თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

Georgian Airgunners Portal _ ჩვენი ინტერნეტ მაღაზია - airgun.ge _ costum პნევმატიკის მაღაზიები

პოსტის ავტორი: okela84 Mar 9 2020, 02:06 PM

ამ თემის მიზანია ისეთი ინტერნეტ მაღაზიების მოძიება სადაც პნევმატიკის ცალკეული ნაწილების დიდი არჩევანია ან უბრალოდ არის რაღაც ჩვენთვის გამოსადეგი და შემდგომ უკვე ამ ლინკების ერთ თემაში ან დუნდაც ერთ პოსტში მოქცევა.
ნუ გასაგებია რომ დღეის მდგომარეობით AR ვით არ გამოდის სხვადასხვა მწარმოებლების ნაწილების ჩამოტანა და ერთი ატვიორკების დიდი კომპლექტით ამ ყველაფრის ერთმანეთზე მიერთება, მაგრამ პნევმატიკაშიც არის რამდენიმე ადამიანი ვისაც ამაში დახმარებაც სძალუძთ.
გამოგიტყდებით და მსგავსი თემის არსებობის სურვილი მე გამიჩნდა, მაგრამ გარწმუნებთ რომ ძალიან კომფორტული იქნება სამომავლოდ ყველასათვის ერთ თემაში შემოსვლა და საკუთარ გემოვნებაზე მაქსიმალურად მორგებული აგრეგატის დუნდაც მხოლოდ ძირითადი დეტალების სწაფი მოძიება ან სამომავლო გეგმების დაწყობა

პოსტის ავტორი: MonSoon Mar 9 2020, 03:23 PM

მეორადი პნევმოს ყიდვა/გამოწერაც საინტერესოა. მემგონი არ არის ცალკე მაგაზე საიტები ჩამონათვალი.

პოსტის ავტორი: okela84 Mar 9 2020, 05:00 PM

MonSoon
კი ბატონო გამოუშვით მასეთების ლინკებიც. ფორუმზე სელერთან არის შესაძლებელი მორიგება ცალკეულ დეტალებზეც.

პოსტის ავტორი: MonSoon Mar 9 2020, 05:15 PM

მაშინ ამას ჩავაგდებ. ბევრს ეცოდინება და ბევრსაც არა.

ყველანაირი იარაღია, ბრიტანული საიტია ოღონდ ჩვენი მაიმარკეტივით არის ონლაინ ვერ იყიდი.
კარგ ფასებში იჩითება ხოლმე.

მაგალითად იმფაქტი იყიდება მკ1, დამატებით ლულა მოყვება პუტკუნა, პლიუს 12 და 4 ლიტრიანი ბალონები. ყველაფერი 900 გირვანქად.


ამ საიტს ვგულისხმობ.

https://www.guntrader.uk/

პოსტის ავტორი: okela84 Mar 9 2020, 08:45 PM

MonSoon
გადასარევი არჩ3ვანია მარა რთულია აქ ვინმეს უბიძგო ყიდვისკენ. ერთმა შეიძლება 10 ჯერ გამოწეროს უპრობლემოდ და მეორეს პირველივე ყიდვაზე გადააგდონ. ანუ მგონი არ ხარ დაზღვეული რაა. უნდა მოებაზრო ტელეფონზე ან მეილზე და პირდაპირ გადაურიცხო

პოსტის ავტორი: MonSoon Mar 9 2020, 09:32 PM

აი ეგ პროცედურები მართლა არ ვიცი. ესეიგი შესაძლებელია რო ტელეფონით ან მეილით მოელაპარაკო და ფოსტით გამოგზავნოს.???

პოსტის ავტორი: okela84 Mar 9 2020, 11:20 PM

MonSoon
რათქმაუნდა კი, თუმცა იმის კაცური სიტყვის იმედად რჩები როგირც ჩანს. ნუ რავი 100-200$ ის ფარგლებში შეიძლება გარისკვა მარა მეტზე არ ვურჩევდი არავის. გავერკვევი კარგად. შესაძლოა სელერის გაყიდვების რაოდენობის ან ბაერების შეფასებების სისტემის მაგვარი იყოს.

პოსტის ავტორი: ბაიკერი Mar 10 2020, 11:33 AM

მივესალმები ახალ თემას. სათაურში შეცდომაა costum ის მაგივრად custom უნდა ეწეროს

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services