გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
> საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
ხ.მ.ე.ლ.ო
პოსტი Oct 22 2012, 06:24 PM
პოსტი #1


ზუსტი მსროლელი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,361
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი
წევრი №: 1,257
ქალაქი:თბილისი



საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ.“.
2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ1 ) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე- 19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილ სანადირო ცეცხლსასროლ იარაღზე, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულ სანადირო და სპორტულ პნევმატურ იარაღებსა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირის კუთვნილ სანადირო და სპორტულ პნევმატურ იარაღებზე ;“.
3. 141 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 141 . იარაღის ტექნიკური მახასიათებლები და სხვა დასამტკიცებელი აქტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს:
ა) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის:
ა.ა) სახისა და კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით;
ა.ბ) დამზადებისა და გადაკეთების წესს;
ბ) იმ პნევმატური იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში ;
გ) ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღებ ის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ექვემდებარება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას;
დ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელთა ტარება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ;
ე) ამ მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის წესს;
ვ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარების წესს;
ზ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ პნევმატური იარაღის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლის ტარება აკრძალულია .“.
4. მე-1 6 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფისა და შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;“.
5. მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) შენობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმათა დაცვის უზრუნველყოფისა და შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;“.
6. მე- 19 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ტირის , სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს – სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღებისა და მათი ძირითადი ელემენტებისა.“;
ბ) 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:
„ 32 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირებ ი ვალდებული არიან სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის (ან მისი ძირითადი ელემენტის) შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციისათვის წარუდგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია . აღნიშნული იარაღის რეგისტრაციამდე დაუშვებელია მისი განკარგვა ან სარგებლობის უფლებით სხვა პირისათვის გადაცემა.“;
გ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების, ამავე მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.“;
დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დაუშვებელია სამოქალაქო სპორტული, სანადირო ცეცხლსასროლი ან პნევმატური იარაღის გამოყენება კერძო დაცვით საქმიანობაში.“.
7. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ტირის , სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის აღება სავალდებულოა იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ნებისმიერი ფორმის (სახეობის) პნევმატური იარაღიდან სროლას .“.
8. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება „იარაღის, იარაღის სასროლეთის, იარაღის დამზადებისა და იარაღით ვაჭრობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების სახელმწიფო სტანდარტების დადგენისა და აღნიშნული მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების შესახებ;“.
მუხლი 2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მომსახურება – სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
გ.ა) ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;
გ.ბ) ფიზიკურ პირზე თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;
გ.გ) ფიზიკურ პირზე თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია იმ პირზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება;
გ.დ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;
გ.ე) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოსარგებლე პირებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია;
გ.ვ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია;
გ.ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემა და იარაღის რეგისტრაცია, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;
გ.თ) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;
გ.ი) საქართველოს მოქალაქეზე სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემა;
გ.კ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვის გაცემა;
გ.ლ) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემა;
გ.მ) იარაღის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლების გაცემა და რეგისტრაცია;
გ.ნ) იარაღის ხელახალი რეგისტრაცია;
გ.ო) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა;
გ.პ) იარაღის დროებითი მოწმობის გაცემა;
გ.ჟ) ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა;
გ.რ) იარაღის ბალისტიკური შემოწმება;
გ.ს) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ტ) იარაღის ჩამოწერა;
გ.უ) იარაღის რეესტრის წარმოება;
გ.ფ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია;
გ.ქ) ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია;
გ.ღ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება;
გ.ყ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას იარაღისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებების განსაზღვრა;
გ.შ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა;
გ.ჩ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა;
გ.ც) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა;
გ.ძ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა;
გ.წ) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა;
გ.ჭ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასის (დასაშვები წონის) ან/და დაუტვირთავი მასის განსაზღვრა;
გ.ხ) მართვის უფლების კატეგორიების მინიჭება;
გ.ჯ) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, ტრაქტორის მართვის მოწმობის, საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა;
გ.ჰ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ჰ1 ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ჰ2 ) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ჰ3 ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ჰ4 ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;
გ.ჰ5 ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა;
გ.ჰ6 ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;
გ.ჰ7 ) დეკლარანტის თხოვნით, სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისათვის (შემდგომ – შემოსავლების სამსახური) მიწოდება;
გ.ჰ8 ) სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია;
გ.ჰ9 ) ფიზიკურ პირზე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარების უფლებით რეგისტრაცია;
გ.ჰ10) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია;
გ.ჰ11) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაცია;
გ.ჰ12) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“.
2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის:
ა) „ლ4 “, „ლ5 “ და „ლ6 “ ქვეპუნქტები:
„ ლ4 ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირებ ის კუთვნილი ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა – 20 ლარი;
ლ5 ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაცია ან ჩამოწერა – 20 ლარი;
ლ6 ) ამ მუხლის „ლ4 “ და „ლ5 “ ქვეპუნქტებ ით განსაზღვრული იარაღებ ის ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია – 10 ლარი;“;
ბ) „მ6 “ და „მ7 “ ქვეპუნქტები:
„ მ6 ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირებ ის კუთვნილი სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა − 15 ლარი;
მ7 ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა − 15 ლარი;“.
3. მე-7 მუხლის:
ა) „ე2 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ე2 ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი ერთი ერთეული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან მისი ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის, იმავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ან მისი ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია , ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი მოწმობის გაცემით – 8 სამუშაო დღე;“;
ბ) „ე2 “ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე3 “ ქვეპუნქტი:
„ ე3 ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ან მისი ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი მოწმობის გაცემით – 8 სამუშაო დღე;“.
4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 პუნქტები:
„ 12 . „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის კუთვნილი ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ან მისი ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი მოწმობის გაცემით :
ა) განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 50 ლარი;
ბ) განაცხადის შეტანიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 80 ლარი.
13 . „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ერთეული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ან მისი ერთი ერთეული ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია ან ჩამოწერა შესაბამისი მოწმობის გაცემით :
ა) განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 50 ლარი;
ბ) განაცხადის შეტანიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული მომსახურების საფასურია 80 ლარი.“.
მუხლი 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1821 და 182 2 მუხლები:
„მუხლი 1821 . პნევმატური იარაღის უკანონო ბრუნვა, პნევმატური იარაღის რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობა და დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლა
1. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით .
2. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტარების წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით .
3. ტირის , სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის კანონით დადგენილ ვადაში დაურეგისტრირებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით .
4. ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით .
5. დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით .
მუხლი 1822 . ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირება
1. ტირის , სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც შეეფარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“.
2. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1071 − 1073 , 108-ე, 1141 , 1142 , 116-ე, 117-ე, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 134-ე მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 1761 , 182 1 , 182 2 , 190-ე და 1902 მუხლებით, 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით (მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტზე გამოვლენისას).“.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 24 აპრილი.
№6058- Iს




როგორჩ ჩანს კანონს ხელს აწერს პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი, რომელი კანონიც ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე 2012 წლის 24 აპრილს...

თუ არ ვცდები კანონში ცვლილებების შეტანა უკვე დასრულებულია, მე ესე ვფიქრობ და მემგონი უკვე შესაძლებელია საბაჟოსთან შექმნილი პრობლემების მოგვარება, ანუ ვგულისხმობ, დაკავებული იარაღის დაბრუნებას...

გრეგორ ისე მაინტერესებს ბოლოს როდის დაუკავშირდი მათ?
ან რას გეუბნებიან? smile.gif
თუ იმიზეზებენ რამეს და რას? smile.gif
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება
ja_ja
პოსტი Oct 22 2012, 06:46 PM
პოსტი #2


ვეტერანი
********

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 17,350
რეგისტრ.: 9-February 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: პლანეტა Zorgi
წევრი №: 13
ქალაქი:თბილისი



თემა იხურება და პატრონი იღებს 50%-იან ვორნს....

კანონის ციტირებისთვსი დიდი მადლობა, უკვე ზეპირად ვიცით, მაგრამ ის თუ იცი რომ შსს-მ უნდა შეიმუშაოს სტანდარტები, რაც აქამდე უნდა შეემუშავებინა 2010 წლის ზაფხულში მეტეოროლოგიისა და სტანდარტების ორგანიზაციას, რომელმაც ვერ შეიმუშავა სტანდარტები 2011 წლის 1 იანვრამდე რის გამო წარმოიქმნა ის დურაკული სიტუაცია რაც აქამდე არსებობს და დღემდე არ გადაწუვეტილა. ვგულისხმობ პრობლემას საბაჟოსთან დაკავშირებით რომლებმაც უნდა მოგცენ ნივთი ამ კანონის მიხედვით, მაგრამ ვერ გაძლევენ იმიტომ რომ არ იციან რა პარამეტრების შეიძLება რომ გამოგატანონ.

ამ ახალი მოდიფიცირებით სტანდარტების შემუშავება დაევალა შსს-ს (კარგად გადაიკითხე კანონი), რომელსაც ასევე დღემდე არაფერი არ შეუმუშავებია და არაფერი შეუცვლია.

და ვაბშე აქ ხალხი დებილია თუ რა გგონია 2 წელი რომ მოთქვავს და ვერაფერს აკეთებს?

მილიონჯერ მაქვს დაწერილი ფორუმზე ყოველ მეორე თემაში ნუ წერთ ამ კანონებზე სისულელებბს, რაღაც გაიგეთ და არიქა, ჯობია გადაიკითხოთ ფორუმზე თემნები და გაარკვიოთ რა ხდება, კვირაში და თვეში ერთხელ კი ახალი პოსტის ამოტივტივება იწვევს იმ ხალხის გაღიზიანებას და შეცდომაშI შეყვანას ვისაც საქონელი გაჩერებული აქვს საბაჟოზე და 2 წელია ფული გადახდილი აქვს, მაგრამ საქონელი ვერ აუღია!!!!!


პირადად მყევხარ მიზანში ამოღებული ამ პოსტის გამო, იცი რომ 50%-იანი ვორნის მერე 90% გექნება სულ ვორნი, ოდნავ რაღაც არასწორს დაპოსტავ და საბოლოო 10%-ი ჩაგეხუტება, რაც ავტომატურ ბანს ნიშნავს!

მილიონჯერ აწონ დაწონე ყველაფერი რის დაპოსტვასაც დააპირებ! შენამდე ვერავინ მიაგნო ხომ კანონს ინტერნეტშ რომ კოპი პეისტით ჩაესვა!!!!
>
გვერდის დასაწყისში გადასვლა
 
+შეტყობინების ციტირება

თემა დახურულიაახალი თემის დაწყება
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



RSS მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 05:29 PM
Hosted by Pro-Service