თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ მავნე ცხოველთა რაოდენობის რეგულირება (Pest Control) _ ნადირობა მავნებლებზე

პოსტის ავტორი: hunter87 Jan 17 2012, 09:22 PM

გამარჯობათ მეგობრებო, მინდა მოგითხროთ დღევანდელი მოკრძალებული გასვლის შესახებ, რომელიც მე და ჩემმა მეგობარმა kokai-მ მოვაწყეთ, რომელიც ამ ფორუმის არაააქტიური წევრია. მე თან მქონდა ჩემი დისკო, კოკაის კი ჰასან AT44-ის პლასტიკის კონდახიანი და კლიპიანი ვერსია, რომელიც გასწორებულია ბარაკუდა ჰანთერზე და ადგას 6-24 გადიდების მქონე ლიპერსის ოპტიკა, ასევე ტაქტიკური ფეხები. ე.წ ბიპოდი, ტიპიური ვარმინტის შაშხანაა, მძიმე და ზუსტი. smile.gif გავედით 1 საათზე და გზად გრიგოლთან შევიარე, გავამდიდრე არსენალი კროსმან დისკავერის 10,5 გრეინიანი სანადირო ტყვიებით, მადლობა მას გაწეული დახმარებისა და შეღავათისათვის smile.gif შემდგომად ამისა გავემართეთ ჩემს მიერ სრულიად შემთხვევით აღმოჩენილი ,,ელდორადოსაკენ'' smile.gif გზად მტრედი და ჩიტები მოვინადირეთ და დანიშნულების ადგილზე მისვლისთანავე დავიწყეთ ნადირობა. სამზადისი საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა, იმისათვის რომ სატყუარებით დახუნძლული მოედანი მოგვეწყო დიდი ჯაფა დაგვადგა, ბევრი ვიარეთ და სხვადასხვა მანძილებზე მოვინადირეთ ყვავები და კაჭკაჭები. თავიდან გაოცებულები დავრჩით, ჩემი მეგობარი რომ ესროდა დაჭრილი ფრინველები მიფრინავდნენ და მერე კვდებოდნენ, ერთი კაჭკაჭი 600 მეტრის მოშორებით შემთხვევით ღმოვაჩინე როა კაჭკაჭების გუნდს ვეპარებოდი მიდ თავზე რომ ისეხდნენ და ერთი გნიასი ჰქონდათ ატეხილი. ჩემმა დისკომ მართლაც გამაოცა, ხელიდან სროლისას რამდენჯერმე მოვკალი არანაკლებ 50 მეტრში მაღალ ხეზე მჯდომი კაჭკაჭი და ყვავი, დღითიდღე ვრწმუნდები მის უპირატესობაში სხვა მძიმე მოდელებთან შედარებით. ერთ-ერთი გასროლისას მოპოვებულ იქნა დაჭრილი ყვავი,თუ არსებობს ,,პადსადნაია უტკა'' მაშინ რატომ არ შეიძლება არსებობდეს ,,პადსადნოი ვორან''? smile.gif ნუ ეს რათქმაუნდა ხუმრობით, ისე კი ამ ყვანჩომ დიდი დახმარება გაგვიწია და ბევრი თანამოძმე მოიტყუა. სიარულით დაღლილებმა მოვაგროვეთ ნადავლი და სატყუარები ისე ოსტატურად დავალაგეთ რამის ჩევნც ცოცხლები გვეგონა, მეტი დამაჯერებლობისათვის ხეებზეც დავსვი ერთი ორი კაჭკაჭი. უნდა გენახათ რა მაგარი შედეგი ჰქონდა, ჩვენი ყვანჩო იმდენ ყვავსა და კაჭკაჭს იზიდავდა სროლას ვერ ავუდიოდით. აი დღის მთავარი გმირიც

http://imageshack.us/photo/my-images/805/img6359i.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Jan 17 2012, 09:29 PM

hunter87
ძალიან კარგი , მარგამ ცოტა სურათებით გაფორმება არ აწყენდა თემას რადგან უფრო ჩვეულებრივ პოსტს გავს,

"უნდა გენახათ რა მაგარი შედეგი ჰქონდა, ჩვენი ყვანჩო იმდენ ყვავსა და კაჭკაჭს იზიდავდა სროლას ვერ ავუდიოდით."
მაგისთვის არსებობს ფოტოაპარატი biggrin.gif

პოსტის ავტორი: hunter87 Jan 17 2012, 09:36 PM

ვერ ვტვირთავ, ჭედავს ბრაუზერები , სურათები კი მაქვს

პოსტის ავტორი: ReMiNgToN Jan 17 2012, 10:19 PM

hunter87
შემიძლია დაგეხმარო, სკაიპში გამომიგზავნე და დაგილინკავ smile.gif

პოსტის ავტორი: hunter87 Jan 17 2012, 11:34 PM

დროებით ვერ ვახერხებ სურათების დადებას, ბრაუზერები ჭედავს ან ინტერნეტს აქვს პრობლემა, სურათებს დავდებ როგორც კი პრობლემა მოგვარდება

პოსტის ავტორი: foxi Jan 18 2012, 12:54 AM

hunter87
ჰა მოგეწონა ბენჯი? აბა რა გითხარი? შენ კიდე გაყიდვას აპირებდი. სხვა ბრაუზერით ატვირთე სურათები.


პოსტის ავტორი: hunter87 Jan 18 2012, 01:01 PM

ციტატა(foxi @ Jan 18 2012, 01:54 AM) *
hunter87
ჰა მოგეწონა ბენჯი? აბა რა გითხარი? შენ კიდე გაყიდვას აპირებდი. სხვა ბრაუზერით ატვირთე სურათები.

მოწონებით ეხლა მომწონს, საკმაო ძალისხმევა დამჭირდა ამ კონდიციამდე რომ მომეყვანა. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდე წინაა smile.gif

http://pixs.ru/?r=3790774

პოსტის ავტორი: hunter87 Jan 18 2012, 01:12 PM

ფოტოსესიაც მოვაწყეთ smile.gif
http://pixs.ru/?r=3790856

http://pixs.ru/?r=3790876

http://pixs.ru/?r=3790889

http://pixs.ru/?r=3790895

http://pixs.ru/?r=3790926

პოსტის ავტორი: hunter87 Jan 18 2012, 01:24 PM

სამწუხაროდ ვიდეო ვერ გადავიღეთ, ასევე სრულად ვერ მოვუყარეთ თავი ნანადირევს, ვინაიდან ზოგი წყალში და ზოგიც ეზოებში ცვიოდა. წარმოდგენილი რაოდენობა მხოლოდ მცირედია იმისა რაც ჩვენს ტყვიებს შეეწირა smile.gif

პოსტის ავტორი: nihontoman Jan 31 2012, 05:03 PM

კარგი სურათებია, მომწოს. smile.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Jan 31 2012, 06:04 PM

კარგია კარგი, მითუმეტეს მავნებლების ხოცვა, ძალიან კი გამრავლდნენ wink.gif

ეგ დაჭრილი ყვანჩო მემგონი ბარტყია არა? ეტყობა wink.gif ყოველ შემთხვევაში დაკაცებული ან დაქალებული არ არის biggrin.gif

პოსტის ავტორი: hunter87 Feb 2 2012, 02:25 PM

ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Jan 31 2012, 07:04 PM) *
კარგია კარგი, მითუმეტეს მავნებლების ხოცვა, ძალიან კი გამრავლდნენ wink.gif

ეგ დაჭრილი ყვანჩო მემგონი ბარტყია არა? ეტყობა wink.gif ყოველ შემთხვევაში დაკაცებული ან დაქალებული არ არის biggrin.gif

11.gif ბარტყის რა გითხრა მარა კაი დიდი კი იყო , არა ჩვეულებრივი რუხი ყვავია. ზდასრული, უბრალოდ სქესი ნაღდად ვერ გავარჩიე, ძალიან ეფექტური სატყუარა გამოდგა, ამას სხვა დროსაც გამოვიყენებ პრაქტიკაში და ყველას იგივეს ვურჩევ

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 2 2012, 02:29 PM

არა , მისი მამაკაცურობა თუ დედაკაცურობა ტანის სიდიდეზე არ არის დამოკიდებული. აი ამ ფოტოზე



აშკარად ეტყობა ნისკარტზე ყვავს, რომ ბარტყია wink.gif მაგას ვამბობ, თორემ დიდი კია ტანით wink.gif

პოსტის ავტორი: hunter87 Feb 2 2012, 02:35 PM

ციტატა(ხ.მ.ე.ლ.ო @ Feb 2 2012, 03:29 PM) *
არა , მისი მამაკაცურობა თუ დედაკაცურობა ტანის სიდიდეზე არ არის დამოკიდებული. აი ამ ფოტოზე


აშკარად ეტყობა ნისკარტზე ყვავს, რომ ბარტყია wink.gif მაგას ვამბობ, თორემ დიდი კია ტანით wink.gif

ამ დროს ბარტყები უკვე აღარ ყავს არცერთ ფრინველს, ისე შენ თუ გიცდია ცოცხალი სატყუარას გამოყენება?

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 2 2012, 02:43 PM

ეგ ვეგარ მოასწრო გაზრდა, დამამაკაცურება თორეე biggrin.gif biggrin.gif ისე კი აღარ ჰყავთ wink.gif მე არ მიცდია რავიცი, ისეც კარგად ვნადირობ ხოლმე smile.gif პ.ს. სად ინადირეთ მადენი ყვავები და კაჭკაჭები რა ამბავია biggrin.gif biggrin.gif მე რო დავინახავ ხომე 100 მეტრის მოშორებით, ხვდებიან ხმელოს საშიშროებას და მიფრინავენ რავიცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: hunter87 Feb 2 2012, 03:24 PM

მეც მისვლით ვნადირობ, ჩასაფრებაზე ნერვები არ მყოფნის, თუ ტერიტორიულად თბილისში ხარ ერთ დღეს დავგეგმოთ და წავიდეთ ამ ადგილას, ძალიან ახლოსაა და ფრინველიც ბევრია, თან ის ხეები ვიცი სადაც ეგენი პერელიოტისას ჯდებიან და იქ ვუწყობ ხოლმე სატყუარებს

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 2 2012, 03:31 PM

კი კი, ნამდვილად კარგი აზრია, აი ეხლა ოპტიკის ჩამოსვლას ველოდები შევუკვეთე და წავიდეთ რო ჩამოვა wink.gif არაა პრობი, თან ეხლა უნიში გამოცდები მიმდინარეობს და რო მორჩება ეს ყველაფერი ბეზ ბაზარ wink.gif

შენასავით მეც ჩასაფრება მეზიზღება, ზიხარ და ელოდები, სიარული მირჩევნია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif არ შემიძლია ერთ ადგილზე გაჩერება biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: hunter87 Feb 2 2012, 03:32 PM

კიბატონო, რა იარაღი გაქვს? თან მაგ ადგილას ბევრი ჩასჯდომი ადგილია და 5 კაცამდე თუ ვიქნებით კარგი შედეგიც იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 2 2012, 03:56 PM

რა მაქვს და აი ეს იგივე




იგივე ეს



სუსტი არ გეგონოს biggrin.gif biggrin.gif

remington summit იგივე crosman sierra pro wink.gif

პოსტის ავტორი: ikaaa Feb 2 2012, 04:23 PM

რა ადგილას იყავი თბილისის ზღვაზე?

პოსტის ავტორი: sekurifa Feb 2 2012, 04:35 PM

ხ.მ.ე.ლ.ო ისე ნადირობაში პცპ-ს ზდპ ვერ აუბამს მხარს. თუ ხშირი ხეებიანი ადგილი არ იქნება ისე ყვავზე გაგიჭირდება ნადირობა რადგან შორიდან მოგიწევს სროლა.. ახლოს არ მიგიშვებს და შენი თოფით კი სანადირო მანძილია 50 მეტრი.(ეს რეალური ნადირობის პირობებში) მის იქეთ ძნელია ძან გარტყმა თუ კარგი პოზიცია და საყრდენი არ გექნა.ყვავი კი ამას არ გაცლის.ზდპ- ებისთვის კარგია ისეთი დგილები სადაც შეძლებ დამალვას რომ ყვანჩომ არ შეგნიშნოს.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 2 2012, 04:43 PM

შენ არ იგელვო სეკურ, მოვახერხებ რამეს smile.gif აი ფაქტებს ვნახავთ სურათებს გადავუგებთ, აგერ ბიჭები იქნებიან და თუ რამეს მოვკლავ კი გეტყვიან, მაგრამ ეს სამი კვირის შემდეგ, როგორც შენ მითხარი, ოპტიკა wink.gif აქუ ისე რა ამბავია 3 კვირა, ვეღარ ვითმენ, პრინციპში წესით 2 იღა დარჩა..

პოსტის ავტორი: sekurifa Feb 2 2012, 05:00 PM

hunter87 - ისე გუგლიდან გადაღებულ სურათსაც თუ დადებ იმ ადგილმდებარეობის სადაც ეგ გასვლა გქონდათ კარგი იქნება.

პოსტის ავტორი: hunter87 Feb 2 2012, 05:08 PM

სურათები რომ არ დავდო წამოდით და ვინადიროთ, ხმელო შენ არ იდარდო ისეთი ადგილია თავზე დაგასხდებიან და ისეთ ზდპ-ს რა ვუტხარი 10-15 მეტრაში თუ ვერ მოკლა ყვავი smile.gif

გუგლის პროგრამა არ მაქვს, მოვაწყოთ ერთობლივი რამდენიმე კაცმა და თავად ნახავთ smile.gif

პოსტის ავტორი: sekurifa Feb 2 2012, 05:21 PM

ციტატა(hunter87 @ Feb 2 2012, 06:08 PM) *
სურათები რომ არ დავდო წამოდით და ვინადიროთ, ხმელო შენ არ იდარდო ისეთი ადგილია თავზე დაგასხდებიან და ისეთ ზდპ-ს რა ვუტხარი 10-15 მეტრაში თუ ვერ მოკლა ყვავი smile.gif

გუგლის პროგრამა არ მაქვს, მოვაწყოთ ერთობლივი რამდენიმე კაცმა და თავად ნახავთ smile.gif

რაო 10-15 მეტრიო? ეს ზღაპრული ადგილი სად ნახეთ smile.gif მეც უეჭველი წამოვალ მაქ და კარგი (Pest Control) მოვაწყოთ.თუ მართლა მასე ახლოს მიმიშვებენ ჩემს მონსტრსაც წამოვიღებ და გამოვცდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: hunter87 Feb 2 2012, 05:32 PM

მანქანას ვაჩერებთ და წინ ვაწყობთ სატყუარა მოედანს. მანქანიდან სასროლი მაქსიმუმ 10 მეტრია. რამდენიმე კაცი კი მოძრაობს და აფრთხობს შორს მჯდომ ფრინველს, ისინი კი ჩასაფრებულებთან მოდიან. კიბატონო შევხმიანდეთ და შევთანხმდეთ

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 2 2012, 06:04 PM

აუ რას ასწორებს? biggrin.gif biggrin.gif 10 15 მეტრი ოცნებაა ყვავები და კაჩკაჩებისათვის biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Feb 3 2012, 03:16 PM

თემა გასუფთავებულია, შემდეგში 100 თვალი და 100 ყური სანამ რამეს დადებთ.

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 27 2012, 01:27 PM

hunter მგონი კარგი ამინდები გამოვიდა და როდის დავგეგმოდ სანადიროდ წსვლა?

პოსტის ავტორი: nihontoman Feb 27 2012, 05:04 PM

ხ.მ.ე.ლ.ო
თუ მარტო მას მიმართავ, მაშინ პმ გამოიყენე, თუარადა გადაგიკეთებ პოსტს smile.gif

პოსტის ავტორი: ხ.მ.ე.ლ.ო Feb 27 2012, 06:40 PM

არა არა, ეს ერთობლივი ნადირობა იქნება smile.gif უბრალოდ ამ ადამინნის თავკაცობით smile.gif ვისაც სურს ის წამოვა wink.gif

პოსტის ავტორი: pilotina May 25 2015, 03:11 PM

მოკლედ დღეს ჩემი პატარა მოინათლა, ასე ვთქვათ First Blood, ორ კაჭკაჭს და ერთ ყვანჩალას დაუყარა საკენკი, მათაც სიამოვნებით აკენკეს smile.gif
სურათი მხოლოდ ერთია, რადგან ყვანჩალა და ერთი კაჭკაჭი ისეთ ადგილას ჩავარდნენ, რომ დამეზარა იქიდან ამოთრევა.
ეს რომელიც სურათზეა 35 მეტრში იჯდა, დანარჩენი ორი სადღაც 20-დან 30-მდე.

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: koknar May 25 2015, 03:28 PM

მიდი შემუსრე ეგ მავნეები !

პოსტის ავტორი: SCORPIONS May 25 2015, 05:05 PM

pilotina ყოჩაღ შენა wink.gif
ისა და,მაინტერესებს,თუ რა ტყვია გლიჯე და მიახლოვებით რამდენი მ.წ.-ით?
P.S. აქამდე რა გიჭირდა,ეხლა ნახე შენ ломка biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
P.S. ხელ-ფეხი მაინც გაგესწორებია მაგ ბეჩავისთვის და ისე გაგეგზავნა იმ ქვეყნად+ფოტოც უფრო კარგი გამოვიდოდა wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: pilotina May 25 2015, 05:08 PM

SCORPIONS

JSB 10.35 გრანიანი, სიჩქარე 235-240 მ/წმ

პოსტის ავტორი: gocha311 May 25 2015, 05:38 PM

თავხედობაში კი ნუ ჩამომართმევთ ,მარა 10--15 მეტრში სროლა რაღაც არა სპორტულია და უინტერესო გინდა ყვანჩალა იყოს მიზანი და გინდა ღობემძვრალა smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina May 25 2015, 06:10 PM

ციტატა(SCORPIONS @ 25th May 2015 - 06:05 PM) *
ხელ-ფეხი მაინც გაგესწორებია მაგ ბეჩავისთვის და ისე გაგეგზავნა იმ ქვეყნად+ფოტოც უფრო კარგი გამოვიდოდა


ხელ ფეხი არა ეხლა ბალზამირებას გაუკეთებდი კიდე.... biggrin.gif

gocha311
ციტატა(gocha311 @ 25th May 2015 - 06:38 PM) *
თავხედობაში კი ნუ ჩამომართმევთ ,მარა 10--15 მეტრში სროლა რაღაც არა სპორტულია და უინტერესო გინდა ყვანჩალა იყოს მიზანი და გინდა ღობემძვრალა



აბა მაჩვენე სად მიწერია 10-15 მეტრი?

პოსტის ავტორი: gocha311 May 25 2015, 10:34 PM





აბა მაჩვენე სად მიწერია 10-15 მეტრი?
[/quote]

შენ არაფერ შუაში ხარ ,,,ცოტა მაღლა რომ წერია პოსტები smile.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS May 25 2015, 10:37 PM

gocha311 ეგენი, ვადა გასულებია უკვე wink.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

P.S. სადაც დაგიჯდება,იქ დასცხებ რა..აბა ხომ არ აუქშევ,ქშა,ცოტა სპორტულ მანძილზე დამიჯექითო? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Jun 10 2015, 02:31 PM

დღეს ერთი კაჭკაჭი გავუშვი მაგათ წინაპრებთან, მოკლედ დილის 7 საათზე წაიღო ტვინი თავის ჩხავილით.
არ მინდოდა დღე სისხლის ღვრით დამეწყო, მაგრამ მაინც მომიწია biggrin.gif
დისტანცია 29 მეტრი,
ტყვია 067 იანი JSB,
ტყვიის სიჩქარე 143 მწ, ანუ 5 ჭირხვნა,
სამიზნე ღია,
დახრის კუთხე დაახლოებით დაახლოებით 15 გრადუსი, ზემოდან ქვემოთ.
http://www.radikal.ru
მოკლედ მომიწია ჩიტუნიასთვის პატარა დეპილაციის და მერე დაკტელოსკოპიის ჩატარება biggrin.gif
ტყვია შევიდა კისრის არეში და დულის გავლით გამოვიდა ფრთის ქვეშ მარცხენა მხრიდან.
ახალბედების და სკეპტიკების გასაგონად და დასანახად, არ არის ეს უსაშველო სიცქარეები საჭირო, 30 მეტრში რომ რამე
ამდაგვარი მოინადირო.
რომ მივედი ასღებად, წერილი წაღებული ჰქონდა, ფრინველი ეგრევე დეიბრიდა, არც უწვალია.

პოსტის ავტორი: pilotina Jun 10 2015, 03:27 PM

Multi-Tool

ვაა, მაგაროა! კარგად მოხვედრია. ეტყობა გულში გაუარა და მაგიტომ გავიდა ასე უცებ გაღმა. biggrin.gif


პოსტის ავტორი: ბაიკერი Jun 10 2015, 07:22 PM

კაი უდარია biggrin.gif მაგრად მეზიზღებიან კაჭკაჭები. გეგონება ბოთლაში კენჭები ყრია და აჩხრიალებენო. რა ხმა აქვთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jun 10 2015, 07:35 PM

ციტატა(Multi-Tool @ Jun 10 2015, 03:31 PM) *
დღეს ერთი კაჭკაჭი გავუშვი მაგათ წინაპრებთან, მოკლედ დილის 7 საათზე წაიღო ტვინი თავის ჩხავილით.
არ მინდოდა დღე სისხლის ღვრით დამეწყო, მაგრამ მაინც მომიწია biggrin.gif
დისტანცია 29 მეტრი,
ტყვია 067 იანი JSB,
ტყვიის სიჩქარე 143 მწ, ანუ 5 ჭირხვნა,
სამიზნე ღია,
დახრის კუთხე დაახლოებით დაახლოებით 15 გრადუსი, ზემოდან ქვემოთ.
http://www.radikal.ru
მოკლედ მომიწია ჩიტუნიასთვის პატარა დეპილაციის და მერე დაკტელოსკოპიის ჩატარება biggrin.gif
ტყვია შევიდა კისრის არეში და დულის გავლით გამოვიდა ფრთის ქვეშ მარცხენა მხრიდან.
ახალბედების და სკეპტიკების გასაგონად და დასანახად, არ არის ეს უსაშველო სიცქარეები საჭირო, 30 მეტრში რომ რამე
ამდაგვარი მოინადირო.
რომ მივედი ასღებად, წერილი წაღებული ჰქონდა, ფრინველი ეგრევე დეიბრიდა, არც უწვალია.
კარგი ჩასუქებული კი არის ხო იცი..მე კი მივაშაშლიკებდი ეგრევე! ისა და ,,5 ჭირხვნა,, რიაღაა?

პოსტის ავტორი: maqsimusa Jun 10 2015, 07:39 PM

ჯოული იგულისხმა ალბათ biggrin.gif
ჯოული გამოდის 6.850
lbs კი 5.052

პოსტის ავტორი: Multi-Tool Jun 10 2015, 07:43 PM

ციტატა(SCORPIONS @ 10th June 2015 - 08:35 PM) *
,,5 ჭირხვნა,, რიაღაა?

5 დაკაჩავება. biggrin.gif

პოსტის ავტორი: pilotina Jun 10 2015, 07:44 PM

SCORPIONS

ციტატა(SCORPIONS @ 10th June 2015 - 08:35 PM) *
ისა და ,,5 ჭირხვნა,, რიაღაა?


maqsimusa
ციტატა(maqsimusa2 @ 10th June 2015 - 08:39 PM) *
ჯოული იგულისხმა ალბათ


არა, ჯოული არაფერ შუაშია. smile.gif
ეგ არის მულტიკომპრესული პნევმატიკა, იტენება ცევიოს ჩამოწევა-აწევით. მაქსიმალური რაოდენობა ჩამოწევა-აწევის არის 10, ქაეთულად კიდე ამას ჰქვია დაჭირხვნა.
ე.ი. 5 დაჭირხვნა გუკეთა ფიშტოს, ანუ მაქსიმალური ძალითაც კი არ უსვრია...

პოსტის ავტორი: ბაიკერი Jun 10 2015, 07:48 PM

მაიცა კაჭკაჭები იჭმევა? biggrin.gif არ გამიგია ეგ

პოსტის ავტორი: maqsimusa Jun 10 2015, 07:51 PM

pilotina
ხოო მაგი აღარ მიფიქრია, ისე ფიშტო კი ვიცანი.
Multi-Tool
მაგ წონის ტყვიებს, 10 ჯერ რო მიჭირხვნი biggrin.gif
რამდენ მ/წ-ით ისვრის?

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jun 10 2015, 07:58 PM

ბაიკერი მგელს ჭამენ შეკაცო და კაჭკაჭი ვერ შემიჭამია? biggrin.gif

როცა გშია ზაქარია,კაჭკაჭიც კი შაქარია wink.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Jun 10 2015, 08:20 PM


ციტატა(maqsimusa2 @ 10th June 2015 - 08:51 PM) *
მაგ წონის ტყვიებს, 10 ჯერ რო მიჭირხვნი
რამდენ მ/წ-ით ისვრის?


10 დაჭირხვნით აკეთებს ორ გასროლას, პირველს 175მწ და მეორეს 180მწ.
ზამბარის სიძლიერე არ ყოფნის, რომ მთელი ჰაერი ერთი გასროლით გამოუშვას.
როდესაც უფრო ძლიერ ზამბარას დავუყენებ დამრტყმელზე წარმოდგენაც არა
მაქვს რა სიჩქარეს მომცემს.

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jun 10 2015, 08:30 PM

Multi-Tool ვაახ,მაშ ჩემი მურკაც მიაჭიხვინებს მაგ მანძილზე თავისუფლად კაჭკაჭუნებს. ედიკამ,რო 0.70გრამიან ტყვიას,170მ.წ.-ით ისვრისო,იმას კი აირ ზამბარა უყენია.

პოსტის ავტორი: gigi30 Jun 10 2015, 08:38 PM

"10 დაჭირხვნით აკეთებს ორ გასროლას, პირველს 175მწ და მეორეს 180მწ."
ვახ, რა აპგრეიდი აქვს ასეთი გაკეთებული?
დაჭირხვნა თუ მიჯირყვნა?

პოსტის ავტორი: Multi-Tool Jun 10 2015, 08:56 PM

ციტატა(SCORPIONS @ 10th June 2015 - 09:30 PM) *
Multi-Tool ვაახ,მაშ ჩემი მურკაც მიაჭიხვინებს მაგ მანძილზე თავისუფლად კაჭკაჭუნებს. ედიკამ,რო 0.70გრამიან ტყვიას,170მ.წ.-ით ისვრისო,იმას კი აირ ზამბარა უყენია.


რა თქმა უნდა
ციტატა(gigi30 @ 10th June 2015 - 09:38 PM) *
"10 დაჭირხვნით აკეთებს ორ გასროლას, პირველს 175მწ და მეორეს 180მწ."
ვახ, რა აპგრეიდი აქვს ასეთი გაკეთებული?

კი აპგრეიდი აქვს რა თქმა უნდა.
დგუში, კლაპანი, რკინის კოლოფი, და 42 სმ იანი ლულა.

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jun 10 2015, 09:43 PM

Multi-Tool ისა და არ აგიწონია კაჭკაჭი? ჩხართვი გასუფთავებული,გამოდის 120გრამი.

პოსტის ავტორი: mister_io Jun 10 2015, 10:01 PM

ციტატა(gabrichidzegocha @ 10th June 2015 - 09:56 PM) *
კი აპგრეიდი აქვს რა თქმა უნდა.
დგუში, კლაპანი, რკინის კოლოფი, და 42 სმ იანი ლულა.

ეს შემთხვევით ჩემგან რო აიღე იჟის ლულა ის ხოარაა? smile.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Jun 10 2015, 10:03 PM

ციტატა(SCORPIONS @ 10th June 2015 - 10:43 PM) *
Multi-Tool ისა და არ აგიწონია კაჭკაჭი? ჩხართვი გასუფთავებული,გამოდის 120გრამი.

კი , ისიც გამოვთვალე რამდენი დაჭირდებოდა ნიგოზი საცივისათვის
ნეტავი არ უბერავდე biggrin.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jun 10 2015, 10:07 PM

Multi-Tool biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif რადი ინტერესა აგეწონა რია.

პოსტის ავტორი: Multi-Tool Jun 10 2015, 10:09 PM

ციტატა(mister_io @ 10th June 2015 - 11:01 PM) *
ეს შემთხვევით ჩემგან რო აიღე იჟის ლულა ის ხოარაა?

სამწუხაროდ არა. იმ ლულიდან მხოლოდ წინა სამიზნე გამოვიყენე, თვითონ ლულა კი
ნამეტანი სვალალო მდგომარეობაშია და არ გამოდგება.
ეს დისკოს ლულაა გადაჭრილი.


პოსტის ავტორი: pilotina Jun 16 2015, 03:47 PM

მოკლედ დღეს გადავწყვიტე წამეპესტკონტროლებინა ცოტა, ჩავდე ჩემი პატარა ჩანთაში, დავქოქე მანქანა და გავედი იმ ადგილას, სადაც ყვანჩალები მეგულებოდა, კერძოდ კი ორხევის ხიდების მიდამოში, რკინიგზასთან.
მივედი თუ არა ადგილზე მაშინვე მომხვდა ყურში მათი "გალობა", ერთ-ერთ ხეზე იჯდნენ ასე 5-6 ცალი.მანქანა ასე 35-40 მეტრში გავაჩერე, დავტენე ახალი ჩამოტანილი Predator Polymag, 8.02 gr დაუმიზნე მკერდის არეში, გასროლა და ყვანჩალა ქვასავით ჩამოვარდა. დანარჩენები აფრინდნენ, მაგრამ ვიცოდი რა, რომ ყვანჩალებს პანაშვიდებზე სიარული ევასებოდათ, გადავწყვიტე დავლოდებოდი.
მართლაც, არ გასულა 3-4 წუთი ჩხავილით მოფრინდა რამდენიმე ყვანჩალა სამძიმარზე. მეც მეტი რა მინდოდა. მორიგი ყვანჩალაა მიზანში. გასროლა, მოხვედრის ხმა, სამიზნე კი არც განძრეულა.... ვაააა, მეთქი რა ხდება.... გადის 3-4 წამი და ჩვენი ყვავო ნელ-ნელა დაიხარა, დაიხარა და ქვსავით დაეშვა ძირს. რო მივედი სანახავად უკვე გაღმა იყო გასული.
შევათვალიერე ხე და ვხედავ კიდე ერთი ზის, მაგრამ ხმას არ იღებს შათლახი, ჩუმათაა biggrin.gif
მორიგი გასროლა და ესეც წინასავით გაშეშდა, (ეტყობა მაგარი შოკური ეფექტი აქვთ ამ ტყვიებს), 3-4 წამი იჯდა გაუნძრევლად და გადმოეშვა თავით. ესეც გასული იყო გაღმა, რომ ვნახე.
მოკლედ ბევრ აღწერას აღარ დავიწყებ, კიდე ორი მივაყოლე ამათ, საერთო ჯამში 5 ყვანჩალას გამოუწერე ბილეთი უკეთეს სამყაროში, მარა სურათი მხოლოდ სამისაა, ერთი ვერ ვიპოვე და ერთიც იმის მერე გავისტუმრე, როცა სურათი უკვე გადაღებული მქონდა და დამეზარა იმ სამთან მიწვენა და ხელახლა გადაღება.
მოკლედ ამ ტყვიების ძაან კმაყოფილი ვარ, მართლაც მაგარ შოკურ ეფექტს იძლევიან, მარა ნამეტანი ძვირებია. JSB-სთან შედარებით გაცილებით ძლიერი შოკური ეფექტი აქვთ.
თან ზუსტებიცაა, მოკლედ კარგი სანადირო ტყვიაა.
ხო, სიჩქარე სადღაც 255-260 მ/წმ.

http://pix.ge/

ეს პირველი ყვავო, ამას მერე დანარჩენებიც მიყვნენ

http://pix.ge/

http://pix.ge/

ერთ-ერთი რო შევათვალიერე ახლოდან, მუცელზე სისხლებთან ერთად ხორცის ნაგლეჯები ჰქონდა, ეტყობა ამ ტყვიებს კარგი ექსპანსიურობაც აქვთ.

პოსტის ავტორი: ბაიკერი Jun 16 2015, 03:52 PM

ვა მალადეც მაგ პიშტოს. მაგარ ჯანზე ყოფილა biggrin.gif დაგირაზგონებია სერიოზულად. გასროლები 15 გამოდის?

პოსტის ავტორი: pilotina Jun 16 2015, 03:59 PM

ბაიკერი

არა, გასროლები სადღაც 23-25 გამოდის, 238 მ/წმ-დან იწყება, მერე ადის მაქსიმუმზე 252 მ/წმ და მერე ისევ ჩამოდის 238-ზე. საერთო ჯამში 25 გასროლა.
მარა ეს სიჩქარეები მძიმე JSB-ით 10.34 გრ, ხოლო ეს პრედატორი 8 გრანია, შესაბამისად სადღაც 250 -260 მ/წმ დიაპაზონში ისვრის.

პოსტის ავტორი: ბაიკერი Jun 16 2015, 04:38 PM

ვა მალადეც smile.gif მაგას მეჩ გრეიდ ლულა აქვს და ეგ ხო იცი რასაც იზამს biggrin.gif თQმაც არ უნდა

პოსტის ავტორი: Multi-Tool Jun 16 2015, 05:24 PM

პოლიმაგი რულავს biggrin.gif
ისე ყვანჩალებს მაგრა არ გაუმართლათ მაგ დღეს, კაი ნამუშევარია biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი Jun 16 2015, 06:29 PM

ხოო 5 ცალი ყვავი სერიოზული ცოდვაა biggrin.gif ერთი 50 კილოთი დამძიმდა კაცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 16 2015, 07:14 PM

pilotina
მაგ ტყვიები ზუსტიცაა და საკაიფო დამსხვრევის უნარიც, პლიუს ჰიდრო დარტყმის ეფექტი და საერთო ჯამში მთელს ენერგიას გადასცემს მსხვერპლს... http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=1002&view=findpost&p=29408მინი მიმოხილვა

პოსტის ავტორი: ikaaa Jun 16 2015, 07:20 PM

pilotina
მალადეც კაი ნამუშევარია smile.gif

ერთი უნდა შეგხვდე რა smile.gif

პოსტის ავტორი: pilotina Jun 16 2015, 07:38 PM

ja_ja

ციტატა(ja_ja @ 16th June 2015 - 08:14 PM) *
აგერ ჩვენი ტესტირების მინი მიმოხილვა


კი, ზუსტათაც მაგ ტესტების შედეგებს რო გავეცანი მაგიტომ გადავწყვიტე მეყიდა და დამეტესტა რეალურ საქმეში როგორია smile.gif

ikaaa





ციტატა(ikaaa @ 16th June 2015 - 08:20 PM) *
მალადეც კაი ნამუშევარია


blush.gif


ციტატა(ikaaa @ 16th June 2015 - 08:20 PM) *
ერთი უნდა შეგხვდე რა


Welcome any time drinks.gif



პოსტის ავტორი: userman Jun 16 2015, 08:35 PM

ციტატა(ja_ja @ 16th June 2015 - 08:14 PM) *
მაგ ტყვიები ზუსტიცაა და საკაიფო დამსხვრევის უნარიც, პლიუს ჰიდრო დარტყმის ეფექტი და საერთო ჯამში მთელს ენერგიას გადასცემს მსხვერპლს... აგერ ჩვენი ტესტირების მინი მიმოხილვა


ვისმეს თუ უცდია მაგ ტყვიებით: Predator Polymag, 8.02 gr ჯგუფის გაკეთება ? მაინტერესებს თუნდაც 5 სმ-იანი ჯგუფი ( ამას ჯგუფი კი აღარ ჰქვია მარა მაინც ) მაქსიმუმ რა მანძილში და რა სიჩქარითაა შესაძლებელი , რომ მივიღოთ.

პოსტის ავტორი: pilotina Jun 16 2015, 08:41 PM

userman

ციტატა(userman @ 16th June 2015 - 09:35 PM) *
ვისმეს თუ უცდია მაგ ტყვიებით: Predator Polymag, 8.02 gr ჯგუფის გაკეთება ?


სპეციალურად ქაღალდზე არ მისვრია, მარა 3 ტყვია ვესროლე კედელს 46 მეტრში და ძაან ახლო დასვა ერთმანეთთან, ნუ მაქსიმუმ 20 მმ იქნებოდა.

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jun 16 2015, 08:45 PM

pilotina გლოცავ,სუფთა სნაიპერი ხარ რია wink.gif . P.S. მაგრად გიხალისია good.gif good.gif good.gif . ეძახე შენ პატარა და ყვავებს კი აჩხავლებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მოკლედ,გილოცავ მაგ უდიდეს სიამოვნებას!

პოსტის ავტორი: pilotina Jun 16 2015, 08:51 PM

SCORPIONS

ციტატა(SCORPIONS @ 16th June 2015 - 09:45 PM) *
ეძახე შენ პატარა და ყვავებს კი აჩხავლებს


საქმეც მაგაშია, რომ არც კი დაუჩხავლიათ, ისე მოეწონათ Polymag-ი. biggrin.gif , სრული მდუმარე აღფრთოვანება გამოხატეს. biggrin.gif biggrin.gif


ისე რავა ხარ ტარას? სად დაიკარგე ?

პოსტის ავტორი: ბაიკერი Jun 16 2015, 09:26 PM

ისე გულში გაუარა ალბათ ან ხერხემალში თორე 4,5 მილიმეტრი მაინც ცოტაა რა ყვავისთივს biggrin.gif თუ არა? რავიცი რავიცი

პოსტის ავტორი: pilotina Jun 16 2015, 09:33 PM

ბაიკერი

ციტატა(ბაიკერი @ 16th June 2015 - 10:26 PM) *
ისე გულში გაუარა ალბათ ან ხერხემალში თორე 4,5 მილიმეტრი მაინც ცოტაა რა ყვავისთივს თუ არა? რავიცი რავიცი


კი მარა ხუთივეს გულში გაუარა? რაღაც არა მგონია... ხუთივე მოწყვეტით ჩამოვარდა, არც კი უფართხალიათ.
მე უფრო ტყვიის ექსპანსიურობას მივაეწრდი, მაგარი შოკი განიცადა ყველამ, როცა მოხვდა...

პოსტის ავტორი: ბაიკერი Jun 16 2015, 09:38 PM

რაც არ ვიცი არ ვიტყვი biggrin.gif მარა მაგარი კუშია 5 ყვავი. ყველაზე საზიზღარი ფრინველია. ბებიაჩემი სამშობიაროში მუშაობს და ადრე მიყვებოდა რომ ახალშობილს რომ ხედავდნენ ფანჯარას ნისკარტს ურტყავდნენო. წარმოიდგინე რამდენად პიდარასტი ჩიტია. ერთი ტ-90 მინდა მყავდეს და ფუგასებს ვესროდი სულ biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Jun 16 2015, 09:57 PM

მალადეც

სურათების დადებას მოერიდე თუ არადა სადმე დახურულში დადე არ არის უკანონიბის აფუშირება კეთილი საქმე smile.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Jun 16 2015, 10:44 PM

pilotina
სიმინდსა ვთოხნი და ვთოხნი... მაგარი საფარი wink.gif biggrin.gif smile.gif უნდა მოვაწყოთ

პოსტის ავტორი: pilotina Jun 16 2015, 10:54 PM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 16th June 2015 - 10:57 PM) *
სურათების დადებას მოერიდე


და ისა, ყვავზე ნადირობა უკანონობაა უკვე? unknw.gif


SCORPIONS

და როდის მოვა მაგ სიმინდზე რაც მოსასვლელია?

პოსტის ავტორი: geojorjika Jun 16 2015, 11:16 PM

pilotina
კანონიერი როდის იყო? wink.gif

პოსტის ავტორი: pilotina Jun 16 2015, 11:32 PM

geojorjika

რავი, სავსეა ფორუმი ამგვარი თემებით, სურათებით და ვიდეოებით....
მავნებლებზე ნადირობა თუ არ შეიძლება, მაშინ ალბათ მათი გამრავლება შეიძლება და გავამრავლოთ და დიიიიდ წითელ წიგნშიც შევიყვანოთ... wink.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი Jun 16 2015, 11:39 PM

pilotina
შეშამიოტს რატომ არ ხმარობ და არ ტესტავ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: pilotina Jun 16 2015, 11:42 PM

დიდია ძაან, თრევა მეზარება wink.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი Jun 16 2015, 11:49 PM

სცადე ისე ყვავზე?

პოსტის ავტორი: pilotina Jun 16 2015, 11:58 PM

ბაიკერი

ციტატა(ბაიკერი @ 17th June 2015 - 12:49 AM) *
სცადე ისე ყვავზე?


არა, ჯერ არ მიცდია, მარა ისედაც ნათელია უკვე, რომ ყვავს კი არა ინდაურის ხელა ფრინველსაც ასიამოვნებს...

პოსტის ავტორი: ბაიკერი Jun 17 2015, 12:09 AM

აქეთი იმხელა ყვავებს ვჩითავ რო ინდაურის ხელა კვერცხები ექნება biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jun 17 2015, 08:45 AM

userman

ციტატა(userman @ 16th June 2015 - 09:35 PM) *
ვისმეს თუ უცდია მაგ ტყვიებით: Predator Polymag, 8.02 gr ჯგუფის გაკეთება ? მაინტერესებს თუნდაც 5 სმ-იანი ჯგუფი ( ამას ჯგუფი კი აღარ ჰქვია მარა მაინც ) მაქსიმუმ რა მანძილში და რა სიჩქარითაა შესაძლებელი , რომ მივიღოთ.

ასეთი შედეგი გაწყობს?


პოსტის ავტორი: geojorjika Jun 17 2015, 09:05 AM

ვაა ჩემი ჯგუფი

პოსტის ავტორი: maqsimusa Jun 17 2015, 09:10 AM

ეს რა მაგარი ტყვიები ყოფილა, ვცდი აუცილებლად, ძაან დამაინტერესა.

პოსტის ავტორი: ბაიკერი Jun 17 2015, 10:52 AM

pilotina
ხო მართლა სკვაზნოი გააკეთა თუ დარჩა შიგნით?

პოსტის ავტორი: pilotina Jun 17 2015, 10:58 AM

ბაიკერი

არა, სკვაზნოი არ გაუკეთებია, დარჩა.

პოსტის ავტორი: ბაიკერი Jun 17 2015, 11:07 AM

ვაა. წეღან ვიდეო ვნახე 22იანი ესროლა კონდორით ციყვის და დარჩაო ტიპმა. biggrin.gif იმენა მართლა სულ მიზნაზე გადააქვს ენერგია

პოსტის ავტორი: Multi-Tool Jun 17 2015, 12:30 PM

pilotina

ძალიანა გთხოვ მეტალმაგი გამოცადე რა. მაგრა საინტერესოა, რამე თუ არავის გამოუცდია ჯერ.
მე ასე მგონია, რომ მაგ ტყვიას სკვაზნოი ექნება, ოღონდ დიამეტრზე პატარა.


პოსტის ავტორი: pilotina Jun 17 2015, 05:01 PM

Multi-Tool

ციტატა(gabrichidzegocha @ 17th June 2015 - 01:30 PM) *
ძალიანა გთხოვ მეტალმაგი გამოცადე რა. მაგრა საინტერესოა, რამე თუ არავის გამოუცდია ჯერ.
მე ასე მგონია, რომ მაგ ტყვიას სკვაზნოი ექნება, ოღონდ დიამეტრზე პატარა.


აგერ Metalmag-ის ნამუშევარი, ოღონდ ხეზე ვეღარ ავედი რო ჩამომეხსნა biggrin.gif , დაეკიდა ლუსტრასავით biggrin.gif
პლასტელინს ვეძებ ეხლა ნორმალურს და დავტესტავ მეტალმაგს, მეც მაინტერესებს როგორ განსხვავდება პოლიმაგისგან.
მაგრამ მე ვფიქრობ მეტალმაგსაც კარგი შოკური ეფექტი უნდა ჰქონდეს, ეს რო ჰკიდია, რო მოხვდა არც განძრეულა, ეგრევე გადმოეშვა და მეორეს კი ვერ დაუმიძნე სასიცოცხლო ორგანოში, სქელი ტოტი ეფარებოდა და მარტო ტრაკი უჩანდა, ჰოდა ტრაკში მოხვდა, მარა ეგრევე ჩამოვარდა, თუმცა რო მივედი ჯერ ცოცხალი იყო და კვდებოდა საწყალი, sad.gif , რამდენიმე წუთში გევიდა გაღმა.

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: gregory Jun 17 2015, 05:53 PM

pilotina
რასაც შენ ამათ მუსრს ავლებ, აშკარად არ გიყვარს ცაში კონკურენცია biggrin.gif


პოსტის ავტორი: pilotina Jun 17 2015, 06:15 PM

gregory

ციტატა(gregory @ 17th June 2015 - 06:53 PM) *
რასაც შენ ამათ მუსრს ავლებ, აშკარად არ გიყვარს ცაში კონკურენცია


ჩხიკვის რა გითხრა, მარა ყვავი, იხვი და განსაკუთრებით ბატი, დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ავიაციისთვის. რამდენი კატასტროფა ყოფილა მაგათ გამო.
უკეთეს შემთხვევაში, ძრავში რო შეგიფრინდება კაი ბარაქიანი ბატი, ძრავი შეიძლება გაითიშოს, უარეს შემთხვევაში კი გათიშვასთან ერთად ცეცხლიც წაეკიდოს.

პოსტის ავტორი: Multi-Tool Jun 17 2015, 07:50 PM

ციტატა(gregory @ 17th June 2015 - 06:53 PM) *
რასაც შენ ამათ მუსრს ავლებ, აშკარად არ გიყვარს ცაში კონკურენცია

biggrin.gif biggrin.gif
pilotina

შენა ოქროს თევზი ხო არა ხარ? biggrin.gif, თხოვნაც არ მქონდა დასრულებული და აჰა biggrin.gif
ისე ბალისტიკური გელი გაასწორებდა. მგონი ბევრი პაჩკა ჟელატინისგან შეიძლება
მაგის გაკეთება, გაჭრაც არ დაჭირდება ისედაც გამოჩნდება ყველაფერი.
რაც შეეხება ნასროლს, რა დისტანცია იყო? პირველი შთაბეჭდილებით მაგიც არ ჩამოუვარდება
თავის პლასტმჺსისთავიან ძმობილს შოკის ეფექტით.

პოსტის ავტორი: pilotina Jun 17 2015, 08:18 PM

Multi-Tool

ციტატა(gabrichidzegocha @ 17th June 2015 - 08:50 PM) *
რაც შეეხება ნასროლს, რა დისტანცია იყო?


დისტანცია სადღაც 35-40 მეტრი. მერე მივედი ახლო, რომ ჩამეკარტოჩკებინა.

პოსტის ავტორი: userman Jun 17 2015, 09:13 PM

ციტატა(ja_ja @ 17th June 2015 - 09:45 AM) *
ასეთი შედეგი გაწყობს?

 Reduced: 85% of original size [ 600 x 806 ] - Click to view full image


გამოდის რომ ექპანსიურობის ვარიანტში ყველაზე მაგარი ყოფილა . სიზუსტიდან გამომდინარე . სავარაუდოთ 250 მ/წმ-ზე მეტი არ უნდა იყოს სასურველი

პოსტის ავტორი: SVD Jun 18 2015, 02:05 AM

ციტატა(userman @ Jun 17 2015, 10:13 PM) *
გამოდის რომ ექპანსიურობის ვარიანტში ყველაზე მაგარი ყოფილა . სიზუსტიდან გამომდინარე . სავარაუდოთ 250 მ/წმ-ზე მეტი არ უნდა იყოს სასურველი

თუიცი რამდენი გრანია ეგ ტყვია და 240 + მწ სიჩქარეზე იქნება ექსპნსიური თუ უფრო მეტი ჭირდება?ზოგადად ყველა ტყვიას და ამას?

ციტატა(userman @ Jun 17 2015, 10:13 PM) *
გამოდის რომ ექპანსიურობის ვარიანტში ყველაზე მაგარი ყოფილა . სიზუსტიდან გამომდინარე . სავარაუდოთ 250 მ/წმ-ზე მეტი არ უნდა იყოს სასურველი

თუიცი რამდენი გრანია ეგ ტყვია და 240 + მწ სიჩქარეზე იქნება ექსპნსიური თუ უფრო მეტი ჭირდება?ზოგადად ყველა ტყვიას და ამას?

პოსტის ავტორი: pilotina Oct 22 2015, 03:17 PM

ცოტა განვაახლოთ ეს თემა.
დღეს დილით გადავწყვიტე გამესეირნა ცოტა ყვავ-ყვანჩალების სამეფოში. კაი ბლომად შემხვდნენ. თან მქონდა crosman 1720.
სამი ყვანჩალის და ერთი კაჭკაჭის დადასტურებული ლიკვიდაცია. კიდე ორ ყვანჩალას და ერთ კაჭკაჭს ვერ ვადასტურებ, რადგან კი მოხვდათ 100%- ით, მაგრამ გაფრინდნენ და სად და როდის დაებერტყებიან ეგ არ ვიცი... biggrin.gif
ტყვია Predator Polymag Short, 8.02 gr. სიჩქარე სადღაც 250 მ/წმ.
სურათზე რომელიცაა ეგ პირველი იყო, მანძილი 38 მეტრი, დანარჩენებს ვერ გადაუღე, ზოგი სხვის ეზოში ჩავარდა და ზოგიც არხის გადაღმა.
ეს კი, რო მოხვდა ეგრევე გადმოეშვა თავით, დაუმიზნე გულმკერდის არეში. მარა მიწამდე ვერ მოაღწია, ტოტებში გაიჭედა და კაი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ტოტიდან ჩამომეგდო. biggrin.gif , ერთი შვიდჯერ ვესროლე ქვა, მანამ ჩამოვარდა. ( აშკარად თოფს უკეთ ვისვრი, ვიდრე ქვას smile.gif )

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: Multi-Tool Oct 22 2015, 04:12 PM

pilotina
შურიანი არა ვარ, მარამ.... biggrin.gif

პოსტის ავტორი: SCORPIONS Oct 22 2015, 04:52 PM

pilotina კარკუშასთვის არ მისვრია ჯერ,არ შემხვედრიან.ჩვენსკენ იშვიათი ფრინველია და biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: pilotina Oct 22 2015, 04:58 PM

SCORPIONS

ციტატა(SCORPIONS @ 22nd October 2015 - 05:52 PM) *
.ჩვენსკენ იშვიათი ფრინველია და


ჰოოოო, იშვითი თუა თქვენსკენ, მაშინ უნდა გაუფრთხილდე და გაამრავლო. biggrin.gif

პოსტის ავტორი: gigi30 Oct 22 2015, 06:31 PM

ისე, მავნებლებზეა თემა და, ტურებზე თუ უნადირია ვინმეს 177 კალიბრის მძიმე შეღწევადი ტყვიებით, თუ ამ კალიბრში აზრი არ აქვს? არადა ეს მავნებელი საკმაოდ მომრავლდა და მხოლოდ მეორე მავნებელი, მგელი თუ ავიწროებს მცირედ.

პოსტის ავტორი: ბაიკერი Oct 22 2015, 06:35 PM

gigi30
აზრია რა აქვს მაგ კალიბრით.

პოსტის ავტორი: pilotina Oct 22 2015, 07:29 PM

gigi30

ციტატა(gigi30 @ 22nd October 2015 - 07:31 PM) *
ისე, მავნებლებზეა თემა და, ტურებზე თუ უნადირია ვინმეს 177 კალიბრის მძიმე შეღწევადი ტყვიებით,


სადღაც გადავეყარე ადრე რევიუს, ტურაზე იყო საუბარი და რამდენადაც მახსოვს .177 კალიბრით მოინადირა, მარა შუბლში გაარტყა ზუსტად. რამდენიმე ასეული მეტრი ირბინა და გევიდა გაღმა მერე.

პოსტის ავტორი: ნიკა Oct 22 2015, 08:54 PM

pilotina

თუ foxi-ზე ამბობ, შუბლში გარტყმისთანავე მოკვდა ეგ ტურა

პოსტის ავტორი: Ex3 Oct 22 2015, 09:10 PM

მეც ეგრე მახსოვს,
უბრალოდ ჯერ ფეხში ესროლა და მერე რომ დაეწია შუბლში ესროლა , თუ სწორად მახსოვს biggrin.gif

პოსტის ავტორი: pilotina Oct 22 2015, 09:10 PM

ნიკა

ციტატა(ნიკა @ 22nd October 2015 - 09:54 PM) *
თუ foxi-ზე ამბობ, შუბლში გარტყმისთანავე მოკვდა ეგ ტურა


შეიძლება, ზუსტად არ მახსოვს თქო... smile.gif

პოსტის ავტორი: ნიკა Oct 22 2015, 09:51 PM

ვერსად ვნახე და აქვე გკითხავთ თუ შეიძლება. სულებზე მონადირეები რომაა მანდ რატო ვერ შევდივარ?

პოსტის ავტორი: pilotina Oct 22 2015, 10:55 PM

ნიკა

http://www.airgun.ge/forums/index.php?s=&showtopic=316&view=findpost&p=136069

პოსტის ავტორი: ნიკა Oct 22 2015, 11:08 PM

pilotina

მადლობა. ეგ თემა კი ვნახე ადრე მაგრამ როგორც ჩანს ზევით არ ამისქროლია biggrin.gif

პოსტის ავტორი: Sk-box Oct 23 2015, 03:52 PM

gigi30
მავნებელია თუ არაა მავნებელი, ნადირობისას მთავარია , რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ "გამოურთო შუქები " ცხოველს . ამ კალიბრში სამწუხაროდ ეგ ვერ გამოვა, მითუმეტეს ტურაზე. ( საკმაოდ ჯივუჩია)

პოსტის ავტორი: ნიკა Oct 23 2015, 04:18 PM

ციტატა(Sk-box @ Oct 23 2015, 04:52 PM) *
gigi30
ამ კალიბრში სამწუხაროდ ეგ ვერ გამოვა, მითუმეტეს ტურაზე. ( საკმაოდ ჯივუჩია)


თავში(ტვინში) მორტყმის დროს მგონი არ აქვს დიდი მნიშვნელობა კალიბრს. მთავარია ქალაში შეაღწიოს, მერე ვეღარ იგრძნობს biggrin.gif

პოსტის ავტორი: gregory Oct 23 2015, 06:24 PM

ციტატა(shotexa7 @ 23rd October 2015 - 04:52 PM) *
ამ კალიბრში სამწუხაროდ ეგ ვერ გამოვა, მითუმეტეს ტურაზე. ( საკმაოდ ჯივუჩია)

Sk-box
რავიცი, რავიცი, აი ფოქსმა კი დაადუღა საწყალი ტურიკო 30 მეტრში რემინგტონ ნიტროდან .177 კალიბრიანიდან...
ხუსტად შუბლში ქონდა მოხვედრილი

პოსტის ავტორი: Sk-box Oct 23 2015, 07:10 PM


[quote name='gregory' date='23rd October 2015 - 07:24 PM' post=136580]
Sk-box
რავიცი, რავიცი, აი ფოქსმა კი დაადუღა საწყალი ტურიკო 30 მეტრში რემინგტონ ნიტროდან .177 კალიბრიანიდან...
ხუსტად შუბლში ქონდა მოხვედრილი

gregory
ვიცი ვიდეოც ნანახი მაქვს wink.gif მეტსაც გეტყვი, მინახავს ღორი იმქვეყნათ გასტუმრებული 177-ით...
ნადირობისას ყოველთვის ვერ გათვლი რაა... 177-ით ყოველთვის ვერ შეაღწევს ან არასწორ ადგილას შეაღწევს და უნდა იტანჯოს ცხოველი მეტი არაფერი...
საკუთარი გამოცდილებით ვიცი, საშუალება თუ არის, უფრო განიერი და მძიმე უნდა ისროლო umnik2.gif თორე 177 - ით სულ რო კუდში გაარტყა შეიძლება დაუჩირქდეს და ისე მოკვდეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: gregory Oct 23 2015, 07:16 PM

ციტატა(shotexa7 @ 23rd October 2015 - 08:10 PM) *
საკუთარი გამოცდილებით ვიცი, საშუალება თუ არის, უფრო განიერი და მძიმე უნდა ისროლო

Sk-box
მაგაში 100% გეთანხმები wink.gif


პოსტის ავტორი: gigi30 Oct 24 2015, 03:28 PM

სადღაც წამიკითხავს, რომელიღაც კორეული თუ ჩინური მოდელია, რომელსაც ლეინერები ეცვლება სახრახნისის დახმარებით 4,5 და 5,5.

პოსტის ავტორი: Ex3 Oct 24 2015, 09:18 PM

gigi30
ლეინერი რომელია?

1377 ითვის მარტო ლულა და ბოლტი გინდა რომ გადაიყვანო .22 ზე
დისკოსაც მსგავსი რკინის კოლოფი აქვს და შეიძლება იგივენაირად იყოს

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 24 2015, 09:24 PM

იქნებ მორჩეთ ამ უკანონო თემებზე საუბარს , რომელიმეს ვორნი მოგენატრათ?

ყველანაირი უკანონო გადაკეთება რომელიც ცვლის იარაღის ნებისმიერ ტტმ-ს ისჯება კანონით

პოსტის ავტორი: Ex3 Oct 24 2015, 10:02 PM

გასაგებია, უბრალოდ თეორიას განვიხილავთ biggrin.gif
არავინ აპირებს კანონის დარღვევას(მე პირადად არა biggrin.gif ).

პოსტის ავტორი: koba1973 Jun 7 2016, 06:52 PM

ციტატა(gregory @ 23rd October 2015 - 07:24 PM) *
რავიცი, რავიცი, აი ფოქსმა კი დაადუღა საწყალი ტურიკო 30 მეტრში რემინგტონ ნიტროდან .177 კალიბრიანიდან...

დიდი ხნის თემაა, მაგრამ ახლა ვნახე და ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ.
სოფელში ვცხოვრობ და ამიტომ ხშირად მიხდება მავნებლებთან ბრძოლა. ტურა- მელა და და სამწუხაროდ გაველურებული ძაღლები ხშირად გვაწუხებენ და რაკი იარაღი და დრო ყველას არა აქვს მიხდება ხოლმე ზოგჯერ ლიკვიდატორის როლის შესრულება. ყველაზე ეფექტური ფერდში სროლაა რადგან მქონია შემთხვევა წინიდან თავში ვესროლე 1 ნომერი 20 კალიბრიდან და ხანმოკლე შოკის შემდეგ ცხოველი წავიდა. აი ფერდში ნასროლი უტყუარია. ჰატსან მოდ 55-ით რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა ვიცი სროლის შემდეგ 100 მეტრიც ვერ გაურბენია და უსულოდ დაცემულა.

პოსტის ავტორი: Multi-Tool Jun 7 2016, 09:37 PM

koba1973
სრული წარმოდგენისთვის კარგი იქნებოდა თუ დაწერდი რა ტყვიას ხმარობ და რა მანძილზე ესვრი ზემოთ აღნიშნულებს.


პოსტის ავტორი: koba1973 Jun 8 2016, 06:49 AM

Multi-Tool

ციტატა(gabrichidzegocha @ 7th June 2016 - 10:37 PM) *
სრული წარმოდგენისთვის კარგი იქნებოდა თუ დაწერდი რა ტყვიას ხმარობ და რა მანძილზე ესვრი ზემოთ აღნიშნულებს.

ცეცხლსასროლს ვხმარობ მეტი ეფექტი აქვს. მეგობარი ხმარობს ჰატცანზე ჩვეულებრივ იაფიან ტყვიებს 2,5 ლარი რომ ღირს. არ ვიცი ნეკნს ხვრეტს თუ ნეკნებს შორის გაძვრება ხოლმე მაგრამ ეფექტი აქვს.პრინციპში აქ კარგი ტყვიის ყიდვა რო გინდოდეს ვერც იყიდი. არ არის.

პოსტის ავტორი: pilotina Jun 8 2016, 12:36 PM

koba1973

ციტატა(koba1973 @ 8th June 2016 - 07:49 AM) *
პრინციპში აქ კარგი ტყვიის ყიდვა რო გინდოდეს ვერც იყიდი. არ არის.


რამდენიც გინდა იმდენია კარგი ტყვია. გინდა JSB და გინდა H&N. დიღმის გუდვილში, ''მაგნუმში". smile.gif

პოსტის ავტორი: gregory Jun 8 2016, 12:45 PM

pilotina
როგორც ვხვდები "აქ"-ში თბილისი არ უგულისხმაი wink.gif


პოსტის ავტორი: Multi-Tool Jun 8 2016, 12:55 PM

ჰო, კაცმა თქვა სოფელში ვცხოვრობო.
koba1973
რაც შეეხება ტყვიას, გასაგებია, მაგრამ მანძილი მაინც უცნობი რჩება მკითხველისათვის.
ბევრს აქვს მაგ სიძლიერის თოფი და სავარაუდოთ ბევრს დააინტერესებს მანძილი იგივე ეფექტისათვის
იგივე ცხოველებზე.

პოსტის ავტორი: SVD Jun 8 2016, 01:55 PM

50 მეტრზე დაადე თავში კარგად და ნახავთ როგორ ამოტრიალდება.

პოსტის ავტორი: koba1973 Jun 8 2016, 08:53 PM

ციტატა(gregory @ 8th June 2016 - 01:45 PM) *
როგორც ვხვდები "აქ"-ში თბილისი არ უგულისხმაი

მართალი ბრძანდებით. სოფელი ვიგულისხმე.

ციტატა(gabrichidzegocha @ 8th June 2016 - 01:55 PM) *
რაც შეეხება ტყვიას, გასაგებია, მაგრამ მანძილი მაინც უცნობი რჩება მკითხველისათვის.
ბევრს აქვს მაგ სიძლიერის თოფი და სავარაუდოთ ბევრს დააინტერესებს მანძილი იგივე ეფექტისათვის
იგივე ცხოველებზე.

თუ ჰატსანს გულისხმობთ მაქსიმუმ 20 მეტრზე ესვრის. თავში არ ესვრის რადგან ქონდა შემთხვევა რამდენიმე ესროლა და ვერ ქონდა შედეგი. ვერ ხვრეტავს თავის ქალასო ამბობს.

SVD
ციტატა(SVD @ 8th June 2016 - 02:55 PM) *
50 მეტრზე დაადე თავში კარგად და ნახავთ როგორ ამოტრიალდება.

ბენჯამენი ვესროლო 50 მეტრში თავში?

პოსტის ავტორი: userman Jun 8 2016, 09:24 PM

ციტატა(koba1973 @ 8th June 2016 - 09:53 PM) *
ბენჯამენი ვესროლო 50 მეტრში თავში?


50 მეტრში ვერაფერს ვერ უზავს მგელს ტურას და ძაღლს. მეტი-მეტი თვალი გამოთხაროს.

პოსტის ავტორი: koba1973 Jun 8 2016, 09:31 PM

ციტატა(userman @ 8th June 2016 - 10:24 PM) *
ციტატა(koba1973 @ 8th June 2016 - 09:53 PM)
ბენჯამენი ვესროლო 50 მეტრში თავში?

50 მეტრში ვერაფერს ვერ უზავს მგელს ტურას და ძაღლს. მეტი-მეტი თვალი გამოთხაროს.

აბა 7.62x39 თუ ვესვრი ამოტრიალდება აბა რას იზავს.

პოსტის ავტორი: koba1973 Jun 8 2016, 10:01 PM

ზემოთაც დავწერე: ორი ონავარი იყო საქათმეში შეპარული მეუღლემ დამიძახა წამოვავლე თოფს ხელი. ამოვიღე ყუთიდან 2 ტყვია და გავიქეცი. თოფი 20 კალ. იჟ58. ტყვიები N1 ფირმა არ მახსოვს. პირველმა ცხოველმა დამინახა 10 მეტრის მანძილიდან თავით ჩემსკენ იყო მოტრიალებული, ვესროლე თავში და მოწყვეტით დაეცა, მეორე გავარდა მაგრამ საფანტი უფრო სწრაფი აღმოჩნდა და ხუთიოდე მეტრის მერე დაეწია. ჩემიდან მარცხნივ გარბოდა ამიტომ საფანტმა მარცხენა გვერდში უწია გვერდზე გადააგდო. პირველი წამოხტა და ბორძიკით გაიქცა მე კიდევ ტყვია არა მქონდა რომ მესროლა სანამ ავიღე თვალს მიეფარა და ვერ ვიპოვე. მეორე სადაც დაეცა იქიდან არ განძრეულა. იმის შემდეგ თავში აღარ ვესვრი.

პოსტის ავტორი: SVD Jun 9 2016, 12:33 AM

ძაან სისულელეა თუ გგონიათ რომ ტურას,საშუალო ძაღლს 50 მეტრში 4,5 კალიბრი არ მოკლავს,ძაღლი ნანახი თუ გყავთ საერთოდ(ტურაც ეგეთია) ყურის უკანა მხარეს აქვს ტოჩკა,რბილი ნაწილი სადაც თავისუფლად გაიტანს და მივა ტვინამდე,პირდაპირ დამიზნნებითა მოკლავს შუბლშI რომ ესროლო.გააჩნია რა ტყვიას ესვრი.150 მეტრში ბოთლს სკვაზნოის უკეთებს და 50 მეტრი რაღაა,გოჭის თავის ქალისთვის მაქვს ნასროლი ჯსბ 10.34 და უკან გეხეთქა იმხელაზე გაიტანა

პოსტის ავტორი: userman Jun 9 2016, 08:32 AM

SVD

ციტატა(SVD @ 9th June 2016 - 01:33 AM) *
150 მეტრში ბოთლს სკვაზნოის უკეთებს


ეს კი ნამეტანი მოგივიდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif .
იქნებ დააკონკრეტო რომელ ბოთლს ბორჯომისას თუ შამპანურისას ? lol2.gif sarcastic_hand.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: SVD Jun 9 2016, 01:26 PM

გინდ თხელკანიანი იყოს,რატო მმომივიდა ზედმეტი?

პოსტის ავტორი: jeko 15 Jun 9 2016, 08:30 PM

მე პირადად ჰაცანიდან 55 ნაბიჯში xxxxx xxxxx xxxxx diabolo fieldis 10.7 ტყვიით xxxxxxxx დამიზნებით ადგილზე მოწყდა

პოსტის ავტორი: ბაიკერი Jun 9 2016, 08:42 PM

jeko 15
ეგეთი რამეები არ უნდა დაწერო ფორუმზე. სავაურადუდ ბანს მოგცემენ

პოსტის ავტორი: jeko 15 Jun 9 2016, 08:52 PM

ბაიკერი
მიღებულია შენიშვნა smile.gif

პოსტის ავტორი: jeko 15 Jun 9 2016, 09:06 PM

რამოდენიმე ძველ ფოტოს დავდებ
მანძილი დაახლოებით 35 40 მეტრი
http://radikal.ru/big/7c929e70dc7b493abae3ccae1f2c418d
ჩასაფრებით ვინადირე
http://radikal.ru/big/2b341ccf2a054a7186458e59fe457c9b

პოსტის ავტორი: gela Jun 9 2016, 10:50 PM

userman

ციტატა(userman @ 9th June 2016 - 08:32 AM) *
იქნებ დააკონკრეტო რომელ ბოთლს ბორჯომისას თუ შამპანურისას


150 მეტრის რა გითხრა მაგრამ, აი ჩემი ვიდეო სადაც 95 ნაბიჯში მძიმე ჯიესბით ვესვრი და ბოთლს ხვრიტავს 2:49 წამზე
ფიშტო, კროსმან ტიტან ნიტრო


პოსტის ავტორი: pilotina Jun 9 2016, 10:57 PM

რაღაც არც ფოტო ჩანს და არც ვიდეო. sad.gif

პოსტის ავტორი: gela Jun 9 2016, 11:02 PM

pilotina

ციტატა(pilotina @ 9th June 2016 - 10:57 PM) *
რაღაც არც ფოტო ჩანს და არც ვიდეო.



ჩემი ვიდეო არ იხსნება? რა ვიცი ჩემთან აჩვენებს, ბრაუზერის ამბავი ხომ არ არის?

პოსტის ავტორი: pilotina Jun 9 2016, 11:45 PM

კი, გაიხსნა, ხოო, ეგ ვიდეო ნანახი მქონია. smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services