე ალუმინის კორპუსში თუ იქნება გაცილებით ჩქარა გაცვითავს კორპუსს მიუხედავად იმისა რომ რეზინებზე იანება ძირითადად შეხება. თუ კორპუსსაც რკინისას გააკეთებ პროსტა არაპრაქტიკული იქნება, მძიმეა, უხეშია, იჟანგება... მოკელდ PCP-ში მიეჩვიე დურალის და ბრინჯაოს გამოყენებას, ასწლეულებია გამოცდილია და არანაირი რკინა საჭირო არაა, პლიუს მსუბუქია დურალი, ნაკლებად ჟანგვადია, იოლია სუფთა სარკისებური ზედაპირის მიღება სწორი დამუსავებისას

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 8 2014, 09:02 PM

კი კი ჯაჯა ეს ისე დავდე რო ადვილი მისახვედრი ყოფილიყო,,,,,,გაიხარე დიდი მადლობა,მართლა მაგარი ხარ რა მაგრად მეხმარები,,იარაღის ნაწილები დეტალები თითქმის ყველაფერი გავაკეთე ოღონდ თითქმის ყველაფერი ჯერ ვერაsmile.gif აწყობა უნდა ეხლა და ეს რედუკტორი დამრჩება,, ,,,სოფელში ვიყავი და ლატუნის სამასალე კაი ნაჭერი ვიპოვე რა და გადავწყვიტე ერთხელ კიდე ვცადო ამ ოხერი რედუკტორის აწყობაsmile.gif



აი ესეთი რედუკტორი მინდა ავაწყო,16 დჯოილის დაახლოებით თუ გამომივა მერე 28-ანსაც ავაწყობsmile.gif ხო არაფერს მირჩევდი ხო გამოდგება ესთი რამე ჩემ გამოგონებასsmile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 9 2014, 07:15 AM

gocha311
ნუ ლატუნი გაგაწვალებს, ამიტომაცაა მთელი პლანეტა გადასული ბრინჯაოზე. მესმის ელივაზე ყველაფერს ძვირად ყიდიან, მარა ვიცი რაც არის ლატუნი და რა საზიზღარი სათლელიცაა. განსაკუთრებით წვრილი სვერლოთი ხვრელის დადება,იმენნა სვერლოების მტერია ოდნავ მომენტში გაცხელდება, ეგრევა ფართოვდება, მოუჭერს დეტალი სვერლოდ და თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ ტკაპ და გაფუჭდა მთელი დეტალი ჩატეხილი სვერლოიანად.

რაც შეეხება დადებულ სურათს, მანდანე კანკრაზ ბრონზაა მასალად გამოყენებული და აგია ვალტერ დომინატორის რედუქტორი, მაგ ფორმას სანამ დაიწყებ დამიჯერე ჯობია ჯერ თუნდაც ქაღალდზე პასტით პაწუა ნახაზუშკა გააკეთო, თუ გძალუძს კომპზე სრულფასოვანი ნახაზის გაკეთება ეგ უფრო დაგეხმარება.

და ბოლოს მგონი რაცხას ნიტოს ფიქრობ შენ რედუქტორებზე smile.gif ჯერ 16 ჯოულიანს რომ აკეთებ... როდის აქეთ იყო რომ მხოლოდ რედუქტორი განსაზღვრავდა ჯოულებს smile.gif, ნუ კაი ვთქვთ რაღაც კონკრეტულ წნევაზე აყენებ და მაგია 16 ჯოულის მომცემი, მერე რაღაც ფიქრობ რომ კიდევ ცალკე სხვა გააკეთო 28 ჯოულიანი?

შენ გგონია რაიმე განსხვავებაა მაგათ შორის? პროსტა ერთი სიტყვაზე მუშოაბს 80-100 ატმოსფეროზე (ნუ სპორტული ეგზემპლარები მაგალითად), და მეორე იმუსავებს სიტყვაზე 120-130 ატმოსფეროზე. რა გიშლის ხელს პირველივე დაარეგულირო მეტ ატმოსფეროზე ერთად-ერთი ვინტი გექნება მოსაშვები ი ვსიო. კოჭის სვლა უნდა იყოს მეტი და აჰა შენი მეტი წნევაც, თან მე შენ გეტყვი და 15-20 აბაროტი იქნება განსხვავება... smile.gif ჰა-ჰა მესამედი, ან ნახევარი ბრუნი იქნება ვინტის და ქე მიიღებ 80 ატმოსფეროს მაგივრად 120 ატმოსფეროს.

არა ბაზარი არაა 2 რედუქტორიც შეიძლება გააკეთო, მარა რავიცი ასე ზონებად დაყოფა.... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 9 2014, 03:40 PM




აი ამ ზომების მიხედვით მივყვები ჯაჯა ,,ვაახ ეს პრობლემები არ ილევა რა გახარებული ვიყავი ლატუნი მეგონა ყველაზე კარგი იყო ,,,პრინციპში მე მაინც ლატუნისას გავაკეტებ გარეთა კორპუსი უნდა გამოვიდეს წესით ნორმალური და პორშინი თუ არ გამოვიდა მერე ბრონზას ვიყიდი რა,,ამ ჯოულებზე სიმართლე გითხრა ცოტა იუთუბმა ამაბნიაsmile.gif ხო იცი მანდ ათასი რამეა smile.gif ეგ კი არა ადრე ისე გადამრია ამ იუთუბმა თრიალეთის მთებზე ოქროს ვეძებდიsmile.gif


პოსტის ავტორი: gocha311 Apr 11 2014, 07:00 PM



ესეც ჩემი მომავალი სუპერ იარაღის ზატვორიიიი

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 11 2014, 08:44 PM

gocha311
ცოტა გაუგებარი შტუკაა და იქნებ აგვიხსნა smile.gif

ან ნორმალური სურათი დადო სხვა და სხვა რაკურსებით მაინც

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 13 2014, 02:32 PM



სადღაც აი ესეთი იარაღი გამოდის ,,ზატვორს რო გაწევ უკან თან ბაევოკიც ფეხზე დგება რედუკტორის დამრტყმელი რა,,,რედუკტორი და ბაევოკი დაბლითა მილშია რედუკტორიდან ჰაერი მაგისტრალით ლულაში წავა და გაისვრის.....

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 13 2014, 02:45 PM


პოსტის ავტორი: ja_ja Apr 13 2014, 02:57 PM

ყველაფერი მესმის მარა მოდი ცოტა უფრო მაღტებული სიტყვები გამოვიყენოთ, მაგალითად
gocha311

ციტატა(gocha311 @ 13th April 2014 - 03:45 PM) *
ბაევოკიც


ნუ ალბათ რუსულად გინდოდა გეთქვა Боевой клапан, ანუ ქართულად საბრძოლო კლაპანი - იგივე ძირითადი კლაპანი, უბრალოდ კლაპანი და ასე შედმეგ, მარა აი ბოევოკი რა ჭირია კაცმა არ იცის smile.gif

ციტატა(gocha311 @ 13th April 2014 - 03:45 PM) *
რედუკტორის დამრტყმელი

რედუქტორს ეგეთი რამე არ აქვს, შენ თუ დამრტყმელზე ამბობ, ანუ იგივე ჩაქუჩზე, ეგ სხვა რაღაცაა და არაფერი საერთიო არ აქვს რედუქტორთან.

P.S. არა მესმის რომ ახლა ვატრაკებ, მარა ჩენი პირადი აზრით ცოტა არ იყოს ვიზუალურ მხარეზეც უნდა იზრუნო ხოლმე კაცმა თორემ... smile.gif


პოსტის ავტორი: gocha311 Apr 13 2014, 03:15 PM

ხო ჯაჯა მე ცოტა გლეხურად ვხსნი ,როგორც შემიძლია და სხვა რაღაცა რატოა ჯაჯა ცოტა ამაბნიე ჩაქუჩმა ხო უნდა დაარტყას რედუკტორს რო კლაპანი გაიხსნას??,,ვიზუალურად კიდე მერე გალამაზდებაsmile.gif

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 13 2014, 03:30 PM



აი ამ სისტემით ვაკეთებ რა

პოსტის ავტორი: ikaaa Apr 13 2014, 05:32 PM

ციტატა(gocha311 @ 13th April 2014 - 04:15 PM) *
ვიზუალურად კიდე მერე გალამაზდება

მარტო ეგ კიარა, სადაც კაცი აქამდე მიხვედი, ეს ყველაფერი კაი კონდახშიც უნდა ჩადო, ბულპაპი იქნება თუ სტანდარტული უკვე შენი ასარჩევია.

ხის დამუშავებასთან როგორ ურთიერთობაში ხარ? თუ გეხერხება მაშინ აუცილებლად კაი შტუკა გამოგივა smile.gif


პოსტის ავტორი: geojorjika Apr 13 2014, 09:07 PM

მე ვერ ვხედავ რაღაცას თუ....

ვერაფრით ვერ მივხვდი მაგ სურათს სადაც FX-ის კოლოფია დაშლილი რა საერთო ქვს ზევით დადებულ სურათთან?

ის თეთრი მილები რა მასალაა? ლულა თუ არ მეშლება მილია ჩვეულებრივი არა?

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 13 2014, 10:19 PM

gocha311

ციტატა(gocha311 @ 13th April 2014 - 04:15 PM) *
ჯაჯა ცოტა ამაბნიე ჩაქუჩმა ხო უნდა დაარტყას რედუკტორს რო კლაპანი გაიხსნას??,,

შანსი არაა რომ რედუქტორს ურტყა და რაიმე გასროლა მოხდეს smile.gif

შენ ან რაცხა ახალი გაქვს გამოგონებული ან სხვა კვანძს გულისხმობ და რედუქტორს ეძახი. რედუქტორის საქმეა წნევა დაარეგულიროს და არა კლაპნის საქმე აკეთოს...

გადახედე აგერ ამ სურათს



მეზარება ახლა მიხატვა მოხატვა, მარა საერთო ცნობისთვის მარცხნიდან მარჯვნივ ნახაზზე ნაჩვენებია

კლაპანი - რომელსაც კაკრაზ ჩაქუჩი ურახუნებს და ხდება გახსა დახურვა შედეგად ჰაერის მასის გამოსვლა


რედუქტორი, არეგულირებს წნევიას და არანაირად მას ჩაქუჩის დასარტყამი ადგილი არ აქვს. ღმეერთმა დაიფაროს და რედუქტორს თუ უკნიდან მოხვდება ჩაქუჩი, მაშინ კოჭი შეიტენება კორპუსშI და რედუქტორის გადამკეტ პლასტმასის საჯდომს დაჭყლიტავს, რაფერ აპირებ მერე რედუქტორის გამოყენებას მეორე მესამე და სხვა გასროლებზე


რეზერვუარი და მისი კლაპანი - ნუ იდეაში მაგ ნახაზზე მე მოყვანილი მაქვს შემთXვევა როდესაც რედუქტორი გარეთაა მოხვედრილი ცალკე სისტემად და რეზერვუარი ჩახსნადია, ამიტომაც მაქვს ეს ჩამკეტი კლაპანი მიხატული, მაგრამ შენ თუ პირდაპირ რეზერვუარში სვავ რედუქრორს... თუმცა მაგას რაფრა გააკეთებ, ბალონი ცალკე გაქვს, იდეაში ლამის იგივე სქემას აკეთებ ცოტა სხვა ზომებით და სხვა სიბრტყეებში თორემ პრინციპი უხესად იგივეა


ისე მე გითხარი რომ თუნდაც უმარტივესი ნახაზი რომ გააკეთო მეთქი მაგრა დაგეხმარება მეთქი, თუ ზემოთ მოყვანილი სურათების პონტს ვერ ხაზავ კომპში, მაშIნ პროსტა რვეული აიღე და კალმით მაინც გააკეთე ნაბროსკები, შენც დაგეხმარება და აქ ხალხსაც დაეხმარება იდეის გაგებაში

ისე კი მგონი გადაიკითხო http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=766&view=findpost&p=21587მგონი კაი იქნება, საკმაოდ ბევრ საინტერესოს ამოკრიფავ

ნუ მამენტ გაგვიკეთებია რანცხა და ამიტომაც ასე თუ ისე დანიშნულება და სახელები ვიცით ამ ფორუნზე smile.gif ამიტოამც ნუ გვიწყენ შენიშვნებს smile.gif

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 14 2014, 08:31 AM

თეთრი მილები უბრალოდ ჩვეულებრივი წლის მაღალი წნევის მილებია მარა პრინციპში აქ დიდი როლი არაფერი აქ უბრალოდ გარეთა კორპუსია,,შიგნით არის მოთავსებული ჩაქუჩი და ზატვორი,ჩაქუჩიც და ზატვორიც თავის ბუდეებშია მოთავსებული,ტოკარს გავაჩარხინე ეს ყველაფერი,,ანუ ზატვორის გადატენაზე ჩაქუჩიც Fეხზე დგება რა,,,ლულა ჩვეულებრივი კისტის ლულაა ,უბრალოდ სილამაზისთვის თხელ ალუმინის მილში ჩავპრესე ცოტა უფრო სილამაზისთვის რა ,, სულ ეს არისsmile.gif

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 14 2014, 08:39 AM

გაიხარე იკა კეთილი სიტყვებისთვის და დარიგებისთვის,,ისე დაახლოებით ესეთ კონდახს მოუწყობ როგორც ამ იარაღს აქვს და დალშე ვნახოთsmile.gif))


პოსტის ავტორი: gocha311 Apr 14 2014, 08:54 AM

ჯაჯას ვენაცვალე რას ამბობ რა უნდა მეწყინოს რჩევა დარიგება რომ მჭირდება ზუსტად იმიტო გეკითხებით,რასაც მარიგებ ყველაფერს ასიანს მეუბნები,შენი რჩევა რომ არ გამეთვალისწინებინა წნევის ამბავზე ,მე ცოტა იოლად უყურებდი მაგ საკითხს ,თურმე რა საშიში ყოფილა,ეხლა შეიძლება კოსმოსშიც დავფრინავდეsmile.gif,,,,მე როგორც ნაკლებად განათლებული ადამიანი ვერ ავხსენი ნორმალურად,უბრაოდ მე ამ ყველაფერს რომელიც პირველ ფოტოზეა რედუკტორს ვეძახი ,აქ არის რედუკტორიც ,დარედუკტორებული ჰაერიც, და კლაპანიც ყველაფერი ერთად,,კლაპანს დაარტყავს ჩაქუჩი კლაპანი გაიხსნება და დარედუკტირებული ჰაერი ავარდება ლულაში,შემდეგ რედუკტორი ახლიდან დაარედუკტირებს ჰაერს და აასე შემდეგ,,გასაგებლარია ჯაჯა გაიხარე კიდევ ამ კარგი და საჭირო იმფორმაციისთვის,ის თემა საკუთარი ძალებით და ხელებით ვაბშე მაგარია ეხლა გულიანად გადავიკითხავ ყველაფერ მადლობა

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 14 2014, 06:45 PM


პოსტის ავტორი: okela84 Apr 14 2014, 10:32 PM

ისე ლულასთან რაც უფრო ახლოს არის ოპტიკა უფრო უკეთესია ხო ვერტიკალის კორექტირებისთვის ?

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 15 2014, 12:13 PM



მივიწევ ნელ ნელა წინ ლულაც მოვარგე ,,ვიცი რო ცუდ ვიდზეა ეხლა ,გაიშკურკება მერე გაიკრასკება და დალშე ვნახოთ,,

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 15 2014, 12:35 PM

gocha311

გაფიცებ საიდან მოგაქვს ხოლმე ასეთი ახლად გამომცხვარი სიტყვები smile.gif, შანსი არაა სადმე რომელიმე სახელმძღვანელოში ესეთი რამე, სადმე ეწეროს smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(gocha311 @ 14th April 2014 - 09:54 AM) *
დარედუკტირებული


გასაგებია რისი თქმაც, გინდა, მაგრამ მკითხველ - მსმენელმა სწორად რომ გაგიგოს უნდა მიმართო ძველ ანდაზას:

- რომელ ქვეყანაშიც ხარ იმ ქვეყნის ქუდი უნდა დაიხუროო

მოკლე შინაარსით კი იმას ვამბობ რომ ჩამოყალიბებული სტანდარტული სიტყვები რაცაა ის ჯობია გამოიყენო ხოლმე smile.gif

მაგალითისთვის:

რედუქტორის უკან არსებულ სივრცეს ჰქვია რედუქტორს მიღმა სივრცე/მოცულობა
რედუქტორის წინ არსებულ მოცულობას სახელი არ აქვს მაგრამ მის აღსანიშნად გამოიყენება სიტყვა მაღალი წნევის მოცულობა, ანუ წინ დაურეგულირებელი მაღალი წნევაა
რედუქტორს უკან არსებულ მოცულობაში მოქცეულ ჰაერს დარედუქრირებული კი არ ჰქვია არამედ დარეგულირებული, ან დაბალი წნევა ჰქვია...

რაღაც ისეთი შეგრძნება მრჩება რომ რუსულ ქართულ ახლად გამომცხვარ ტერმინებს ქმნი რომელიც მარტო შენ იცი smile.gif ასე რომ მოდი ჩვეული და მიღებული ტერმინები გამოვიყენოთ ხოლმე. მესმის ქართული ენა არაა ტექნიკური ენა და ხშირად ძნელია ტექნიკური დეტალის ან პარამეტრის მოკლედ ანუ ერთი სიტყვით აღწერა, ამიტომაც ნუ დაიზარებ და რაცხა ფრანკენშტეინ სიტყვას კი ნუ გამოიგონებ ხოლმე რომელიც ყველას ყურს ჭრის, არამედ, ან ჩვეული სიტყვა გამოიყენე, ან ცოტა ფართოდ დაწერე ისე როგორც ქართული სიტყვათა წყობა მოითხოვს.

ახლა კი გადავერთოთ შენს ქმნილებაზე.

ნუ პირველი თხოვნა მექნება სახელოსნოა, თუ გარაჟი - ან განათება გააკეთე (ძლიერი ნათურა დააყენე), ან კამერა რომლითაც იღებ შუქი ჩაურთე, თორემ შენს ვიდეოებზე არაფერი არ ჩანს ხოლმე (რაღაც გამოქვაბულში შავ ბნელ სიტუაციაში ბაყბაყდევი რაცხას ჩალიჩობს smile.gif ), ბოლო-ბოლო კარები გააღე რომ დღის შუქი შემოვიდეს, ან გარეთ გადაიღე ხოლმე თორემ დარწმუნებული ვარ ხალხს პროცესი აინტერესებს, მაგრამ ვერაფერს ვერ ხედავს ხოლმე. ნუ პლიუს შენც დააკვირდი ხოლმე.

ასევე კონტრ აჟურის ეფექტი არ შექმნა განათებით, ანუ განათების წყარო, იქნება ეს ლამპოჩკა თუ მზე, კამერის ობიექტივში არ უნდა გიჭყიტინებდეს, კამერის უკან უნდა იყოს განათება, ოღონდ ისე არა რომ შენი, ან კამერის ჩრდილი სიბნელეს წარმოქმნიდეს.

დალშე გადავიდეთ ლულაზე რომელიც ალუმინის მილშია ჩაპრესილი... ნუ სუფთა ვიზუალის მხრივ ჩემი გადასახედიდან ძალიან წააგე. გაითვალისწინე ბოლოში თვალი სვავს თვალი ჭამსო, ასე რომ იმ საწყალი MAC1-ის თოფს USFT-ს რომ წარამარა ხან ისეთი რაკურსით დებ, ხან ასეთით smile.gif ვერსად ვერ ნახავ რომ ალუმინის მილში, ან სანტექნიკის პლასტმასის მილში იყოს ჩადებული....

ზემოთ შენს მიერვე დადებულ სურათს დააკვირდი, ლურჯ და ვერცხლისფერის ალუმინზე ხოშიანად ჩანს შიშველი შავი ლულა, რა უნდა მაგ სილამაზეს ელიავას დაჭეჭყილ ალუმინის მილში?! პლიუს დააკვირდი განათებას, გადასარევად ჩანს ყველაფერი და არ არის რაღაც შავ გამოქვაბულში გადაღებული სურათი smile.gif


რაც შეეხება კოლოფს, ჩახმახ-მიმწოდებელს (ანუ შენ რომ ზატვორს ეძახი)... ნუუუ... რავი იცი მე ცოტა სხვანაირი ტიპი ვარ შეიძლება ითქვას ავადმყოფი ვარ, ყველაფერი იდეალურად გაზომილი უნდა იყოს მილიმეტრებს დავსდებ და უკვე მეასედებზე ვარ გადასული, ამ გადასახედიდან კი მესმის შენს მიერ წამოწმებული საქმე პირველია, მაგრამ ნუ მიწყენ და აი სუპერ ნამეტანი რუსული ნაჯახით ნაკეთებია... არ არსებობს ისეთი რამ რასაც შენ ამბობ მერე მოვიყვან ვიდზეო, ან თავიდანვე ზრუნავ მაგ საქმეზე ან არადა წყალში ჩაყრილია მაგი საქმე

უნდა იზრუნო ახლავე გარეგნულ ფორმაზე, ვიზუალზე, გათვლებზე, სიზუსტეებზე და მორგებაზე. თორემ შენი ქმნილება მხოლოდ ერთს გააკეთებს, გულს გაგიხარებს რომ მიაღწიე რაღაცას და გააკეთე, მაგრამ მანდ მორჩება მთელი მუღამი, ნუ მაქსიმუმ ეზოში გაისვრი და შენთან ვინც მოვა იმას აჩვენებ აი ესეც კი გამიკეთებიაო smile.gif ვსიო... რეალური სიამოვნების მომტანი არ იქნება არც შენთვის არც სხვისთვის. მიიღებ რაღაც აი ასეთ კოშმარს....



ბავშობაში რაც მე შვილდ-ისრები მიკეთებია, არბალეტები, პუგაჩები რომლებიც სპიჩკის თავებით ისროდა. ასაფეთქებელი შტუკები, რეალური დანები თავისი ნახაზებით, მექანიკურად მომუშავე ზუსტი ასლი ნაგანი პროსტა ხისგან გაკეთებული, სპენსერის და გენრის ზატვორიანი შაშხანა და რამე რუმე, ისინიც კი არ იყო ეგეთი ნივთებით გაკეთებული რასაც ახლა შენს ქმნილებაში ვხედავ.

არ გამოვრიცხავ რომ ვცდები და ბოლოს მაგ თოფიდან მართლა გამოვა MAC1-ის მიერ შექმნილი USFT-ს კონკურენტი, მაგრამ რავი ახლა ეგ არ ჩანს smile.gif, მიუხედავად ამისა დაჟინებით ვეჩნა მაგ თოფის დიზაინს და სურათებს უტრიალებდ და რიავი smile.gif...

თავიდანვე გთხოვე შეეშვი მაგ თოფის კოპირებას, საკმაოდ რთული დეტალები, კვანძები და მუშაობის პრინციპი აქვს, განსაკუთრებით დამრტყმელ მიმწოდებელ კლაპნის სისტემა, პლანეტის მაშტაბით არავის ეგ პრინციპი არ გაუმეორებია, იმიტომ რომ რთულია და აზრი არ აქვს, იგივე შედეგს იღებ მარტივი კონსტრუქციით. ანუ ჩიტი ბრდღვნად უნდა ღირდეს.

აგერ http://madmodder.net/index.php/topic,3772.0/all.html თუ როგორ გააკეთო სტანდარტული PCP პნევმატიკა, ოღონ დააკვირდი მიუხედავად იმისა რომ ხელნაკეთია, არ არის ეს შტუკა ჯღანი. ფორმაზე თავიდანვე უნდა იზრუნო, ტიპს ყველაფერი გალოკილი აქვს, გარედან გაპრიალებული გალამაზებული არანაირი ელიავას M4 ვინტები გარედან და ასე შედმეგ. თუ ინგლისური იცი ვაბშე უფრო მეტ რაღაცაში გაერკვევი




ძალიან მარტივია და იოლია, ჯერ ესეთი რაღაც მაინც გააკეთე, ეგრევე MAC1-ს რომ უყურებ smile.gif მესმის შეიძლება არ გქონდეს დაზგა და რამე, მარა ვიღაც ტოკართან ხომ მიდიხარ მაინც, ბარემ თავიდანვე ადეკვატური რაღაცეები გააკეთე რომ შენც მოგწონდეს, სხვასაც პირი ღია დარჩეს და გამოსაჩენიც იყოს.

მე ამ ეტაპზე ვერ წარმომიდგენია მაგ მოდელის გამოჩენა მაგალითად ჩვენს გასვლებზე, სასტავი ტავის თოფებს რომ დააძრობს შენ პროსტა ბოლოს დამალავ სადმე ბაგაჟნიკში მაგ შტუკას და იტყვი რომ მე არ წამომიღია ჩემი თოფიო, მორჩება მაგით საქმე smile.gif

დამიჯერე არ არსებობს გიჟის მორჯულება, არსებობს ჭკვიანის გაგიჟება smile.gif

P.S. უკვე მერამდენედ ვთქვი ნახაზი გააკეთე, არა იმისათვის რომ ვინმემ რაიმე იდეა მოგპაროს smile.gif დამიჯერე ჯერ გზის სუპერ დასაწყის ეტაპზე ხარ და ყველას ყველაფერი უკვე გამოგონებული და გაკეთებული აქვს, ასე რომ ვერავინ ვერანაირ იდეას ვერ მოგპარავს, პირიქით შენ აიღებ თავიდან და მერეც სხვის იდეებს. მოკლედ ნახაზი საჭიროა ნებისმიერ ვარიანტში, ეგ წინასწარ გაკეთებინებს ფორმებს, დაგაცვევინებს ზომებს, ჯერ კაცი არ მინახია რეალურად კონსტრუირებას ხელი მიყოს და ჯერ ნახაზში არ ჰქონდეს ყველაფერი გათვლილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებ იმ რუსი ბაღანეს მიერ გაკეთებულ საშინელებას.

არ ვართ საქართველოში მოჩხირკედელავე ხალხი ბევრი, ვეებერთელა სურვილი მაქვს ჩვენს გავუწიოთ ჩხირკედელაობით კონკურენცია რუსებს. ახალ ზელანდიელებს, ამერიკელებს, ბრიტანელებს..... ასე რომ დიდი, აი ვეებერთელა თხოვნაა ელიავას დიზაინი დაივიწყო. ჯერ ეხლა ჩანს რომ ძალიან დიდი და მოუხერხებელი კონსტრუქცია გაქვს ამორჩეული (ისევ იმის გამო რომ ნახაზი და გათვლები არ გაქვს და რაც ხელში მოგხვდება იმით აკეთებ კონსტრუქციას), რომ დასრულდება მაგარი მოუქნელი რაცხა იქნება.... ჯერ მარტო მიმწოდებელს, ანუ "ზატვორს" რომ ვუყურებ ცუდად ვარ smile.gif

ყველაზე სქელი რაც მინაცია არის 11 მილიმეტრი დიამეტრში და ეგეც დიდია, შენ კიდევ მგონი მთელი 20-25 მილიმეტრი გაქვს აღებული (ან სურათია საშინელი რაკურსით გადაღებული). ზემოთ რომ გაქვს FX-ის კოლოფ დამრტყმელ მიმწოდებლის სურათი დადებული დააკვირდი რა პატარა მოხდენილი კუკლა რაღაცაა და მერე შეხედე შენ რამოდენა ბაყბაყდევი გაქვს შექმნილი smile.gif

იმედია არ მიწყენ ამ ცოტა კრიტიკულ პოსტს, მაგრამ რეალურად მინდა რომ კაი რაცხა გამოგივიდეს და ყველა წამოწყებას სჭირდება ასე ვთქვათ საზიზღარი ტრენერი, რომელიც არ დაგაძინებს, არ გაჭმევს არ გასმევს, გარბენინებს, გიყვირის, მაგრამ მხოლოდ მისი საზიზღარი მობყრობის შედმეგ, გამოდის, სპორცმენი მოედანზე და აღწევს წარმატებას, ასე რომ იმედია სწორედ გაიგებ ჩემს კრიტიკას smile.gif pleasantry.gif

პოსტის ავტორი: ilariona Apr 15 2014, 12:44 PM




პოსტის ავტორი: gocha311 Apr 15 2014, 03:01 PM

იმ ვიდეოს უყურე ჯაჯა ლინკი რომ გამომიგზავნე,იარაღს რომ აწყობს მაღალ დონეზე მარა სიმართლე გითხრა ამ პოსტზე ვფიქრობდი ეხლა რომ მომწერე,თითქოს კედლები ჩამოენგრა სახლს ისეთი შეგრძნება მომეცა,,სანიკიძის წიგნი გექნება შენ წაკითხული ,მანდ ერთი მომენტია ბიზანტიელებმა ერთ ერთი ქართველი მეფე მოკლეს,ხოდა გამოვიდა ქართველი ხალხი შურისძიება უნდოდათ ,, გამოვიდა სიტყვით ვიღაც ქართველი , ულამაზესი და ბრძნული სიტყვებით მიმართა ხალხს რომ თურქებს უნდა შეერთებოდნენ და შური ეძიათ და ისე ლამაზათ და ბრძნულად გადმოსცა ეს აზრი რომ ხალხი ამ აზრს ასე ლამაზად ნათქვამს ოვაციით შეხვდა ,,მარა გამოვიდა ამის შემდეგ კიდევ სხვა ქართველი და აუხსნა ხალხს რომ თუ თურქებს შეუერთდებოდნენ სარწმუნოებას და დროთა განმავლობაში მთლიანად ქვეყანას დაკარგავდნენ და ხალხიც მიხვდა რომ სხვა ხერXით უნდა ეძიათ შური,და ის ბიზანტიელები ვინ ის ქართველი მეფე მოკლეს ყველა სიკვდილით დასაჯეს,,,,,,,,

ეხლა შენ ისე ლამაზად და აზრიანად მომწერე ეგ პოსტი რომ ხელები გამიბუჟდა და ერთი ნახევარი საათი ვფიქრობდი ნაგავში ხომ არ გადამეყარა ეს ყველაფერი რაზეც ამდენი ხანია ვწვალობ,ვიქნებოდი მართალი საკუთარი თავის წინაშე შუაგზიდან რომ ზადნი მივცე??იზვინი ჟარგონებს ვერ ვიშლი,,ჩვეულება რჯულზე უარესიაოsmile.gif ვიცი არ გამოვა ის ულამაზესი იარაღი რომელსაც ხშირად ვახსენებ მარა რაც გამოვა ჩემი ხელებით ნაშრომი იქნება და მე მაინც ვისიამოვნებ ვის მოეწონება და ვის არა ეგ ძაან არ მადარდებს,მე ამას არც ვისტავკაზე გავიტან და არც ბაგაჟნიკში დავმალავ როცა რაღაც ერთობლიოვი გასვლა იქნება,,,,

არ იფიქრო რომ რამე ვერ გაგიგე ვიცი შენ გინდა რომ უკეთესი და უკეთესი გამოვიდეს შენ ხელოსანის თვალით უყურებ და ხედავ უამრავ ნაკლს, და იმიტომ მომწერე ეხლა ესეთი პოსტი ესე ძაან რო დამაფიქრეsmile.gifდა გულით რო გითხრა მაგარ მყრალ ხასიათზე დამაყენე,ის მიმწოდებელი და კიდევ სხვა დეტალები თხელ დანიკელებულ ბუდეში ჩაჯდება და სხვანაირი ვიდი მიეცემა 20.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 15 2014, 05:10 PM

ნუ ერთი მხრივ რომ დაგაფიქრე მაგი კაია, უკვე სწორი გზისკენ იღებ კურსს. ის რომ გადაყარო... არა ეგ არასდროს არ გააკეთო რაც არ უნდა სუპერ ჯღანი იყოს, გავა დრო და მუზეუმივით გექნება საიდან დაიწყე და სადამდე მიხვედი smile.gif დამიჯერე შენ თვითონ მაგარი გაგისწორდება საკუთარი თავის ევოლუცია, მე ეგრე რეები მაქვს შემონახული ჩემს მტერს smile.gif

რაც შეეხება ტექსტს

ციტატა(gocha311 @ 15th April 2014 - 04:01 PM) *
ეს ყველაფერი რაზეც ამდენი ხანია ვწვალობ, ვიქნებოდი მართალი საკუთარი თავის წინაშე შუაგზიდან რომ ზადნი მივცე

აი მანდაა ერთერთი მამაძაღლი იდეა ჩამალული, რომ იცოდე რამდენი ნახაზი მაქვს, და ნახაზის დონეზევე დაბრაკულია იდეა, არა რეალიზებადია, რთულია, არაპრაქტიკულია, გამოუდეგარია, ჩემი ძალებით ვერ კეთდება და სხვა მიზეზები, ... სწორედ მაგიტომ ვამბობ ნახაზი, ნახაზი და კიდევ ერთხელ ნახაზი...

აგერ ერთ-ერთი იდეა ნახაზში, შეიძლება ვიღაცას პრაქტიკული მოეჩვენოს, მე კიდევ მიუხედავად იმისა რომ შედარებით მარტივად რეალიზებადი მეგონა, ნახაზის დასრულების შემდეგ და წარმოდგენის შემდეგ ისე არ მომეწონა ვიზუალში, რომ არც არავის არ უნახავს ცხოვრებაში ეს მოდელი



ბალონი სადღაც იღლიაში მიდის, მიმწოდებელი ცხვირში გირტყავს, სახიფათოა მოხრილი შლანგი წნევის ქვეშ გამოკრავ რაღაცას და ან გასკდება ან გამოვარდება და ასე შედმეგ, ვსიო ადგილზევე დაიბრაკა.

მერე უკვე მაგ მოდელზე დაყრდნობით შემდეგი მოვხაზე, იმაში ის არ მომეწონა ეს, კიდევ ჩემდეგი, კიდევ, და ახლა მუშაობის პროცესშია გაგეცინება და მე-11 მოდიფიკაცია, რომელმაც პრაქტიკულად სასურველ ფორმებს მიაღწია და უკვე ნაწილი დეტალების დამზადებაც მიმდინარეობს, შედეგად აი ამ ბოლომე-11 მოდელს უკვე გამოვაჩენ ხალხში smile.gif

ის თემა რომელიც ასევე მიგითითე გაეცანი და რაღაც საინტერესოს აღმოაჩენ მეთქი ეგეც თავის დროზე დაიბრაკა ბევრი წვრილი დეტალის გამო რომლის რეალიზებაზეც ძალიან ბევრი დრო უნდა დამეხარჯა...

ამიტომაც ვამბობ ნახაზიიიიიიი smile.gif

რავიცი როგორ ავხსნა... არის რაღაც ძველი ქართული იგავი 2 კაცი ვაზის მოშენებას აპირებს და ფული არცერთს არ ყოფნიდაო, მივიდნენ ფულიან კაცთან და ეუბნებიან ფული გვასესხე რომ ვენახი ბოლომდე დავასრულოთო და პირველივე მოსავლიდან ვიშოვით ფულს და უკან დაგიბრუნებთო, კიდევ კაი ღვინოსაც მოგართმევთო.

ეს კაციც ეკითხება აბა შენ მითხარი რა გაქვსო გაკეთებული, ისიც ეუბნება აი მე უკვე მიწა დაბარული მაქვს ვაზი ჩაყრილია და უკვე წამოზრდილიც არისო ახლა კიდევ მინდა გავმართო და ზოლებად გავაშენოო

მოუტრიალდა ტიპი და ეუბნება მეორეს, შენ რას იტყვი შენ რა გაქვს გაკეთებული... ტიპს გაუტყდა და თავდახრით უთხრა მე ჯერ მხოლოდ მიწაში ბოძები მაქვს ჩაყენებული და მავთულ ბადეები მაქვს გაყვანილი და ვაზის შესაძენად და მიწის დასაბარად ფული არ მაქვსო...

ადგა ის კაცი და მეორეს მისცა ფული ვენახის დასასრულებლად. პირველს გაუკვირდა გა გაბრაზებულმა უთხრა მაგას ფულს რაფრა აძლევ ჯერ ვენახიც კი არ ჩაუყრიაო და მოსავალი როდის ექნებაო?! რაზეც მსესხებელმა ასეთი რამ უთხრა:

- იმას გეგმა აქვს და დაგეგმარებით მიდისო, დარჩა მხოლოდ ვაზი ჩასაყრელი, რომელიც სწორედ გაიზრდებაო და რომ გაიზრდება მხოლოდ ჩამოვლა და მოსავლის აღება უნდაო ,შენ კიდევ ვაზი ველურად გაგიზრდია და ახლა მის მორჯულებაზე უნდა იფიქროო, ზოგი ზოლში არ ჩაგიჯდება უნდა მოჭრა და თავიდან გაახაროოო, სანამ მაგას ბოძებს ჩაუყრი, მერე მიაბავ და სწორედ გაიზრდება იმდენ დროს დაკარგავ რომ ბოლოს ეს კაცი გადაგისწრებსო.

მოკლედ მე ეგ იგავი კარგად აღარ მახსოვს და ბევრი აცდენა მექნება ალბათ ორიგინალიდან, მაგრამ შინაარსი ერთია, დაგეგმარება უნდა ყველაფერს და ეტაპობრივად გეგმიურად მიყოლა. მაგისთვის კიდევ ჩვენს საქმეში არის მხოლოდ ერთი დამხმარე ნივთი, ეს არის ნახაზი. იქნება ეს შენი გათვლებისთვის თუ იქნება ეს იმისთვის რომ სხვა ხარატს მიუტანო და აჩვენო აი ეს მინდაო, მიუტან ნახაზს ზომებით და ჩაგაბარებს რაც გინდა, რაღაც აცდენას გააკეთებს გაუტრაკებ, რაღაც ნიტო გამოვა ესე იგი შენი გათვლა არაა სწორე და გადასაკეთებელი გაქვს,

ახლა კიდევ ვიცი როგორც აკეთებ მიდიხარ ტოკართან , მერე, შენ და ის ერთმანეთს ჰაერში ხელებზე უხსნით აი ის მინდა ასე და ისე, ის გეუბნება ასე არ გამოვა ისე ვიზამ იგივეაო, მერე შენ კიდევ რაღაცას ამატებ და ბოლოს.... smile.gif

ამიტომაც, ვიცი რომ გწყინს და ალბათ საზიზღარ ტიპად მიმიჩნევ, მუღამს გიკარგავ და ასე შედმეგ მაგრამ დამიჯერე ის საქმე რასაც შეეჭიდე საკმაოდ სახიფათოა ყოველ მეორე კვანძში. შენ ეხლა ხარ სწორედ ის ველური ვაზი რომელიც თავის ჭკუაზე გაიზარდა და ცოცხალი თავით არ ნებდება რომ სტანდარტებში და გეგმებში ჩაჯდეს, გურიაშიც ეგრეა ვაზი, ველურადაა მიშვებული და ხალხს ხეებზე უწევთ კენწეროში ძრომიალი რომ ყურძენი მოკრიფონ, ანუ ხალხი კი არ მართავს პროცესს, არამედ ვაზი აჯაზებს თავისებურად smile.gif

ნუ ეგ კაია ბუნების პონტში, იქ ტრადიცია, ოდა, ეთნოგრაფია, რაღაც მისტიურობა, ქალაქს მოწყვეტა, ბუნებასთან ერთობა, მაგრამ ამ საქმეს არაფერი აქვს საერთო ნორმალურ ღვინის წარმოებასთან. შეადარე აბა ახლა კახეთის ვენახები, გასწორებული, ერთ რიგში, შემოუარე აქედან და მოკრიფე, შემოუარე იქედან და მოკრიფე, მორჩა, არც ხეზე ძრომაა საჭირო არც თოკი არც სხვა უბედურება, აგერ გერმანელებმა სულ გარეკეს და ვაზი მიაჩვიეს ზოლებში კონკრეტულ სიმაღლეზე ნაყოფის გამოსხმაზე, შედეგად საერთოდ ტრაქტორით ჩამოუვლიან და უცებ ხალხის დაძახების გარეშე კრიფავენ მოსავალს.

მოკლედ კი მესმის ძნელია ჩვეული მეთოდები დათმო, თან არც იმას გირჩევ რომ ეს რაც დაიწყე გადააგდო სანაგვეში, პირიქით დაასრულე და შეინახე რომ შესადარებელი გქონდეს შენი ევოლუციისთვის, მაგრამ დროა უკვე მეორე მოდელზე დაიწყო ფიქრი და ფიქრი უნდა დაიწყო ნა-ხა-ზით, არანაირი გონებაში მოხაზული, ინტერნეტში ნანასი სურათი და სხვა, დაჯექი წყნარად და მოხაზე დეტალები (ან იგივე ინტერნეტში ნახე ნახაზი ოღონდ მიწერილი ზომებით), გარწმუნებ არანაკლებად გაგიტაცებს, თან გარკვეული შესვენების მერე უბრუნდები და აუმჯობესებ რაღაც დეტალს იმიტომ რომ ტვინში იმ დეტალმა მოხარშა თავისი ტავი და მოიფიქრე მიდი დამზადების ან გამოყენების უკეთესი მეთოდი, შედეგად არც ზედმეტად ირბინე ტოკრებთან, არც ფული დახარჯე, არც მასალა გააფუჭე, ბოლო კი მიხვედი საბოლოო ვერსიამდე ან მაქსიმალურად მიახლოებულამდე და დაიწყე კეთება.

აი ვირტუალური სამყაროდან და ქაღალდიდან რომ რეალში გადმოვა და ხელში დაიჭერ აი მანდ 100-მაგ სიამოვნებას მიიღებ სიამაყესაც და თამამად გადასცემ სხვასაც რომ ნერწყვები ყლაპონ smile.gif

ვცდილობ კაკრაზ მაგ მეთოდზე გადაგიყვანო, მაგრამ ჩვეული სტერეოტიპების დამტვრევა ძნელია, ახლა მე გამოვდივარ საზიზღარი ექიმი რომელიც პაციენტს ფეხს უმტვრევს და საშინელ ტკივილს აყენებს იმ მიზეზით რომ უშნოდ შეხორცებული ძვალი სწორ კალაპოტში ჩააყენოს და ნორმალურად მომუშავე და ლამაზი ფეხი გამოიყვანოს და არა 90 გრადუსით მოხრილი და კოჭში გადაღუნული კასტილიანი კაცი დატოვოს.

ახლა გააჩნია პაციენტი რაფერ მიიღებს ამ საქმეს, იქნება გულნაწყენი ექიმზე რომ ახლა აყენებს ტკივილს და უმოწყალოდ ექცევა, შედეგად დააძრობს დანას და ექიმს მუცელში გაუყრის, თუ მიხვდება იგივე პაციენტი რომ ექიმი ასე საზიზღრად ექცევა იმიტომ რომ თვითონვე პაციენტს მომავალში ნორმალური ცხოვრება ჰქონდეს და საკუთარივე ფეხით სიარული შესძლოს...

აუ ნამეტანი რაცხა მორალის კითხვა გამომივიდა ეს პოსტი smile.gif ნაღდად არ მინდოდა ეგეთი რამე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


პოსტის ავტორი: gocha311 Apr 15 2014, 09:20 PM

მდააა ვკითხულობ ჯაჯა შენ პოსტებს და ვგიჟდები შენ ან ძაან ნასწავლი და განათლებული ადამიანი ხარ ან კიდე არ ვიციsmile.gif,,,ყველაფერს როგორ მეუბნები ისე რომ თავ გზას მიბნევ,წინა პოსტი რომ მომწერე ისე გავბრაზდი რომ სიმართლე გითხრა კედელზე მინდოდა შემომენარცხა ეს ამდენი ნაწვალები მარა ვერ გავიმეტე ,ის ვიდეოებიც წავშალე,მართალი რომ მითხარი ალბათ იმიტო გავბრაზდი არანაირი ნახაზი არ მქონია უბრალოდ მივყვები დინებას ,,ეს შეცდომაა ვიცი და უკვე ბევრ პრობლემას მივადექი ,სულ სხვანაირად წარმომედგინა და სულ სხვა რამე გამოდის sad.gif ისიც ვიფიქრე ისე სიმართლე რო გითხრა მასხარად არავინ ამიგდოს მეთქი ბოლოს,მითუმეტეს მთელი საახლობლო მბალევშიკობს და ოხ ოხ...როგორც პირი უჩანს ამ ნაშრომს ისე რა ჩემთვის თუ ავაწყობ და შევინახავ ,წარსულის ნამუშევარს რო უყურებ ხომ ყოველთვის რაღაც სიამოვნებას გაძლევს წარსულს გახსენებს,ბავშვობას ,ახლგაზრდობას და ასე შემდეგsmile.gif)))მითუმეტეს თუ იარაღი გიყვარს ...... შეცდომა იქნებოდა შენი მხრიდან და აფერისტობა თუ ისე მოტყუებით მეტყოდი ვაა რა მაგარი რაღაცას აკეთებო და მეც ხო მეცოდინებოდა რაც არის ის ჩემი ნაჩხირკიდილავებელი და საერთოდ შთაბეჭდილება დამეკარგებოდა შენზე ,ვიტყოდი რა არიფი კაცია მეთქი smile.gif პატივისცემას იმსახურებ შენ ჩემგან და ყველა იმ ჩემნაირი ჩხირკედელა ადამიანისაგან ვისაც შენ დაეხმარე შეგნებული ადამიანი გაგიგებს და შეუგნებლისაგან ნურც შენ გეწყინება ნურაფერი,,ეს რაკი ავიწყე დავასრულებ მაინც და მერე ვიფიქრებ დავხაზავ და გავაკეთებ ისე რო აღარ დავიმსახურო შენგან საყვედური.დავხაზავ და გაგაცნობ ვიცი რომ დამეხმარები , შეცდომებსაც შემისწორებ,,,,,ჯორჯიკას სახელოსნო ვნახე ფოტოებში მე მგონი მაგ სახელოსნოში არ იქნება რამე დეტალის გაკეთება პრობლემა??

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 15 2014, 09:53 PM

gocha311
არც ნახაზების გამზადებაში დაგზარდება არავინ, არც ჟორჯიკა დაგზარდება, არც სხვა ფორუმელი, თუ ყველაფერი მიმდევრობით და ეტაპობრივად იქნება გაკეთებული, გარწმუნებ ყველა შეგიძლია ამ ფორუმზე შენს გვერდით იგულო, ოღონდ რავარც ვთქვით ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი, გაზომილ მოფიქრებული უნდა იყოს. მაგ მოფიქრებაში კიდევ ნუ უკვე ნამეტანი მომაბეზრებელი გამომდის, მარა რა ვქნა ისევ და ისევ ეს შობელძაღლი ნახაზია smile.gif

მოკლედ თუ კომპზე დახაზვა არ გამოგდის არაა ეგ პრობლემა, შენ სიტყვაზე დახაზე ქარალდზე უხეშად მიაწერე ზომები (ნუ ზომები თუ არ იცი საერთო ფორმა დადე და ჩვენ ერთად ვიტყვით რა და როგორ უნდა იყოს), მერე მე შემოვალ თუ სხვა... დაგეხმარებით კომპში გადავიტანოთ ეგ ყველაფერი და ვნახოთ რეალში რაფრაა საქმე, იქ მე ვიტყვი ჩემსას, იქ სხვა ჩააგდებს თავის სიტყვას და ნელნელა დაიძრება მატარებელი.

როდესაც რაღაც ნახაზი უკვე გვექნება აი მერე უკვე შეგიძლია დაიწყო გაკეთებაზე ჩალიჩი, და გარწმუნებ ძალიან ძალიან საინტერესოც და ძალიან კარგი, მუშა და რავი ყველაფერი ძალიან ძალიან იქნება smile.gif

პროსტა როგორც ადრე მოგწერე - გულს ნუ გაიტეხ ბაჩუკი.

P.S. ისე მართლა მალადეც რომ დასძლიე ქართული სიამაყე და არ გადავეშვით უაზრო კინკლაობაში, მიიღე შენიშვნა და სწორი გზისკენ აიღე ორიენტაცია. მიხარია რომ ჩვენი აზრის მქონე კაცი იჩითები, ნელ-ნელა ყველაფერს დაამუღემებ მთავარია არ მოეშვა ძირითად იდეას. smile.gif

მოკლედ რავარც ვთქვი, ჯერ მოიფიქრე უხეში იდეა, დადე მონახაზი, იგვე მე რა ლინკიც და ვიდეოც მოგეცი ეგენიც შეგიძლია საწყისად გამოიყენო (ან სხვა იდეები შეიძლება ინტერნეტში ნახო), თუ ზომები არ იცი, უხეშად აგიხსნით რა მასალა როგორი უნდა იყოს, რა წომები რა ფორმები (შენ ასევთქვათ ძირითადი ფორმა მაინც დადე და ნახაზებს ჩვენ აგიწყობთ ყველა ერთად, ზომებსაც მიგიწერ ვიზუალშიც გამოჩნდება ყველაფერი და რავი....), ჩამოვყრით ფორმულებსაც და ყველაფერსაც... მოკლედ ჩვენ მზად ვართ ამ ფორუმზე ყოველთვის, ახლა ველით შენ რით დაიწყენ მეორე მოდელზე ჩალიჩს

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 16 2014, 12:11 AM

gocha311
მოლკედ ჯაჯამ ბევრი რამე გირჩია, თუ რამეში შემიძლია დაგეხმარო დაგეხმარები

რჩევა რაც შემიძლია მოგცე არის შემდეგი:

1)ნუ დაიწყებ დათვლას რამდენს დახარჯავ (მერე გული რომ არ დაგწყდეს smile.gif )
2)ნუ მიასკდები პირდაპირ იარაღის ნოლიდან გაკეთებას აიღე უკვე აპრობირებული მექანიზმი და გადააკოპირე ზუსტად ან მცირედი ცვლილებებით
3)აუცილებლად იყიდე პატარა სახრატო დაზგა ან გაიჩინე მეგობარი რომელიც ახლოს იქნება შენთან ტერიტორიულად და ექნება დაზგები smile.gif
4) დახაზე სანამ გააკეთებ, თორემ ისეთ შეცდომას დაუშვებ რომ შეიძლება ბოლოში მიყვანილი დეტალი გადასაგდები გაგიხდეს


მე გირჩევდი რომ გეყიდა მაგალითად Benjamin Discovery-ის რეზერვუარი და წინა დამტენი პორტი (მაინც რეზბებია დ ამაღალი წნევაა) ასევე სასხლეტი მექანიზმიც (იაფი ღირს და მაგის გაკეთებაზე ჩალიჩი სისულელეა) და დაგეწო მისი აწყობა - გააკეთებდი დამრტყმელს, კლაპანს, კოლოფს, ლულად დაუყენე რაც გინდა ის, გაუკეთებდი მოდერს, მანომეტრის გადამყვანს, მიმწოდებელს, ბოლტს და ათას წვეილმანს, თითქოს არაფერია მაგრამ რომ დადგე და აკეთო ნელ ნელა ყველაფერი ერთი 3-4 თვის საქმეა ისე როგორც არაფერი თან მითუმეტეს თუ ნორმალური ნახაზებით დაიწყებ

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 16 2014, 07:37 PM

გაიხარეთ კეთილო ხალხო ,ეხლა მე არ გავჩერდები და ამ ჩემ ნაჩხირკიდილავებს დავასრულებ ბოლომდე ,რომ არც თქვენზე დამრჩეს ცუდი შთაბეჭდილება და არც ჩემ თავზე რომ შუა გზაში გამაჩერეს მეთქიsmile.gif მერე კი მივხედავ ცოტა სხვანაირად ისე როგორც თქვენ მირჩევთ ამ საქმეს...

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 19 2014, 04:22 PM



ჯაჯა აი ესეთ რედუკტორს ვაკეთებ,კომპზე ხაზვა არ ვიცი და მამა პაპურად მივყვები ცხოვრებას.,,იმედია კიდე არაფერს მეტყვი ისეთს შენებურად რომ იციsmile.gif რედუკტორის მიღმა სივრცე რამდენი უნდა იყოს მოცულობით რამდენი კუბი სანტიმეტრი ???

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 19 2014, 07:47 PM

მოკლედ ახლა გადავიტანე შენი იდეა კომპში.

პლიუს მოდი გავარკვიოთ რაცხაები....

1) რატომ მაინცა და მაინც 22 მილიმეტრი გარედან?
2) მასალა რისგან უნდა იყოს ეს ბედნიერება გაკეთებული?
3) ნუ შენს ნახაზში რაცხა იდეები არ მომწონს, ცოტახანში ჩემი გადასახედიდან გაუმჯობესებულ ნახაზს შემოგთავაზებ თუ იდეა მოგეწონება მერე ზომებსაც მივაწერ და სრულ ნახაზს ჩაგაბარებ
4) რედუქტორის უკან ცოტა არ იყოს ძნელია ტქმა რა მოცულობა უნდა იყოს. ეგ დამოკიდებული ტყვიაზე, წნევაზე და ასე შედმეგ. ძირითადად არის 8-10 კუბიკი.

გამომდინარე იქედან რომ 10 კუბიკია უხეშად საჭირო, გამოვიყენე ცილინდრის მოცულობის ფორმულა და შენ ამ მომენტისთვის რაც გაქვს მოფიქრებული იმ მოცულობაში უხესად ეტევა 3.3 კუბიკი... ნუ ახლა თუ სპორტულ პისტოლეტს აკეთებ ოლიმპიური 10 მეტრიანი დისტანციისთვის, და 90-დან 110 მეტრ წამამდე სიჩქარით, მაშინ სავსებით საკმარისია, მაგრამ თუ ცოტა მეტზე აპირებ და თან მიახლოებით 10 კუბიკამდე მაშIნ მინიმუმ რედუქტორის უკან შენი ზომების მიხედვით ... კაროჩე სიგრძე უნდა დაამატო მთელი 10 სანტიმეტრი.

მოკლედ უხეშად ჯერ აი ესაა შენი ვარიანტი და რა გამოვა 10 კუბური სანტიემტრი მოცულობის გაკეთების შემთხვევაში



მოკლედ შენს იდეაში ჯერ არ ჩანს შემდეგი მომენტები:

1) კლაპანი
2) კლაპნის ხუფის ობტურაცია
3) რედუქტორის ხუფის ობტურაცია
4) კლაპნის ბუდე
5) გადამშვები

ნუ ეს კაკ მინიმუმ, ახლა ჩავუჯდები და ვნახოთ რა გამომივა, ოღონდ შენის ნებართვით მე ავიღებ ასე 30-32 მილიმეტრიანი დეტალს, უფრო მეტი სივრცე მექნება სამუშაოდ, და ამის ხარჯზე იმედი მაქვს რომ სიგრძეში მოვიგებ, განსაკუთრებით რედუქტორს მიღმა მოცულობის შემთხვევაში

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 19 2014, 09:51 PM

მოკლედ რაცხა ვიჩხერკედელავე....

გამომდინარე იქედან რომ უმეტესობა პნევმატიკის იარაღის რეზერვუარი არის 32-დან 40 მილიმეტრამდე.... მოკლედ ავირჩიე სამუშაოდ 32 მილიემტრი, შენს მეირ ნახაზში მოყვანილი 22 მილიემტრი აქვს მხოლოდ Benjamin Discovery-ს და მაინცა და მაინც მაგ შეკვეცილ ვარიანტზე ორიენტირება საკმაოდ გაუმართლებელია, მითუმეტეს რომ პატარა მოცულობა ნამეტანი მინიატურული შტუკების გაკეთებას გულისხმობს, ეგ კი იწვევს სიგრძეში გაზრდას.

ამასობაში სავარაუდოდ გამოიყენებ იმ შენს Co2-ის ბალონს, რომელსაც თუ არავცდები გარედან აქვს 50 მილიმეტრი, შესაბამისად რაღაცზე ვიწვალოთ? smile.gif

მოკელდ აგერაა 2 ნაწილისგან შედგენილი რედუქტორ კლაპნის შტუკა, თუმცა ჩემი გადასახედიდან ამ ნახაზში ჯერ არ ჩანს კლაპნის მიმწოლი ზამბარა, მაგი მოსაფიქრებელია როგორ გაკეთდება , ნუ იდეაში მაქვს 2-3 იდეა, პროსტა რომელი ჯობიას პონტია რა smile.gif

გარდა ამისა გამომრჩა ატმოსფეროსთან დამაკავშირებელი ხვრელის მიხატვა, ანუ იქ სადაც დისკებია აუცილებლად უნდა იყოს კავშირი ატმოსფეროსთან, წინააღმდეგ შემთხვევაში რედუქტორი არ იმუშავებს sad.gif



ესეიგი რედუქტორში კოჭის უკან გასაჩერებლად მე გამოვიყენებდი შიდა რკალის რგოლს თუ რავიცი რა ჭირი და დოზანა ჰქვია, მოკელდ აგერაა ნახაზზე და იმედია იდეას მიხვდები რასაც ვამბობ, მაგ რგოლის ჩასასმელად კოჭის უკან მიხატული მაქვს პატარა ამოჭრები, იდეაში 1 მილიემტრი მაგ ადგილს ყოფნის,



ამით ადგილსაც ვიგებ, კოჭსაც ვაჩერებ რომ არ გადმოვარდეს და რავი, საკმაოდ მოხერხებულია რა მგონი, მე ყოველთვსი ეგრე ვაკეთებ ხოლმე, და ვაბშე პლანეტაზე ეგრე აკეთებს ყველა


იმის გამო რომ ავიღე 32 მილიემტრიანი ცილინდრო, შევძელი და კედლისთვსი დავტოვე 4-4 მილიმეტრი, რაც სავსებით საკმარისია, დურალუმინის გამოყენების შემხთვევაში, დაჟე შემცირება შეიძლება 3 მილიმეტრამდე პროსტა დურალის სწორი არკა გინდა, მარა აქ სად იშოვი არ ვიცი sad.gif თუმცა მაინც არ გირჩევ 3 მილიმეტრამდე რაყვანას იმის გამო რომ რეზბა გამოიყენება და რეზბისთვსი კედელში რაღაც ხორცი საჭიროა

მოკლედ შიგნით მრჩება 24 მილიმეტრი ადგილი, ეგ კი იმდენად კაია რომ რავიცი smile.gif მოკელდ სასურველი 10 კუბიკისთვის საკმარისია 22-23 მილიმეტრის სიგრძე, საერთო ჯამში უხეშად პირველად ნახაზში შენს მიერ გათვლილი დეტალთან შედარებით კოლოსალური ეკონომია მივიღე



ნუ რავი გადახედე აბა რას იტყვი....

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 19 2014, 11:06 PM

გენიოსი ხარ ძმაო ,,მოკლედ დღეს ის რაც ნახაზზე მაქ სახლში მე თვითონ გამოვჩარხე ,მხოლოდ დამრტყმელი კლაპანი მაქვს დარჩენილი ,მარა თუ მაგდენი მოცულობა უნდოდა წნევას მართლა ვერ წარმოვიდგენდი,,კი შეიძლება პრინციპში გადამყვანით დავამატებ კიდე სიგძეს მარა რაღაც უხეირო იქნება და მე მგონი არც იმუშავებს ,თან კედელი ძაან შემიმცირდა ერთი ორ ადგილას,ცოტა საშიშად მომეჩვენა,,, ეხლა შენი ვარიანტი რომ ვნახე აზროვნება სუმთლად შემეცვალა ჯერ ერთი ადგილი სადაც რედუქტორი დაყენდება 32 მილიმეტრია ,ანუ იმ მილის დიამეტრი ეგრეა და კაკრაზ ყველაფერი ხუთიანზე ჩაეტევა,,მოკლედ ეგეთ რედუქტორს გავაკეთებ,,მე ვფიქრობ ლატუნისაგან გავაკეთო ,კედელს ცოტა მეტს დაუტოვებ ჩემი ნება არ არისsmile.gifმოკლედ მაგრად მომეწონა შენი მოწოდებული აზრი ერთი თხოვნა მექნებოდა ჯაჯა ზომები რომ მომცე და იმის მიხედვით ავაწყობ თორე მე კიდე რაღაც ახალს მოვიგონებ და არ იმუშავებსsmile.gif ,,კლაპანზე ხუფის ობტურაციაზე ვიფიქრე ინტერნეტზეც ვეძებე მარა ვერაფერი ვნახე და იქნებ დამეხმარო გამარკვიო თუ როგორ მოუწყო,,,,იმ რკალს ხარატი ამოიღებს ჩვეულებრივ ჩარხზე თუ სპეციალუ რამე ჩარხი ფრეზი ჭირდება??

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 19 2014, 11:32 PM



პორშინი უკვე გაკეთებული მაქვს ჯაჯა ამ პორშინზე ყველაზე ბევრი ვიწვლალე და ამის მიხედვით ავაწყობ რა,


პოსტის ავტორი: ja_ja Apr 20 2014, 08:05 AM

gocha311
პორშIნზე რომ იწვალე გსაგებია, მაგრამ ზომები რაც მითითებული გაქვს 12 მმ სქელი ნაწილი და 7 მმ ვიწრო ნაწილი.... დისკები ეტევა მაგ ზომებში? მე რაც შემხვედრია დისკები უმეტესობა არის 12.5 მილიმეტრი გარედან და შიგნიდან 6.2 მილიმეტრი ხვრელი. ასე რომ გამომდინარე მაქედან ვაკეთებ ხოლმე 12.7-13 მილიმეტრიან კოჭის სქელ ნაწილს და 6 მილიმეტრიან ვიწრო ნაწილს რომ დისკებში თავისუფლად მოძრაობდეს კოჭი. ტაკ ჩტო ასე ნა აბუმ ზომები ცოტა არ იყოს მაშინებს ასე რომ შენს გახარებას, კარგად გაზომე რა.

თუ შტანგელი არ გაქვს ერთი დისკი გაიტანე ელიავაზე, აიღე სვერლო 7 მილიმეტრიანი და შეეცარე ხვრელში გატარებას, თუ თავისუფლად გაეტია და სვერლო დაჟე ყანყალებს შიგნით ეგ კაია, მარა თუ ვერ გაეტია ან ძლივს ჩადის, მაშIნ ნაკლები ზომის სვერლო დაატოლე და ასე შედმეგ...

იგივე ქენი გარე დიამეტრთან დაკავშირებით, ან ბოლო ბოლო ელიავაზე ყოველ მეორეს აქვს შტანგელი და იმით გაზომე., ასევე გაზომე თითო დისკის სისქე და მთლიანად პაკეტშI რამდენი დისკი გექნება და მათი სისქე რამდენია თორემ ამ საცოდავი კოჭის სიგრძეს ისე ბედნიერად უთითებ 50 მილიმეტრს რომ რავიცი, რეალშI კიდევ მაგდენი ვააბშე არაა საჭირო smile.gif

მოკელდ ეგ ზომები მითხარი და მოგაწვდი ჩემს მიერ დახაზული იდეის ზუსტ ზომებს. ნუ პახოდუ მოვიფიქრებ კლაპნის უკან ზამბარა რაფერ დავაყენოთ რომ მიჭერილი იყოს ხოლმე კლაპანი

ციტატა(gocha311 @ 20th April 2014 - 12:06 AM) *
,,მოკლედ დღეს ის რაც ნახაზზე მაქ სახლში მე თვითონ გამოვჩარხე ,მხოლოდ დამრტყმელი კლაპანი მაქვს დარჩენილი

კაცოუ smile.gif ნახაზის იდეა იმაში მდგომარეობს რომ დახაზო აწონ დაწოლო, თუ რაიმე ინფო გჭირდება სხვას აჩვენო დაეკითხო, თორემ დახაზე და გამოჩარხეს რა აზრი აქვს smile.gif გინდა პირდაპირ გაგიკეთებია და გინდა პოსტა დაგიხაზია და არც კი შეგიხედია პროსტა გამოგითლია... smile.gif

ახლა აგე ჩემი მოწოდებული იდეა მოგეწონა ახლა თავიდან უნდა ჩარხო. მოდი რაღაც მორატორიუმი ჩემოვიღოთ ჩარხვაზე. მინიმუმ 1 კვირა პროსტა ნახაზებს დავუთმოთ (იდელში უკეთესია თუ მეტს დაუთმობ) და ჯობია არა ცალ-ცალკე კვანძები დავხაზოთ, არამედ მერე ეს ყველაფერი ერთად ყველაფერთან ერთად იყოს აკრეფილი, იმიტომ რომ ასე ცალკე ერთი კომპონენტები შეიძლება მეორე კომპლექსთან ვერ ჩაჯდეს (მე ძალიან ხშირად მქონია კლაპანი კორპუსთან არ ჯდება, დამრტმელი არ ეტევა, ლულა სხვაგან მიდის და ასე შედმეგ....)

ამიტომაც მოდი ნუ ჩქარობ, არის მშვენიერი ანდაზა, - მოჩქარეს მოუგვინადესო, არის მეორეც - შორი გზით შემოიარე და შინ მშვიდობით მიდიო. ნებისმიერ ვარიანტში ნუ ჩქარობ smile.gif რომელი კუთხიდან ხარ? გვყავს აქ ერთი გურული. მახსენდება იმის მოქმედებები, არიქა ჩქარჩქარა ის ეს, ეს ის და ბოლოს იმდენი დეტალი დარჩა ხელზე რომ კაი ჭკვიანი კაცი 3-4 თოფს ააწყობდა smile.gif ეგ ყველაფერი კი გადაყრილი ფულია... რავი თუ ფული თავზე საყრელი გაქვს თქვი და თუ ჩვენებურად ნორმალური ადამიანიხარ და არა "ბიძინა მარგველაშვილის" ნათესავი, მაშინ დროა მუხრუჭებს ბოლომდე დააჭირო და ჯერ ყველაფერი ქაღალდზე და ნახაზში მოიხარშოს

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 20 2014, 09:52 PM

smile.gif)))))))))))))))) მაგრად გამაცინე ,,,,,,,,,,,,,,,,

ჯაჯა ქრისტე აღსდგა გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მარავალს დაესწარი შენთან ერთად ოლოცავ ყველა ქრისტიანს,წუხელ რომ დავწერე პოსტი ცოტა აზარტში ვიყავი და არც კი გამახსენდა რომ უკვე 12 საათს იყო გადაცილებული,,

სულსწრაფი ადამიანი ვარ გეფიცები ეხლა მეოთხე რედუკტორის აწყობა უნდა დავიწყო სამჯერ კრახი განვიცადეsmile.gifდა ეხლა ყველაფერი ასჯერ უნდა გავზომო და ერთხელ გავჭრა,,ჩემი ძალიან თავდაჯერებულობა მღუპავს ყოველთვის მარა რა უყო ეგეთი ვარ რაsmile.gifთანაც რაჭველიsmile.gif,,,,,

ამ რედუქტორის აწყობა ჩემით შეუძლებელი ყოფილა ბოლო ბოლო მივხვდი ამას ეს ძალიან ურთულესი რამე ყოფილა მარა ამას მე ავაწყობ ჯაჯა შენი დახმარებით მხოლოდ,,,,ამას ნაღდად მივხვდი,,,ეხლა რაც შეეხება ზომებს ეს კოჭა ხარატმა გაჩარხა ზომები: მთლიანი სიგრძე 50მილიმეტრი ,,ვიწრო ნაწილზე 7 მილიმეტრი მქონდა მითითებული ,,სქელ ნაწილზე კი ცამეტი,მარა მერე მე სქელი ნაწილი ცოტა გავშკურკე და 12-ზე დავიყვანე რადგან სალნიკის ბუდე იყო ძალიან ღრმად ამოღებული და სალნიკი შიგ იმალებოდა,,,,

ისე ეგრე იოლად ნუ მიყურებ სვერლოების ნაბორები მაქ შტანდელიც მაქ და კიდე ათასნაირი იარაღებიცsmile.gifესე რო ეს ზომებია ზუსტად ეხლა კიდე გადავამოწმე,,,ამ კოჭის ვიწრო ნაწილის ბოლოში კაპრონის პლასმასი ჩავპრესე 3 მილიმეტრის სისქის ისე რო ასი წელი იმუშავებს,,მე ვფიქრობდი აი ესეთ რამეს როგორც ამ ნახაზზე მაქ მარა თუ შევცვლით სისტემას პრობლემა არ უნდა იყოს არანაირი რადგან კოჭის ფორმა უცვლელია .მთლიანი სიგრძე 50 მილიმეტრი შეგვიშლის რამეში ხელს???


პოსტის ავტორი: ja_ja Apr 20 2014, 10:41 PM

პირველი თხოვნა, მოდი ერთ აბზაცად ნუ დაწერ ხოლმე მთელს ტექსტს ძალიან ძნელია მერე ერთიანი ტექსტის კითხვა, რეალში არ გაქვს 2 ხაზი წაკითხული და ქვეცნობიერად გგქონია რომ კილომეტრები წაიკითხე, შედეგად დალშე მაგრა გეზარება წაკითხვა smile.gif

ამიტომაც ჯობია პატარა სექციებად დაყო ტექსტი, არც მკითხველი დაიღლება და ვიზუალურადაც უკეთესად ჩანს ტექსტი. პლიუს ქვეცნობიერი ბარიერია, აქედან აქამდე გადავლახე, კაია გავიგე, ახლა მეორე პორცია და ასე შედმეგ... smile.gif

ისე მალადეც შენ რაჭველი და ასეთი ჩქარი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif სა გარბიხარ დაგვიცადე კაცო smile.gif

კაი ახლა რაც შეეხება რეალურად დეტალებს:

1) ნუ 13 და 7 კაი იყოს ეგრე, მაგრამ მირჩევნია დისკების ზომა მითხარი შიდა ხვრელის დიამეტრი და გარე დიამეტრი, თუ შტანგელი გაქვს მთლად კარგი და გადასარევი. გარდა მაგისა დაალაგე დიკები წყობით როგორც გეგმავ მათ განლაგებას რედოქტორის შიგნით და გაზომე სიმაღლეში რამდენი გამოვა, მეეჭვება სიმაღლეში მთელი პაკეტი 13-18 მილიმეტრზე მეტი გამოვიდეს და ეგეც იმ შემთხვევაში თუ იყენებ 12-დან 15 დისკამდე, ჩემი გამოცდილებით 12 დისკი სავსებით საკმარისია, ზოგიერთ სისტემაში მეტია გამოყენებული ზოგან ნაკლები, მაგრამ 12 ოპტიმალურია

2) რაც შეეხება 50 მილიმეტრს, ნუ მე პირადად ხელს არაფერში მიშლის, მარა შესაბამისად წარმოიდგინე დისკების პაკეტი არის 15 მილიმეტრი, უკანა მხარე ვთქვათ 6 მილიმეტრი, წინ რავარც დაწერე 3 მილიმეტრი პლასტმასი, იქ ხვრელისთვის ადგილი ვთქვათ კიდევ 3 მილიმეტრი, რეზინა ვთქვათ ეგეც 3 მილიმეტრი, ჯანდაბას დავამრგვალოთ 10 მილიმეტრამდე შედეგად გამოგვდის 15+6+10=31 მილიმეტრი, ნუ ჰა კიდევ 4-5 მილიმეტრი მივამატოთ, ვიღებთ მაქსიმუმ 36 მილიმეტრს....

რაღასთვის გინდა დამატებითი 14 მილიმეტრი? ტყუილა არის წვრილი ნაწილი გარჭობილი ხვრელში, აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იქნება რეზინა ღრმულში 2-3 მილიმეტრით შესული თუ 20 მილიმეტრით, მაინც იგივე საქმეს გააკეთებს შედეგად ტყუილა კარგავ ზომას. ბოლოს კი იღებ ზედმეტად გაბარიტულ დეტალს.

3) რაც შეხეება 13 იყო 12-ზე დაიყვანე რეზინების გამო.... მოკლედ ჩვენთან რეზინებია ხოლმე საერთოდ დიდი პრობლემა, გვიწევს მაგაზე მორგება, ამიტომაც მოდი ეგეც მითხარი რა ზომის რეზინები გაქვს და ვინც დაგიმზადებს დეტალებს იმას რეზინაც უნდა მიუტანო, რომ სიღრმე აკონტროლოს, თორემ მერე პოსტ ფაქტუმ დეტალების პადგონკა არ გაამართლებს. მერე რომ აღმოჩნდეს რომ დისკიც 12 მილიმეტრია და კოჭიც... დისკი თავისუფლად ვერ იმოძრავებს ხვრელი კიდევ 13 მილიმეტრიანია, შედეგად კოჭს "პერეკოსი" ექნება და ყოველთვის გააპარებს ჰაერს...

მოკლედ რედუქტორი არ არის ის დეტალი რომელიც გაპატიებს თუნდაც 1 მილიმეტრიან აცდომებს, მანდ თამაში მიდის კაკ მინიმუმ მეათედებზე ანუ 0.1 მილიმეტრის სიზუსტეზე. იქ 13 იყო და 12-ზე პრაიზვოლნად დაიყვანე ეგ რედუქტორისთვის არის კატასტროფა. არ ვიცნობ შენს ტოკარს მაგრამ ან უნდა სთხოვო რომ მეტად სუფთად იმუშაოს, ან წინასწარ ზომები უნდა მისცე, ან რავი რაღაცნაირად უნდა მოილაპარაკოთ.

დალშე რეზინა არ შეიძლება რომ ძალიან იყო ამოყოფილი ზედაპირიდან, ვთქვათ რეზინის კედლის სისქეა 1.5 მილიმეტრი, მაშინ ღრმული რეზინისთვის უნდა იყოს 1.2 ან 1.3 მილმიეტრი, ზემოთ ამოშვერილი უნდა დატოვო 0.2-0.3 მილიმეტრი, ეგ სავსებით საკმარისია, უმჯობესია 0.2 მილიმეტრისკენ მიისწრაფოდე, მაგ დროს ცვეთა ნაკლებია, გადახრები არ არსებობს, და წნევის ზეწოლის გამო რეზინა იმდენად ღრმად არის ჩამჯდარი რომ ბუდიდან არ ამოხტება.

მაღალი წნევის დროს რეზინა გამთბარი პლასტენილივით იქცევა და სითხის თვისებებს იძენს, გაძვრება ნებისმიერ ზედმეტ ხვრელში, დამიჯერე არაერთი მწარე გამოცდილება მაქვს მიღებული

4) რაც შეეხება ჩემს დახმარებას, მე ნახაზებშიდ ა იდეებში უფასოდ დაგეხმარები, მაგრამ თუ საქმე დეტალის დამზადებაზე მიდგა მანდ უკვე დიდ ბოდიშს მოვიხდი წინასწარ, მაგრამ მასეთ საქმეს მე უფასოდ ვერ გავაკეთებ, კონკრეტულად რედუქტორებს ვაკეთებ, მაგრამ ჩემი რედუქტორები 100$ ჯდება პლიუს 1-2 კვირა დრო (ვიცი რომ ძვირია ფასი, მაგრამ დამიჯერე ეგრეა, ჩემი გაკეთებული რედუქტორი თუ ყოველდღე არ იქნება დაშლილ აწყობილი გადაწყობილი, იქ ნესტში არ იმუშავებს და მტვერთან არ ექნება საქმე წლობით მუშაობს, 3 წლიან პრაქტიკაში მხოლოდ 2 კაცის რედუქტორი მაქვს პრობლემური და იქაც ჩემი მინუსი ნომინალურია, რაფერ მოხერხდა იმ თოფებში ნესტის შესვლა ისე რომ მთელი მექანიზმი გაჭედილიყო და რეზინები დახლეჩილიყო ვერაფრით ვერ გავარკვიეთ). ეს პირობები თუ მისაღებია, კიბატონო, მოვილაპარაკოთ საბოლოო ფორმებზე და გავაკეთებ, მაგრამ გაითვალისწინე იქ რაღაც ვერ გათვალე და პატარა რამეა გადასაკეთებელი ... ნუ ეგ პლიუს თანხა იქნება. ასე რომ ჩემს ხელში 4 რედუქტორის გაკეთება biggrin.gif დამღუპველი იქნება ფინანსური მხრიდან, ამიტომაც კარგად აწონ დაწონე ყველაფერი.


პოსტის ავტორი: nihontoman Apr 21 2014, 01:52 PM

ja_ja

ციტატა
აგერ ერთ-ერთი იდეა ნახაზში, შეიძლება ვიღაცას პრაქტიკული მოეჩვენოს, მე კიდევ მიუხედავად იმისა რომ შედარებით მარტივად რეალიზებადი მეგონა, ნახაზის დასრულების შემდეგ და წარმოდგენის შემდეგ ისე არ მომეწონა ვიზუალში, რომ არც არავის არ უნახავს ცხოვრებაში ეს მოდელი



ბალონი სადღაც იღლიაში მიდის, მიმწოდებელი ცხვირში გირტყავს, სახიფათოა მოხრილი შლანგი წნევის ქვეშ გამოკრავ რაღაცას და ან გასკდება ან გამოვარდება და ასე შედმეგ, ვსიო ადგილზევე დაიბრაკა.

მერე უკვე მაგ მოდელზე დაყრდნობით შემდეგი მოვხაზე, იმაში ის არ მომეწონა ეს, კიდევ ჩემდეგი, კიდევ, და ახლა მუშაობის პროცესშია გაგეცინება და მე-11 მოდიფიკაცია, რომელმაც პრაქტიკულად სასურველ ფორმებს მიაღწია და უკვე ნაწილი დეტალების დამზადებაც მიმდინარეობს, შედეგად აი ამ ბოლომე-11 მოდელს უკვე გამოვაჩენ ხალხში smile.gif


Jajanator mk11??? biggrin.gif მაგარი იდეაა, ეგეთი რედუქტორიანი ბალონები საკმაოდ იაფად ჩითავს და ბევრ პრობლემას აგვარებს... ხანდახან მეფიქრება ხოლმე რამე იაფიანზე მასეთის მიბმა, უბრალოდ ძენგი ნიეტუ ჯერ sad.gif

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 22 2014, 12:57 PM

ჯაჯა სანამ ამ ოხერი რედუქტორის აწყობას დავიწყებდი მთელი ინტერნეტი გადავჩხრიკე გადავთხარე რა მოკლედ მარა 100 ევროზე ნაკლებად 28 ჯოულის სიმძლავრის რედუქტორი ვერ ვნახე ესეც ერთადერთ საითზე ,პლიუს დაზაკაზება 20- 30 დოლარიდან,, ფრე შიპინგით ვერცერთი ვერ ვნახე და პლიუს ამას დაუზაკაზებ ვთქვათ ჩამოვიდა და ერთ თვეში გაფუჭდა ხომ შეიძლება ეგრეც მოხდეს და 120 ევროც ჩაილურის წყალშიც გამისვრიააsmile.gif,შენ კი 100 დოლარს აფასებ დაროგორც მივხვდი გარანტიასაც იძლევი,,,, ეს საუკეთესო ვარიანტია მე მგონი მარტო ჩვენ თბილისში არა მთელ საქართველოში,რადგან ამ ფასში მთელი მსოფლოი რო შემოიარო ამ სიმძლავრის რედუქტორს ვერ ნახავ .
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მე ეხლა ჯაჯა კოჭა და კოჭის ბუდე გაკეთებული მაქ კოჭა ერთიანი სვერლოთი გავხვრიტე და მზად არის ზომები როგორც მიწერია წინა ფოტოზე ეგრეა,,ნახაზიც გავაკეთე გთხოვ აბა გადახედე და თუ რამე შეცდომა მაქ შემისწორე,,,, ჯერჯერობით ისევ მე ვეცდები ავაწყო

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 22 2014, 03:27 PM

gocha311

ეეე ჩვენ ასე წინ ვერ წავიწევთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

1) რამდენჯერ გთხოვე გაზომე დისკები და ზომები მომეცი რომ ნორმლაური ნახაზი გავაკეთო ზომებით, დისკის გარე დიამეტრი, დისკის შუა ხვრელის დიამეტრი, მთლიანი პაკეტის ზომა (რამდენი დისკიც არის და წყობის გათვალისწინებით).

მომაწოდე ეს ინფორმაცია თორემ ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნით მე-3 დღეა

2) მწვანე ფერით რაც გაქვს აღნიNშული მაგას შიგნიდან რამდენი აქვს დიამეტრი შენს ნახაზში? ნ გარედან ვხედავ 32 მილიმეტრია, შიდა ზომა არ ჩანს, ვიხელმძღვანელებ რედუქტორის ზომით სადაც მიწერილი გაქვს 20 მმ, ანუ მაგ დიამეტრივე გიხატია მწვანე ნაწილში რაც არის, მანდ კი რეზბა გაქვს მიხატული, შედეგად M20 რეზბა რომ მოიჭრას ვთქვათ 1.5 ბიჯით (ანუ შაგ 1.5), მაშინ გამოდის 20 მილიმეტრს მინუს 1.5 მილიმეტრი და მივიღეთ შიდა დიამეტრი 18.5 მილიემტრი.

შემდეგ გავაგრძლოთ მათემატიკა გარე დიამეტრი 32მმ შიდა 18.5, გამოვაკლოთ ერთმანეტს მივიღეთ 13.5 მილიმეტრი, ანუ კედლის სისქე რომ გავიგოთ უნდა გავყოთ 2-ზე და გამოვიდა 6.75 მმ, თითქმის 7 მილიმეტრი. წინა პოსტებში დაწერე რომ ნიტო ბრინჯაო, ნიტო ლატუნის გამოყენებას აპირებდი, მაგ შემXთვევაში კი:
- ა) ძალიან მძიმე იქნება სქელი კედლის გამო, გაითვალისწინე მტელი თოფი უნდა გამოვიდეს 3-4 კილო და მხოლოდ ეგ ნაწილი გამოგივა 1 კილოზე მეტი
- ბ) ასეთი სქელი კედელი ლატუნისთვის ან ბრინჯაოსთვის საჭირო არაა მითუმეტეს რომ ეგ არის დაბალი წნევის ტერიტორია და არა 150-ან 200 ატმოსფეროს ტერიტორია, პლიუს დიამეტრია პატარა შედეგად კედლებზე ზეწოლა ნაკლებია... კაროჩე ტყუილა კარგავ მოცულობას, ლატუნს კი არა დურალს არ სჭირდება მაგსისქე კედელი. მანდ რეალურად თუ იშოვი Д16т მარკის დურალს 3 მილიმეტრი კედელი ყელში ამოგივა ანუ გამოვა რომ 32-3-3= იქნება 26 მილიმეტრი, ანუ რედუქტორის უკან არსებული სივრცისთვის გაცილებით მეტი მოცულობა გრჩება. ზატო სიგრძეში მოიგებ

3) კლაპნის ზამბარისთვის მეც იგივე კონსტრუქციას ვფიქრობდ, მაგრამ შემეშინდა ძნელი იქნება გასაკეთებლად მეთქი და იმიტომაც ეგ ფორმა არ დამიხაზია, რაიმე უკეთეს იდეას ვეძებ ჯერ ჯინაზე არ მოდის არაფერი, მაგრამ არ ვჩქარობდი, რადგან ჯერ სხვა ყველაფერი გასათვლელ დასახაზია და მაგის მოსაფიქრებელი დრო არის მეთქი.

4) კაი ეს კლაპან რედუქტორის სისტემას ნელნელა ვღეჭავთ და ალბათ 1-2 დღეში ბოლოშI გავალთ, შენ ახლა ის მითხარი რესერვუარი რაფრა უერთდება ამ შენს კონსტრუქციას წინიდან? რედუქტორს თავზე ექნება რეზბა როგროც მე დავხაზე და ბალონს ჩამოახრახნი თუ რაიმე სხვა იდეა გაქვს ჩაფიქრებული?

5) უკვე დროა უკანა მხარეზე ფიქრიც დავიწყოთ, ანუ დამრტყმელი და ზამბარა, პლიუს ეს ყველაფერი რაში იქნება მოთავსებული და შენს და ჩემს მიერ დახაზული კლაპანი რაფრა ჩამაგრდება მანდანე?




პოსტის ავტორი: gocha311 Apr 22 2014, 10:25 PM

მართლა გავიჭედეერთადგილზე და ვბუქსაობა smile.gifხოდა თუ ცოტა არ წამეშველე ამ იამიდან ვეღარ ამოვალsmile.gif

მთლიანობაში ჯაჯა შენ უფრო ზუსტად დაწერე ამ ნახაზის ზომები smile.gif
----------------------------------------------------------------------------------
როგორც გითხარი კოჭა და კოჭის ბუდე გაკეთებული მაქ და ამის მიხედვით მივყევი სიტუაციას. კოჭის ბუდეზე გარედან რეზბა მ20 და 1.5 ბიჯით არის მოჭრილი და აქედან გამომდინარე რედუქტორს მიღმა მოცულობის შიდა დიამეტრი იქნება 18,5 და მოცულობა რედუქტორს მიღმა ჩემი ნახაზის მიხედვით გამოდის 92,5 ანუ 10 კბ სანტიმეტრი არ გამოდის მარა მე ვფიქრობ იმისთვის რასაც მე ვაწყობ სრულიად საკმარისი უნდა იყოს ეს მოცულობა რომ ნორმალური გასროლა გააკეთოს.(92.5).

რაც შეეხება კედლის სისქეს გამოდის 7.3 ,, რავიცი ცოტა უსაფრთხოებაზე ვიზრუნე მარა თუ არ არის მაგხელა კედელი საჭირო შეიძლება ცოტა შემცირება,,ადგილი სადაც მთლიანად აწყობილი რედუქტორი ჯდება დიამეტრი 33მილიმეტრია ,და ადგილი მაქვს,,ან კოლიცოებს ან რამე ამ დაგვარს დაუმატებ რომ მკვრივად ჩაჯდეს აქედან გამომდინარე მთლიანად გარეთა დიამეტრს ავიღებ 26 მილიმეტრს და წონაშიც დაიკლებს და ეს პრობლემაც მოგვარდება.მასალას შევეცდები რომ დურალი Д16т ვნახო, შეიძლება ამ ხარატსაც ქონდეს დიდი ცეხია და ქვეყნის მასალა უყრიათ.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რესერვუარი ბალონი მაქვს მონაცემებით 124ბარ.1800პსი 9 ოზ . აი ამ გადამყვანს დაუზაკაზებ



და შემდეგ კიდე გადამყვანით შევაერთებ რედუქტორთან ,ის რეზბა რომ ჩანს ჩემ ნახაზზე რედუქტორის ბოლოში ზუსტად იქ.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
უკანა მხრიდან ზამბარა და ჩაქუჩი უკვე აწყობილი მაქ ჯაჯა ,ესეიგი ჩაქუჩის გარე დიამეტრია 15 მმ,სიგრძე 20მმ, ,ზამბარის სიგრძეა 90მმ,,ზამბარა და ჩაქუჩი ერთმანეთზეა მიმაგრებული ნუ რომ ჩაქუჩმა თავის ნებაზე არ იმოძრაოს , ეს ყველაფერი ბუდეში ზის.ის ვიდეო თუ გახსოვს ,ჩაქუჩი საკმაოდ მაგრად ურტყავს და იდეაში უნდა გაამართლოს.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კლაპანზე არ ვიცი შენი იმედი მაქ რომ სწორ გზაზე დამაყენო ,,,წინა კლაპნები რამდენიც ავაწყე ზოგს ჰაერი გაზდიოდა ზოოგი კლაპანის სალნიკს გლეჯავდა ,მოკლედ ეს არ ვიცი როგორ გავაკეთო,ჩემი იდეა კი ამ ნახაზშია მარა ეს მხოლოდ იდეაა smile.gifამას ცოტა მეტი ზიზუსტე უნდა და შენ უნდა დამეხმარო ნახაზში რომ სწორი ზომებით ავაწყო .......

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 23 2014, 02:19 PM

ერთი შენს გახარებას ეს ხაზები რაღა უბედურებაა შუა ტექსტში? smile.gif აბზაცად გამოყოფა რაიმე სხვას აკეთებს?

1) ესეიგი მე-4 Dრეა ვიხვერწები დისკების ზომები დადე მეთქი, გაქვს დისკები თუ არა ? თუ გაქვს დადე თუ არა და რას გვაწვალებ smile.gif შენთვისვე მინდა ხომ, ჩემთვის ხომ არა, ყველაფერზე წერ ყველაფერს მპასუხობ, ახალ იდეებს წერ და ამ დედა აფეთქებული დისკების ზომებს ცოცხალი ტავით არ დებ... რა ხდება მშვიდობაა?

2) კოჭი და კოჭის ბუდე გაქვს გაკეთებული??? ახლა გადამრევ, შენ არ წერდი კოჭი 13 მილიმეტრი იყო და დავიყვანე 12-ზეა? თუ ბუდე უკვე 13 მილიმეტრისთვისაა გაჩარხული შეგიძLია ორივე ან ერთერთი გადააგდო. ღრეშო 1 მილიმეტრზე არ გაპატიებს არაფერს და არ იმუშავებს რედუქტორი, ან გააკეთებს 1-2 გასროლას და რეზინას გამაოგდებს გარეთ.

3) 7 მილიმეტრი კედელი უსაფრთხოება კი არა უაზრო წონაა, დურალისთვსი 4 მილიემტრი არის აი სუპერ პუპერ თავის დაზღვევა, და შენ თუ ლატონს ან ბრონზას უყურებ უკვე სვერხ წონაა და არა დაზღვევა.

4) ბალონი მგონი შენ co2-ის გქონდა, თუ ეგ გაქვს კიდევ ჯობია ახლავე დაივიწყო, ვიზაუბრეთ ჩვენ უკვე მაგაზე რომ co2-ის ბალონი მაღალ წნევასთან ნამეტანი აპასნია.

5) აი ეგ გადამყვანი რომ გაქვს დადებული თუ იცი მაინცა რა არის? smile.gif ეგ არის პეინტბოლის რედუქტორი. აქედანვე მიჩნდება კითხვა თუ მაგას უკვეთავ რაღა ჭირად გინდა მაშინ იმ რაცხა გაუგებარ რედუქტორს რომ ეჩალიჩები? სხვა კი არაფერს ვამბობ როდესაც ვამბობ ჯერ ნახაზი და მოფიქრება მეთქი, ანუ ახლა გამოდის მაგ რედუქტორს უყურებ, შედეგად უკვე ჩასასმელი ბუდე, სხვა არის მოსაფიქრებელი, შენი ძველი რედუქტორი პროსტა ეგრევე გადასაგდებია, მაგ ახალი რედუქტორის ჩასმის ადგილზე მოსაფიქრებელი გაქვს მაგის გახსნის კლაპანი, რომ ჩახრახვნის მერე გაიხსნას ეგ რედუქტორი წინააღმდეგ შემთXევვაში დაკეტილია და ჰაერს არ უშლებს....

მოკლედ აი ესაა შიგნიდან მაგ ეგრეთწოდებულ "გადამყვანში"



ანუ ნომერი 1 გასაგებია მანმეტრია, ბანძი არაზუსტი, მაგრამ მაინც რაცხა ნა პადობიე მანომეტრია. არაზუსტს იმიტომ ვეძახი რომ სპეციფიკაციებით +-10% უწერია და ეგრეც მუშოაბს, ანუ შეიძLება რეალურად წნევა იუოს 200 ატმოსფერო, მაგრამ, შეიძლება გიჩვენოს 220 ან 180 ატმოსფერო და ეგ მიზაღები ცდომილებაა smile.gif, გასათვალისწინებელი გექნება ნომერი 2 კლაპანი, ეგ არის დამცავი კლაპანი ზედმეტი წნევა რომ შევიდეს ეგ გაიხევა და ჰჯაერს გამოუშვებს რომ რედუქტორს არაფერი დაემართოს. აი მესამე დეტალი კი ტვინს მოგიხნავს, იმიტომ რომ ეგ კეტავს ბალონში ჰაერს და არ უშვებს გარეთ, შენ თუ მაგას ჩააყენებ შენს თოფში მაშინ მოსაფიქრებელი გექნება რა მიაწვება მაგ ნომერ 3 დეტალს რომ შეიწიოს შიგნით და გაიხსნას თორემ ჰაერს არ გამოუშვებს! გარდა მაგისა დისკების მიმდევრობაა გასათვალისწინებელი, უმეტესობა მაგ რედუქტორებისა გათვლილია ოპპეინტბოლის წნევაზე ანუ 55 ატმოსფეროზე.

ახლა მითხარი რით განსხვავდება კონსტრუქციულად შენს მიერ ნაწვალები რედუქტორისგან? და რომ დაწერე, ამ გადამყვანს ჩემს რედუქტორზე მივაერთებო ესეიგი რას მიიღებ რედუქტორიდან რედუქტორზე გადასვლას? მდაა smile.gif

პროსტა ეგაა რომ ცოტა გრუბია და ნაკლებად ზუსტია (პეინტბოლში მეტი სიზუსტე საჭირო არაა), თან გაითვალისწინე შეიძლება გადასაწყობ გადმოსაწყობ დასარეგულირებელი გახდეს, ასე რომ ლინკი მაინც დადე რას აპირებ რომ გამოიწერო, თუ რა თქმა უნდა უკვე გამოწერილი არ გაქვს smile.gif

5) კლაპანს როგორ აკეთებ ამიხსენი? წინა კლაპნები არ მუშაობდაო და რაში იყო პრობლემა? მანდ გაქვს რამდენიმე ძირითადი საკითხი გასათვლელი:
- სუფთა და სწორი ზედაპირი რომ ზედმეტ ნაჩხაპნებში და ნაკაწრებში ჰაერი არ იპარებოდეს
- სუფთა და სწორი ხვრელი სადაც კლაპანი იმოძრავებს, წინააღმდეგ შემთXევვაში ბორძიკობის და გადახრების გამო შეიძLება გვიან გაიხსნას ან ვერ გაიხსნას, ან გაეჭედოს და ვერ დაიკეტოს
- კლაპნის თავი, უნდა იყოს თან რბილი თან მყარი პლასტიკატი. სწორედ ეგ პლასტიკატი უნდა შეეხოს კლაპნის ბუდის სუფთა გაპრიალებულ ზედაპირს, იასნია ეგ პლასტმასიც სარკესავით სუფთა და სწორი უნდა იყოს თორემ ჰაერი ისევ გამოიპარება.

კლაპანი ვიზუალურად გამოიყურება აი ასე



ანუ ფოლადის ღერძი კაპრონში. სწორედ ეგ კაპრონის თავი ედება ზედაპირს და კეტავს ჰაერს. შენ კიდევ ნახაზებში ვეჩნა სადღაც შუაწელშI გაქვს ხოლმე რეზინები მიხატული, არანაირი რეზინა საჭირო მანდ არაა. სუფთე ზუსტი ხვრელი, სუფთა რედაპირი და სწორი ცაკეტვა ი ვსიო....


6) ნუ დამრტყმელი და ზამბარა თუ გაქვს ეგეც დახაზ მიხაზ მოხაზე და სურათიც გადაუღე რა რაფერ გამოიყურება თორემ რავარც ვხედავ შენ ჯერ ძალიან ბევრი რამე არ გესმის რა რაფრა მუშობს და ჩათვალე ბაყბაყდევს დაეჭიდე და რატომღაც გგონია რომ ძალიან მარტივი საქმეა პნევმატიკის გაკეთება smile.gif, მოკლედ ნახაზი და რეალური სურათი მოიტა რომ გადავხედოთ რა რაფრაა თორემ სადღაც ბოლოშI გამოძვრება კიდევ რაიმე მამაძაღლობა smile.gif

7) რედუქტორის დიკების ზომები მოიტა ან რა რედუქტორს უკვეთავ თორემ გაეჩხირები აი http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2937, ნახე ადამიანს რამდენი რაღაცის ყიდვა დასჭირდა რომ აზრზე მოეყვანა ეგ რედუქტორი და ბოლოს გაყიდა იმიტომ რომ აზრი არ ჰქონდა, ასე რომ კარგად აწონ დაწონე ყველაფერი.

8) ნახაზს კი რაც შეეხება უკვე არარ ვიცი რა დავხაზო smile.gif აქამდე დისკების ზომას ვითხოვდი და თურმე საერთოდ ყევლაფერი იცვლება smile.gif

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 23 2014, 08:19 PM

ჯაჯა სამწუხაროდ დიკები საერთოდ არა მაქ და იმიტოც ვარ ამ თემაზე ცოტა ჩუმად ,ისე აი ეს ზამბარა მაქ



ზომებია სიგრძე:12.1 სიგანე 11.9ძალიან ძალიან ძლიერია ოგონდ არ ვიცი რამდენ კილოზე იკუმშება ,ვFიქრობ დავაყენებ თუ იმუშავა ხო კაი თუ არადა ან ებაიზე ან ამაზონზე დაუზაკაზებ.


ჯაჯა მართალი ხარ იმ ნახაზზე ცოტა დამაბნეველად მაქ დაწერილი ზომა ,ხომ იცი ნახაზებში ცოტა სლაბი ვარ ,, ,,,12 -იანი სვერლო ვიყიდე და იმით გავხვრიტე ,მერე აკურატნათ ნულავოი შკურკით ამოვაპრიალე,,,კოჭა კი 12.1 -ია



ბალონი ის მაქ ნამდვილად 124ბარი ანუ 120ატმოსფერო ,ჯაჯა ვნახავ ,ავაწყობ ამ იარაღს ჯერ სიმართლე გითხრა ბოლომდე არ ვიცი რა გამოვა smile.gifდა თუ იმუშავა და კაი გამოვიდა ბალონი სად გამექცევა მერე შევცვლი რა.

ეს გადამყვანი კი არა რაღაც ხლაფორთობა ყოფილა ნამდვილად არ ვიცოდი სპასიბა რომ გამარკვიე ,არც დამიზაკაზებია ხელფასი არ მაქ ჯერ აღებულიsmile.gif,ეს ნამდვილად არ მჭირდება მე უბრალო გადამყვანი მინდა ბალონიდან გამომავალი სადაც იქნება მანომეტრი და ჩასატუმბი კლაპანი საიდანაც ცო2-ს შეუშვებ,ამის შემდეგ კიდე ერთი უბრალო გადამყვანი რომელიც რედუქტორზე შეერთდება...azzy -უს დაშვებული შეცდომა წავიკითხე ჯაჯა , მეც არ მინდა იგივე გავიმეორო როგორც მივხვდი შენც შეგიძლია რომ გააკეთო ასეთი რამე , შეძლებ ხომ შენ რომ გაჩარხო ამ დაგვარი რამე ?? ესეიგი რომ ქონდეს მანომეტრი და ჩასატუმბი კლაპანი .

დამრტყმელს და ზამბარას დავხაზავ ეხლა და დავდებ ფოტოს

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 23 2014, 08:59 PM

gocha311

ციტატა(gocha311 @ 23rd April 2014 - 09:19 PM) *
ჯაჯა სამწუხაროდ დიკები საერთოდ არა მაქ და იმიტოც ვარ ამ თემაზე ცოტა ჩუმად

გადამრევ smile.gif საკუთარ თავს უმალავ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif, იყოს ზამბარა რა მნიშვნელობა აქვს, მართალია რაცხა სტრანნი ზამბარა არ მინახია ეგეთი, მარა ნუ იყოს...

რაც შეეხება ზომებს ნუ 11.9 არაა პრობლემა, თუმცა შიდა ხვრელი მაინც არ გითქვია რამდენია (ზაბარის შიდა ხვრელის დიამეტრი), ასევე სიგრძეში რამხელაა არ ვიცი, ნუ უხესად ახლა პროგრამაში შევიტანე და გარე დიამეტრი რომ ვიცი უხეშად სიგრძე მივიღე 13.6 მილიმეტრი... ჰოოდა კოჭი მგონია ნამეტანი გრძელი smile.gif

მეც მაგის მეშინოდა რომ ზამბარები და დისკების პაკეტი როგროც წესი 12-15 მილმტერში მერყეობს... კაროჩე მგონი ნამეტანი გრძელია კოჭი, მარა რავი არ ვინდა ცოცხალი ტავით ახალი გააკეთო smile.gif თუმცა მესმის შენი უკვე იმდენი დახარჯე რომ smile.gif

ნუ ბალონიც კაი თუ არ აწევ წნევას 1800-PSI-ზე ზემოთ ანუ 120 ბარზე ზემოთ კაი ბატონო, მარა რედუქტორს რასაც ჩალიჩობ ეგეც სადღაც მაგ წნევასთან უნდა იყოს რომ ნორმალური გასროლა მოგცეს და ცოტა აზრს ხომ არ გარგავს რედუქტორის არსებობ? ანუ წარმოიდგინე ბალონში არის 120 ატმოსფერო, რედუქტორიც მაგაზეა დაყენებული და პირველი გასროლის წინ უჭირავს წნევა, მაგრამ პირველივე გასროლის მერე ბალონში უკვე რჩება სიტყვაზე 118 ატმოსფერო, ანუ რედუქტორი აღარ იხურება და ღია რჩება შედეგად იარაღი რედუქტორის გარეშე იწყებს ჰაერის გახარჯვას... აზრი იკარგება რედუქტორის....

წინა პოსტებში იმიტომ გეუბნებოდი რაიმე მარტივი გააკეთე მეთქი ანუ საერთოდ რედუქტორის გარეშე გაგეკეთებინა მეთქი ჯერ ეგრეთწოდებული "პრიამატოკი" ხელს გაიწაფავ მეთქი და მერე წახვიდოდი დალშე smile.gif

რაც შეეხება გადამყვანს ანუ უფრო მართებული იქნება შემაერთებელს ბალონსა და რედუქტორს შორის დამტენი პორტითა და მანომეტრით ნუ მაგის გაკეთება ყველას შეუძლია არაა ეგ პრობლემა, მაქამდე მივიდეს საქმე და ნ მე ან ჟორა დაგეხმარებით მაგ საქმეში, შეიძლება ნორიკამაც მოიცალოს და ისიც დაგეხმაროს, მოკლედ ჯერ ეგ შორსაა smile.gif

კაი წავედი ახლა მივხაზ მოვხაზავ თავიდან და დაგიყრი ცალ-ცალკე დეტალებს თავისი ზომებით, მერე კიდევ ერთი ტვინ შეტევა უნდა რომ ეს ყველაფერი გააზრებული და გონივრული იყოს....

P.S. ჰ მართლა შემდეგისთვის გაითვალისწინე 12-იანი სვერლოთი გახვრეტა ეგეთ ადგილებში არ შეიძლება, ანუ იდეალში უნდა გაგეხვრიტა 11.8 ან მაქსიმუმ 11.9 მილიმეტრიანი სვერლოთი, მერე უნდა გაგეტარებინა 12-იანი რაიბერი და აი მხოლოდ მაგის მერე ეგერთ წოდებული "ნულევოი" შკურკა კი არ უნდა გაგეტარებინა, რომლის შეგრძნება აღქმაც ყველასათვის სხვადასხვაა, არამედ კონკრეტული ზომის შკურკა უფრო სწორედ კი ზუმფარის ქაღალდი უნდა გაგეტარებინა:

- ლაითი დაწოლით და ცოტახნით 500-იანი
- ნორმალური დაწოლით და ცოტა მეტი დროით 1000-იანი
- და ბოლოს 1500-იანი ან 2000-იანი ზუმფარის ქაღალდი რომ მართლა საერთოდ სარკისებური ზედაპირი მიგეღო,

ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მშრალ ზედაპირზე ზუმფარის ქაღალდის გამოყენება, აუცილებლად უნდა თხელი ზეთი ან ნავთი, საუკეთესო გამოსავალია WD40. მართალია მაგის მერე ხელები საშინელ დღეშია წვრილი ალუმინის პუდრის გამო თან ზეთში აზელილი, საზიზღარ შავ ნაგავად ჯდება ხელებში, მაგრამ აი ზედაპირი გამოდის გალოკილი, განსაკუთრებით თბილი წყლით და საპნიანი წყლის გადავლების მერე....

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 23 2014, 09:24 PM



რავი რაც შევძელი დავხაზე,მთლიანი სიგრძე 140 მმ-ია პრინციპს მიხვდები შენ ჯაჯა,მიმწოდებელთან ერთად ჩაქუჩიც მიყვება .

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 23 2014, 09:34 PM

gocha311
მანდანე რაცხა ნიტო ხატია

ის მრგვალი ლურჯი ყავისფერი გარსით თუ დამრტყმელია მაშინ კითხვა მაქვს:

- ეგ რომ მთლიან დიამეტრს იკავებს მიმწოდებელი ტავისი შახტიდან არ ვარდება? პლიუს ცოტა არ იყოს სტაბილური მოძრაობა იკარგება მრგვალი ფორმის გამო , ნუ მე ეგრე მგონია... კაი მაგასაც რაცხა ნახაზში გადავიტან და ვნახოთ მერე ერთად რა და როგორაა

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 23 2014, 09:44 PM


ჯაჯა ჩემი შტანგელით ამ ზამბარის შიდა ზომას ვერ ვიგებ ისე რომ ჩავსვავ ზუსტად ჯდება ძალიან მჭიდროდ არ არის მარა თავისუფლად მოძრაობს,

ზამბარაზე არის გადაბმული და ბუდიდან არ ხტება უკანვე ბრუნდება თAვის ადგილზე პლიუს ამას ჯაჯა ეხლა მე ვერ დავხაზავ ეს ჩაქუჩი ზის კიდე თხელ მილში რომელიც რაღაც მცირრე მანძილზე ზამბარაზეც არის გადასული ხომ ხვდები ესეიგი დამრტყმელი და თხელი მილი ერთმანეთზე ჩაწებებულია ნუ ვინტით და შემდეგ დამუშავებული ისე რომ ვინტი არ ჩანს რომ ხელი არ შეუშალოს მოძრაობაში, ისე მართლა მაგარი ხარ როგორ უცებ მიხვდიsmile.gif მე უბრალოდ ვერ მოვიფიქრე როგორ დამეხაზა ეგ

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 23 2014, 09:56 PM

ესეთი რაიმე ცხოვრებაში არ მინდახია, ნელ ნელა ფარდა ეხდება საიდუმლოებას biggrin.gif

შეკაცო თუ რამე გაქვს გამზადებული დადე რა ერთიანად და ერთად ვისმჯელებთ რა როგორ რას უნდა მოერგოს, ხან ერთი რაღაც გვანახე, ხან მეორე, ხან მესამე დავიტანჟე biggrin.gif ვერ ვბედავ რამე დავწერო , მერე უკვე გაკეთებული რომ გქონდეს სხვანაირი და სხვა ზომების აზრი? smile.gif

პ.ს.

ეგ ზამბარა სად იშოვე?

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 25 2014, 10:12 AM

ეს ზამბარა ჟორა ნავთლუხის ბაზრის მოპირდაპირედ რომ შეხვალ ბოლოში ათასნაირი ხარახურა იყიდება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ,ცოტა ესეთი ალკაშები ყიდიან რა მარა 100დოლარიანი დეტალი,ნივთი შეიძლება 1 ლარი ღირდეს და ან პირიქით 1 ლარიანი 100 დოლარიsmile.gif)))

ზალიან მაგარია და ვცდი თუ იმუშავა კაი თუარადა მერე რაღაცას ვიზავ,,,,,,, ისე თუ იცით წნევის დაწოლა კილოგრამებზე რომ გადავიყვანოთ რამდენი მილიმეტრი უნდა შეიკუმშოს ნორმალური ზამბარა ან დისკები რედუქტორში ვთქვათ 10 კუბი სმ მოცულობიდან ,100 ატმოსფეროს ჩატვირთვაზე????




კაცო ამ დამრტყმელ მეხანიზმს თუ ეგრე ძაან ძირფესვიანად დააკვირდებოდა ჯაჯა არ მეგონა ,შეიძლება ცოტა ჯაჯა გაბრაზებულიც იყოს რომ თავიდანვე არ უთხარი რომ დამრტყმრლი კიდევ სხვა თხელ ბუდეში ზის , ,ეს იმიტომ რომ მიმწოდებელის და პარალელურად დამრტყმელის უკან გაწევისას სასხლეტის კბილი არ მოედოს ზამბარას




ჟორა პრინციპში ამას რასაც ვაკეთებ ნაღდად არ ვიცი ბოლოში რა გამოვა ვიცი მეც რომ ხარისხი დაბალია მარა მე მაინტერესებს ერთი რამე თუ გამომივიდა ბოლო ბოლო ეს იარაღი და იმუშავა მაშინ არანაირი პრობლემა არ იქნება რომ ზოგი რამ დაკოპირდეს ამ იარაღიდან ზოგიც უფრო გაუმჯობესდეს და შემდეგ გამოიჩარხოს ისეთი რომ არც ბაგაჟნიკიდან გამიტყდება ამოღება გასვლებზე და არც სანადიროდsmile.gif მარა მთავარია რომ იმუშავოს ვიცი რომ ბაყბაყდევს ვეჭიდავები ცარიელა ხელებით და პატარა შანსი მაქ ძალიან გამარჯვების მარა მე მაინც ვცდი რომ ბოლომდე მივიყვანო ეს საქქმე.







პოსტის ავტორი: geojorjika Apr 25 2014, 10:57 AM

gocha311
მაგ ადგილს აბრახლოვა ქვია და ვიცით კაი ხანია biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 25 2014, 04:15 PM

ესეიგი სამსახურში და სახლში საგიჟეთი მქონდა 2 დღე, ამიტომაც მაგარი გამიხარდა დღეს რომ 1 საათი სამსახურში მოვიპარე და მოვასწარი რაცხაების მოხაზვა.

ესეიგი ახლა რომ მოვხაზე რაცხაები თავი იჩინე კაკ მინიმუმ ერთმა პრობლემამ, გადახედე აბა ნახაზს და განსაკუთრებით რედუქტორის მხარეს ცხვირს....

მანდანე შიგნიდან არის 7 მილიმეტრი ხვრელი, ის პატარა დეტალი რომ რამენაირად გაჩერდეს მივახატე 8 მილიმეტრიანი რეზბა 1 მილიმეტრიანი ბიჯით, ანუ M8x1

მარა ახლა დააკვირდი რა კატასტროფა იჩითება, გარედან მაგი უბედურება არის 12 მილიმეტრიანი (ღია მწვანე რომაა), ჰოდა მაგაზე რამენაირად ბალონი ხომ უნდა ჩამოჯდეს! და რაფრა რა ვუყო? გარედან M12 რეზბა რომ მოვჭრათ ვაი დედა იქნება, 1.5 მილიმეტრის მოთლი და შიგნიდან რეზბას 8 მილიმეტრი აქვს მოთლილი, შედეგად დარცა კედელი 2.5 მილიმეტრი, გავყოთ 2-ზე და მივიღეთ ცალი მხრიდან კედლის სისქე 1.25 მილმეტრი, პრაქტიკუალდ სიფრიფანა კედელია და გატყდება.


მოკელდ მგონი ეგ ღია მწვანე ფერის დეტალი ახალია გასაკეთებელი, მოიფიქრე ზომები და მითხარი, მე კი შევეცდები რეალური ბალონის ზომებიდან გამომდინარე ახალი ვარიანტი მოვხაზო.


პოსტის ავტორი: ja_ja Apr 25 2014, 04:34 PM

აი დააკვირდი ბალონის რეზბასთან შედარებით რამოდენა ღრეჩოა...

რაიმე გადამყვანი რომ გამოჩარხო მაგ შემხთვევაშიც კი ნამეტან წვრილ კედელს მიირებ რედუქტორის კისერზე.


პოსტის ავტორი: o.cho Apr 25 2014, 07:37 PM

ტვიტონ რედუქტორის კისერიც უნდა გასქელდეს ეგრე თხლად არ უნდა გადაიცჰარხოს და მერე გადამყვანით ბალონზე უნდა დაჯდეს

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 25 2014, 07:45 PM

ja_ja
ერთი ეს გამაგებინეთ, მე ვარ ტუგადუნი თუ უბრალოდ კვანძებს ხელოვნურად ზრდით?

ამ 2 დეტალს რატომ აცალკევებთ? ერთიანი რომ იყოს რა დაშავდება? და წესით კი რამდენადაც მე ვიცი ერთI ბალბანკისგან უნდა იყოს smile.gif


პოსტის ავტორი: ja_ja Apr 25 2014, 09:43 PM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 25th April 2014 - 08:45 PM) *
რამდენადაც მე ვიცი ერთI ბალბანკისგან უნდა იყოს

ნუ მეც ვეჩნა ეგრე ვაკეთებ და ჩენი ნახაზიც ეგეთი დავდე მარა რავი უკვე გაკეთებული მაქვსო და იმას გამოვიყენებო, რაც არის გაკეთებული ის უკვე ეგეთია და რა ვქნა smile.gif მენა ბატონო მხოლოდ ვხაზავ smile.gif იდეები დამიწუნეს და რაი ვქნაი smile.gif

o.cho
ციტატა(o.cho @ 25th April 2014 - 08:37 PM) *
ტვიტონ რედუქტორის კისერიც უნდა გასქელდეს ეგრე თხლად არ უნდა გადაიცჰარხოს

მართალი ხარ, უნდა იყოს სქელი და ჯობია რაღაც იმდაგვარი წინა გვერდზე რომ დავდე მთლიანი კონსტრუქცია



მარა კაცს უკვე 3 რედუქტორი აქვს გაკეთებული და აღარ უნდა ახალზე ჩალიIჩ და ... თუმცა რაც არ უნდა იყო უნდა თუ არ უნდა არსებულიდან აშკარად არაფერი არ გამოვა, მაინც ახალი უნდა გაკეთდეს.

პოსტის ავტორი: o.cho Apr 25 2014, 10:27 PM

ja_ja
მართალია ყველა ვარიანტში საჩალიჩოა თუ დიდხანს უნდა რომ იმუშავოს მაგ კონსტრუქციამ. ან ის მაინც ყველა ვარიანტში ეს სტაფილოსფერი დეტალი ახლიდანაა გასაჩარხი . ესე ძალიან ტხელკედლიანი გამოდის და მუშაობას რომ თავი დავანებოთ რეზერვუარმა შეილება ტყვიას გაასწროს

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 26 2014, 09:22 AM

მე მაქვს გაკეთებული რედუქტორის კოჭის სქელი მხარე რაშიც ჯდება,,პრინციპში ყველაფერი გაკეთებული მაქვს,დარჩენილი მაქ მეორე მხარე ანუ ვიწრო მხარე კისერი ეს დატალიც მაქვს მარა სამწუხაროდ ჟერ ერთი 12-იანია და არ გამოდგება ,მერე კიდე ხარატმა ცენტრი არ დაუჭირა და კოჭის ვიწრო მხარე არ ერგება,მხოლოდ შემპირდა რომ თუ არ წავიდოდა ამ დეტალს უფასოდ გაჩარხავს

,ჩემი აზრით უნდა გაიჩარხოს 12-იანით კი არა 15 -ნით და რეზბას მოვჭრი M14 1.5 ამ შემთხვევაში კედელიც სქელი იქნება და არც საშიში იქნება,

ერთ შეცდომას კიდე ამაცილეთ smile.gifsmile.gifsmile.gif

ეხლა მივდივარ ხარატთან გავაჩარხინებ ამ დეტალსაც და საღამომდე მე მგონი ავაწყობ მთლიანად და Fოტოსაც დავდებ წესით ყველაფერი წესრიგშია და უნდა იმუშაოს..

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 26 2014, 10:40 AM

gocha311
ძალიან დიდი თხოვნა მაქვს სანამ შემდეგში აი ასეთ ჰაერიდან მოტანილ გამოთვლებს მოიტან კარგად დაფიქრდე.

ციტატა(gocha311 @ 26th April 2014 - 10:22 AM) *
ჩემი აზრით უნდა გაიჩარხოს 12-იანით კი არა 15 -ნით და რეზბას მოვჭრი M14 1.5

საიდან ეს ციფრები?

მინიმუმ 2 გათვლას არ ითვალისწინებ, :

1) M14 რეზბა რომ მოჭრა შაგ 1.5-ით, გამოდის რომ რეზვის შიდა დიამეტრი იქნება 12.5 მილიმეტრი, ამასობაში შიგნიდან არის, M8 რეზბა მოჭრილი 12.5-8=4.5 და ეს გაყოფილი 2-ზე გამოვიდა 2.25 მილიმეტრი. ნუ აი ჯანდაბას პიწკაზეა სიმტკიცის ზღვართან, თან ეს მხარე უნდა იყოს მაღალ წნევასთან კავშირში (ამ ჯერზე თუ არა შემდეგში), ამასობაში ამ რეზბაზე უნდა დაეკიდოს კაკ მინიმუმ ბალონი, რომლის დამატებით დარვირთვას აძლებს, პლიუს ორნავი ზედმეტი რაცხა გარტყმა გამორტყმა და ვავა ეგრევე, გაფრინდება შენი რეზერვუარი კოსმომისის მიმართულებით, პროსტა შეიძLება ზეცისკენ ვინმე გაიყოლოს თან.

2) მეორე ვარიანტი ისაა ცუდი რომ ბალონს რომლის რეზერვუარად გამოყენებასაც ფიქრობ, აქვს შიგნიდან 2 რეზბიდან ერთერთი, ან მეტრული M18x1.5 ან ამერიკული 5/8x18 (მიახლოებით M16 შაგ 1.41) შესაბამისად უაზრობა გამოდის, ანუ შენს მიერ დასახელებული რეზბა M14 აფსოლუტურად გამოუდეგარი გამოდის.

ანუ ბევრ პირდაპირ ჩაახრახნი ბალონშI მაგ ამორჩეულ სტრანნი რეზბას და თუ გადამყვანის გაკეთებას ჩაიფიქრებ, მაშინ ტყუილა ტოვებ მაგ წინა ნაწილს თხელი კედლით.... რაღაცნაირად ერთი მეორესთან ხომ უნდა მეგობრობდეს, ანუ რედუქტორს მიღმა გაქვს 7 მილიემტრიანი სპელი კედლები თან მგონი ლატუნის და დატვირთვა რაც მოდის იმ ნაწილშI კიდევ ან სიფრიფანა 1.25 ან მაქსიმუმ 2.25 მილიმეტრი... ნუ არ გამოვა ეგრე საქმე....

გამოსავალი გაქვს მხოლოდ 2:

1) ან თავიდანვე იგენ რა რეზბა გაქვს ბალონში და იმ რეზბაზე გათვლილი თავით აკეთებ რედუქტორის წინა ნაწილს,

2) ან თუ მაინც გადამყვანი უნდა გამოიყენო მაშინ ჯობია რედუქტორის წინა ნაწილს უფრო სქელი თავი და რეზბა ჰქონდე,ს ვთქვათ იგივე M20x1.5 და მერე მაგ M20-დან გადაგყავდეს ბალონის რეზბაზე....



ისე კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, რედუქტორი იქნება თუ სხვა დეტალი რაც უფრო ნაკლები დეტალებისგანაა აწყობილი მით უფრო ზუსტია. მაგალიტად შენ წეღან დაწერე რომ მთლად სწორი ხვრელით ვერ გაგიჩარხეს რედუქტორის წინა ნაწილი და შეგპირდა უფასოდ გაკეთებას. ვაბშეტა სწორი ნუ აი ვერაფრით ვერ გამოვიდოდა smile.gif მიზეზი მარტივია, რედუქტორის ტანი უნდა გაიჩარხოს და გამზადდეს ერთი დაყენებით, ანუ ბაბთაში ჩადე ზაგატოვკა, დაიწყე ხვრეტა და გახვედი ბოლოშI ვთქვათ შენს შემთხვევაში 7 მილიემტრიანი დირკა დაადე (ნუ იქ რაიბერს და გაპრიალებას გამოვტოვებ, პროსტა ჩავთვალოთ არის 7 მილიმეტრიანი ხვრელი).

მერე დეტალის ამოუღებლად აფორმირებ სქელი ხვრელის ნაწილს, ანუ იდეაშI რედუქტოის ტანი ბაბთაშI ცხვირით უნდა იყოს და ტრაკიდან აკეთებ მთლიან ფორმას, წვრილს და სქელ ნაწილს. მაგ შემთXვევაშI თუ სწორი ბურღები გაქვს იცავ გარკვეულ ტექნოლოგიას, არ ხსნი დეტალს ბოლო დამუშავებამდე, აი მაგ დროს მიიღებ სწორ პარალელურ ხვრელს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყოველთვის გექნება აცდენა, მითუმეტეს როდესაც წინა და უკანა ნაწილი ცალცალკე დეტალებია...

მე პროსტა თავიდან არაფერი დავწერე უკვე გაკეთებული მაქვსო, იმას გამოვიყენებო და ნუ ნელნელა ერთი რამ ისახება, უნდა გადააგდო ეგ რედუქტორი და ახალზე ჩალიჩი უნდა დაიწყო, ჯობია დავუბრუნდეს იმ ჩემს მიერ შემოთავასებულ სქემას, იცი როგორ პონტშI ვართ ეხლა გაჩხერილი... აი დაჭრილი მეომრებით სავსე არმიაა, აკიდებული ყავს ჯანსაღ არმიას მათი მოვლა პატრონობა წყლის მოტანა შედეგად დარჩენილ არმიასაც აღარ აქვს ბრძოლის ტრაკი. რაც არ უნდა ცხოველური გამოვლენა იყოს და არაჰუმანური, თუ ბრძოლის მოგება გინდა, სამწუხაროდ დაჭრილები უნდა მიატოვო დარჩენილი არმია კი მხოლოდ თავისი საქმის კეთებაზე უნდა გადაიყვანო. ეგ კი ნიშნავს დაჭრილების დაღუპვას.

მოკელდ ახლა შენ ხარ გზის გასაყარზე, გადაყრილი გაქვს ფული და ეგ გექაჩება უკან არარ დახარჯო მეტიო, მაგრამ ის დახარჯული ფული აშკარად გაჩერებს და არ გაძლევს საშUალებას რომ რეალურად ეგ ღუზა მოიცილო გადააგდო და თავიდან ახალი ნორმალური გააკეთო. მაგიტომ მაქვს სულ საუბარი, ნახაზი, ნახაზი, ნახაზი და კიდევ ერთხელ ნახაზი smile.gif

ჯერ ყველაფერს უნდა მოფიქრება გამზადება მოხარშვა, მაგ შემთXვევაშიც კი არაა გამორიცხული ლაფსულები და პირდაპირ ასე მიმდგარი ამა თუ იმ საქმეზე... ნუ რავიცი შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ მე ეგრე რამდენი ღუზა გამჩითვია საქმეშI მირჩევნია ხოლმე პროსტა ნაგლად ავიღო და ნაგავში გადავაგდო ვიდრე იმის რამენაირად აზრზე მოყვანაზე ვიფიქრო, მაინც უაზროდ ბევრ დროს დავხარჯავ არც არაფერი გამომივა და ბოლოს მაინც ახალი მექნება გასაკეთებელი და რაღაზე ვიწვალო?

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 26 2014, 09:24 PM

ვაიმე ეს რა შარში ვარ გაჩხერილი აღარ ვიცი რა ვქნა, დღეს ეს დეტალიც გავაჩარხინე კოჭის ვიწრო მხარე რაშიც ჯდება ,ხარატმა რეალურად ზუსტად გახვრიტა ცენტრში



შიგნიდან რეზბა მე მოვჭერი M8 1.0 ...მთლიანობაში ასეთი რამ გამოდის



მაგრამ სამწუხაროდ რაც არუნდა მაგარი ხარატი იყოს ეს სულ სხვა საქმეა და თუ ადამიანს ამ საქმეში გამოცდილება არა აქვს ტყუილი წვალებაა ყველაფერი,ჯერ ერთი როდინდელი ჩარხებია ნუ უმეტესობა ხომ კომუნისტების დროინდელია მოდი და ეხლა სთხოვე მაგათ რომ მეასედებში რამე დასვანsmile.gif)


მაგრამ უზარმაზარ პრობლემას მივადექი ამ ბუდეების გადაბმის შემდეგ კოჭა იჭედება შიგნით რაღა არ ვეცადე კოჭის ფართო მხრის გარეთ ვცადე ამოვშკურკე მარა მაინც ჭედავს,თითქოს ყველაფერი ზუსტად არის მარა მაინც ჭედავს,კიდე რომ ამოვშკურკო უკვე არანაირი სალნიკი არ გაუძლებს გამოაგდებს ,სუმთლად გავიჭედე .ცხოვრების ყველაზე საშინელი მომენტია წავაგე და ვერ ვიჟერებ ყველაფერი ახლიდან გასაკეთებელია ,აქ არანაირი გადაბმა არ გამოვა ,რაც არ უნდა სიზუსტიდ იყოს გაკეთებული რადგან რეზბაზე გადაყვანის შემდეგ ცენტროვკის მეასედები ირევა და კოჭა იჭედებაsad.gif(((((((((((((((((((( მართალი ხარ შენ ეს დეტალი რაშიც კოჭა ზის აუცილებლად ერთი მთლიანი უნდა იყოს .

ეს ჯინიანობა და თავდაჯერებულობა ერთხელაც სადღაც ხევში გადამაგდებს.ეხლა ლამის ყბა მომეღრიჯოის ისე ვწერ ამ სიტყვებს მარა ეს დედა აფეთქებული კოჭაც და ეს ბუდეც ახლიდან არის გასაკეთებელი.......

.მე ამას ვერასოდეს ვერ გავაკეთებ სულ აეთი პრობლემები მექნება აქ ერთი გამოსვალია რა ჯაჯა შენ უნდა დამეხმარო,ამას შენს მეტი მე მგონი ვერავინ ვერ გააკეთებს .....ესეიგი მხოლოდ კოჭა და კოჩის ბუდე რომ გააკეთო შენ რა თანხა დამიჯდება??

ეს სულ სხვა საქმეა ყოფილა და თუ ადამიანს ამ საქმეში გამოცდილება არა აქვს ჯაჯა ტყუილი წვალებაა ყველაფერი,მივხვდი ბოლო ბოლო მეც ამას sad.gif ..........................


ჯაჯა ჩემი იდეა ასეთია რომ ესეიგი ჯერ იქნება წნევის რეზერვუარი ან ბალონი,შემდეგ გადამყვანი რაზეც იქნება მანომეტრი და დასატუმბი კლაპანი და შემდეგ რედუქტორი,შემდეგ კლაპანი და ბოლოს დამრტყმელი ,ყველაფერი მილში იქნება მოთავსებული და დამონტაჟებული გამაგრებული ესე რომ იმ რეზბას შენ რომ მითხარი რედუქტორის გადამყვანზე პრინციპში არანაირი ძალა არ დააწვება ..........


ჯაჯა კონდახს მიწაზე დავათრევდი ხოლმე ბავშვობაში მამაჩემმა ორლულიანი ჩახმახიანი თოფი მაჩუქა არ მახსოვს რამდენი წლისა ვიქნებოდიsmile.gifბევრი წლები გავიდა მას შემდეგ,იქიდან ვნადირობ და ვაფასებ როგორც ნადირობას ისე იარაღს,იარაღი მიყვარს და პატივს ვცემ ნებისმიერ ნახელავს ქარხნული იქნება თუ თვითნაკეთი,ამჯერად ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის რომ გავიდე ფინიშზე და დავრწმუნდე იმუშავებს თუ არა ეს ჩემი ნაჩხირკიდილავები იარაღი და თუ იმუშავა მაშინ აღარც ფული დაგენანება კაცს ,დააკოპირებ გააუმჯობესებ და საუკეთესო ჩარხებზე გააჩარხინებ საუკეთესო ხელოსნებს ისეთ იარაღას ,, რომელიც ნამდვილად უზარმაზარ ყურადღებას და პატივისცემას დაიმსახურებსsmile.gif აი ეს არის ჩემი იდეა ძმაო.

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 26 2014, 09:42 PM

gocha311
ეხლა ერთ კარგა რამეს გირჩევ , ადექი და http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=334&view=findpost&p=122405 სულ 100$ ღის ჩამოტანიანიად ალია ბალია 200-210 ლარი გამოვიდეს , მაგას რეზერვუარიც ექნება, ლულაც, სასხლეტიც, კონდახიც და ყველაფერი, დაშალე და ნახე რა როგორ არის , და დაიწყე მერე მაგის ბაზაზე აწყობა ახლის ან მაგისვე გადაკეთება გაცილებით გაგადვილდება ყველაფერი, ჯერ ერთი პცპ კონსტრუქციის თავისებურებეს დაამუღამებ, მერე თავად გათვლი უკვე რეალურად რა რამხელა და როგორი ფორმის გააკეთო და ბოლო ვოლო იარაღი დაგრჩება რა 210 ლარად პცპ არის ზღაპარი

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 26 2014, 10:06 PM

მდაააა ცოტა არ იყოს დამაფიქრე

პოსტის ავტორი: zax ara Apr 26 2014, 10:29 PM

ციტატა(geojorjika @ Apr 26 2014, 09:42 PM) *
gocha311
ეხლა ერთ კარგა რამეს გირჩევ , ადექი და http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=334&view=findpost&p=122405 სულ 100$ ღის ჩამოტანიანიად ალია ბალია 200-210 ლარი გამოვიდეს , მაგას რეზერვუარიც ექნება, ლულაც, სასხლეტიც, კონდახიც და ყველაფერი, დაშალე და ნახე რა როგორ არის , და დაიწყე მერე მაგის ბაზაზე აწყობა ახლის ან მაგისვე გადაკეთება გაცილებით გაგადვილდება ყველაფერი, ჯერ ერთი პცპ კონსტრუქციის თავისებურებეს დაამუღამებ, მერე თავად გათვლი უკვე რეალურად რა რამხელა და როგორი ფორმის გააკეთო და ბოლო ვოლო იარაღი დაგრჩება რა 210 ლარად პცპ არის ზღაპარი

რაღა დავმალო და მეც ეგრე ვფიქრობ . მშვენიერი ვარიანტია.
ჩამოგივა გაისვრი ახედ დახედავ რაღაც არ მოგეწონება შეცვლი გააუმჯობესებ . მერე კიდე რაღაცას და დალშე განახვებს .

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 26 2014, 10:41 PM

ჰოოო ერთიმხრივ ცუდია, მარა მეორემხრივ, ნუ რაც ვიცოდი ის მოხდა... სამწუხაროა, მაგრამ ასეთ საქმეში სიჩქარე... კაი არარ გავაგრძელებ

იმედია არ მიწყენ ერთი რაცხა უნდა დაგანახო, ახლახანს გარაჟშI ვიპოვე ერთი ზედმეტი დარჩენილი კოჭი დააკვირდი აბა ზომებს





რაც შეეხება ჟორას მიერ შემოთავაზებულ იდეას, მშვენიერი რამეა საერთო პრინციპების გასაგებად, ალღოს ასაღებად, მერე მაგის გადაკეთებაში ხელს გაიწაფავ და ბოლოს ნოლიდანაც გააკეთებ რაცხას...

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 27 2014, 06:50 PM



ჯაჯა ყელში ამომივიდა ეს რედუკტორი მე მაგის ამწყობი არა ვარ ასი წელი ,,შენ მართალი მითხარი მაშინ უნდა დამეჯერა ის ბალონი რომელიც მაქვს 120 ატმოსფეროზეა და რაღად უნდა რედუკტორი . ეგ კი არა შენ პოსტებს რო ვკითხულობდი ვგიჟდებოდი ასე ზუსტად რომ მეუბნებოდი ყველაფერს ,თითქოს გვერდიდან აკვირდებოდი რასაც ვაკეთებდიsmile.gif))))))))))))))))))))......მოკლედ შევეშვი რა ამ რედუკტორს და მაგის გარეშე ავაწყობ .

მშვენიერი აზრი მომაწოდა ჟორამ იმ იარაღზე თან რა იაფია მე უფრო მაგან გამაკვირვა 100$

ხო მართლა ვიცი რომ ვიდეო ცოტა ბნელია მარა აქ მთავარი ეგ არ არის smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 27 2014, 07:32 PM

ვაა ე რამოდება ბალონი გიშოვია smile.gif

მამენტ კი მუშოაბს ყველაფერი, პროსტა გაბარიტულია.

კაროჩე რავი შენ მაშის იმ თოფზე იჩალIჩე, მეც აქ ნახაზებს მოგაყრი სანამ ეგ ჩმოვა, პახოდუ ყველაფერი ერთად თავში დაღვინდება და მერე ასევთქვათ ვერსია 2-ს შეუდგები smile.gif

ჰო მართლა, კარგია რომ შენით მიხვედი მაგ აზრზე რომ რედუქტორის გადაგდება ჯობია, ვსმისლე სისტემიდან საერთოდ ამოღება, ჯერ ჯობია მარტივი კონსტრუქცია შექმნა ხელი გაიწაფო, მერე მეორე ვერსია, მესამე, უფრო ნავაროჩენი და ასე შედმეგ, უკვე გეცოდინება სად რა როგორ და ასე შემდეგ....

P.S. კსტატი პატარა საიდუმლო ფაქტი, შენ თუ co2-ს გამოიყენებ, მაშინ ეგ აირი იქნება შენთვის რედუქტორის ექვივალენტი.

ანუ co2-ის მუშაობის პრინციპი შემდეგია

1) ბალონში არის, თხევადი co2-ი და არის ნაწილი თავისუფალი სივრცე რომელიც სითხეს არ უკავია
2) თხევადი co2-ი ჩვეულებრივ ოთავის ტემპერატურაზე და ჩვეულებრივ წნევაზე იწყებს დუღილს და აირად მდგომარეობაში გადადის
3) რა მოცულობაც ბალონშI არ ეკავა სითხეს ის ივსება აირადი co2-ით. და ვთქვათ გარეთ არის 25-30 გრადუსი, მაშIნ თხევადი co2-ი ღირს და გადადის აირად მდგომარეობაში მანამდე სანამ სითხისგან თავისუფალ სივრცეში არ იქნება მიღწეული ვთქვათ წნევა ასე 60 ატმოსფერო.
4) მიღწეულ 60 ატმოსფეროზე co2-ი ღუღილს წყვეტს და თანაბრდება შედეგად დანარჩენი თხევადი სუბსტანცია აირად მდგომარეობაში არ გადადის
5) გასროლისას დაიხარჯება რაღაც მოცულობა აირი, წნევა ბალონში ვარდება, მომენტალურად იწყებს co2-ი Dუღილს და ნაწილი თხევადი სუბსტანცია გადადის აირად მდგომარეობაშI სანამ ისევ არ მიაღწევს 60 ატმოსფეროს და ისევ წყვეტს დუღილს
6) ეს პროცესი მეორდება მანამდე სანამ ბალონში თუნდაც 1 წვეთი თხევადი co2-ი რჩება. შედეგად გამოგდის იგივე რედუქტორის მუშაობის პრინციპი.



მინუსები ამ პროცესს აქვს რამდენიმე:
1) ნუ რაც ვიდეოში გაქვს მაგხელა ბალონს კომპაქტურ ვერსიად ვერ ჩათვლი და მარტივად ხელში ვერ დაიჭერ, ამიტომაც პატარა ბალონია საჭირო, ვთქვათ იგივე ის პატარა ბალონი რაც შენ გქონდა თავიდან
2) ჩქარი გასროლისას ფიზიკის კანონი მუშოაბს და ბალონში ნივთიერების მოცლობის შემცირების გამო იწყება ბალონის გაციება, შედეგად ყოველ ჯერზე უფრო ნაკლებ და ნაკლებ ტემპერატურაზე დგება ბალონი და აქედან გამომდინარე უფრო ნაკლებ და ნაკლებ წნევაზე ჩერდება თხევადი co2-ის დუღილი (საერთოდ co2 ძალიან მგრძნობიარე ტემპერატურის მიმართ, მაგალიტად 0 გრადუსზე მხოლოდ 20 ატმოსფეროს წარმოქმნის, ხოლო 30 გრადუსზე სადღაც 65 ატმოსფეროს)

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 27 2014, 08:09 PM

ის ბალონი მაქვს 9 ოზ რო ააწერია ,მარა ის რომ დავამონტაჟო რაღაც სტრანნი რეზბა აქ და გადამყვანი მჭირდება,ძმაკაცი შემპირდა მაქვსო მაგის გადამყვანი და გაჩუქებო.


, ჯაჯა მადლობა ეს მართლა გამიხარდა ,,ისე მეც შევატყე რომ ერთი და იგივე გასროლას აკეთებს ,ესეიგი ონკანს რომ დაუკეტავდი ბალონს, კლაპანში ჩარჩენილი ცო2 გასროლისას რამდენჯერმე ზუსტად ერთი და იგივე ხმას გამოსცემს,და ცოტა გამიკვირდა კიდეც.

ლულაც მოვარგე ოღონდ დროებით,ნორმალურად ისვრის ,ფიცარში საკაიფოდ შედის სიღრმეზე.,,
რამდენჯერმე რომ ვისროლე ზედიზედ ცო2 გაიყინა ,კლაპანთან შემსვლელი 0,8 ნახვრეტია და მე მგონი იქ იყო გაყინული. რაღAც დროის შემდეგ ისევ ამუშავდა.

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 27 2014, 08:46 PM

gocha311

ციტატა(gocha311 @ 27th April 2014 - 09:09 PM) *
,კლაპანთან შემსვლელი 0,8 ნახვრეტია

სად არის ეს ნახვრეტი?

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 27 2014, 09:24 PM


პოსტის ავტორი: geojorjika Apr 27 2014, 10:40 PM

და რატომაა 0.8 მმ?

პოსტის ავტორი: gocha311 Apr 28 2014, 08:25 PM

რავი ისე რა smile.gif) ვიფიქრე ცოტა ნელა რომ შევიდეს ცო2 .

პოსტის ავტორი: geojorjika Apr 28 2014, 08:59 PM

ეგ ძალია წვრილია IMHO

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 28 2014, 10:53 PM

gocha311
მანეტანი წვრილი ხვრელი გაგიკეთებია, მაგზელა ხვრელი აქვს პისტალეტებს, შენ კიდევ თოფს აკეთებ, ნამეტანი პატარა აგიღია, თან იმოდენა ბალონი მიაერთე და ურახუნებ გასროლებს, იასნია გაჭედავდა smile.gif


პოსტის ავტორი: ja_ja Apr 29 2014, 11:23 AM

მტააკ, აი საწყისისთვის რაცხა სტანდარტულ საკონსტრუქციო ვარიანტს გთავაზობ...

გაითვალისწინე აქ ჯერ ბევრი წვრილმანი მაინც გასათვლელი და დასაზუსტებელია, ზომები ჯერ არ მივაწერე, იმიტომ რომ უმეტესობა მიახლოებითი მონაცემებია აღებული, მაგრამ ძირითადი კონსტრუქციული იდეა მგონი გასაგებად ჩანს

სურათის თავზე შავი ხაზი რომ ჩანს მაგაზე დააჭირე და დიდი ზომით გამოჩნდება სურათი


პოსტის ავტორი: gocha311 Apr 29 2014, 03:28 PM

ამოვაძრე ის წვრილ ნახვრეტა დამტანჯა ეგრევე იყინებოდა ,,

ჯაჯა ეგ ნახაზი კი კაია მარა მე მინდოდა ბალონის შემდეგ სანამ რედუქტორზე მივაერთებთ,დაემატოს გადამყვანი ,სადაც იქნება ცო2-ის ჩასატუმბი კლაპანი და კლაპნის საწინააღმდეგო მხარეს მანომეტრი,ეს იმისთვის რომ ბალონის მოხსნა დაყენება აღარ დამჭირდება.
ამ ბალონიდან გადამყვანი მაქვს რკინის არის უბრალოდ რეზბები უნდა ამოვჭრა გვერდებზე,მანომეტრისთვის და კლაპნისთვის ,,
მანომეტრის შოვნა პრობლემა არ არის მარა აი ჰაერის ჩასატუმბი კლაპანი არ ვიიცი როგორი და რანაირი უნდა დავაყენო, ან სად ვნახო ,გაზის აპარატურას რომ ყიდიან მაგათ ექნებათ დაახლოებით ამ დაგვარი რამე??

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 29 2014, 04:02 PM

gocha311

ციტატა(gocha311 @ 29th April 2014 - 04:28 PM) *
სანამ რედუქტორზე მივაერთებთ,დაემატოს გადამყვანი ,სადაც იქნება ცო2-ის ჩასატუმბი კლაპანი და კლაპნის საწინააღმდეგო მხარეს მანომეტრი

ნუ ეგ არაა პრობლემა მივახატავ, მაგრამ პატარას და არა მაგხელა საშინელებას თორემ ნამეტანი გრძელდება და უკვე ბერკეტის პრინციპი იწყებს მუშაობას. ეგ კი ნიშნავს ზედმეტ დატვირთვას რეზბის შეერთების კვანძებში, ისედაც ზალიან ბევრი შეერთება გამოდის....

ციტატა(gocha311 @ 29th April 2014 - 04:28 PM) *
მარა აი ჰაერის ჩასატუმბი კლაპანი არ ვიიცი როგორი და რანაირი უნდა დავაყენო

სადღაც მაქვს მაგის ნახაზი მოვძებნი და დავდებ თავისი ზომებიანად

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 29 2014, 04:25 PM

მგონი ესაა და არცერთი ზომა არ გამომრჩა, მარა ჯობია მაინც ჯერ ნასოსის ან ბალონის თავი ითრიო რომ იმას მიატოლო


პოსტის ავტორი: ja_ja Apr 29 2014, 04:48 PM

ესეც განახლებული მაკეტი (ჯერ სიტყვა ნახაზს თავი ავარიდოთ დაპროექტების სტადიაზე ვართ)

ნუ ახლა პორტი მოვახატე ქვემოდან, მეორე მხრიდან მანომეტრი იქნება, ეს ქვემოდან რომ არის მიხატული იასნია შეჰიძლია სინამდვილეშI გვერდიდან გააკეთო, ნუ კაროჩე მიახლოებითი ადგილია რა მიხატული ახლა კვეთაში ვერ დაგიხატავ პორტსაც და მანოემტრსაც smile.gif


პოსტის ავტორი: gocha311 Apr 30 2014, 04:55 PM

წუხელ სამსახურში კი ვნახე ჯაჯა ეს ნახაზი მარა პოსტი ვერ დავწერე,,
ეს ძალიან სერიოზნი ვეშია ჯაჯა ,ესეთი ნახაზი რომ ხარატს მიუტანო გული წაუვა ,ეს ცოტა ძვირი სიამოვნება ჩანსsmile.gif)თან ამ კლაპანს ხომ მეორე ნახევარიც უნდა ...
იქიდან გამომდინარე რო საბოლოო ჯამში არ ვიცი რა გამოვა ჩემი ნაშრომი იმუშავებს არ იმუშავებს ცოტა თავს შევიკავებ ეს ნახაზი რაც მთავარია აქ დევს დამადლობის მეტი არაფერი მეთქმის დახმარებისთვის,,,,,,,,
დღეს ვასმოი პოლკის ბაზარს რომ ეძახიან იქ ჩავედი და აი ესეთი უბრალო კლაპანი ვნახე თუმნად,იტალიურია
ნუ იმ ჩემი წითელი ბალონიდან რომ ჩავტუმბო პირდაპირ იარაღის ბალონში, გადამყვანს , ხარატი გაჩარხავს დღეს და ხვალისთვის მზად მექნება,,,როგორც გაზის აპარატურაზე უდგათ მანქანებში ხომ ხვდები
მანომეტრიც აი ესეთი ძველი სავეტსკი გამოშვება ვიშოვე ესეც თუმნად,ოღონდ არ შემიმოწმებია როგორ მუშაობს

წესით თუ არაფერმა შემიშალა ხელი ხვალ საღამოთი უნდა დავასრულო და შინაურებში პრეზენტაცია მოვაწყოsmile.gif))))))))))))))))))))

პოსტის ავტორი: gocha311 May 1 2014, 07:31 PM

ეხლა კი ვიცი ჯაჯა მეტყვი ეს არ უვარგაო ის არ უვარგაო მარა დამიჯერე, სახლში არანაირი დაზგა არანაირი ჩარხი ,ყველაფერი შიშველა ხელებით, მხოლოდ დრელე ბალგარკა და პლოსტკო კლუცით ამის გაკეთება ნამდვილად იგივეა რაც ბაყბაყდევს შეეჭიდო მარტოკა : )))))))))))













ჯერ კიდე რაღაც რაღაცეები დარჩა გასაკეთებელი ,სრულიად რომ დასრულდეს და მერე ვნახოთ რა იდეა მომივა თავშიsmile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 1 2014, 09:14 PM

gocha311

ციტატა(gocha311 @ 1st May 2014 - 08:31 PM) *
პლოსტკო კლუცით

ეგეთი ინსტრუმენტი არ არსებობს და ჯერ კიდევ ბაბუაჩემის და მამაჩემის ეგ ტერმინი მიშლიდა ყოველთვის ნერვებს. ზესტაფონელი კი ვარ, მაგრამ არ მესმის რატომ უნდა ვიძახოდე, "კარაკოშკა", "ოტკა", "კასრულა", "სკავრადა" და სხვა ასეთი რამ smile.gif

იგივე ეხება ინსტრუმენტს რომელიც არის ძირს გამოსახული



ორიგინალ წარმომშობ რუსულ ენაში ამ ინსტრუმენტს ჰქვია плоскогубцы, არანაირი კლუცი, პლოსკო და სხვა საშინელება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif დასახელება მოდის ორი სიტყვის შეერთებიდან, Плоские губы , შედეგად ან მოდი ორიგინალი დასახელება მივანიჭოთ მაგ ინსტრუნებტს, შედეგად ვთქვათ და დავწეროთ სიტყვა "პლასკაგუბცი " ანა არადა უკეთესი ქართული სიტყვა არსებობს ლამის პირდაპირი თარგმანით - "ბრტყელტუჩა" ზუსტად იგივე ორი სიტყვის შეერთებიდან წარმოიშობა, ანუ ბრტყელი და ტუჩები რაც პირდაპირ ასახავს იმ ფორმას რაც მაგ ინსტრუმენტს აქვს smile.gif

მესმის ვაბშე თემასთან კავშირში არაა რასაც ახლა ვატრაკებ (არადა მართლა ჭრელად ვატრაკებ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif), მარა ნუ მე პირადად ძალიან მაღიზიანებს ეგ ტერმინი smile.gif

რაც შეეხება თოფს... ნუ კაი ჩუმათ ვარ, ჩავთვალოთ ეგ ამბახი ხელის მოსინჯვად რასაც იგივე რუსები ეძახიან "Проба Пера"

პოსტის ავტორი: soxa May 2 2014, 05:02 PM

ციტატა(ja_ja @ 1st May 2014 - 10:14 PM) *
ნუ მე პირადად ძალიან მაღიზიანებს ეგ ტერმინი

+1

პოსტის ავტორი: gregory May 2 2014, 06:45 PM

ja_ja
ბარემ "პაჩიბნიკი"-ის და მის მსგავსი ტერმინების ახსნა-განმარტებები აგეტვირთთა ვიკიზე biggrin.gif

ციტატა(ja_ja @ 1st May 2014 - 10:14 PM) *
რაც შეეხება თოფს... ნუ კაი ჩუმათ ვარ,

მე მომეწონა smile.gif რაღაცით РПГ-ს ვამსგავსებ(დიდ შტუკენციაზე მინიატურული ტარით ალბათ smile.gif )

პოსტის ავტორი: nihontoman May 2 2014, 08:12 PM

ისვრის?

პოსტის ავტორი: gocha311 May 2 2014, 08:13 PM

ისე ვიფიქრე ვიფიქრე და პაჩებნიკი როგორ არის ქართულად ვერ მოვიფიქრე smile.gif)

75 ატმოსფეროზე დავტენე ,ბალონში მეტი აღარ არის ცო2 ,,,სიმართლე გითხრად მაგრად გამიკვირდა იმხელა სიმძლავრით ისვრის და 120 ატმოსფეროზე მემ მგონი ძაან მაგარი რამე უნდა იყოს ,,,გეოჟორჟიკამ მასწავლა სადაც ტენიან ცო2-ს წერეთელზე.


პოსტის ავტორი: geojorjika May 2 2014, 08:31 PM

gocha311

ციტატა(gocha311 @ 2nd May 2014 - 09:13 PM) *
ისე ვიფიქრე ვიფიქრე და პაჩებნიკი როგორ არის ქართულად ვერ მოვიფიქრე


საკისარი biggrin.gif

პოსტის ავტორი: gocha311 May 8 2014, 09:22 PM

ოპტიკის სამაგრი მინდა გავაკეთო, აი ესეთი ნახაზი ვნახე და რას იტყვით გამოდგება ???????


პოსტის ავტორი: ja_ja May 8 2014, 09:42 PM

გამოდგება რატომაც არა....

პროსტა ეს არის პიკატინის, იგივე ვივერის პლანკა, ეგ კი ნიშნავს აი იმ დამატებით ჩანაჭრებს ზემოდან სავარცხელივით რომ აქვს.

ნუ სამხედრო საქმეში მაგას თავისი დანიNშულება აქვს მაგრამ პნევმატიკაშI აფსოლუტურად გამოუდეგარი და გამოუყენებადია, ასე რომ რავი რჩევას თუ მიიღებ ჯობია მაგ ჭრილების და დაცილებების გარეშე გააკეთო გაცილებით მარტივი იქნება

ასევე გაითვალისწინე კიდევ ერთი ფაქტორი, პნევმატიკაში უმეტესწილად გამოიყენება ეგრეთწოდებული მერცხლისკუდი 11 მილიმეტრიანი. ზემოთ მოყვანილი სამაგრი კი არის სამხედრო ვერსია და არის 22 მილიმეტრიანი. ასე რომ მანდაც წინასწარ გათვალე რა ტიპის რინგები გაქვს ოპტიკისთვის რომ ტყუილა არ ჩაგეყაროს შრომა წყალში

და ბოლოს სანამ მაგას გააკეთებ გარჰგად აწონ დაწონე ფინანსური მხარე, იმიტომ რომ გამზადებულს ითრევ http://www.amazon.com/Sports-12-Inch-0-31-Inch-Uncut-Small/dp/B006LQ9UNU/ref=sr_1_19?s=sporting-goods&ie=UTF8&qid=1399574785&sr=1-19... რა თქმა უნდა არსებობს კიდევ თვითონ ჩალIჩის მუღამი და მანდ არანაირ ფინანსულ მხარეს აზრი არ აქვს, ეგ სუფთაწყლის ადრენალინი და სიამოვნებაა როცა რაღაცის გაკეთების ჭია გაქვს შემჯდარი, მაგრამ თუ პრაქტიკული კუთხით გადახედავ ამაზონზე გამზადებულები სხვადასხვა სიგრძის იყიდება 4$-დან 16$-მდე დიაპაზონში

პოსტის ავტორი: geojorjika May 8 2014, 09:49 PM

gocha311
სწორად გირჩია ჯაჯამ, სისულელეა მაგის ჩარხვა, თან CNC-ი უნდა მაგას რომ ზუსტი დეტალი მიიღო

გამზადებული იყიდე პირდაპირ ჯობი მგონი 3 ცალში ეგეთში 15 $ მივეცი ამაზონზე

პოსტის ავტორი: gocha311 May 8 2014, 10:11 PM

კი ვიფიქრე მეც რომ ეგ სამაგრის დამეზაკაზა მარა მერე გადავწყვიტე რომ ეგეც მე თვითონ გავაკეთო ხვალე ალუმინის რამე ნაჭერს ვნახავ აბრახლოვაში შევალ მანდ ყველაფერი ხო იცითsmile.gif

აი ეს ოპტიკა მაქ დაზაკაზებული ,სამაგრი თვითონ მოყვება პლანკის გარდა,დაბლა მონაცემებში უწერია 20 მმ პლანკა და ეს ნახაზი წესით ხომ უნდა გამოადგეს?????

პოსტის ავტორი: bachana May 8 2014, 10:20 PM

თემას კი არ შეესაბამება მარა, მაგ ადგილს სადაც ბევრი რაგაცეებია,ნავთლუხის ბაზარშიცაა და აბრახლოვა ქვია თუ ბარახლოვკა wink.gif

პოსტის ავტორი: ja_ja May 9 2014, 07:47 AM

gocha311
ისე არ გინდა ცოტა წეს ჩვეულება შეიცვალო და სანამ რაღაცას გააკეთებ ან იყიდი ხოლმე რომ იკითხო ხოლმე???

რათ გინდოდა ეგ ოპტიკა გაფიცებ მითხარი? რამ მოგხიბლა? ფასმა, ჯერადობამ, ფერადმა ბადემ, თუ დოხრენა ხაზებმა ბაზეზე????

6-24 გამოუყენებადი ჯერადობაა არაერთხელ დამტკიცდა, არაერთი შენნაირი ახლად გზას დამდგარი უყურებდა ზეციურ ხსნად ეგეთ ჯერადობას, მეც მაქვს ეგ ეტაპი გავლილი და ვიცი რა აზრებიც ტრიალებს თავში, მაგრამ მეც გავყიდე სხვამაც და შენც მოგიწევს გაყიდვა.

ეგეთი ჯერადობა მისაღებია მხოლოდ მყარ მაგიდასთან რომ ზიხარ და რომ ესვრი ქაღალდის სამიზნეს ასე 25-35 მეტრის მანძილზე. სატარებლად და სანადიროდ არის კოშმარი რამე, მძიმეა მოუხერხებელია, აწევ მაგ წყეულ 24 ჯერადობაზე და ვერ ნახულობ სამიზნეს, 5-10 წუთი ეძებ რა გქონდა შეუიარაღებელი თვალით დანახული და რატომ არ ჩანს ოპტიკაში და ასე შემდეგ

წონა... როგორც წესი კოშმარულია 1-2 კილოგრამს უკაკუნებს კაკ მინიმუმ ყველა ეგეთი ოპტიკა, მოუხერხებელი ზანტი მოუქნელი არსებაა, იმენნა ნერვებზე აგწევს

ფერად ფერადი განათება - გამოუდეგარია სრულიად, არაერთს გვქონდა ეგეთი განათებული ბადე და ვიცი რასაც ვამბობ, ბოლოს ერთერთ ჩემს სამიზნეში დაჯდა ელემენტი და იმის მერე რამდენიმე წელი გავიდა არც გამომიცვლია, იცი რატომ? რეალურად გამოუდეგარია... კი კაი თეორიაა რომ იქ შებინდებისას გამოიყენებ, იქ შავი ჯვარი რომ არ ჩანს შავ ფორნზე მწვალეს ან წითელს გამოიყენებ, მაგრამ რეალში აფსოლუტურად გამოუდეგარი რამეა, 2=3-ჯერ ჰა 10-20-ჯერ გამოიყენებ და მორჩა დალშე მხოლოდ საქმეში ჩაუხედავი ხალხის თვალში მარკის დასაწერად გექნება, აჩვენებ და გაიგებ ჩაფიქრებულ ხმას - ვაააააა, ვააააა smile.gif

და ბოლოს თვითონ ბადე... შენ რაც იყიდე მაგას აქვს ეგრეთწოდებული სამხედრო ბადე რომელიც გეხმარება საორიენტაციო მანძილის გამოთვლაში smile.gif ოღონდ ეგეც ცვალებადი იდეაა ჯერადობიდან გამომდინარე, პნევმატიკაში კი არაერთგზის დამტკიცებულა გვჭირდება და გამოყენებადია მხოლოდ Mil-DOT ბადე, ნუ შეიძლება EXTENDED Mil-DOT, ან დამატებით Half- Mil-Dot ბადე, რომელიც გაძლევს ტყვიის ვარდნის კომპენსირების გამოთვლის შესაძლებლობას....

ანუ აი ასეთი ბადე



ეს არის კლასიკური 5 წერტილიანი ბადე, მაგრამ თუ ტყვიის ვარდნა ძლიერია შეიძლება მოისურვო Extended Mil-dot-ი რომ ქვევით ვარდნის გამოსათვლელად მეტი წერტილები გქონდეს, ვთქვათ არის 9-10 წერტილიანი მილდოტ ბადეები



არის კიდევ უფრო გაძლიერებული ბადეები ეგრეთწოდებული ნახევარ მილდოტები რომ წერტილიდან წერტილამდე კი არ გქონდეს "პაპრავკები" არამედ მათ შუაშიც გქონდეს ორიენტირის აღების საშუალება, აი ასეთი ვარიანტი



მაგრამ ეგეთი ბადეები ჯერადობით ძვირიან ოპტიკებზეა და 100$-მდე ოპტიკაში პრაქტიკულად არ იჩითება.

შენ კი ადექი და ითრიე ეგრეთწოდებული Range Finder-ი ოპტიკა, ანუ მანძილ მზომიანი, ოღონდ არ გეგონოს რომ რაიმეს ზომავდეს smile.gif



ეს კი არ ზომავს რამეს არამედ გათვლილია ადამიანის სიმაღლეზე, ან რკინის ჩაფხუტზე და იმის მიხედვით რამდენჯერ ჩაეტევა ადამიანის ფიგურა ან ჩაფხუტი სეტკაში, მაგის მიხედვით პლიუს სპეც ფორმულის გამოყენებით იღებ საორიენტაციო მანძილს...

შენს შემთხვევაში პრობლემა ისაა რომ ბუნებაში ჩაფხუტი არაფერს ახურავს, არც ქაღალდზეა ეგეთი სამიზნეები დატანილი smile.gif, ადამიანს როგორც წესი არ ვუმიზნებთ და ისევ ასათვლელი წერტილი არაფერი გაქვს, და ბოლოს ყველა ეგეთი ოპტიკის ბადე რეალურად მუშაობას იწყებს 100 მეტრის ზევით, ანუ იქ 200-300 მეტრზე რომ ჩანს ადამიანის ფიგურა და გარკვეული ზომა აქვს აი იმის მიხედვით ხდება ფორმულაში გამოთვლა. შენ კიდევ პნევმო უნდა ისროლო სამუშაო მანძილით 30-50 მეტრი... აი რაში უნდა გამოგადგეს ეგ ბადე?

მოკლედ ვეებერთელა თხოვნაა სანამ რაიმეს გააკეთებ დაწერე ხოლმე რა, შემოხვედი ფორუმზე სადაც ხალხმა რაღაც მაინც იცის და შეუძლია რჩევა, არ იყენებ მაგ ფუნქციას smile.gif

P.S. შემდეგში გთხოვ დააკვირდე თემის სათაურს და ამ თემაში ვილაპარაკოთ მხოლოდ ხელნაკეთ PCP-ებზე, ხოლო ოპტიკა იქნება ტყვია, ჩანთა, ქამარი თუ ფეხსაცმელი ეგ თემები უნდა იყოს ნახსენები სხვა შესაბამის თემებში. თუ ეგეთ თემას ვერ მონახავ მერე უნდა გახსნა ოღონდ შესაბამის განყოფილებაში და არა იქ სადაც მოგინდება.

პოსტის ავტორი: gocha311 May 9 2014, 09:29 AM

უხეიროდ დამბურძგლა ,რას წარმოვიდგენდი თუ მაგხელა ხლაფორთობა იქნებოდა,,,,,,

დახმარებით ჯაჯა სიმართლე გითხრა მე ხელი მქონდა ჩაქნეული ,აღარ ვაპირებდი ამის აწყობას ,მხოლოდ თქვენი დახმარებით ავაწყე და თუ ეს ოპტიკა არ მომეწონა იაფად მაქ დათრეული სანერვიულო არაფერია,, როგორც ვიყიდე ისე გავყიდი smile.gif......ისე კი რა თქმა უნდა ჯობდა რომ მეკითხა და რჩევა მიმეღო მარა ეხლა გვიანია.

ოპტიკაზე ჩანთაზე და ქამარზე საყვედური მიღებულია.


უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services