თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ PCP - Pre Charged Pneumatics _ леший იგივე ტყის გობლინი

პოსტის ავტორი: ბაიკერი Mar 21 2017, 02:50 PM

მოგესალმებით მეგობრებო. როგორც იცით მაგარ სიახლეებით გესტუმრებით ხოლმე smile.gif

დღევანდელი თემა რაზეა ახლა. სლავების მითოლოგიაში ძალიან ცნობილი ტიპია леший ანუ ტყის მცველი სული, ან გობლინი მარტივად რომ ვთქვათ. ზოგი ამბობს დიდიაო, ზოგი ამბობს პატარაო. მარა ძალიან ძლიერი და ზომასაც იცვლის როცა უნდაო mega_shok.gif wub.gif


მოკლედ რომ ვთქვათ აპასნი ტიპიაო. დაახლოებით ესეთი ვიზუალით

http://radikal.ru


ვახ კაცო. ნუთუ ესეთი საშიშია მეც გამიჩნდა ინტერესი და გადავწყვიტე მენახა.




ეხლა რა ხდება. ედუარდამ გამოუშვა პირველი თაობის გობლინი 2016ში თუ არ ვცდები. მაინც მოვერიდე რადგან რავიცი ახალი ხილია იქნებ რა პრობლემები ჰქონოდა. კი სულ თვალყურს ვადევნებდი ფორუმებს და ევროპა აამერიკის ფორუმებზე თითქმის არაფერი ცუდი არ გამიგია. ყველა ზე კმაყოფილია და თემებიც გახსნილია მრავალი ათასი გასროლის მერე როგორ იდეალურად მუშაობს ისევ. სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ვიდეო ეძიკმა რომ ახალი, მე2 თაობის გობლინი გაამზადა სერიულ წარმოებისთვის რომელშიც აღმოფხვრილია წინა თაობის შეცდომები თუ იყო რამე. ზუსტად ამ მომენტს ველოდებოდი!
მაგრამ არ მესიამოვნა ერთი დეტალი, რომ მხარზე მისაბჯენი მეტალის მაგივრად იქნებოდა პლასტიკი. და კეისიც აღარ მოყვებაო.
სამაგიეროდ გვექნება ფერების არჩევანი ვერცხლი, ოქრო, უდაბნოს ქვიშა და ასე შემდეგ.
ვერცხლისფერმა მაშინვე მიიქცია ყურადღება. ძალიან მომეწონა. თან მომბეზრდა სულ შავი, შავი, შავი. ყველა თოფი შავი?!


გამზადდა შეკვეთით ეს საოცრება და რაც მთავარია, მეტალის მისაბჯენით!
პლასტიკის რომ ყოფილიყო ინქებოდა 1400 გრამი, მეტალით კი 1500 გრამია.
ეს ახალი შეფუთვაა. დიდი ვერაფერი. არც არაფერი აწერია ყუთს.
http://radikal.ru
მოყვება მხოლოდ საბუთი. საკმაოდ კარგად ახსნილი ინსტრუქციით როგორ მოვიხმაროთ ან ჩავუტაროთ მოვლა სერვისი.
პატარა რამოდენიმე სალნიკი ალბათ შტუცერის.
მაგეებს რომ ამოიღებ ზუსტად ამ სიტუაციას ვხედავთ smile.gif ვერცხლისფერი გობლინი ზემოთ კი ლულა რომელიც უმარტივესად ყენდება. დაახლოებით 2 წუთში.
http://radikal.ru

იმდენად მსუბუქია სათამაშო გეგონება
სამუშაო წნევა 300 ბარი. მარა 250ის ზემოთ სისულელეა დატენვა. რეზერვუარის მოცულობა 67 cm3

http://radikal.ru


ეს გადატეხილ მდგომარეობაში.
http://radikal.ru


მოდერი უცებ გამოდის რამოდენიმე სახურავის ბრუნის შემდეგ.

http://radikal.ru

ეს შესტიგრანკას ხვრელი არეგულირებს დამრტყმელი ჩაქუჩის ზამბარას.

http://radikal.ru



ეს შტუცერის ხვრელია მისაბჯენთან ახლოს. დატენი, დაკეტავ რომ მტვერი და ნაგავი არ ჩავიდეს.

http://radikal.ru


იმის გამო რომ ოპტიკა არ მაქვს ის რაც ამ თოფს მოუხდებოდა მოვარგე ჩემი ვაიპერი. სასწრაფოდ ვუყიდი მცირე გადიდების ოპტიკას თავისი დაბალი ან საშუალო რინგებით.

http://radikal.ru

საცდელად ვისროლე და ხმა აქვს რაღაცნაირი რთულად ასახსნელი. ხომ ბევრი თოფი მქონდა მარა ასეთი ხმა არ მინახავს. დაახლოებით ისეთია მაყუჩიან პისტოლეტებს რომ აქვთ ფილმებში და თამაშებში. არც თაგვის ცუილივით ჩუმი და არც ხმამაღალი. კრიკეტი რომ მქონდა შეიძლება იმაზე ჩუმიც იყოს. სხვა თოფი არ მაქვს და შედარებასაც ვერ ვაკეთებ.
ქრონზე ვისროლე რამოდენიმე და ძალიან კმაყოფილი ვარ. 220 მეტრზეა დაყენებული.
და ატდაჩა აქვს biggrin.gif მცირე სასიამოვნო ატდაჩა. ვერანაირ ჯგუფებს ვერ დავდებ, ჯერ ერთი ქარია სახურავი ამიგლიჯა სახლის. და მეორეც ოპტიკა არ მიწყობს ხელს.



ამ თოფის არჩევანის მიზეზსაც დავწერ. სულ სულ პირველ რიგში სიმარტივე. იმდენად მარტივი მექანიზმია პატარა ბავშვიც სულ ჩვეულებრივ დაშლის ააწყობს. როგორც კალაშნიკოვის სისტემაა მარტივი ისევეა ეს.
მეორე ის რომ ძალიან მსუბუქია, პატარა და კომპაქტური.
კლიპის უქონლობა სრულიად არ მადარდებს. არაა ეს საპლინკაო თოფი და საღლიცინო. სერიოზული ბიჭია რომელიც ერთს გაისვრის და გააკეთებს საქმეს biggrin.gif ბოლო ბოლო ტყიდან მოდის



სულ არ ყოფილა ტყის კაცი საშიში

give_heart2.gif













პოსტის ავტორი: giga2010 Mar 21 2017, 03:02 PM

მომილოცავს. მშვიდობაში და სულ ათიანებში. მეც ძაან მომწონს. მაგარი შენაძენია good.gif

პოსტის ავტორი: maqsimusa Mar 21 2017, 03:06 PM

ბაიკერი
მომილოცავს!
კარგი სათამაშო ჩანს, მოკლედ არ გვაწყენ სიახლეებით.
აბა ველოდებით გაგრძელებას! წარმატებები!

პოსტის ავტორი: okela84 Mar 21 2017, 04:00 PM

ძაან უცნაური საინტერსო და სიმპაწიჩნი ტიპია. მაგას რამე 3-5X კოლიმატორი დააკვდებოდა ვიდზეც და დანიშნულებითაც

მშვიდობაში და გემრიელად გართობაში, კარგი რამე ჩანს

პოსტის ავტორი: ბაიკერი Mar 21 2017, 04:20 PM

დიდი მადლობა ყველას smile.gif

okela84
7X ჰოვკი მინდა დავადგა. ხომ ამდენი რამე მქონდა. ასე ძალიანა რც ერთი არ მომწონებია. ეს არის შედევრი

პოსტის ავტორი: pilotina Mar 21 2017, 05:48 PM

ბაიკერი

გილოცავ, გილოცავ!
მაგარი რამეა, მშვიდობაში და სიხარულში. მეც დავადგი მაგას თვალი, მარა ჯერ ვერ მოვიცალე.
მოკლედ გაყიდვას რომ დააპირებ აქა ვარ იცოდე, პირველი რიგში... biggrin.gif

პოსტის ავტორი: sekurifa Mar 21 2017, 06:57 PM

აი ეგ леший თუ ამ ფორუმზე გაიჩითებოდა ნამდვილად არ ველდი. ეგ ედიკას ახალი ხილია და ძალიან საინტერესო და სასარგებლო მოდელი) მომილოცავს ! ძაან მაგარია!

პოსტის ავტორი: mister_io Mar 21 2017, 07:46 PM

ბაიკერი
მომილოცავს, ძაან კომპაქტური და მაგარი რამე ჩანს ველით ჯგუფებს ქარიშხლის შემდეგ smile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: koba1973 Mar 21 2017, 08:20 PM

ბაიკერი
გილოცავ.
საინტერესო სიახლეებს გვთავაზობ ხოლმე.

პოსტის ავტორი: geojorjika Mar 21 2017, 08:51 PM

გილოცავ, დავაპიპინებდი დიდი სიამოვნებით smile.gif

პოსტის ავტორი: bubusicha Mar 21 2017, 09:26 PM

გილოცავ!
მაგარი სათამაშო შეგიძენია smile.gif

პოსტის ავტორი: gela Mar 21 2017, 11:01 PM

ხოშიანი შენაძენია, გილოცავ smile.gif)

პოსტის ავტორი: ბაიკერი Mar 22 2017, 12:00 AM

მადლობ ყველას smile.gif

პოსტის ავტორი: userman Mar 22 2017, 07:00 AM

ბაიკერი

გილოცავ !
კიდევ მეტ ნაირსახეობებს გისურვებ ! smile.gif



პოსტის ავტორი: gregory Mar 22 2017, 07:32 AM

ბაიკერი
მაგარია ძაან
გილოცავ და იმედია მალე არ გადაანაცვლებ"გაყიდვების" განყოფილებაში smile.gif


პოსტის ავტორი: ja_ja Mar 22 2017, 08:21 AM

ვაა კაი სათამაშოა... სერიოზულად კაი სათამაშოა smile.gif ველოდებით აჩუჩენიების ახალ პორციებს...

მანამდე კი დიდი მოლოცვა, ნამეტანი კაი შენაძენია... ისე როგორ შეიძინე და ჩამოიტანე და რა დაჯდა ეგ სიამოვნება?

პოსტის ავტორი: ბაიკერი Mar 22 2017, 11:11 AM

userman
gregory
ja_ja
დიდი მადლობა.


ესეიგი 220 მეტრზე ეყენა 25 გრანი და ჯგუფები არ მომეწონა დიდად. 210ზე დავწიე დაახლოებით და 30 მეტრზე ერთმანეთში ჯდება ყველა გასროლა. თან პატარა ქარი მაინც ქრის ჩემ ეზოში. აბა კაი ამინდებზე გავასეირნებ დიდ დისტანციაზე. 25 სმ ლულიდან ძალიან კმაყოფილი ვარ.



პოსტის ავტორი: ja_ja Mar 22 2017, 11:51 AM

მაიტა, მაიტა მოგვაყარე ინფოები, პაწა სისხლი ადუღდა good.gif

პოსტის ავტორი: okela84 Mar 22 2017, 09:09 PM

ბაიკერი
შენც ქარში ნასროლი ფოტო ვიდეო მასალა დაალაგე. გრამნახევრიანი ტყვიები განა რამხელაზე უნდა გაგიწიოს ქარმა 30 მეტრზე

პოსტის ავტორი: ბაიკერი Mar 22 2017, 09:22 PM

okela84
3 გასროლიანი ჯგუფები გავაკეთე დღეს რამოდენიმე. ტყვია ჯდება ტყვიაში თუ ხელი არ ამიკანკალდა. იმდენად მსუბუქია თოფი რომ მიქანავებს აქეთ იქით. კრიკეტს და ვეირაუხს დავაგდებდი და ეგდო. ეს ძნელი სასროლია რა. არ მეჯერა რომ ამბობდნენ.

პოსტის ავტორი: userman Mar 23 2017, 12:06 AM

ციტატა(ბაიკერი @ 22nd March 2017 - 10:22 PM) *
იმდენად მსუბუქია თოფი რომ მიქანავებს აქეთ იქით. კრიკეტს და ვეირაუხს დავაგდებდი და ეგდო. ეს ძნელი სასროლია რა. არ მეჯერა რომ ამბობდნენ.


ვაა ! მძიმე თოფს თავისი დადებითი მხარეები ჰქონია და პირიქით მსუბუქს თავისი უარყოფითი.
არადა რამდენი კაცი ნატრულობს მსუბუქ ფიშტოზე ...
ეს საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდე ! ხომ იცი შენ ! ...

პოსტის ავტორი: okela84 Mar 23 2017, 01:54 AM

ციტატა(ბაიკერი @ 22nd March 2017 - 10:22 PM) *
იმდენად მსუბუქია თოფი რომ მიქანავებს აქეთ იქით.

ნუ ეხლა მასეთ მოკლე და Mსუბუქ იარაღს კაი ჰაეროვანი სასხლეტისნგარეშე ვერ აიძულებ ქაღალდზე სროლას

პოსტის ავტორი: mamukaaa Mar 23 2017, 07:41 AM

კაია კაი მსუბუქი იარაღი.
სანადიროთ ტყეში სასიარულოთ კაია,მარტო ქაღალდზე ხომ არ უნდა ისროლო.
მაგარი იარაღია.
გილოცავ და კაი მოხმარებაში.

პოსტის ავტორი: ბაიკერი Mar 23 2017, 12:20 PM

okela84
სასხლეტი აქვს ძალიან რბილი. რამოდენიმე გრამია.

mamukaaa
ამის დანიშნულება ეგაა ზუსტად. არაა ეს ქაღალდის თოფი. მითუმეტეს გასროლების რაოდენობა ცოტა აქვს ძალიან. 60 კუბიან ბალონს ქაღალდზე ვინ იხმარებს smile.gif

https://www.youtube.com/watch?v=xeDWz0xzf1E&t


კარგადაა ნაჩვენები ყველაფერი

პოსტის ავტორი: momxre Mar 23 2017, 04:42 PM

მშვენიერი იარაღია, გილოცავ!

P.S. ალბათ ყველას აინტერესებს და იქნებ დაწერო თუ როგორ მოხდა ეს რუსული "ტყის სული" საქარველოში?

პოსტის ავტორი: maqsimusa Mar 23 2017, 06:24 PM

რა მაგარი შედეგები აქვს 100-150 იარდზე

პოსტის ავტორი: vexam Mar 24 2017, 09:50 AM

საინტერესოა, ასეთი პრონციპით მომუშავე ზდპ როგორი იქნებოდა.. ანუ დგუში ასეთივე დასაკეც კონდახში და ესე გვერდულად გადატენვით.

პოსტის ავტორი: master Mar 24 2017, 12:57 PM

მე ისედაც ზდპ მეგონა, პირველი თემა მე გავხსენი შარშან და ენაგადმოგდებული ვუყურებდი.
თან რუსეთიდან ჩამოტანა დიდი პრობლემა არაა ჩემთვის და მეთქი დავითრევთქო.
მარაბეხლა პცპ-ს ნაღდათ ვერ შევეჭიდები.

არადა მართლა მაგარი რამეა...

პოსტის ავტორი: ბაიკერი Mar 24 2017, 02:00 PM

smile.gif ზდპ თუ ვიყიდი ვეირაუხ 30 ან 50 მხოლოდ.


რუსები ზდპ ში ვერ ქაჩავენ. პცპ ბულპაპებში ჩემი აზრით საუკეთესოები არიან.


გობლინი სანადირო უფრო ვიდრე ქაღალდზე სასროლი

პოსტის ავტორი: userman Mar 24 2017, 05:10 PM

ციტატა(tedo @ 24th March 2017 - 01:57 PM) *
მე ისედაც ზდპ მეგონა, პირველი თემა მე გავხსენი შარშან და ენაგადმოგდებული ვუყურებდი.
თან რუსეთიდან ჩამოტანა დიდი პრობლემა არაა ჩემთვის


არადა მევთქვი რაღაცას მაგონებს თქო smile.gif და აგერ თურმე რას biggrin.gif .
არადა ზდპეებზე ალერგია მაქვს smile.gif .

ბაიკერ შენ გული არ გაიტეხო ...

პოსტის ავტორი: mamukaaa Mar 26 2017, 08:28 AM

თუ იცით რამდენ გასროლას ყოფნის?
220 მ/წ რო იყოს?

პოსტის ავტორი: ბაიკერი Mar 26 2017, 10:32 AM

mamukaaa
დაახლოებით 15 გასროლას. 250 ბარიდან

პოსტის ავტორი: mamukaaa Mar 30 2017, 09:03 AM

ინტერნტში 40-იო წერია.

პოსტის ავტორი: ბაიკერი Mar 30 2017, 10:54 AM

mamukaaa
ეგ ბრიტანელების, 12ft ვერსიები. 60 კუბიანი რეზერვუარი როგორ გააკეთებს მაგდენს smile.gif მითუმეტეს 25 გრეინით

პოსტის ავტორი: ბაიკერი Mar 31 2017, 11:45 AM

http://talontunes.com/shop/edgun-leshiy/


აი აქ უწერიათ გასროლების რაოდენობა. 13 დან 25მდე. გააჩნია რა ენერგიაზეა დაყენებული

პოსტის ავტორი: davita76 Apr 3 2017, 09:42 PM

ბაიკერი
გილოცავ მეგობარო.მაგარი შენაძენია.ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროს

პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 4 2017, 03:31 PM

davita76
გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: gregory Apr 4 2017, 04:54 PM

ბაიკერი
უკვე ყიდი?
https://www.mymarket.ge/ka/product/view/10600337/
ნეტა შენი მოსაწონი, უფრო სწორად რომ დაიტოვებ ისეთი იარაღი მანახა რა smile.gif


პოსტის ავტორი: userman Apr 4 2017, 05:10 PM

gregory

რა გაუბაზრე biggrin.gif . ეტყობა ჩვენთან მოერიდა მაგის გამჟღავნება ... smile.gif ისე კაი ხანია რაც უდევს მაიმარკეტზე .

პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 4 2017, 07:07 PM

gregory
smile.gif ინტერესის გამო დავდე. არ ვყიდი

პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 4 2017, 07:29 PM

ოპტიკას ველოდები 2-7X32 და ინტერესის გამო დავდე თუ დაინტერესდებოდნენ. მაინც ვერ ვხმარობ ჯერ


smile.gif ნეტავ კიდე მქონდეს სხვა ფერშიც biggrin.gif რა გამაყიდინებს

პოსტის ავტორი: okela84 Apr 5 2017, 12:27 AM

ბაიკერი
ლულის პალიროვკა აღიარებული პრაქტიკაა თუ ჩვენ ფორუმზე გადაწყდა რო კაი რამეა? ანუ შედეგზე შესამჩნევად აისახება ?

პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 5 2017, 05:11 AM

okela84
აღიარებულია smile.gif

აქვს შედეგი ჯგუფებზე

პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 5 2017, 08:53 AM

თან რამოდენიმე ათას გასროლაზე ლულას გაწმენდა არ სჭირდება

პოსტის ავტორი: userman Apr 5 2017, 12:21 PM

okela84

ციტატა(aleqsandre @ 5th April 2017 - 01:27 AM) *
ლულის პალიროვკა აღიარებული პრაქტიკაა თუ ჩვენ ფორუმზე გადაწყდა რო კაი რამეა? ანუ შედეგზე შესამჩნევად აისახება ?


მაგრამ არის ერთი მომენტი , შეიძლება უარესი შედეგიც მიიღო .

მოკლედ პალიროვკას აკეთებ , მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სხვა გზა არ არის , ანუ თუ სიტყვაზე ტყვიას 50 მეტრზე 20 მილიმეტრში ჩაჯდომა უჭირს . უფრო სხვანაირად ვიტყვი.
თუ რომელიმე ტყვიით აკეთებს 15-20 მილიმეტრს უნდა დატოვო როგორცაა, შენ რომ იფიქრო მოდი გავაპალიროვკებ და 6-10 მმ-ს მივიღებო , შეიძლება ისიც დაკარგო . ამ შემთხვევაში შენ ვაირაუხსაც ვგულისხმობ , რომელზეც ამის გაკეთებას არ გირჩევ. დანარჩენი შენ იცი...

პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 5 2017, 01:07 PM

დღეს მომიხერხდა გასვლა ქალაქგარეთ. ქარი პატარა იყო თავიდან და მოვასწარი რამოდენიმე გასროლა გამეკეთებინა 51 მეტრზე.

http://radikal.ru


ეს შიფერი ვნახე თავიდან. მარჯვენა ორი გასროლა პაპრავკებისაა. მერე 4 გასროლა მიზანში. სამიზნე წერტილი მაღლა რომ ხატია ეგ იყო.


http://radikal.ru


ესეც ქაღალდზე ვისროლე 3 გასროლა. უკვე გასწორება დავუწყე 50 მეტრზე და ეგ მომენტია.


http://radikal.ru

ბოლოს ქარმა დედა მოიხნა.
25სმ ლულისგან კმაოფილი ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 5 2017, 02:58 PM

მშვენიალური შედეგია

პოსტის ავტორი: pilotina Apr 5 2017, 04:29 PM

მაგაროა! good.gif

პოსტის ავტორი: okela84 Apr 5 2017, 04:56 PM

userman
მე რატომღაც მგონია რომ ტყვიას ნარეზთან მოკიდებას უფუჭებ, რამაც წესით ტყვიის ბალისტიკა უნდა გააფუჭოს, მწარმოებელს ოპტიმალური ტვისტი/ლულის სიგრძის/ჩოკის შერჩევა დაუპალიროვკებელი ლულის პირობებში უწევს და შენ როცა ლულას აპალიროვკებ, ზემოთ ჩამოთვლილის გავლენა მცირდება ტყვიაზე და შესაბამისად იღებ დაბალ ჰიროსკოპულ ეფექტს.


ციტატა(userman @ 5th April 2017 - 01:21 PM) *
მაგრამ არის ერთი მომენტი , შეიძლება უარესი შედეგიც მიიღო .

დაპაიროვკებისას კარგ შედეგს სავარაუდოდ მაშინ იღებ როდესაც მწარმოებელს არასწორად აქვს ოპტიმიზირებული ტვისტი/ლულის სიგრძე ან სიგრძე/ჩოკი. უფრო სწორად როდესაც საჭიროზე მეტია მბრუნავი ეფექტი. მოკლედ ოქრის კვეთები აქაც საჭირო.

ბაიკერი

კაი შედეგია, მაგრამ ზედიზედ გაკეთებულ ჯგუფებს თუ დადებ უფრო უკეთეს წარმოდგენას შეგვიქმნი

პოსტის ავტორი: pilotina Apr 5 2017, 05:32 PM

ბაიკერი

და ისა, რაღაც სტრანნი ჯგუფები გაქვს. ნუ ვგულისხმობ იმას, რომ ხან 4 ტყვიიან ჯგუფს გვთავაზობ ხან 3 ტყვიიანს.
სტანდარტული 5 ტყვიიანი ჯგუფი რომ ისროლო, ვერა ? ან 10 ტყვიიანი? mda.gif

პოსტის ავტორი: ikaaa Apr 5 2017, 06:02 PM

userman
+1 ჩემ დისკოზე დავაპალიროვკე და არანაირი შედეგი არ მომცა, კარგად კი ისვრის, მარა უკეთესი არ გახდა.

პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 5 2017, 06:06 PM

pilotina
გავაკეთებ კიდევ. 5იანებს ბევრს smile.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 6 2017, 11:33 AM

ხალხო არასწორი დასკვნები გაქვთ ლულის გაპრიალებაზე....

არაფერ შუაშია ტვისტთან და სიგრძესთან.....

გაპრიალება ხდება როგორც ცეცხლსასროლში ასევე პნევმატიკაში და ძირითადი აზრი არის ხრახნების გაკეთებისას გამოწვეული ხარვეზების გასწორება.

უმეტეს მაღალი დონის მწარმოებლის ჩვეულებრივ ლულებს აქვს შესაბამისი პუანსონის გატარებისას მიკრო ტალღები რაც გამოწვეულია მაღალი სიმკვრივის პუანსონის გათრევით წვრილ ხვრელში... ნუ აი მიწაზე რომ ბლოკს მიათრევ და ხახუნის გამო რომ გეწინააღმდეგება, შედეგად წრფივი მოძრაობის მაგივრად იღებ მინი წყვეტილ ბორძიკ მოძრაობებს... ლულაში ეგ იწვევს მიკრო ტალღების წარმოქმნას.

ტყვია როდესაც ეგეთ უსწორმასწორო ლულაში გადის დამატებით ხახუნს განიცდის, პლიუს ჩაღრმავებულ ადგილებში ტყვიის გარსის ნადები იწყებს დაგროვებას, ნადების ზრდისას კი უფრო და უფრო უჭირს შემდეგ ტყვიას წრფივი მოძრაობა.


არის კიდევ დაბალი სეგმენტის ლულები, მაგალითად თურქული... მაგათ გარდა ზემოთ აღწერილისა თვითინ ხრახნებზეც აქვს ნაწიბურები, რაც დამატებით ტყვიის მიკრო დაგლეჯვა დაჩიჩქვნას იწვევს.... პლიუს მეტი ნარჩენი ლულაში...


ნებისმიერ შემთხვევაში 2 ძირითადი პრობლემა წარმოიქმნება, დაბინძურებული ლულა რომელშიც შემდეგ ტყვიას უფრო და უფრო უჭირს... და დეფორმირებული ტყვია ლულიდან გამოსვლისას.... ჰაერში კი ზედმეტი ნებისმიერი ნაწიბური იწვევს ტურბულენტობას და რეაქტიული მოძრაობის კანონების მიხედვით ტყვია ტრაექტორიიდან გადადის....



პოლირების ძირითადი აზრია ზემოთ ხსენებული უსწორმასწორობები გაასწოროს, რაც გამოიწვევს კუკის ნაკლებ დაბინძურებას, ტყვიის ერთგვაროვან მოძრაობას და ნაკლები ნაწიბურების წარმოქმნას ტყვიის ზედაპირზე. ეს ერთობლიობა ბოლოს აისახება სიზუსტეზე და იმ გარემოებაზე რომ ლულას ნაკლებად უნდა წმენდა....


ეს არის ძირითადი შინაარსი, თუმცა არასწორი პოლირება უარეს შედეგს იძლევა, კერძოდ ლუკის გეომეტრიის შეცვლას, ხრახნების ალაგ ალაგ გაქრობას ტაც ბოლოს გამოიწვევს ტყვიის დეფორმირებასაც და ზოგიერთ შემთხვევაში ტყვიის ხრახნებიდან მოწტვეტას... ამ დროს დიდი ნაფლეთები რჩება ლულაში და ტყვია ტრიალს ერთგვაროვნად ვერ აკეთებს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კიდევ საერათოდ ვერ ასწრებს ფეხის მოკიდებას, გაითლება და ლუკიდან ისე გამოვა თითქოს გლუვლულიანიდან გაგისვრია smile.gif


ტვისტი სა სიგრძე სუმ სხვა რამეა და მაგის გარჩევა ძალიან შორს წაგვიყვანს განსაკუთრებით თუ ცეცხლსასროლთან გავავლებთ პარალელებს...

პნევმო სამყაროში ძირითადად არსებობს 3 ტვისტი. ჩქარი, საშუალო და ნელი. სხვანაირ კლასიფიცირებაში შეგხვდებათ ენერგეტიკით გამოყოფილი, შინაარსობლივად ნაკლებ ენერგიაზე გათვლილი იგივეა რაც ნელი ლუკა და პირიქით მაგნუმ კლასის ლულა ნიშნავს ჩქარ ლულას...


შინაარსობლივად საქმე არის შემდეგი:

- ნელი ლულა ნიშნავს ძალიან ჩახუჭუჭებულად დატრიალებულ ხრახნებს, რადგან ტყვია ნელა მოძრაობს ლუალში და ამასობაში გიროსკოპული ეფექტი რომ შინარჩუნოს საჭიროა ნუ პირობითად რომ ვთქვათ 3 წამში გავლისას 1 მეტრის მანძილზე გააკეთოს თავის ღერძის ირგვლივ 4 ბრუნი გააკეთოს. ანუ ტვისტი იქნება 25 სანტიმეტრი

- საშუალო ლულაზე იმის გამო რომ ტყვია უფრო ჩქარა მოძრაობს და იგივე 1 მეტრს პირობითად გაივლის 2 წამში მაგრამ იგივე 25 სანტიმეტრი რომ დატოვო გამოვა რომ უფრო მეტ ბრუნს გააკეთებს იგივე 3 წამის მანძილზე რაც გამოიწვევს ტყვიის ტრაექტორიიდან გადასვლას ტრიალის მიმართულებით... ნუ აქ ძალიან ბევრი თეორიები იწყება და გადავახტები....

- ჩქარი ლულა უკვე იგივე 1 მეტრს გაივლის 1 წამში და ტვისტი კიდევ უფრო გასაზრდელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე 25 სანტიმეტრი ტვისტის შემთხვევაში ვერ მოასწრებს ტრიალს და ანის გამო მისი გარეკანი უბრალოდ გაითლება ან ხრახნებზე რასაც სწორედაც ხრახნიდან გადახტომა ჰქვია....


მოკლედ რაც მეტია სიჩქარე მით უფრო გრძელია ტვისტი და ჩქარი კუკიდან ნელა გასროლა ნიშნავს რომ ტყვია სასურველი ბრუნების აკრეფას ვერ მოახერხებს, შედეგად გიროსკოპული ეფექტი კაპუტ და მაკე გადაიხრება ტრიალის მიმართლებისკენ.

ხოლო ნელი ლუკიდან ჩქარი გასროლა გამოიწვევს ტყვიის გათლას და ბოლოს ისე გამოძვრება ლულიდან თითქოს და გლუვი ლულიდან გამოვიდაო, შედეგად ისევ უზუსტობა...


თუ ამ საკითხზე წავიდა კამათი, მაშინ ტვისტი უნდა იყოს ბევრი პარამეტრის განხილვა, ანუ სიჩქარე, კალიბრი, ტყვიის წონა, სიმკვრივე და სხვა და სხვა... ასეთი ჩაძიება როგორც წესი მიდის ხოლმე ტაქტიკურ იარაღში ან მაღალი დონის იარაღში.

პოსტის ავტორი: okela84 Apr 6 2017, 04:02 PM

ja_ja
გასაგებია მაგრამ, პალიროვკა კალიბრს ხო აფართოვებს თუნდაც მიკროსკოპულად, ანუ ნარეზის ზედაპირი სრულად რო გაუპრიალო ზოგიერთ უხარისხო ლულას, შიდა დიამეტრი იზრდება და შესაბამისად თუ ქარხნულად უკვე ოპტიმალური მოკიდება აქვს ნარეზის უსწორმასწორო ზედაპირს, გამოდის რომ მომხმარებელს კუსტარული პალიროვკისთვის საჭირო მეასედები აღარ რჩება. ნუ ეხლა პნევმატიკაში ტყვია ისედაც მჭიდროდ ზის ნარეზში და კალიბრში მინიმალურმა ცვლილებამ შესაძლოა უარყოფითი ეფექტი არ მოგცეს, მაგრამ ცეცხლსასროლის შემთხვევაში დღესაც ორად არის გაყოფილი აზრი ეგრედწოდებულ აბკატკაზე.


ეს ყველაფერი ჩემი ვარაუდია და წინა პოსტშიც ავღნიშნე რომ ვარაუდით ვწერ

პოსტის ავტორი: userman Apr 6 2017, 04:45 PM

ციტატა(aleqsandre @ 6th April 2017 - 05:02 PM) *
ეს ყველაფერი ჩემი ვარაუდია და წინა პოსტშიც ავღნიშნე რომ ვარაუდით ვწერ


მოდი და ჩემს ვარაუდსაც დავწერ smile.gif .

ხომ შეიძლება ბევრმა გასროლამ ლულა გააპრიალოს ? ანუ ახლის შემთხვევაში , თუ იძლეოდა 25 მმ. ჯგუფს 5-7 ათასის გასროლისას გაპრიალდეს და შემდეგ თავისით გაუმჯობესდეს ჯგუფები და 15-20 მილიმეტრში ჩაჯდეს .

პოსტის ავტორი: gregory Apr 6 2017, 05:32 PM

userman
რათქმაუნდა!
სად გამოცგილო და 1000 ყ-ზე გადამხტარი და სად ახალბება biggrin.gif
ეხლა კი სერიოზულად რომ ვთქვათ.
გასროლები ვერანაირად ვერ გააკეთებს ლულის პალიროვკას. შეიძლება უხეში ნაწიბურები მოაშოროს, მაგრამ ბევრ ადგილას, ვთქვათ სადაც მიკროდეფორმაცია იყო , უაესს დამართებს.
მერე მეტალის დაქანცულობა და ტემპერატურული ვარდნები გააჩენს უამრავ მიკრობზარს და ლითონის მოდუნებას გამოიწვევს(განსაკუთრებიტ ცეცხლსასროლში).
მართლაც რომ შველოდეს გასროლების რაოდენობა, მაშინ განცხადებები ასე დაიწყებოდა: ვყიდი "აბკატანი" კარაბინს. 1000 ტყვიიის ხარჯი გავწიე რომ იდელურად ისროდესო biggrin.gif

პოსტის ავტორი: pilotina Apr 6 2017, 05:53 PM

ციტატა(gregory @ 6th April 2017 - 06:32 PM) *
მართლაც რომ შველოდეს გასროლების რაოდენობა, მაშინ განცხადებები ასე დაიწყებოდა: ვყიდი "აბკატანი" კარაბინს. 1000 ტყვიიის ხარჯი გავწიე რომ იდელურად ისროდესო


კაი იყო. კარგად მაცინე. lol2.gif

პოსტის ავტორი: userman Apr 6 2017, 06:30 PM

ციტატა(gregory @ 6th April 2017 - 06:32 PM) *
გასროლები ვერანაირად ვერ გააკეთებს ლულის პალიროვკას. შეიძლება უხეში ნაწიბურები მოაშოროს,
მართლაც რომ შველოდეს გასროლების რაოდენობა, მაშინ განცხადებები ასე დაიწყებოდა: ვყიდი "აბკატანი" კარაბინს. 1000 ტყვიიის ხარჯი გავწიე რომ იდელურად ისროდესო


ისე ცეცხლსააროლზე არც მიფიქრია

ისე პატარა დაკვირვება და ამას არ იტყოდი gregory biggrin.gif .
მოკლედ ძალიან ვეცადე შენსკენ ვყოფილიყავი , მარა შენ ვის წისქვილზე ასხავ წყალს ნამდვილად ვერ გავიგე ... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif .

პოსტის ავტორი: okela84 Apr 6 2017, 06:37 PM

ამ ხუმრობაში გეტყვით რომ 1000 თუ არა 100-200 გასროლა სჭირდება ცეცხლასასროლის აბკატკას, სულ მცირე ლულის რესურსის გასაზღდელად.

პოსტის ავტორი: okela84 Apr 6 2017, 06:42 PM

ციტატა(gregory @ 6th April 2017 - 06:32 PM) *
1000 ტყვიიის ხარჯი გავწიე რომ იდელურად ისროდესო

მაგნუმ კალიბრებში უკვე სიცოცხლის ბოლო წამებშია ლულა1000 გასროლაზე

პოსტის ავტორი: gregory Apr 6 2017, 08:09 PM

ციტატა(userman @ 6th April 2017 - 07:30 PM) *
მარა შენ ვის წისქვილზე ასხავ წყალს ნამდვილად ვერ გავიგე ...

ნუ რავი აბა smile.gif
ის კი აი რა მგომია: კაცი რომ 1000 გაისვრის ჯგუფი თავისთავად პატარავდება smile.gif


პოსტის ავტორი: maqsimusa Apr 6 2017, 08:50 PM

ცეცხლსასროლში ყოველი გასროლა იწვევს შესაბამის ცვეთას ლულის, ასე რომ არავითარი აბკატკა არაა საჭირო, ამთემაზე კამათი შორს მიდის ყოველთვის, ასე რომ ჩემი აზრი დავაფიქსირე და გავდივარ ჩემისით biggrin.gif

პოსტის ავტორი: ja_ja Apr 7 2017, 09:48 AM

userman

ციტატა(userman @ 6th April 2017 - 05:45 PM) *
ხომ შეიძლება ბევრმა გასროლამ ლულა გააპრიალოს ?

თუ პნევმატიკაზე ვსაუბროთ ეგ შეიძLება მოხდეს ალბათ მილიონი გასროლის მერე ისიც ტეორიებში smile.gif იმიტომ რომ შენ მხოლოდ მხედველობაში იღებ ცვეთაც, ანუ მაგალტად ბრინჯაოს ქანდაკება რომ ავიღოთ რომელსაც ერთ ადგილზე კიდევ ხელს მილიონობით ტურისტი, ის ადგილი პრიალდება ხოლმე, იმედია გინახავს ან გსმენია ეგეთი რამ... შეიძლება იგივე პარალელები გაავლო მაგრამ ძალიან შეცდები თუ მაგას იზამ smile.gif

საქმე იმაშია რომ ტურისტის ყოველი ხელის მოკიდება ნიშნავს მიკროსკოპული რაოდენობით რაღაცის მოცილებას და თან გაყოლას, იქნება ეს მტვერი, ჭიჭყი თუ ლითონის ნაწილაკები, აი ლულაში კი ეგ ეფექტი არ მუშაობს smile.gif ლულაში რომ ეგ პრინციპი მუშოაბდეს მაშინ არასდროს გასაწმენდი არ იქნებოდა ლულა smile.gif

საქმე იმაშია რომ ლულაში პირიქით ტყვიის ნადები ყოველთვის ემატება და ემატება, შედეგად ის ძირითადი ქვედა ფენა რომლის გაპრიალებასაც შენ ელოდები, ალბათ არასდროს არ მოხდება sad.gif გამოწმენდის შემდეგ უსწორმასწორობა პირველივე ტყვიიდან იყოვებს "ჯალოჟნიკად" ახალი ტყვიის ნადებს რომელზეც შემდეგი და შემდეგი დასრიალებს, ბოლო ბოლო გექნება გაგებული ტერმინი ტყვიაზე მოჯდომა, ტყვიის აბკატკა.... ანუ ეგ ნიშნავს იმას როდესაც ლულაში ერთი და იგივე ტიპის ტყვიის შენადნობის ფენა ჯდება და შემდეგი ტყვიები იგივე ზედაპირზე სრიალისას უფრო სტაბილურად მოძმრაობს, ვიდრე სხვა შენადნობის ან ახლად გაწმენდილი ლულის შემთXვევაში... კაროჩე რუსული ტერმინი "ასვინცოვკა" იმედია გაგიგია...

რაც შეეხება კითხვას
okela84
ციტატა(aleqsandre @ 6th April 2017 - 05:02 PM) *
გასაგებია მაგრამ, პალიროვკა კალიბრს ხო აფართოვებს თუნდაც მიკროსკოპულად

რა თქმა უნდა გაპრიალება ავტომატურად გულისხმობს მაგას, და არასწორად გაპრიალება უარესს შედეგს იწვევს მეთქი, საერთოდ ნარეზების წაშლის ჩათვლით... ამიტომაც, ლულა უნდა გაპრილდეს სპეციალური ხსნარებით და არა კუსტარულად აღმოჩენილი მეთოდებით, პლიუს შესაბამისი მოძრაობებით და ასე შედმეგ... თორემ პროსტა მიადექი და უქაუნე სანამ ხახუნის გამო არ გაწითლდება smile.gif ნუ ეგ მეთოდი არ მუშაობს, მე რამდენადაც ვიცი 3 თუ 4 ნაწილად ყოველ ლულას ხოლმე და თითო ნაწილს 50-დან 150 მოძრაობას უკეთებენ ხოლმე. ექსპრემია მგონი 300... მაგის მერე უკვე პირიქით უფრო და უფრო აფუჭებ ლულას...

პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 9 2017, 08:04 PM

ახალი ოპტიკა ჩავაცვი ჯიგარს smile.gif

ძირითადი მიზეზი ისაა რომ თვალის რელიეფი აქვს ამ ოპტიკას 9 სანტიმეტრი. განსხვავებით ვაიპერისაგან. ვაიპერზე ჟირაფის კისერი უნდა გქონოდა რომ გესროლა ან საკმაოდ უკან უნდა დაგეყენებინა და გადატენვაზე პრობლემა იყო. ეს კიდევ საკმაოდ კარგად ზის ტავის ადგილას. ესეც ოპტიკის ლინკი.
http://www.hawkeoptics.com/airmax-2-7x32-amx.html



http://radikal.ru




პოსტის ავტორი: userman Apr 9 2017, 08:19 PM

ბაიკერი

მშვიდობაში !!!

პოსტის ავტორი: okela84 Apr 9 2017, 08:56 PM

i-m_so_happy.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი Apr 9 2017, 09:36 PM

მადლობა smile.gif რა დანიშნულებაც აქვს ამ თოფს მაგისთვის 7X სრულიად საკამრისად მიმაჩნია


პლიუს წონა. 200 გრამამდე დავზოგე biggrin.gif

პოსტის ავტორი: okela84 Apr 10 2017, 01:30 PM

ციტატა(ბაიკერი @ 9th April 2017 - 10:36 PM) *
რა დანიშნულებაც აქვს ამ თოფს მაგისთვის 7X სრულიად საკამრისად მიმაჩნია

100%

პოსტის ავტორი: mamukaaa May 11 2017, 09:22 PM

როდისმე გვეღირსება რუსული პსპ-იები საქართველოში?
არადა რამდენი კაი რამეა.

პოსტის ავტორი: ბაიკერი Mar 16 2019, 11:28 AM

67 მეტრი
საიდშოთის ტესტი

https://youtu.be/6zBJ7dc-oJE

http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: giga2010 Mar 16 2019, 05:10 PM

ბაიკერი
მშვიდობაში ნიკა, მაგარია.
ლეში კი ნამდვილად პატარა მონსტრია big_boss.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი Mar 16 2019, 08:32 PM


პოსტის ავტორი: gela Mar 16 2019, 08:52 PM

ბაიკერი

სად ხვდება ტყვია ვერ ვხედავ unknw.gif

პოსტის ავტორი: ბაიკერი Mar 16 2019, 09:26 PM

gela
პირველივე მილდოტზე ერთად დაჯდა სამივე smile.gif

პოსტის ავტორი: gela Mar 16 2019, 10:20 PM

ბაიკერი

ციტატა(ბაიკერი @ 16th March 2019 - 10:26 PM) *
პირველივე მილდოტზე ერთად დაჯდა სამივე



უი კიი, ახლა დავაკვირდი და დავინახე, მშვენიერია good.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services