თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ტყვიები, ზეთები, საწმენდი საშუალებები _ გასროლა "ცაში"

პოსტის ავტორი: vexam Sep 19 2016, 06:48 PM

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა დაიწყო თემაში - "ღამის მიზანი". მომხმარებელმა "ბაიკერი" დასვა კითხვა: " ოფი რომ ვერტიკალურდ აწიო და 10 გრანიანი ტყვია ასე 270 მწ გაუშვა, დაახლოებით რამდენ მერტზე აფრინდება?". ალბათ, ყველას გასჩენია მსგავსი კითხვა და უძებნია სხვადასხვა ფორმულები, რომ დაედგინა თავისი "მეგობრის" შესაძლებლობების ზღვარი. გავხსნათ ეს თემა და დავდოთ აქ - ვისაც რა ფორმულებზე მიგიწვდებათ ხელი და დრო.

პოსტის ავტორი: Multi-Tool Sep 19 2016, 08:53 PM


კვადრო აწიეთ სამიზნით სავარაუდო სიმაღლეზე და სცადეთ.
თუ ინტერესი აქვს ვინმეს, არც გარკვევა არაა შეუძლებელი.
უქარო ამინდი, მანძილმზომი, კვადროკოპტერი, ქვემოდან გაჭიმული სამიზნით
და თვითონ მსროლელი.
თუ ვინმემ მართლა გადაწყვიტა ეგ ამბავი, რამე მჩატე, ტყვია დაუმტარიც მიამაგროს,
თორემ იქნება ხრონიკა პიკირუეშევო ბობარდიროვშიკა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 20 2016, 09:06 AM

ნუ ვაბშეტა მასეთ სიმაღლეზე ნებისმიერ ვარიანტში იქნება ჰაერის დინება smile.gif

ეგ მიწის ზედაპირთან არის შტილი თორემ მაღალი კორპუსის სახურავზეც კი არის ხოლმე მინი ნიავი, და ეს სულ რაღაც 30-50 მეტრია ზედაპირიდან, ხოლო 200-300 მეტრზე, კაი ქარი იქნება smile.gif

თუმცა იდეა ცუდი არაა იდეალური პირობები რომ არსებობდეს smile.gif რაიმე კვადროკოპტერის გარეშეა მოსაფიქრებელი...

პოსტის ავტორი: Power_VANO Sep 20 2016, 11:16 AM

ჰოო, კვადროკოპტერი არაა კარგი იდეა, პოტენციურად შეიძლება კვადროკოპტერი დაზიანდეს smile.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Sep 20 2016, 12:10 PM

მაშინ Pilotina ს ვთხოვოთ გადაგვიშხუილოს 300 მეტრზე, ალექსეევკასთან დავხვდებით დაიქ დვუზალპავთ.
თუ რამეა მალიარკა ჩვენზე იყოს biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: pilotina Sep 20 2016, 04:24 PM

Multi-Tool

ციტატა(gabrichidzegocha @ 20th September 2016 - 01:10 PM) *
მაშინ Pilotina ს ვთხოვოთ გადაგვიშხუილოს 300 მეტრზე, ალექსეევკასთან დავხვდებით დაიქ დვუზალპავთ.
თუ რამეა მალიარკა ჩვენზე იყოს


biggrin.gif biggrin.gif

მარტო მალიარკით ვერ გამოხვალთ იოლად. ტერორისტულ აქტს შეგტენიან. აგერ ფორუმზე ტროლაობისთვის ვერ ჩააყუდეს კამერაში? შენ კიდო ზალპიო biggrin.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Sep 20 2016, 06:32 PM

ციტატა(pilotina @ 20th September 2016 - 05:24 PM) *
აგერ ფორუმზე ტროლაობისთვის ვერ ჩააყუდეს კამერაში? შენ კიდო ზალპიო

სპლიყვზე უბნობ? biggrin.gif. მართალი ხარ, უხსენი მერე .....


პოსტის ავტორი: pilotina Sep 20 2016, 06:59 PM

Multi-Tool

ციტატა(gabrichidzegocha @ 20th September 2016 - 07:32 PM) *
სპლიყვზე უბნობ? . მართალი ხარ, უხსენი მერე .....



yes3.gif yes3.gif

პოსტის ავტორი: vexam Sep 20 2016, 09:07 PM

აქ სურათის ჩასმა როგორ ხდება?

პოსტის ავტორი: pilotina Sep 20 2016, 09:18 PM

vexam

ციტატა(vexam @ 20th September 2016 - 10:07 PM) *
აქ სურათის ჩასმა როგორ ხდება?



http://www.airgun.ge/forums/index.php?showforum=58

პოსტის ავტორი: vexam Sep 20 2016, 09:31 PM



გამოვიდა..
გაიხარეთ.

პოსტის ავტორი: ბაიკერი Sep 21 2016, 07:19 AM

vexam
2500ფპს ით გაშბეული ტყვია თუ ამ ტრაექტორიით დაეცა 300 იარდზე, არ მჯერს რომ ის ტყვია 1500 მეტრზე აფრინდება

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 21 2016, 08:37 AM

vexam
კაცოუ smile.gif ბალისტიკური კა-ლა-კუ-ლატორი ჩვენცე გვაქვენ, მაგრამ განსხვავებაა ძალიან დიდი ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ გასროლაში, პლიუს შეკაცო რაღა 17 HMR-ი აიღე თუ რაიმეს დემონსტრირება გინდოდა smile.gif მგონი პლანეტაზე ყველაზე უბედური სიჩქარის მქონე ტყვიაა ეგ უბედური და რასთან ავლებ პარალელს smile.gif

მოკლედ ჰორიზონტალურ გასროლაზე მოქმედებს ცნობილი კანონები (ნუ ჩვენთვის ცნობილი კანონები) ტყვიის ვარდნას კი განაპირობებს ძირითადად 2 ფაქტორი, ჰაერის წინააღმდეგობა და მიზიდულობის ძალა დროში გავლილ მანძილთან შედარებით.

აი ზემოთ ვტროდე იგივე 2 ძალა მოქმედებს მაგრამ ცოტა ვიკვანძებით smile.gif რადგან მიზიდულობის ძალა 9.8 მეტრ წამი აჩქარებით უკუღმა მოქმედებს პლიუს ეს წყეული ჰაერის წინააღმდეგობა სიმაღლესთან ერთად იცვლება. ანუ ყოველ 7 მეტრში ტყვია ახალ ახალი წნევის ქვეს შვდება და შედეგად ახალ ახალი წინააღმდეგობა ხვდება, რაფერ დავაჯგუფოთ მაი ყველაფერი მაგაზეა საუბარი smile.gif


პოსტის ავტორი: vexam Sep 21 2016, 03:23 PM

დამშვიდით ხალხნო! smile.gif ეს იყო პირველი მცდელობა სურათის დადების, რომ გრაფიკებით და სურათებით გავიხალისოთ "მუშაობა" და ეს გრაფიკი იმის სადემონსტრაციოდ მოგაწოდეთ, რომ არ გავაიგივოთ ჩვენი "მეგობრები" ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებთან..სურათის დადებამ ჩაიარა წარმატებით. smile.gif ყველამ შევხედოთ გრაფიკს, დავფიქრდეთ და გავიაზროთ, რომ .22ლრ 220 იარდზე ანუ დაახლოებით 200 მეტრ მანძილზე თუ 40 ინჩით (დაახლოებით 1 მეტრი) ეშვება, ე.ი. ვერტიკალურად ვერანაირად ვერ აფრინდება 1200; 1500; 3700 და 6300 მეტრზე (მიუხედავად, ჩვენი ღრმა პატივიცემისა" J.Stevens Arm & Tool Company." -ს მიმართ).

აბა ფორმულები გვაჩვენეთ, ვის რა გაუგია და რა დაუთვლია.

7 მ/წ ეგ თუ სწორად მახსოვს ზებგერითზე იყო.

პოსტის ავტორი: vexam Sep 21 2016, 03:32 PM

არ დაგვავიწყდეს, რომ სქემაზე ნაჩვენები შედეგი არის იმ შემთხვევაში, როდესაც 100 იარდზე არის 0 (ანუ მიზანის ცენტრი). არავის ეწყინოს, რომ ამ განმარტებებსაც ვუწერ. შეიძლება პოსტებს დამწყები მოყვარულებიც კითხულობდნენ და მათთვის, რომ იყოს გასაგები. ანუ, მარტივად რომ ვთქვად: ეგ გასროლაც არ არის მთლად ჰორიზონტალურად მდგომი ლულის არხით. (კუთხის ქვეშ გასროლაა - "ნავესით", მაპატიეთ ბარბარიზმისთვის). ჰორიზონტალურად გასროლით, ალბათ, 200 იარდიც არ იქნებოდა, ტრაექტორიის 1 მეტრიანი დაქვეითებისთვის.

პოსტის ავტორი: ja_ja Sep 21 2016, 04:44 PM

ნუ თუ არავცდები ვერტიკალურად რომ გაისროლო 22LR-ს სადრაც 300-320 მეტრ წამი აქვს სიჩქარე, ანუ 1 წამში მაგ მანძილს გაივლის....

შედეგად 1 წამში ტყვია გრავიტაციის პონტში 9.8 მეტრით ძირს დაიწევს, ანუ საშუალოდ ავიღოთ მსროლელის ბეჭი ნუ ვთქვათ 1.6 მეტრი მიწის ზედაპირიდან, მაშინ 9.8 გავყოთ 1.6-ზე გამოვა დამრგვალებულად 6 . ესეიგი ახლა 320 მეტრი უნდა გავყოთ 6-ზე და .... არაა... რაცხა აშკარად ნიტო დავიანგარიშე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ნამეტანი მეცოტავა 53 მეტრი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


პოსტის ავტორი: bubusicha Sep 21 2016, 06:06 PM

290 მ/წმ სიჩქარით ნასროლ 0.67 გრამიან ჯსბ-ს 500 მეტრში აქვს დაახლოებით 120 მეტრი ვარდნა, ანუ ფურცელზე რო გავავლოთ 5 სმ-ს ხაზი ჰორიზონტალში და ხაზის ბოლოს ვერტიკალში 1,2 სმ და ეს წერტილები ერთმანეთს შევაერთოთ, სროლის ადგილთან რამდენი გრადუსის კუთხეც წარმოიქმნება იმდენი გრადუსით უნდა წამოუწიოთ ლულა რომ ხუთას მეტრში ჩაეცეს ტყვია. ანუ ყუმბარტყოცნივით ნასროლი გამოგვივა ლულას რომ წამოუწევ და სადღაც რომ ჩაეცემა ყუმბარა დაახლოებით ეგეთი biggrin.gif . ხო და 300 მეტრში ტყვიას აქვს 2 ჯოული ენერგია და 500 მეტრში 0.56 ჯოული biggrin.gif ნუ 0.56 ჯოულით 5 - 6 გარმიან ობიექტს გაანადგურებ 500 მეტრში biggrin.gif, შესაბამისად 300 მეტრში 20 გრამიანს ნუ ბეღურა სავარაუდოდ ვერ გადარჩება 300 მეტრში თუ მოხვდა biggrin.gif მგონი სწორად მახსოვს ეს ფორმულები.

ვერტიკალში მგონია რომ 150 მეტრში უეჭველი ავა ტყვია. 250-300 მეტრშიც შეიძლება ავიდეს თუმცა 150 მეტრის ზევით როგორ იცვლება ჰავა და რამხელა წინააღმდეგობას განიცდის ტყვია საინტერესოა.

პოსტის ავტორი: vexam Sep 21 2016, 06:39 PM

აბა დავთვალოთ.
1. H=(V*V)/2g ეს ფორმულაა ვაკუმისთვის. ამაზე შევთანხმდით უკვე. smile.gif) ნუ იდეაში კუთხის სინუსი უნდა მრიცხველში, მაგრამ არ ვწერთ, რადგან 90 კუთხეზე სინუსი არის 1.
2. რეალობასთან რომ იყოს მიახლოვებული, როგორც ავღნიშნეთ, საჭიროა ასახული იყოს ჰაერის წინააღმდეგობის ძალაც.
3. ჰაერის წინააღმდეგობის ძალის დათვლისას, არ უნდა დავივიწყოთ ბალისტიკური კოეფიციენტი (სხვადასხვა ფორმის ჭურვს სხვადასხვანაირი შეფერხება ექნება, ჰაერის წინააღმდეგობის გამო).

პოსტის ავტორი: gregory Sep 21 2016, 06:48 PM

ციტატა(ja_ja @ 21st September 2016 - 05:44 PM) *
ნუ თუ არავცდები ვერტიკალურად რომ გაისროლო 22LR-ს სადრაც 300-320 მეტრ წამი აქვს სიჩქარე, ანუ 1 წამში მაგ მანძილს გაივლის....

ja_ja
ეგ ლულიდან გამოსვლისას არის ესეთი სიჩქარე, თორემ მერე კატასტროფულად კლებულობს "წყეული" ხახინის ძალის გამო..


პოსტის ავტორი: vexam Sep 21 2016, 07:26 PM



ასეა ეს ამბავი.


.... არაა... რაცხა აშკარად ნიტო დავიანგარიშე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ნამეტანი მეცოტავა 53 მეტრი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რაღაც მაგ ციფრებშია

ნუ გადავუხვევთ ფორმულებიდან. ჰაერის წინააღმდეგობა დავთვალოთ.

პოსტის ავტორი: vexam Sep 23 2016, 12:50 PM

მორჩა? მეტი ვეღარ მივდივართ წინ?

პოსტის ავტორი: vexam Sep 23 2016, 02:12 PM

ჰაერის სიმკვრივე თუ აფიქრებს ვინმეს, მიღებულია, რომ ჰაერის სიმკვრივე ნორმალურ პირობებში = 1,29კგ/მ3. დაახლოვებით ეს სიდიდეა და ამაზე დავთვალოთ

პოსტის ავტორი: vexam Sep 23 2016, 03:06 PM

F=1/2*C*P*S*VV

C - ჰაერტის წინააღმდეგობის კოეფიციენტი, კონკრეტული ფორმის სხეულისთვის;
P - 1,29;
S - ზედაპრის ფრონტალური განაკვეთის ფართი;
Vკვადრატი - სხეულის სიჩქარის კვადრატი

"კეთილი ხალხი " ამბობს: ეს არის ჰაერის წინააღმდეგობის ძალის ფორმულაო..

პოსტის ავტორი: vexam Sep 23 2016, 03:41 PM

გამოდის, რომ 300მ/წმ სიჩქარით გასროლილი სფეროს ფორმის სხეული, ზევით ავა დაახლოებით 104 მეტრზე.. mda.gif გადაამოწმეთ, აბა..

პოსტის ავტორი: okela84 Sep 26 2016, 08:52 PM

unda arsebobdes formula romelic marto sawyis sichqareze dayrdnobit mogvcems pasusxs maqsimum 50 metriani cdomilebit, tan ar mgonia rom shekitxvis avtors erteuli an ateuli metrebis sizustit ainteresebdes pasuxi mitumetes cecxlsasrolis shemtxvevashi

პოსტის ავტორი: vexam Sep 27 2016, 12:21 PM

H=(sinკვადრტი *vკვადრატი)/2g*F

ეს არის ფორმულა.
H- სიმაღლე;
sin კვადრატი- კუთხის სინუსი რა გრადუსითაც ხდება გასროლა,. 90 გრადუსზე კუთხის სინუსი =1;
v- სიჩქარე ჭურვის;
g- მიზიდულობის ძალა =9,8მ/წმ;
F - ჰაერის წინააღმდეგობის ძალა.
ეს არის ფორმულა და ესეც არის მიხლოებითი, შეიძლება, +- 20-30, რადგან ფორმის მიმართ ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტს ©, აბსოლუტური სიზუსტით ვერ განსაზღვრავ, ზეპირად. მისი დიდი სიზუსტით განსაზღვრა ხდება ექპსერიმენტულად.
და ისე, ზეპირად, გულის თქმით, მიახლოვებით და ა.შ, ზოგს სჯერა, რომ 1200მ ავა ზევით გასროლილი ტყვია, ზოგს სჯერა რომ 1500.. ფანტაზიისთვის დაბრკოლება არ არსებობს. თუ მცდელობაა შეწინააღმდეგების, რომ 1500 პნევმატურზე არ ვფიქრობდითო, მინდა გაგიზიაროთ "საიდუმლოდ", რომ მნიშვნელობა არ აქვს .22ლრ იქნება, 9X18 თუ სხვა რამ. მთავარია სხვა თანაბარ პირობებში ჭურვის საწყისი სიჩქარე, რომ დაახლოებით იგივეა 1100-1200 ფპს. ჰაერის წინააღმდეგობის ძალას თუ არ მიექცევა ყურადღება (რადგან, ფორმულის ამ ნაწილში უფრო მეტი გფაქტორებია), ნებისმისერ შემთხვევაში მანძილი იქნება იგივე-გინდათ ქვემეხიდან იყოს გასროლილი, გინდა მაკაროვიდან, გინდათ პნევმატიკიდან. H=vკვადრატი/2g.
არავის ვმოძღვრავ, ალბათ, პნევნატიკაში ჩემზე მეტი გამოცდილება გაქვთ, ფორუმზე მყოფთა უმრავლესობას. უბრალოდ, მინდოდა ამეღნიშნა, რომ მეცნიერებას ვერ გავექცევით, ჩვენი კეთილი სურვილების და ფანტაზიის მიუხედავად. მოკლე იუმორისტულ (ალბათ, სიტყვა "იუმორისტული" ქართულში ჯდება-თუ არადა და შემისწორეთ, არ მეწყინება ) გადახვევას გავაკეთებ - თავიდან მქონდა ცო2 ბალონებზე პნევმატური თოფები კროსმანები და ბენჯამინ ნპს რომ შევიძინე, მეგონა 120-150 მეტრზე ვინადირებდი:იხვზე აღარ არის საუბარი, ალბათ მგლებზე და ტახებზეც. smile.gif აი, ასეთი კეთილი სურვილები მქონდა და ფანტაზია პნევმატიკასთან დაკავშირებით. smile.gif ნუ აღმოვჩნდებით-კეთილი სურვილების და ზეპირი ფანტაზიების "ტყვეობაში".
ფორმულაში თუ რამე არასწორად არის დათვილი შევასწოროთ.

პოსტის ავტორი: okela84 Sep 27 2016, 03:38 PM

მე ვფიქრობ იმ შემთხვევაშიც კი თუ საწყისი სიჩქარე იქნება ერთი და ყველა სხვა მიწიერი ფაქტორი იქნება იარაღისთვის დასაშვები დიაპაზონების ზღვართან, უფრო სწორად ერთმანეთს თუ შევადარებთ ორ დადებით და უარყოფით ბალისტიკურ უკიდურესობებს თავის უკიდურესი პირობებით, ანუ უკიდურესად კარგი ბალისტიკის ჭურვი ვისროლოთ მაქსიმალურ სიმაღლეზე სადაც განმუხტულია ჰაერი და ცუდი ბალისტიკის მქონე ჭურვი ვისროლოთ სადმე დაბლობზე და იმ დროს როდესაც ყველაზე მკვრივია ჰაერი დავინახავთ რომ ჭურვის ვერტიკალზე ფრენის სიმაღლეს პირველ რიგში და დაახლოებით ალბათ 70-80%-ით განაპირობებს საწყისი სიჩქარე დანარჩენ 30%-ს სხვა დანარჩენი ერთად აღებული

პოსტის ავტორი: vexam Sep 27 2016, 05:53 PM

ჰაერის წინააღმდეგობის ძალა დიდი ფაქტორია..გაცილებით დიდია ვიდრე გრავიტაცია( g). ჰაერის წინააღმდეგობის ძალა, რომ არ იყოს, 300მ/წმ სიჩქარით გასროლილი ჭურვი უნდა მიფრინავდეს ზევით 4591 მეტრზე. wink.gif "წყეული" ჰაერის ხახუნის ძალა- როგორც აღნიშნა ბ.ნ გრიგორმა.
H=(300*300)/9,8*2
H=90000/19,6
H=4591
რას ფიქრობთ ბ.ნ გრეგორ? თქვენ სერიოზულად ხართ ამ სფეროთი (პნევმატიკა, ცეცხლსასროლი) დაკავებული და რამე შეცდომა ხომ არ არის დაშვებული ნახსენებ ფორმულებში?

პოსტის ავტორი: vexam Sep 27 2016, 05:59 PM

ვინაიდან ორი "უკუ ძალა" მოქმედებს g -მიზიდულობის და F- ჰაერის წინააღმდეგობის, ორივე გამოტანალია მნიშნელში, სიჩქარის საწინააღმდეგოდ. სიჩქარის ნაცვლად შეიძლება ძალა იყოს, მაგრამ შემდეგ დაგვჭირდება მასაც, რომ საბოლოოდ სიჩქარე-მანძილზე გადავიდეთ. "უკუ ძალა" პირობითად ვახსენე, რადგან ამ ორიდან, g-რეალურად უკუ მოქმედი ძალაა და F-არ არის პირდაპირ უკუ მოქმედი ძალა.

პოსტის ავტორი: vexam Sep 27 2016, 06:04 PM

H=(sinკვადრტი *vკვადრატი)/2g*F

პოსტის ავტორი: gregory Sep 27 2016, 07:07 PM

ციტატა(vexam @ 27th September 2016 - 06:53 PM) *
რას ფიქრობთ ბ.ნ გრეგორ? თქვენ სერიოზულად ხართ ამ სფეროთი (პნევმატიკა, ცეცხლსასროლი) დაკავებული და რამე შეცდომა ხომ არ არის დაშვებული ნახსენებ ფორმულებში?

vexam
ფორმულა ნამდვილად სწორია( სასკოლო კურსია რა), მაგრამ ეს ფორმულა ჰიპოთეტურია, ანუ იდეალურ პირობებზეა გათვლილი, სადაც ყველა გარეშე ფაქტორი უგულებელყოფილია!
ჰაერის წინააღმდეგობა, რომელიც თავის მხრივ კიდევ მილიონ ფაქტორზეა დამოკიდებული( ტენიანობა, ტემპერატურა, ატმ. წნევა და სხვა) და თანაც ჭურვის დადაადგილებისაც ცვლადი სიდიდეა, ამ ფორმულას გამოუსადეგარს ხდის.


პოსტის ავტორი: userman Sep 27 2016, 08:35 PM

მოკლედ ცდა უნდა ჩატარდეს ! თეორიულად მაგის გაგება შეუძლებელი აღმოჩნდა. smile.gif
სხვადასხვა სიმაღლეზე უნდა დავამონტაჟოთ ვიდეოკამერები და დავაკვირდეთ , ამავე დროს ტყვია უნდა შევღებოთ ნარინჯისფრად . biggrin.gif , რომ კარგად გამოჩნდეს კადრში. ნუ ეხლა მაგ დროს გაიზომება ჰაერის ტემპერატურა
ტენიანობა
გრავიტაცია
ჰაერის სიმკვრივე
ეს ყველაფერი სხვადასხვა სიმაღლეზე და ფორმულის მიღებასაც შევძლებთ .
ექსპერიმენტი პატარა ფინანსებთან იქნება დაკავშირებული მარა სამაგიეროდ დიდ კითხვას გაეცემა პასუხი... biggrin.gif

უჰ ! , ქართული კინო გამახსენდა რა ,, შერეკილები ". biggrin.gif

პოსტის ავტორი: okela84 Sep 27 2016, 09:30 PM

მე სხვა იდეა მაქვს, სულ მცირე 3 ცალი ქრონი და 16 სართულიანი შენობა სჭირდება მაგ საქმეს და ყველაფერს ისე აეხდება ფარდა როგორც თურქული სერიალის ბოლო სერიაში. 16 სართულიანში 5-ე 10-ე და 15 სართულებზე ერთ ზოლში ფანჯრებიდან უსაფრთხო მანძილებზე უნდა განთავსდეს ქრონები, ეს დაახლოებით 45 მეტრია და არ მგონია პცპ თი გაჭირდეს ამ მანძილზე უსაფთხოდ ქრონში გატარება და ამ ქრონების მონაცემებით შესაძლებელი ხდება ჭურვის სიჩქარის განულების სიმაღლის დადგენა, ასევე შეგვიძლია შევადაროთ თანაბარი საწყისი სიჩქარით ნასროლი ექსპანსიური და ყველაზე ვოზდუხარეზი ჭურვები და გავიგოთ 45 მეტრზე ცუდი ბალისტიკა რამხელა სხვაობას მოგვცემს

პოსტის ავტორი: Multi-Tool Sep 27 2016, 10:00 PM

მეც მაქ იდეა,:ძაფზე გამობმული ჰელიუმიანი ბუშტები.

პოსტის ავტორი: vexam Sep 28 2016, 12:21 PM

ჰელიუმიანი ბუშტები კარგი და მარტივი გამოსავალია. ჩნდება სხვა შეკითხვა; ტყვია არ გამოჩნდება და ბუშტას აცდა თუ არ ავიდა ტყვია ბუშტამდე როგორ გავიგებთ? 90 გრადუსიან კუთხეზე დამიზნება როგორ უნდა მოხდეს-ოპტიკა ან ღია სამიზნე როგორ უნდა გასწორდეს? პირობითად ჰორიზონტალურად გასროლისას, სავარაუდო მანძილზე "ნავესით" ვისვრით და 90 გრადუსზე სროლისას "ნავესით" და 0-ით ვერ ისვრი ადამიანი.

cmp1.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Sep 28 2016, 08:10 PM





ციტატა(vexam @ 28th September 2016 - 01:21 PM) *
90 გრადუსიან კუთხეზე დამიზნება როგორ უნდა მოხდეს-ოპტიკა ან ღია სამიზნე როგორ უნდა გასწორდეს? პირობითად ჰორიზონტალურად გასროლისას, სავარაუდო მანძილზე "ნავესით" ვისვრით და 90 გრადუსზე სროლისას "ნავესით" და 0-ით ვერ ისვრი ადამიანი.

ასე 5-+10 მეტრში დამიზნების წერტილსა და ნატყვიარს შორის მანძილი უნდა იყოს ტოლი, მანძილისა
ლულის შუა ღერძსა და ოპტიკური სამიზნის შუა ღერძს შორის.
ანუ გამოდის რომ, ოპტიკური ღერძი პარალელური უნდა იყოს ლულისა. ამ შემთხვევაში ტყვია დამიზნების
წერტილიდან სადღაც 4 სანტიმეტრში მოხვდება.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services