თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ნადირობა პნევმატიკით _ ფრინველები.

პოსტის ავტორი: foxi May 18 2010, 10:57 PM

თითქმის ყველა პნევმატიკის მფლობელს ერთხელ მაინც უჩნდება სურვილი რაიმე ბიოლოგიურ სამიზნეზე სროლის.
ზოგისთვის ეს ნამდვილ სიამოვნებას წარმოადგენს,ზოგი სპორტულ ინტერესს მისდევს,ზოგი კი ნამდვილ მონადირეობაზე ოცნებობს.
მაგრამ რავიცით იმ ფრინველთა შესახებ რომლებსაც ვესვრით? ალბათ ძალიან ცოტა რამ. ვფიქრობ ურიგო არიქნება უფრო უკეთ ვიცოდეთ.


Columba palumbus-ჩვენებურად ქედანი,ღორ ქედანა,ტყის ქედანი.

http://www.radikal.ru

ყველაზე დიდი მტრედი. მისი წონა აღწევს-420-620 გრამსს! სხვა მტრედებისგან განმასხვავებელი ნიშნებია:ფრენის დროს თეთრი ლაქები ფრთებზე,ხოლო დამჯდარს, კარგად ეტყობა თეთრი ლაქები კისერზე.ეს ფრინველი უაღრესად ფრთხილი ფრინველია,იგი ბინადროსბს
ტყეში და ძალიან კარგად იყენებს დაბურულ ხეებს დასამალად. მისი აღმოჩენა ძალიან ადვილად შეიძლება გამრავლების პერიოდში, ამ დროს
მისი ღუღუნი მკაფიოდ ისმის ტყეში.
მტრედის ეს ჯიში გავრცელებულია თითქმის მთელ ევროპაში,აფრიკაში,აზიაში ჰიმალაის მთებშიც კი.ასევე ციმბირის რიგ რაიონებშიც.
ბუდობას იწყებს მარტში ან აპრილში. დებს ორ თეთრ კვერცხს.კვერცხებზე ძირითადად დედალი ზის.
იჩეკება 17-18 დღეში,პატარები ბუდეში რჩებიან 20 დღეს.ამხნის მანძილზე დედალ მამალი აქტიურ მონაწილეობას იღებენ მათ გამოკვებაში.
ძალიან გემრიელია.

პოსტის ავტორი: foxi May 18 2010, 11:48 PM

Columba livia-მტრედი.
http://www.radikal.ru

ამ ფრინველს ყველა კარგად იცნობს,ეს გარეული მტრედია.საერთოდ ბუნებაში ყველაფერი გარეულია,უბრალოდ რიგი ფრინველ-ცხოვე
ლების,ადამიანმა მოიშინაურა.მისი წონაა-240-360 გრამი. ქედანისგან განსხვადება არამარტო წონით,არამედ ცხოვრების ნირითაც.
ცხოვრობს როგორც ტყის პირას ასევე სოფლდა ქალაქად. ტყისპირად მცხოვრები გაცილებით უფრო ფრთხილი და ძნელად მოსანადირებელია.
ქალაქის მტრედი კი, რამის ქათამს გავს,ხშირად ხელითაც კი დაიჭერთ.

ბუდობას იწყებენ მარტის ბოლოს აპრილის დასაწყისში.წლის მანძილზე ბუდობას სამჯერ ასწრებენამიტომ ნადირობა ზაფხულში დაუშვ
ებელია!

საკვებად გამოსადეგია ქალაქისგან მოშორებით მოპოვებული გარეული მტრედი.ძალიან გემრიელია.

პოსტის ავტორი: foxi May 19 2010, 12:04 AM

Pica pica-კაჭკაჭი.
http://www.radikal.ru

ფრინველი რომელიც ძალიან ცნობისმოყვარეა და ხშირად ხდება ამის მსხვერპლი. ბინადრობს ტყის პირას,პარკებსა და სკვერებში.
იწონის-160-260-გრამს. მისი შეფერილობა გამორიცხავს მის სხვა ფრინველებში არევას.არის ძალიან ხმაურიანი და ამავედროს
მოხერხებული ქურდიც.იკვებება სოფლისმეურნეობისთვის მავნე მწერებით და ხოჭოებით.ასევე კენკრით,ბალახით,წვრილი
ფრინველების კვერცხებით.არ თაკილობს პატარა ბარტყების მოპარვა შეჭმასაც.ბუდობას აპრილის დასაწყისიდან იწყებს,დებს 2
5-8 მომწვანო კვერცხს.კვერცხებზე მხოლოდ მდედრი ზის 17-18 დღე. მამრი ამდროს იცავს.გამოჩეკვიდან 22-27 დღეში ბარტყები
ფრენას იწყებენ.ეს ფრინველიც როგორც მტრედი ირჩევს მხოლოდ ერთ მეწყვილეს.

საჭმელად უვარგისია!

პოსტის ავტორი: foxi May 19 2010, 12:24 AM

Corvus cornix-ყვავი.

http://www.radikal.ru
ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოხერხებული და საზრიანი ფრინველია.ძალიანძნელია ამ ფრინველის მონადირება. ცხოვრობს ქალაქებსა
და სოფლებში მინდორში ტყეში.თითქმის ყველგან სადაც ადამიანი საქმიანობს.მას აქვს უნიკალური ათვისების უნარი.ამიტომ
ბებერი ყვავის მოკვლა ძალიან ძნელია.ბუდობას იწყებს მარტში.3-6 კვერცხ დებს.18-21 დღე ზის მდედრი კვერცხებზე.
ამ ფრინველს განვითარებული აქვს ჯგუფურობის ინსტიქტი,რომელიც კარგად არის ორგანიზებული.ყავთ დარაჯები და მეომრები.
საჭმელად უარგისია ვინაიდან იკვებება ძირითადად ნაგვით და ლეშით.

პოსტის ავტორი: foxi May 19 2010, 02:26 PM

Anas platyrhynchos-მყვირალა იხვი.

http://www.radikal.ru

იხვის ეს სახეობა ძალიან გავრცელებულია საქართველოში.მას უწოდებენ ნამდვილ იხვს,ასევე მდინარის იხვს.მისი წონა 800გრამიდან
2 კოლოგრამამდეა.როგორც ყველა იხვი ესეც მშვენივრა ცურავს,მაგრამ ნაკლებად ყვინთავს.მაგრამ თუ დაჭერით,შეუძლია ჩაყვი
ნთოს და რამოდენიმე ათეული მეტრი წყალქვეშ გაცუროს.სწრაფად დაფრინავს მისთვის დამახასიათებელი სტვენისებრ ხმით.
ამ ჯიშის იხვს მამრს ახასიათებს მუქი მომწვანო-მოლურჯო მბზინავი კისერი.მდედრი კი უფრო ყავსიფერ ფერებშია.
გადამფრენი ფრინველია.საქართველოში ძირითადად გვხვდება კახეთის მდინარეებსა და წყალსაცავებზე.ასევე დასავლეთში.ფოთი.
ძალიან გემრიელია, პნევმო იარაღით ნადირობა ჯერ არმიცდიამ.იმედია არანაკლებ აზარტული იქნება ვიდრე ცეცხლსასროლით.

პოსტის ავტორი: foxi May 19 2010, 02:42 PM

Phalacrocorax pelagicus-ჩვამა. (ბაკლანა.)

http://www.radikal.ru

ამ ფრიველს ხშირად შეხვდებით მდინარე მტკვარზე,ასევე ქალაქის ნაგავსაყრელებზე.მისი 6 ნაირსახეობიდან ჩვენთან მხოლოდ ეს
ბაკლანები გვხვდება. მისთვის დამახასიათებელი შავი შეფერილობით.იწონის 1,5 - 2.00 კილომდე.ბუდობს თებერვალ მაისში.
საკვებად გამოსადეგია თუკი გავაძრობთ ტყავს და ღამე ძმაღში ვამყოფებთ. მოსანადირებლად საკმაოდ მოუხელთებელია.ძალიან
ამტანია ჭრილობაზე.

პოსტის ავტორი: foxi May 19 2010, 02:53 PM

Anser albifrons-თეთრ შუბლა ბატი.
http://www.radikal.ru

Anser coerulescens-თეთრი ბატი.
http://www.radikal.ru

საქართველოში ძირითადად გვხვდება სწორედ ბატების ეს წარმომადგენლები.მათი საშუალო ზომა 2-3კილოა.ძალიან ძლიერი და ფრთ
ხილი ფრინველია.ძირითადად გვხვდება წყალსაცავებზე.ჯანდარაზე ხშირად დაინახავთ და მოისმენთ მათ ხმას, მაგრამ სასროლ მან
ძილზე თითქმის ვერასდროს მიხვალთ.ამიტომაც მასზე უპირატესად ნადირობენ ჩასაფრებით,სატყუარების გამოყენებით.
ეს ფრინველიც გადამფრენია.საკვებად უაღესად გემრიელი და ნოყიერია.


პოსტის ავტორი: foxi May 19 2010, 03:07 PM

Picus virdis-მწვანე კოდალა.
http://www.radikal.ru

ყველასათვის ნაცნობი ფრინველია თუმცა საქართველოში მისი ძალიან მრავალფეროვანი სახეობებია გავრცელებული.
ბინადრობს როგორც ფოთლოვან ასევე წიწვოვან ტყეებში. საშუალოდ იწონის 250 გრამს.არსებობს გიგანტური კოდალაც,რომელიც
600 გრამზე მეტსაც იწონის.იკვებება ხეში არსებული მატლებით და ჭიებით.ძალიან უყვარს ჭიანჭველები,რომლებცას უზომო რაოდე
ნობით მიირთმევს.
ზოგიერთი კოდალის ჯიში შეტანილი იყო წითელ წიგნში (კომუნისტების დროს.) არის გემრიელი და სასარგებლო ფრინველი.

პოსტის ავტორი: foxi May 19 2010, 04:06 PM

Turdus merula-შავი შაშვი.
http://www.radikal.ru

შაშვი საქართველოში ძალიან გავრცელებული ფრინველია.კერძოდ შავი შაშვი. იგი ბინადრობს როგორც ტყეში ასევე მინდორში,სადაც
ბევრი ბუჩქნარია. იკვებება კენკრით და სხვადასხვა მწერებით.ძირითადად მიწაზე ცხოვრობს.არ უყვარს დიდი გადაფრენები.
ძალიან მოხერხებული და მოუხელთებელია მონადირისთვის.სხვა შაშვებისგან განსხვავებით შავი შაშვი ბუდეს მიწაზე, ან ამაღლებულ
ბუჩქსა თუ კუნძებზე იკეთებს. ძალიან გემრიელი და სასარგებლოა,განსაკუთრებით ზამთარში.

პოსტის ავტორი: foxi May 19 2010, 04:18 PM

Galerida cristata-ქოჩორა ტოროლა.
http://www.radikal.ru

ტოროლები ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა სახეობის ფრინველი მრავალნაირია. მაგრამ მათ ერთი დამახასიათებელი თვისება აქვთ
ტოროლებს უყვართ მიწაზე ცხოვრება.მიუხედავად იმისა რომ მშვენივრად დაფრინავენ.ეს განპირობებულია მათი საკვებით.
არსებობს ტოროლის დაახლოებით 40 ცამდე ქვე სახეობა რაც განპირობებულია მისი ადგილმდებარეობით,კლიმატით და სხვა მრავალი
პირობით.ტოროლაც შეიძლება იქას გამოყენებული საკვებად.

პოსტის ავტორი: foxi May 19 2010, 04:29 PM

Coturnix coturnix-მწყერი.
http://www.radikal.ru

ყველა მონადირისთვის საინტერესო ფრინველია,როგორც სანადირო თვალსაზრისით ასევე საკვებად.ბინადრობს ძირითადად
პურის ყანებში,ასევე გვხვდება სიმინდის,ჭვავის ყანაშიც.პრინციპში პნევმო იარაღით ნადირობა მწყერზე ნამდვილი მარაზმია
ვინაიდან იმდენად მშიშარა და ეშმაკი ფრინველია რომ სანადირო ძაღლის გარეშე მისი ნახვა თითქმის შეუძლებელია.გაფრენილს
კი პნევმო იარაღით ვერაფრით მოარტყავთ.

პოსტის ავტორი: foxi May 19 2010, 05:02 PM

Merops apiaster-კვირიონი.
http://www.radikal.ru

ეს ფრინველი ძალიან ლამაზია.მისი შეფერილობა იმდენად ლამაზ ფერებშია რომ ერთი შეხედვით სამოთხის ჩიტი გეგონებათ.
ან რომელიმე მგალობელი.მაგრამ ამ სილამაზის მიღმა იმალება მისი მავნებლობა,კვირიონი ითვლება ნომერ 1 მტრად ფუტკრებისთვის!
თანაც რაც ყველაზე საინტერესოა კვირიონი ჭამს ფუტკრის მხოლოდ თავს!კვირიონი აფრიკაში გამოიზამთრებს და გაზაფხულზე ბრუნდე
ბა.ბუდეს იკეთებს გორის ან მთის ნაპრალში.მას შეუძლია ამოთხაროს ორმო.ამოთხრილი ორმოს მიწა ხშირად 12 კილოგრამს აღწევს.
მისი წონაა 50 - 60 გრამი.საჭმელად რამდენად გამოსადეგია ცნობილი არარი.

დამატება გააკეთა mamuka2301-მ
კვირიონი (კვირკვილი )

ძალიან ლამაზი გადამფრენი ფრინველია, გურიაში მისი გუნდები გამოჩნდება დაახლოებით ივლისის ბოლოდან, იკვებება ძირითადად მწერებით და ანადგურებს ფუტკარს.
ზომით შაშვზე ოდნავ პატარაა და ყავს ტილები. საკვებად ვარგისია და არის ძალიან გემრიელი!!!!

პოსტის ავტორი: foxi May 19 2010, 05:23 PM

Upupa epops-ოფოფი.
http://www.radikal.ru

ოფოფი ძალიან ლამაზი ფრინველია.ბინადრობს როგორც ფოთლოვან ტყეში ასევე მინდორსა და ველზე.ბუდეს იკეთებს მაღალფოთლო
ვან ხეზე.ფრენა დამახასიათებელი ტალღისებრი აქვს.იკვებება ჭიებით მწერებით.საჭმელად ვარგისია.

პოსტის ავტორი: foxi May 19 2010, 05:31 PM

Sturnus vulgaris-შროშანი.
http://www.radikal.ru

ფრინველი რომელიც ძალიან ჰგავს შაშვს.მაგრამ ეს მხოლოდ შორიდან.თუ ახლოს ვნახავთ განსხვავებას მაშინვე შევამჩნევთ.
პირველ რიგში შროშანი შაშვისგან განსხვავდება ბუმბულზე არსებული თეთრი წინწკლებით,ასევე თავის,ნისკარტის მოყვანილობით.
(იხილე პოსტი შაშვი.) შროშანი საკმაოდ ბინძური ფრინველია.მას ხშირად იხილავთ ნაგავსაყრელებზე,სადაც მათი გუნდი იმდენად
დიდია რომ ლამის ცას აბნელებენ ფრენის დროს.საჭმელად გამოიყენება,იმდენად რამდენადაც თქვენ ამას გადაწყვეტთ.


პოსტის ავტორი: foxi May 19 2010, 10:37 PM

Corvus corax-ყორანი.
http://www.radikal.ru

ყორანს ჩვენში ისევე როგორც ყვავს ცუდი რეპუტაცია აქვს. მაგრამ ყვავისგან განსხვავებით ეს ფრინველი გაცილებით ნაკლებია,არ
არის ისეთივე მომაბეზრებელი და ხმაურიანი. ასევე ნაკლებად ჭკვიანია რაც მის განადგურებას აშკარად ხელს უწყობს.ყორანიც გუ
ნდურ ცხოვრებას ეწევა,იკვებება ბალახეულით მწერებით და წვრილი არსებებით.

არსებობს აზრი რომ ყორანი საკვებად გამოსადეგია,ვინაიდან ლეშსს არ ჭამს.

პოსტის ავტორი: foxi May 20 2010, 08:24 PM

Scolopax rusticola-ტყის ქათამი.
http://www.radikal.ru

ტყის ქათამი ითვლება ერთ-ერთ ძალიან საინტერესო სანადირო ფრინველად. მისი ბუმბულის შეფერილობა იმდენად შეეფრება გარე
მოს სადაც ის ბინადრობს რომ სრულიად შესაძლებელია გვერძე ჩაუაროთ და ვერცკი შეამჩნიოთ.ამ ფრინველს უყვარს გუნდური ცხო
ვრება.ბინადრობს მეჩხერ ტყიან მასივებსა და ველ მინდვრებზე. არის უაღესად გემრილეი.ნადირობის სეზონის დაწყებამდე მასზე
ნადირობა ისჯება კანონით!!!

პოსტის ავტორი: foxi May 20 2010, 08:29 PM

Asio flammeus-ჭაობის ბუ.
http://www.radikal.ru

ბუ ღამის ფრინველია და მისი დღისით ნახვა ძალიან ძნელია. ნადირობს მღნელებზე.ითვლება მტაცებელ ფრინველად.
ძალიან სასარგებლო ფრინველია სოფლის მეურნეობისთვის. მასზე ნადირობა აკრძალულია!!! საჭმელად უვარგისი.

პოსტის ავტორი: foxi May 20 2010, 08:41 PM

Passer domesticus-ბეღურა.
http://www.radikal.ru

ბეღურები ყველასთვის ნაცნობი ფრინველია.მათი ჟღურტული თითქმის განუყოფელია ქალაქისთვის.მათი პოპულაცია იმდენად დიდია
რომ მათზე ნადირობა ფაქტიურად არიკრძალება. მაგრამ რამდენად საინტერესოა მათზე ნადირობა? ჩემი აზრით ფუჭი ტყვიების ხარჯ
ვაა. მითუმეტეს რომ ბეღურები აქტიურად ანადგურებენ მავნე მწერებს.

პოსტის ავტორი: skywalker May 20 2010, 11:23 PM

http://www.radikal.ru

ჩხიკვი

ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. ფერად მიწითალო-რუხია, ბოლო და „ულვაშები“ შავი აქვს, ქოჩორი — შავლაქებიანი, წელი — თეთრი, ფრთაზე — ლამაზი, შავფხაჭებიანი ცისფერი ლაქა. მისი სხეულის სიგრძე 34 სმ, მასა 160 გ აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ბინადრობს შერეულ და ფოთლოვან ტყეებში. საქართველოში მობინადრეა. დებს 4-7 (10-მდე) კვერცხს. იკვებება თესლებით, კენკრით, ხილით, რკოთი და მწერებით, რომელთა განადგურებით ერთგვარი სარგებლობა მოაქვს. საკმაოდ კარგად ბაძავს სხვადასხვა ბგერებს.

პოსტის ავტორი: skywalker May 21 2010, 05:34 PM

http://www.radikal.ru
ბოლობეჭება, ანუ თეთრი ძერა (white kite). არწივის მსგავსად მასაც გრძელი ფრთები აქვს და დაბალ სიმაღლეზე ფრენის უბადლო ოსტატია.

http://www.radikal.ru
შევარდენი (falcon), რომელსაც ბრჭყალებში ნადავლი აქვს მოქცეული, როდესაც ქვემოთ ეშვება მსხვერპლის დასაჭერად, იგი 300 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. მას ვხვდებით ყველგან,ანტარქტიდის გარდა.

მტაცებელ ფრინველთა შორის ყველაზე სწრაფი შევარდენია.როდესაც ქვევით ეშვება მსხვერპლის დასაჭერად,იგი 300 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.მისი ძირითადი ნადავლია მტრედი,რომელსაც შევარდენი 15/18 მეტრის სიმაღლიდან ხედავს და უსწრაფესად ეშვება ქვემოთ მის დასაჭერად.მიმინოს მსგავსად,შენარდენიც წამიერი მოძრაობით განგმირავს მცირე ზომის მსხვერპლს.რაც შეეხება დიდ ნადავლს,მტაცებელი ნაწილ-ნაწილ მიირთმევს.

პოსტის ავტორი: mamuka2301 Jun 25 2010, 08:42 PM

ბოლოშავა

ბინადრობს ძირითადათ მთაში, გვიან შემოპდგომაზე, როცა მთები უკვე დათოვლილია ჩამოდის ბარში, მოძრაობენ გუნდებად, შაშვზე ოდნავ მოზრდილი ფრინველია, მოსანადირებლად ზალიან იოლი და ძალიან გემრიელია. უყვარს ხურმა, კარალიოკი...

პოსტის ავტორი: mamuka2301 Jun 25 2010, 08:47 PM

ჩხართვი

ეს ფრინველი ბევრს ერევა ჩხარტაში თავისი შეფერილობის და დიდი მსგავსების გამო, მაგრამ ეს ფრინველი ჩხარტასგან განსხავევბით ბინადრობს ძირითადად მთაში, დაბლობში გამოჩნდება შემოდგომის დადგომიდან, ყველაზე კარგი მოსანადირებელია წვიმიან ამინდში, არის ძალიან გემრიელი, ზომით შაშვზე ოდნავ პატარა

პოსტის ავტორი: Axalbeda Aug 4 2013, 09:53 PM

თბილისში რო მტრედებია , იჩმევა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 4 2013, 10:04 PM

Axalbeda

ციტატა(Axalbeda @ 4th August 2013 - 10:53 PM) *
იჩმევა

ნუ ეგ ალბათ შეიძლება, მაგრამ აი ჭამას თუ გულისმობ მაშინ არ გირჩევ smile.gif ნაგავზე გაზრდილები არიან და ისედაც მტრედი მილიონი დაავადების გადამტანია და მითუმეტეს ქალაქის ნუ რაღაც საშინელება იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: WARNer brother Aug 4 2013, 10:35 PM

არა არ იჭმევა
ქალაქიდან მოშორებით უნდა იყოს მონადირებული
უწერია პატივცემულ ფოქსის გარეულ მტრედზე და თუ
დააკვირდებოდი ნახავდი.
ასევე მტრედი როგორ უნდა ჭამო? ხომ იცი რომ ქალაქში
ნადირობა არ შეიძლება... ძალიან ცუდი კითხვა იყო მე თუ მკითხავ
დანაშაულია ადამიანზე მიჩვეული მტრედის მონადირება , ასევე ქალაქში
ნადირობა.

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 4 2013, 11:11 PM

WARNer brother
ja_ja
რას პროფესორობთ ან ერთი და ან მეორე? ვინ თქვა რომ არ იჭმევა?
ჭამე და დაავადება დაგემართა რამე? მე ბევრჯერ მაქვს ნაჭამი და ცოცხალი ვარ როგორც ხედავთ.
და თუ უმის ჭამას თუ აპორებთ ეგ სხვა ამბავია, ზოგადად გარეული ფრინველი ინქება თუ ნადირი არის უამრავი დაავადების გადამტანი და ქალაქში იქნება ეს თუ სიმინდის პლანტაციაში სადაც სასუქის და სხვა პესტიციდების ნაჟურ წყალზე იზრდება.
პირველი და აუცილებელი პირობაა ნანადირევის კარგად შეწვა ან მოხარშვა, არ არის მცვრიანი და ნახევრად მოცარშულის ჭამა რეკომენდებული და არა აქვს მნიშვნელობა სად იზრდება (ნუ ჩერნობილი გამონაკლისია და კიდევ თევზებს არ ეხება ეს)
და კიდევ ნაგავზე გაზრდილი არ ნიშნავს რომ არ იჭმევა , გარეული ცხოველების და ფრინველების უმეტესობა ნაგავზე იზრდება და რადგან ამას თქვენ ვერ ხედავთ ეგ იმას სულაც არ ნიშნავს რომ გრეჩიხაზეა ქესალოში მონადირებული ქედანი გაზრდილი, რათქმაუნდა ჯანსაღ საკვებსაც მიირთმევს, მაგრამ არც ნაგავზე ამბობს უარს wink.gif

პოსტის ავტორი: WARNer brother Aug 4 2013, 11:40 PM

geojorjika
დავუშვათ იჭმევა (დავუშვათ რა ნუ იჭმევა ესეიგი)
მაგრამ , როგორ უნდა შეჭამო?
უნდა მოინადირო, რაც არ შეილება...

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 4 2013, 11:41 PM

WARNer brother
კითხვა იყო იჭმევა თუ არა , და პასუხი არის :დიახ იჭმევა

როგორ ფიქრობ ბორჯომის ირმის ხორცი იჭმევა? რათქმაუნდა იჭმევა და მონადირება აკრძალულია wink.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 5 2013, 08:20 AM

geojorjika

ციტატა(giorgi @ 5th August 2013 - 12:11 AM) *
მე ბევრჯერ მაქვს ნაჭამი და ცოცხალი ვარ როგორც ხედავთ.

ეტო ტი ტაკ დუმაეშ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ilariona Aug 5 2013, 09:41 AM

მდააა.

Axalbeda
კი იჭმევა, მამენტ ,,ლენინგრადის" ბლოკადის დროს ვირთხებსაც ჭამდნენ, გამოდის რომ ვირთხებიც იჭმევა.

რა ვიცი აბა, ვიციიიი? აბა მე რა ვიცი smile.gif

პოსტის ავტორი: gregory Aug 5 2013, 10:17 AM

რა იყო ხალხნო გშიათ? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: foxi Aug 5 2013, 12:07 PM

საჭმელად გამოსადეგია ქალაქის მტრედიც და ქათამიც. სწორედ თუ მოამზადებთ შხამიანი თევზიც ვარგისია. ბოსტნეული ზოგი ნატურალურად მოყვანილია,ზოგიც პესტიციდებით. ნათესების უმეტესობა ტექნიკური წყლით ირწყვება. მას კი გარეული ფრინველი მიირ
თმევს. ასე თუ გავყევით ღორზე საზიზღარ საჭმელს არც ერთი ცხოველი არ ჭამს. მაგრამ ყოველ ფორუმის გასვლავს ახლავს ღორის მწვადი.

პოსტის ავტორი: Axalbeda Aug 5 2013, 12:42 PM

ციტატა(WARNer brother @ Aug 4 2013, 11:35 PM) *
არა არ იჭმევა
ქალაქიდან მოშორებით უნდა იყოს მონადირებული
უწერია პატივცემულ ფოქსის გარეულ მტრედზე და თუ
დააკვირდებოდი ნახავდი.
ასევე მტრედი როგორ უნდა ჭამო? ხომ იცი რომ ქალაქში
ნადირობა არ შეიძლება... ძალიან ცუდი კითხვა იყო მე თუ მკითხავ
დანაშაულია ადამიანზე მიჩვეული მტრედის მონადირება , ასევე ქალაქში
ნადირობა.


თბილისის ზღვაზე ვნახულობ ხოლმედა ამიტომ ვიკითხე smile.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Aug 5 2013, 02:36 PM

Axalbeda

ციტატა(Axalbeda @ 5th August 2013 - 01:42 PM) *
თბილისის ზღვაზე ვნახულობ ხოლმედა ამიტომ ვიკითხე

http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2590

პოსტის ავტორი: SVD Oct 11 2015, 07:05 PM



ვინმემ ხომ არ იცით ეს რა ფრინველია(მეგრულად ვიცი ქარტყანია ქვია :დ) მიმინოა ვითომ თუ მაგდაგვარი რამე?

პოსტის ავტორი: SCORPIONS Oct 11 2015, 07:09 PM

SVD მიმინოს სახეობაა ჩემი აზრით. მეგრულად კი არც გამიგია ეგ სახელი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 11 2015, 07:12 PM

რატომ არის ეგ ფრინველი მაგ მდგომარეობაში? ეჭვი მაქვს რომ ვორნს მიიღებ ეხლა, სანადირო.ობიექტი არ არის ეგ რომ მაგაზე ინადირო

პოსტის ავტორი: SVD Oct 11 2015, 07:15 PM

ციტატა(geojorjika @ Oct 11 2015, 08:12 PM) *
რატომ არის ეგ ფრინველი მაგ მდგომარეობაში? ეჭვი მაქვს რომ ვორნს მიიღებ ეხლა, სანადირო.ობიექტი არ არის ეგ რომ მაგაზე ინადირო

არაა არა მე არაფერ შუაში არა ვარ სანადიროდ ვიყავი კახეთში სააკაძე რომაა და მანდ ვნახე ასე დაჭრილი იყო და ჩამოვხსენიი

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 11 2015, 07:43 PM

კარგია თუ ჩამოხსენი და გაუშვი , ცოტა მიჭირს ერთ სურათთ რამე ვთქვა მაგრამ მარჯანს გავს

პოსტის ავტორი: SVD Oct 11 2015, 07:45 PM

ციტატა(geojorjika @ Oct 11 2015, 08:43 PM) *
კარგია თუ ჩამოხსენი და გაუშვი , ცოტა მიჭირს ერთ სურათთ რამე ვთქვა მაგრამ მარჯანს გავს

არა სადისტი მართლა არა ვარ და ასეთ რამეს არგავაკეთებ.ეხლაც მყავს სახლში მიმინო

პოსტის ავტორი: userman Mar 15 2016, 12:55 PM

ციტატა(kakha @ 19th May 2010 - 05:06 PM) *
Turdus merula-შავი შაშვი.


შაშვი საქართველოში ძალიან გავრცელებული ფრინველია.კერძოდ შავი შაშვი. იგი ბინადრობს როგორც ტყეში ასევე მინდორში,სადაც
ბევრი ბუჩქნარია. იკვებება კენკრით და სხვადასხვა მწერებით.ძირითადად მიწაზე ცხოვრობს.არ უყვარს დიდი გადაფრენები.
ძალიან მოხერხებული და მოუხელთებელია მონადირისთვის.სხვა შაშვებისგან განსხვავებით შავი შაშვი ბუდეს მიწაზე, ან ამაღლებულ
ბუჩქსა თუ კუნძებზე იკეთებს. ძალიან გემრიელი და სასარგებლოა,განსაკუთრებით ზამთარში.


აბა ამის მოკვლა იქნება? მითუმეტეს ამ დროს.





პოსტის ავტორი: datka25 Mar 15 2016, 02:12 PM

არც მომიკვლია მე. . smile.gif

პოსტის ავტორი: gioxmala Mar 15 2016, 03:01 PM

დასავლეთში რო ვიყავი ისე მოდიოდნენ სახლთნ ახლოს არც ეშინოდათ იდგნენ და იყურებოდნენ ხოლმე შაშვები

პოსტის ავტორი: mamukaaa Mar 15 2016, 04:37 PM

ვიყიდოთ თოფები მერე გავიაროთ საჯართეზე ჟესტის ბანკები მოვაგროვოთ და ვხვრიტოთ და ვხვრიტოოოოოთ.
აღარც ფრინველი დაზარალდება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: gioxmala Mar 17 2016, 12:01 PM

biggrin.gif სიმინდის ყანაში რო შევდიოდი ისე ნაგლურად დაფრინავდნენ ვითომც არაფერი biggrin.gif

პოსტის ავტორი: mamukaaa Mar 17 2016, 08:25 PM

კახეთში ვიყავი და ტყეში გავიარეთ მოკლეთ.
შაშვი
ჩხიკვი
ჩხარტი
სავსეა,ძალიან ბევრია მარა ახლოს არ მიშვებდნენ მეკიდე ჩემი 1377-თ შორს ვერ ვესროდი.
ერთი 10-თი ან 15-ტი კილომეტრი ისე ვიარე რო ვერაფერი მოვინადირე.
ერთი 50-თ მეტრში მაინც უნდა გესროლა.
მარა ამაოდ ვერაფერიიიიიიიიიიიიიი.
35-ტი 40-ც მეტრში კიდე შეიძლებოდა სროლა მარა არ მიშვებდნენ ახლოს.
თოფი იყო საჭირო ანუ კაი პსპ-ი.

პოსტის ავტორი: pilotina Mar 17 2016, 08:29 PM

mamukaaa

ციტატა(mamukaaa @ 17th March 2016 - 09:25 PM) *
ერთი 10-თი ან 15-ტი კილომეტრი ისე ვიარე რო ვერაფერი მოვინადირე.


არ შეიძლება ეხლა ნადირობა

პოსტის ავტორი: gregory Mar 17 2016, 08:29 PM

mamukaaa
პცპ-თი რომ ყოფილიყავი 100 მეტზე ახლოს არ მიგიკარბდნენ.
იციან მაგ ოხრებმა იარაღის ცნობა biggrin.gif


პოსტის ავტორი: userman May 13 2016, 09:06 PM

მოკლედ რა ნახა დღეს ჩემმა თვალებმა :

ჩემს გარემოში ვიყავი და ჩემიდან 30 მეტრში ჩხიკვს მოსდევდა შაშვი გამწარებული ( იქვე ახლოს შაშვს ბუდე აქვს ) ეს ისეთი სწრაფად მოხდა ვერც ვიდეო გადავიღე და ვერც თოფი გამოვიყენე ( იმიტომ , რომ თან არ მქონდა biggrin.gif ) მოკლედ შეიქმნა გაწევ გამოწევა ცემა ტყეპა smile.gif რამდენიმე წამში შაშვმა თავი ანება და ვხედავ , ჩხიკვი ხეზე რაღაცას მადიანად შეექცევა, ვიფიქრე ალბათ შაშვს ბღარტი მოსტაცა და იმას ჭამს თქო და გამწარებულმა ქვა ვესროლე და ნადავლი პირიდან გავაგდებინე და თვითონ გაფრინდა. მივედი ახლოს და დამხვდა ჩიტის კუდიღა დანარჩენი შეუჭამია . მარა შაშვისას არ ჰგავდა ბეღურა ჩიტის ნარჩენი შემრჩა... შაშვს რაღა უნდოდა არ ვიცი mda.gif

P.S. ჩემი თვალით მაქვს ნანახი თუ როგორ ჭამს ჩხიკვი რკოს ( მთლიანს ყლაპავს ) ასევე კენკრას , ბალს, თუთას. აი ჩიტებსაც თუ ჭამდა ეგ აღარ ვიცოდი . აღმოვაჩინე კიდევ ერთი მავნებელი... ვაჟა ფშაველას რომ ეს სცოდნოდა ,, ჩხიკვთა ქორწილს " ალბათ აღარ დაწერდა biggrin.gif შეიძლება ვაჟას დროს არც იყო ჩხიკვი მავნებელი და ეხლა გახდა smile.gif , რავი ბუნებაც გადაირია ალბად ჩორტ ევო ზნაეტ ... biggrin.gif

პოსტის ავტორი: mister_io May 13 2016, 09:51 PM

ციტატა(userman @ 13th May 2016 - 10:06 PM) *
აი ჩიტებსაც თუ ჭამდა ეგ აღარ ვიცოდი

წიწილებსაც ჭამს მშვენივრად თუ დაიგეშა , ტავებს აცლიდა სოფელში ჩემთან და შეეწირა 7 ნომერს ჰაერში

პოსტის ავტორი: Multi-Tool May 14 2016, 12:36 PM

შაშვიც მინახია მძორის მჭამელი. ეტყობა საწყალი ბეღურა ვერ გაიყვეს.

პოსტის ავტორი: okela84 May 14 2016, 03:49 PM

ციტატა(gregory @ 17th March 2016 - 09:29 PM) *
იციან მაგ ოხრებმა იარაღის ცნობა

განსაკუთრებით მაგ ჩხარტებმა

პოსტის ავტორი: userman Jul 23 2016, 09:37 PM

ზურა მე მგონი ეს ფრინველია მეც არ ვიცი ზუსტად რა ჰქვია biggrin.gif


პოსტის ავტორი: pilotina Jul 23 2016, 09:48 PM

userman

ხო, რაღაც მტრედისებრთა ოჯახია ალბათ, შემოვა ჩვენი მთავარი ორნიტოლოგი და გაგვანათლებს იმედია... smile.gif

პოსტის ავტორი: datka25 Jul 23 2016, 09:56 PM

გვრიტია ეგ. .

https://www.google.ge/search?q=%E1%83%92%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98&num=30&espv=2&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwiAtp-AoorOAhUGZCwKHWhNBsMQ_AUICCgB&biw=1920&bih=979#imgrc=HtQU6DtSKqMazM%3A

პოსტის ავტორი: geojorjika Jul 24 2016, 12:02 AM

პრავილნა , გვრიტია

პოსტის ავტორი: bubusicha Jul 24 2016, 10:56 AM

ციტატა(userman @ 23rd July 2016 - 10:37 PM) *
ზურა მე მგონი ეს ფრინველია მეც არ ვიცი ზუსტად რა ჰქვია


გუგულია ეს ფრინველი

პოსტის ავტორი: bubusicha Jul 24 2016, 11:04 AM

ტრანსლეიტ.ჯის მიხედვით

http://translate.ge/#search/cuckoo



პოსტის ავტორი: bubusicha Jul 24 2016, 11:24 AM

შეიძლება ვიდეო ვინც გადაიღო არასწორად დააწერა სახელი...

პოსტის ავტორი: geojorjika Jul 24 2016, 01:03 PM

ციტატა(bubusicha @ Jul 24 2016, 11:56 AM) *
გუგულია ეს ფრინველი


რა გუგული სურათზე გვრიტია

პოსტის ავტორი: okela84 Jul 24 2016, 02:31 PM

გულგულგულგულგულ-ს შვება ხოლმე ეგ გვრიტი და მაგიტო ეძახიან ალბათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Jul 25 2016, 09:39 AM

რა გუგული კაცო, გვრიტია, ტვინს ბურღავენ ხოლმე გაზაფხულიდან, მაგ სტრანნი გუ-გუუუ, გუ-გუუუ-ს ძახილით, იმენნა ყოველ წელიწადს ჩემი სახლის აივანზე ჩალიჩობენ ხოლმე ბუდის მოწყობას და იმენნა ტვინს ბურღავენ ხოლმე რა მაგ პერიოდში smile.gif

ისე ბავშობაში ამდენი გვრიტი უბანში არ მახსოვს, უფრო მეტი მერცხალი და ბეღურა იყო, ახლა კი უბანში აი ძალიან ოხრადაა მტრედები და ამ ბოლო დროს გვტიტებიც არ ჩამოუვარდებიან რაოდენობაში

პოსტის ავტორი: temo-777 Jul 25 2016, 11:15 AM

ციტატა(ja_ja @ 25th July 2016 - 10:39 AM) *
გვტიტებიც არ ჩამოუვარდებიან რაოდენობაში

ისე უგემური ხორცი არა აქვთ smile.gif

პოსტის ავტორი: okela84 Jul 25 2016, 01:46 PM

ციტატა(temo-777 @ 25th July 2016 - 12:15 PM) *
ისე უგემური ხორცი არა აქვთ

კი ტონობით მაქვს ნაჭამი ბნელ 90-ებში 32.gif

ეხლაც არვიტყვი უარს, გაყინულ ქათამს მგონი კაჭკაჭიც აჯობებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: maqsimusa Jul 25 2016, 07:32 PM

ციტატა(temo-777 @ Jul 25 2016, 12:15 PM) *
ისე უგემური ხორცი არა აქვთ smile.gif

ნიორ წყალში გამოდის ძაან მაგარი good.gif

პოსტის ავტორი: okela84 Jul 25 2016, 07:35 PM

თან როგორც მახსოვს ქედანზე ბევრად ნაზი ხორცი აქვს, შედარებით მალე იხარშება

პოსტის ავტორი: SVD Jul 25 2016, 07:52 PM

მე სიმართლე გითხრათ ვერ ვჭამ ვერც ქედანს ვერც მტრედს და ვერც გვრიტს,ნადირობით კი ბევრი მომინადირებია მარა მაცივარში შევალაგებდი ხოლმე,გული არ მიმდის საჭმელად,ძნელი მოსანადირებელია ისე

პოსტის ავტორი: ნიკა Jul 26 2016, 02:25 PM

SVD შაშვზე ძნელია? mda.gif სხვაგან არ ვიცი მაგრამ აქ ნაძვების და კვიპაროსების წვერებზე სხედან ხოლმე და ღმუიან, თავისუფლად შეგიძლია ესროლო. რავი ალბათ გამრავლების პერიოდი თუ რაღაც რო აქვთ მაგიტომ, იმედია მერეც ესე იქნებიან biggrin.gif

პოსტის ავტორი: userman Jul 26 2016, 04:04 PM

შაშვი ალბათ ყველაზე ადვილი მოსანადირებელია , თუ არ ჩავთვლით , რომ ძალზედ ფრთხილია და თან ნადირობა აკრძალულია .

ქედანი და მისნაირნი კი მიუხედავად იმისა , რომ ფრთხილები არიან, ასევე ძალზე ამტანები არიან . ყვავი გაცილებით ადვილი მოსაკლავია , biggrin.gif ქედანთან შედარებით ...

პოსტის ავტორი: geojorjika Jul 26 2016, 04:08 PM

ნიკა
ეგ "აქ" სად არის?

პოსტის ავტორი: ნიკა Jul 26 2016, 04:54 PM

geojirjika ჩავთვალე დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა და აღარ დავაკონკრეტე, კახეთში ვამბობ.

შაშვზე არ ვიცოდი, სადმე არ წერია კიდე რაზე არ შეიძლება?

პოსტის ავტორი: bubusicha Jul 26 2016, 07:38 PM

მე სურათები მაქ გადაღებული თბილისში გლდანის მეტროსთანაც და სტამბულშიც.

სტამბულში სულეიმანის სასახლის პარკში იმდენი იყო პანღურს ამოარტყავდი.

ჩვენთან რომაა ქალაქის მტრედები ისე იყო მოშინაურებული ადამიანებთან.

მაგრამ ისინი პატარები არიან და ეს თითქმის ქედანის ხელა მეჩვენება ვიდეოში და კისერზეც სხვანაირი კოპლები აქვს

მონადირებულიც მყავს პერელიოტზე, მაგრამ ისიც სხვანაირი იყო. იმის სურათიც მაქვს სადღაც

პოსტის ავტორი: maqsimusa Jul 27 2016, 02:31 AM

ციტატა(okela84 @ Jul 25 2016, 08:35 PM) *
თან როგორც მახსოვს ქედანზე ბევრად ნაზი ხორცი აქვს, შედარებით მალე იხარშება

რა თქმა უნდა ეგრეა,

ძალიან მიზიდავს ისეთ ფრთხილ ფრინველებზე ნადირობა როგორიც ქედანია და გვრიტიც ხშირათ მოყოლია ბადეს
https://postimg.org/image/4oh3wnxaf/https://postimage.org/app.php
მართალია ამ სურათში გვრიტი არაა მაგრამ იყოს,
ცოტა მაგარი ხორცი აქვს მაგრამ საკმაოთ გემრიელი. smile.gif

პოსტის ავტორი: bubusicha Jul 27 2016, 09:42 PM

ციტატა(maqsimusa2 @ 27th July 2016 - 03:31 AM) *
 Reduced: 85% of original size [ 800 x 450 ] - Click to view full image
screenshot tool
მართალია ამ სურათში გვრიტი არაა მაგრამ იყოს,
ცოტა მაგარი ხორცი აქვს მაგრამ საკმაოთ გემრიელი.


მარცხნიდან პირველი კაი მოქეიფე ტანზე დგას smile.gif

პოსტის ავტორი: Multi-Tool Jul 27 2016, 09:46 PM

ციტატა(bubusicha @ 27th July 2016 - 10:42 PM) *
მარცხნიდან პირველი კაი მოქეიფე ტანზე დგას

თამადას მაგონებს. biggrin.gif

პოსტის ავტორი: bubusicha Jul 27 2016, 09:46 PM

დღეს მოვძებნე ეს სურათები და ბარემ დავდებ

ეს სტამბულის

https://postimg.org/image/ng941rdv7/https://postimage.org/index.php?lang=russian

https://postimg.org/image/5epz3yjub/https://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: bubusicha Jul 27 2016, 09:53 PM

ამას თავი აქვს მოწყვეტილი და ხელი იმიტო აქვს დადებული

https://postimg.org/image/5srb3k3xv/https://postimage.org/index.php?lang=russian

https://postimg.org/image/5u18wz5rn/https://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: bubusicha Jul 27 2016, 10:23 PM

ეს გლდანში გადაღებული ტელეფონით

https://postimg.org/image/682kwkpv7/https://postimage.org/index.php?lang=russian

https://postimg.org/image/eeuko5fxv/https://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: temo-777 Aug 28 2016, 01:56 PM

ჩხიკვი იჭმევა? და კოდალაზე თუ შეიძლება ნადირობა?

პოსტის ავტორი: ნიკა Aug 28 2016, 04:34 PM

კოდალაზე ნადირობა არ შეიძლება. ჩხიკვი როგორც ვიცი იჭმევა

პოსტის ავტორი: temo-777 Aug 28 2016, 07:08 PM

და შემთხვევით რომ შემოგაკვდეს? :დდ
შორიდან არა ჩანს.სადმე წერია რაზე არ შეიძლება?

პოსტის ავტორი: ja_ja Aug 28 2016, 07:19 PM

temo-777

ციტატა(temo-777 @ 28th August 2016 - 02:56 PM) *
კოდალაზე თუ შეიძლება ნადირობა?

შეეშვი მაგ საცოდავს smile.gif ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ტყის მკურნალია, რასაც ეგ მატლებს ჭამს იმის ჭე smile.gif აგე ნარმანიას მიუხედავ ხეებს რამდენი ჭირი ყავს და მაგან მაინც მიხედოს smile.gif

სუფთა კანონების მიხედვით კი.... მოკლედ გარდა ზემოთხსენებული სარგებლისა წითელ წიგნში არიან ეგ უბედურები ასე რომ კაი იქნება თუ ოპტიკაში დაინახავ და პროსტა გააყოლებ თვალს, დატკბები, თვალს ჩაუკრავ და გაიფიქრებ - დაგინახე, მაგრამ გიცნობ კარგი ბიჭი ხარ და აბა შენ იცი არ შეგვარცხვინოთქვა smile.gif

პოსტის ავტორი: bubusicha Aug 28 2016, 08:51 PM

ციტატა(temo-777 @ 28th August 2016 - 07:08 PM) *
და შემთხვევით რომ შემოგაკვდეს? :დდ


არც არაფერი ნახავ რო პატარა შვარცნიგერია, კუნთები ბატიბუტივით აყრია, შეგეცოდება და აღარ ესვრი მეტს. wink.gif

გარემოს დაცვის ინსპექციის საიტზეა სანადირო ფრინველების სია და დღიური ლიმიტი.

რეალურად მაგ ჩამონათვალიდან პნევმატურით შეგიძლია ინადირო ქედანზე ჩასაფრებით ფიტულებით. ან ჟლიტე ყვავ-კაჭკაჭი რამდენიც გინდა. smile.gif

პოსტის ავტორი: userman Aug 29 2016, 08:06 AM

ამ გახსენებაზე ხომ ვერ მეტყვით ქედნის ( იგივე მტრედის ) ფიტულები სად შეიძლება შევიძინო ?
მაგნუმში არ ჰქონდათ.

პოსტის ავტორი: bubusicha Aug 29 2016, 06:12 PM

ციტატა(userman @ 29th August 2016 - 09:06 AM) *
ამ გახსენებაზე ხომ ვერ მეტყვით ქედნის ( იგივე მტრედის ) ფიტულები სად შეიძლება შევიძინო ?


ამაზონზე,
4 ცალი კლიპ ონი და ერთი ცალი მოძრავი საკმარისია.

პოსტის ავტორი: temo-777 Sep 13 2016, 07:57 PM

შაშვი,ჩხიკვი
მაგეებზეც აკრძალულია ხო?

პოსტის ავტორი: userman Sep 13 2016, 08:33 PM

temo-777

ციტატა(temo-777 @ 13th September 2016 - 08:57 PM) *
შაშვი,ჩხიკვი
მაგეებზეც აკრძალულია ხო?


ხო! რაც დაფრინავს თითქმის ყველაზე აკრძალულია . smile.gif
აკრძალული არ არის ასანთის კოლოფზე , ლუდის, აუმინის ქილაზე , პლასმასის ბოთლებზე და მის თავსახურებზე >>> biggrin.gif

პოსტის ავტორი: userman Oct 20 2016, 08:42 PM

ესეთი ფრინველი თუ უნახავს ვისმეს ?



პოსტის ავტორი: jeko 15 Oct 20 2016, 09:48 PM

userman
კირკიტაა ეს მაცებელთა ოჯახიდან. მცირეზომი რინველებით და მღეღნელებით იკვებება

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 21 2016, 12:49 AM

jeko 15
პრავილნა smile.gif უბრალოდ ეგ ამერიკული კირკიტაა

პოსტის ავტორი: userman Oct 21 2016, 07:11 AM

ანუ მასეთი საქართველოში არ გვხვდება ?

პოსტის ავტორი: ნიკა Oct 21 2016, 04:10 PM

ციტატა(userman @ Oct 21 2016, 08:11 AM) *
ანუ მასეთი საქართველოში არ გვხვდება ?


კირკიტა (Falco tinnunculus), ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 31-38 სმ აღწევს, მასა 250 გრამამდე. შეფერილობაში ჭარბობს წითური ფერი. გვხვდება ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საკმაოდ ბევრია საქართველოში. ბინადრობს ტყეში, ველზე, ნახევრად უდაბნოშიც. ბუდეს იკეთებს ხეზე, კლდის ან ფლატის ნაპრალებში. დებს 4 კვერცხს. იკვებება პატარ-პატარა მღრღნელებითა და მწერებით, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვთ სოფლის მეურნეობისათვის. - Wikipedia

პოსტის ავტორი: userman Oct 21 2016, 06:33 PM

კირკიტა თუ სხვა რამ ინგლისური დასახელებაა American Kestrel და არა Falco tinnunculus
თანაც უფრო მომცროა ვიდრე მანდაა აღწერილი .

პოსტის ავტორი: ნიკა Oct 21 2016, 11:48 PM

userman ვერ მივხვდი რა თქვი მაგრამ Falco tinnunculus არ არის ინგლისური დასახელება

პოსტის ავტორი: xmaladze Dec 17 2016, 12:18 PM

ყურადღებით წავიკითხე პოსტები და ყურადღება მიიქცია ჩხართვმა 4 წლიწადია დასავლეთში კერძოდ მარტვილში დავდივარ და ეზოში ყოველთვის დიდი რაოდენობით მხვდბოდნენ ასევე ყანაში სულ მაინტერესებდა რა ფრინველი იყო თქვენ გაგახარბთ ღმერთი smile.gif

გილოცავთ ბარბარობაააას მრავალს დაესწარით თემიდან გადახვევისთვის ბოდიში

პოსტის ავტორი: Dave Dec 17 2016, 01:33 PM

ციტატა(SVD @ 11th October 2015 - 08:05 PM) *
ვინმემ ხომ არ იცით ეს რა ფრინველია(მეგრულად ვიცი ქარტყანია ქვია :დ) მიმინოა ვითომ თუ მაგდაგვარი რამე?


ძელქორი, იკვებება ბაყაყებით, ხვლიკებით, თევზით და ხანდახან პატარა ჩიტებითდაც wink.gif

პოსტის ავტორი: SVD Dec 17 2016, 09:37 PM

ციტატა(Dave @ Dec 17 2016, 02:33 PM) *
ძელქორი, იკვებება ბაყაყებით, ხვლიკებით, თევზით და ხანდახან პატარა ჩიტებითდაც wink.gif

უჰ როდინდელი პოსტი გინახავს.ეგ პრინველი ვნახე კახეთში გომბორთან ახლოს

პოსტის ავტორი: xmaladze Jan 3 2017, 01:36 PM

მეგორებო ტარბი სანადირო ობიექტია???

პოსტის ავტორი: xmaladze Jan 5 2017, 12:26 PM

თუ შეიძლება მითხარით ვიცი რომ გადამფრენი ფრინველია შავი ფერის ან ჭრელი

პოსტის ავტორი: userman May 30 2019, 09:28 PM


უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services